Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 10/16/11 in all areas

  1. მოგესალმებით ფორუმელნო! გადავწყვიტე ამ თემაში ვისაუბრო,თუ როგორ კეთდება დამწვარი ვიდეო ბარათები. ალბად ყელა დამეთანხმება,რომ ძნელია შეგუება ვიდეო ბარათთან როცა ის ფუჭდება.აიტომ ბევრს გასჩენია სურვილი მისი შეკეთების. ეს კი არც თუ დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ახლა $#^#(|დები დეტალურად ავხსნა თუ როგორ შევაკეთოთ ჩვენი გაფუჭებული ვიდეო ბარათები და ვისაუბრო ამის გამომწვევ მიზეზებზე. ვიდეო ბარათების გაფუჭებას(დაწვას) იწვევევს გადახურება და ძაბვის უკმარისობა(ანუ როდესაც კვება არ ყოფნის ბარათს ეს იწვევს ვიდეო ბარათის გადახურებას და შესაბამისად იწვება(ზოლები უჩნდება)) ახლა კი გადავალ საქმეზე. თავდაპიველად ჩამოვწერ იმ დეტალებს,რაც საჭიროა საქმის შესასრულებლად საჭირო დეტალები: 1.დამწვარი ვიდეო ბარათი 2.ალუმინის ფურცლები(ე.წ ფოლგა)იხ.სურათი: 3.გაზქურა ან ელექტრო ღუმელი(ე.წ პეჩკა) 4.თერმოპასტა ახლა კი დავიწყებ ახსნას თუ როგორ კეთდება ეს ყოველივე ზემოთხსებებული ვიდეობარათის შეკეთების I ვარიანტი 1.იღებთ დამწვარ ვიდეო ბარათს 2.ხსნით ქულერს. იხ.სურათი: 3.იღებთ ზემოთხსენებულ ალუმინის ფურცელს(ე.წ ფოლგა) და ვიდეო ბარათს ვახვევთ შიგ 4.შემდეგ იღებთ გაზქურის ან ელექტრო ღუმელის ჟარონს(მაპატიეთ ამის სხვა მნიშვნელობა არ ვიცი ) 5.იღებთ ვიდეო ბარათს ალუმინის ფურცელში გახვეულს და ვდებთ ჟარონზე 6.ან იღებთ ალუმინის ფურცლებს(ე.წ ფოლგა) და ვაკეთებთ მისგან ბურთულებს 7.შემდეგ იღებთ ჟარონს და ვაფენთ მასზე ვიდეო ბარათის ზომაზე ცოტა დიდ ალუმინის ფურცელს(ფოლგას) 8.იღებთ ზემოთ ნახსენებ(ან უკვე მზა) ფოლგის ბურთულებს და ვაწყობთ ჟარონზე დაფენილ სალუმინის ფურცელზე ისე,რომ ვიდეო ბარათი დაიდოს ზედ. იხ.სურათი: 9. იღებთ ჟარონს და ვათავსებთ გაზქურაში ან ელექტრო ღუმელში(ეს სურვილისამებრ,ვისაც რომელი სურს და რისი შესაძლებლობაც აქვს ) 10.გაზქურას ან ელ.ღუმელს აყენებთ დაახლოვებით 180-დან 230გრადუს ცელსიუსამდე.(შენიშვნა:ფრთხილად იყავით რომ კონდენსატორები არ დასკდეს) 11.დაველოდებით 5-10 წუთი და გამოიღებთ ბარათს ისე, რომ ხელი არ დაიწვათ 12.დაელოდებით გაციებას.კარგად რომ გაცივდება GPU-ზე(იხ..სურათი: ) წაუსვამთ თერმო პასტას თხლად.(შენიშვნა:თერმოპასტის სქელმა ფენამ შეიძლება გაგრილების მაგივრად გადხურება გამოიწვიოს.როცა დიდი რაოდენობით უსვია იგი კარგავს თავის თვისებას) 13.ამის შემდეგ ვაყენებთ ქულერს 12.ვიდეო ბარათი მზადაა! ახლა გადავიდეთ ვიდეო ბარათის შეკეთების II ვარიანტზე II ვარიანტი 1.იღებთ დამწვარ ვიდეო ბარათს 2.ხსნით ქულერს (იხ.სურათი: ) 3.იღებთ თმის ფენს(იხ.სურათი: ) 4.რთავთ ფენს და აცხელებთ მემორი ჩიპებს და GPU-ს დაახლოვებით 5-10(რაც დიდხანს გეჭირებათ მით უკეთესია,კარგად გაცხელდება (შენიშვნა:კონდენსატორებთან ფრთხილად იყავით არ გასკდეს.იხ. კონდენსატორი: ) წუთის განმავლობაში . იხ.სურათი: 5.შემდეგ გამორთეთ ფენი და დაელოდეთ ბარათის გაცივებას 6.ამის შემდეგ წაუსვით თერმოპასტა GPU-ზე(იხ. სურათი: ) 7.მიუყენეთ ქულერი და ვიდეო ბარათი მზადაა! იხილეთ ვიდეო ტუტორიალიც რათა უკეთესად მიხვდეთ ყველაფერს: http://www.youtube.com/watch?v=wDoBi-y4LTM სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. ყველას მადლობას ვუხდი ყურადღებისთვის. თემა მოამზადა თქვენმა მონამორჩილმა ILIKO 1990-მა, ანუ მე :D
    8 points
  2. თითოეულ პოსტს ქვედა მარჯვენა ბოლოში აქვს + და - თუ დაგამინუსებენ,"რეპურაციაზე" აისახება ეგ მაგ რეპუტაციის ციფრებს კი უმეტესობა იკიდებს და შენც დაიკიდე .
    2 points
  3. უკაცრავად უადგილო ადგილას რო ვწერ მაგრამ რეპუტაცია მინუს 2 რატო მაქ ???
