Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 07/10/14 in all areas

  1. მომიტანეს დღეს მაუსი, უმაგრესია :დ ვაპოზიორო ცოტა
    6 points
  2. გამარჯობათ წარმოგიდგენთ HIS Radeon R9-280 IceQ X2 Turbo ვიდეო ბარათის შესაძლებლობებს, გაგრილების სისტემას, ბენჩებს და ერთისიტყვით ყველაფერს ამ უკანასკნელის შესახებ. ასერომ დავიწყოთ VRam მეხსიერებით HIS Radeon R9-280 IceQ X2 Turbo აქვს 3GB მეხსიერება და ძალიან პოპულარული IceQ X2 გაგრილება. აქვს 2 ცალი PCI-E PEG კვების კონექტორები და 2 ცალი ბიოსი აგრეთვე ეს 280 აღჭურვილია 3GB @ 5 Gbps / 384-bit უმაღლესი ხარისხის გამოსახულების მისაღებად რათქმაუნდა მოყვება უახლესი დრაივერების დისკი, მონიტორის კონექტორების კაბელები. ბარათი შეიქმნა ნებისმიერი ბოლო თაობის გეიმების FULL HD -ზე სათამაშოდ ან მეტი ვიდრე 1080P. 4.3 მილიარდი ტრანზისტორი და 28ნმ ტექნოლოგია 1792 კუდა ბირთვი, 9,53GHz core frequency, რაც შეეხება ქარხნულ სიჩქარეებს შემდეგია 3GB DDR5 memory clock 1250 MHz. ასევე 112 TMUs, 32 ROPs, ხოლო data-rate 5000 MHz / 5 Gbps PCB არის 27cm სიგრძე აღწევს 30cm / 12-inches თუ ჩავთვლით ქულერების სადგარს გამომავალი კონექტორები აქვს ერთი DVI კონექტორი, ერთი HDMI და ორი DisplayPort (mini) კონქტორები. რაც შეეხება ენერგომოხმარებას TDP შეადგენს 225 Watt -ს აქვს 2 ცალი PCI-E PEG კონექტორები ერთიცალი 8 pin-იანი ხოლო 1 ცალი 6 pin-იანი. სრულ დატვირთვაზე სტრეტესტში 172 ვატზე მეტი არ წაუღია. ტემპერატურებს რაც შეეხება ჩვეულებრივ მდგომერეობაში დატვირთვის გარეშე უჭირავს ასეთი ტემპერატურები ხოლო გეიმინგისას უმაღლეს გაფართოებაზე ასეთი ერთისიტყვით HIS Radeon R9-280 IceQ X2 Turbo ტემპერატურა მაქსიმალური დატვირთვისას 59 გრადუსს არ ცდება ყველაზე პრობლემატური ძირითადა არის ხმაურის შემცირება გაგრილებისას ტიპიური ხმაურის დონე სხვადასხვა ლოკაციებში შემდეგია აეროორტებში-120 dBA (დამაღრუებელი) საცობებში და მძიმე მოძრაობებში- 90 dBA ურბანულ უბნებში-80 dBA ავტომობილებში- 70 dBA (ძალიან მაღალი) ოფისებში- 60 dBA საკლასო ოთახებში -50 dBA საცხოვრებელ ოთახებში -40 dBA (დაბალი) საძინებელში- 30 dBA სატელევიზიო გადაცემების სტუდიაში გადაღებისას- 20 dBA(შეუმჩნეველი ყურისთვის) შემოდგომაზე ფოთლების ცვენისას- 10 dBA ეს დასკვნები გამოტანილია გამოტანილია 24 საათიანი დაკვირვებებით ახლა კი ამ ვიდეო კარტის ხმაურის დონეები 24 საათიანი დაკვირვებებისას ნორმალურ დატვირთვაზე ხოლო სრულ დატვირთვაზე ასე რომ ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ სახლში წყნარ მდგომარეობაში ხმაური თუნდაც 24 საათიანი მუშაობისას არ შეგაწუხებთ კეისიდან წამოსული . ახლა კი ვიხილოთ ბენჩმარკის შედეგები ვიდეო კარტა გაიტესტა შემდეგ სისტემაზე დედადაფა- MSI Big Bang XPower II (MS-7737) პროცესორი-Core i7 3960 Extreme (Sandy Bridge-E) @ 4.6 GHz 6 ბირთვიანი რამები-8192 MB (2x 4096 MB) DDR3 კვება-1200 Watt Platinum Certified Corsair AX1200i OS- Windows 7 64-bit SP1/DirectX 9/10/11 /AMD Catalyst 14.6 Beta შედეგებიდან გამომდინარე ეს უკანასკნელი არც ისე ცუდი კარტაა მითუმეტეს კომპანია იუწყება რომ ბაზარზე მისი ფასი იქნება 200$ რაც ძალიან მისაღები ფასია ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის თქვენთვის იწვალა barna-მ იგივე ბექა-მ
    4 points
  3. Eurocom -მა წარადგინა ახალი ნოუთბუქი. ის არის შედარებით მჩატე და შედარებით უფრო დახვეწილი დიზაინის მქონე, ვიდრე მისი წინამორბედები, მაგრამ რაღაც ეპიკური მაინც გამოირჩევა დიზაინში და არ არღვევს კომპანია თავის ეპიკურ იმიჯს. ის არის თხელი ლამაზი და მაქსიმალური ძალის მქონე ნოუთბუქი თუმცა არა იმ დონის როგორც ამის წინამორბედი იყო რომლის წონა 15 კგ შეადგენდა. ნოუთბუქს აქვს intel-ის მე-4 თაობის I7 პროცესორი შესაძლებელია მე-2 ვარიანტის აღება Extreme i7-4940MX რაც შეეხება ოპერატიულებს 24gb შეადგენს და HDD/SSD 6 TB-ის მხარდაჭერია Sata 3 Raid 0/1 კონფიგურაციით. წონას რაც შეეხება ამ უკანასკნელის წონა შეადგენს 2,73კგ-ს რაც სატარებლად ძალიან მარტივს ხდის ზომები: 14.06x10x0.65-1.7 დაცვის სისტემა უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას უცხო პირებისაგაქ აქვს ანაბეჭდის ამომცნობი და 1.2 trusted platform module (TPM) დაცვა. სრული მახასიათებლები დაცვა: H/W დაფუძნებული TPM 1.2 Data Encryption და თითის ამომცნობი კლავიატურა: მანათობელი კლავიატურა; 1.40±0.2mm ძალიან მოსახერხებელი Chipset: Intel HM87 (Haswell) Mobile Express Chipset Processor: Intel 4th Generation i7 Processors; ან to Extreme i7-4940MX Memory: მაქსიმუმ 24GB; 3 RAM-ის სლოტით; DDR3L-1600/1866 VGA Technology: NVIDIA GeForce GTX 860M (Maxwell); 2GB DDR5; Optimus; Turbo Boost 2.0 Storage: მაქსიმუმ 4 დისკი; 2x HDD/SSD (SATA3)+ 1x mSATA (SATA3) + 1x HDD/SSD via ODD bay (SATA2);RAID 0/1 Card Reader: 9-in-1 MMC/RSMMC/SD/miniSD/SDHC/SDXC/MS/MS Pro/MS Duo ოპტიკური დისკი: DVD-RW or Blu Ray-RW; Webcam: 2M FHD 1920x1080; 30fps; Samsung HD sensor-თან ერთად Audio სისტემა: Sound Blaster Cinema; ორი 2W speakers; ჩაშენებული მიკროფონი, S/PDIF ციფრული გამომავალი კავშირი: 1 Gigabit LAN ; WLAN and Bluetooth პორტები: HDMI 1.4a გარე; VGA/CRT გარე; 1x eSATA/USB 3.0; 3x USB 3.0; 1x USB 2.0; S/PDIF; Headphone; Mic; Line-in; RJ45 (LAN) წონა: 2.7kg (5.94lbs) ზომები: WxDxH: 374x250x16.3-42.7mm (14.06x10x0.65-1.71 inch)
