Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 07/11/14 in all areas

  1. Scythe-მ სიახლე შემოიტანა გაგრილების სისტემებში თავისი პირველი Mugen CPU გაგრილებით. გაგრილების ექსპერტი ახალი Mugen MAX -ი საშუალებას იძლება მაქსიმუმი შესაძლებლობების გახადოშ პროცესორი მინიმუმ ტემპერატურებზე აქვს ოპტიმიზაციის საუკეთესო შესაძლებლობა მოყვება თავისი მენიუ რის შედეგადაც შესაძლებელია დაკვირვება ტემპერატურებზე და ფანების კონტროლი. აქვს უზარმაზარი რადიატორი და 6 ცალი ალუმინიუმის სითბური მილაკი. გაგრილება იწონის 1 კგ თავისი ფანებიანად. ხოლო 750 გრამს ფანების გარეშე. ზომები შემდეგია 145 x 86 x 161 mm (5,71 x 3,39 x 6,34 inch, ფანების გარეშე) მის პროცესორზე სადგარს რაც შეეხება ისეა მოწყობიილი რომ სითბური მილაკები ერთმანეთისგან დაშორებულია 2.6mm ით იგივე 0,1 ინჩი რათა სითბოს გადაცემა არ მოხდეს ერთმანეთთან და გაგრილება იყოს სტაბილური. გაგრილებაზე მოერგება 140 მმ იანი ფანი შესაძლებელია ფანების ბრუნის დარეგულირება 500 დან 1300 RPM -ამდე 500 ბრუნზე ხმაურის დონე 13 dBA შეადგენს (ყური ვერ აღიქვავს) ხოლო მაქსიმუმზე 30 dBA გაგრილება მიდის ველა ინტელის სოკეტზე LGA775, LGA 1150, LGA 1155, LGA 1156,LGA 1366 და LGA 2011. აგრეთვე AM2, AM2+, AM3, AM3+, FM1 FM2, AMD სოკეტებზე Scythe Mugen MAX (მოდელის ნომერი. SCMGD-1000)ხელმისაწვდომი იქნება ამ კვირისთვის ხოლო ფასი 36,00 EUR-ს შეადგენს
    4 points
  2. City Interactive-მა დაანონსა Lords of the Fallen-ის რელიზის ზუსტი თარიღი. თამაში გამოვა ერთდროულად Xbox One-ზე, PlayStation 4-ზე და РС-ზე ოქტომბრის ბოლოს. გეიმერებს მოუწევთ მოირგონ ჰარკინის როლი, რომელიც არის კაცობრიობის ერთ-ერთი სახიფათო ბოროტი პერსონაჟი. დამნაშავემ მიიღო შანსი, რომ გამოისყიდოს ცოდვები და მიემგზავრება მოგზაურობაში, რომ აღმოფხვრას ადამიანების ყველაფერი ცუდი და შეებრძოლოს დაცემული ღმერთების არმიას. სურათები ARTWORK მთავარ გმირს მოუწევს იპოვოს საიმედო მოკავშირეები, შეხვდეს უძლიერეს მტერს და გაიგოს ღმერთების არმიის მეთაურის - ლორდ რჰოგარის ჭეშმარიტი ძლიერება. Lords of the Fallen-ის რელიზი შედგება 28 ოქტომბერს.
    2 points
  3. გამარჯობათ წარმოგიდგენთ HIS Radeon R9-280 IceQ X2 Turbo ვიდეო ბარათის შესაძლებლობებს, გაგრილების სისტემას, ბენჩებს და ერთისიტყვით ყველაფერს ამ უკანასკნელის შესახებ. ასერომ დავიწყოთ VRam მეხსიერებით HIS Radeon R9-280 IceQ X2 Turbo აქვს 3GB მეხსიერება და ძალიან პოპულარული IceQ X2 გაგრილება. აქვს 2 ცალი PCI-E PEG კვების კონექტორები და 2 ცალი ბიოსი აგრეთვე ეს 280 აღჭურვილია 3GB @ 5 Gbps / 384-bit უმაღლესი ხარისხის გამოსახულების მისაღებად რათქმაუნდა მოყვება უახლესი დრაივერების დისკი, მონიტორის კონექტორების კაბელები. ბარათი შეიქმნა ნებისმიერი ბოლო თაობის გეიმების FULL HD -ზე სათამაშოდ ან მეტი ვიდრე 1080P. 4.3 მილიარდი ტრანზისტორი და 28ნმ ტექნოლოგია 1792 კუდა ბირთვი, 9,53GHz core frequency, რაც შეეხება ქარხნულ სიჩქარეებს შემდეგია 3GB DDR5 memory clock 1250 MHz. ასევე 112 TMUs, 32 ROPs, ხოლო data-rate 5000 MHz / 5 Gbps PCB არის 27cm სიგრძე აღწევს 30cm / 12-inches თუ ჩავთვლით ქულერების სადგარს გამომავალი კონექტორები აქვს ერთი DVI კონექტორი, ერთი HDMI და ორი DisplayPort (mini) კონქტორები. რაც შეეხება ენერგომოხმარებას TDP შეადგენს 225 Watt -ს აქვს 2 ცალი PCI-E PEG კონექტორები ერთიცალი 8 pin-იანი ხოლო 1 ცალი 6 pin-იანი. სრულ დატვირთვაზე სტრეტესტში 172 ვატზე მეტი არ წაუღია. ტემპერატურებს რაც შეეხება ჩვეულებრივ მდგომერეობაში დატვირთვის გარეშე უჭირავს ასეთი ტემპერატურები ხოლო გეიმინგისას უმაღლეს გაფართოებაზე ასეთი ერთისიტყვით HIS Radeon R9-280 IceQ X2 Turbo ტემპერატურა მაქსიმალური დატვირთვისას 59 გრადუსს არ ცდება ყველაზე პრობლემატური ძირითადა არის ხმაურის შემცირება გაგრილებისას ტიპიური ხმაურის დონე სხვადასხვა ლოკაციებში შემდეგია აეროორტებში-120 dBA (დამაღრუებელი) საცობებში და მძიმე მოძრაობებში- 90 dBA ურბანულ უბნებში-80 dBA ავტომობილებში- 70 dBA (ძალიან მაღალი) ოფისებში- 60 dBA საკლასო ოთახებში -50 dBA საცხოვრებელ ოთახებში -40 dBA (დაბალი) საძინებელში- 30 dBA სატელევიზიო გადაცემების სტუდიაში გადაღებისას- 20 dBA(შეუმჩნეველი ყურისთვის) შემოდგომაზე ფოთლების ცვენისას- 10 dBA ეს დასკვნები გამოტანილია გამოტანილია 24 საათიანი დაკვირვებებით ახლა კი ამ ვიდეო კარტის ხმაურის დონეები 24 საათიანი დაკვირვებებისას ნორმალურ დატვირთვაზე ხოლო სრულ დატვირთვაზე ასე რომ ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ სახლში წყნარ მდგომარეობაში ხმაური თუნდაც 24 საათიანი მუშაობისას არ შეგაწუხებთ კეისიდან წამოსული . ახლა კი ვიხილოთ ბენჩმარკის შედეგები ვიდეო კარტა გაიტესტა შემდეგ სისტემაზე დედადაფა- MSI Big Bang XPower II (MS-7737) პროცესორი-Core i7 3960 Extreme (Sandy Bridge-E) @ 4.6 GHz 6 ბირთვიანი რამები-8192 MB (2x 4096 MB) DDR3 კვება-1200 Watt Platinum Certified Corsair AX1200i OS- Windows 7 64-bit SP1/DirectX 9/10/11 /AMD Catalyst 14.6 Beta შედეგებიდან გამომდინარე ეს უკანასკნელი არც ისე ცუდი კარტაა მითუმეტეს კომპანია იუწყება რომ ბაზარზე მისი ფასი იქნება 200$ რაც ძალიან მისაღები ფასია ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის თქვენთვის იწვალა barna-მ იგივე ბექა-მ