    2 points
  4. ხო, 8-ბირთვიანებშია მხოლოდ მაგდენი. მაგალითად Core i7-2600K-ც იგივე ტექ-პროცესზეა დაფუძნებული, 4 ფიზიკური Core და 995 მლნ ტრანზისტორი აქვს, მაგრამ 216 მმ2-ზეა განლაგებული. FX-8150 მას საშუალოდ 13%-ით ჩამორჩება. რა არის ასეთი დებიუტის მიზეზი? ვებ-გვერდ Insideris-ზე გამოქვეყნდა ცნობა AMD-ს ყოფილი ინჟინერის მტკიცებით, რომ პროცესორების წარმოების პროცესში, პროექტირების მრავალი ეტაპის ავტომატიზაციამ გამოიწვია გარკვეული ხარჯები - CPU-ების ბირთვები გამოდიან 20%-ით დიდი ზომის, მაგრამ ამდენივე პროცენტით ნაკლებად წარმადოვანნი, ვიდრე მაშინ, როდესაც საბოლოო დამუშავება 'ხელით' ხდება. შესაბამისად, 'ტრანზისტორული ბიუჯეტი' არც ისე ოპტიმალურად იხარჯება, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროდუქტის დამზადების დრო მცირდება. წყაროს ინფორმაციით, ამგვარი მიდგომა გახდა ერთ-ერთი მიზეზი ასეთი პერფორმანსისა, რომელიც 'ფურცელზე' საკმაოდ პერსპექტიულად გამოიყურებოდა. კრისტალის ფართობის ზრდა კი ზიანს აყენებს წარმოების ეკონომიკას, რადგან თითოეული CPU-ს თვითღირებულება ამით იზრდება. Overclockers.ru
    2 points
  5. ვთვლი, რომ სამი თვის მანძილზე დაგროვილი ცოდნა უფლებას მაძლევს, შემოგთავაზოთ მორიგი თემა, რომელიც დაამშვენებას "ტექნოლოგიების" სტატიას... თემა ეხება პროფესიონალური ციფრული აპარატების დახასიათებას და წესითა და რიგით მან უნდა "დაგანახოთ", თუ რის მიხედვით შეგიძლიათ შეაფასოთ ესა თუ ის ფოტოკამერა და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი... -------------------------------------------------------------------- უწინ და შემოგთავაზეთ სტატიები, სადაც ზოგადად განვიხილეთ ციფრული ფოტოკამერის მოწყობილობა. ჩავთვალოთ, რომ ეს ორი თემა უკვე გადაიკითხეთ, იცით, რა არის სენსორი, მეგაპიქსელი, "კომპაქტური", "ჰიბრიდული" და "სარკიანი" ციფრული ფოტოაპარატები და რა განსხვავებაა მათ შორის, ასე რომ ზედმეტი საუბრისგან გავთავისუფლდები და გადავალ პირდაპირ საქმეზე... 1. გინდათ თუ არა სარკიანი ციფრული ფოტოკამერა? თვით ეს შეკითხვაც კი ზოგიერთებისთვის მეტისმეტად მარტივი, სხვათათვის კი - საკმაოდ რთულია ხოლმე... და მართლაც, ხართ თუ არა მზად, რომ მოისროლოთ საკუთარი საფულიდან მინიმუმ 500 აშშ დოლარი იმ ნივთში, რომლის, ერთი შეხედვით ანალოგებიც ორ-სამჯერ უფრო იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ? ზოგი იტყვის "კი", ზოგი - "არა" და ამას სრულიად გაუცნობიერებლად, ერთი ხელის მოსმით იზამს. სინამდვილეში კი ყველაფერი დაიყვანება თქვენს საჭიროებამდე. მოდით, ვნახოთ, ვის რა სჭირდება! კომპაქტური, იგივე სამოყვარულო, იგივე "სასაპნე" ციფრული აპარატი სჭირდება მას, ვისაც უნდა მინიმალური დანახარჯით მიიღოს მაქსიმალური შედეგი. ამ "მაქსიმალურ შედეგში" მოიაზრება მაქსიმალურად შესაძლებელი გარჩევადობა (MP), ვიდეოგადაღების უნარი, "ზუმის" მისაღები დონე (როგორც წესი 3-4x) და სახის დეტექცია. ყველა ამ მონაცემის მქონე ციფრული ფოტოკამერის შეძენა შეგიძლიათ 150 დოლარიდან "ზევით". ამასთან უნდა გაითვალისწინოთ, რომ მსგავსი მონაცემების მქონე ციფრულებში Nikon-ის მოწყობილობა ყოველთვის უფრო იაფია, ვიდრე Canon-ისა. თუმცა ამ უკანასკნელს ყოველთვის აქვს რაღაც უპირატესობები, ასე რომ სჯობს ჯერ კარგად გადაავლოთ მახასიათებლებს თვალი... რათქმაუნდა არსებობს Sony, რომელიც ცდილობს თქვენს მოხიბლვას Carl Zeiss-ის ლინზებით (კარლ ცაისი მართლაც ერთ-ერთ საუკეთესო ოპტიკას აწარმოებს), Panasonic, რომელიც ცდილობს ჩაგითრიოთ HD Video-თი და Samsung, რომელიც სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რით "გახუჭუჭებთ", მაგრამ ფაქტია, რომ გახუჭუჭებთ! შემდეგ მოდის Olympus, Pentax, HP და სხვა მოდელები... მოკლედ, "სასაპნეებში" არჩევანი დიდია და თუ თქვენი მოთხოვნები მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რაც ცოტა მაღლა მსხვილად გამოვყავი, მაშინ დაანებეთ სტატიის კითხვას თავი, ტყუილად დაიღლით თავს. ჰიბრიდული ციფრული კამერა სჭირდება მას, ვისაც არ ეზარება ისეთი აპარატის ქონა, რომელიც არ ეტევა შარვლის ჯიბეში, ლიფის შესაკრავში, ნიფხავში... უნდა, რომ მის კამერას ქონდეს მაქსიმალურად შესაძლებელი გარჩევადობა, კარგი ხარისხის ვიდეოს გადაღების და დიდი "ზუმი" (10-24x), გარდა ამისა ჰქონდეს რამოდენიმე სასიამოვნო "ბონუსი" გამოსახულების სტაბილიზატორის, მძლავრი მაშუქის, ცუდი განათებისას კარგი სურათის გადაღების საშუალების და სხვა მსგავსი რამეების სახით. რათქმაუნდა მას ამ ყველაფერში მინიმუმ 300 დოლარის გადახდა მოუწევს და ეს თანხა არამც და არამც არ უნდა ენანებოდეს, თორემ თუ კარგად დაფიქრდა, მიხვდება, რომ ქარს ატანს ფულს... კამერების არჩევანი აქაც საკმაოდ დიდია და არცერთი ბრენდის უგულებელყოფა არ შეიძლება - ბევრია კარგი კამერა, თითი ბრენდში მინიმუმ 3-4 დასახელებისა, ამიტომ, თუკი ჭეშმარიტების ძიებაში არ გინდათ ერთი კვირა დახარჯოთ, ჯობია ისარგებლოთ პრინციპით "ეს ქენონია და იმიტომ მინდა ყიდვა" და იყიდოთ თქვენი სანუკვარი ძვირი სათამაშო... დაბოლოს, ვის სჭირდება პროფესიონალური ფოტოკამერა? იმას, ვისაც შეგნებული აქვს, რომ ცხოვრება მარტო კომპაქტურობა არ არის, და არც ფოტოაპარატია მარტო "მეგაპიქსელი" და "ზუმი"... ასეთი ხალხი სურათის მაქსიმალური ხარისხის (ხარისხის და არა ზომის) მისაღწევად არ ერიდება მინიმუმ 500 გრამიანი კამერის, დამატებით 500 გრამი ობიექტივების და სხვა რაღაცების და ხშირ შემთხვევაში - 2-3 კილოგრამიანი შტატივის "თრაქვას" წაღმა-უკუღმა და ხშირად სასურველ შედეგსაც იღებს!.. თუ რათქმაუნდა, გადაღება იცის... თუკი მსგავსი ფოტოკამერის შეძენა განგიზრახავთ, გულწრფელად გილოცავთ იმიტომ, რომ ჯერ ერთი, საკუთარი თავის დარწმუნება - "დახარჯე 1500 ლარი" (მინიმუმ!), არც ისე იოლია... მერე მეორეც, თუკი ეს გააკეთეთ, გიჟი ხართ! ( ) მერე მესამეც, შეგიძლიათ სტატიის კითხვა განაგრძოთ! 