Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 02/20/12 in all areas

  1. NVIDIA აპირებს გამოუშვას კიდევ ერთი ვიდეო დაფა GTX 560 SE რომელიც იქნება GF114 გრაფიკული ბირთვით რომელშიც გაუქმებული იქნება ორი SM ბლოკი. ვიდეო დაფას ექნება დაახლოებით GeForce GTX 555 (OEM edition) წარმადობა და გათვლილი იქნება Radeon HD 7770 კონკურენტად. დაფა უნდა გამოჩნდეს გაყიდვებში რამოდენიმე კვირაში. როგორც აღვნიშნეთ GTX 560 SE არის GF114 ბირთვზე ორი გათიშული SM ბლოკით და ჯამში მას აქვს 288 Streaming Processor და 48 TMU. სამუშაო სიხშირები იქნება Core 776 MHz და შეიდერები 1552 MHz. მეხსოერების ერთი კონტროლერი გათიშულია და ინტერფეისი იქნება 192 ბიტიანი ხოლო თავად ოპერატიული იქნება 1GB GDDR5 3828 MHz სამუშაო სიხშირით. GF114 ბირთვი ვერ იქნება კარგი არჩევანი წარმადობა/ვატების გათვალისწინებით ისე როგორც AMD-ს ბოლო თაობის 28nm გრაფიკული ბირთვებია, თუმცა წარმადობა/ფასის გათვალისწინებით GTX 560 SE შესაძლოა გახდეს კარგი არჩევანი თუ მისი ფასი 150 დოლარის ფარგლებში იქნება.
    2 points
  2. მეორე უკეთესია რათქმაუნდა. პირველი შეკვეცილი ვერსიაა როგორც ხედავ, ენერგომოხმარების შემცირების გამო სიხშირე შეზღუდულია.
    2 points
  3. კომპანია Biostar-მა წარმოდგინა ახალი დედა დაფა Intel Z77 ჩიპსეტზე.იგი განკუთვლილია LGA 1155 სოკეტზე თავსებადი პროცესორებისთვის.TZ77XE4 დედა დაფა პირველ რიგში განკუთვნილია Ivy Bridge -ს თვის, თუმცა მას აგრეთვე შეუძლია იმუშაოს Sandy Bridge არქიტექტურის პროცესორებზე.ეს ყველაფერი Biostar-ს საშუალებას აძლევს გაყიდვაში გამოუშვას 22nm მიკროსქემები ჯერ კიდევ ოფიციალურ პრემიერამდე. დიზაინერებმა უარი თქვეს ბიოსტარის ტრადიციული ფერებით გაფორმებაზე,მათ უპირატესობა შავ და ნარინჯის ფერებს მიანიჭეს. პროცესორის ძაბვის რეგულატორი შესრულებულია 13 ფაზის სქემით და გრილდებიან ტიპიური ფაზის ქულერებით,რომლებიც თავის მხრივ ერთმანეთთან დაკავშირებული არიანი სითბური მილით. დედა დაფაზე განთავსებლია:4 ოპერატიული მეხსიერების სლოტი(მაქსიმუმ 2400მჰზ სიხშირის მხარდაჭერით),ასევე სამი PCI Express 3.0 x16,ერთი PCI Express 2.0 x1 და ორი PCI სლოტები. Intel-ის სტანდარტული ჩიპსეტებისგან (ექვსი SATA პორტი) განსხვავებით,ახალ პროდუქტს გააჩნია დამატებით კიდევ 2 SATA პორტი.ანუ TZ77XE4-ს გააჩნია ოთხი SATA-300 და ამდენივე SATA-600 პორტები. Biostar TZ77XE4 ის გამოსვლა ბაზარზე დაგეგმილია მარტის დასაწყისში,ხოლო მისი საბაზრი ღირებულება ჯერ-ჯერობით უცნობია.
    2 points
  4. მე არ გავცვლიდი. საკმარისზე კარგი მაზერი გაქვს და თან გარანტიით. გიგაბაიტის მიდგომა მაღალი კლასის და ჰაიენდ მაზერებთან არ მომწონს. ეგ UD7 ფირმის ჰაიენდ მაზერია მაგ სოკეტზე და ელემენტარული სტარტ და რეზეტ ღილაკები არ აქვს ამ ბოლო დროს ვეღარ ქაჩავს გიგაბაიტი. საშინელი ჩავარდნა აქვთ X79 მაზერებში
    2 points
  5. მოვრჩი გამოცდებს, უნივერსიტეტსაც (იმედია ) და დავუბრუნდი თემას =) 1.AIDA64 Extreme Edition 2.2.0 1822 2.GPUZ 0.5.9 3.Speccy 1.15.309 4.RealTemp 3.7.0 5. HW Monitor 1.19 32bit/64bit 6. EVGA Precision v2.1.2 7.ATIFlash 8.OCCT Perestroika 4.1.0
    2 points
  6. Год выпуска: 2012 Жанр: Action / 3D / 3rd Person / Adventure Разработчик: Remedy Entertainment Издательство: Remedy Entertainment Тип издания: лицензия Язык интерфейса: English, German, French, Italian, Korean, Spanish, Russian, Japanese, Polish, Traditional Chinese Язык озвучки: English, German, French*, Italian, Spanish, Japanese Таблэтка: Присутствует Описание: Психологический триллер Alan Wake, созданный авторами дилогии Max Payne, погружает игрока в мир, где оживают самые жуткие кошмары и потаенные страхи. Неожиданные повороты сюжета поджидают на каждом шагу — игра захватывает и держит в напряжении с первого до последнего кадра. Главный герой игры — писатель Алан Уэйк, признанный мастер триллеров, переживает творческий кризис. В поисках вдохновения он отправляется вместе с невестой в тихий городок Брайт Фолс. Однако там возлюбленная Алана таинственным образом исчезает, и начинается череда леденящих кровь кошмаров. Реальность и фантазии перемешались, и чтобы выжить, Алану придется использовать все доступные средства. А самым могущественным его союзником в борьбе с тьмой становится свет. Системные требования: OS: Windows XP SP2 / 7 Processor: Dual Core 2GHz Intel or 2.8GHz AMD Memory: 2 GB RAM Graphics: DirectX 10 compatible with 512MB RAM DirectX®: 9.0c Hard Drive: 8 GB HD space Sound: DirectX 9.0c compatible Установка 1. Смонтировать образ. 2. Установить в удобное для вас место. 3. Содержимое папки SKiDROW на образе скопировать в папку с установленной игрой. Для смены языка использовать Launcher. http://geotorrents.com/Alan_Wake_2012_RUS_ENG_MULTi10_L_SKIDROW-s-68688.ts
    1 point
  7. ვთვლი, რომ სამი თვის მანძილზე დაგროვილი ცოდნა უფლებას მაძლევს, შემოგთავაზოთ მორიგი თემა, რომელიც დაამშვენებას "ტექნოლოგიების" სტატიას... თემა ეხება პროფესიონალური ციფრული აპარატების დახასიათებას და წესითა და რიგით მან უნდა "დაგანახოთ", თუ რის მიხედვით შეგიძლიათ შეაფასოთ ესა თუ ის ფოტოკამერა და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი... -------------------------------------------------------------------- უწინ და შემოგთავაზეთ სტატიები, სადაც ზოგადად განვიხილეთ ციფრული ფოტოკამერის მოწყობილობა. ჩავთვალოთ, რომ ეს ორი თემა უკვე გადაიკითხეთ, იცით, რა არის სენსორი, მეგაპიქსელი, "კომპაქტური", "ჰიბრიდული" და "სარკიანი" ციფრული ფოტოაპარატები და რა განსხვავებაა მათ შორის, ასე რომ ზედმეტი საუბრისგან გავთავისუფლდები და გადავალ პირდაპირ საქმეზე... 