Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 08/15/14 in all areas

  1. როგორ შევარჩიო HiFi სისტემა ჩემი სახლის და გემოვნების შესაბამისად ეს სტატია დაგეხმარებათ თუ როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ხმის სისტემა საუკეთესო ფასად მუსიკის და კინო მოყვარულებმა. დავიწყოთ იმით თუ რა განზრახვა გვაქვს მომავალში, ეს დაგვეხმარება იმ გადაწყვეტილების მიღებაში თუ რომელი რესივერი შევარჩიოთ ან ხომ არ ჯობია სტერეო გამაძლიერებელი? რამდენი დინამიკი არის საუკეთესო ჩემს შემთხვევაში და 5.1 სისტემა თუ სტერეო სისტემა და ასე შემდეგ, რაც დაგეხმარებათ ბიუჯეტის სწორად დაგეგმარებაში და ხმის მაღალი ხარისხის მიღებაში. დავიწყოთ მუსიკით დავუშვათ მე მსურს მოვუსმინო მუსიკას მაღალ ხარისხში, ჯაზს, როკს და ან სხვა ჟანრს და მხოლოდ მუსიკისთვის მსურს აუდიო სისტემა. დავიწყოთ მინიმალურიდან, ამ შემთხვევისთვის აუცილებელია სწორად შევარჩიოთ დინამიკები, მწარმოებლები ამ შემთხვევაში Yamaha გარკვეული ჟანრისთვის გვთავაზობს კონკრეტულ მოდელებს, (მაგალითად ჯაზისთვის,კლასიკსთვის, ბლუზი და ასე შემდეგ SOAVO, F-500 სერიები და ასე შემდეგ.) რადგანაც თვითოეული სერია გამოირჩევა რბილი ან ხისტი ჟღერადობით, განსხვავებული სიმძლავრით. მაგალითად როკს ან/და მძიმე როკს უნდა შევურჩიოთ ისეთი დინამიკები რომელსაც დრაივის დროს შეუძლია უფრო მაღალ სიხშირეზე ავიდეს და მოგვაწოდოს სუფთა-დეტალური ხმა. (NS-555,NS-777,NS-F700 და ასე შემდეგ.) ასეთი შემთხვევისთვის აუცილებელია ვიცოდეთ რომ სტერეო სისტემა არის შესაბამისი და საკმარისი (იხ. სურათი 1), არ არის აუცილებელი 5.1 სისტემის ყიდვა, აუდიო რესივერის ყიდვა. საკმარისია სტერეო გამაძლიერებელი(რაც მუსიკისთვის უფრო ხარისხიან ხმას იძლევა და უფრო ადვილია ხმის რეგულაცია - ბასები და ასე შემდეგ) რა უნდა ვიცოდეთ სიმძლავრის შესახებ? როგორ შევარჩიო სწორი სიმძლავრის გამაძლიერებელი სტერეო სისტემის შემთხვევაში? პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ დინამიკების სიმძლავრე, ყველა მათგანს აქვს შემდეგი მახასიათებელი - 1. ნომინალური სიმძლავრე და 2. მაქსიმალური სიმძლავრე ასევე წინაღობა. მაგალითისთვის გვაქვს ნომინალით 50 ვატიანი და მაქსიმალით 150 ვატიანი დინამიკი 6 ომზე(ეს ყველაფერი დინამიკს მახასიათებლებში უწერია ასევე უკან თვითონ ყველა დინამიკზე არის დატანილი) ასეთ სიმძლავრის(მაქსიმუმი 150 ვატი) შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ რომ დინამიკის სამუშაო „ოქროს შუალედი“ არის დაახლოებით 70-დან 110 – 120 ვატამდე, ეს რას ნიშნავს რომ ამ შუალედში დინამიკი გვაწვდის ყველაზე სუფთა და დეტალურ ხმას. შესაბამისად არ არის აუცილებელი გადავიხადოთ ზედმეტი 200 ვატიან სტერეო გამაძლიერებელში. საკმარისია შევიძინოთ 100 ვატიანი ან 120 ვატიანი გამაძლიერებელი(6 ომზე) (მაგ:A-S300) და სრულად საკმარისი იქნება. ცნობისთვის არ არის რეკომენდირებული რომ არც ერთი ბრენდის დინამიკმა არ იმუშავოს თავის მაქსიმალურ სიმძლავრეზე, ასე რომ ვთქვათ პიკზე. ეს დინამიკს აზიანებს.