    3 points
  4. https://www.youtube.com/watch?v=KrCMWS_fB4o New <3
    3 points
  5. DEEPCOOL ერთ-ერთი უძლიერესთაგანი კომპანია გაგრილების სისტემებში გამოუშვა ახალი უმღლესი პარფორმანსის წყლით გაგრილების სისტემაბი ეს სისტემები შექმნილია გეიმინგისთვის პროცესორების დაბალი ტემპერატურის შესანარჩუნებლად გაგრილების სისტემას წარმოადგენს Maelstrom 120k, Maelstrom 120 & Maelstrom 240. მაღალი გადაწყვეტის ტექნიკური კონფიგურაცია და უკეთესი გაგრილების შესაძლებლობა ყველა წარმოდგენილი სისტემა აღჭურვილია 0,2 მმ მაღალი წარმადობის მქონე მიკრო არხებით წყლის გასატარებლად. გაგრილება მიდის ყველა არსებულ intel და AMD სოკეტებზე. ხოლო დასაყენებლად ისევე მარტივია როგორც ამ სტილის სხვა არსებული გაგრილებები Maelstrom 120k აღჭურვილია ჩვეულებრივი კონფიგურაციით Maelstrom სერიისგან უნიკალური 20მმ იანი PWM ფანებით რათა დაიზოგოს მეტი ადგილი HTPC კეისებში. Maelstrom 120 წარმოდგენილია 120მმ იანი PWM ფანით. უნიკალური FDB(Fluid Dynamic bearing) კი ხდის მას უხმაუროს და უხანგრძლივებს სიცოცხლეს შესაძლებელია ფანების ადვილი მოძრობა რათა მოვაშოროთ მტვერი და შევცვალოთ ზეთი. Maelstrom 240 არის ლიდერი გაგრილება წარმოდგენილი სერიიდან 240მმ იანი რადიატორით გააჩნია მაქსიმალური ბრუნვის საფორთი და მაქსიმალური შედეგები ოვერქლოქინგისას გააჩნია 120 მმ იანი ფანები და რატმაუნდა ალუმინის ძირი უკეთესი გაგრილებისთვის. ფასები: The Maelstrom 120k: $69.99USD The Maelstrom 120: $75.99USD The Maelstrom 240: $105.99USD Maelstrom სერია ხელმისაწვდომი იქნება ივლისის ბოლოდან ევროპაში ხოლო US ში აგვისტოდან newegg.com მეშვეობით
    3 points
  6. Gearbox Software-მა დაანონსა ახალი თამაში სახელწოდებით Battleborn. Borderlands-ის შემქმნელებმა წარუდგინეს გეიმერებს ახალი მრავალმომხმარებლური არენა-შუთერი, რომელიც გამოვა ახალი თაობის კონსოლებისთვის და PC-სთვის. Battleborn უნდა გახდეს სხვადასხვა ჟანრების ნაზავი. შუთერის მოქმედებები მიმდინარეობს შორეულ მომავალში სამეცნიერო-ფანტასტიკურ სამყაროში სხვადასხვა გმირების მთელი ჩამონათვალით, რომლებითაც მოგიწევთ სიუჟეტური კო-ოპერატიული კამპანიის გავლა და შეჯიბრებით მატჩებში მონაწილეობა. "თუკი Borderlands 2 - ეს შუთერია, მაშინ Battleborn - ეს გმირული შუთერია. ჟანრების ნაზავი, კო-ოპერატიული და შეჯიბრებითი შუთერი პირველი პირიდან, Battleborn ითვლება ყველაზე ამბიციურ თამაშად, რომელიც ოდესმე შეუქმნია Gearbox-ის გუნდს", - აღნიშნა სტუდიის უფროსმა რენდი პიტჩფორდმა. Battleborn-ის რელიზი დაგეგმილია კომპანია Take-Two Interactive-ის 2016 წლის ფინანსურ წელს, რომელიც სრულდება 2016 წლის 31 მარტს. რელიზი შედგება Xbox One-ზე, PlayStation 4-ზე და PC-ზე.
    2 points
  7. არაზუსტი ტესტია რადგან არის მომენტები როდესაც ვიდეოს დატვირთვა ეცემა 60-70%მდე შედეგად ცდომილობაც სწორედ ამ მომენტებში წარმოიქმნება . G15ზე ვაკვირდები ვიდეოს დატვირთვას და აშკარაა . არა ერთ და ორ ადფილას შვება , თითო სცენაში 3-4 ჯერ. AMDზეც შვება და Nvidiaზე . ეს ბენჩი გათვლილი იყო სუსტ კარტებზე რომ ბოლომდე გაეწურა . ახალ ძლიერ კარტება ვეღარ უმკლავდება , შესაბამისად ცდომილებაც მოსდის Firestrike არის იდეალური ბენჩი მთლიანი ტესტის დროს ვიდეო 99%ით არია დატვირთული და ცდომილებაც ძალიან პატარა აქვს GPU ქულა უფრო სწორს წერს რადგან პროცესორს და ოპერებს არ აქცევს ყურადღებას :)
    2 points
  8. კომენტარები წაიკითხეთ ვიდეოკარტაზე რო ბაზრობენ http://all.tamashi.ge/moqmedebiti/64250-payday-2-career-criminal-edition-v-1122-2013-pc-repack-by-mizantrop1337.html
    2 points
  9. ამას გირჩევ http://www.swoop.ge/offers/59114 მე ვიყიდე ერთი კვირის უკან ესენი http://www.amazon.es/gp/product/B004J2IM0U/ref=oh_aui_detailpage_o02_s00?ie=UTF8&psc=1 და ძალაინ მაგრებია. წარმომიდგენია ეგ რა იქნება. საბვუფერი აქვს მხეცი, ხმა საკმარისზე მაღალი, სუფთა რაც მთავარია. ფილმის ყურება ერთი სიამოვნებაა, ასევე თამაშები, მუსიკაც რა თქმა უნდა :დ 130 ლარათ მაგარი მოშნი რაღაცეებია.