1. გინდათ თუ არა სარკიანი ციფრული ფოტოკამერა? თვით ეს შეკითხვაც კი ზოგიერთებისთვის მეტისმეტად მარტივი, სხვათათვის კი - საკმაოდ რთულია ხოლმე... და მართლაც, ხართ თუ არა მზად, რომ მოისროლოთ საკუთარი საფულიდან მინიმუმ 500 აშშ დოლარი იმ ნივთში, რომლის, ერთი შეხედვით ანალოგებიც ორ-სამჯერ უფრო იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ? ზოგი იტყვის "კი", ზოგი - "არა" და ამას სრულიად გაუცნობიერებლად, ერთი ხელის მოსმით იზამს. სინამდვილეში კი ყველაფერი დაიყვანება თქვენს საჭიროებამდე. მოდით, ვნახოთ, ვის რა სჭირდება! კომპაქტური, იგივე სამოყვარულო, იგივე "სასაპნე" ციფრული აპარატი სჭირდება მას, ვისაც უნდა მინიმალური დანახარჯით მიიღოს მაქსიმალური შედეგი. ამ "მაქსიმალურ შედეგში" მოიაზრება მაქსიმალურად შესაძლებელი გარჩევადობა (MP), ვიდეოგადაღების უნარი, "ზუმის" მისაღები დონე (როგორც წესი 3-4x) და სახის დეტექცია. ყველა ამ მონაცემის მქონე ციფრული ფოტოკამერის შეძენა შეგიძლიათ 150 დოლარიდან "ზევით". ამასთან უნდა გაითვალისწინოთ, რომ მსგავსი მონაცემების მქონე ციფრულებში Nikon-ის მოწყობილობა ყოველთვის უფრო იაფია, ვიდრე Canon-ისა. თუმცა ამ უკანასკნელს ყოველთვის აქვს რაღაც უპირატესობები, ასე რომ სჯობს ჯერ კარგად გადაავლოთ მახასიათებლებს თვალი... რათქმაუნდა არსებობს Sony, რომელიც ცდილობს თქვენს მოხიბლვას Carl Zeiss-ის ლინზებით (კარლ ცაისი მართლაც ერთ-ერთ საუკეთესო ოპტიკას აწარმოებს), Panasonic, რომელიც ცდილობს ჩაგითრიოთ HD Video-თი და Samsung, რომელიც სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რით "გახუჭუჭებთ", მაგრამ ფაქტია, რომ გახუჭუჭებთ! შემდეგ მოდის Olympus, Pentax, HP და სხვა მოდელები... მოკლედ, "სასაპნეებში" არჩევანი დიდია და თუ თქვენი მოთხოვნები მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რაც ცოტა მაღლა მსხვილად გამოვყავი, მაშინ დაანებეთ სტატიის კითხვას თავი, ტყუილად დაიღლით თავს. ჰიბრიდული ციფრული კამერა სჭირდება მას, ვისაც არ ეზარება ისეთი აპარატის ქონა, რომელიც არ ეტევა შარვლის ჯიბეში, ლიფის შესაკრავში, ნიფხავში... უნდა, რომ მის კამერას ქონდეს მაქსიმალურად შესაძლებელი გარჩევადობა, კარგი ხარისხის ვიდეოს გადაღების და დიდი "ზუმი" (10-24x), გარდა ამისა ჰქონდეს რამოდენიმე სასიამოვნო "ბონუსი" გამოსახულების სტაბილიზატორის, მძლავრი მაშუქის, ცუდი განათებისას კარგი სურათის გადაღების საშუალების და სხვა მსგავსი რამეების სახით. რათქმაუნდა მას ამ ყველაფერში მინიმუმ 300 დოლარის გადახდა მოუწევს და ეს თანხა არამც და არამც არ უნდა ენანებოდეს, თორემ თუ კარგად დაფიქრდა, მიხვდება, რომ ქარს ატანს ფულს... კამერების არჩევანი აქაც საკმაოდ დიდია და არცერთი ბრენდის უგულებელყოფა არ შეიძლება - ბევრია კარგი კამერა, თითი ბრენდში მინიმუმ 3-4 დასახელებისა, ამიტომ, თუკი ჭეშმარიტების ძიებაში არ გინდათ ერთი კვირა დახარჯოთ, ჯობია ისარგებლოთ პრინციპით "ეს ქენონია და იმიტომ მინდა ყიდვა" და იყიდოთ თქვენი სანუკვარი ძვირი სათამაშო... დაბოლოს, ვის სჭირდება პროფესიონალური ფოტოკამერა? იმას, ვისაც შეგნებული აქვს, რომ ცხოვრება მარტო კომპაქტურობა არ არის, და არც ფოტოაპარატია მარტო "მეგაპიქსელი" და "ზუმი"... ასეთი ხალხი სურათის მაქსიმალური ხარისხის (ხარისხის და არა ზომის) მისაღწევად არ ერიდება მინიმუმ 500 გრამიანი კამერის, დამატებით 500 გრამი ობიექტივების და სხვა რაღაცების და ხშირ შემთხვევაში - 2-3 კილოგრამიანი შტატივის "თრაქვას" წაღმა-უკუღმა და ხშირად სასურველ შედეგსაც იღებს!.. თუ რათქმაუნდა, გადაღება იცის... თუკი მსგავსი ფოტოკამერის შეძენა განგიზრახავთ, გულწრფელად გილოცავთ იმიტომ, რომ ჯერ ერთი, საკუთარი თავის დარწმუნება - "დახარჯე 1500 ლარი" (მინიმუმ!), არც ისე იოლია... მერე მეორეც, თუკი ეს გააკეთეთ, გიჟი ხართ! ( ) მერე მესამეც, შეგიძლიათ სტატიის კითხვა განაგრძოთ! 1. DSLR: ფიზიკური მხარე "ზოგადსაკაცობრიო" ენაზე პროფესიონალურ ციფრულ ფოტოკამერას DSLR ქვია, რაც გრძლად იშიფრება, როგორც "Digital single-lens reflex camera", ანუ ქართულად "ციფრული ერთობიექტივიანი სარკიანი კამერა" (თარგმანი არაპირდაპირია!). გარეგნულად (და შიგნიდანაც) იგი ძლიერ წააგავს "სავეცკი" "ზენიტ"-ებს, "კიევ"-ებს და სხვა დანარჩენ ფირიან პროფესიონალურ ფოტოკამერებს, რომლებთან შეხებაც შეიძლება გქონიათ კიდეც. სარკიანი ფოტოკამერის ძირითადი სისტემის მოწყობილობა ასეთია: 1. ობიექტივი; 2. მოძრავი სარკე; 3. ჩამკეტი; 4. სასურათე სიბრტყე; 5. ფოკუსირების ეკრანი; 6. "გადამყვანი" ლინზა; 7. პენტაპრიზმა; 8. მაძიებელი (ხედის). ციფრული ფოტოკამერა ფირიანისგან ერთადერთი რამით განსხვავდება: მას არ აქვს ფოტოფირი, ასე რომ არ ჭირდება არც ფირის გადამხვევი მექანიზმი და სასურათე სიბრტყეზეც ფოტოფირის მაგიერ სურათის ციფრული სენსორი "პოზირებს"... ისევ და ისევ წმინდა ტექნიკური სპეციფიკიდან გამომდინარე, ობიექტივის გარდა ციფრული კამერის წარმადობაზე გავლენას ახდენს მისი სენსორი, პროცესორი და სხვათა შორის მეხსიერების ჩიპიც. ობიექტივს დროებით შევეშვები, მასზე ცალკე ვისაუბრებ. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილებს. სენსორი სენსორი არის გარკვეული ზომების მქონე შუქმგრძნობიარე ფირფიტა, რომელიც იღებს გამოსახულებას და გადასცემს მას ბუფერში, შემდეგ კი პროცესორში. წინა ორ სტატიაში მშვენივრად იყო განმარტებული რა და რა ტიპის სენსორები არსებობს, ასე რომ ტიპებს აღარ გავარჩევ და აღარც მათ დადებით/უარყოფით მხარეებზე შევჩერდები... კამერის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ სენსორის ზომა. როგორც წესი, სენსორის ზომა მითითებულია ხოლმე ამა თუ იმ მიმოხილვის საიტებზე. ზომა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც რაც უფრო დიდი ზომისაა სენსორი, მით უფრო მკვეთრი გამოსახულების "ჩაბეჭდვა" შეუძლია შეცდომების გარეშე. მაგალითად, თუ გაქვთ ორი სენსორი, ერთი 8x16მმ ზომის, ხოლო მეორე - 10x19მმ ზომის, ორივე მათგანი აბსოლუტურად იდენტურ პროცესორზეა მიერთებული და ორივეს ერთნაირი გარჩევადობა აქვს (ვთქვათ, 10MP), დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ 10x19მმ-იანი სენსორი უკეთეს ფოტოს გადაიღებს. ერთი შეხედვით ეს არ გამოჩნდება, მაგრამ რეალურად ეს ასე იქნება. ზევით, სურათზე ხედავთ Nikon D60-ის "DX" ფორმატის სენსორს. მისი ზომებია 23.6x15.8მმ. ახლა, გლეხური ენიდან ისევ სამეცნიეროზე გადავალ და ვიტყვი, რომ სენსორის "ზომას" სინამდვილეში სენსორის ფორმატი ჰქვია. ბუნებაში სენსორების 25 ფორმატი არსებობს. მათგან ამჟამად აქტუალურია 10. ამ 10 ფორმატიდან 4 კონკრეტული ცოფრული ფოტოკამერისთვისაა შექმნილი და სხვა არსად გამოიყენება. დანარჩენები - 1", 4/3", APS-C, APS-H, DX და 35mm ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ციფრულ ფოტოკამერებში. ცხრილში ხედავთ სხვადასხვა ფორმატის სენსორების ზომებს: ძირითადად, DSLR-ებში გამოიყენება: Full-frame digital SLR, რომელიც 35მმ-იანი ფირიანი აპარატის ფორმატის ექვივალენტურია. Canon APS-H ფორმატი პროფესიონალური DSLR-ებისთვის (crop factor 1.3) Leica M8 და M8.2 (crop factor 1.33). APS-C ყველაზე მრავლისმომცველი დასახელებაა, რომელიც მოიცავს Nikon DX, Pentax, Konica Minolta, Sony α, Fuji-ს წარმოების კამერებს (crop factor 1.5) Canon entry-level DSLR formats (crop factor 1.6) Foveon X3, რომელიც Sigma SD სერიის DSLR-ებში გამოიყენება (crop factor 1.7) 4/3 - "Four Thirds" ფორმატი (crop factor 2.0) მტვრის მოცილების სისტემა ხშირად ობიექტივის გამოცვლისას სენსორზე მტვრის უმცირესი ნაწილაკები რჩება, რაც აფუჭებს გამოსახულებას, პიქსელებს ამუქებს და ა.