1. DSLR: ფიზიკური მხარე "ზოგადსაკაცობრიო" ენაზე პროფესიონალურ ციფრულ ფოტოკამერას DSLR ქვია, რაც გრძლად იშიფრება, როგორც "Digital single-lens reflex camera", ანუ ქართულად "ციფრული ერთობიექტივიანი სარკიანი კამერა" (თარგმანი არაპირდაპირია!). გარეგნულად (და შიგნიდანაც) იგი ძლიერ წააგავს "სავეცკი" "ზენიტ"-ებს, "კიევ"-ებს და სხვა დანარჩენ ფირიან პროფესიონალურ ფოტოკამერებს, რომლებთან შეხებაც შეიძლება გქონიათ კიდეც. სარკიანი ფოტოკამერის ძირითადი სისტემის მოწყობილობა ასეთია: 1. ობიექტივი; 2. მოძრავი სარკე; 3. ჩამკეტი; 4. სასურათე სიბრტყე; 5. ფოკუსირების ეკრანი; 6. "გადამყვანი" ლინზა; 7. პენტაპრიზმა; 8. მაძიებელი (ხედის). ციფრული ფოტოკამერა ფირიანისგან ერთადერთი რამით განსხვავდება: მას არ აქვს ფოტოფირი, ასე რომ არ ჭირდება არც ფირის გადამხვევი მექანიზმი და სასურათე სიბრტყეზეც ფოტოფირის მაგიერ სურათის ციფრული სენსორი "პოზირებს"... ისევ და ისევ წმინდა ტექნიკური სპეციფიკიდან გამომდინარე, ობიექტივის გარდა ციფრული კამერის წარმადობაზე გავლენას ახდენს მისი სენსორი, პროცესორი და სხვათა შორის მეხსიერების ჩიპიც. ობიექტივს დროებით შევეშვები, მასზე ცალკე ვისაუბრებ. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილებს. სენსორი სენსორი არის გარკვეული ზომების მქონე შუქმგრძნობიარე ფირფიტა, რომელიც იღებს გამოსახულებას და გადასცემს მას ბუფერში, შემდეგ კი პროცესორში. წინა ორ სტატიაში მშვენივრად იყო განმარტებული რა და რა ტიპის სენსორები არსებობს, ასე რომ ტიპებს აღარ გავარჩევ და აღარც მათ დადებით/უარყოფით მხარეებზე შევჩერდები... კამერის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ სენსორის ზომა. როგორც წესი, სენსორის ზომა მითითებულია ხოლმე ამა თუ იმ მიმოხილვის საიტებზე. ზომა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც რაც უფრო დიდი ზომისაა სენსორი, მით უფრო მკვეთრი გამოსახულების "ჩაბეჭდვა" შეუძლია შეცდომების გარეშე. მაგალითად, თუ გაქვთ ორი სენსორი, ერთი 8x16მმ ზომის, ხოლო მეორე - 10x19მმ ზომის, ორივე მათგანი აბსოლუტურად იდენტურ პროცესორზეა მიერთებული და ორივეს ერთნაირი გარჩევადობა აქვს (ვთქვათ, 10MP), დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ 10x19მმ-იანი სენსორი უკეთეს ფოტოს გადაიღებს. ერთი შეხედვით ეს არ გამოჩნდება, მაგრამ რეალურად ეს ასე იქნება. ზევით, სურათზე ხედავთ Nikon D60-ის "DX" ფორმატის სენსორს. მისი ზომებია 23.6x15.8მმ. ახლა, გლეხური ენიდან ისევ სამეცნიეროზე გადავალ და ვიტყვი, რომ სენსორის "ზომას" სინამდვილეში სენსორის ფორმატი ჰქვია. ბუნებაში სენსორების 25 ფორმატი არსებობს. მათგან ამჟამად აქტუალურია 10. ამ 10 ფორმატიდან 4 კონკრეტული ცოფრული ფოტოკამერისთვისაა შექმნილი და სხვა არსად გამოიყენება. დანარჩენები - 1", 4/3", APS-C, APS-H, DX და 35mm ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ციფრულ ფოტოკამერებში. ცხრილში ხედავთ სხვადასხვა ფორმატის სენსორების ზომებს: ძირითადად, DSLR-ებში გამოიყენება: Full-frame digital SLR, რომელიც 35მმ-იანი ფირიანი აპარატის ფორმატის ექვივალენტურია. Canon APS-H ფორმატი პროფესიონალური DSLR-ებისთვის (crop factor 1.3) Leica M8 და M8.2 (crop factor 1.33). APS-C ყველაზე მრავლისმომცველი დასახელებაა, რომელიც მოიცავს Nikon DX, Pentax, Konica Minolta, Sony α, Fuji-ს წარმოების კამერებს (crop factor 1.5) Canon entry-level DSLR formats (crop factor 1.6) Foveon X3, რომელიც Sigma SD სერიის DSLR-ებში გამოიყენება (crop factor 1.7) 4/3 - "Four Thirds" ფორმატი (crop factor 2.0) მტვრის მოცილების სისტემა ხშირად ობიექტივის გამოცვლისას სენსორზე მტვრის უმცირესი ნაწილაკები რჩება, რაც აფუჭებს გამოსახულებას, პიქსელებს ამუქებს და ა.შ. ამიტომ, მტვრის მოცილების მიზნით შემუშავებულ იქნა რამდენიმე ტექნოლოგია. დღესდღეობით ყველა მსხვილი მწარმოებელი (Canon, Nikon, Olympus, Sony, Sigma, Pentax) იყენებს სხვადასხვა ტექნოლოგიას. მაგალითად Sigma-ს კამერებს ობიექტივის გამოცვლის წინ სარკე ეფარება სენსორს, რათა დაიცვას იგი მტვრის მოხვედრისგან. Olympus-ის ტექნოლოგია "Supersonic Wave Filter (SSWF)" გულისხმობს სენსორზე თხელი ფირფიტის არსებობას, რომელიც არ უშვებს მტვერს სენსორამდე, იკრავს მას და შემდეგ, კამერის ყოველი ჩართვისას ულტრაბგერითი რხევების მეშვეობით იცილებს მტვრის ნაწილაკებს. სურათზე სწორედ ასეთი სენსორია გამოსახული: სხვათა შორის Olympus-მა პირველმა გამოიგონა და დანერგა მსგავსი ტექნოლოგია. სხვა მწარმოებლების ტექნოლოგიები სენსორის რხევას, სენსორის თავზე გამწმენდის გადატარებას და ა.