Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 05/29/14 in all areas

  1. Originis ექაუნთი გააკეთეთ დროზეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე ) BF3 არის უფასოდ 3ივნისამდე თუ გადმოწერთ სამუდამოდ დაგრჩებათ მალეე გააკეთეთთთ )
    6 points
  2. საღოლ ძმაო. ამბობდი კიდეც სადაც ვნახე იმათზე იაფად დავდებო და აგერ აასრულე კიდეც! წარმატებები გაყიდვაში. ეს პროცესორი OC.GE-ზე ამ ფასად ერთი დღეც არ გააჩეროთ, ბიჭებო! არ გაატანოთ ფორუმ ღლეზე და მარკეტზე ვინმეს ვინც სტოკზე გატანჯავს
    3 points
  3. მართლა ხოშიანი პროციკაა, ფასი-წარმადობით ერთ-ერთი საუკეთესოა და გაცილებით უფრო იაფი გამოდის ვიდრე ახალი ჰასველის ყიდვა იგივე ალტაში, სხვაობა 20% იქნება მაქსიმუმ და ფასში ლამის ორმაგი სხვაობა ზატო, ეგ 20% რაზგონზე თუ ამუშავებ განახევრდება უმრავლესობა თამაშებში საერთოდ რამე სხვაობას თუ ნახავ რამე საშვალო დინის GTX760 ტიპის კარტაზე სიტყვაზე FULL-HD-ზე, ეგეთი ტიპის კარტისთვის იდეალური არჩევანი იქნება განსაკუთრებით სინგლისთვის, თუმცა BF4 საკმაოთ კარგათ ყოფნის ვიცი 4.5GHZ ონლაინში
    3 points
  4. მოგესალმებით. დღეს მე წარმოგიდგენთ და თქვენთან ერთად განვიხილავ NVidia-ს ახალ წამოწყებას, რომელიც NVidia Gameworks სახელითაა ცნობილი. ეს არის AMD-ს წინააღმდეგ გადადგმული ბეევრი ნაბიჯი ასევე ჩვენი, gamer-ების სასიკეთოდ გადადგმული უამრავი ნაბიჯი მოკლე აღწერით NVidia Gameworks წარმოადგენს უამრავი nvidia-ს ცალკეული ტექნოლოგიების კრებულს, როგორებიცაა VIZUAL FX, PHYSX, CORE SDK, OPTIX FOR GAMING, SAMPLE CODE და TOOLS როელთა დახმარებითაც თანამდეროვე თამაშები გადის next gen gaming level-ზე და ხდება უფრო ინტერაქტიული და ფოტორეალისტური. ასევე nvidia უზრუნველყოფს debug tools-ებით და კოდის ოპტიმიზაციისა და პროფილების შექმნის პროგრამული უზრუნველყოფით. ეხლა კი დაწვრილებით NVidia Gameworks-ში გამოყენებულ ტექნოლოგიებზე: დავიწყებ VIZUAL FX-ში შესული კომპონენტებით, რომლებიც გამოიყენება რენდერინგისა და ვიზუალური ეფექტებისთვის თამაშებში. ესენია: 1) HBAO+ იგივე Enhanced Horizon Based Ambient Occlusion რაც თავისმხრივ წარმოადგენს NVIDIA ShadowWorks-ს ნაწილს. ეს ტექნოლოგია არის SSAO-ს ალგორითმი რომელიც შექმნილია იმისთვის რომ ჰქონდეთ დიდი წარმადობა DX11 GPU-ებზე. ასევე shadowWorks-ში შესული მეორე ტექნოლოგია Advanced Soft Shadows უზრუნველყოფს თამაშებში მაღალი ხარისხის ჩრდილებს, ის არენდერებს სცენაზე კასკადურ ჩრდილებსა და მრავალ სინათლის წყაროს ერთდროულად. კიდევ უფრო დეტალურად -->http://www.geforce.com/hardware/technology/hbao-plus 2) შემდეგ მოდის TXAA იგივე Temporal Anti-aliasing რომელიც თავისმხრივ არის NVIDIA PostWorks-ს ნაწილი, რომელშიც ასევე შედის სხვა post process-ს ტექნოლოგიები როგორიცაა Depth of Field TXAA-ს უწოდებენ ფილმის მსგავს anti aliasing-ს რომელიც შექმნილია რომ შთანტქოს temporal aliasing თამაშებში განსაკუთრებით მოძრაობის დროს. (ინგლისურად crawling and flickering-ს უწოდებენ) TXAA ხშირად ჯობია სხვა high end AA ალტერნატივებს. ის იძლევა MSAA 8X-ს და უკეთეს ვიზუალს MSAA 4X პერფორმანს დაკარგვით. ისევე როგორც FXAA არის გამოგონილი