შ. ამიტომ, მტვრის მოცილების მიზნით შემუშავებულ იქნა რამდენიმე ტექნოლოგია. დღესდღეობით ყველა მსხვილი მწარმოებელი (Canon, Nikon, Olympus, Sony, Sigma, Pentax) იყენებს სხვადასხვა ტექნოლოგიას. მაგალითად Sigma-ს კამერებს ობიექტივის გამოცვლის წინ სარკე ეფარება სენსორს, რათა დაიცვას იგი მტვრის მოხვედრისგან. Olympus-ის ტექნოლოგია "Supersonic Wave Filter (SSWF)" გულისხმობს სენსორზე თხელი ფირფიტის არსებობას, რომელიც არ უშვებს მტვერს სენსორამდე, იკრავს მას და შემდეგ, კამერის ყოველი ჩართვისას ულტრაბგერითი რხევების მეშვეობით იცილებს მტვრის ნაწილაკებს. სურათზე სწორედ ასეთი სენსორია გამოსახული: სხვათა შორის Olympus-მა პირველმა გამოიგონა და დანერგა მსგავსი ტექნოლოგია. სხვა მწარმოებლების ტექნოლოგიები სენსორის რხევას, სენსორის თავზე გამწმენდის გადატარებას და ა.შ. გულისხმობს, მაგრამ ყველაზე დახვეწილი მაინც SSWF-ია. გარდა ავტომატური სისტემებისა, არსებობს სპეციალური კომპლექტები, რომლებშიც საწმენდი სითხე, "ოყნა" (ჰაერის შესაბერად) და ფუნჯია მოთავსებული იმისთვის, რომ სენსორი ხელით გაწმინდოთ. Crop Factor/FOV Crop დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ სენსორების მონაცემებში ერთ-ერთი გახლავთ "Crop Factor". მას მგონი ქართული შესატყვისი არ აქვს, ამიტომ ჩამოჭრის ფაქტორს ვუწოდებ (თუ ვინმეს უკეთესი ვერსია ექნება, სიამოვნებით გამოვცვლი ). ჩამოჭრის ფაქტორი ეწოდება ჩვეულებრივი 35მმ-იანი ფოტოფირისა (36x24მმ) და ციფრული სენსორის თანაფარდობას. ჩამოჭრის ფაქტორი გავლენას ახდენს კადრში მოსაქცევ სცენაზეც. ეს კარგად ჩანს შემდეგი ფოტოდან: აქ წითელი ჩარჩო 35მმ-იანი ფოტოფირის მიერ ხილვადი არეა, ხოლო ლურჯი - 1.6 ჩამოჭრის ფაქტორის მქონე სენსორის ხედვს არე. სხვათა შორის ამ მონაცემით სენსორის ზომების დადგენაც შეგიძლიათ. ჩვეულებრივი 35მმ-იანი ფოტოფირის კადრი 36x24მმ ზომისაა, ჩამოჭრის ფაქტორი კი 1.6. ესე იგი სენსორის სიგანე გახლავთ 36:1.6=22.5, ხოლო სიგრძე - 24:1.6=15. ვუალა! არ გჭირდებათ არსად ქექვა ციფრული ფოტოკამერის სენსორის ზომების დასადგენად! რათქმაუნდა იმასაც მიხვდებოდით, რომ რაც უფრო მცირეა ჩამოჭრის ფაქტორი, მით უფრო ახლოსაა იგი 35მმ-იან ფირთან და მით უკეთესია სენსორიცა და კამერაც. მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დიდი ზომის სენსორი კამერის ზომებსაც ზრდის! ქვედა სურათზე ხედავთ "APS-C" (მარცხნივ) და "Full Frame" (მარჯვნივ) ფორმატის ციფრული ფოტოკამერებს. ახლა, გადავიდეთ პროცესორზე. მართალია ეს პროცესორი აჩქარებას არ ექვემდებარება (სოსო, შეგიძლია გახვიდე თემიდან, საშენო აქ არაფერია ), მაგრამ არანაკლები სამუშაო აქვს შესასრულებელი, ვიდრე კომპიუტერის პროცესორს... ციფრული ფოტოკამერის პროცესორს ევალება: 1. სენსორიდან სურათის მიღება. ამ ეტაპზე იგი სენსორის თითოეული პიქსელიდან იღებს კოდირებულ სიგნალს. სინამდვილეში ყველა სენსორი "შავ-თეთრია" - ისინი ფერად გამოსახულებას არ იჭერენ, რადგან ფოტოდიოდებისგან შედგებიან. ფოტოდიოდები "ხედავენ" მხოლოდ ნაცრისფრის ტონალობაში და ამა თუ იმ პიქსელზე ინფორმაციასაც ბაიერის ფილტრის გავლით გადასცემენ პროცესორს. ბაიერის ფილტრი (გამომგონებლის პატივსაცემად დაერქვა) პიქსელებს ფერებზე ინფორმაციას "აწებებს" და პროცესორს უკვე შეუძლია ამ პიქსელებიდან ფერადი გამოსახულების აწყობა. 2. დემოზაიცია (demosaicing). ეს სპეციალური პროგრამული ალგორითმია, რომლის მეშვეობითაც პროცესორი ცალკეული პიქსელებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ერთიან სურათს ქმნის. ამ დროსვე ხდება სურათის საერთო დამუშავება, გამისა და ფერებით გაჯერების რეგულირება, რათა მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანი გამოსახულება იქნეს მიღებული. 3. ხმაურის მოშორება, ან შემცირება. აქ იგულისხმება არა აკუსტიკური, არამედ ელექტრული "ხმაური", რომელიც სენსორიდან პროცესორში ინფორმაციის გადაგზავნისას წარმოიქმნება. სურათზე ხმაური წინწკლების, ან გადღაბნილი ლაქების სახით გამოიხატება და ამახინჯებს მას. ხმაურის მოშორების ალგორითმის ხარისხზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად სუფთა სურათებს გადაიღებს ფოტოკამერა არამხოლოდ მაღალი შუქმგრძნობელობის პარამეტრებისას (ISO 800 და მეტი), არამედ დაბალი შუქმგრძნობელობის დროსაც (ISO 400 და ნაკლები). 4. გამკვეთრება. ამ ეტაპზე ფოტოს ეძლევა სიმკვეთრე, რათა არ იყოს ბუნდოვანი და უკეთ გადმოსცემდეს გადაღების ობიექტს. 5. სისწრაფე. რათქმაუნდა ოთხივე სტადიის დასრულებას და შემდეგ საბოლოო სურათის ჩიპზე შენახვას გარკვეული დრო სჭირდება. ამ დროზეა დამოკიდებული, თუ რამხელა ბუფერი დაჭირდება ფოტოკამერას, წამში რამდენი კადრის გადაღებას შეძლებს მიყოლებით და ა.შ. ხშირად პროცესორის სისწრაფე ბევრს წყვეტს, ასე რომ სანამ რამის ყიდვას გადაწყვეტდეთ, გირჩევთ გადახედოთ მიმოხილვების საიტებს და ნახოთ რა პროცესორი უდგას თქვენთვის სასურველ კამერას... ჩიპი. მართალია ეს ფოტოკამერის უშუალო დეტალი არ არის, მაგრამ ნაწილობრივ (უფრო სწორად კი, ნახევრად) მასზეა დამოკიდებული, თუ რა სისწრაფით გაიცლება ფოტოკამერის ბუფერი და შეძლებთ ახალი ფოტოს გადაღებას. პროფესიონალურ კამერებში დღეისათვის პოპულარულია CF და SD/SDHC, თუმცა CF ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს და მასზე ყურადღებას არ გავამახვილებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ამ ფორმატის ჩიპები ძალიან უყვარს კომპანია Canon-ს. რაც შეეხება SD-სა და SDHC-ს, ეს ორი ჩიპი ერთმანეთისგან გარეგნულად არ განირჩევა, უბრალოდ SDHC (HC - High Capacity) არსებობს 4-32GB ტევადობისა მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი SD მხოლოდ 4GB-მდე ტევადობისაა. SDHC მოწყობილობაში SD ჩიპიც მუშაობს. პირიქით - არა. ამიტომ ამას ყურადღება მიაქციეთ. გარდა ამისა, ჩიპები რამდენიმე "კლასად" არის დაყოფილი. დღესდღეობით ეს გახლავთ Class 2, Class 4, Class 6 და Class 10. კლასის აღმნიშვნელი რიცხვები ჩაწერის სიჩქარეს "გვკარნახობენ". ანუ Class 2-ს აქვს 2მბ/წმ ჩაწერის სიჩქარე, Class 4-ს - 4მბ/წმ და ა.შ. როგორც წესი, ჩიპს ზედვე აწერია ხოლმე კლასი. მაგალითად, ზედა სურათზე წარმოდგენილი ჩიპი მეოთხე კლასისაა.