შ. გულისხმობს, მაგრამ ყველაზე დახვეწილი მაინც SSWF-ია. გარდა ავტომატური სისტემებისა, არსებობს სპეციალური კომპლექტები, რომლებშიც საწმენდი სითხე, "ოყნა" (ჰაერის შესაბერად) და ფუნჯია მოთავსებული იმისთვის, რომ სენსორი ხელით გაწმინდოთ. Crop Factor/FOV Crop დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ სენსორების მონაცემებში ერთ-ერთი გახლავთ "Crop Factor". მას მგონი ქართული შესატყვისი არ აქვს, ამიტომ ჩამოჭრის ფაქტორს ვუწოდებ (თუ ვინმეს უკეთესი ვერსია ექნება, სიამოვნებით გამოვცვლი ). ჩამოჭრის ფაქტორი ეწოდება ჩვეულებრივი 35მმ-იანი ფოტოფირისა (36x24მმ) და ციფრული სენსორის თანაფარდობას. ჩამოჭრის ფაქტორი გავლენას ახდენს კადრში მოსაქცევ სცენაზეც. ეს კარგად ჩანს შემდეგი ფოტოდან: აქ წითელი ჩარჩო 35მმ-იანი ფოტოფირის მიერ ხილვადი არეა, ხოლო ლურჯი - 1.6 ჩამოჭრის ფაქტორის მქონე სენსორის ხედვს არე. სხვათა შორის ამ მონაცემით სენსორის ზომების დადგენაც შეგიძლიათ. ჩვეულებრივი 35მმ-იანი ფოტოფირის კადრი 36x24მმ ზომისაა, ჩამოჭრის ფაქტორი კი 1.6. ესე იგი სენსორის სიგანე გახლავთ 36:1.6=22.5, ხოლო სიგრძე - 24:1.6=15. ვუალა! არ გჭირდებათ არსად ქექვა ციფრული ფოტოკამერის სენსორის ზომების დასადგენად! რათქმაუნდა იმასაც მიხვდებოდით, რომ რაც უფრო მცირეა ჩამოჭრის ფაქტორი, მით უფრო ახლოსაა იგი 35მმ-იან ფირთან და მით უკეთესია სენსორიცა და კამერაც. მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დიდი ზომის სენსორი კამერის ზომებსაც ზრდის! ქვედა სურათზე ხედავთ "APS-C" (მარცხნივ) და "Full Frame" (მარჯვნივ) ფორმატის ციფრული ფოტოკამერებს. ახლა, გადავიდეთ პროცესორზე. მართალია ეს პროცესორი აჩქარებას არ ექვემდებარება (სოსო, შეგიძლია გახვიდე თემიდან, საშენო აქ არაფერია ), მაგრამ არანაკლები სამუშაო აქვს შესასრულებელი, ვიდრე კომპიუტერის პროცესორს... ციფრული ფოტოკამერის პროცესორს ევალება: 1. სენსორიდან სურათის მიღება. ამ ეტაპზე იგი სენსორის თითოეული პიქსელიდან იღებს კოდირებულ სიგნალს. სინამდვილეში ყველა სენსორი "შავ-თეთრია" - ისინი ფერად გამოსახულებას არ იჭერენ, რადგან ფოტოდიოდებისგან შედგებიან. ფოტოდიოდები "ხედავენ" მხოლოდ ნაცრისფრის ტონალობაში და ამა თუ იმ პიქსელზე ინფორმაციასაც ბაიერის ფილტრის გავლით გადასცემენ პროცესორს. ბაიერის ფილტრი (გამომგონებლის პატივსაცემად დაერქვა) პიქსელებს ფერებზე ინფორმაციას "აწებებს" და პროცესორს უკვე შეუძლია ამ პიქსელებიდან ფერადი გამოსახულების აწყობა. 2. დემოზაიცია (demosaicing). ეს სპეციალური პროგრამული ალგორითმია, რომლის მეშვეობითაც პროცესორი ცალკეული პიქსელებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ერთიან სურათს ქმნის. ამ დროსვე ხდება სურათის საერთო დამუშავება, გამისა და ფერებით გაჯერების რეგულირება, რათა მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანი გამოსახულება იქნეს მიღებული. 3. ხმაურის მოშორება, ან შემცირება. აქ იგულისხმება არა აკუსტიკური, არამედ ელექტრული "ხმაური", რომელიც სენსორიდან პროცესორში ინფორმაციის გადაგზავნისას წარმოიქმნება. სურათზე ხმაური წინწკლების, ან გადღაბნილი ლაქების სახით გამოიხატება და ამახინჯებს მას. ხმაურის მოშორების ალგორითმის ხარისხზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად სუფთა სურათებს გადაიღებს ფოტოკამერა არამხოლოდ მაღალი შუქმგრძნობელობის პარამეტრებისას (ISO 800 და მეტი), არამედ დაბალი შუქმგრძნობელობის დროსაც (ISO 400 და ნაკლები). 4. გამკვეთრება. ამ ეტაპზე ფოტოს ეძლევა სიმკვეთრე, რათა არ იყოს ბუნდოვანი და უკეთ გადმოსცემდეს გადაღების ობიექტს. 5. სისწრაფე. რათქმაუნდა ოთხივე სტადიის დასრულებას და შემდეგ საბოლოო სურათის ჩიპზე შენახვას გარკვეული დრო სჭირდება. ამ დროზეა დამოკიდებული, თუ რამხელა ბუფერი დაჭირდება ფოტოკამერას, წამში რამდენი კადრის გადაღებას შეძლებს მიყოლებით და ა.შ. ხშირად პროცესორის სისწრაფე ბევრს წყვეტს, ასე რომ სანამ რამის ყიდვას გადაწყვეტდეთ, გირჩევთ გადახედოთ მიმოხილვების საიტებს და ნახოთ რა პროცესორი უდგას თქვენთვის სასურველ კამერას... ჩიპი. მართალია ეს ფოტოკამერის უშუალო დეტალი არ არის, მაგრამ ნაწილობრივ (უფრო სწორად კი, ნახევრად) მასზეა დამოკიდებული, თუ რა სისწრაფით გაიცლება ფოტოკამერის ბუფერი და შეძლებთ ახალი ფოტოს გადაღებას. პროფესიონალურ კამერებში დღეისათვის პოპულარულია CF და SD/SDHC, თუმცა CF ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს და მასზე ყურადღებას არ გავამახვილებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ამ ფორმატის ჩიპები ძალიან უყვარს კომპანია Canon-ს. რაც შეეხება SD-სა და SDHC-ს, ეს ორი ჩიპი ერთმანეთისგან გარეგნულად არ განირჩევა, უბრალოდ SDHC (HC - High Capacity) არსებობს 4-32GB ტევადობისა მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი SD მხოლოდ 4GB-მდე ტევადობისაა. SDHC მოწყობილობაში SD ჩიპიც მუშაობს. პირიქით - არა. ამიტომ ამას ყურადღება მიაქციეთ. გარდა ამისა, ჩიპები რამდენიმე "კლასად" არის დაყოფილი. დღესდღეობით ეს გახლავთ Class 2, Class 4, Class 6 და Class 10. კლასის აღმნიშვნელი რიცხვები ჩაწერის სიჩქარეს "გვკარნახობენ". ანუ Class 2-ს აქვს 2მბ/წმ ჩაწერის სიჩქარე, Class 4-ს - 4მბ/წმ და ა.შ. როგორც წესი, ჩიპს ზედვე აწერია ხოლმე კლასი. მაგალითად, ზედა სურათზე წარმოდგენილი ჩიპი მეოთხე კლასისაა.