საუკეთესო პერფორმანსისთვის ასევე TXAA არის შექმნილი საუკეთესო ვიზუალისთვის მინიმალური პერფორმანსის დაკარგვით კიდევ უფრო დეტალურად -->http://www.geforce.com/hardware/technology/txaa/technology 3) შემდეგი ტექნოლოგია NVidia faceworks რომელიც გამოიყენება ადამიანის სახეზე კანისა და თვალის მაქსიმალურად რეალური სიმულირებისთვის. ყველას გახსოვთ ალბათ NVidia-ს ტექ დემოში "DIGITAL IRA" DX11-სა და NVidia-ს ტექნოლოგიების წყალობით თუ რა რეალური სახე ჰქონდა. კიდევ უფრო დეტალურად -->http://www.nvidia.com/coolstuff/demos#!/lifelike-human-face-rendering შეგიძლიათ აქედან გადაწეროთ და დატკბეთ თუ რა შეუძლია NVidia-ს http://us.download.nvidia.com/downloads/cool_stuff/demos/SetupFaceWorks.exe 4) შემდეგ მოდის NVIDIA WaveWorks ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ტალღების და ზოგადად წ ყ ლ ი ს მაქსიმალურად რეალური რენდერისათვის. ის ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს როგორიცაა ქარი, მისი სიჩქარე და მიმართულება. სწორედ ისე როგორც ნამდვილ ცხოვრებაში. მას უბრალო C API აკონტროლებს და მათი დამუშავება, საბოლოოდ რენდერინგი HLSL shader API-ს გავლით ხდება. 5) შემდეგ მოდის NVIDIA HairWorks ტექნოლოგია. სახელიდანვე გასაგებია რომ ის პასუხ აგებს ბეწვისა და თმების რეალისტურ რენდერინგზე. ეს ტექნოლოგია არის NVidia-ს მიერ სხვადასხვა დროს წარმოდგენილი ტექნოლოგიების სრული სახე. ესენია (GDC 2008) ადამიანის თმის რენდერინგის ტექნოლოგია და (Fur Demo - GDC2012) ბეწვის რენდერინგის ტექნოლოგია. NVidia-ს თანამშრომლებს მოუწიათ მათთან კიდევ რამდენიმე ახალი ტექნოლოგიის დამატება რათა გამკლავებოდნენ ამ საქმეს, ცხოველების დეფორმირებად სხეულებზე. ამ ვიდეოში ჩანს ამ ტექნოლოგიის გამოყენება Riley-ზე ძაღლზე COD-დან ასევე მგლებზე. რომელთა სხეულზე 10k-მდე ბეწვის ღერი მუშავდება. ეს ტექნოლოგია იქნება ასევე თამაშში WItcher 3 6) შემდეგი არის NVIDIA GI Works (Global illumination) ეს არის ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება იმ სცენის დამუშავებაში, რომელიც შეიცავს არაპირდაპირ ნათებასა და ისეთ სხეულებს რომლებიც განათებულია სხვადასხვა სინათლის წყაროთი. ეს ტექნოლოგია სცენას მატებს რეალურობასა და განსაცვიფრებელ ვიზუალს. დღესდღეობით გამოიყენება offline GI ანუ წინასწარ გამოთვლილი განათების წყაროების რუკა და მარტივი ambient light, ასევე ლოკალური განათების წყაროები დასმული შემქმნელების მიერ. 7) შემდეგი ტექნოლოგია NVIDIA Turbulence რომელიც გამოიყენება მაღალი ხარისხის ბოლის, ნისლის, მტვრის ნაწილაკების, თოვლის, ქვიშისა და ზებუნებრივი ნაპერწკლების თამაშებში დინამიურად მოძრაობის სიმულირებისათვის. მისი დახმარებით შესაძლებელია თამაშში ნებისმიერი მოძრავი ობიექტის საპასუხო ქცევის სიმულირება რაიმე მყარ უძრავ სხეულთან შეჯახებისას ან სიტხის ტურბულენტური მოძრაობის სიმულაციისთვის. გადმოწერეთ და ისიამოვნეთ. https://developer.nvidia.com/apex-turbulence https://developer.nvidia.com/gameworksdownload#?dn=physx-apex-sdk-1-3-0 თქვენ შეგიძლიათ სრულიად შეცვალოდ მისი სიმულაციის პარამეტრები ესეც რამდენიმე მაგალითი ეს მესამედია დაემატება დავიღალე ეხლა და...
