Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 08/14/11 in all areas

  1. ექსკლუზიურად მხოლოდ Overclockers.ge_ის წევრებისთვის!!! 15 ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროგრამის ავტომატური ინსტალატორი, რომელიც მომხმარებლისგან დამოუკიდებლად Silent რეჟიმში უზრუნველყოფს სრული პროგრამული პაკეტის 10-15 წუთში ინსტალაციას. პაკეტში შესულია 13/08/2011_მდე არსებული თხუთმეტივე პროგრამის ფინალური ვერსია: 1) Adobe_Flash_Player_10.3.183.5_For_IE 2) Adobe_Flash_Player_10.3.183.5_Non_IE 3) Adobe_Reader_10.1.0 4) Ashampoo_Burning_Studio_10.0.15 (with Activator) 5) Firefox_5.0.1 6) GomPlayer_2.1.28.5039 7) Google_Chrome_13.0.782.112 (Stable version) 8) K-Lite_760_Mega 9) Office_2007_Enterprise_SP2_EN-RU (Activated) 10) Office_2007_Georgian_Interface (Switchable) 11) Opera_11.50 12) Safari_5.1 13) Skype_5.5.0.113 14) Winrar_4.01 (Activated) 15) AVG_Free_Anti-Virus_x86_2011_1392a3812 თავსებადობა: Windows 7 Windows Vista Windows XP გადმოსაწერი ბმული: DOWNLOAD PART 1 DOWNLOAD PART 2 პროგრამის გაშვების წესი (Windows 7 და Vista): 1) პროგრამის გაშვება რეკომენდებულია ახალდაყენებულ ოპერაციულ სისტემაზე, რადგან თავი აარიდოთ მოსალოდნელ პროგრამულ კონფლიქტებს. 2) სანამ პროგრამას გაუშვებდეთ, Run_დან აუცილებლად გათიშეთ UAC (User Accound Control) და გადატვირთეთ კომპიუტერი. 3) ამოარქივებული საქაღალდიდან გაუშვით multiset player, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი პროგრამები და აირჩიეთ ბრძანება Install. ინსტალაციის პროცესში ეკრანის რეზოლუცია დროებით შეიცვლება 800x600_ზე, ხოლო ინსტალაციის დასრულებისთანავე ავტომატურად დაუბრუნდება საწყის მდგომარეობას. P.S.- პროგრამების განახლების პარალელურად დაიდება ინსტალატორის ახალი ვერსია. Powered By T.J.
    4 points
  2. კომპანია ECS -მ დაანონსა სამი ახალი დედაბარათი A55 ჩიპსეტზე. ATX ფორმ-ფაქტორის მქონე A55F-A და Micro-ATX ფორმ-ფაქტორის მქონე ორი დედაბარათი A55F-M2 და A55F-M3 მათ გააჩნიათ AMD's A-Series APUs პროცესორების მხარდაჭერა. და ასევე გააჩნიათ DDR3-1866 მეხსიერების ორი სლოტი (A55F-A ოთხი სლოტი) ერთი PCI-Express x16 SATA 3.0 Gbps პორტები Gigabit Ethernet და თითო-თითო HDMI/DVI/D-Sub. ფასები ჯერ-ჯერობით უცნობია
    2 points