    2 points
  4. მოგესალმებით, მე ნიკა ვარ. გინდათ გესაუბროთ ჭეშმარით ღმერთზე?... :დ კაი ვხუმრობ ხო. მოკლედ გამოვიდა ახალი როგრამა "პანგუ" რომელიც დაგეხამრებათ ჯაილბრეიკი გააკეთოთ ნებისმიერ აიოეს 7.ხ დეევაისზე. ინსტრუქცია: 1.გადმოწერეთ "პანგუ" აქედან. 2.გადმოწერეთ აითუნზის ბოლო ვერსია და დააინსტაირეთ. 3.შეუერთედ თქვენი აიდევაისი კომპიუტერს. 4.გახსენით "პანგუ" 5.მოხსენით კოდი (თუ გაქვთ) თქვენი აიდევაისიდან. 6.დააწექით ღილაკ ჯაილბრეიქს (ოღონ ტელეფონი ჩართული უნდა გქონდეტ ) 7.დაელოდეთ (არ გამოაერთოდ კომპიუტერიდან ტელეფონი სანამ არ გეტყვით) 8.გახსენით აპლიკაცია რომელიც თქვენს ტელეფონში ჩაიწერა 9.დალოდეთ რაღაც მოხდება 10.შენდეგ შედით სიდიაში და დაელოდეთ 11.ჩატვირთვის შემდეგ გამოაერთეთ ტელეფონი და ვუალალა
    2 points
  5. აიდი უნიკალურია, კლასი არა. ანუ <div id="test_div"></div> და <div id="test_div"></div> შეცდომაა, რადგან ერთ HTML გვერდზე ორი ერთნაირი დივის გამოყენება არ შეიძლება. მოკლედ რომ ვთქვათ უნიკალურია. მეორეს მხრივ, <div class="test_div"></div> <div class="test_div"></div> <div class="test_div"></div> სწორია, რადგან ერთი და იგივე კლასის გამოყენება მრავალჯერ შეგვიძლია ერთ HTML გვერდზე. მოკლეთ, აიდის იყენებ მაშინ როდესაც სტილავ ერთ უნიკალურ ელემენტს, ხოლო კლასს მაშინ როდესაც რამდენიმე სხვადასხვა ელემენტს გინდა გაუწერო მსგავსი სტილები. გაითვალისწინე, რომ CSS - ისთვის არ აქვს მნიშვნელობა შენ აიდის გამოიყენებ თუ კლასს. გაითვალისწინე ისიც, რომ აიდის აქვს კლასისგან განსხვავებით Hash Value ანუ saiti.ge#ragac_nawili. CSS - სგან განსხვავევით ჯს - ს აინტერესებს აიდი და კლასი, თუმცა ამას მერე გაარჩევ ალბათ. სხვა ისეთი არაფერი, მარტივია.
    2 points
  6. რომ რეაგირებს ეგ არის ცუდი . არ გაქვს საშუალება შენი ვიდეოს რეალური წარმადობა გაიგო. აი მაგალითად აიღე 2700კ და 4930კ და ვიდეო 780ტი ნახავ რამხელა სხვაობა იქნება გპუ ქულაში. GPU ქულა რომ არის ზნაჩიტ გპუ სიმძლავრეს უნდა აჩვენენდეს და არა მთლიანი სისტემის ზემოქმედებას ჩემი აზრით რეალური უფროა ეს უფრო vantage არის ისეთი კარტებისთვის რომელსაც ბოლომდე გაწურავს ეს ბენჩი , ახალ კარტებს ვერ წურავს და რეალურად სრულ პოტენციალს არ აჩვენებს
    2 points
  7. როგორ შევარჩიოთ კვების ბლოკი რჩევები დამწყებთათვის ფორუმზე ხშირად სვამენ შეკითხვას ეყოფა თუ არა კვების ბლოკი სისტემას, რომელი კვების ბლოკი ავარჩიო და ასე შემდეგ. ვეცდები გასაგებად ავხსნა როგორ შეიძლება კვების ბლოკის არჩევა. რაც დრო გადის სულ უფრო იზრდება PC კომპონენტების კვების ბლოკისადმი მოთხოვნა. ერთი პერიოდი ენერგიისადმი სისტემის მოთხოვნებმა ძალიან იმატა და ერთი ვიდეო კარტით სისტემას ზოგჯერ 650 ვატიც სჭირდებოდა თუმცა ეხლა ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად სულ უფრო ნაკლებ ძაბვას მოიხმარენ High End ნაწილები, დღეისათვის 500 ვატი თითქმის ყველა სისტემას ეყოფა ერთი ვიდეო კარტით (ერთი GPU, Dual GPU ვიდეო კარტები არ იგულისხმება). განსაკუთრებით მომთხოვნია SLI და CrossFire კონფიგურაცია (მათთვის ვინც არ იცის: ორი ან მეტი ვიდეო კარტა Nvidia და ATI შესაბამისად) . დავიწყებ იქიდან, თუ როგორ გავიგოთ რამდენი ვატი დასჭირდება კონკრეტულ სისტემას. ზოგადად ყველაზე მეტ ვატებს მოიხმარს ვიდეო კარტა. ძველი ვიდეო კარტები სადღაც 50 ვატის ფარგლებში. თანამედროვე კი 200 ვატს და შეიძლება მეტსაც. შემდეგ მოდის პროცესორი (50-130 ვატი). რაც მეტია ბირთვების რაოდენობა მით მეტ ენერგიას მოიხმარს პროცესორი. მწარმოებლის საიტზე შეგიძლიათ ნახოთ კონკრეტული პროცესორის TDP (Thermal Design Power), შემდეგ მოდის დედა დაფა, ვინჩესტერი და ოპერატიული, რომელიც ყველაზე ნაკლებ ვატებს მოითხოვს. ერთი ცალი მოდული 5-10 ვატს მაქსიმუმ (DDR3 რეალურად უფრო ნაკლებს მოიხმარს ვიდრე DDR1 თუმცა განსხვავება მინიმალურია 1-2 ვატი). ასევე გასათვალისწინებელია, რომ overclocking-ი მნიშვნელოვნად ზრდის ენერგიის მოხმარებას. თუმცა ასე დათვლა მაინც ძნელია და საბედნიეროდ არსებობს უამრავი online power supply calculator-ები, რომლებიც დაგითვლიან თქვენი სისტემის მოთხოვნებს. მე პირადად ამ კალკულატორით ვსარგებლობ და მინდა ცოტა განვიხილო როგორ შეიძლება ამ კალკულატორით დათვლა http://www.extreme.o...culatorlite.jsp ესეც საიტი. ეს კალკულატორი მცირედ აჭარბებს რეალურ მოთხოვნებს მაგრამ მცირედი მარაგი სულაც არ არის ზემდეტი, მით უმეტეს თუ რაზგონს ვაპირებთ. დავუბრუნდები საიტს. პირველი რაც უნდა გავითვალისწინოთ System Type იგულისხმება რამდენ პროცესორიანია დედა დაფა. აქ უნდა მოვნიშნოთ single socket (ან იმის მიხედვით ვისაც რა გვაქვს) ანუ ერთ პროცესორიანი სისტემა. ასევე დედა დაფის