Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 05/24/14 in all areas

  1. ვისაც ამ თამაშში მაქსიმალური გრაფიკა გსურთ და გაქვთ 780/780 ti გადახედეთ. ისე ნაწილობრივ შეიძლება ამაზე სუსტ კარტებზეც იმოქმედოს. http://www.dsogaming.com/news/watch_dogs-hidden-deferredfxquality-option-improves-significantly-visuals/ ხო კიდევ ადრე გავხსენი თემა downsampling-ს შესახებ. ეგ სურათებიც მაგ ხერხითაა მიღებული 4k-დან. სუსტ კარტებსზე 2560x1440-დან გააკეთეთ downsampling ეგეც მოგცემთ კარგ გამოსახულებას. აგერ დავდებ რამდენიმე სურათს რისი მიღწევა შეიძლება 780/780 ti-თ C:Usersთქვენი სახელიDocumentsMy GamesWatch_Dogs230ed748-0727-4391-8813-bb71b30272a6GamerProfile.xml ეს ფაილი ჩაასწორეთ. ეს ხაზი არ გამოგრჩეთ DeferredFxQuality="console" აქ console-ს მაგივრად pc ჩაწერეთ. ესეც ცადეთ თუ გსურთ მაგრამ ჯერ შეინახეთ ეგ ფაილი სადმე ეგებ არ მოგეწონოთ <CustomQuality> <quality ResolutionX="1920" ResolutionY="1080" EnvironmentQuality="ultra" AntiPortalQuality="pc" PostFxQuality="ultra" TextureQuality="pc" TextureResolutionQuality="high" WaterQuality="ultra" ParaboloidReflectionQuality="ultra" DepthPassQuality="pc" VegetationQuality="ultra" TerrainQuality="ultra" GeometryQuality="ultra" LodDitheringQuality="pc" ShadowQuality="ultra" ShadingQuality="high" RoadQuality="pc" EditorQuality="pc" ParticlesQuality="ultra" DeferredFxQuality="pc" HDR="1" SuperSampling="0" HighPrecisionNormal="1" RenderSplashes="1" RenderRain="1" MotionBlurQuality="pc" SSAOQuality="hbao+_high" DepthOfFieldQuality="pc" AntiAliasingQuality="temporalsmaa" id="_runtime" /> </CustomQuality>
    5 points
  2. ნიუ-იორკში სპეციალურ ღონისძიებაზე Microsoft-მა წარადგინა დანაპირები თავისი ახალი პლანშეტი Surface Pro 3 რომელიც როგორც თვითონ აცხადებენ შექმნილია იმისთვის რომ სრულიად ჩაანაცვლოს ნოუთბუქები. SP3-ის კორპუსის სისქე შეადგენს 9.1მმ(10.3მმ-ს შეადგენს წინა ვერსიის კორპუსის სისქე), დისპლეის ზომა კი 12 დიუმი(aspect ratio 3:2), ახალ მოდელში მაიკროსოფტმა გაზარდა რეზოლუცია და შეადგენს 2160×1440 პიქსელს. ამ ყველაფერთან ერთად მაიკროსოფტმა შეამცირა კუთხეები ეკრანის ხარჯზე და ასევე გახდა უფრო მსუბუქი მხოლოდ და მხოლოდ 800გრამი. დინამიკების სიძლიერე 45%-ით გაიზარდა,პლანშეტმა მიიღო 5მპ კამერა ვიდეოჩატისთვის, ასევე შეუძლია 1080p ვიდეოს გადაღება, გააჩნია სრულფასოვანი USB 3.0 და 3.5mm აუდიო ჯეკის პორტი, MicroSD სლოტი და mini-DisplayPort , თუკი თქვენ იყიდით ცალკეულ ქსელის ადაპტერს სარფეისისთვის შესაძლებელია Ethernet-ის საშალებით დაკავშირება ქსელში, მხარდაჭერა აქვს Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.0 