    2 points
  10. IPHONE 6 საფირის ეკრანის სტრესს ტესტი გამოაქვეყნეს http://hi-news.ru/phone/opublikovan-stress-test-sapfirovogo-stekla-iphone-6.html
    2 points
  11. ცოტა ხნის წინ Sony_მ დააანონსა ახალი თამაში რომელიც გახდება DayZ,Rust და State Of Decay_ს კონკურენტი თამაშის სახელია H1Z1,თამაშის მოქმედება ხდება სამყაროში რომელმაც გლობალური კატასტროფა განიცადა,უკვე დაახლოებით 15 წელია რაც სამყაროში ვირუსი H1Z1 მეფობს რომელიც ხალხს ეგრედ წოდებულ ზომბებად აქცევს თამაშის შემქმნელმა თქვა რომ ზუსტად DayZ_მ შთააგონა ეს პროექტი და იმასაც ამაყად ამბობს რომ ეს თამაში ყველა მსგავს თამაშზე ბევრად მაღლა იდგება მაგალითად ძლიერ გაუმჯობესებული ძრავა რომელიც Planetside 2_ში გამოიყენება ჯონ სმედლი ამბობს რომ ჩვენ თვალწინ იქნება უზარმაზარი სამყარო და არა ერთი ჩვეულებრივი გაფუჭებული სერვერი როგორ იცხოვრებთ ეს თქვენზე იქნება დამოკიდებული,ყოველი მოთამაშე დაიკავებს თავის ადგილს ამ სამყაროში თამაში იქმნება მხოლოდ PC და PS4 პლატფორმებზე და იქნება F2P (უფასო),მაისში იგეგმება თამშის გახსნილი ბეტა დატესტვა
    1 point
  12. Ubisoft-მა გადაწყვიტა დაეწყო Assassin's Creed-ის ისტორია სუფთა ფურცლიდან. ასეთი გადაწყვეტილებით კომპანიას სურს მიიზიდოს ახალი მოთამაშეები. "ეს ახალი სტარტია, მოთხრობის სუფთა ფურცელი. ეს ასახულია დღევანდელი დღის ახალი კონტექსტში. თქვენ ნახეთ სერიის ევოლუციის ახალი საფეხური Black Flag-ში, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ გავაკეთოთ ერთი და იგივე მუდმივად. Assassin's Creed: Unity გახდება სერიის ახალი ციკლის დასაწყისი", - აღნიშნა თამაშის კრეატიულმა დირექტორმა ალექს ამანსიომ. "რადგანაც ეს ახალი დასაწყისია, ჩვენ ვაპირებთ ყველაფერი ავხსნათ ისე, რომ არასოდეს არ დაგტვირთოთ. მე ვიტყოდი, რომ Assassin's Creed: Unity - საუკეთესო შესაძლებლობაა ახალი ისტორიის დასაწყისისთვის სერიის პირველი ნაწილის რელიზის მომენტიდან". Assassin's Creed: Unity-ს რელიზი დაგეგმილია 2014 წლის 28 ოქტომბერს. თამაში გამოვა PC-ზე, PlayStation 4-ზე და Xbox One-ზე.
    1 point
  13. აქ დევს http://adjaranet.com/Movie/main?id=6912
    1 point
  14. ხო რა 83% ფასდაკლება აქვს :დ მშვენიერია მას და დამცავს გამოვიწერ, 15 ევრო დაჯდება ორივე.
    1 point
  15. თხოვნაა და წესი რომ ქართულათ წერო. თუ ოთახში განათავსებ კრუგში 5.1ს მაშინ 5.1 ჯობია, თუ ერთმანეთზე უნდა დაალაგო მაშნ 2.1ი ჯობს.
    1 point
  16. გილოცავ, კარგი შენაძენია... კლავიატურაც წიტელ ფერებში გადაწყვეტილი იყიდე და საბოლოოდ გადაუღე მერე მთლიან გეიმინგ რიგს სურათი და დადე...
    1 point
  17. გურო ოპერატიულის სიხშირე გაზარდე და საერთო ქულაზეც იმოქმედებს, ცოტა მიარაზგონე ვიდეოც 100 - 100-ით კარგად მოგემატება ქულები... სწორს საუბრობს მათე, უამრავი ვიდეო კარტა დამიტესტავს და რაც მე კარტები მქონია იმათგან არცერთზე არ ყოფილა 1K-იანი ცვლილება, ყველაზე დიდი ცვლილება რაც დაფიქსირებულა იყო 300-400 ქულა, ყველაზე დიდი ისიც და ეგეც განპირობებული იყო სიმხურვალის გამო, როდესაც ხუდება ძალიან პროცესორი ან ვიდეო კარტა, დიდ ხნიანი ტესტირებების დროს, მაშინ აკლდებოდა ისიც ეგ 300-400 ქულა, და სწორიც არის 2400-იანი ოპერატიულებს რომ ყიდულობდ ა მეტს იხდი, ტესტებშიც უნდა ასიახებოდეს ეს პროცესორის ქულაზეც და ზოგადად საერთო ქულაზეც, და ერთი და იგივე სისტემაზე დატესტე ვიდეოები გამართულ სუფტა ვინდოუსზე და ნახავ აგერ როგორი მინიმალურიც იქნება ცვლილებები, 1 წლისდ ა ნახევარი წლის გადაყენებულ ვიდნოუსებზე ჩატარებულ ტესტებში ამინც იქნება უზუსტბა, ამიტომ გაითვალსიწინეთ ის ფაქტორები რაც ჩამოვწერე და ნახავთ თუ იქნება უზუსტობა, იდეალური ბენჩია ჯერ რამდნეიწ ლსიაა და დრევანდელ ბენჩებს მილიონჯერ მიღჩევნია და დარჩება კდიეც ჩემთვის ნოემრ პირველ ბენჩად,ა ხალი კარტა რომ ჩამომივიდოდა ყველაზე მეტად ვენტეიჯის ინტერესი მქნდა, ყველაფერს რომ ტავი დავანებოთ, რომ შეხედავ თვალს სიამოვნებს ისე გიჩვენებს შედეგს გამოკვეთილად, ცალკე პროცესორს, ცალკე ვიდეოს, ვერცერთი შეედრება, ჩემტვის N1-ია და დარჩება კიდეც...
    1 point
  18. გაყიდე ან გადაცვალე ეგ 4GB-იან ვერსიაში და მეორე 4GB-იანი მიუდგი, ფორუმზე არის რამოდენიმე გიგაბაიტის 270X 4GB, რომ ვთქვა 4GB-ს სრულად გამოიყენებს ეგ კარტებითქო ტყუილი იქნება მარა 2-თან შედარებით უპირატესობა წესით უნდა ქონდეს კროსში 2GB კი საკმარისია 1080P-ზე მარა გამოვა რამე ტიეფი-სნაირი სირიკო თამაში და უნდა გული დაგწყვიტოს, სიმძლავრე თავს რომ გადასდის და მეხსიერება უაზროდ ალიმიტებს
    1 point
  19. დაივიწყე ეგ აზრი ტყუილად გადაყრი ფულს აქ ბევრად მაგარს დაითრევ ნახმარს ერთისიტყვით თუ ბოლო სერიებს არ ყიდულობ არ ღირს მაგენის გამოწერა აქ ნახმარს ჩააყენებ მშვენივრად გამუშავებს
    1 point
  20. მადლობა კახა )) ჯერ დავიწყებ იქიდან რომ რაღაც სასწაული მაუსები არასდროს მქონია, ძირითადათ ლოჯიტეჩის კომბოები მქონდა, აქედან ერთი იყო ყველაზე კარგი http://www.amazon.com/Logitech-967557-0403-Cordless-Desktop-S510/dp/B000AY2L3U/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1405010291&sr=8-1&keywords=Logitech+Wireless+Desktop+S510 ესეთი ძვირი რატომ არის არ ვიცი, 60 ევრო მივეცი როგორც მახსოვს. რაც შეეხება ამ პერიქსს, ხელში ძალაინ კარგათ იგრძნობა, მასალა მშვენიერია, ხელში არ მიოფლიანდება რავი არადა საკმაოთ ცხელა :დ მაუსპადი არ მაქვს ჯერ, სიმძიმეს თუ 7ვეს ჩადებ ცოტა უჭირს სრიალი, მძიმდება საკმაოთ, 4ზე კარგია და 3ზე ციგასავით არის მაგიდაზე :დ რგოლი საერთოთ უხმაუროთ და რბილათ ტრიალებს, კლიკებიც რბილია და სასიამოვნო ხმა აქვს, ცერა თითი ძალაინ კარგათ ზის საერთოთ ხელში კარგათ ზის მაუსი. თამაშებში არ გამიტესტია, არაფერი არ მაქვს გონკების გარდა ჩაწერილი. მოკლეთ ამ ფასათ სხვა არ ვიცი როგორია, მაგრამ ეს საკმაოთ კარგი რაღაც გამოდგა, მოლოდინებს ნამდვილათ გადააჭარბა. რავი მეტი არ ვიცი რა ვთქვა, თუ რამე დაგაინტერესებს კიდე წვრილმანი ვეცდები გიპასუხო ხო კიდე, შნური აქვს როგორც ვფიქრობ საკმაოთ ხარისხიანი, არ იგრიხება, თოკით არის შემოწნული და საკმაოთ სქელია.