  3. კომპანია Euclideon 2004 წლიდან მუშაობს პერსპექტიულ გრაფიკულ ტექნოლოგიაზე სახელად Unlimited Detail. Unlimited Detail-ის შესახებ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გახდა ცნობილი, შემდეგ ჩაჩუმდა ყველაფერი, თუმცაღა პროექტი არ დახურულა. ტექნოლოგიის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სამგანზომილებიანი ობიექტები და მთლიანი სცენა იქმნება არა ყველასთვის კარგად ნაცნობი პოლიგონების დახმარებით, არამედ, ცნობილი როგორც, "ღრუბლოვანი წერტილე- ბის" (point clouds) მეშვეობით. მაშინ, როდესაც მსხვილი კომპანიები ხარჯავენ მილიონობით დოლარებს, რათა გააუმჯობესონ პოლიგონების სიმჭი- დროვე წელიწადში 25 %-ით, Euclideon ირწმუნება, რომ Unlimited Detail-ის დახმარებით შესაძლებელია გეომეტრი- ის გაუმჯობესება ათეულ ათასობით - და ეს არ არის ზღვარი. სინამდვილეში, დეველოპერები საუბრობენ დეტალი- ზაციის უსაზღვრო ხარისხზე. ამასთან, Euclideon-ს აქვს ტექნოლოგია, რომლის დახმარებით შესაძლებელია 3D-ობიექტების კონვერტირება, ასე- ვე რეალური მოდელების სკანირება და მათი Unlimited Detail-ის ფორმატში გადაყვანა. შემდეგ ვიდეოს კომენტარს უკეთებს, Euclidieon-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბრიუს რობერტ დელი (Bruce Robert Dell). <iframe width="700" height="390" src="http://www.youtube.com/embed/00gAbgBu8R4" frameborder="0" allowfullscreen></iframe> GAMETECH
    1 point
  4. კომპანია Transcend -მა წარმოადგინა ახალი ფლეშ ბარათი რომელიც დამზადებულია COB ტექნოლოგიით მას გააჩნია USB 2.0 ინტერფეისი და მათი წაკითხვის სიჩქარე აღწევს 18MB/s ჩაწერის სიჩქარე კი 5MB/s. და აკმაყოფილებს სიცოცხლისუნარიანობის სტანდარტებს მისი გაბარიტებია 29.35 x 12.3 x 3.05mm ხელმისაწვდომი იქნება 4GB, 8GB, 16GB ზომის ფლეშ ბარათები. ფასები და წაკითხვა ჩაწერის სიჩქარეები 4GB /15 MB/s (წაკითხვა) /4 MB/s (ჩაწერა) / ფასი 9.90 ევრო 8GB /15 MB/s (წაკითხვა) /5 MB/s (ჩაწერა) / ფასი 14.90 ევრო 16GB /18 MB/s (წაკითხვა) /5 MB/s (ჩაწერა) / ფასი 24.90 ევრო
    1 point
  5. მინდა წარმოგიდგინოთ ახალი გეიმინგ კეისი კომპანია Thermaltake -სგან სახელად Spacecraft VF-I კეისი დამზადებულია SECC ფოლადისაგან და შესრულებულია შავ ფერში. იგი Mid-Tower სტანდარტისაა და გააჩნია Micro-ATX და ATX დედაბარათების მხარდაჭერა. მისი ზომები შეადგენს 462 (H)x216(W)x485(D)mm-ს და იწონის 6.1 კგ-ს წინა პანელი მოიცავს ორ ცალ USB 2.0-ს ან ერთ USB 3.0-ს და აუდიო პორტებს. ასევე გააჩნია ოთხი 5,25 განყოფილება ხუთი 3,5 განყოფილება და ერთიც 2,5. გაგრილების მხრივ შეგიძლიათ დაამონტაჟოთ შვიდი ფენი Spacecraft VF-I გააჩნია ერთი ლურჯი LED -ის მქონე 120 მმ-იანი ფენი რომელიც მუშაობს 1000RPM სიჩქარით ასევე კეისს უკან აქვს ორი ხვრელი წყლის ტუბისათვის. USB 2.0 -ით აღჭურვილი კეისის ფასი იქნება 52.15 ევრო ხოლო USB 3.0 -ის 52.63 ევრო
    1 point
  6. არა. 21 არა და 29-ში გავიდეთ მეორედ :)
    1 point
  7. გაიხარე, იქნებ ეს თემა დახუროთ? შემთხვევით მეორე გავხსენი იგივე სახელწოდებით...