LE კომუნიკაციების. პლანშეტმა მიიღო გაუმჯობესებული საფირმო ფიზიკური კლავიატურა Type Cover და მოსახერხებელი უკანა დასადგამი. Surface Pro 3 პირველ რიგში შექმნილია პროფესიონალებისთვის რომელბსაც სჭირდებათ ძლიერი სამაგიდო ინსტრუმენტი თუნდაც Photoshop-ში სწორედ ამიტოამც კომპანია Adobe-მ მაიკროსოფტის დაკვეთით გამოუშვა სპეციალურად SP3-ისთვის ოპტიმიზირებული ვერსია Photoshop-ის ასევე შეიმუშავა მოსახერხებელი სტილუსი რომლის მეშვეობითაც მარტივად ხდება მოწყობილობის განბლოკვა. Microsoft ასევე თანამშრომლობს intel-თან შესაბამისად Suraface Pro 3-ს აქვს intel core პროცესორი(სხვადასხვა ვერსია) ფასები ვერსიების მიხედვით: i3-4GB RAM-64GB - $799 i5-4GB RAM-128GB - $999 i5-8GB RAM-256GB - $1299 i7-8GB RAM-256GB - $1549 i7-8GB RAM-512GB - $1949 ფიზიკური კლავიატურა Type cover ხელმისაწვდომი იქნება 4 ფერში: შავი ცისფერი ალისფერი წითელი(Microsoft-ის ექსკლუზივი, განსაზღრული რაოდენობით იქნება MS Store-ში)
    2 points
  3. მაგრები არიან
    2 points
  4. გადავწყვიტე ამ თამაშისთვის ცალკე თემა გამეხსნა ვინც არ იცის, თამაში ძალიან მარტივია ( ) თქვენ ხართ პატარა ჩიტუნა, რომელიც ფრთებს აქნევს ეკრანზე თითის კაკუნით ჩიტუნა დაფრინავს პირდაპირი მიმართულებით და თითის კაკუნით არეგულირებთ სიმაღლეს, მთავარია არ დაეჯახოს დაბრკოლებებს (მარიოში რომ მილები იყო ისეთებს) ეს ერთი შეხედვით, თუმცა რეალობაში თამაში იმდენად რთულია, რომ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და ქსელში გავრცელდა უამრავი ვიდეო თუ სურათი Flappy Bird-ის გაშარჟებით მაგალითად: კიდევ უფრო მეტი თქვენითაც შეგიძლიათ ნახოთ საქმე იქამდე მივიდა, რომ, აპლიკაციის შემქმნელმა გუშინ ამოიღო ის Play Store და App Store-დან თუმცა რაც ერთხელ ქსელში მოხვდა ძნელია წაიშალოს, ვისაც გსურთ გამოსცადეთ თქვენი ნერვები და ნებისყოფა და გააზიარეთ High Score-ები Download Flappy Bird 1.3 Mirror აბა წარმატებები ველი თქვენს ქულებს P.S მე ჯერ 1-ს ვერ გავცდი P.P.S: დამტვრეული დევაისები მე არ დამაბრალოთ
    1 point
  5. გუგლის (თუ მწარმოებლების) შეზღუდვების გამო საქართველოში მყოფი მომხმარებელი ადვილად ვერ სარგებლობს ისეთი აპლიკაციებით როგორებიცაა Facebook, Facebook Messenger, Viber და ა.შ, მარკეტი ან ვერ ეძებს, ან კიდევ რასისტული შეტყობინება გამოაქვს ეს აპლიკაცია არაა ხელმისაწვდომი შენს ქვეყანაშიო (ფასიანი მაინც იყოს ) შედარებით გამოცდილი მომხმარებლები გამოსავალს კი პოულობენ, ან მარკეტს ტეხავენ, ან IP-ს ცვლიან რომ სასურველი აპლიკაცია გადმოწერონ, თუმცა არის უფრო მარტივი გზაც: Mobogenie Market Lite ვერსია play.google.com-ზეცაა ხელმისაწვდომი Mobogenie Market Lite, თუმცა მას აქვს ერთი შეზღუდვა: აპლიკაციების გადმოსაწერად ისევ play store-ზე