    1 point
  6. იაპონურმა კომპანია iiyama მა დააანონსა vertical alignment (VA) პანელის მქონე ტექნოლოგიით დამზადებული 2 ახალი Full HD მონიტორი . 24 ინჩიანი XB2472HD-B და 27 ინჩიანი X2775HDS-B.აღნიშნული VA პანელის მეშვეობით მომხმარებელი იღებს იდეალურ გამოსახულებას როგორც მონიტორის ჰორიზონტალურ ისე ვერტიკალურ მდგომარეობაში მოხმარებისას,ხედვის კუთხე კი 178 გრადუსია. პირველი მოდელის მონაცემები ასეთია : LCD panel + WLED backlight VA ტექნოლოგიის მქონე ეკრანი რეზოლუციით 1920X1080 ,დინამიური კონტრასტულობა 5,000,000:1 ,ხოლო სტატიკური 3000:1 ,რეაგირების დრო 8ms , სიკაშკაშე 250 cd / M2 ,აქვს თითო-თითო HDMI, DVI-pin D, D-Sub პორტები. მეორე მოდელის 27 ინჩიანი X2775HDS-B მონაცემებია : LCD panel with 27 + WLED backlight VA ეკრანი ,რეზოლუციით 1920x1080 , დინამირუ კონტრასტი 5,000,000:1 და სტატიკური 3000:1 (მსგავსად 24 ინჩიანისა ) ,რეაგირების დრო 8ms , სიკაშკაშე 300 cd / M2 და აქვს 4 ცალი USB 2.0 პორტი. ორივე მოდელს აქვს HMDI და DVI პორტები.
    1 point
  7. წინა თემაში განვიხილე Razer'ის ელიტარული წრის თაგუნები http://www.overclockers.ge/index.php?/topic/11360-razer-gaming-mices/ ჯერი დადგა EXPERT-ის წრის წარმომადგენლებისთვის 1. RAZER NAGA ამ თაგვის ახალი მოდელი ელიტარულ წრეში შედის სახელწოდებით Naga Epic(იხილეთ ზემოთ აღნიშნული ლინკი) რომელიც ჩვეულებრივი NAGA'სგან დიდად არ განსხვავდება. მასაც 17 ღილაკი აქვს რომელიც საშუალებას იძლევა კლავიატურა საერთოდ არ გამოვიყენოთ თამაშის დროს. ეს თაგუნა სპეციალიზირებულია MMO'ს მოყვარულთათვის. მწარმოებელი დიდის ამბით აღნიშნავს, რომ ამ მაუსით MMO-ს თამაშისას PVE და PVP ბრძოლებში სერიოზული უპირატესობა მიიღწევა. თვალსაჩინოებისთვის PVE და PVP ბრძოლა (მაინც ვერ მივხვდი) http://www.youtube.com/watch?v=-0g0M29rIxQ მწარმოებელი ასევე ტრაბახობის მისი დახვეწილი ფორმით და ხარისხით. 24 საათიანი თამაშის დროსაც კი ხელი არ დაგეღლებათ. თაგვი არჭურვილია 3.5G თაობის ლაზერული სენსორით. (1MS) ელიტარული ძმისგან განსხვავებით ეს თაგვი მხოლოდ USB-ზეა (5600DPI) სიმართლე გითხრათ ეს უფრო მომწონს ვიდრე EPIC. UNBOXING ფასი: 79.99$ ოფიციალური ფასი შეგიძლიათ შეიძინოთ > amazon.com'ზე http://www.amazon.com/Razer-Laser-Gaming-Mouse-RZ01-00280100-R3/dp/B002MPPRPO/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1318334261&sr=8-1 79.99$ 63.99$ შესაძლებელია თბილისშიც ყიდვა, მაგრამ რეკლამაში რო არ ჩამეთვალოს არ დავწერ. თუ ვინმეს დაგაინტერესებთ სად იყიდება PM მომწერეთ და მოგახსენებთ ცოტა ხანში RAZER'მა არ მოისვენა და გამოუშვა NAGA MOLTEN ფუნქციონალურად იდენტურია ჩვეულებრივი NAGA'სი, მაგრამ სხვაობა თქვენ თვითონვე შეაფასეთ UNBOXING http://www.youtube.com/watch?v=Y4VynO1n-a8 ფასი: 79.99$ შესაძლებელია ყიდვა: amazon.com'ზე 66.99$ ად. http://www.amazon.com/Razer-Naga-Special-Molten-RZ01-00280500-R3/dp/B004AM5RAW/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1318334261&sr=8-2 შესაძლებელია თბილისშიც ყიდვა, მაგრამ რეკლამაში რო არ ჩამეთვალოს არ დავწერ თუ სად და თუ ვინმეს დაგაინტერესებთ სად იყიდება PM მომწერეთ და მოგახსენებთ 2. შემდგები ექსპერტ მაუსად გვევლინება Razer Imperator IMPERATOR'ი მართლაც დახვეწილი და ლამზი თაგვია. მისი უნიკალური ჭრილების საშუალებით ხელში ისე ზის თითქოს კიდურის გაგრძელება იყოს. ამ თაგუნას 5600DPI აქვს, მაგრამ დაბალ DPI ზე ვინც თამაშობს მისთვის არის ზედ გამოჭრილი, რადგან ძალიან მსუბუქია და მისი სწრაფად აწევა და გადაადგილება არ დაგღლით, რადგან უკვე ავღნიშნე ის ისეა ხელში მოთავსებული თითქოს და ხელის მტევნის გაგრძელება იყოს. ფასი: 79.99$ ამაზონზე 10$ ით ნაკლები http://www.amazon.com/Razer-Imperator-Ergonomic-Laser-Gaming/dp/B002YNS8XC/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1318335268&sr=8-1 UNBOXING არსებობს ასევე იმპერატორის მეორე ვარიანტიც, რომელიც მხოლოდ გარეგანი იერით განსხვავდება პირველისგან. Razer Imperator Battlefield 3™ Edition მისი ფასიც 79.99$ ია გაყიდვაში გამოვა თამაშთან ერთად 3. ამ წრის ბოლო წარმომადგენელია Razer Lachesis http://www.youtube.com/watch?v=bQxtpYCdQRQ აღჭურვილია 3.5G თაობის ლაზერული სენსორით (5600DPI, 1MS) ძალიან მარტივი თაგვია, არაა გადატვირთული ზედმეტი ღილაკებით. რაც მთავარია აქვს ფერების შეცვლის ფუნქცია ამ თაგუნას აქვს drift control'ი ანუ გრაფიკული სამუშაობისას მომხმარებელს ეხმარება მაქსიმალური სიზუსტით შეასრულოს სამუშაო, ზედმეტი დროის დახარჯვის გარეშე. DRIFT CONTROL ანუ DRIFT CONTROL'ის დროს თაგუნა მაქსიმალური სიზუსტით მუშაობს. ფასი: 79.99$ ამაზონზე 10$ ით იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ http://www.amazon.com/Razer-Lachesis-5600dpi-Gaming-Mouse/dp/B003YCOMA0/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1318336373&sr=8-1 პ.ს. ჩემი აზრით EXPERT' თაგვებმა გადაურბინეს ELIT'ის წარმომადგენლებს.