    2 points
  5. მოჩვენებამ ბოზიშვილივიყოო
    2 points
  6. 3 ტიტან ზ VS 2000 CPU ამ კარტებზე მოთხოვნა პირველ რიგში კორპორაციული კლიენტებიდან იქნება. ეს უფრო სასერვერო და ვორქსთეიშენ სისტემების სფეროა და მათი მხრიდან უფრო მეტი დაინტერესება წამოვა ვიდრე ჩეულებრივი მომხმარებლებიდან. არამგონია ვინმე მომხმარებელი ადგეს და ტიტან ზ იყიდოს 3000 დოლარად იმისათვის რომ მხოლოდ თამაში ითამაშოს და სონი ვეგასით HD ვიდეოები დაამუშაოს. 2 ცალ GTX 780Ti-ს იყიდი და სრულიად საკმარისი იქნება ნებისმიერი თამაშისთვის. ამიტომაც ვფიქრობ ბევრ გეიმერსაც კი გაუჭირდება მაგხელა თანხის გადახდა როცა იგივე ნვიდიას სხვა ალტერნატივაც არსებობს თამაშებისთვის.
    2 points
  7. Minimum Requirements cpu: Core 2 Duo E6600 2.4GHz Athlon 64 X2 Dual Core 5600+ gpu: GeForce 8600 GT Intel HD Graphics 3000 Desktop ram: 2 GB GD RAM hardware score: 4 Win Xp 32 HDD: 2gb Recommended Requirements cpu: Core 2 Quad Q8300 2.5GHz Phenom II X4 900e gpu:GeForce GT 630 Radeon HD 5570 1024MB ram:4 GB GD RAM hardware score: 6 Win 7 64 DX 9 HDD:2 GB http://kickass.to/among-the-sleep-codex-t9162911.html Among the Sleep puts you in the mindset of a two-year-old child. After being put to bed one evening, mysterious things start to happen. Being played in a first-person perspective, this game lets players immerse themselves in a child's limitless imagination. In the borderland between dream and reality, surreal creatures and diverse environments will present you with both physical and mental obstacles that challenge your creativity
    1 point
  8. პირველ რიგში მოგესალმებით! არ ვიცი რამდენად საჭირო თემა იქნება ამ ფორუმისთვის, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ჩემთვის ვთარგმნი და ვწერ, რომ როცა დამჭირდება, გადავხედო და შევიხსენო რაღაცები... საქმე ეხება ციფრული ფოტოკამერისთვის ლინზების შერჩევას (საერთოდ "ლინზას" ობიექტივი ეწოდება, მაგრამ "ლინზა" უფრო კარგად ხვდება ყურში, დასაწერადაც უფრო მარტივია და ამიტომ მეც "ლინზას" გამოვიყენებ). -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- თუკი ოდესმე გქონიათ სარკიან ციფრულ ფოტოკამერებთან შეხება, ალბათ დამეთანხმებით, რომ სხვადასხვა ლინზის მორგების წყალობით იგი საკმაოდ მოქნილ სისტემას წარმოადგენს. მაგალითად, შეგიძლიათ მაკრო ლინზით გადაიღოთ ბუზ-პეპლები, ლოკოკინები, ობობები (ვეჰ ) და ა.შ., შემდეგ დაამაგროთ კამერაზე ტელეფოტო ლინზა და თქვენი ფანჯრიდან გადაიღოთ მეზობელი, რომელიც ნიფხავს იცვლის და ა.