გიშვებს, რაც ხშირ შემთხვევაში რომ იტყვიან not an option-ია, რადგან რასისტი გუგლი გვიწერს რომ ეს აპლოკაცია მესამე მსოფლიოს ქვეყნისთვის არაა ხელმისაწვდომი თუმცა თვითონ პროგრამავე გთავაზობთ უფასო Pro ან "სრული" ვერსიის გადმოწერას ცალკე apk ფაილის სახით, რომლის ინსტალაციის შემდეგაც უკვე თვითონ Mobogenie-ს შეუძლია თავისით გადმოიწეროს სასურველი აპი რეგიონალური თუ სხვა რასისტული შეზღუდვების გარეშე, სავარაუდოდ Google-მ არ მისცა სრული ვერსიის play store-ზე განთავსების უფლება. (p.s: გამოუცდელი მომხმარებლებისთვის: apk ფაილების ინსტალაცია დეფაულტად დაბლოკილია ტელეფონებსა თუ ტაბებში როგორც წესი, რომ მოგცეთ ინსტალაციის საშუალება, უნდა შეხვიდეთ Settings-ებში, შემდეგ Security განყოფილებაში და "პტჩკა" მონიშნოთ Unknown Sources-ზე,) უპირატესობები რაც ამ აპლიკაციას გააჩნია არის ის რომ: არ საჭიროებს რეგისტრაციას არ აწუხებს რეგიონალური შეზღუდვები აქვს საკუთარი app manager რომელიც ამოწმებს სისტემაში დაყენებულ ყველა აპლიკაციას! განახლებებზე განახლებებს ეძებს უკეთ ვიდრე play store არ საჭიროებს root უფლებებს (დამწყებთათვის დარუთვა რთულია) მე ყველაზე მეტად App manager მომეწონა, როგორც წესი, როდესაც ხელით აყენებთ apk ფაილს, (მით უმეტეს თუ ჩვენი რეგიონისთვის არაა ხელმისაწვდომი) Play Store-ში კი ჩანს, მაგრამ განახლებებით არ იკლავს თავს, აქ კი მაშინვე აჩვენებს ახალ ვერსიებს, ასევე ზოგჯერ play store-ზეც არ ჩანს ახალი ვერსია Mobogenie-ში კი არის- ასე მოხდა მაგალითად TrackID-ზე. Mobogenie განაახლებს როგორც ხელით, ისე Play Store-თი და სხვა წყაროთი დაყენებულ აპლიკაციებს მწარმოებელი არ გაჩერდა მხოლოდ Market-ის აპლიკაციაზე და გამოუშვა მშვენიერი PC Manager, რომელიც თავსებადია პრაქტიკულად ყველა Android მოწყობილობასთან PC მენეჯერს შეუძლია კონტაქტების, sms-ების, სურათების მუსიკების და ვიდეოების მენეჯმენტი, დევაისის მონაცემების რეზერვირება/აღდგენა, აპლიკაციების მონახვა/ინსტალაცია, მოკლედ თითქმის ყველაფერი რასაც დევაისის მწარმოებლის PC მენეჯერები აკეთებენ (როგორიცაა Samsung Kies მაგალითად)გარდა თვითონ ტელეფონის პროგრამული უზრუნველყოფის (Android-ის) განახლებისა განსაკუთრებით მოსახერხებელია როდესაც ოჯახში რამდენიმე მწარმოებლის Android დევაისია და ერთი კომპი დანარჩენისთვის კი ეწვიეთ მწარმოებლის ვებგვერდს, საიდანაც შეძლებთ როგორც Mobogonie Market-ის, ისე PC Manager-ს გადმოწერას: Homepage
    1 point