ტიპი Motherboard: თუ თქვენი დედა დაფა Socket A და Socket 423-ზე არ არის შეგიძლიათ მონიშნოთ regular – desktop ან high end – desktop. მეორე ჯობია ისევ ძაბვის მარაგისთვის, თუნდაც ჩვეულებრივი დედა დაფა გვქონდეს. CPU: ამოვირჩევთ პროცესორს. CPU Utilization (TDP) აქ ჯობია 100% მოვნიშნოთ, მაგრამ თუ აჩქარებას არ აპირებთ შეგიძლიათ დატოვოთ 85%. აქვე არის Overclock my CPU! მონიშნავთ ”პწიჩკას” და შემდეგ უბრალოდ ჩაწერთ სიხშირეს და ძაბვას პროცესორზე. შემდეგ ამოვირჩევთ RAM-ს ოპერატიულის ტიპი (DDR) და რაოდენობა, FB Dimm-s შეგიძლიათ დაიკიდოთ, იგულისხმება Fully buffered ოპერატიული, რაც ვატების მხრივ არაფერს ცვლის. შემდეგ ამოვირჩევთ Video Card: და Video Type: SLI თუ cross-ი. აქ გაუგებარი არაფერია. მერე ვირჩევთ ვინჩესტერის ტიპს (IDE, Sata, SCSI) და რაოდენობას, შემდეგ SSD და ფლეშ დრაივები, CD, DVD, blue ray და მათი რაოდენობა. მოკლედ შემდგომში საკმაოდ გასაგებია (თუ რამე არ გვაქვს არც მოვნიშნავთ, მაგალითად დამატებითი PCI-e კარტა). ბოლოში არის System load აქ შეგიძლიათ მონიშნოთ 100% იმის გათვალისწინებით რომ კვების ბლოკი გვეყოფა სრულ დატვირთვაზეც და არ დაგვირესტარტებს. Capacitor Aging: (კონდენსატორების სიცოცხლის ხანგრძლივობა) აქ იგულისხმება რომ კვების ბლოკი მოხმარების ერთი წლის შემდეგ ნელნელა კარგავს ეფექტურობას და თუ კვების ბლოკს 1 წელზე მეტ ხანს არ გამოცვლით შეგიძლიათ 10-20% მიამოატოთ და 24/7-ზე თუ გვექნება ჩართული 1 წელზე მეტ ხნის განმავლობაში მაშინ 20-30%-ს მივუმატებთ და დავაჭერთ Calculate. რა ციფრსაც მივიღებთ რეალურად ოდნავ მაღალი იქნება ვიდრე სინამდვილეში დაგვჭირდება, მაგრამ მაინც წარმოდგენას გვაძლევს რამდენი ვატი დაგვჭირდება. ციტატა საიტიდან: The recommended total Power Supply Wattage gives you a general idea on what to look for BUT it is NOT a crucial factor in power supply selection! Total Amperage Available on the +12V Rail(s) is the most important, followed by the +5V amperage and then the +3.3V amperage. ანუ დაახლოებით წარმოდგენა გექნებათ რამდენი ვატი დაგჭირდებათ მაგრამ მხოლოდ ვატები არ არის მთავარი. ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს +12V განხრაზე ამპერაჟს და მხოლოდ შემდეგ +5V და +3.3V განხრებზე, თუმცა ამაზე დეტალურად ქვემოთ ვიტყვი. არსებობს კიდევ სხვა კალკულატორები მაგალითად Enermax და Corsair ოფიციალურ საიტებზე და შეგიძლიათ ნახოთ. http://www.enermax.outervision.com/ http://www.corsair.com/us/learn_n_explore/?psu=yes (უამრავი კალკულატორი არსებობს და ყველას ნუ ჩამომათვლევინებთ ) მთავარია გავიგოთ დაახლეობით რამდენ ვატიანი კვების ბლოკი ავარჩიოთ. ნებისმიერ სისტემას ერთი ვიდეო კარტით აჩქარების გარეშე თავისუფლად ეყოფა ხარისხიანი 500 ვატიანი კვების ბლოკი. გაითვალისწინეთ რომ ჩვეულებრივი სისტემაზე ერთი ვიდეო კარტით, თუ კვების ბლოკი 500 ვატი ან მეტია, ძალიან ძნელია ე.წ. Full load მდგომარეობის მიღწევა. და რეალურად იშვიათად გვექნება კვების ბლოკი 100%-ით დატვირთული. ახლა თვითონ კვების ბლოკზე. მაინც როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი კვების ბლოკი? საერთოდ რაც უფრო კარგია კვების ბლოკი მით უფრო ძვირი ღირს და პირველ რიგში ჯიბე უნდა მოვსინჯოთ რამდენის გადახდა შეგვიძლია. მე მაინც მგონია რომ ხარისხში ფულის ”გადაყრა” ღირს და აქ ვეცდები ხარისხზე გავამახვილო ყურადღება და არა ფასზე. ზოგადად კვების ბლოკებზე როცა მიდგება საქმე ჯერ გირჩევთ ამას გადახედოთ მაგრამ მე ცოტა სხვანაირად მივუდგები საკითხს. მწარმოებელი, რომელი ფირმის შევარჩიოთ? აუცილებლად გირჩევთ გადახედოთ ამ სიას http://www.80plus.co...u/psu_join.aspx ამ სიაში მოცემულია მწარმოებლები, რომლებიც მართლა ხარისხიან კვების ბლოკებს უშვებენ და ამათგან ნებისმიერის ყიდვა ღირს. საიტზე ყველა კვების ბლოკი არ არის, მარტო ის მოდელებია რომლებიც დატესტილია და 80+ მოთხოვნებს აკმაყოფილებს (ამაზე შემდეგში ვიტყვი). იგივე მწარმოებელს შეიძლება სხვა კვების ბლოკიც ქონდეს, თუნდაც 80+ სტანდარტებით მაგრამ ამ სიაში ვერ იპოვოთ თუ ჯერ არ დაუტესტავთ. ჩვენთვის საინტერესოა Multi-Output კვების ბლოკები. Single-Output სერვერებისთვისაა და მხოლოდ +12 და +5VSB არხები აქვთ და ფორმითაც ჩვეულებრივ კეისს არ მოერგება. ასევე საინტერესო სიაა ამ საიტზე http://www.xtremesys...ad.php?t=108088 აქ ე.