შ. ზოგიერთს შეიძლება პარადოქსულად მოეჩვენოს, მაგრამ მაღალი დონის კამერის ლინზები ხშირად თვით კამერაზე ძვირი ღირს და თუკი კამერაში 800$-ს გავიმეტებთ, ლინზებზე ვეღარ ვიმეტებთ ვერც 800-ს, ვერც 500-ს და ზოგჯერ ვერც 200-ს. ასეთ დროს ორი გამოსავალი გეძლევათ - ან დარჩეთ იმ ლინზაზე, რომელიც გაქვთ და ფაქტობრივად ხაზი გადაუსვათ უკეთესი ფოტოების გადაღების პერსპექტივას, ან შეიძინოთ ნახმარი ლინზა დაბალ ფასად. ზუსტად აქ წარმოიშვება პრობლემა - როგორც სხვა ყველა ნახმარი ნივთი, ნახმარი ლინზაც გარკვეულ დეფექტებს შეიცავს, რომელიც საქმეში ჩაუხედავმა ადამიანმა შეიძლება ვერც კი შენიშნოს. სწორედ ამ დეფექტების მიმოხილვას ვაპირებ დღევანდელ თემაში. 1. ნაკლული დეტალები და აქსესუარები. დეფექტებიდან ყველაზე უწყინარია ნაკლული აქსესუარები. ეს შეიძლება იყოს ლინზის წინა/უკანა ხუფები, მზისგან დამცავი (lens hood), ინსტრუქცია, გარანტია, ყუთი და ა.შ. რათქმაუნდა ხუფები და დამცავი არ არის რთული საშოვნელი, მაგრამ ორიგინალი აქსესუარი შეიძლება სოლიდური თანხა ძვირდეს, ხოლო "არაორიგინალი" არც ისე ლამაზი იქნება (თუმცა არც ჯიბეს გაგიცარიელებთ). განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, რომ დიდი ზომის ტელეფოტო ლინზებს უნდა მოყვებოდეთ შტატივის სამაგრი. ეს გახლავთ "საყელური", რომელიც უმაგრდება ტელეფოტო ლინზას და მისი მეშვეობით ხდება ლინზის და კამერის შტატივზე დამაგრება. გამოიყენება იმიტომ, რომ დიდი ზომის ტელეფოტო ლინზა საკმაოდ მძიმეა, ცვლის სისტემის სიმძიმის ცენტრს, რის გამოც კამერის სამაგრით მთლიანი სისტემის შტატივზე დამაგრება ვეღარ ხერხდება (ლინზა "ყვინთავს" ქვევით). "საყელური" ასე გამოიყურება: ის შეიძლება საკმაოდ რთული საშოვნელი და ძვირი გახლდეთ, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რომ ლინზას აუცილებად მოყვებოდეს... 2. ფილტრის დაზიანებული სამაგრი. იმედია იცით, რომ ლინზას აქვს ფილტრის სამაგრი, რომელზედაც მაგრდება ფერადი, ულტრაიისფერი, ინფრაწითელი, ვარსკვლავური და ა.შ. ფილტრები, რომლებიც ფოტოებს გარკვეულ სპეცეფექტებს ამატებენ, ან აუმჯობესებენ გამოსახულებას. ეს სამაგრი ლინზის წინა ნაწილშია განთავსებული და ლინზის დავარდნისას დიდია მისი დაზიანების ალბათობა. რასაკვირველია ლითონისგან დამზადებულ ლინზებს სამაგრიც ლითონის აქვთ და მათი დაზიანება არც ისე ადვილია, მაგრამ პლასტმასის ლინზები ამ შემთხვევაში მართლაც პრობლემური გახლავთ. სურათზე - ფილტრის სამაგრი: თუკი ფილტრების გამოყენებას არ გეგმავთ, მაშინ შეგიძლიათ თამამად იყიდოთ მოტეხილსამაგრიანი ლინზა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თუკი მის გაყიდვას მოისურვებთ, შეიძლება გაგიჭირდეთ, მედალს ხომ ორი მხარე აქვს 3. მორყეული გადამრთველები. ბევრ ლინზას ზედვე აქვს ვიბრაციის შემცირების, ან ავტო/ხელის ფოკუსის გადამრთველები. ამოსაღები კბილივით მოფამფალებული გადამრთველი შეიძლება ერთ არც ისე მშვენიერ დღეს სულაც გაფუჭდეს, ამიტომ კარგი იქნება ყურადღების მიქცევა მათ გამართულობაზე. ისე, ჩემ კამერას კორპუსზე აქვს ორი მორყეული გადამრთველი, თავიდანვე მოჯღანული იყო და ჯერ-ჯერობით არ გაფუჭებულა (თფუ თფუ თფუ). 