    1 point
  8. დღეს უამრავი ტერმინი არსებობს,რომელთა განმარტებები არ ვიცით,მაგრამ საქმისთვის გვჭირდება და მოძებნაც გვეზარება ქვემოთ მოცემულია რამოდენიმე ათეული ტერმინი თავისი განმარტებითურთ: ზოგადად: GSM - გლობალური ციფრული სტანდარტი მობილური კავშირგაბმულობისათვის, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა გაცვლას ორ მობილურ მოწყობილობას შორის. არსებობს GSM სტანდარტის სხვადასხვა სიხშირეები 850/1800/1900 მეგაჰერცი (MHz) - ამერიკის ბაზრისთვის და 900 / 1800/1900 მეგაჰერცი (MHz) - ევროპის ბაზრისთვის. Dual Band - ორსიხშირიანი ტელეფონები მუშაობს - ევროპა, აზია, აფრიკა, ავსტრალია 900/1800 MHz - ზე და 850/1900 MHz - ზე ამერიკა და კანადა. Tri Band - სამსიხშირიანი ტელეფონები მუშაობს ევროპა, აზია, აფრიკა, ავსტრალია 900/1800/1900 MHz _ზე და 850/1800/1900 MHz _ზე ამერიკა და კანადა. Quad Band - ოთხსიხშირიანი ტელეფონები - აქვს ყველა დიაპაზონის მხარდაჭერა 850/900/1800/1900 MHz GPRS - (General Packet Radio Service) მონაცემთა გადაცემის ტექნოლოგია GSM ქსელებში, მონაცემთა გადაცემის სიჩქარე შეადგენს 150 კბ/წმ. GPRS ითვლება როგორც 2.5 თაობის ტექნოლოგია. EGPRS/EDGE - (Enhanced Data rules for Global Evvolution) ეს არის GSM/GPRS/TDMA ტექნოლოგიის განვითარების შემდგომი ეტაპი, თეორიულად ამ ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელია მონაცემთა გადაცემა განხორციელდეს 473.6 კბ/წმ_მდე. 3G - მესამე თაობის ქსელი, იგულისხმება მონაცემთა გადაცემა - მიღების მაღალი სიჩქარე მობილური ინტერნეტის საშუალებით და გაუმჯობესებული ხმოვანი შესაძლებლობები, მონაცემების გადაცემის სიჩქარე მესამე თაობის ქსელებში შეადგენს დაახლოებით 386 კბ/წმ_დან 14.4 მბ/წმ_მდე, მაგრამ რეალურად სიჩქარე დამოკიდებულია მომსახურე ოპერატორების სერვისზე. <> მესამე თაობის ქსელის დანერგვამ შემოიტანა დამატებითი სერვისები, ისეთები როგორიც არის ვიდეო ზარის განხორციელება, ვიდეო კონფერენციების მოწყობა და ა.შ. არსებობს 3G ტექნოლოგიის რამდენიმე სტანდარტი, რომელთაგანაც ყველაზე გავრცელებულია UMTS, WCDMA, CDMA2000 CDMA - (CODE DIVISION MULTIPLE ACCESS) ციფრული უკაბელო ტექნოლოგიის ტიპი, რომელიც იძლევა საშუალება მონაცემების და ხმის დიდი მოცულობით გაგზავნას. Dual-Mode - ორმაგი რეჟიმი, ამ რეჟიმით ტელეფონს შეუძლია მონაცემების მიღება და გაგზავნა ორი სხვადასხვა გზით. მაგალითად: ტელეფონის ორმაგი რეჟიმი შეიძლება იყოს GSM და UMTS. WCDMA - (Wideband Code Division Multiple Access - ფართომაშტაბიანი CDMA (CODE DIVISION MULTIPLE ACCESS) - არის გაუმჯობესებულ GSM ქსელს და CDMA ტექნოლოგიას ერთობლიობა. მონაცემთა გადაცემის სიჩქარე მობილური ტელეფონის საშულებით WCDMA სტანდარტის გამოყენების აღწევს 8 კბ/წ_დან 2მბ/წ _მდე. UMTS - (Universal Mobile Telecommunications System) - არის მობილური ტელეკომუნიკაციის უნივერსალური სისტემა - ეს არის ერთერთი სტანდარტი რომელიც შეიმუშავა სატელეკომუნიკაციო სტანრადტების ევროპის ინსტიტუტმა (ETSI), რომელიც საჭირო იყო 3G სისტემის დასანერგად ევროპაში. იგი მჭიდროდაა დაკავშირებული GSM/GPRS/EDGE ტექნოლოგიებთან მეტიც, ყველა UMTS ტელეფონებს აქვთ მხარდაჭერა GSM ტექნოლოგიის, რომელიც საშუალებას აძლევს შეასრულოს dual-mode ოპერაცია. ამიტომ UMTS ხანდახან ბაზარზე მოიხსენიება როგორც 3GSM. HSCSD - (High Speed Circuit Switched Data) GSM ტექნოლოგიის გაუმჯობესება, რომელიც იძლევა საშუალებას მონაცემთა გადაცემის სიჩქარე გაიზარდოს 9,6 კბ/წმ_დან 57.6 კბ/წმ_მდე. HSUPA - ( High-Speed Uplink Access) მესამე თაობის ერთ-ერთი სტანდარტი რომელიც საშუალებას იძლევა მონაცემთა გადაცემა იყოს 5,76 მბ/წმ_მდე. HSDPA - (High Speed Downlink Packet Access) მონაცემთა გადაცემის მაღალსიჩქარიანი ტექნოლოგია, ერთ-ერთი მესამე თაობის სტანდარტი, რომელის საშუალებითაც მონაცემთა გადაცემის სიჩქარე იზრდება 3.6 მბ/წმ_დან 14.4 მბ/წმ_მდე. IMEI - (International Mobile Equipment Identity) მობილური ტელეფონის საერთაშორისო იდენთიფიკატორი, რომელიც აქვს ყველა ტელეფონს, ძირითადად ელემენტის ქვეშ, აგრეთვე ყუთზე, ტელეფონში იმეის ნახვა შესაძლებელია *#06# კომბინაციით. SAR - (Specific Absorption Rate) საზომი ერთეული, რომელიც ზომავს მობილური აპარატის სიმძლავრეს და გამოყოფილ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, რომელისაც შთანთქავს ადამიანის სხეული, უსაფრთხოების მაქსიმალური მაჩვენებელია 2.0 ბტ/კგ, თანამედროვე აპარატების უმრავლესობას აქვთ SAR 0.5_დან 1.6_ბტ/კგ (რაც უფრო მაღალია მოდელის ეს მაჩვენებელი მით უფრო მაღალია მოდელის სიხშირის მიღების დონე) Browser - ტელეფონში არსებული სპეციალური პროგრამა , რომლის მეშვეობითაც ხდება wap და web ინტერნეტ გვერდების დათვარიელება მობილური ინტერნეტის საშუალებით. Browser_ებია: Opera, Safari, Internet Explorer და ა.შ. HTML - ეს არის ბრაუზერის ტიპი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვეულებრივი, web საიტების ნახვას მობილურ ტელეფონებში. WAP - (Wireless Application Protocol - უკაბელო დაშვების პროტოკოლი) - ეს არის საშუალება ინფორმაციის მიღების ინტერნეტ რესურსებიდან მობილური ტელეფონების საშუალებით, ინტერნეტიდან ინფორმაცია გადაიცემა ტელეფონის ეკრანზე. ტექნიკურად თუ მობილური ტელეფონით შესაძლებელი იქნებოდა იმხელა ინფორმაციის ჩვენება ეკრანზე როგორც კომპიუტერი, მაშინ WAP არაფრით არ იქნებოდა განსხვავებული ჩვეულებრივი WEB გვერდების ჩვენებისას. მაგრამ მობილური ტელეფონის დისპლეი არის პატარა ამიტომ ინფორმაცია გადაიცემა დაბალი გრაფიკით, და ინფორმაცია დაყვანილია აბსოლიტურ მინიმუმამდე. VoIP - (voice over IP) ტექნოლოგია გვაძლევს საშუალებას გაერთიანდეს არსებული ქსელი ერთიან ქსელში ხმის და მონაცემების ერთდროულად გადასაცემად, მაგალითად VoIP_ს საშუალებით შესაძლებელია Skype_თ განვახორციელოდ ზარი მობილური ტელეფონის საშუალებით. PTT - (Push-to-Talk) - რაციის ფუნქცია მობილურ ტელეფონში. ფორმ-ფაქტორი - მობილური ტელეფონის ფიზიკური სახე, ფორმა, როგორებიცაა მაგ: მონობლოკი (კლასიკური), სლაიდერი, გვერდითა სლაიდერი, გასახსნელი და ა.