წ. Tier-ებად არის დალაგებული კვების ბლოკები. tier 1 უკეთესია, tire 5 უარესი. მოკლედ გადახედეთ. ზოგადად პოპულარული ბრენდებია Enermax, Seasonic, Corsair, FSP (Fortron source), Antec, Silverstone, Be Quiet, Thermaltake, OCZ, Cooler Master, Rosewill, Super Flower, NZXT, EVGA. მოკლედ სია საკმაოდ დიდია და ყველას ვერ ჩამოვთვლი. ასევე შეგიძლიათ ხარისხიანი კვების ბლოკების მიმოხილვები ნახოთ ამ სატზე http://www.realhardtechx.com/index_archivos/Page541.htm არსებობს საიტი http://www.hardwares...com/article/370 რომელზეც აღწერილია როგორ დავადგინოთ კვების ბლოკის რეალური მწარმოებელი. ჩემის აზრით თუ კვების ბლოკი დატესტილია, ეფექტურია და მძლავრია, არ აქვს მნიშვნელობა რეალურად რომელ ქარხანაშია აწყობილი. მთავარია ვიცოდე რა სახელით იყიდება, თორემ რეალური მწარმოებლის სახელით მიგნება ძალიან გამიჭირდება პრინციპში აქ სტატიის დამთავრება უკვე შეიძლებოდა. გავიგებთ რამდენ ვატიანი კვების ბლოკი გვჭირდება და 80+ საიტიდან (არჩევანი საკმარისზე მეტია) ნებისმიერი კვების ბლოკი ხარისხიანია და აქვს ის მახასიათებლები რომლებსაც აწი ჩამოვთვლი. მაგრამ მაინც დავწერ დეტალებს რაც უნდა გავითვალისწინოთ კვების ბლოკის არჩევისას. ფორმა ATX ATX სტანდარტია რომელიც დესკტოპ სეგმენტზეა გათვლილი და ყველა კეისზე წავა, მაგრამ პატარა კეისებში Mini Tower, Micro ATX კვების ბლოკის ჩადგმა მოგვიწევს. სხვა შემთხვევაში ჩატევის პრობლემა არ იქნება. წონა როგორც წესი კვების ბლოკი რაც უფრო ხარისხიანია და მძლავრი მით უფრო მძიმეა. შეიძლება 10 კილომდეც იწონიდეს. თუმცა ზოგიერთ იაფფასიან კვებას სქელი კორპუსი აქვს და შეიძლება საკმაოდ მძიმეც მოგვეჩვენოს. კონექტორები და შნურები თანამედროვე კვების ბლოკებს ყველას აქვს sata, IDE, floppy კონექტორი, ასევე 24 პინიანი (20+4) დედა დაფისთვის და 4 (ან 4+4 პროცესორისთვის მაღალი TDP-თი) პინიანი პროცესორისთვის. საყურადღებოა ასევე კაბელის სიგრძე, ზოგჯერ Full Tower კეისებში კაბელის სიგრძე არ გვეყოფა. ასევე დიდი კომფორტია Modular კვების ბლოკები, რომლებსაც შეგვიძლია კაბელები მოვხსნათ თუ არ გვინდა რომ კეისში აბლაბუდა მოვაწყოთ. არსებობს სრულად და არასრულად (მაზერის 20+4 პინიანი და პროცესორის 4+4 პინიანი კაბელი არ ძვრება) Modular კვების ბლოკები. ყურადღება უნდა მივაქციოთ PCI-e კონეკტორებს (გააჩნია რა ვიდეო კარტა გვაქვს). ადრე ვიდეო დაფა კვებას იღებდნენ დედა დაფიდან. ეხლა უკვე ბევრი ვიდეო არსებობს ისეთი რომელსაც დამატებითი კვება სჭირდება (მაგალითად GTX 295 და HD4870X2 ორ-ორი PCI-e კონეკტორი სჭირდებათ). არის 6 პინიანი და 8 პინიანი PCI-e კონეკტორები 6+2 უნივერსალური კონეკტორი გამოდგება როგორც 6 ასევე 8 პინიანი ვიდეოსთვის. ზოგ ვიდეო კარტას სჭირდება ორი 6 პინიანი ხოლო ზოგს ერთი 6 და ერთიც 8 პინიანი კონექტორი ყველა კვების ბლოკს არ აქვს PCI-e კონექტორი ან აქვს მხოლოდ ერთი. ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ არჩევისას. მით უმეტეს თუ SLI და Crossfire სისტემას ვაწყობთ. კვების ბლოკს უნდა ქონდეს საკმარისი PCI-e კონექტორები. არსებობს IDE to PCI-e გადამყვანები, მაგრამ მაინც ჯობია ”ბუნებრივი” და არა გადამყვანით. ასევე გასათვალისწინებელია რომ რამოდენიმე ვიდეო კარტით სისტემებს 1000 ვატი და მეტი სიმძავრის კვების ბლოკი შეიძლება დასჭირდეს, გააჩნია ვიდეო კარტას. ვეტილატორები (Fan) და ხმაური რაც უფრო დიდია ვენტილატორი მით უფრო ჩუმი იქნება კვების ბლოკი. ამიტომ ჯობია შევარჩიოთ კვების ბლოკი 120 ან 140 მმ-იანი ვენტილატორით არსებობს კვების ბლოკები ორი 80 ან ორი 90 მმ-იანი ვენტილატორით, რომლებიც უფრო ჩუმი იქნება ვიდრე კვების ბლოკი მხოლოდ ერთი 80 მმ-იანი ვენტილატორით. მაინც ძნელია ზუსტად განსაზღვრო კვების ბლოკი ხმაურიანი იქნება თუ არა, დიდი ვენტილატორი როგორც წესი იძლევა იმის გარანტიას რომ კვება ჩუმია IDLE რეჟიმში მაინც, მაგრამ რაც უფრო იზრდება დატვირთვა და რაც მეტია სიმძლავრე მით უფრო ხმაურიანი ხდება კვების ბლოკი. კვების ბლოკზე ზოგჯერ არის ვენტილატორის ბრუნვის სიჩქარის რეგულატორი, რომელიც სითბოს გამოყოფის მატების შემთხვევაში უმატებს ბრუნებს. ამიტომ დატვირთვის გარეშე კვების ბლოკი შეიძლება ჩუმი იყოს მაგრამ დატვირთვაზე საკმაოდ ხმაურობდეს. ზოგიერთი კვების ბლოკი 1000 W დატვირთვაზეც კი საკმაოდ ჩუმი რჩება. აქ ისევ review-ების ნახვა დაგვეხმარება, სადაც შეგვიძლია ვნახოთ კონკრეტული კვება როგორ ხმაურობს. არსებობს კვების ბლოკები, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ვენტილატორი მაგალითად Seasonic FSP, Enermax, Thermaltake უკვე უშვებენ ასეთი კვების ბლოკებს. კიდევ ბევრი მწარმოებელია, ყველას ვერ ჩამოვთვლი. მაგრამ ასეთი კვების ბლოკები დიდ სიმძლავრეს ვერ იძლევიან (350-500 ვატი), სამაგიეროდ ეფექტურია და აბსოლუტურად უხმაურო. Internals კვების ბლოკის გახსნის საშუალებას მაღაზიაში არავინ მოცემს, მაგრამ მაინც შეიძლება დაინახო შიგნით რა ხდება ასე გამოიყურება იაფფასიანი კვების ბლოკი შიგნიდან ეს კიდევ ხარისხიანი კვების ბლოკის ხედი, საკმაოდ მოზრდილი ალუმინის ფირფიტებით ეფექტური გაგრილებისთვის. მთავარია შიგნით შეხედვა მოახერხო და განსხვავებას აშკარად ნახავ. ეფექტურობა 80+ ზევით ვახსენე ეს საიტი. ეს არის ასე ვთქვათ ნებაყოფლობითი ორგანიზაცია, სადაც მწარმოებლებს თავისი სურვილით მიაქვთ კვების ბლოკი, რომლებიც იტესტება 20%, 50% და 100% დატვირთვაზე. ამ დროს ეფექტურობა (მ.ქ.კ.) უნდა იყოს 80%-ზე მეტი. თუ კვების ბლოკი ტესტებს გაუძლებს დაემატება სიაში. შეიძლება რომელიმე კვების ბლოკი აკმაყოფილებდეს ამ სტანდარტს მაგრამ სიაში არ მოხვდება თუ მისი გატესტვა არ მოხდება ამ ორგანიზაციის მიერ. ამიტომ ყველა კვების ბლოკი 80+ ეფექტურობით ამ საიტზე არ არის, მაგრამ არჩევანი საიტზე დიდია. არ უნდა აგვერიოს ეფექტურობა ე.