არის შემთხვევბი როდესაც ოთახის მოცულობა პატარაა და ამიტომ ხშირად 100 ვატიც ძალიან ხმამაღალია, ამიტომ შერჩევისას ხშირად მომხმარებელი ამასაც ითვალისწინებს. რაც შეეხება ბასებს სტერეო ხმაში. არსებობს დინამიკების სხვა და სხვა ტიპები, ორ ზოლიანი, სამ ზოლიანი, (იხ. სურათი 2) ასეთი დინამიკები არის ბას-რეფლექსური, რაც ნიშნავს იმას რომ შემავალ სიგნალს დინამიკი ბალანსირებულად ანაწილებს დრაივერებში(იხ. სურათი 2), ბასი ყოველთვის მოდის ქვედა დრაივერში. მძლავრ დინამიკებს აქვს საკმარისი ბასი და აღარ არის საჭირო დამატებით ბასის ყიდვა, ზოგიერთ დინამიკში ბასი ნაკლებია და ამიტომ დამატებით საჭიროა ბასის ყიდვა. (იხ. სურათი 3) ხშირად არის შემთვევბი და ეს უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, როდესაც მძლავრ დინამიკებში სადაც საკმარისი ბასია, მაგრამ მომხმარებელი დამატებით მაინც ყიდულობს ბასს. ეს არის ის მცირე ინფორმაცია რაც უნდა ვიცოდეთ როდესაც გვსურს აუდიო სისტემები შევიძინოთ მუსიკისთვის, რომ მოვუსმინოთ ჩვენს საყვარელ შემსრულებელებს მაღალ ხარისხში, დამერწმუნეთ ასეთ ხარისხში მოსმენილი მუსიკა არის სრულად განსხვავებული და დაუვიწყარი. ინფორმაცის წყარო yamaha.ge მოკლედ მეგობრებო ორიოდე სიტყვით ჩემს გამოცდილებასაც გაგიზიარებთ ამ სფეროში, ძირითადად HI-FI აუდიო სისტემის არჩევის დროს აუცილებელია გავითვალისწინოთ თქვენი ოთახის ფართი, რა ჯანრის მუსიკას ვუსმენთ, რას ვანიჭებთ უპირატესობას ბასს, სუფთა ხმას თუ მუსიკას სადაც რამოდენიმე ხმების სინთეზი ხდება ერთდროულად, ასევე ხმის სისუფთავე დამოკიდებულია ოთახში ავეჯის განლაგებაზე, რაც უფრო ნაკლებად გადატვირთულია ოთახი, მით უფროს წრაფად ხდება ბგერის გავრცელება და ხმაც მიიღება ბევრად სუფთა და მკვეთრი, განლაგებას რაც შეეხება როდესაც სისტემას ვაყენებთ 55-და მეტი ინჩის ტელევიზორებთან აუცილებელია RR და RL დინამიკები განლაგებული იყოს მინიმმ 2 მეტრის დაშორებით რადგან დინამიურ სცენებში წარმოიქმნება ხმის უსუფთაობა რადგან ორი დინამიკის ხმა ერთმანეთს ერწყმის და გამოდის უსუფთაო ბგერები, უკანა 3 დინამიკი გადანაწილებული უნდა იყოს ოთახის უკანა მხარეს სადაც ხმების სინთეზი მოხდება წინა ხმის გამაძლიერებლებთან. ამ კატეგორიის აუდიო სისტემებში წამყვანი ბრენდებია: yamaha, pioneer,Klipsch... ოფიციალური ვებ გვერდები: http://www.klipsch.co.uk/ http://yamaha.com/ მოკლედ თქვენთვის გაისარჯა NvidiaFan იგივე ვანო, გისურვებთ წარმატებებს და საუკეთესო აუდიო სისტემებს...