შ. QWERTY კლავიატურა - ეს არის კლავიატურა რომელზეც განლაგებულია სიმბოლოები, ანბანი და ყველა ის ღილაკი რომელიც განლაგებულია პერსონალურ კომპიუტერზე და ნოუთბუკზე. Li-Ion - ლითიუმის იონი. ბატარეის (ელემენტის) ერთერთი სახეობა, რომელიც გამოირჩევა ნაკლები წონით და მუშაობის ხანგრძლივობით. Li-Po - (ლითიუმის პოლიმერი) - ბატარეის (ელემენტის) ერთერთი სახეობა მახასიათებლებით თითქმის იგივეა რაც Li-Ion ტიპის ბატარეა. მაგრამ მისგან განსხვავებით შეიძლება დამზადდეს ნებისმიერი ფორმის mAh (მილიამპერი საათში) - ელემენტის სიმძლავრის საზომი ერთეული ლაპარაკის რეჟიმი - ეს არის ბატარიის მაქსიმალური ხანგძლივობა, საუბრის დროს, განსხვავებული ციფრებია მეორე და მესამე თაობის ქსელებში მუშაობის დროს ლოდინის რეჟიმი - ეს არის ბატარიის მაქსიმალური ხანგძლივობა, ჩართულ მაგრამ პასიურ მდგომარეობაში OLED - მობილური ტელეფონების ეკრანის ტიპი, ამ ტიპის ეკრანებს ახასიათებს მსუბუქი წონა, თხელი ზომები, ნათელი და მკვეთრი ფერები, ამასთან ერთად მოსი წარმოება არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს და მოიხმარს ნაკლებ ენერგიას ვიდრე LCD (TFT , STN) ტიპის ეკრანები AMOLED - (Active-matrix organic light-emelling diode - აქტიური მატრიცა ორგანული შუქდიოდების ბაზაზე) არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა დამზადდეს ეკრანები, რომელიც საჭიროებს, ტრადიციული LCD ეკრანებისგან შედარებით, უფრო დაბალ ენერგომოხმარებას, არის ძალიან თხელი და აქვს გაუმჯობესებული ფერების გადაცემა და მაღალი კონტრასტულობა, შესაძლებელია დამზადდეს გამჭვირვალე ტიპის. STN - (Super Twisted Nematic) LCD ეკრანების ერთ-ერთი ტიპი. TFT ეკრანებისაგან განსხვავებით მისი წარმოება გაცილებით ნაკლებ სახსრებს მოითხოვს და აგრეთვე ნაკლებ ენერგიასაც ხარჯავს , მაგრამ გამოსახულების ხარისხიც გაცილებით ნაკლებია ვიდრე TFT -ეკრანების გამოსახულება. TFD - (Thin Film Diode) ამ ტიპის ეკრანების ხარისხი შეესაბამება TFT ეკრანების ხარისხს, ხოლო ელექტრო ენერგიას მოიხმარს STN ტიპის ეკრანების მსგავსად . TFT - (Thin Film Transistor) LCD ეკრანების ერთ-ერთი ტიპი. STN ტიპის ეკრანებთან შედარებით გამოსახულება უკეთესია, მაგრამ მოიხმარს მეტ ენერგიას და უფრო ძვირი საწარმოებელია. Monochrome - სიტყვასიტყვით "ერთი ფერი". ეკრანები, რომელთაც აქვს მხოლოდ თეთრი და შავი ფერი Pixel - წერტილები, რომლისგანაც შედგება ეკრანი რეზოლუცია - პიქსელების რაოდენობა ეკრანზე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად, მაგ: 320 x 240, 240 x 320, 360 x 640, 640 x 960 და ა.შ დიუმი (ინჩი) - სიგრძის ზომის საზომი ერთეული, რომლიცაც იზომება ეკრანები. (1 დიუმი = 2,54 სმ) 65K, 256K, 16M - ფერების რაოდენობა ეკრანში. (K = 1000; M = 1 000 000) Multi-touch - სენსორული ეკრანის ტიპები, რომელზე მუშაობაც შესაძლებელია ერთდროულად ორი ან მეტი თითის მოქმედებით Accelerometer (აქსელერომეტრი) - ეკრანის ავტომატური შემოტრიალების ფუნქცია MP (Mega Pixel) - კამერის რეზოლუცია VGA (640 x 480), QWGA (320 x 240), 720P - ვიდეოს რეზოლუციები TV out - ეს არის ტექნოლოგია რომელის საშუალებითაც შესაძლებელია მობილურში არსებული ინფორმაცია (ვიდეო რგოლები, მუსიკალური ფაილები, თამაშები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები, თამაშები და ა. შ.) გამოისახოს ტელევიზორის ეკრანზე სპეციალური კაბელის საშუალებით. FM Transmater - მობილური ტელეფონის ფუნქცია, რითიც ხდება მობილური ტელეფონის და რადიო მოწყობილობის დაკავშირება, რომელიმე თავისუფალ სიხშირეზე და მობილურში არსებული მუსიკალური ფაილების გაჟღერება რადიოს დინამიკებში, მოქმედების რადიუსი შეადგენ 10 მეტრს. USB - პორტი, რომელიც გამოიყენება ტელეფონის დასაკავშირებლად კომპიუტერთან სპეციალური კაბელის მეშვეობით. მისი მეშვეობით ხდება ტელეფონსა და კომპიუტერს შორის ფაილების გაცვლა. არსებობს სხვადასხვა სახის პორტები: microUSB, miniUSB და სხვები. Irda - (Infrared Data Association) ინფრა წითელი პორტის დანიშნულებას წარმოადგენს ორი სხვადასხვა მოწყობილობის დაკავშირებას ოპტიკური სხივის საშუალებით. ინფრა წითელი პორტის საშუალებით რომ მოხდეს ინფორმაციის გაცვლა, ორივე მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ინფრა წითელი პორტი და მოწყობილობები უნდა იყვნენ განლაგებულნი ერთმათის პირისპირ და ინფრა წითელი პორტებით უყურებდნენ ერთმანეთს, გადაცემის მანძილი განისაზღვრება 5 - 50 სმ. სიჩქარე 16 მბ/წმ_მდე. Bluetooth - არის ტექნოლოგია რომელიც განკუთვნილია მონაცემთა გასაცვლელად ორ ან რამდენიმე მოწყობილობებს შორის რადიო ტალღების საშუალებით, რადიო ტალღების სიხშირე წარმოადგენს 2.40 GHz. მისი მოქმედების რადიუსი შეადგენს საშუალოდ 10 მეტრს (მობილური ტელეფონებისათვის და Bluetooth-ს გარნიტურებისათვის). Bluetooth-ს ტექნოლოგიით მონაცემთა გადაცემის სიჩქარე წარმოადგენს 1 მბ/წმ_დან 55 მბ/წმ_მდე. A2DP - (Advanced Audio Distribution Profile - აუდიო ფაილების გაფართოებული განაწილების პროფილი) - ეს პროტოკოლი წარმოადგენს ისეთ ტექნოლოგიას, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მოვუსმინოთ მაღალი ხარისხის სტერეო ჟღერადობის მუსიკებს Bluetooth გარნიტურის საშუალებით. Wi-Fi/Wlan - ტექნოლოგია გამოიყენება მონაცემთა გადასაცემად საჰაერო გზით რადიო ტალღების საშუალებით (მონაცემთა გადაცემაში იგულისხმება - ინტერნეტ კავშირი) აქვს რამდენიმე სტანდარტი: IEEE 802.11 a/b/g/n, მაგრამ რეალურად მობილურ ტელეფონებში გამოიყენება მხოლოდ სამი სტანდარტი: IEEE 802.11b მუშაობს 2.40 GHz სიხშირეზე და მონაცემთა გადაცემის სიჩქარე შეადგენს 11 მბ/წმ. IEEE 802.11 g სტანდარტები მუშაობენ 2.4 GHz სიხშირეზე და მონაცემთა გადაცემის სიჩქარე შეადგენს 108 მბ/წმ_მდე. IEEE 802.11n მუშაობს 2.40 GHz და 5 GHz მონაცემთა გადაცემის სიჩქარე აღწევს 100 - 600 მბ/წმ-მდე. WiMAX - (Worldwide Interoperability for Microwave Access) არის სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგია, რომელიც ადგილმდებარეობის მიუხედავად, უსადენოდ უზრუნველყოფს დიდ მანძილზე მონაცემების გადაცემას და მიღებას, მონაცემთა გადაცემა აღწევს 40 მბ/წმ_მდე. GPS - Global Positiong System) დედამიწაზე ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი გლობალური სისტემა ნავიგაციის და ადგილმდებარეობის განსაზღვრის გლობალური ქსელი, რომელიც მომხმარებელს უზრუნველყოფს ინფორმაციით მის აგდილმდებარეობის ზუსტი მონაცემების მიწოდებით მთელი მსოფლიოს მაშტაბით. A-GPS (Assisted GPS) - ესაა GPS მიმღების ფუნქცია, რომელიც უზრუნველყობს GPS სიგნალის გაძლიერებას, როდესაც სიგნალი სუსტია ან მიმართავს ალტერნატიულ საშუალებებს, მონაცემთა გადაცემას, Bluetooth GPS თან კავშირს და ა.