წ. რეალური და არარეალური კვების ბლოკის მცნებაში. კვების ბლოკს აქვს Pick Watts და continuous power. Pick Watts ეს არის სიმძლავრე რასაც კვების ბლოკი იძლევა რამოდენიმე წამით ჩართვისას და შემდეგ უკვე სრულ დატვირთვაზე მას შეუძლია შედარებით დაბალი სიმძლავრის მოცემა ე.წ. continious power. სწორედ ეს არის რეალური ვატები, რომელიც უნდა იწერებოდეს კვების ბლოკზე, მაგრამ სამწუხაროდ მწარმოებლები სიმძლავრეს აწერენ თავისი შეხედულების მიხედვით. ხარისხიან კვებაზე არასდროს აწერია პიკური სიმძლავრე, მხოლოდ რეალური ანუ სიმძლავრე რომლის მოცემაც კვებას შეუძლია 24/7 დატვირთვაზე. ეხლა რას ნიშნავს ეფექტურობა. ავიღოთ ორი კვება, ორივე 800 ვატიანი და რეალური. პირველი კვების ეფექტურობაა 80%. იმისთვის რომ 800 ვატი მოგვცეს ეს კვება ხარჯავს 1000 ვატს ჩვენი დენის გადასახადიდან . ანუ კვებაში შედის 1000 ვატი და გამოდის 800 ვატი (80%) დანარჩენი იაკრგება სითბოს სახით. მეორე კვების ბლოკიც 800 ვატიანია მაგრამ ეფექტურობა 70%-ია (დაბალი ხარისხის კვების ბლოკების ეფექტურობა საშუალოდ 60-70%-ია ხოლმე) მაშინ უბრალო არითმეტიკა: ასეთი კვების ბლოკი დახარჯავს 1142 ვატს 800 ვატის მისაღებად. ასე რომ ორივე კვება ”რეალურია” მაგრამ ეფექტურობა რომელსაც მეტი აქვს ნაკლებ დენს ის დახარჯავს. ამის გარდა 80%-იანი ეფექტურობით კვების ბლოკში სითბოს სახით იკარგება 200 ვატი (1000-800), ხოლო 70%-იანის შემთხვევაში 342 (1142-800) ვატი. ამიტომ 80+ კვების ბლოკებს რეალურად გაგრილება ნაკლები დასჭირდებათ და ნაკლებადაც იხმაურებს, ამას თუ დავუმატებთ დენის ხარჯს საკმაოდ დიდი პლუსი გამოდის. ამ საიტზე ხუთი ტიპის კვების ბლოკებია ეფექტურობის მიხედვით standard, bronze, silver, gold და უკვე Platinium. (Platinium ეფექტურობა უკვე 92%-ს აღწევს, თუმცა უკვე გამოჩნდა Titanium ეფექტურობაზე 96%-მდე) http://en.wikipedia.org/wiki/80_Plus დეტალები შეგიძლიათ აქ იხილოთ. რაც უფრო მაღალია სტანდარტი, მით დიდია ეფექტურობა, მცირე სითბოს გამოყოფა და ჩვენი ხარჯებიც. გააჩნია რა ხარჯს ვიგულისხმებთ. ესეთი კვების ბლოკი უფრო ძვირიც ღირს თუმცა საბოლოოდ ასეთი კვების ბლოკები ბევრად მეტ დენს დაზოგავენ. PFC Power Factor Correction სიმძლავრის ფაქტორის კორექცია იმპულსურ კვების ბლოკებში (სწორედ ასეთი ტიპის კვების ბლოკები გამოიყენება კომპიუტერისთვის) PFC წარმოადგენს სქემატური ელემენტების ნაკრებს, რომელიც ამცირებს კვების ბლოკის მიერ რეაქტიული სიმძლავრის მოხმარებას. სიმძლავრის კოეფიციენტი (PF) ეწოდება აქტიური სიმძლავრის (სიმძლავრე რომელსაც კვების ბლოკი მოიხმარს) შეფარდებას სრულთან (ანუ აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის ვექტორულ ჯამთან). თავისი არსით სიმძლავრის კოეფიციენტი (არ აგერიოთ მარგი ქმედების კოეფიციენტში - მ.ქ.კ. ანუ ეფექტურობაში) ეს არის სასარგებლო და მიღებული სიმძლავრის შეფარდება და რაც უფრო ახლოს დგას ეს კოეფიციენტი ერთიანთან მით უკეთესია. PFC არსებობს ორი ტიპის - პასიური (Passive PFC) და აქტიური (Active PFC). იმპულსური კვების ბლოკი ყოველგვარი PFC-ს გარეშე ქსელის დენიდან მოიხმარს ენერგიას იმპულსების სახით, რომლებიც დაახლოებით ემთხვევიან ქსელის ძაბვის სინუსოიდის პიკებს. პირობით ოსცილოგრამაზე მწვანე ხაზი აღნიშნავს ქსელის ძაბვას, ხოლო უფრო ღია ხაზი კვების ბლოკის მიერ მოხმარებულ დენს. ასეთი სურათის დროს სიმძლავრის ფაქტორი (PF) 0.7-ს აღწევს ანუ ფაქტიურად სიმძლავრის მესამედი ქმნის დამატებით დატვირთვას ელექტრო გაყვანილობაზე ისე რომ არანაირ სასარგებლო სამუშაოს არ ასრულებს! შეიძლება კერძო პირებს ეს პრობლემას არ უქმნის რადგან სახლის ელექტრო მრიცხველი მხოლოდ აქტიურ სიმძლავრეს ითვლის, მაგრამ მსხვილ ოფისებში და ისეთ დაწესებულებებში სადაც ბევრი კომპიუტერი დგას იმპულსური კვების ბლოკები დაბალი სიმძლავრის კოეფიციენტით დიდ პრობლემას წარმოადგენენ, რადგან ყველა ელექტრო კაბელი და შესაბამისი მოწყობილობა გათვლილი უნდა იყოს სრული სიმძლავრეზე - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ 0.7 სიმძლავრის კოეფიციენტის დროს მათი სიმძლავრე ერთი მესამედით მეტი უნდა იყოს ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო! ამ პრობლემის მოგვარების ყველაზე მარტივი და გავრცელებულ მეთოდს ე.