    1 point
  8. სამხრეთ კორეულმა კომპანია Zalman-მა გამოუშვა ახალი ჰაი-ენდ პროცესორის ქულერი, სახელწოდებით CNPS12X. ეს მხეცი პირველად წარმოდგენილი იყო ამა წლის Computex გამოფენაზე ივნისის დასაწყისში, ქულერი სრულიად თავსებადია მომავალ LGA2011 სოკეტთან ასევე Intel LGA 775/1155/1156/1366/ და AMD Socket AM2(+)/AM3(+)/FM1. მისი ზომებია 151 (L) x 132 (W) x 154 (H) მმ იწონის 1კგ-ს, და გააჩნია ექვსი ნიკელის-მოოქროვილი სითბური მილაკი რომელიც იყენებს W-DTH (Whole-Direct Touch Heatpipes) ტექნოლოგიას, ასევე CNPS12X იყენებს სამ 120 მმ-იან ფანს რომლებიც იყენებენ 3 პინიან ძაბვის მეთოდს და აღჭურვილნი არიან ლურჯი LED განათებით, რომელთა სიჩქარეც რეგულირდება ორ რეჟიმში Quiet (850-1200 ბრ/წთ დიაპაზონში) და გამოსცემს 22 დეციბელ ხმაურის დონეს, და Performance (950-1200 ბრ/წთ) რომელიც გამოსცემს 24 დეციბელ ხმაურის დონეს. ქულერი შეგიძლიათ იხილოთ პრე-ორდერით 67 ევროდ Test 1 - The Baseline Performance Test 2 - IDLE Temperature Test 3 - LOAD Temperature
    1 point
  9. მოგეხსენებათ რომ CES 2011 გამოფენაზე უამრავმა კომპანიამ წარმოადგინა თავი ნოუთბუქების განახლებული მოდელები ,მათ შორის არის კომპანია Toshiba ც რომელმაც წარმოადგინა თავისი ერთ ერთი საუკეთესო მოდელი ნოუთბუქებს შორის Qosmio X505 რომლის ძირითადი განახლება გახლავთ ახალი კომოპანია Intel ის მე 2 თაობის Sandy Bridge პროცესორი:მომხმარებლებს საშუალება ექნებათ აირჩიონ აღნიშნული ნოუთბუქი Core i7-2630QM ან Core i5-2410M პროცესორით ,რაც სეეხება მის სხვა მონაცემებს უცვლელი დარჩა ,მისი ვიდეო ბარათი არის კვლავ NVIDIA GeForce GTX 460M 1.5GB DDR5 მეხსიერებით ,ასევე აღნიშნულ პროდუქტს ექნება (კვლავ) 18.4 ინჩიანი 3D დისპლეი რეზოლუციით 1920 x 1080,ასევე Harman/Kardon სპიკერები ხმის იდეალური ხარისხით ,HD ვებ კამერა და Blu-ray დრაივი.ამ ახალი Qosmio X505 ის ფასი 1300 დან 1900 დოლარამდე იქნება მომხმარებლის არჩევანის და მიხედვით.
    1 point
  10. მე მაქვს და ეს htc-ს ვყიდი კლიენტი მყავს უკვე და ერთ კვირაში ბოლომდე მომცემს თანხას,მანამდე ფოკუსის ფული ბოლომდე უნდა გდავიხადო და ეგაა :)
    1 point
  11. ღუმელი არ ქნათ წაკითხვა არ დაიზაროთ ეგრე კეთდება მხოლოდ ის კარტები რომლებიც ეკრანზე იკეთებს ხაზებს, მხოლოდ ამ სახის არტეფაქტების ვიდეოს ბარათის გაკეთდება ასე, როცა ფერები ირავა მაშინ უკვე GPU დაბრედილია და შანსი არაა მისი გაკეთების თუ არ გამოცვლით GPU-ს, თუმცა ფეჩი არც ისე კარგი აზრია ხაზების მაგვარი არტეფაქტებიანი ვიდეოს გასაკეთებლად რადგან კონდესატორებს და კვების ფაზებს ერხევათ.... მინდოდა დამეწერა ამის შესახებ ადრე. რახდება ეხლა რატომ ჩნდება ხაზებიანი არტეფაქტი რომლის გამოსწორებაც ფეჩით შეიძლება: ეს ხდება როდესაც კვება არასწორად ან არასაკმარისად აწვდის დენს ან დრაივერის შეცდომა ან მაზერის გაუმართაობა, ბიოსი უშვებს შეცდომას და რჩება შეცდომა ბიოსში სანამ არ დარესტარტდება ბიოსი. მოგეხსენებად რომ ვიდოედაფაზე ბიოსის ელემენტი არ არსებობს და მისი დარესტარტება ელემენტის ამოღებით შეუძლებელია, ბიოსის დარესტარტება შეუძლია გახურებას ამ შემთხვევაში, 100+ ტემპერატურა აიძულებს ბიოსს დარესარტდეს. (ან არსებობს სხვა გზა რომელიც მე არ ვიცი) თუმცა გახურება ფეჩში ძალიან ცუდო აზრია მოგეხსენებათ კონდესატორები და სხვა მრავალი დეტალი მაღალ ტემპერატურას ვერ უძლებენ. გადახურება შესაძლებელია სხვა გზითაც ვხსნით ვიდეოს ქულერს რადიატორიანად რათქმაუნდა, ვათავსებთ მაზერზე PCI-e სლოტში და ვრთავთ სისტემას ამ დროს ჩვენი თითი უნდა იდოს GPU-ს უკანა მხარეს (ეს იმისთვის რომ ამ დროს სხვანაირად ტემპერატურის კონტროლი გამორიცხულია) თავზე რომ დავადოთ GPU-ს ხელი შეიძლება დამწვრობა მივიღოთ ამიტომ ჯობია უკანა მხარეს გპუ-ს განლაგების პარალელურათ მოვათავსოთ რომელიმე თითი, შემდეგ მეორე ხელი გვაქ კვების გასათიშად გამზადებული ველოდებით ისეთ ტემპერატურას რომელიც თითით უკვე საგანგაშოდ მოგვეჩვენება და ვთიშავთ კვებიდან სისტემას ეგრევე, ან უკეთეს ვარიანტში ხშირად პირდაპირ ეკრანზე ეტყობა გამოსწორება, ვაკვირდებით ეკრანს როგორც კი არტეფაქტი გაქრება ეგრევე ვთიშავთ კვებიდან სისტემას, თუმცა თითი მაინც უნდა გედოთ გპუ-ს უკანა მხარეს რადგან ტემპერატურა ძალიან არ გაგვექცეს, შეიძლება იმ წუთში არც შეეტყოს ეკრანზე არტეფაქტის მოშორება მაგრამ როდესაც თქვენ თითს შეაშინებს ტემპერატურა უკვე გათიშეთ, შემდეგ დაველოდებით ვიდეოს გაცივებას ჩავრთავთ იგივე მდგმარეობაში დავრწმუნდებით რომ არტეფაქტი გაქრა და ვაწყოფთ ვიდეოს ანუ ვუბრუნებთ თავის რადიატორს და ქულერს, ვინდოუსის დაბუთვაზე დალოდება არც გაბედოთ ეს უნდა მოხდეს 10-15 წამის განმავლობაში. შეიძლება პირველ ცდაზე არ გამოგივიდეთ რადგან დამუღამება უნდა ხელისთვის, ანუ რა ტემპერატურაზე ჭირდება გათიშვა ხომ უნდა მიხვდეთ რამოდენიმე ცდაში გამოგივათ მოკლედ ოღონდ ამ ცდებს შორის შეასვენეთ ვიდეო