4. მტვერი ლინზაში. ყოვლისმომცველი და ყველასგან მოძულებული სუბსტანცია, სახელად "მტვერი", ლინზებშიაც აღწევს. განსაკუთრებით ბევრი მტვერი გროვდება ზუმ ლინზებში (კონსტრუქციის თავისებურებებიდან გამომდინარე). შედარებით ნაკლები მტვერი გვხვდება ფიქსირებული ფოკუსის მქონე ლინზებში, მაგრამ მათი შემოწმებაც საჭიროა. ლინზაში ჩაგროვილი მტვრის დასანახად პირველ რიგში ლინზის გარედან გაწმენდაა საჭირო (რომ გარედან მოდებული მტვერი შიგნიდან ჩამჯდარში არ აგერიოთ), შემდეგ კი ლინზას სინათლეზე უნდა გახედოთ. როგორც წესი, ლინზაში დაგროვილი მტვერი დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ფოტოს ხარისხზე კატასტროფული გავლენა არ აქვს. თუკი თქვენ მიერ გადაღებულ ფოტოს ნაცრისფერი ლაქები ადევს, იცოდეთ, რომ ლაქები მტვრიანი სენსორის ბრალია და არა მტვრიანი ლინზის! 5. მორყეული/დაზიანებული მართვა, ფოკუსი, ზუმი. პროფესიონალურ ლინზებს ზუმის, ფოკუსის და ზოგჯერ დიაფრაგმის კონტროლები ზედვე აქვთ. მათში შეიძლება მტვერი ჩაგროვდეს, ან ზედმეტი ხმარებისგან მოირყეს. მართვების დაზიანება პოტენციური და საკმაოდ სერიოზული საფრთხეა. თავად განსაჯეთ - რად გინდათ ლინზა, რომელზეც ფოკუსს ვერ გაასწორებთ, ვერ "მიაზუმებთ"... ერთის მხრივ, გაუხეშებული მართვის შემთხვევაში ლინზა შეგიძლიათ დააშლევინოთ, დააზეთინოთ და "გააკეთილშობილოთ", ხოლო მეორეს მხრივ - მორყეული მართვა სერიოზულ ჩარევას საჭიროებს და შეიძლება ასეთი ლინზის რემონტი ძვირი დაგიჯდეთ, ან სულაც ვერ შეაკეთოთ. 6. ზეთიანი, ჩაჭედილი ან დაზიანებული დიაფრაგმა. დიაფრაგმა ლინზის ერთ-ერთი უმთავრესი და ფაქიზი დეტალია. მისი შეკეთება/გამოცვლა ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ თუკი ლინზის დიაფრაგმა დაზიანებულია, არ უნდა იყიდოთ. ხოლო დაზიანება შეიძლება რამდენიმე სახის იყოს. ესენია: დიაფრაგმის ზეთიანი ფრთები (ამ შემთხვევაში ზეთი შეიძლება ჩახმეს და დიაფრაგმის პარალიზება გამოიწვიოს), დიაფრაგმის მოშლილი მართვა (ასეთ დროს დიაფრაგმის რეგულირება შეუძლებელია), დაზიანებული/ჩაშლილი დიაფრაგმა (მგონი ხვდებით რაზეცაა საუბარი). 7. ლინზის დამცავი საფარველის დაზიანება, ლინზის ნაკაწრები. დამცავი საფარველი ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალია, რომელიც ბავშვობაში ყოველთვის მომწონდა თავისი ფერადოვნების გამო, მნიშვნელოვნად ცვლის ფოტოს ხარისხს. იგი აკავებს მავნე სხივებს, აცილებს გამოსახულებას "ზედმეტ" სინათლეს, აქრობს ზედმეტად ინტენსიურ უბნებს და ა.