წ. პასიური PFC წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ჩვეულებრივ დროსლერს შედარებით მაღალი ინდუქტიურობით და ჩართულია წრედში თანმიმდევრობით კვების ბლოკის წინ. პასიური PFC შედარებით აგლუვებს დენის იმპულსებს, გაჭიმავს რა მათ დროში - თუმცა სიმძლავრის კოეფიციენტზე დიდი ზეგავლენისთვის საჭიროა დროსლერი დიდი ინდუქტიურობით, რომლის ზომებიც იმდენად დიდი იქნებოდა რომ ჩვეულებრივ კვების ბლოკში ვერანაირად ჩაეტევა. ხოლო მცირე ზომის დროსლერები რომლებიც კვების ბლოკში ეტევა იძლევიან მხოლოდ მაქსიმუმ 0.75 ტოლ სიმძავრის კოეფიციენტს. აქტიური PFC თავის მხრივ წარმოადგენს კიდევ ერთ იმპულსურ კვების წყაროს, რომელიც ზრდის ძაბვას. როგორც სურათზე ჩანს დენის ფორმა, რომელსაც მოიხმარს კვების ბლოკი აქტიური PFC-თი, ძალიან მცირედ განსხვავდება ჩვეულებრივი რეზისტული დატვირთვის მოხმარებისგან - საბოლოო ჯამში სიმძლავრის კოეფიციენტი სრულ დატვირთვაზეც კი 0.95-0.98-ს აღწევს. მართალია დატვირთვის კლებისას სიმძავრის კოეფიციენტიც კლებულობს 0.7-მდეც კი. თუმცა ბევრი Active PFC კვების ბლოკის მწარმოებელი 20%-ზე ნაკლებ დატვირთვაზეც კი გვპირდება 0.98 სიმძლავრის კოეფიციენტს. და პიკური დენის მოხმარება Active PFC კვების ბლოკებში მცირე დატვირთვაზეც კი მნიშვნელოვნად მცირეა ვიდრე Passive PFC კვების ბლოკების შემთხვევაში. გარდა იმისა რომ აქტიური PFC უზრუნველყოფს იდეალურთან ახლო სიმძავრის კოეფიციენტს, პასიურისგან განსხვავებით აუმჯობესებს კვების ბლოკის მუშაობას - დამატებით ახდენს შემავალი ძაბვის სტაბილიზაციას - და კვების ბლოკი ხდება მნიშვნელოვნად ნაკლებად მგრძნობიარე ქსელის ძაბვის ვარდნისადმი (ეს პირადად მინახავს თვალნათლივ, როცა სახლში ძაბვის ვარდნისას ყველა ელექტრო ხელსაწყო გათიშულა კომპიუტერის გარდა). ამას გარდა აქტიური PFC-თი უფრო ადვილია უნივერსალური კვების ბლოკის აწყობა, რომელშიც დასაშვები შემავალი სიმძლავრე 110-დან 230 ვოლტამდეა და აღარ არის საჭირო სპეციალური გადამრთველი (გასათვალისწინებელია რომ ასეთი კვების ბლოკების მუშაობისას იაფფასიან UPS-თან, რომლებიც საფეხურის ტიპის სიგნალს გამოიმუშავებენ, შესაძლოა სისტემაში პრეობლემები შეიქმნას დენის წასვლის და UPS-ის ელემენტზე გადასვლის შემდეგ, ამიტომ Active PFC კვების ბლოკებთან ერთად უმჯობესია მხოლოდ Smart კლასის UPS-ების გამოყენება რომლებსაც გამოსავალი დენის სიგნალი Pure სინუსოიდური ტიპის აქვთ) სხვა შემთხვევაში შეიძლება დენის წასვლისას სისტემა გაითიშოს. გარდა ამისა აქტიური PFC კვების ბლოკებს აქვთ გამოუჯობესებული რეაქცია ხანმოკლე (წამიერი) დენის წასვლების მიმართ - ასეთ მომენტებში კვების ბლოკი აგრძელებს მუშაობას მაღალვოლტიანი выпрямител-ის (ეს ვერ ვთარგმნე) კონდენსტაროების ენერგიის ხარჯზე, რომელთა მუშაობის ეფექტურობა იზრდება ორჯერ ან უფრო მეტადაც. აქტიური PFC კვების ბლოკების კიდევ ერთი დიდი პლუსია მაღალ სიხშირიანი ხარვეზების ძალიან დაბალი დონე გამოსავალ არხებზე, ანუ ასეთი კვების ბლოკები Highly რეკომენდებულია ისეთ კომპიუტერებში რომლებზეც მიერთებულია ანალოგური ტიპის აუდიო/ვიდეო აპარატურა. რაც შეეხება ეფექტურობას, რეალურად Active PFC-თი ეფექტურობა ანუ მ.ქ.კ. დაახლოებით 94%-ს შეიძლება აღწევდეს, მაშინ როცა Passive PFC-თი ეფექტურობა 96%-ს აღწევს, დიახ ბატონებო Passive PFC შეიძლება უფრო ეფექტური იყოს ვიდრე Active PFC თუმცა ამისთვის როგორც ზევით ვთქვი უზარმაზარი მოცულობის დროსლერია საჭირო რომელიც კვების ბლოკში ვერანაირად ვერ ჩაეტევა, ხოლო ის დროსლერი რომელიც კვების ბლოკში ეტევა იძლევა მხოლოდ 0.75 სიმძლავრის ფაქტორს და შესაბამისად იდეალურ შემთხვევაში მხოლოდ 70-75% ეფექტურობას. ასე რომ აირჩიეთ კვების ბლოკები Active PFC-თი. წყარო და ნაკადული http://www.nix.ru/su...&faq_topics=PFC http://en.wikipedia....on-linear_loads ძაბვის რეგულაცია Load regulation ATX სტანდარტით ძაბვის რეგულაცია უნდა იყოს ±5% დადებით განხრებზე (+3.3V; +5V; +12V; +5VSB) და ±10% უარყოფით განხრებზე (-12V). მაგალითად +12V ვოლტზე დასაშვებია ძაბვის ცვლილება 11.4-დან 12.6-მდე. ხარისხიანი კვების ბლოკებს დადებით განხრებზე რეგულაცია შეიძლება ±3% ქონდეთ, ხოლო საუკეთსოებს ±1% და ნაკლები აქვთ. დაცვები Over Current, Over Voltage, Short-Circuit protection ანუ დაცვა ძაბვის მატებისგან, ძაბვის ვარდნისგან და მოკლე ჩართვისგან. ესეთი მახასიათებლები ხარისხიან კვების ბლოკს აუცილებლად უნდა ქონდეს. ეს საშუალებას მოგვცემს მშვიდად ვიყოთ ძაბვის თამაშის დროსაც და არ გვექნება მოულოდნელი რესტარტები. ამპერები და ვატები +12V განხრებზე აქ მე მინდა ავხსნა როგორ შეიძლება ”ნაკლეიკის” წაკითხვა კვების ბლოკზე. ATX კვების ბლოკებს აქვთ შემდეგი ძირითადი განხრები +3.3V; +5V; +12V; -12V და მორიგე +5VSB. იყო დრო როცა მაზერი და პროცესორი აქტიურად იყენებდნენ +3.3V და +5V განხრებს. ეხლა უკვე პროცესორიც, მაზერიც და მით უმეტეს ვიდეო კარტაც ძირითადად +12v (პლიუს 12 და არა მინუს) განხრას იყენებენ. ამიტომ კვების ბლოკის შერჩევისას უნდა დავაკვირდეთ რამდენი ამპერია +12V-ზე. საერთოდ ვატები ასე მიიღება: ვოლტი გამრავლებული ამპერზე უდრის ვატებს. მაგალითად კვების ბლოკს +12V-ზე 40 ამპერით 12 ვოლტიან განხრაზე შეუძლია მოგვცეს 12*40=480W. რაც უფრო მეტი იქნება +12V ამპერები მით უკეთესია. უყურეთ ძირითადად ამ განხრას. იაფიან კვების ბლოკებს +3.3V და +5V განხრებზე უფრო მეტი ამპერი უწერიათ ხოლმე. მაგალითი 1 +12 ვოლტზე 34 ამპერი 34/12=408 ვატი ჯამში მაგალითი 2 360 ჯამური ვატი +12 ვოლტიან განხრებზე (სულ ორია) ანუ ჯამში გამოდის 360/12=30 ამპერი (და არა 20+18) დევიზი ასეთია: 12 ვოლტზე მეტი ამპერი. თუ რამოდენიმე განხრაა 12იანი,მაშინ ჯამური ამპერები რომელსაც მეტი აქვს +12 ვოლტზე ის ჯობია! ეგ არის მთელი ფილოსოფია