    1 point
  8. აჰა დღეს გადაღებული Canon T2i @ჯამბო
    1 point
  9. ეგ კონსოლების ფიფას მოკითხე pc ზე არ არის მასეთი რამ და ეხლა პესის ბაგები არ დამადებინო გეთაყვა რა 3-4 დღე არ გეყოფა ყურება რო დაიწყო ისე თუ შეგიძლია გაიტანე ეგეთი გილი ფიფა 11 pc ში
    1 point
  10. ეს რა მარაზმია... ზე ბაგია fifa-ზე ხმა აღარ ამოიღოთ ბაჩოკით არტყამს ისეთს, რომ მთელი სტადიონი(თითქმის ) სწორი ტრაექტორიით მიდის ბურთი და იტანს გოლს ფაღარათიზმია და მეკარის მოძრაობა ხო საერთოდ და ფეხბურთელსა და ბურთს შორის რო დაშორება არ დაირღვეს ისიც მიცურავს ბურთთან ერთად EA გადაშენდი სამყაროდან :D
    1 point
  11. წინასწარი ინფორმაციით, Sandy Bridge-E LGA2011 ოჯახში შემავალი 6-ბირთვიანი Core i7-3960X Extreme Edition, Core i7-3930K და 4-იანი Core i7-3820 პროცესორები ბაზარზე გამოჩნდებიან ჩვეული 'ბოქს' გაგრილების სისტემის გარეშე. მათთვის განკუთვნილი ქულერები ცალკე იქნებიან გამოშვებულნი, თუმცა ფაქტი არ არის, რომ ენთუზიაზისტები სწორედ Intel-ის გადაწყვეტილებებს აირჩევენ და არა სხვა კომპანიების ანალოგიურ პროდუქტებს. სანტა-კლარის კორპორაციის ასეთი ნაბიჯის ერთ-ერთ მიზეზად, შეიძლება ჩაითვალოს Core i7-3000-ის მაღალი სითბოს გამოყოფის დონე. როგორც ვებ-გვერდი VR-Zone იუწყება, მიუხედავად განცხადებულ 130 ვ-იან თერმოპაკეტისა, TDP-ს რეალური მაჩვენებელი აღწევს 180 ვ-ს, მუშაობის ქარხნულ რეჟიმში. სწორედ ამიტომ წარმოიქმნება გაზრდილი მოთხოვნილებები გაგრილების საშუალებებისა (აქ კი, აუცილებელი იქნება გაბარიტული 'ტაუერები') და კვების ბლოკების მიმართ. PSU-ების მწარმოებლებს უკვე შეატყობინეს იმის შესახებ, რომ Core i7-3000-ებმა კვება უნდა მიიღონ +12 ვ ხაზიდან, რომელიც გათვლილია მინიმუმ 23A დენის ძალაზე, ხოლო მოწყობილობების მარგი ქმედების კოეფიციენტი უნდა შეადგენდეს 80%-ს და მეტს. რაც შეეხება თვითონ პროცესორებს, ამჟამად მათზე მიმდინარეობს დაყვანითი სამუშაოები - 'კოლდბაგის' გამო, რომელიც აღმოჩენილ იქნა C1 სტეპინგების ნიმუშებში. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ Sandy Bridge-E ხაზის ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი Core i7-3820, გამოჩნდება თავის თანამოძმეებზე გვიან, რადგან არ გაართულოს შიდა კონკურენცია. overclockers.ua
    1 point
  12. ATX-F12B-USB/Audio (glossy black) + ATX 500W (12cm/silent) CE PFC PSU Cooler Master Standart cooler for INTEL LGA 1155/1156 socket Core i3 2100/ 2 Core/ 4 Threads/ 3,10 Ghz/ 3MB Cache / 32 nm / DDR3-1066/1333/ Sandy Bridge/ CM8062301061600 Tray ST500DM002 500GB 16MB 7200rpm SATA II ASUS P8H61-M LX2/SI SH-222AB/BEBE DVD-RW/ 22x DVD+R/ Bare type/ SATA Rendition 4GB DDR3 1333 DIMM 240-PIN PC3-10600 GeForce GTX 550 Ti / 1024MB GDDR5 192bit/ PCI-E 2.0/ Core 900 MHz/ Memo 410MHz/ MiniHDMI + Dual DVI SAMSUNG B1930N 18,5" 1360x768 / 250cd/m2 / 50.000:1 / 5ms / 170/160 / VGA / Glossy Black კლავიატურა, მაუსი,დინამიკები!! 1190 ლ და კაი ვიდეოსაცმერე დაამატებ ჯობი მგონი...1 წელი გარანტია