შ. ფოტოებზე ხედავთ დაზიანებულ საფარველს და მისით გამოწვეულ დეფექტს: საფარველი დროის გასვლასთან ერთად იცრიცება და ფაქტობრივად შეუძლებელია დაუზიანებელი საფარველის მქონე ნახმარი ლინზის პოვნა. მცირე დაზიანება საშიში არ არის, მაგრამ რაც უფრო დიდია საფარველის დაზიანება, მით მეტია ფოტოს ხარისხის გაფუჭების ალბათობაც. რისკის გამოსარიცხად საჭიროა გადავიღოთ ცის ფოტო მინიმალური დიაფრაგმით და დავაკვირდეთ მას. თუკი დეფექტებს აღმოაჩენთ, შეიძლება ლინზაზე უარის თქმა მოგიხდეთ. კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემასთან გექნებათ საქმე გაკაწრული ლინზის შემთხვევაში (ასეთი რამე მაშინ ხდება, როცა ლინზას "ცუდად ექცევი" და ძირს აგდებ). მცირე ნაკაწრები ფოტოს არ აუარესებს, მაგრამ დიდი, ღრმა ნაკაწრები და განსაკუთრებით ამომტვრეული მინა საგანგაშოა არადა ნაკაწრებისგან თავის დაცვა უადვილესია - უბრალოდ იყიდეთ ნეიტრალური ფოტოფილტრი და დაუმაგრეთ ობიექტივს (თუ ფილტრის სამაგრი არ გაქვთ გატეხილი ). 8. ლინზის გაფცქვნა, ჩხრიალი. რთული (და კარგი ხარისხის) ლინზები (ლინზები და არა ობიექტივი) მინის რამდენიმე ფენისგან მზადდება და დროთა განმავლობაში ეს ფენები ერთმანეთს სცილდება. შედეგად ლინზა იფცქვნება და გამოსახულება მახინჯდება. ასევე ყურადსაღებია ლინზების წანაცვლება. ამის შემოწმება საკმაოდ მარტივია - აიღეთ ლინზა, გააქნიეთ. თუ დაიჩხრიალა, ე.ი. კომპონენტები მოშვებულია და წანაცვლებული. როგორც წესი, ერთი ელემენტის წანაცვლება საშიში არ არის, მაგრამ ერთზე მეტი დეტალის წანაცვლება საგანგაშოა. 9. დაობებული ლინზები. ერთი შეხედვით შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ობი საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რომელიც საწყის ეტაპზე შეიძლება არც კი ჩანდეს. მოგეხსენებათ ობი სოკოა და თანდათანობით იზრდება. ჩნდება ლინზის შიდა მხარეს, აბუნდოვანებს გამოსახულებას და უკარგავს ხარისხს. მასთან ბრძოლა შეუძლებელია - შეგიძლიათ თავი გაიჭირვოთ, გახსნათ ლინზა, გამოწმინდოთ, გამორეცხოთ ყველაფერი და შემდეგ ისევ ააწყოთ, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ ობი კვლავ გაჩნდება, ასე რომ არ გირჩევთ დაობებული ლინზის შეძენას... ნახმარი ლინზები ბლომად იშოვება როგორც ფოტო ფორუმებზე, ასევე მშრალ ხიდზე და უცხოურ ვებ-საიტებზე. და თუკი თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ ლინზა, რომელიც საქართველოში იყიდება, იგივეს ვერ იზამთ იმ ლინზაზე, რომელსაც საზღვარგარეთული ინტერნეტ-მაღაზიები გთავაზობენ. მაგრამ სამაგიეროდ მათ აქვთ ნახმარი პროდუქციის შეფასების კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეგიძლიათ სასურველი ფასის მქონე პროდუქტის ხარისხზე გარკვეული წარმოდგენა შეიქმნათ. დღეისათვის სულ ეს იყო, გმადლობთ ყურადღებისთვის!