  6. გუშინ ჩავრთე და ჩვეულებრივად ჩაირთო არაფერი პრობლემა არ ქონდა მაგრამ რო გამოვრთე კომპიუტერი შტეფსელიდან და თავიდან დავაპირე ჩართვა გამოსახულებას არ მაძლევდა.მეც ავდექი და გავხსენი გავწმინდე ყველა ნაწილი,ოპერატიულები,ვიდეო კართა,,ვინჩესტერიც და კაბელებიც შევამოწმე,ამ ყველაფრის შემდეგ ჩაირთო კომპი მაგრამ shut down-დან რო გამოვრთე და თავიდან დავაპირე ჩართვა ისევ გამოსახულება არ მომცა.შემდეგ ისევ დავშალე და ისევ ამოვიღე ყველა ნაწილი და თავიდან ჩავსვი და ჩავრთე კომპი და ჩაირთო.მაგრამ shut down-დან რო გამოვრთავ კომპს და შემდეგ ისვე მინდა რო ჩავრთო ირთვება ჩვეულებრივად მაგრამ ისევ გამოსახულებას არ მაძლევს.და რისი ბრალი უნდა იყოს ვერ გავიგე იქნებ დამეხმაროთ. -
    1 point
  7. რა ზარმაცები ხართ ;დ
    1 point
  8. matusala პატარა ნაყლაპში ვარ და ლაყაფის ხასიათი მაქვს გახსნილი, მაგრამ ვიცი, რომ ცუდად არ მიიღებ ჩემს პოსტს. მოკლედ, მონაცემები გაქვს და მონდომებით და ვარჯიშით შეიძლება, რომ შენგან კარგი დრიფტერი დადგეს, მაგრამ შენს ყველა ვიდეოში "პანიკა" იგრძნობა... პანიკა კი იმაში მდგომარეობს, რომ ზანოსიდან გამოსვლას (ეს შესვლაზე უფრო მთავარია) მოუმზადებელი ხვდები, ანუ, თითქოს არ ელოდები, რომ მანქანა ზანოსის დამთავრების შემდეგ უკუ რეაქციას მოგცემს და მოულოდნელობისგან ზედმეტ მანევრს და რულის ტრიალს აკეთებ. ზანოსში რომ შედიხარ, ყოველთვის მომზადებული უნდა იყო და გრძნობდე როდის დამთავრდება ზანოსი და და დაიწყება უკუ-ზანოსი. მთელი გზის გავლა უნდა იყოს ერთი მთლიანი "სხეული" და არა წყვეტილ-წყვეტილ, თითქოს სათითაო ზანოსთან გიწევს ჭიდაობაო. სანამ ზანოსი დამთავრდება, შენ უკვე მონდევნო მოსახვევზე უნდა იყო ორიენტირებული. შენს ვიდეოებში რაც ჩანს, თითქოს მხოლოდ იმაზე ფიქრობ, მხოლოდ ბოლო კონკრეტული მოსახვევი დაძლიო და შემდეგზე მერე ვიფიქრებო... ესე არ გამოვა, ყოველთვის მზად უნდა შეხვდე მიმდინარე ზანოსის დამთავრებას და მომდევნოს დასაწყისს. ის არ იფიქრო, რომ ოღონდ ეს მოსახვევი გავიარო კარგად... ის იფიქრე, რომ ამ მოსახვევის დამთავრებისას წინ შემდეგი გელოდება და შესაფერისი ტრაექტორიით უნდა შეხვიდე. ეს ყველაფერი ვარჯიშის ამბავია, მაგრამ სანამ ამას არ ამოიგდებ თავიდან, იქამდე გაგიჭირდება ზანოსების სერიების აწყობა. ამისთვის საუკეთესო ვარჯიშია რვიანები. მონახე ისეთი ტრეკი, სადაც ფიშკები იქნება რვიანის ფორმაზე. დაიწყე ზანოსი და ყოველთვის ელოდე, რომ მისი დამთავრების შემდეგ სხვა იწყება და მანქანის ტრაექტორია უნდა დაემთხვეს გზის მიმართულებას.
    1 point
  9. აქ უნდა გაგეხსნა თემა http://www.overclockers.ge/index.php?/forum/11-%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/ მაგიტომ ქვია აპარატურული პრობლემები
    1 point
  10. ამ ხედიდან ისე ლამაზი არ ჩანს როგორც შორიდან მარა იდოს მაინც
    1 point
  11. მოკლედ აი ამ სეთინგებზე ვთამაშობ. 35-38 FPS-ს კი მაძლევს და ღირს სეთინგების აწევა FPS-ს სანაცვლოდ ამ თამაშში სამაგიეროდ ვიზუალი აქვს ძაან მაგარი. min 30 აქვს ხო v-sync-ს ნაცვლად nvidia control panel-დან adaptive sync-ს ვხმარობ. ეგ ჯობია.