    1 point
  2. აქ ვისაუბროთ Nexus-ებზე. ყველაფერი რაც გუგლის სმარტფონებს და ტაბლეტებს ეხებათ დავიწყებ ( ) Nexus Root Toolkit http://www.wugfresh.com/ ყველაფერი ნექსუსებისთვის All in One პროგრამაა საკმაოდ მარტივი გამოუცდელი მომხმარებლისთვისაც კი
    1 point
  3. Sony-მ დაანონსა ახალი თამაში სახელწოდებით Hollowpoint. მოთამაშეებს სთავაზობენ კო-ოპერატიულ ექშენს შესაძლებლობით, რომ უთავოთ, აიყვანოთ და გაწრთვნათ პოლიციელები. შემქმნელების სიტყვების მიხედვით თამაშში იქნება ბევრი ტაქტიკური შესაძლებლობა და გეიმფლეი ორგანზომილებიანი პლათფორმერის ელემენტებით და სამგანზომილებიანი შუთერით. გეიმერები მთავარი მიზანი იქნება შექმნან ყველაზე სახიფათო და საპატივცემულო ორგანიზაცია 22-ე საუკუნეში. თამაშში ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა მისიების მთელი ჩამონათვალი, სქილების სისტემა, იარაღების დიდი არსენალი და მოწყობილობები. ყველა მისია გენერირდება შემთხვევით, რაც საშუალებას იძლევა გეიმფლეის გამრავალფეროვნებისა როგორც სხვადასხვა ლოკაციებით, ასევე დავალებების კომბინაციებით. შექმნით დაკავებულია სტუდია Ruffian Games, რომელმაც ადრე შექმნა Crackdown 2. გამომცემელი იქნება კომპანია Paradox Interactive, რომელიც თამაშს გამოუშვებს ჯერ PS4-ზე და მერე სხვა პლათფორმებზე.
    1 point
  4. სახელის გასწვრივ პასუხები წერია და იქ არის, თაგში რამე კარგი ჩაწერე გეხვეწევი სიტყვა ყველაზე რო არ იყოს ისეთი
    1 point
  5. ვა რატომღაც 2 მახსოვდა რომ გყავდა, ჰო ერთი ბჭი რომ გყავდა ვიცოდი, ღმერთმა დიდი ბიჭი გაგიზარდოს...^^ https://www.youtube.com/watch?v=ZvpNDwNMmPI https://www.youtube.com/watch?v=jAo1pYRQYPc Cool <3
    1 point
  6. თავისით ავა ეგ მაგ სიხშირეზე როცა დაჭირდება , საშიში არაფერია უბრალოდ ყველა U სერიის პროცესორი ეგეთია , მოიხმარს დაბალ ენერგიას და უმატებს სიხშირეს მეტად , მაგრამ თამაშებში არაა კარგი ეგ ყველაფერი თუმცა M სერიის პროცები ძვირია განსაკუტრებით ი7 ები , მოკლედ ეგ არაა ცუდი ვარიანტია უბრალოდ ალტაში ძვირია და მე რაც დაგიდე ლინკი მანდ იყიდე მაშინ + კიდევ დაგიკლებენ თუ ქეშად ყიდულობ
    1 point
  7. მაგეებიდან ეგ ბოლო ლენოვოა ნორმალური , მეც ეგ მაქვს ოღონდ I5 და ყველაფერს ბოლო გრაფიკაზე ვერ გაუშვებ , დაივიწყე რომ ასეთ ფასში იყიდი ისეთ ლეპს რომლითაც ყველაფერს ულტრაზე ითამაშებ
    1 point
  8. ეტყობა შენი კომპის მაკ ადრესზეა ინტერნეტი გაწერილი და სხვას ვერ იღებს, რადგან ყველა კომპს განსხვავებული მაკ ადრესი აქვს! ანუ როუტერი გჭირდება რომ მაკი გაკლონო და სხვებზეც გქონდეს ინტერნეტი
    1 point
  9. წავიდნენ ერთი მაგენის დედაც... მაგენის ჭკუით ხალხს აბოლებენ.
    1 point
  10. ვაიმეეე რა მაგარი ფასიააა ჩემი დაჯდა 2000$ და მასტი 3000 ლარად გაძლევთ ყველაფერი გაყიდეთ და ითრიეთ
    1 point
  11. https://www.youtube.com/watch?v=yasKqBercRA ძაან ძაან მაგარი იგრა იქნება ეს უეჭველი უნდა ვიყიდო
    1 point
  12. რაღაცებზე არასწორი წარმოდგენები გაქვს მონაცემთა ბაზა არის უბრალოდ მონაცემების საცავი. WordPress - ი იყენებს ერთ-ერთ მათგანს რომელსაც ქვია MySQL - ი. არვიცი როგორ აგიხსნა, კითხვასაც ვერ მივხვდი სიმართლე გითხრა.