    1 point
  13. კაცო აი ესეთი რამ ჩვენტანაა მარტო რა აი ყველაფერი მესმის მარა ეს უკვე მეტისმეტია აი სოციალურ ქსელ odnoylasniki.ru ზე სტატუსები გაჩნდა ადრე არ იყო ესენი მართლმადიდებლებო!!! გთხოვთ Класс-მიეცით ამ სტატუსს!!! დედაო ღვთისავ, წილხვედრი ერი, გაგვხადე ღირსად - ...გვიყვარდეს მტერიც. ...წმინდაო ჯვარო, ლოცვა და მარხვა, ცხონების წყაროდ ირწმუნოს ხალხმა. ნუგეში გვერთვის, ყოველი წამით, - ჩვენთან არს ღმერთი! ამინ... ვაიმე და დააჭირე ვიტომ რა რო დავაჭერ შე ჩემისა ლოცვა თუ გინდა სტატუსებად რას იწერ წადი ეკლესიაში ყველაფერი სოციალურ ქსელში კეთდება უკვე მალე ეკლესიაში აღარ წავლენ და რამე ფორუმს გააკეთებენ იქ ილოცებენ ეეჰ საზღვარი აღარ აქვს უკვე რეებია რ ხდება რა
    1 point
  14. Advanced Micro Devices-მა გადაწყვიტა თავის FX-სერიის პროცესორების ბოქს-ვერსიები აღჭურვოს თხევადი გაგრილების სისტემით (LCS), აჩქარების დონის გაზრდისთვის და ასევე მათ მიმართ შეხედულებების გაუმჯობესებისათვის - მაღალწარმადოვან კომპიუტერების ენთუზიაზისტების მხრიდან. კომპანია გეგმავს, რომ ასეთი ქულერით დააკომპლექტოს 8-ბირთვიანი ჩიპები, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გავრცელდება თუ არა ეს ორივე, თუ მხოლოდ ყველაზე ძვირადღირებულ მოდელზე. AMD ამჟამად ფიქრობს, რომ დაურთოს სრულიად დახურული თხევადი სისტემა, რომლის შემადგენლობაშიც შესული იქნება სპილენძის საფუძვლის მქონე CPU-ს წყლის ბლოკი, დიდი ზომის სითბოს გამფანტველი და ფენი. AMD და Intel-ს უკვე გადაწყვეტილი აქვთ თავიანთი ენთუზიაზისტ-კლასის FX და Core i7 3000-სერიის 'Sandy Bridge E' ჩიპებს თან დაურთონ დამოუკიდებელი ქულერები - უკეთეს კომპიუტერულ გარემოსა და ოვერქლოქინგის მიზნით. ასეთი გაგრილების საშუალებები უფრო საიმედოა, ვიდრე შედარებით 'ჰაი-ენდ' LCS-ები, რომლებიც შედგებიან უამრავი პლასტიკური მილაკისაგან და გაჟონვის რისკიც მათში შედარებით მაღალია, ასევე მათ გააჩნიათ უპირატესობები ტრადიციულ ჰაერის ჰითსინკებთან მიმართებით. პირველი - ასეთი ქულერები პროცესორის მთელ სითბოს მიმართავენ პირდაპირ კორპუსის გარეთ, რაც ნიშნავს უფრო დაბალ შიდა ტემპერატურას. მეორე, ეს გახლავთ მცირე ზომა, რაც თავის მხრივ, რადიკალურად აუმჯობესებს ჰაერის ცირკულაციას კეისში. ამჟამად AMD-ს მხედველობაში აქვს Antec Kühler H2O 620-ის მსგავსი თხევადი გაგრილების სისტემა. ეს პროდუქტი შედგება სპილენძის საფუძვლის მქონე, CPU წყლის ბლოკის, 151x120 მმ-იანი ჰით-ექსჩეინჯერით და 1450 - 2000 ბრ/წთ სიჩქარიან, 120 მმ ზომის ფენით. აღნიშნული ნაწარმი შეიქმნა LCS-ის კარგად ცნობილ სპეციალისტ Asetek-თან ერთად და მისი დაყენება მარტივად არის შესაძლებელი თავის 120 მმ-იან ვენტილატორთან ერთად, თითქმის ნებისმიერ თანამედროვე კომპიუტერში, სხვა რომელიმე ქულერის მსგავსად. როგორც იტყობინებიან, Antec Kühler H2O 620 20%-ით უფრო ეფექტური უნდა იყოს - სტოკ-გადაწყვეტილებასთან შედარებით. არ არის გამორიცხული, რომ AMD-მ შეუკვეთოს სხვა LCS ან მოახდინოს ამ მოდელის