    1 point
  9. Teraqt, მადლობა ყურადღებისთვის ძმა გადმოვწერ აუცილებლად ამ ვერსიასაც
    1 point
  10. გაანებე მაგ კარტას თავი არტეფაქტები არ ამოგიყაროს gt 430 ის რაზგონი არაფერს მოგცემს პირიქით შეიძლება გაფუჭდეს
    1 point
  11. მადლობა რჩევებისთვის, ძალიან კარგი ლინზა გამოდგა საჩემოა ახალია ფაქტიურად, დაჟე რაღაც უვი ფილტრი მოაყოლა
    1 point
  12. Adata готовит модули памяти XPG Z1 DDR4-2133 для систем LGA2011-3 - http://www.overclockers.ua/news/hardware/2014-05-29/113608/ 2133 MHz სიხშირეზე 1,2 ვოლტი ძაბვით იმუშავებს 4, 8 და 16 GB-იანი მოდულები გამოვა, ხოლო დეტალებს შემდეგ კვირას გვეტყვიან Computex-ზე.
    1 point
  13. უკრაინით არ ჭრის, მე ვარ უკრაინით დარეგისტრირებული და მარტო გადახდა რომ აქ მაგიტოა შენსას რომ ვიყენებ ხოლმე. რეიტინგს რაც შეეხება ჩისტა სპარტივნი ინტერესი მაქ მეტი არაფერი, არ ვიცი რა პრსოტა მისწორდება რომ მაღალი რეიტინგი მაქ ჯამბო ორშაბათს იქნები სამსახურში? დელავოი პრედლაჯენიე მაქ თუ დაინტერესდები ეგაა second chance offer ანუ როცა ერთი ბიჯით გაჯობა სხვა მყიდველმა მაგრამ მერე გააუქმა თავისი შედეგი სელერს შეუძლია მეორეზე გასულ მყიდველს შესთავაზოს იმ ფასში რამდენიც მითითებული ქონდა მაგ მყიდველს. მეც მთავაზობენ მასე ხანდახან
    1 point
  14. ხმის დონე არც თუ სახარბიელო ექნება და იმიტომ გამიკვირდა, დროა უკვე მაგ ფასიან ბარათებზე გაგრილებასთან ერთად ხმაურის დონესაც მიხედონ პ.ს აგერ ჩემი ამ წუთას დახატული გაგრილების სისტემა (შაურმას კი გავს ისე ) ტურბინის ეფექტი ჰაერის გატანაში მარა უფრო მძლავრი და უხმაურო არ დამცინოთ პროსტა მახათი აღარაა მოდაში და რაღაცით ხომ უნდა დავკავდე
    1 point
  15. აი სად თამაშობენ რეალის ბარსას და არსენალის აღზრდილი იგროკები http://www.eurosport.ru/football/liga/2013-2014/story_sto4222719.shtml http://www.eurosport.ru/football/liga/2013-2014/story_sto4221277.shtml http://www.eurosport.ru/football/premier-league/2013-2014/story_sto4223916.shtml 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ინვალიდი ბავშვი გახსნისო http://hi-news.ru/technology/chm-2014-otkroet-paralizovannyj-podrostok-v-ekzoskelete.html ფეღბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ბურთის ევოლუცია http://www.championat.com/football/_worldcup/article-182777-vse-20-oficialnykh-mjachej-chempionatov-mira.html 70 წლიდან უკვე დაემსგავსა მემგონი რაღაცას
    1 point
  16. Intel Core i7-5960X, Core i7-5930K and Core i7-5820K Haswell-E CPUs Specs Out http://www.guru3d.com/news_story/intel_core_i7_5960xcore_i7_5930k_and_core_i7_5820k_haswell_e_cpus_specs_out.html ისე დიდათ არ ჩქარობს ინტელი ბირთვების სწრაფათ გაზრდას, ალბათ ჯერ არ ჭირდებათ დიდათ და მაგიტომ, თუ უშვებს 8-12 უფრო ექსტრიმალურ სეგმენტში ჯერ, 6 ბირთვიანიც არ ჯდება იაფი