შ. Geo-tagging - არის GPS_ზე დაფუძნებული ფუნცია, რის დახმარებითაც შესაძლებელია ფოტოს გადაღების დროს ფოტოზე დაიტანოს გეოგრაფიული მდებარეობა (კოორდინატები). ოპერაციული სისტემა - ესაა სატელეფონო პროგრამების საბაზო კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს აპარატის მართვას, ფაილებთან მუშაობას, სპეციალურად კონკრეტული ოპერაციული სისტემისათვის დაწერილი პროგრამების გაშვებას. არსებობს ოპერაციული სისტემების რამდენიმე ვერსია: Symbian, Windows Mobile, MAC, Android, Maemo და სხვები. Symbian OS - არის ერთ - ერთი ოპერაციული სისტემა, რომელიც გამოიყენება სმარტფონებში და კომუნიკატორებში. Symbian OS შემუშავებულია და დანერგილია კომპანია Symbian-ს მიერ Symbian OS აქვს ოპერაციული სისტემის რამდენიმე მოდიფიკაცია, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა მოწყობილობის განსხვავებულ ტიპებზე, მათგან ყველაზე გავრცელიბული მოდიფიკაცია არის: Series 60, Series 90 და FOMA (რომელიც მხოლოდ იაპონიის ბაზრისთვის მზადდება) MAEMO OS - არის ოპერაციული სისტემა რომელიც გამოიყენება სმარტფონებში და კომუნიკატორებში, შექმნილია NOKIA_ს მიერ Debian Linux_ის ბაზაზე. უახლეს ვერსიას წარმოადგენს Maemo 5. ANDROID OS - არის ოპერაციული სისტემა მობილური ტელეფონებისთვის, შექმნილია კომპანია ANDROID - ის მიერ, ამჟამად წარმოადგენს კომპანია GOOGLE_ს სისტემას, არსებობს ANDROID_ის შემდეგი ვერსიები: ANDROID 1.5; 1.6; 2.0; 2.1; 2.2; 2,3; 3.0 iOS - (ადრინდელი სახელწოდებით iPhone OS) არის Apple_ის მობილური ოპერაციული სისტემა iPhone_სთვის , აგრეთვე გამოიყენება iPod Touch და iPad_ში. Windows Mobile - არის ოპერაციული სისტემა პორტატული მობილური მოწყობილობებისთვის, შემუშავებული Microsoft_ის მიერ. აქვს ორი გამოკვეთილი ვერსია Windows Mobile Standard და Windows Mobile Professional, რომელსაც ახასიათებს სენსორული ინტერფეისი Linux - ოპერაციული სისტემა. არსებობს ოპერაციული სისტემები მობილური მოწყობილობებისთვის რომლებიც Linux-ზეა დაფუძნებული (მაგ: Android და Maemo). Java - არის პროგრამირების ენა, იგი შემუშავებულია კომპანია Sun Microsystens მიერ. მისი ძირითადი უპირატესობა მდგომარეობს იმაში რომ Java პროგრამირების ენით დაწერილი პროგრამების და აპლიკაციების ჩაწერა და გაშვება შესაძლებელია ნებისმიერ ტელეფონზე რომელსაც Java _ს მხარდაჭერა. MIDP - ( Mobile Information Device Profile) არის კომპაქტური აპლიკაცია რომელიც დაწერილია ჯავა პროგრამირების ენაზე. MIDP_ს სპეციფიკაცია განისაზრვრება შემდეგი ფუნქციებით: საციცოხლო ციკლი (ინსტალაცია, წაშლა, განახლება, გაშვება, შეჩერება, პაუზა) საფრთხო და ავტორიზირებული გამოყენება მობილური აპარატის გარკვეული ფუნქციების (მაგალითად კომუნიკაციების ფუნქციები) გრაფიკული ინტერფეისი KB (კილობაიტი), MB (მეგაბაიტი), GB (გიგაბაიტი) - ინფორმაციის საზომი ერთეულები AAC - (Advanced Audio Coding) ციფრული, აუდიო ფორმატის ფაილი. MP3 ის მსგავსი, მაგრამ გამოირჩევა უკეთესი ხარისხით და ფაილის პატარა ზომით. შემდეგი ვერსიებია: AAC + და AAC + + MP3/WMA/WAV - აუდიო ფორმატები DivX/XviD/MP4/H.264/H.263/WMV - ვიდეო ფორმატები CPU - მიკროპროცესორი, რომლის დანიშნულებაა მასში შესული ინფორმაციის დამუშავება და განაწილება. მობილურებში გამოიყენება ARM 11, Qualcomm, Samsung_ის და სხვა ფირმის პროცესორები. RAM - (Random-access memory) - დროებითი მეხსიერების ტიპი, რომელსაც იყენებს მოწყობილობა კონკრეტული სამუშაოს შესრულების დროს. ROM - (Read-only memory) - მეხსიერების ტიპი, სადაც სისტემისთვის საჭირო და აუცილებელი მონაცემები ინახება. ხელს უწყობენ სისტემის ჩატვირთვას და მუშაობას. MMC, M2, SD, XD, PRO DUO ,microSD, miniSD, MMC - მეხსიერების ბარათების სახეობები, ამათგან თანამედროვე მობილურ ტელეფონებში გამოიყენება: microSD და M2 Sony ericsson_ის გარკვეულ მოდელებში. Cyber-Shot - ეს არის ციფრული ტექნოლოგია (ლინზები, პროგრამული უზრუნველყოფა, სერვისები). Cyber-Shot პროდუქციაა: ციფრული ფოტოკამერები და Sony Ericsson_ს მობილური ტელეფონები, მაღალი ხარისხის კამერით. Walkman - ეს არის მულტიმედიური ფლეერები, მუსიკალური და ვიდეო ფორმატების მხარდაჭერით. ასევე დიდი მეხსიერებით და პროფესიონალური პროგრამული უზრუნველყოფით. Walkman პროდუქციაა: მულტიმედიური ფლეერები და მობილური ტელეფონები, მაღალი ხარისხის მუსიკალური მონაცემებით. TrackID - ამ ფუნქციით შესაძლებელია დადგინდეს ინფორმაცია (დასახელება, შემსრულებელი და ა.შ.) ნებისმიერ მელოდიაზე ინტერნეტის საშუალებით. Smile Shutter - ეს არის ღიმილის დეტექტორი. დეტექტორი აფიქსირებს ღიმილს და დაფისირების შემდეგ ავტომატურად იღებს ფოტოს. გამოიყენება Sony_ის ფოტოაპარატებში და Sony Ericsson_ის ტელეფონებში Cyber-Shot სერიიდან. ტერმინები,რომლებიც გამოიყენება Android OS-ში: ADB - (Android Debug Bridge) ეს არის ხელსაწყო,რომელიც ყენდება Android SDK-სთან ერთად და გვეხმარება მოწყობილობის მართვაში Android OS-ის ბაზაზე. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ის ამოარქივებული SDK-ს <Tool>ის ფოლდერში. Bootloader – ოპერაციული სისტემის ჩამტვირთავი - სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა,რომელიც უზრუნველყოფს ოპერაციული სისტემის ჩატვირთვას. Clocworkmod Recovery - მოფიცირებული არაოფიციალური რექოვერი, რომელსაც უშვებენ თითქმის ყველა მოწყობილობისთვის.