ძალიან ბევრ ახალ კვების ბლოკს +12 ვოლტზე ჯამური ამპერები ან ვატები ცალკე აქვთ ხოლმე გამოტანილი რაც აადვილებს მათ შეფასებას. როგორც სურათზე ჩანს ჯამური ამპერაჟი +12 ვოლტიან განხრებზე 32 ამპერია და არა 22+22=44 ამპერი. მოკლედ კვების ბლოკის სიმძლავრე ყველა +12 ვოლტის სიმძლავრის ჯამის ტოლი არ არის ხოლმე და ახალ (და ხარისხიან) კვების ბლოკებს ყოველთვის უწერიათ რეალურად რამდენია მაქსიმალური ამპერაჟი ამ განხრაზე. http://forums.guru3d...ad.php?t=205763 ამ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ კვების ბლოკების OEM მწარმოებლები და ასევე თითოეული მოდელზე +12 ვოლტზე კომბინირებული ამპერები, რითაც ადვილდება სხვადასხვა კვების ბლოკების შედარება. რომელსაც მეტი ამპერი აქვს ის აჯობებს. ლინკის მოწოდებისთვის დიდი მადლობა Ogaib-ს აქ რაც სურათებია, პირველი რაც ამოვყარე ინტერნეტიდან ისინია. არც ერთის რეკლამას არ ვეწევი, რომელიც გინდათ ის აარჩიეთ. რეკლამას გავუწევ ყველა კვების ბლოკს რომელიც 80Plus საიტზეა, ყველა კვების ბლოკი აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს რომლებიც ჩამოვთვალე (გარდა PCI-eკონეკტორების რაოდენობისა ზოგიერთ კვებას შეიძლება საერთოდ არ ქონდეს, რისი ნახვაც ყიდვისას შეიძლება). მწარმოებელი ფორმა ATX წონა კონეკტორები (შნურები) ვენტილატორები (Fan) და ხმაური Internals ეფექტურობა 80+ PFC ძაბვის რეგულაცია (Load regulation) დაცვები (Over Current, Over Voltage, Short-Circuit protection) ამპერები და ვატები +12V განხრებზე და ფასი ეს არის ორიენტირების მოკლე ჩამონათვალი, რომლითაც შეიძლება ასე თუ ისე გაარჩიო ხარისხიანი კვების ბლოკი. მოკლედ თუ არ დაეზარებათ და წაიკითხავენ, საკმაოდ გამოადგებათ დამწყებ overclocker-ებს და არა მარტო overclocker-ებს.
    1 point
  8. ყველაზე ცუდი ტოპ 5-უია რაც კი მინახავს, ეტყობა შეეშალათ, ერთი და იგივე ბრენდის სხვადასხვა ვერსიებიარ უნდა იყოს გოგლა და იმიტომა რ მოხდვა შენი, მე სულს ხვანაირად გავაკეთებდი ტოპ 5-ულს: 1. Sapphire Toxic 280X 2. PowerColor TurboDuo 280X 3. HIS R9 280X iPower IceQ X 4. Gigabyte R9 280X Windforce 3X OC 5. Diamond R9 280X OC ეს უფრო მოუხდებოდა რადეონის კარტების ტოპ ვერსებს...
    1 point
  9. marto magito davde თუ შავი ან წითელი ფერისაა ვუააბშე პიზდეცია
    1 point
  10. მაღაზია ალბათ alta.ge მაგათ აქვთ შედარებით ნორმ. ფასში დიდი არჩევანი Fრიშოპსაც დიდი არჩევანი ჰქონია https://www.freeshop.ge/category/87/%E1%83%A7%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98.html მოსახერხებელია ძალიან დაახლეობით ეგეთი მაქვს mdr-ex50 და კარგია ძალიან არ ვარდება ყურიდან ერთი მინუსი ალბათ ვაკუუმს ქმნის და პირველად რაღაც მოუხერხებელი იყო ;დ
    1 point
  11. შევანახინე ჩემთვის ის ჯენიუსის კლავიატურა საღამოს ნაყიდი მექნება უკვე მაგარი რამეა
    1 point
  12. ლეპტოპი სხვა თემაა, + გასაწმენდიც იქნებოდა, ჩემი ლეპი (ახალი) დაუტვირთავზე 60–65 იყო დატვირთვაზე 80–85–მდე ადიოდა ეგ ნორმალური ტემპერატულაა
    1 point
  13. მოკლეთ ამ რაღაცეებს ვიწერ http://www.amazon.es/gp/product/B000UEZ36W/ref=ox_sc_act_title_1?ie=UTF8&psc=1&smid=A1AT7YVPFBWXBL http://www.amazon.es/gp/product/B004DLTPQW/ref=ox_sc_act_title_2?ie=UTF8&psc=1&smid=A1AT7YVPFBWXBL http://www.amazon.es/gp/product/B004DLTPQW/ref=ox_sc_act_title_2?ie=UTF8&psc=1&smid=A1AT7YVPFBWXBL http://www.amazon.es/gp/product/B00EIJEKJG/ref=ox_sc_act_title_4?ie=UTF8&psc=1&smid=AEHIRPLGGIMBV http://www.amazon.es/gp/product/B00AZVZ0XG/ref=ox_sc_act_title_5?ie=UTF8&psc=1&smid=AJ3YKOSNSQ5KO
    1 point
  14. ავატარით თუ ვიმსჯელებთ linux-ს წინააღმდეგი არ უნდა იყო და მაგისთვის რაც შენ გინდა puppy linux ხოშიანია
    1 point
  15. მხოლოდ ამ საიტისთვის იქნება ეს ფასი 280 ლარი ოღონდ რომ დამირეკავთ მითხარით რომ ოვერქლოქერს.გედან ვარო ფორუმ.გიზე სხვა ფასი მიდევს 300 ლარია. აი ნახეთ ტესტები ფორუმზე მიდევს რა. http://forum.ge/?f=54&showtopic=34669203
    1 point
  16. :lollol: :lollol: :lollol: http://youtu.be/gBF9MUsNUkQ
    1 point
  17. მაგ ფასად ახალი კანფეტია აღარ უნდა მაგას დიდი მარჩიელობა ეწერათ ფანმა ზეთი გაუშვა და მერე ხმაური აიკიდაო, თუმცა ეგ თვეობით მაინინგზე 100%-იან ბრუნზე დაემართა უეჭველი, თორე იგივე გაგრილება არაერთ ენვიდიას კარტას უყენია და იმათზე არ დაუწერიათ მაგდაგვარი არაფერი უხმო თუ გინდა ესაა მაგარი http://www.amazon.com/HIS-iPower-DLDVI-I-Graphics-H280XQM3G2M/dp/B00FNHVVR6/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1405062082&sr=8-2&keywords=HIS+Radeon+R9-280
    1 point
  18. ჰო სწორად მოქცეულხარ.. გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქ რამდენს ჩაწერ თანხას მაგრამ უსაგორგია ზოგჯერ ატრაკებს მაგრად და ჯობია ზუსტად მიუთითო. ავიკელი აქაურობა ერთი წლის წინ პირველად რომ ვიწერდი რა დრო იყო
    1 point
  19. სპილენძი რომ ქონიყო ძირი ბევრად უკეთესი იქნებოდა.