დაელოდეთ მის გაცივებას. არც კი იფიქროთ ვიდეოს დუხოვკაში მოთავსება არტეფაქტს მოაშორებს მაგრამ სხვა უამრავ დეტალს დაურხევს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ დუხოვკით და ამ გზით შესაძლებელია ვიდეოს გაცოცხლება (მე გითხარით რატომ არ შეიძლება დუხოვკით დანარჩენი თავად გადაწყვიტეთ) მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბიოსი აქვს გამოშტერებული, ბიოსის გამოშტერების გამომწვევი რამოდენიმე მიზეზი ზემოთ დავწერე. ისე ამ ლოგიკით თუ მართალი ვარ და ამდროს ბიოსია არეული და ხაზებიც მაგიტომ აქვს გადაფლეშვა გაცილებით უკეთესი უნდა იყოს.. ეს ხერხი რაც ზემოთ მიწერია პირადად მაქვს გამოცდილი და მუშაობს... გადაფლეშვა ამწუთას მომივიდა აზრად და თუ ოდესმე დამჭირდა ჯერ გადაფლეშვით დავიწყებ მადლობა მე ისე შეგიძლიათ პორტალზეც გაიტანოთ (საავტორო უფლებების დაცვით) :rolleyes:
    1 point
  12. 30% max კარგი კერნელი კარგი კომპილატორი ნორმალურად მომუშევე l1 და l2-ი
    1 point
  13. Intel-ის პრეზენტაციის ერთ-ერთ სლაიდის მიხედვით, LGA2011 დესქტოპ-პროცესორების გამოსვლით, აჩქარების შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო პარამეტრებთან მანიპულაციები კი გამარტივებდა. Sandy Bridge-E CPU-ებში ბირთვისა და მეხსიერების სიხშირეები საბოლოოდ განცალკევდებიან და ამგვარად, მათი შეცვლა შესაძლებელი იქნება PCI Express-ისა და შეტანა-გამოტანის მუშაობაზე გავლენის მოხდენის გარეშე. BCLK მაჩვენებლის ზრდა-შემცირება კი მოხდება 1 მჰზ ინტერვალების ან 'უხეშად' - 1,25 და 1,67 მამრავლების საშუალებით. მსგავსი შესაძლებლობები რეალიზებული იქნება Ivy Bridge-ებში, LGA1155 სოკეტზე. მომდევნო ნაბიჯი ამ მხრივ, მოსალოდნელია 2013 წელს, როდესაც გამოჩნდებიან Haswell-ის 22 ნმ მოდელები. მომხმარებელს საშუალება მიეცემა, რომ დამოუკიდებლად გაუკეთოს კორექტირება CPU, GPU, Memory, PCI და DMI-ს აღნიშნულ მახასიათებლებს. ამასთან, BCLK-ის ბაზური სიხშირის ზუსტი მომართვა ხელმისაწვდომი იქნება Lynx Point ჩიპსეტზე. ოდესღაც კი, Intel მთელი ძალისხმევით ეწინააღმდეგებოდა ოვერქლოქინგს და აპარატულად ბლოკავდა შესაბამის ფუნქციებს. ახლაც, გახსნილი მამრავლის მქონე პროცესორებს გააჩნიათ სპეციალური მარკირება და მათი ღირებულებაც შედარებით ძვირია. IXBT
    1 point
  14. @ Prince ჩემი სიძულვილის ლისტი დაწერე ეხლა :D
    1 point
  15. გაგიმარჯოს პირველ რიგში გეტყვი, რომ მშვენიერი არჩევანი გაგიკეთებია 550D რომ იყიდე. შემდეგ, თუ არანაირი თეორიული ცოდნა არ გაქვს, იმედია ეს თემა მაინც გექნება გადაკითხული (მისი პირველი პოსტი), კამერის ნაწილებზე ზოგად ცნობებს მოაგროვებდი მაგის მეშვეობით. რაც შეეხება "D" და "G" კამერებს, ეგ ალბათ ქენონს გულისხმობ. ქენონში "D" არის "Digital" ანუ ციფრული. შემოღებულია ფირიანი ("პლიონკიანი") კამერებისგან ციფრული "პროფესიონალების" გამოსარჩევად. რაც შეეხება "G" სერიას, ეს არის მაღალი დონის კომპაქტური კამერები. რათქმაუნდა სარკიანი ("პროფესიონალი") ათი თავით მაღლა დგას ნებისმიერ "G"-ზე. "ზუმს" რაც შეეხება, მგონი ზუმით მანიპულირება გეცოდინება, ხელით ხდება ეგ, ობიეტივზე ("ლინზაზე") დიდი სატრიალებლის ტრიალით: შედარებით პატარა სატრიალებლით (რომელიც ლინზის წინა მხარესაა განთავსებული), ხდება ფოკუსის გასწორება, ოღონდ Manual (ხელის, "არაავტომატურ") რეჟიმში. თვითონ ზუმის რიცხვს თუ კითხულობ, ანუ იმას, თუ "რამდენზუმიანია" ესა თუ ის ლინზა, ლინზას აწერია ზედვე რამხელა ფოკუსური მანძილი აქვს (ალბათ 18-55მმ-იანი ლინზა გექნება). დიდ რიცხვს გაყოფ პატარაზე და მიიღებ ზუმის რაოდენობას. მაგალითად 55:18=3. ანუ 3x ზუმიანი ლინზა გექნება. რათქმაუნდა 70-200მმ-იანი ლინზაც სამჯერადი ზუმისაა (200:70 დაახლოებით 3-ის ტოლია), მაგრამ რახან ამ უკანასკნელ შემთხვევაში უფრო გრძელი ფოკუსური მანძილებია (ეს იქიდან ჩანს, რომ დიდი რიცხვებია აღებული), ამიტომ ლინზა უფრო შორ მანძილზე სამუშაოა... მოკლედ, პროფესიონალურ ფოტოგრაფიაში ზუმის რიცხვები მეორეხარისხოვანია, უფრო მნიშვნელოვანია ამ ზუმის "შემქმნელი" ფოკუსური მანძილები, ლინზის სიმძლავრე (თემის პირველ პოსტში წერია ყველაფერი) და ასე შემდეგ. მოკლედ "დიდზუმიანი" ლინზა სულაც არ არის კარგი ფოტოსურათის მიღების გარანტი... ვიცი ბევრი ვილაპარაკე და ალბათ ნახევარი გაურკვეველია ახლა შენთვის. თუ კითხვები გექნება, არ მოგერიდოს, დაწერე, თუ გინდა ახალი თემაც გახსენი შენთვის საინტერესო შეკითხვებით, თუ გინდა PM-ში მომწერე, ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ ფოტოგადაღების "დამუღამებას" რაც შეეხება, საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა, თუ ინგლისურთან კარგად ხარ, Scott Kelby-ს "Digital Photography"-ს გირჩევ. თუ ვერ მოძებნი, აგიტვირთავ კიდევ ერთხელ გეუბნები, გაქვს კითხვები, დასვი, არ მოგერიდოს! დედის მუცლიდან ცოდნა არავის დაყოლია, ერთი წლის წინ მეც ძალიან ჩაუხედავი ვიყავი ამ საქმეში!