მას გააჩნია გაცილებით უფრო მეტი ფუნქცია,ვიდრე ქარხნულ რექოვერის. ზოგ მოწყობილობაზე იგი ყენდება ქარხნული რექოვერის ნაცვლად,ზოგზე - პარალელურად. მისი მეშვეობით შესაძლებელია დაყენდეს არაოფიციალური „პრაშივკები“, დაიფლეშოს ოპერაციული სისტემის შესწორებები .Zip ფორმატში, იწმინდება სისტემის და Dalvik ქეში,შესაძლებელია გაკეთდეს სისტემის და სამომხმარებლო მონაცემების სარეზერვო კოპია (Backup), გაიყოს მეხსიერების ბარათი ნაწილებად და მრავალი სხვა. Dalvik - Java-ს ვირტუალური მექანიზმი,რომელიც გამოიყენება პროგრამების გასაშვებად (მხოლოდ APK ფორმატში) Dalvik Cache – ყველაზე ხშირად გაშვებული პროგრამების შედეგი,რომელიც არის ოპტიმიზირებული დალვიკის ვირტუალურ მანქანაში. Kernel - ეს არის სისტემის ბირთვი. როგორც წესი მისი „დაპრაშივკება“ შესაძლებელია ,მოდიფიცირებული რექოვერიდან ან ბუთლოუდერიდან. Recovery- ზემოთნახსენები Clockwork Recovery.რექოვერის რამოდენიმე სახე არსებობს,ერთ-ერთია Clockwork Recovery. Root - (სუპერმომახმარებელი) ეს არის სპეციალური აქაუნთი UNIX-ის მსგავს სისტემებში.მისი მეშვეობით შესაძებელია განხორციელდეს ყველა ოპერაცია შეზღუდვების გარეშე. Wipe - ეს არის მთლიანი პარამეტრების ჩამოყრა (Hard Reset-ის ანალოგი). ამ დროს იწმინდება ფოლდერები /data და /cache, ანუ იშლება ყველა დაინსტალირებული პროგრამა, და ყველა სისტემური პარამეტრი. ჩამატებულია ლინკები ვიკიპედიიდან და გასწორებულია ზოგიერთი ტერმინის განმარტება
    1 point
  9. გერმანულმა ბრენდმა Cougar დააანონსა EVOLUTION-ის ახალი მოდიფიაკცია სახელით Evolution BO.ახალი "Super Mid-Tower"-ი შეღებილია შავი-ნარინჯის ფერში.ზომებია: 223მმ X 523მმ X 514მმ და აქვს მხარდაჭერა microATX ,ATX დაფების მხარდაჭერა. Evolution BO-ს ზედა მხარეს გააჩნია 3,5დუიმიანი მყარი დისკის სლოტი. "კორპუსის" შიგნით შეესაძლებელია განთავსდეს: რვა PCI Express ვიდეო დაფა, ATX სტანდარტის შესაბამისი კვების ბლოკი,ექვსი ოპტიკური წამკითხველი და სულ რაღაც ოთხი მყარი დისკი. კეისს აქვს შვიდი ადგილი ვენტილატორებისთვის,ხოლო ერთი 120მმ-იანი Vortex HDB ფენი შედის კომპლექტში.ფენების სისწრაფი რეგულირდება I/O პანელზე მქონე ფან-კონტროლერით. I/O პანელზე განთავსებულია:USB 3.0 (2), USB 2.0 (2),ყურსასმენის და მიკროფონის პორტები. Cougar Evolution BO რეკომენდებული ფასია:100$-ია.
    1 point
  10. მეთუ გავიგე ვინმეს უნდოდა გაგაყიდინებ
    1 point
  11. ამას როკი ბალბოზე მუსიკა რომ ადევს ეგ უნდა ედოს :D
    1 point
  12. კარგი 40 ლარად ვინმეს თუ მოუნდება კვებასაც მივცემ 400 ვატიანს .. vincestera
    1 point
  13. ლომსა, მოტოროლა არ იყიდო. HTC-ზე იჩალიჩე, Sense-ს გამო ღირს ჰტცს ყიდვა თუმცა CM7 რომებიც მშვენიერია მოკლედ, ორ ბირთვიანი იყიდე რამე..
    1 point
  14. ქალის სურნელს ვუყურე ვისიამოვნე მაგ ფილმით რა მართლა საღოლ ალ პაჩინოს...ბრავოოო :miyvarxar: ეკუთვნოდა მაგ ფილმზე ნამდვილად ოსკარი :spiteful:
    1 point
  15. PCI-e 1-იც მიდის 2.0-იც 3.0-იც და აზრი არა აქვს მაზერს რომელი ექნება და ვიდეოს რომელი ყველა ყველაში მიდი მოდის :chojinfc:
    1 point
  16. ebay-ის ფიდბექი სერიოზული რამ არის. მე არ ვიყიდდი მასეთი სელერისგან 10$-იან ნივთსაც კი. საერთოდ ebay-ზე უნდა იყიდო ან ტოპ-სელერისგან ან ვისაც 95%-ზე მაღალი აქვს ფიდბექი
    1 point
  17. ეტყობა სისტემა გადააყენე და მის შემდეგ დაემართა მასე. დრაივერები გიყენია საერთოდ ? თუ კი გაანახლე ყოველივე შემთხვევისთვის და ესეც ცადე: HP Wireless Assistant!
    1 point
  18. Blackberry-ზე არა? კაი, ვიცი რომ რთულია საკაიფოა მართლა :thumbsup:
    1 point
  19. ისე ძალიან მაგარი საუნდტრეკები აქვს აუ თამაში მინდა და არ ვთამაშობ! :D
    1 point
  20. :D ნორმალური TV მაინც დაედგათ
    1 point
  21. გახარე ძმა მაგარი ფასია მარა მე უფეო დაზიანებული კარებითვა დაინტერესებული
    1 point
  22. დაახლოვებით 160 ლარი
    1 point
  23. რა გინდათ ძმაო ჯორუზე რო ლაპარაკობდით ნახე რა ტეხნიკა ჰქონია რა სკილია ნახეთ რა
    1 point
  24. მაინცა არაა მას ეფექტი მულტის თამაში.
    1 point
  25. სტივ ჯობსმა ასეთი პასუხი გასცა მაგ შეკითხვაზე: Safari მხარს უჭერს HTML5 და ვიდეოებსაც უყურეთ youtube-ზე HTML5-ითო, ასე რომ დაემშვიდობეთ iOS-ზე ფლეშს
    1 point
  26. აი ჩემი ვიდეო ნაყინზე:
    1 point
  27. ავტორი - LEON ეს ბოლო ორი დღე ATI-ს FirePro სერიას მივაკვდი და ჩემი აზრით სამართლიანობისთვის აუცილებელია, რომ შემოგთავაზოთ მოწინააღმდეგე ბანაკის - Nvidia-ს მიერ გამოშვებული პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებლების სერია Quadro FX-ის მცირედი მიმოხილვა. დასაწყისისათვის როგორც ყოველთვის მოგახსენებთ, რომ სანამ ამ მიმოხილვის კითხვას დაიწყებთ, აუცილებლად ვკითხულობთ მიშას ამ სტატიას Nvidia-ს შესახებ სადაც პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებლების შესახებაც არის მოთხრობილი. როგორც ესეთი, სერია Quadro FX შექმნილი ე.წ. სუპერკომპიტერებისთვის (Workstations) თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი ცხოვრების რიტმი მუდმივად ითხოვს მობილურობას ყველა ხელსაწყოსგან, კორპორაცია Nvidia-მ შეიმუშავა ე.წ. Mobile სექტორი, რაც გულისხმობს სერია Quadro FX-ის ინტეგრაციას პორტატულ კომპიუტერებში, ანუ ლეპტოპებში. შესაბამისად უკვე გვაქვს დაყოფის ორი ჯგუფი: სტაციონარული და მობილური პროფესიონალური ვიდეოდაფები. მაგრამ ეს დაყოფა არაა საბოლოო. მაგალითად: სტაციონარულ ჯგუფში გამოყოფენ 4 კლასს: 1. Entry Products ანუ დაწყებითი კლასი (ე.წ. Low-end) მასში გაერთიანებული არიან ის ვიდეოდაფები, რომლებიც გამოირჩევიან შედარებით მცირედი სიმძლავრით და ნაკლები ფასით. მე მოვიყვან რამდენიმე მათგანს, თქვენის ნებართვით. Quadro FX 370 Quadro FX 370 Low Profile Quadro FX 380 Quadro FX 380 LP Quadro FX 570 Quadro FX 580 მოდელების შედარებითი ცხრილი გამარტივებული სახით შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ: Mid-Range Products - საშუალო კლასი. აქ ორ ვიდეოდაფას წარმოგიდგენთ Quadro FX 1700 Quadro FX 1800 ეს კი მათი ტექნიკური მახასიათებლები High-End-Solutions მაღალი დონე Quadro FX 3700 Quadro FX 3800 ეს კი სხვაობა ორ მოდელს შორის: Ultra-High-End Solutions - უკომენტაროდ Quadro FX 4600 Quadro FX 4800 Quadro FX 4800 for Mac Quadro FX 5600 და ყველაზე ძლიერი Quadro FX-თა შორის: Quadro FX 5800 შედარებითი ცხრილი: რაც შეეხება Mobile სექტორს, აქ 4-ის ნაცვლად სამ კლასად არის დაყოფილი ვიდეოდაფები. Entry Products Quadro FX 370M Quadro FX 380M Mid-Range Products Quadro FX 770M Quadro FX 880M Quadro FX 1700M Quadro FX 1800M High End Products Quadro FX 2700M Quadro FX 2800M Quadro FX 3700M Quadro FX 3800M - ყველაზე მძლავრი GPU-ს მქონე ვიდეოდაფა მობილურ FX სერიაში. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მას შემდეგ, რაც წარმოგიდგინეთ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ყველა მოწყობილობა Quadro FX სერიიდან, ურიგო არ იქნებოდა ერთი მეტად საინტერესო ტესტისთვისაც გადაგვევლო თვალი. მაშ ასე, როგორც მოგახსენეთ და უცემოდაც კარგად იცით კიდეც Nvidia-ს კონკრეტულ დანაყოფში ყველაზე მძლავრ ვიდეოდაფად მიიჩნევა Quadro FX 5800. რა იქნება თუ მას გავაერთიანებთ მის იდენტურ ვიდეოდაფასთან SLI-ში? მოგვცემს კი ეს ნაბიჯი წარმადობის ერთიორად გაზრდას? ამ კითხვებზე პასუხისათვის ჩატარდა ტესტირება, სადაც ჰარდი გამოიყურებოდა შემდეგნაირად: გამოყენებულია 2X Xeon W5590 პროცესორი და 12GB DDR3 ოპერატიული მეხსიერება 6 არხოვან რეჟიმში. 2 ერთეული FX 5800 მონაცემებით: Interface: PCI Express 2.0 x16 Stream Processors: 240 Processor Cores Memory Size: 4GB Memory Interface: 512-bit Memory Type: GDDR3 DirectX: DirectX 10 OpenGL: OpenGL 3.0 --------------------- შედეგები: single GPU რეჟიმი SLI რეჟიმი Unigine Heaven 2.0 ცოტა არ იყოს უცნაური შედეგებია ყოველი შემთხვევისთვის Quadro FX 5800 დღესდღეობით ითვლება კორპორაცია Nvidia-ს ფლაგმანად პროფესიონალური გარფიკული ამაჩქარებლების სეგმენტში და მეტოქეობას უწევს მთავარ კონკურენტს - ATI FirePro V8800-ს. როგორც ირკვევა ATI აპირებს გამოუშვაs FirePro V9800, რომლის საპასუხოდაც მწვანე ბანაკი უკვე ფიქრობს Quadro FX 5900-ის შექმნაზე, რომელიც სავარაუდოდ 6 GB მოცულობის ვიდეომეხსიერებით იქნება აღჭურვილი. კორპორაცია Nvidia აპირებს სერიოზული ცვლილებები მოახდინოს პროფესიონალური გრაფიკის ბაზარზე. საქმე ეხება სერია Quadro-ს ახალი თაობის გამოშვებას. GPU რასაკვირველია GF100-ის გადაკეთებული და პროფესიონალურ გამოთვლებს მისადაგებული ვარიანტი იქნება. ენერგომოხმარება როგორც აცხადებენ 225 ვატს არ აცდება. მხარდაჭერილი იქნება OpenGL 4.1, DirectX 11, DirectCompute და OpenCL. ასევე გათვალისწინებულია AXE (Application Acceleration Engines)-ის მხარდაჭერის ჩამატებაც. NVIDIA CUDA-ს და სხვა ახალი ტექნოლოგიების დახმარებით დეველოპერები აქამდე მიუღწეველი გრაფიკული და ფიზიკური ეფექტების გაცოცხლებას შეძლებენ რეალურ დროში. მოდელთა რიგი უბრალოდ გასაოცარია. ისინი შესანიშნავი ტექნიკური მახასიათებლებით გამოირჩევიან სისტემები მასშტაბური ვიზუალიზაციისთვის: Quadro Plex 7000. იგი 12 GB ვიდეომეხსიერებით იქნება აღჭურვილი. მას 896 ნაკადოვანი პროცესორი ექნება და საოცრად ძვირი ეღირება - $14500 სისტემები, განკუთვნილი დესკტოპ სეგმენტისთვის: Quadro 6000. მისი მეხსიერების მოცულობა 6 GB იქნება და რასაკვირველია GDDR5 ტიპის იქნება. 448 ნაკადოვანი პროცესორი ექნება და სიXსირეები 574/3000 MHz იქნება. მეხსიერების ინტერფეისი 384 ბიტი იქნება. TDP = 225 ვატი გახლავთ. ამ ვიდეოდაფას ერთი DVI და ორიც DisplayPort ინტერფეისი ექნება მონიტორთან დასაკავშირებლად. $4999 არის ფასი, რომელიც უნდა გადაიხადოთ ამ სიამოვნებაში. Quadro 5000. 2.5 GB ვიდეომეხსიერებითაა აღჭურვილი. 352 ნაკადოვანი პროცესორი აქვს. სამუშაო სიხშირეები 513/3000 MHz-ია. 320 ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისი აქვს. TDP კი 152 ვატია. მასაც უფროსი მოდელის მსგავსად ერთი DVI და ორი DisplayPort ინტერფეისი აქვს. ფასი $2249 იქნება. Quadro 4000. ეს ყველაზე "სუსტი" მოდელია დესკტოპ სეგმენტში. მას 2 GB GDDR5 ტიპის მეხსიერება გააჩნია 256 ბიტიანი ინტერფეისით, რომელიც 2800 MHz-ზე მუშაობს. სულ 256 ნაკადოვანი პროცესორის დათვლა შეგვიძლია მის GPU-ში. TDP = 142 ვატს. მასაც იგივე რაოდენობის და ტიპის ინტერფეისები გააჩნია, როგორც უფროს მოდელებს. ფასი კი სულ რაღაც $1199 არის. მობილური პროფესიონალური გრაფიკის სეგმენტი: Quadro 5000M. 2 GB ვიდეომეხსიერება 256 ბიტიანი ინტერფეისით არის არჭურვილი და 2400 MHz-ზე მუშაობს. TDP კი სულ რაღაც 100 ვატია. 320 ნაკადოვანი პროცესორი უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავებას. სისტემა Quadro Plex 7000, როგორც მას Nvidia-მ უწოდა, შედგება ერთ ბლოკში გაერთიანებული Quadro 6000-ების წყვილისაგან. კორპუსი ისეა აგებული, რომ იდეალურად ინტეგრირდება სერვერის კორპუსში. ამ ბოლო მოდელისთვის Nvidia-მ სპეციალურად გამოუშვა თავისი 3D სათვალეების ახალი მოდელი, რომელიც მასშტაბური ვიზუალიზაციების 3D-ში აღსაქმელადაა განკუთვნილი. რასაკვირველია 120 Hz-იანი მონიტორი აუცილებლობად რჩება. მასშტაბური ვიზუალიზაციების უკეთ აღქმას NVIDIA SVS უზრუნველყოფს. ახალი სათვალე ასევე საშუალებას იძლევა რომ 3D-ს ვუყუროთ როგორც ერთ, ისე მრავალ მონიტორზე ერთდროულად. 3D სათვალეები უკაბელო კავშირს 20 საათის განმავლობაში ინარჩუნებენ 45 მეტრის მანძილზე. ახალი სათვალეები ოქტომბერში გამოვა გაყიდვაში და $349 ეღირება, ხოლო რადიოგადამცემით $399. პროგრამული მხარეში სიახლეა AXE 2.0, რომელიც რთავს NVIDIA SceniX 6, NVIDIA Cg Tooklit 3 და NVIDIA OptiX 2 და საშუალებას აძლევს დეველოპერებს გამოგვა**ვონ თავიანთი საოცარი ქმნილებებით. რასაკვირველია პროგრამული გადაწყვეტილებები სამუშაოდ იყენებენ GPU-ს. ----------------------------------------------------------------------- UPDATED
    1 point
  28. ავტორიტეტს თუ უფრო აკვირდები პროცესორის ყიდვის დროს მაშინ - კი წარმადობით თუ გინდა რომ აირჩიო ნეჰალემი-სენდი პ.ს. 160 კარგი ფასია :)
    0 points
  29. დღეს ქართული არ ვისწავლე ხვალისთვის.
    -1 points
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.