    1 point
  17. ეს არ უნდა დაგეპოსტა, ჩერეზჩურ კარგად ჩანს აკორდები
    1 point
  18. ეხლა გჰადავხედე და ალტას საიტზე ძველ მოდელებსაც უწერია DVB-T2 არ ვიცი როგორ ეგ უნდა გაარკვიო იქ , რაღაც შეცდომა ხომ არაა , მაგალითად ამას > http://alta.ge/index.php?dispatch=products.view&product_id=5207 , მგონი ცოტა სხვანერია ეს ამაში კარტა არ იდება რესივერის და ანტენის პორტიდან მიდის მოკლედ აი შედარება 32 იანებში : > Sony და Samsung სამსუნგი სჯობს , გარანტიც 2 წელი აქვს
    1 point
  19. 1 point
  20. Full HD გინდა მაგ ფასში ? UE32F5000 მოგივა , არ აქვს ციფრული რესივერი და სხვა ფუნქციები , თუ არ გინდა Full HD მაშინ UE32F4500 ან ის სონი R424
    1 point
  21. მოკლედ თუ დიზაინი არაა გადამწყვეტი EH5000 კარგი რამეა თავის ფასში მაგრამ 2012 წლის მოდელია , მე მაინც ვიფიქრებდი ჩაშენებული რესივერით რომ იყოს ეგეთ მოდელზე და ეგეთებია ისინი რაც დაგიწერე მაგრამ 32 იანები , 2015 წლიდან შემოვა ჩვენთან ციფრული ტელევიზია და კარგი იქნება თუ ეხლავე იყიდი ეგეთ ტვ ს , ეგ სონი კარგი რამეა მართლა , სმარტს არც მე ვაქცევ ყურადღებას დიდად რადგან მაინც არაა კომფორტული მაგ ფასიანი სმარტები მაგრამ F4500 კარგი ტელევიზორია უბრალოდ არაა Full HD F5000 ებია Full HD და მაგ ფასი კი მოგივა 32 მაგრამ არ აქვს რესივერი მაგას მოკლედ ნიკა გადაწყვიტე ჯერ ზომა და კიდევ ვნახავთ რამეს
    1 point
  22. http://geotorrents.com/Воздушный_маршал_Non_Stop_2014_BDRip_1080p_чистый_звук-s-75845.ts
    1 point
  23. თეთრი ბაირაღები
    1 point
  24. ვინ რას მალავს ტანსაცმლის ქვეშ http://bigpicture.ru/?p=512626 ლაპარაკია ტატუიროვკებზე 25 შიკარნი ფოტო http://www.adme.ru/illustration-and-photography/25-fotografij-sdelannyh-v-tot-samyj-moment-683955/ ხორვარტსი http://armahema.livejournal.com/39310.html მსოფლიოს საუკეთესო წინა კვირის ფოტოები http://bigpicture.ru/?p=511567 1980 წლის მოსკოვი http://bigpicture.ru/?p=513212 კატა რომელმაც 4 წლის ბავში გადაარჩინა ბეისბოლის თამაშის დაესწრო http://ria.ru/photolents/20140521/1008673925_1008671018.html 10 უცნაური ცხოველი რომლებსაც ლაპარაკი შეუძლიათ http://bigpicture.ru/?p=513647 როგორ მოიპოვება ალმაზები http://bigpicture.ru/?p=513498 ცნობილი პიროვნებების მოზაიკისგან აწყობილი სახეები http://bigpicture.ru/?p=378417 7 ცნობილი საფლავი http://bigpicture.ru/?p=380331
    1 point
  25. ეგ კი ნორმალური მაზერია, მაგრამ თუ მარტო თამაშებისთვის გინდა, 1150 სოკეტზე ააწყვე. თუ თბილისში გინდა ააწყო, Z87 ჩიპსეტზე აიღე მაზერი, თუ ჩამოტანა გაწყობს, მაშინ Z97 ჩიპსეტიანი მაზერი იყიდე
    0 points
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.