    1 point
  16. 1)Link for GTA 4 http://thepiratebay.org/torrent/4549749/GTA_IV_PC_Version ეს ლინკი თავის დროზე Jumper-მა მომცა.მე დავტესტე და 100% მუშაა 2)დავაინსტალიროთ პაჩი(აუცილებელია) http://www.gtainside.com/en/download.php?do=download&id=34035 3)ჩამოვწეროთ Snow Mod http://www.gtagarage.com/mods/show.php?id=5740 4)სნოუ მოდის დაინსტალირების ინსტრუქცია გერმანულად(ენას რა მნიშვნელობა აქვს უბრალოდ მიყევით) HD-ში 5)შედეგი
    1 point
  17. ამ თემაში შემოსვლაზე ისევ მინდება თამაში, რამდენჯერ უნდა დავხურო =)
    1 point
  18. მგონი შავ-თეთრი შემიყვარდა
    1 point
  19. იქიდან დავიწყებ რომ შესანიშნავი აპარატია! ჩემი ფავორიტია რომ არ დაგიმალო http://www.dpreview.com/reviews/canoneos550d/ <- აქ შეგიძლია ამომწურავი ახსნა მიიღო შენს კამერაზე. არ ვიცი ზუსტად რა გუისხმობ G და D ტიპებში, მაგრამ ზოგადად სახელები პირობითია. მაგალითად შენი 550D - მასე მხოლოდ ევროპაში იწოდება. ამერიკაში Rebel T2i ჰქვია, იაპონიაში კიდე Kis X4 მგონი. ქენონის DSLR-ების (ციფრული სარკისებულები) სახელები D ასოს შეიცავენ ბოლოში, რაც უბრალოდ სახელია და ვსო. ხოლო G-ზე მარტო G10/G11/G12 მახსენდება. ეგ არის კომპაქტური კამერა შედარებით დიდი ზომის სენსორით. ცნება "ზუმი" interchangeable lens კამერებში ძალიან ფარდობითი რამაა, ყველაფერი ლინზის ფოკუსურ მაძილებზეა დამოკიდებული. ამის შესახებ მიშას სტატიაშია აღწერილი ყველაფერი, აპინულია ზევით.
    1 point
  20. ეგრე როგორ უნდა გვეცნოს აბა ყველას სხვადასხვა გემოვნებააქვს, რა სიმღერებიც შენ დადე ეგ შენ მოგწონს, სხვას შეიძლება არ მოეწონოს ესე შემთხვევით შეიძლება ამ თემაშიც წააწყდე რასაც ეძებ :)
    1 point
  21. მთლად ნანომეტრებშიც არაა საქმე, ახლა 32 ნმ-ზე გამოუშვა AMD-მ ბულდოზერი ხომ? არის პროგრესი წარმადობაში? თითქმის არა. არადა 2 მილიარდი ტრანზისტორი ჩატენეს ტოპ. მოდელში :)
    1 point
  22. http://www.youtube.com/watch?v=F_tD9BuA1ic&feature=related
    1 point
  23. ტოპიკი შეგეშალა :D
    1 point
  24. Mass Effect ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო თამაშია და ასე დარჩება!
    1 point
  25. შაურმას რომ შევჭამ ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს მუცელში სარეცხი მანქანა მიდგას ტრიალებს ტრიალებს ტრიალებს ყველაფერი
    1 point
  26. ესენი ავაწყე გიტარაზე ^^ თითებიმტკივს <3
    1 point
  27. http://imageshack.us/content.php?page=uploader ეს გადმოწერე და ატვირთე რამდენიც გინდა, ყველაზე კარგია, pix.ge-ც კარგია მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც ჭირს Bulletstorm
    1 point
  28. არ მევასება fallout 3 RAGE-ის gameplay მირჩევნია მარტო მთელ fallout-ს სულ არაფერი რო არ ქონდეს და მარტო Challenge - ები რო იყოს RAGE-ში მაინც უფრო გამისწორდებოდა თამაშI ვიდრე fallout ეხა გამახსებდა კარგად fallout 3 და აი მაგრად გამიტყდა რო დახურული მაქვს :/ თან სქრინები ვანხე ჩემი ძVელი და აი ისეთ ცუდ ვიდზეა რო მეტი რო არ შეიძლება, გრაფიკას არ ვგულისხმობ თვითOნ ფერები და ა სე შემდეგ რაღაც ყავისფერი თამაშია :/ მოკლედ მეზიზღება უკვე fallout
    1 point
  29. თუ გახსოვთ ზაფხულში answer.ge ზე და ucnaur.com ზე იდო ჩვენი ფორუმის რეკლამა. (ბანერი) არი საშუალება რო კიდე დაიდოს და მაინტერესებს მოუტანა ფორუმს სარგებლობა თუ არა
    1 point
  30. სახლშიც მეყოფა გართობა და უნიში თუ მაგით ერთობით მაშინ რა გინდათ საერთოდ რომ დადიხართ, ისე ღლის ფსიხიკას გეიმინგი მაინც და მერე ლექციებზე ალბათ ბატებივით ზიხართ ხოლმე
    1 point
  31. ესეიგი 1500 ად თუ აიღებ ამ სისტემას მოგცემ http://www.google.ge/imgres?q=flatron+e2240&hl=ka&sa=X&tbm=isch&prmd=imvnsfd&tbnid=iV58GrtWQX4ObM:&imgrefurl=http://byte-eg.com/&docid=Q81JHEwDmnTdpM&imgurl=http://byte-eg.com/ModelsImg/20lg_flatron_e2240t_1.jpg&w=448&h=400&ei=C-KaTpDDKIj-4QTWx-ijDQ&zoom=1&iact=rc&dur=173&sig=117932850030199104566&page=1&tbnh=142&tbnw=153&start=0&ndsp=51&ved=1t:429,r:0,s:0&tx=64&ty=65&biw=1920&bih=936 ეს არის მონიტორი რაც შეეხება მონაცემებს Cpu:i3 450 3.07GHZ GPU:Palit GTS 450 PSU:KMX 650 W HDD:1TB DVDRW:Super multi LG MB:Asrock h55m-Le აყენია კიდევ რამოდენიმე ქულერი შიგნით შავი ლამაზი ქეისით დაბლა ნეონით + ამას გარანტია კიდევ 5 თვე ყველაფერი თავისი საბუთებით დრაივერებით დისკებით ყველაფრიანად ყუთებით 1500 GEL როგორც გადაწყვიტავ თუ გინდა აღება პმ მომწერე ან აქ დაწერე ოპერატიულები თეამების 2X2 4 GB 1333 იანები თუ ნაღდი მყიდველი ხარ ცოტას დაგიკლებ კიდე თუ გინდა ამას + საჩუქრად გაჩუქებ რულს თავისი პედლებით ჯენიუსის :)
    0 points
  32. ვაი სირცხვილო ეს რეები დამიდია რა _|_-ობებია
    -1 points
  33. მხოლოდ ტყ***ვს )))))
    -1 points
  34. კლოუდ ჩემი შემოთავაზება ცუდი ვარიანტია ?
    -1 points
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.