    1 point
  13. ოფიციალურად: PES 2015 PS3-ის ძრავზე იქნება. დღეს Gamescom 2014 ჩვენებაზე, PES სერიების ევროპელმა მენეჯერმა ადამ ბჰატიმ ინტერვიუ მისცა ერთ-ერთი ინტერნეტ პორტალ pesfan.com-ს. ინტერვიუს დროს დაისვა მნიშვნელოვანი შეკითხვები ახალი თამაშის თაობაზე,რომლებიც გამოგზავნილ იქნა ფანების მიერ მთელი მსოფლიოდან. მრავალი ფანი ელოდა ინფორმაციას PC ვერსიის თაობაზე და აი დღეს გამოჩნდა პირველი ინფორმაცია. უმრავლესობას ძალიან არ მოეწონება ეს ინფორმაცია,ყველა ელოდა რაღაც ახალს,როგორც ვიზუალურ გაფორმებას ასევე გრაფიკას. - კითხვა: PC ვერსიას და სხვა პლატფორმებს შორის იქნება სხვაობა? თუ კი როგორი? -პასუხი: თამაშის PC ვერსია გამოიყენებს „გაფართოვებულ და ოპტიმიზირებულ“ PS3 ძრავის ვერსიას,ხოლო PS4 და Xbox One-ს ექნებათ უფრო უკეთესი გრაფიკა და ვიზუალური ეფექტი. PC ვერსიას ექნება ყველა რეჟიმი და გეიმფლეის პროცესის ყველა ელემენტი. - კითხვა: იქნება თამაშში რამე ახალი,მაგალითად სათადარიგო სკამის შემთხვევაში? - პასუხი: დიახ,ახალ თამაშში იქნება „ცოცხალი“ სათადარიგო სკამი,მოთამაშეები იმოძრავებენ ისე, როგორც რეალურ ფეხბურთში. - კითხვა: როდის გამოაქვეყნებს კონამი ლიცენზიათა სრულ სიას? - პასუხი: ყველა ლიცენზია, რომლებიც იქნება PES 2015-ში გამოცხადდება და დადასტურდება თამაშის გამოშვებამდე,შესაძლოა ეს მოხდეს ოქტომბერში ან ნოემბრის დასაწყისში,ამ ყველაფრის შესახებ მოგვიანებით შეგატყობინებთ. - კითხვა: რას გვეტყვით ახალგაზრდა მოთამაშეებზე? - პასუხი: PES 2015-ის ბევრ შემადგენლობაში იქნებიან მეტი ლიცენზირებული მოთამაშეები. - კითხვა: დემო ვერსია გამოვა 17 სექტემბერს,იქნება თუ არა განსხვავებული ფინალური ვერსიისგან? - პასუხი: დემო ვერსია ძლიერ მიმსგავსებული იქნება თამაშის ფინალურ ვერსიასთან,მაგრამ ორი თვიანი შესვენებისას თამაში კვლავ დამუშავდება და შესაძლოა იყოს რაღაც ცვლილებები. - კითხვა: რომელ მობილურ პლატფორმებს ექნებათ PES 2015 მხარდაჭერა? - პასუხი: ჩვენი თამაში ნამდვილად არ გამოვა PS Vita კონსოლებისთვის,სხვა მობილურ პლატფორმებზე კი ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით,მაგრამ ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ თამაში გამოვა აიფონისთვის და ანდროიდისთვის. - კითხვა: იქნება ცვლილებები დარტყმის პარამეტრებში,როგორც ეს ძველ ვერსიებში იყო? - პასუხი: PES 2015-ში დარტყმის სიძლიერის პარამეტრები არ იქნება,მაგრამ ისინი ისედაც კარგად გამოიყურებიან თუმცა ბოლომდე დამუშავებას და მოწყობას საჭიროებენ. - კითხვა: თამაში AI-ის მეშვეობით იქნება განსხვავებული,როგორ საშინაო ასევე საგარეო მატჩში? - პასუხი: AI-ს ძალა იქნება დამოკიდებული არჩეულ პარამეტრებზე,თამაში შინ ან გასვლაზე იქნება განსხვავებული. - კითხვა: შესაძლებელია თუ არა თამაშის ახალ ნაწილში მსაჯის რედაქტირება? როგორც იყო ძველ თამაშებში. - პასუხი: თამაშში შეუძლებელი იქნება შეცვალოთ მსაჯთა „სიმკაცრის“ ძალა მატჩამდე.