    1 point
  20. PAZA http://www.amazon.com/Gigabyte-GDDR5-3GB-Graphics-GV-R928XOC-3GD-REV2/dp/B00H34J64M/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1405061400&sr=8-1&keywords=gigabyte+280x http://www.amazon.com/Sapphire-VAPOR-X-PCI-Express-Graphics-11221-12-40G/dp/B00IPZW686/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1405061448&sr=8-1&keywords=sapphire+280x ეგ ვერსიაც არაა ცუდი.
    1 point
  21. მე ისეთი სისტემა მაქ მუშა მდგომარეობაში რომ რავიცი ბევრს თვალით ნანახი არ ექნება ზუსტად ესეთი. სამივე ოპერატიულის სლოტი სავსეა 128 MB აქვს და 2 GB-იანი HDD (ეს დავკარგე ვერ ვპოულობ)
    1 point
  22. ვახ, მერე GPU-ს წარმადობა მთლიან სისტემაზე არაა დამოკიდებული? მაშინ რატო აქვს სხვაობა ი3-ზე მყოფს და ი5-ზე მყოფს? სწორედ მიტომ რომ ი5 ჯობია ი3-ს და შესაბამისად GPU_საც უკეთესი წარმადობა აქ. რეალური როგორაა ეგ როცა რეალობაშიც ისეა როგორც მე ვლაპარაკობ. ძლიერ პროციკაზე უკეთეს წარმადობას განახებს. აი მიპასუხე რეალობაში ასე არაა? რა ვიდეოკარტა ნებისმიერ სისტემაზე ერთნაერ შედეგს დებს? ეგ არარეალურია კაკრას.
    1 point
  23. G1ORG1 , თუ ფული უნდა იხადო მაშინ ამ ლინკიდანაც არ გადმოგაწერინებს ალბათ მარა ნახე აბა მაინც http://vod08.mv.myvideo.ge/secure/238/2372541.mp4?key=8ilKZsZ8Aiwwpb1yVLKTZw&ttl=1405046877&st
    1 point
  24. აქ დევს http://adjaranet.com/Movie/main?id=6912
    1 point
  25. BioWare-მა გამოაქვეყნა Dragon Age: Inquisition-ის გეიმპლეის თრეილერი. რგოლი წარმოადგენს E3-ზე წარდგენილი გეიმპლეის თავისებურ სადემონსტრაციო ვერსიას სერიის კრეატიული დირექტორის კომენტარებით. მაიკ ლეიდლოუმ მოყვა და გვაჩვენა გეიმპლეის სხვადასხვა ელემენტები, მათ შორის კვლევები და ტაქტიკური ბრძოლები რეალურ დროში. ამასთან ერთად სერიის უფროსმა გაგვიზიარა Dragon Age: Inquisition-ის სიუჟეტური ხაზის ინფორმაცია. რგოლში კარგად ჩანს ჰინტერლენდის თვალწარმტაცი პეიზაჟები. თუკი შემქმნელებს დავუჯერებთ ჰინტერლენდის ლანდშაფტი Dragon Age: Origins-ის მთელ მსოფლიოზე ზომით მეტია. Dragon Age Inquisition-ის რელიზი დაგეგმილია 7 ოქტომბერს. თამაში გამოვა Xbox 360, PlayStation 3, PlayStation 4, Xbox One და PC.
    1 point
  26. მისამღერი რო შეყავს ძაან ეპიკია
    1 point
  27. უნდა მიხვიდე აუცილებლად, მეორე სართულზე რო ახვალ კიბიდან მოშორებით როა იმ ბარში არის სალარო და მანდ არის მარტო ეკონომ ბილეთები და უნდა იყიდო მინიმუმ 2 დღით ადრე. პატარა დარბაზში მესამე რიგის ბილეთებია, დიდ დარბაზში მეხუთე. https://biletebi.ge/ აქ ნახავ არის თუ არა სასურველ სეანსზე ბილეთები, ამისთვის ავტორიზაცია უნდა გაიარო საიტზე იპოვო სასურველი სეანსი და მის გასწვრივ დააჭირო ბილეთებს ახალ ფანჯარაში დარბაზის სქემას ნახავ და მანდ ეკონომ რიგი თუ მწვანეა ე.ი. ჯერ დარჩენილია ბილეთები, ნაცრისფერი ნიშნავს რომ გაიყიდა.
    1 point
  28. lomsa, ხომ არ გავიწყდება ამ განყოფილების წესები? განსაკუთრებით კი მესამე წესი, ლომსა შენ განსაკუთრებით გეხება ეს მოდერი ხარ და არ არის ლამაზი შენგან. ჩემი მეორე მონსტრუკა...^^
    1 point
  29. Ubisoft Massive-ის გუნდმა აღნიშნა, რომ Tom Clancy’s The Division არის ნამდვილი როლური თამაში. შემქმნელებმა გააფრთხილეს გეიმერები, რომ მესამე პირის შუთერის იმიჯის მიღმა იმალება შესაძლებლობების მთელი ჩამონათვალი, რომელიც თამაშს აქცევს როლურ თამაშად. კერძოდ კი, თამაშში იქნება პერსონაჟების განვითარების სისტემა, ინვენტარის განვითარებული სისტემა, გეიმპლეის განვითარების სისტემა კომპანიონი-აპლიკაციის დახმარებით და ბევრი სხვა რამ, რაც ახასიათებს როლურ თამაშს, მაგრამ მნიშნველოვანი ელემენტი არის გუნდური შემართების სული. Tom Clancy’s The Division-ის იქნება არასწორხაზოვანი სიუჟეტური ხაზი და მხოლოდ მოთამაშეებს მოუწევთ აირჩიონ თუ საით წავიდნენ დავალების შესრულების შემდეგ და შემქმნელების სიტყვების მიხედვით ეს მხოლოდ პატარა ნაწილია იმის რაც გეიმერებს ელოდებათ. Tom Clancy’s The Division-ის რელიზი დაგეგმილია 2015 წელს. თამაში გამოვა РС-ზე, PlayStation 4-ზე და Xbox One-ზე.
    1 point
  30. ა. A4 ზომის დაყენება შეგიძლია აქედან(Page Layout/Margins/Custom Margins): ბ.გ.დ. ე. ტექსტის მიონდვრებს ირჩევ Page Layout/Margins/Custom Margins-დან: თუკი cm-ს ნაცვლად გიჩვენებს ინჩებს '' 1. გადაიყვანე '' cm-ში: 1''=2.54cm 2. შეცვალე მანძილების ფორმატი Control Panel/Regional and Language Setting-იდან
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.