    1 point
  21. აი გიოს გადაღებული სურათიც
    1 point
  22. გილოცავ!!! გიო, თვითონ მატერიალის ხარისხი როგორია. ხელში დიშოვათ ხო იგრძნობა? რეზინი და "სოფტ - თაჩ"' თუ რაღაცას ეძახიან. მოკლეთ ხარისხიანი მასალით არის თუ არა შესრულებული. როგორც წესი, ეგ თვალში საცემია ხოლმე. მონაცემებით, როგორც ვთქვი, მართლა მაგარია და ყველა ის პარამეტრი აქვს რაც ცნობილ და ძვირიან ბრენდებს. ამიტომ მაინტერესებს თვითონ მასალის ამბავი )) ხელში ხომ არ ოფლიანდება და ა.შ. და კიდევ, "მაუს პედს" ხმარობ? თუ არა, მაგიდაზე როგორ დაცურავს ? მოკლეთ არ გამოტოვო ყველაფერი მოყევვი ))
    1 point
  23. იმიტომ არ მუშაობს რომ 45 ნმ პროცესორია მაზერს კი არ აქ მაგის მხარდაჭერა, 775-ზე ახლებს ვერ იშოვი ნახმარი უნდა ნახო რამე ფორუმზე, ისე ეგ პროცესორიც მოისუსტებს იაფად მაგაზე ბევრად ძლიერები იჩითება ხოლმე 775-ზე.
    1 point
  24. პირიქით ყველაფერზე კარგად რეაგირებს. აბა ისაა საქმე 1333-იანი გაქ ოპერები თუ 2400-იანი ადინ ხუი როა? მშვენიერი ბენჩია. მეც და ბევრსაც მოწონს.
    1 point
  25. რომელი მოგწონთ ? მე ყველასგან მე-2 გამოვარჩევდი
    1 point
  26. კი უფასოდ იქნება მაინც პ.ს. მაუსია სხვა აიღე
    1 point
  27. ლეღვი კი არა ერთ ერთი ყველაზე მაგარი ბენჩია თუ პირველი არა. ოვერალ შედეგს დებს ხოშიანს
    1 point
  28. ფავორიტი გერმანიაა, არგენტინას ჯერ მაღალი დონის თამაში არ უეჩვენებია როგორც გერმანიას, ფინალია არავინ იცის რა მოხდება მაგრამ ამ თამაშებიდან გამომდინარე თასი წესით გერმანიამ უნდა აღმართოს, და ისე დროც არის უკვე 20 წელია მე4 ფინალში გადის გუნდი
    1 point
  29. Activision-მა გამოუშვა Call of Duty: Advanced Warfare-ის ახალი თრეილერი. შემქმნელებმა თრეილერში ისაუბრეს მუსიკალური გაფორმების შექმნაზე და პერსონაჟების გახმოვანებაზე. თამაშის აუდიო გაფორმება არანაკლებ მნიშნველოვანია, ვიდრე ვიზუალური ეფექტები. ამიტომაც შემქმნელებმა შექმნეს "იტელექტუალური სისტემა, რომელიც ვირტუალურად ამუშავებს ყოველი აფეთქების და ყოველი სროლის ხმებს, ისე, რომ ისინი ისმოდნენ თავისებურად და უნიკალურად". Call of Duty: Advanced Warfare-ის რელიზი შედგება 4 ნოებმერს ძველი/ახალი თაობის კონსოლებზე და PC-ზე.
    1 point
  30. რაც არ აქვთ რა უნდა გაიბანძონ
    1 point
  31. ქარხანა «УРАЛТРАНСМАШ» მომავლის ტრამვაი აჩვენა http://hi-news.ru/technology/zavod-uraltransmash-razrabotal-tramvaj-budushhego.html პოზიტივი ზოოპარკიდან http://bigpicture.ru/?p=529426
    1 point
  32. geomaster1, სადაც გინდა იქ დადე ოღონდ ეს ღადაობა არაა, ეგეთი დეტალებით იწყობა სიაფანდი ტავარი
    1 point
  33. თუ სამივე ნივთს ერთად ყიდულობ და საერთო ფასი 35$ ან მეტია მაშინ შიფინგი (იმ შემთხვევების გარდა, როდესაც სელერი მესამე პირია)
    1 point
  34. romeli musikaa icit ? http://www.youtube.com/watch?v=fUKdgx27MO8
    1 point
  35. Doctor Who ახალი სეზონი 23 აგვისტოს დაიწყებაო http://shazoo.ru/2014/06/28/23042/novyj-sezon-doctor-who-startuet-23-avgusta საჩემო სერიალი ნამდვილათ არაა, ნამეტარი დიდია და ეგეთებს ვერიდები ხოლმე რაც არ უნდა ექსტრა კლასის არ უნდა იყოს
    1 point
  36. სალამი. ადრე აქ ეს თემა იყო, მაგრამ ვიღაცას წაუშლია. დავდებ კიდევ, იქნებ ვინმეს რამეში გამოადგეს. მთლად ერთი-ერთზე ნუ გადააკოპირებთ სხვა საიტებზე, საავტორო უფლებები რედაქციას ეკუთვნის... თემა არასრულია და შეიძლება შეცდომებიც იყოს. გაითვალისწინეთ. ფოტოებზე: use google როდესაც ადამიანმა პირველი მიკროჩიპი შექმნა და მას პროცესორი უწოდა, იგი ვერც კი წარმოიდგენდა თუ რა გასაოცარ სიმძლავრეებს მიაღწევდა ახალი ქმნილება. CPU-ების პირველი თაობები მხოლოდ ერთი ფიზიკური ბირთვით იყვნენ აღჭურვილი და მათთვის დაკისრებული სამუშაოს შესრულებას ძალიან დიდ დროს ანდომებდნენ. გამოსავალი ამ სიტუაციიდან თავდაპირველად ფიზიკური ბირთვების რაოდენობის გაზრდით და HT-ს (ვირტუალური ნაკადები) გამოგონებით მოიძებნა, მაგრამ 6 ბირთვიანი (12 ნაკადოვანი) XEON ან 12 ბირთვიანი Opteron რეალურად მაინც არ იყო საკმარისი გარკვეული ამოცანების გადასაჭრელად. მათ მიერ დაკომპლექტებული სისტემების გადაბმით მიღებული კლასტერები მხოლოდ მცდელობა იყო შეექმნათ სუპერკომპიუტერი, რომელიც სპეციფიკური ხასიათის გამოთვლებისთვის იქნებოდა გამოსადეგი. პარალელური გამოთვლები თავისი შინაარსით ძალიან რთული პროცესია. ამ დროს ერთდროულად რამდენიმე ათეული ლოგიკური პროცესორი შეიძლება ანგარიშობდეს დასახული ამოცანის შედეგს, რომელიც კაცობრიობის განვითარებისთვის გადამწყვეტიც კი არის ზოგჯერ. თუ რატომ, ამას მოგვიანებით მოგახსენებთ. პირველი სერიოზული მიგნება, რომელმაც გადატრიალება მოახდინა სუპერკომპიუტერების სამყაროში, გახლდათ GPGPU (General-purpose computing on graphics processing units). ტექნოლოგია ითვალისწინებდა გრაფიკული ამაჩქარებლების ჩიპებისთვის CPU-ს მოვალეობების გადაბარებას , მაგრამ არა სრულიად და აი რატომ: Nvidia-ს მიერ 2006 წლის ნოემბერში შექმნილი CUDA SDK სტანდარტული C პროგრამირების ენის გაფართოებების დახმარებით შესაძლებლობას იძლეოდა აპლიკაციების შექმნისა, რომლებიც სამუშაოდ კომპანიის მიერ გამოშვებულ გრაფიკულ პროცესორებს გამოიყენებდა მაგრამ ამ უკანასკნელის ამუშავება ე.