    1 point
  14. WordPress.com - ი არის პლატფორმა სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მარტივად გააკეთოს ბლოგი/საიტი, არ მოითხოვება რაიმე განსაკუთრებული ცოდნა (დაახლოებით იგივე რაც blogspot.com - ი და ა.შ) შეგიძლია გამოიყენო უფასო ვარიანტი, მაგალითად Grichika.wordpress.com ან მიაბა შენი დომეინი, მაგალითად Grichika.com. ამ შემთხვევაში რათქმაუნდა შეზღუდული ხარ, ბევრი რამის გაკეთების საშუალება არ გეძლევა. რაც შეეხება https://wordpress.org/ - ს, ეს არის უკვე სრულფასოვანი CMS - ი ( Content Management System ) რომელიც შეგიძლია გადმოწერო უფასოდ, გააკეთო რაც გინდა, იქნება ეს ბლოგი, საიტი თუ კიდევ სხვა რამ და ატვირთო ჰოსთზე. აქ უკვე შეზღუდვები პრაქტიკულად არ გაქვს, აკეთე რაც გინდა, ესუკვე შენს ცოდნის და ფანტაზიის ხარისხზეა დამოკიდებული
    1 point
  15. საკმაოთ დიდი ყოფილა როგორც პირველი ნაწილი, მთავარია ეხლა პირველივით კარგი გამოუვიდეთ
    1 point
  16. METAL GEAR SOLID V: THE PHANTOM PAIN-ი PC-ზეც გამოვა! კომპანია Konami გამოუშვებს Metal Gear Solid V: The Phantom Pain-ს PC-ზეც. შემქმნელებმა ოფიციალურად დაადასტურეს ის, რომ თამაში გამოვა კომპიუტერებზე კონსოლებთან ერთად. თავდაპირველად სერიის მეხუთე ნაწილი დაანონსეს მხოლოდ PlayStation 4-ზე, PlayStation 3-ზე, Xbox One-ზე და Xbox 360-ზე. ამასთან ერთად ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს თამაშის PC-ზე შექმნას. Gamescom 2014 თამაშის პერეზენტაციისას ჰაიდეო კოძიმამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ თამაში გამოვა PC-ზე. სტელს-ექშენის მეხუთე ნაწილი გამოვა მხოლოდ ციფრული სახით Steam-ში. PC ვერსიის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია. Metal Gear Solid V კონსოლებზე გამოვა 2015 წლის პირველ კვარტალში.
    1 point
  17. თუ სტანდარტული ბეჭდვა გინდა A4 ზომის ფურცელზე, თანაც სკანერის ფუნქციით, ეგეთებს All in one ჰქვია. ესეთი პრინტერები ძირითადად არის ფურცლის ავტომატური მიწოდებით (ADF-ით) თუმცა ისეც შეგიძლია თითო ფურცლის დასკანირება. არის როგორც ფერადი, ასევე შავ თეთრი (მონო). არის როგორც ჭავლური ფერადი ( ანუ მელანი ink) და არის ლაზერულიც (ტონერი). ჭავლურები ანუ ink კარტრიჯები ძალიან ძვირია! რათქმაუნდა ორიგინალებს ვგულისხმობ, ყველაზე იაფიანი არის ჩვეულებრივი ლაზერული პრინტერის კარტრიჯები (ტონერი). ორიგინალი კარტრიჯები ყოველთვის ძვირია თუმცა ink-ები ყოველთვის რამდენიმეჯერ აღემატება ტონერის ფასებს, ამიტომ იყიდე ჩვეულებრივი სტანდარტული ლაზერული მონო პრინტერი all in one. ძვირი კი დაგიჯდება 400-450 ლარის ფარგლებში (HP-ის მაგალითად) მაგრამ სამაგეიროდ მისი კარტრიჯები, არაორიგნალები 20-25 ლარი ღირს რომელიც კარგა ხანს გეყოფა და საერთო ჯამში არ გაიყიდები როგორც ეს ink პრინტერებზე ხდება. ამიტომ მოერიდე ჭავლურებს თუ ეკონომიაა შენთვის პრიორიტეტი რაც შეეხება ბრენდს, ეგ თავად გადაწყვიტეთ. რომელიც მეტ წლიან გარანტიას შემოგთავაზებს ის ბრენდი აირჩიე
    1 point
  18. იაფი რამდენი მაინც ? საღებავის სისტემით მულტიფუნქციური იაფად არაა , ისე კიდევ ნახავ მაგრამ კატრიჯები დატენვა ან გამოცვლა გაგაკოტრებს
    1 point
  19. კიდევ ერთი ტიზერ გეიმფლეი მართლა კარგი რამე გამოდის :3 <3
    1 point
  20. Gamescom 2014: სონის პრესსკონფერენციის პირდაპირი ტრანსლიაცია http://gamemag.ru/news/gamescom-2014-pryamaya-translyatsiya-presskonferentsii-sony-98842
    1 point
  21. 5 გიგაჰერცს ნუ ეხუმრები 24/7-ზე მაგ სიხშირეზე ყველა პროცი სტაბილურიც კი ვერაა რამდენიმე ბენჩისთვის არათუ სამუშაოდ გამოსადეგი
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.