    1 point
  12. sony-ს პირდაპირიდან ამოღებული თამაშის პროცესი:
    1 point
  13. კი როგორც ყოველთვის თამაში ყოველთვის ნაგავი , იმასთან შედარებით რასაც გვანახებენ, სადემონსტრაციო დემოებში ყოველთვის უკეთესს აჩვენებენ რო ხალხი მოხიბლონ მანქანის მართვა არის უსაზიზღრესი P.S ჩემი სქრინები
    1 point
  14. კაროჩე ხელოსანთან მქნდა მიტანილი და დედაპლატას აქვს დარხეული,კონკრეტულად ჩიფსეტსო ასე მითხრეს. ახალ სოკეტზე გადავდივარ გადავწყვიტე უკვე და უნდა მირჩიოთ დედაპლატა და პროცესორი.სულ მაქვს 1300ლარი.აბა თქვენ იცით თქვენს რჩევას ველოდები. ჩემი აზრით ამ დედაპლატა და პროცესორს ვაპირებ და თქვენ რას მირჩევთ? აი ლინკებიც ! გამოწერები არ მაწყობს ! http://knowhow.ge/index.php?route=product/product&product_id=10256&search=asus&page=3 http://gitec.ge/p/25521/intel-core-i7-4820k-extreme-edition-lga2011-tray http://www.freeshop.ge/product/8134/დედა-დაფა-motherboard-intel-blkdx79to-.html
    1 point
  15. ATI-ზე აღარა, მარა AMD–ზე შეიძლება კიდე ცოტა წაოცნებება
    1 point
  16. მეორე ნაწილის კრახის შემდეგ, მესამეს ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. მარტო ლაპლაპა მანქანები ვერ უშველის საქმეს. გასაგებია, რომ სიმობაზე არ და ვერც ექნებათ პრეტენზია, მაგრამ როდესაც ასეთ სპორტული სულის მანქანებს და ივენთებს დებ თამაშში, მინიმუმ ნფს შიფტის დონის ფიზიკაც უნდა მიაყოლო. მოკლედ, EA-მ სამარადისოდ ჩახადა კოდმასტერს და ღირსებიც არიან. თან ხედავენ, რომ ეა ესეთ მონსტრ თამაშს უშვებს, იმის მაგივრად, რომ კონკურენცია გაუწიონ, თითქოს სპეციალურად აბანძებენ, რომ ეა-მ ბევრი გაყიდოს. არა და, 8-9 წლის წინანდელი toca-ს პირველი/მეორე ნაწილი უფრო კარგი ფიზიკის იყო, ვიდრე დღევანდელი გრიდ სერიები.
    1 point
  17. რას ნიშნავს ოპტიმიზაცია და სტოკ ანდროიდი გაიკეთონ quad/octa core cpu-ები და ღლე UI-ები
    1 point
  18. E3 ახლოვდება და პიარ კამპანიაც აიწევა ახალი ლოგო(ვაილდ ჰანტის მეფის-ერედინის თავი ფონად) თვით დეველოპერებსაც ახალი ლოგო აქვთ ინსპირაცია - სითავისუფლე ჩიტივით როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ინდი დეველოპერი გადაწყვეტილებების მიღებაში და იდეებში თავისუფალია --------------- ახალი ფაქტები -12 000 ანიმაცია -მონსტრი ყველა იქნება უნიკალური ყველანაირად(ქასელვანიის გავლენა იგრძნობა დიზაინზე) -მინიგეიმებს დაემატა დოღი...შეგიძლიათ ცხენებით რბოლისას მოიგოთ ფული E3 is coming.....
    1 point
  19. ტემპერატურები შევამოწმე და ნორმაშია ყველაფერი.აღარ ვიცი უკვე რისი ბრალი უნდა იყოს
    1 point
  20. ეგეც ვცადე მაგრამ იგივე.ისე ეს პრობლემა კაი ხანია მაქვს და ამის ბრალიც ხო არაა ნეტა.6 სლოტი ქვვს დედაპლატას,3 შავი და 3 წითელი.ხოდა ამ შავებში რო ჩავსვამდი ოპერებს მაშინაც არ მაძლევდა გამოსახულებას.რა არ ვეჩალიჩე ცალცალკე დავტესტე სლოტები მაგრამ არ მუშაობდა შავებში,წითლებში კიდევ ჩვეულებრივად უბერავდა და მას შემდეგ წითელ სლოტებში მაქვს ოპერები.ყველა სლოტს ხოარ დაერხა თქო მაგასაც ვფიქრობ.შესაძლებელიაა?
    1 point
  21. არ ისმის ვინდოუსის ხმა.სისტემა ირთვება მაგრამ არაფერი არ ხდება არ იტვირთება ანუ ვინდოსი,არ გამოაქვს მონიტორზე არაფერი. ეხლა დავაკვირდი,1 საათი მაინც უნდა დავასვენო კომპიუტერი რო გამოსახულება მომცეს და სისტემაში შევიდე. ამწუთას ჩავრთე და ეგრევე შემოვედი და ეხლა რო გავთიშო Shut Down -ით და ისევ ჩავრთო ჩართვით კი ირთვება კომპიუტერი მაგრამ არც ბიოსის ხმოვანი სიგნალი არ აქვს და არც გამოსახულება. შევამოწმე სამჯერ დავშალე და ყველაფერი მწყობრშია.
    1 point
  22. მეორე სლოტშიც იგივეს შვება. გამორთვაც მეშინია მერე ვეღარ ჩავრთთავ.არადა რესტარტზე ჩვეულებრივად არესტარტებს და გამოსახულებაც არის ჩვეულებრივად.დედაპლატის ბრალი ხოარ იქნება?
    1 point
  23. ბრაზილია ემზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის.
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.