წ. stand alone რეჟიმში ვერ ხერდება, რადგან ოპერაციული სისტემები სამუშაოდ ისევ ფართოდ გავრცელებულ არქიტექტურებს აღიარებენ (X86/64, Alpha, PowerPC, SPARC და ა.შ.), მაგრამ არა CUDA-ს. ამიტომაც არის, რომ Nvidia -ს და პარტნიორების მიერ შექმნილი მულტი GPU სისტემები კვლავს CPU-სთან ერთად არიან აწყობილნი. CUDA-ს შექმნა და განვითარება საკმაოდ კარგ მომავალს უსახავდა GPGPU-ს. შესაძლებლობების ზღვარის ფაქტიურად არ ქონის გამო დასაშვები გახდა ერთდროულად მრავალი ბირთვის მიერ გამოთვლების წარმოება და ამისათვის საჭირო დროის არანორმალურად შემცირება. მაგალითისათვის: 4 ბირთვიანი CPU ბევრად მეტ დროს მოანდომებს საჭირო გადაწყვეტილების პოვნას, ვიდრე 240 „ბირთვის“ მქონე GPU. საბოლოოდ კი მივიღეთ ის, რომ Nvidia-მ კიდევ ერთი ლაინ აპი დაამატა თავის პროდუქციაში და ასე შეიქმნა Nvidia Tesla. სახელის შერჩევაზე ბევრი არ უფიქრიათ და ყველა დროის ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე გენიოსი გამომგონებლისა და პრაქტიკოსი მეცნიერის ნიკოლა ტესლას სეხნიად მონათლეს იგი. პარადოქსია, რომ ორივე მათგანს თავისი შესაძებლობების გამოისობით კონკურენტი არ ჰყოლია. მსგავსად თანამოძმე Quadro-სი Tesla-ც სხვა არაფერია თუ არა მოდიფიქირებული დესკტოპ სეგმენტის ვიდეო ადაპტერი ერთი გამონაკლისით - იგი მონიტორზე ინფორმაციას არ მოგაწვდით. პირველი CUDA მხარდაჭერის მქონე ვიდეო ადაპტერები GeForce 8 სერიიდან იწყებენ თავისი არსებობის ათვლას და დღემდე უკონკურენტოდ აგრძელებენ მოღვაწეობას. ზოგადად Nvidia-ს გრაფიკული ჩიპების მთავარ მახასიათებლად შეიძლება CUDA ბირთვების რაოდენობა მივიჩნიოთ. ადვილი წარმოსადგენია თუ რა კონკურენცია უნდა გაუწიოს 12 ნაკადოვანმა ცენტრალურმა პროცესორმა 512 CUDA ბირთვიან Tesla სერიის ჩიპს. ფაქტიურად შანსი არ აქვს Intel-ის ან AMD-ს ქმნილებას „მწვანეების“ წარმომადგენელთან ჭიდილიში. GPGPU-ს გამოყენების სფერო კი საკმაოდ შეზღუდულია. ამ სისტემებს ვერ ვიხილავთ ჩვეულებრივი მომხმარებლის სახლში ან თუნდაც რომელიმე საშუალო კომპანიის ოფისში. Tesla უპირველესად მეცნიერებისთვის შეიქმნა. პროგრამისტთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საკმაო რაოდენობის აპლიკაციის შექმნა ან გადაწერა შეძლეს ახალი პლატფორმისთვის და უნიკალური შესაძლებლობა მისცეს მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს ჩაეტარებინათ ექსპერიმენტები, რომლებზეც მანამდე ვერც კი იოცნებებდნენ. მოლეკულური დინამიკა ყველაზე ნათელი მაგალითია Tesla-ს რეალური დანიშნულების და შესაძლებლობების საილუსტრაციოდ. მოლეკულური დინამიკა არის სიმულაციის ტექნიკა, რომელიც ხშირად გამოიყენება ქიმიაში, ფიზიკასა და ბილოგიაში. მისი მიზანია გამოთვალოს ატომების და მოლეკულების გადაადგილების ტრაექტორიები, მათი გადაადგილების სიხშირე და დროის ინტერვალი. საბოლოო გამოთვლის მიზანი კი ნივთიერების სტატიკურ-დინამიკური თვისებების განსაზღვრა, კრისტალების ზრდის და პროტეინის "მუშაობის" შესწავლაა. ქვემოთ მოყვანილ სურათზე გამოსახულია ერთ-ერთი პოლიმერის 64 017 შემადგენელი ნაწილაკი, რომელთა მოძრაობის სქემის დამუშავებაც ხდება CUDA ტექნოლოგიის დახმარებით. მოლეკულური დინამიკა სხვა არაფერია თუ არა CUDA-ზე დაფუძნებული გამოთვლითი ტექნიკა და თითოეული პროცესისას ხდება აბსოლუტურად ყველა ატომის გადაადგილების ტრაექტორიის, მანძილის, დროის და სიხშირის გამოთვლა. ატომები კი წამში რამდენიმე მილიარდჯერ იცვლიან მდგომარეობას. ლითონებში კი ამ პროცესს რხევა ეწოდება და იქ სხვანაირად არის საჭირო გამოთვლების ჩატარება. ანუ იქ რხევების რიცხვის დათვლა ხდება. შეიძლება ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, მაგრამ საკმაოდ რთული პროცედურაა და ჩვეულებრივი პროცესორი არ გამოდგება ამ საქმისთვის. ზემოთმოყვანილი ცდის ამსახველ სურათზე გამოსახულმა ატომებმა შეიძლება შეასრულონ 18 მილიონი "ნაბიჯი" დროში. ამას თან ერთვის ისიც, რომ ყველა ატომი დამოუკიდებლად გადაადგილდება სხვებისაგან განსხვავებით. 2.4GHz-ზე მომუშავე Opteron 280 პროცესორს წამში 6.46 ასეთი ნაბიჯის დათვლა შეუძლია. სრული პროცესის დასრულებისთვის მას 32 დღე დასჭირდებოდა. სწორედ აქ ერთვება საქმეში პარალელური გამოთვლითი ტექნიკა. მეცნიერები ასეთი სამუშაოებისთვის იყენებენ სოფტს სახელწოდებით LAMMPS. ამ შემთხვევაში 32 ერთეული Opteron 280 პროცესორისგან გაკეთებული კლასტერი საქმეს ერთ დღეში დაასრულებს, მაგრამ მეტისმეტად ძვირი სიამოვნება კი არის. სულ უბრალო CUDA-თი აღჭურვილ GeForce 8800GTX-ს, რომელიც ოპტიმიზირებულია HOOMD-ზე (Highly Optimized Object-Oriented Molecular Dynamics), შეუძლია წამში 203 ნაბიჯი დაითვალოს, რომელიც ექვივალენტურია ზემოთ ნახსენები 32 პროცესორიანი კლასტერისა. მოლეკულურ დინამიკაში 2008 წლის შემდეგ კი ბევრი რამე შეიცვალა და GPU-ების გამოთვლითი სიმძლავრე შეუდარებლად გაიზარდა. მედიცინაში GPGPU ტიპის სისტემების გამოყენებამ წარმატება ჰპოვა და თითქმის ჩაანაცვლა CPU-ები. TechniScan Medical Systems-მა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო ალგორითმების შემუშავება, რომლებიც გამოთვლებისთვის GPU-ს გამოიყენებდნენ. თანამედროვე პროცესორების დახმარებით შესაძლებელია მთლიანი გულმკერდის სკანირების(WBU) პროგრამის დამუშავება რამდენიმე საათში. ამ საქმეს კი ორი Tesla D870s 16 წუთში დაასრულებდა. ციფრული ტომოსინთეზი არის პროცესი, როდესაც ხდება სიმსივნის საშიშროების აღმოჩენა ადრეულ სტადიებზე. მასაჩუსეტსის ჰოსპიტალში გამოიყენეს Nvidia-ს GPU-ები რათა ეწარმოებინათ გამოთვლები, რაც დაკავშირებული იყო რენტგენის სხივების დახმარებით მიღებული შედეგების დამუშავებასთან. Boston Scientific-მა მოახერხა და მრავალი CPU-სგან შექმნილი კლასტერი წარმატებით ჩაანაცვლა GPU-ებით, რითაც გამოთვლების პროცესი 20-ჯერ ააჩქარა. ელექტრომაგნიტური ველის გადატანის შესაძლო პროცესების გამოთვლისათვის იქნა გამოყენებული ეს GPU-ები. გეოლოგებმა ადეკვატურად შეაფასეს ტესლას შესაძლებლობები და ფართოდ გაუღეს კარი ახალ ტექნოლოგიებს. მეცნიერები აქტიურად იყენებენ GPGPU სისტემებს სასარგებლო წიაღისეულის შესაძლო არსებობის კვლევისთვის. აქაც რასაკვირველია GPU-ებმა წარმატებით შეცვალეს CPU-ები. სურათზე სწორედ ერთ-ერთი ასეთი გამოთვლის პროცესს ხედავთ. ეს არაა სრული ჩამონათვალი, სადაც ეფექტურად გამოიყენება GPU და GPGPU სისტემები. მეცნიერების ბევრი დარგი გადავიდა უკვე ალტერნატიული გამოთვლების მეთოდზე და კიდევ უამრავი სფეროა სადაც მომავალში ვიხილავთ Tesla-ს. პარალელური გამოთვლები წარმოუდგენელია CUDA-ს გარეშე. Nvidia-ს მიერ განვითარებულმა ამ ტექნოლოგიამ რევოლუცია მოახდინა ზოგადად კომპიუტერულ სამყაროში და ახალი შესაძლებლობები და შესაბამისად ახალი მიზნები დაუსახა როგორც მეცნიერებს, ისე software დეველოპერებს. ამ უკანასკნელთ შეიძლება ითქვას გაუმართლათ, რადგან CUDA პროგრამირების სისტემა კროს პლატფორმულია და თანაბრად წარმატებულად შეიძლება განვითარდეს როგორც უკვე მრავალგზის ყელში ამოსულ Windows-ზე, ისე ეგზოტიკურ Mac-ზე. Nvidia-მ გაითვალისწინა რა, რომ პროგრამისტთა დიდი ნაწილი Linux პლატფორმას არჩევს სამუშაოდ, მათთვის სპეციალურად გამოუშვა CUDA Toolkit-ის ლინუქს ვერსია. ამასთან ცალკეა გამოყოფილი დრაივერები დეველოპერებისთვის. ბიოქიმია და ბიოინფორმატიკა კორპორაცია Nvidia მეცნიერების ამ მიმართულებებით საკმაოდ დაინტერესებულია და CUDA-ს გამოყენება არაერთ პროგრამაში მოუძებნა. უნდა ითქვას, რომ მათი უდიდესი ნაწილი ლაბორატორიებს და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებს არ გასცილებია და ჩვეულებრივი მომხმარებლითვის მიუწვდომელია. ამ უნიკალური პროგრამების მუშაობის მექანიზმის შესახებ მხოლოდ ე.წ. datasheet-ების და მეცნიერთა მიერ გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე შეიძლება ვიმსჯელოთ. ჩვენ მოკლედ მიმოვიხილავთ რამდენიმე მათგანს. ACEMD - შეიმუშავა ლონდონში განთავსებულმა კომპანია Acellera Ltd-მა. სამუშაო სფერო - მოლეკულური დინამიკა. ACEMD-ის დიდი პლუსი არის ის, რომ გარდა ტრადიციული სისტემებისა, იგი ოპტიმიზირებულია CUDA-ზე სამუშაოდ და თანაბარი წარმატებით იყენებს როგორც ჩვეულებრივ GeForce ვიდეოადაპტერებს, ისე პროფესიონალურ Tesla-ს. სოფტის უფასო ვერსია საკმაოდ შეზღუდულია შესაძლებლობებში, Pro ვერსია კი 1600 ევროდან იწყება და საბოლო ფასი კონფიგურაციაზეა დამოკიდებული. AMBER – GPGPU გამოთვლებზე ორიენტირებული სოფტი, რომლის სამუშაო არეალიც მოლეკულური დინამიკაა. ჩვეულებრივ 4 ბირთვიან პროცესორთან შედარებით CUDA მხარდაჭერის ვიდეოადაპტერი მისი გამოყენებით 10-ჯერ სწრაფად მოახდენს საჭირო გამოთვლების ჩატარებას. GROMACS - გამოიყენება ბიოქიმიური ნივთიერებების (პროტეინები, ლიპიდები, ორგანული მჟავები) მოლეკულათა სიმულაციისთვის. პროგრამის ბოლო ვერსია სრულადაა პორტირებული CUDA -ზე და GPU აჩქარებას უჭერს მხარს. HOOMD - სოფტი დაწერილია სპეციალურად CUDA-სთვის და უნდა ითქვას, რომ CPU-ზე მომუშავე LAMPPS-სთან შედარებით 22-ჯერ სწრაფად ახდენს გამოთვლების წარმოებას. თავად LAMPPS კი გამაოგნებელ შედეგს აჩვენებს CUDA-ზე გამოყენებისას: Tesla-ს ორი გრაფიკული პროცესორის დახმარებით მან აჩვენა იგივე შედეგი რაც 24-მა ოთხ ბირთვიანმა პროცესორმა. NAMD-ის შემთხვევაში 4 Tesla იოლად „ერევა“ 16 ოთხბირთვიან CPU-ს. სოფტის ღია კოდი ხელმისაწვდომია დეველოპერებისთვის და თუ საკმარისი ცოდნა და ნერვები გაგაგაჩნიათ, შეგიძლიათ თავადაც სცადოთ მისი გარჩევა. TeraChem - მას შეიძლება ვუწოდოთ საოცრება. მულტი GPU კლასტერებზე გათვლილი ეს სოფტი კვანტური ქიმიის ძნელად გადასაჭრელ პრობლემებს Tesla-ს და CUDA-ს დახმარებით ებრძვის და საკმაოდ წარმატებულადაც. პროგრამა ამჟამად მხარს უჭერს density functional theory (DFT) და Hartree-Fock (HF) მეთოდებს. ოფიციალურად იგი ეკუთვნის PetaChem, LLC-ს, რომელიც მას ავრცელებს როგორც ფასიანი, საკმაოდ ძვირადღირებული ლიცენზიების ფარგლებში, ისე დემო ვერსიის სახითაც. TeraChem-მის გამოყენებისას Tesla-ს ოთხმა GPU-მ შეძლო შეესრულებინა 256(!) ოთხბირთვიანი CPU-ს საქმე. დამეთანხმებით არანორმალურად დიდი წარმადობაა. VMD -ს გამოყენების სფერო ბიოქიმიაა, თუმცა მეცნიერების გარდა ჩვეულებრივი მომხმარებლისთვისაც კი საკმაოდ საინტერესო იქნებოდა მისი მუშაობის პროცესის ყურება. საქმე ისაა, რომ ჩაშენებული სკრიპტინგის დახმარებით VMD ახდენს გიგანტური ბიომოლეკულური სისტემების გაანალიზებას, ანიმირებას და საბოლო შედეგის დისპლეიზე 3D გამოსახულების სახით გამოტანას. Tesla რასაკვირველია გაცილებით უკეთ გრძნობს თავს VMD-ს გარემოში ვიდრე ნებისმიერი CPU. საქმე გვაქვს წარმადობის გაზრდასთან 20-100X შუალედში. SARUMAN (Semiglobal Alignment of Short Reads using CUDA and Needleman-Wunsch). ამ უცნაური აბრევიატურის მქონე პროგრამა ბილეფელდის უნივერსიტეტის მეცნიერებს და CeBiTec-ს უნდა ვუმადლოდეთ. ბიოფიზიკის და ბიოინფორმატიკის განხრით იგი შეუცვლელია და სამუშაოდ მხარს უჭერს GPGPU მასიურ სისტემებს. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, იგი ვრცელდება სრულიად უფასოდ და ღია კოდით. პლატფორმა რა თქმა უნდა Linux (წარმატებით გაიტესტა Ubuntu და Gentoo 64 ბიტიან დისტრიბუტივებზე). რაც შეეხება მედიცინას აქ ტესლას ვიდეო ბარათებმა შეიძლება ითქვას რომ მოახდინეს რევოლუცია. გრაფიკული ჩიპების მწარმოებლების კონფერენციაზე კალიფორნიაში GTC 2010-ზე Nvidia -მ წარმოადგინა ტექნოლოგია რომლის მიხედვითაც შესაძლებელია გულზე ოპერაციის ჩატარება მისი შეჩერების და დიაფრაგმიდან ამოღების გარეშე. ცოცხალ გულზე ოპერაციის ჩატარების მთელი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ ერთი გული ფეთქავს და შეუძლებელია რაიმე სახის ზუსტი ოპერაციის ჩატარება გულის დაზიანების გარეშე. პლუს გული ფეთქავს საკმაოდ სწრაფად (ოპერაციის დროს წამში ერთ ფეთქვამდე) თანაც ის ფაქტორიც გასათვალისწინებელია რომ გულის ყოველი ფეთქვა არის უნიკალური ანუ წინა ფეთქვის აბსოლიტურად ზუსტი ტრაექტორია არ მეორდება. რას გვთავაზობს Nvidia? გრაფიკულ პროცესორებს შეუძლიათ რეალურ დროში შექმნან გულის სამ განზომილებიანი ზუსტი ასლი. შექმნილ ასლზე გულის კონკრეტული ნაწილის ადგილმდებარეობა გადაეცემა რობოტს რომელიც იმოძრავებს სასურველ ადგილთან ერთად ანუ ფეთქვის დროს რა ადგილშიც აღმოჩნდება გულის სასურველი მონაკვეთი რობოტის ხელიც ზუსტად იმ ადგლას გადაადგილდება ამის წყალობით იქმნება უძრაობის ეფექტი... მეცნიერების გარდა შექმნილი ტექნიკური სირთულეებიდან CUDA ფაქტიურად ერთადერთი გამოსავალი აღმოჩნდა ვიდეო გამოსახულებაზე მომუშავე პროფესიონალებისთვის. საქმე ისაა, რომ რენდერი მითუმეტეს თუ საქმე გვაქვს 3D გამოსახულებასთან დაკავშირებულია საკმაოდ დიდ დროსთან. საქმე ისაა, რომ CPU-ებისგან აწყობილი კლასტერებიც კი პროცესის დასრულებას საკმაოდ დიდ დროს ანდომებენ, მაშინ როცა კინო ინდუსტრიაში დრო ფულია ამ გამოთქმის ყველანაირი გაგებით. Tesla-მ თავისი უსაზღვრო შესაძლებლობებით შეიძლება ითქვას გადაარჩინა ყველასათვის ნაცნობი ფილმის „ავატარის“ შემქმნელები. დასაწყისისთვის, როცა საჭირო გახდა 800 პერსონაჟის გამოსახულებათა შექმნა და დამუშავება, აღმოაჩინეს, რომ იმდენად ბევრი პოლიგონი იყო დასამუშავებელი, რომ კლასიკური მიდგომით, ანუ CPU-ების გამოყენებით ამ საქმეს მეტისმეტად დიდ დროს მოანდომებდნენ. ამასთან საჭირო იყო უზუსტესი და ძალიან მაღალი ხარისხის გამოსახულების მიღება. დღის წესრიგში დადგა შედეგის მიღწევის ახალი გზების ძიება, რა დროსაც გამოსავალი ისევ კორპორაცია Nvidia-მ იპოვა, როცა მოახდინა ახალზელანდიური სოფტ დეველოპერის Weta Digital-ის პროგრამა PantaRay-ს ძრავის გადაწერა CUDA-ზე და საბოლოოდ Nvidia Tesla S1070 GPU-ებისგან აწყობილმა სერვერმა 25-ჯერ სწრაფად დაარენდერა საჭირო გამოსახულებები. მას შემდეგ რაც მოკლედ მიმოვიხილეთ CUDA-ს შესაძლებლობები, ურიგო არ იქნებოდა მცირედი ექსკურსი გაგვეკეთებინა GPU-ს არქიტექტურის სამყაროში. ყველაფერი 1983 წელს დაიწყო, როდესაც კორპორაცია Intel-მა შეიმუშავა მულტიმოდულური გრაფიკული კონტროლერი iSBX 275, რომელიც Multibus სტანდარტს ეფუძნებოდა. აღნიშნული კონტროლერი მალევე იქცა ვიდეოდაფად და თავდაპირველად მხოლოდ ხაზების, რკალების და მართკუთხედების „დახატვა“ თუ შეეძლო. პირველი კომპიუტერი კი რომელსაც გრაფიკული ადაპტერი გააჩნდა, Commodore Amiga გახლდათ. თუმცა მასში გამოყენებული blitter არ იყო გრაფიკული ამაჩქარებელი კლასიკური გაგებით. იგი მარტივად რომ ვთქვათ მიკროპროცესორი გახლდათ, რომელიც CPU-სთან იყო შეწყვილებული და 2D გრაფიკის დამუშავებასაც კი ძლივს ახერხებდა. ეს ყველაფერი კი უკვე 1985 წელს ხდება. შეიძლება დღევანდელი გადასახედიდან სასაცილოდაც კი მოგვეჩვენოს 36 წლის წინანდელი ტექნიკის მიღწევები, მაგრამ საკმარისია გავიხსენოთ, რომ დღევანდელი ლიდერი GPU-ების წარმოებაში კორპორაცია Nvidia მაშინ იდეაშიც კი არ არსებობდა. იგი მხოლოდ 1993 წელს დაარსდა. შემდეგ იყო 90-იანი წლების პირველი ნახევარი უიშვიათესი გრაფიკული ადაპტერებით, რომლებიც მხოლოდ პროფესიონალებისთვის და ისიც შეზღუდულად გახლდათ ხელმისაწვდომი. ეს პერიოდი S3 Graphics-ის ზეობის ხანა იყო. მას მოგვიანებით თითქმის ჩაძირავენ წითელი და მწვანე გიგანტები. საბოლოოდ კი მომხმარებლისთვის პირველი ხელმისაწვდომი გრაფიკული ჩიპი ისევ და ისევ Nvidia-მ შექმნა. GeForce 256-ს, რომელსაც კოდურ სახელად NV10 შეურჩიეს, დაეკისრა კიდევ ერთი დიდი მისია, რომლითაც იგი ისტორიაში შევიდა. Nvidia-მ სწორედ მას უწოდა პირველი GPU (graphics processing unit) რაც მოგვიანებით სტანდარტად იქცა. ამ პერიოდში ვითარდებოდა DirectX და OpenGL. პირველი Tesla ოფიციალურად არ არის აღიარებული, თუმცა დიდი ტვინის ჭ#$%ტა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ სწორედ 8800GTX-ის მოდიფიცირებული ვარიანტი გახლდათ C870, რომელმაც რევოლუცია მოახდინა კომპიუტერულ ინჟინერიაში და CUDA პროგრამირების მოდელის დახმარებით ახალი მიმართულება შექმნა გამოთვლების სისტემაში. რასაკვირველია მისი ტექნიკური მონაცემები ბევრად გაუმჯობესებული გახლდათ ორიგინალისგან განსხვავებით. შეიდერების სიხშირე 1.35 GHz-ს შეადგენდა. პარალელური გამოთვლები ბევრად მეტ სიმძლავრეს მოითხოვენ ვიდრე ნებისმიერი სუპერ გრაფიკის მქონე თამაში. უნდა ითქვას, რომ პირველი Tesla საკმაოდ დიდ ძაბვას იყენებდა სამუშაოდ. GPU-სთვის მიწოდებულმა ნომინალურმა 1.3 ვოლტმა დღეს საგრძნობლად დაიკლო. C870-ის ვიდეომეხსიერება საკმაოდ შთამბეჭდავი გახლდათ 1536 მეგაბაიტი. ეს კი მიიღწეოდა გაზრდილი სიდიდის PCB-ზე უფრო მეტი GDDR3 ტიპის მეხსიერების SDRAM მოდულების დამონტაჟებით. C870 დაფუძნებული გახლდათ G80 ბირთვზე და არცაა გასაკვირი, რომ საკმაოდ ცხელი და არაენერგოეკონომიური გახლდათ. ამასთან G92 ბირთვის გამოსვლის შემდეგ Nvidia-ს არც უფიქრია მასზე Tesla-ს შექმნა. აფგრეიდი პირდაპირ GT200-ზე მოხდა. მანამდე კი C870-ის ბაზაზე Nvidia-მ გამოუშვა Tesla სისტემა თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ. D870 გამოვიდა ორი ფორმ ფაქტორით: დესკტოპ ვარიანტი და Rack სისტემა. D870 თავის თავში აერთიანებდა ორ C870-ს, რაც საბოლოო ჯამში გვაძლევდა 256 გამოთვლით ნაკადს (128+128 პრინციპით), 3 გიგაბაიტ ვიდეომეხსიერებას და ერთმაგი სიზუსტით პიკური დატვირთვისას 691 გიგაფლოპ გამოთვლით სიმძლავრეს. Nvidia უფრო შორსაც წავიდა და საზოგადოებას წარუდგინა 1U Rack სერვერებისთვის აწყობილი სისტემა S870. ეს უკანასკნელი ოთხ C870-ს აერთიანებდა და გიგაფლოპებში ასახულ სიმძლავრეს აორმაგებდა. ეს იყო Tesla 8 სერია Tesla 10 სერია. GT200 სერიის GPU-ების გამოშვებამ ახალი შესაძლებლობები მიანიჭა Tesla დანაყოფს. სერიის ყველაზე მძლავრი ერთ GPU-ანი ვიდეოდაფის GTX285-ის მოდიფიცირებამ Tesla C1060-მდე მიგვიყვანა, რომელიც უკვე 240 ბირთვით და 4 გიგაბაიტიანი GDDR3 ტიპის ვიდეომეხსიერებით იწონებდა თავს. S1070 კი 4 ერთეული C1060-ისგან შემდგარი სერვერული სისტემა გახლდათ, რომლის გამოთვლითი სიმძლავრე ერთმაგი სიზუსტისას 2764.8 გიგაფლოპს შეადგენდა, ორმაგი სიზუსტით პიკური დატვირთვისას კი 345.6-ს. Fermi არქიტექტურის შემუშავება გარდატეხა აღმოჩნდა ზოგადად კომპიუტერული გრაფიკის სფეროში და Nvidia-მაც ბუნებრივია ისარგებლა ამ უპირატესობით. გარდა რიგითი მომხმარებლებისა, რომლებმაც მიიღეს ახალი თაობის GeForce სათამაშო გრაფიკული ადაპტერები, ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მეცნიერები, მათ საუკეთესო შესაძლებლობა ექმნებოდათ ეწარმოებინათ ისეთი სირთულის კვლევები, რომლებზეც ადრე ვერც კი იფიქრებდნენ. Fermi-ს ფარგლებში გამოსული Tesla ლაინ აპი გაიყო ორ მიმართულებად: workstation solutions და data center solutions. Workstation ვერსიები შედარებით უფრო მოკრძალებული რაოდენობით გამოვდნენ, სულ ორი ტესლა გვხვდება ამ მიმართულებით C2050 და C2070. ორივე მათგანს 448 CUDA ბირთვი გააჩნია, მაგრამ C2070-ს უმცროსი ძმასთან შედარებით ორჯერ გაზრდილი ვიდეომეხსიერება აქვს 6 გიგაბატი GDDR5. ერთმაგი სიზუსტის გამოთვლებისას 1 ტერაფლოპი სიმძლავრე გარანტირებულია მწარმოებლისგან. ამასთან განსხვავებით წინამორბედებისგან, ახალ მოდელებს გამოსახულების გამოსატანად DVI პორტებიც კი გააჩნიათ. M სერია უკვე data center solutions-ის განყოფილებას მიეკუთვნება. გარდა გაზრდილი ტექნიკური მონაცემებისა, ეს სერია გამოირჩევა მხარდაჭერილი გამოთვლების ტიპების გაცილებით უფრო გრძელი სიით, რომელთა შორისაც ფიგურირებს როგორც მიწისძვრის მოდელირება, ისე შედარებით ყოველდღიური CAD გამოთვლების წარმოება. გაზრდილმა სიმძლავრემ შესაფერისი გაგრილების გამოყენების საჭიროებაც დააყენა დღის წესრიგში და M სერიის Tesla უკვე მასიური სპილენძის რადიატორით არის აღჭურვილი და პასიური გაგრილების სისტემას იყენებს. როგორც ჩანს მეცნიერებს უფრო ჩუმ გარემოში მოუწევთ მუშაობა. ყველაზე „სუსტი“ M2050 ოთხი ერთეულით აკომპლექტებს სერვერულ სისტემა S2050-ს, რომელიც სეისმური მოდელირების და მოლეკულური დინამიკის სფეროში გამოიყენება. M2050-ების აღმოჩენა შეიძლება მსოფლიოში სიმძლავრით მეორე სუპერკომპიუტერ Tianhe-I-ში. ამ უკანასკნელის სიჩქარე 2.566 პეტაფლოპით (!) განისაზღვრება. ყველაზე მძლავრი Tesla დღეისათვის M2090 არის. მას 512 CUDA ბირთვი გააჩნია და ორმაგი სიზუსტის გამოთვლების წარმოებისას პიკურ 665 გიგაფლოპ სიმძლავრეს ავითარებს. სწორედ მას შეიძლება შევადაროთ ის დიდი მეცნიერი, რომლის სახელსაც ატარებს იგი. ======================== p.s. ზვიად, ნავიგატორის ის ნომერი თუ გაინტერესებს, რომელიც გაყიდვაში არასოდეს გამოსულა, მომწერე : )
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.