გადაკეთება. აშშ-ს ბაზრებზე დახურული თხევადი გაგრილების ქულერების ღირებულება დაახლოებით 60-დან 70$-ის ფარგლებშია, რაც ნიშნავს იმას, რომ სავსებით შესაძლებელია ის დაკომპლექტდეს 300, 400$-იან და უფრო ძვირადღირებულ ჩიპებთან ერთად. ასეთ მიკროპროცესორებს, როგორც წესი იძენენ ის ენთუზიასტები, რომლებიც ახდენენ მათ აჩქარებას, ასე, რომ თანდაყოლილ LCS-ებთან ერთად, ისინი ამას უფრო მარტივად და უსაფრთხოდ მოახერხებენ. უფრო მეტიც, ამით მოიმატებს ინტერესი ამ CPU-სა და ბრენდის მიმართაც. მეორეს მხრივ, გაგრილების ასეთი უჩვეულო პროდუქტის დართვით, ირიბად შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ AMD-ს სურს რაღაც ექსტრაორდინალური - ყურადღების მიზიდვისა და FX-სერიის ჩიპების კონკურენტუნარიანი უპირატესობების გაუმჯობესების მიზნით. AMD-ს სჯერა, რომ მისი ახალი პროცესორები მოახერხებენ Intel-ის ჰაი-ენდ Core i-სერიის 'Sandy Bridge' პროდუქტებთან თანასწორი მეტოქეობის გაწევას, რომელთა ღირებულებამაც შეიძლება შეადგინოს 300$ და მეტი თითოეულ ჩიპზე. მიმდინარე წლის ადრეულ პერიოდში გაირკვა, რომ AMD იძულებული გახდა, რომ გადაედო თავის დესქტოპ CPU-ების რელიზი - Zambezi/Bulldozer-ების B0 და B1 სტეპინგის არასაკმარის წარმადობის გამო, რომელთაც მუშაობა მხოლოდ დაახლოებით 2.50/3.50 გჰზ-ზე (ნომინალური/ტურბო) შეეძლოთ. ამის შედეგად, კომპანიას უნდა მოეწესრიგებინა პროცესორის დიზაინი და შეექმნა უკეთესი სიხშირის პოტენციალის მქონე ჩიპის B2 სტეპინგი, მსგავს თერმულ დიზაინის კვებასთან (TDP) ერთად, რაც სწრაფი პროცესი ნამდვილად არ გახლავთ. უნდა აღინიშნოს, რომ განახლებული AMD FX 'Zambezi' ხაზი კონკურენციას გაუწევს Intel-ის Sandy Bridge E და Ivy Bridge მიკროპროცესორებს, 2011 წლის მე-4 კვარტლის ბოლოს და 2012-ის მარტ-აპრილის თვეში შესაბამისად. Xbit Labs
    1 point
  15. რეალურად მეხსიერება მუშაობს ტექსტურებზე და ანტი-ალიასინგზე ("AA" რომ ქვია). ანუ სიტყვაზე თუ მაგარ ტექსტურებიანი თამაშია, მაშინ დიდი მეხსიერება უკეთესია. აი GTA4 მაგალითად რომ აიღო, 2GB-იანი ვიდეოა მაგისთვის ყველაზე კარგი იმხელა ტექსტურები აქვს. დანარჩენ თამაშებს დღესდღეობით 1GB-იანი ვიდეოდაფა ულტრა-ჰაი ტექსტურებზე და სრულ ანტი-ალიასინგზე (16x ძირითადად), ყველანაირად მოერევა. 512-იანი კი ჰაი-ტექსტურებზე და ასე 4x ანტი-ალიასინგზე გაართმევს თავს. მეხსიერების მოცულობაზე ბევრად მნიშვნელოვანი მონაცემებია "Texture fillrate" და "pixel fillrate". ეს არის ის სიჩქარე, რომლითაც ვიდეოდაფას შეუძლია გამოსახულება დახატოს :)
    1 point
  16. ამ ტესტში განვიხილავთ 25 FAN-ს კეისისთვის და რადიატორისთვის, 120მმ და 140მმ ზომის. ეს FAN-ებია : Akasa Silent Color 140-мм Akasa UltraQuiet Amber (AK-183-L2B) Akasa White LED (AK-FN055) Enermax Apollish (Apollo) Enermax Everest, Cluster, Magma GELID Wing 12 (FN-FW12-15) GELID Silent 12 PWM, TC (FN-P(T)X12-15) GlacialTech GT12025 SDLA1, EDLA1 и BDLA1 Nanoxia FX12, FX+12 Nexus Basic (D12SL-12) Nexus PWM (D12SL-12 PWM) Noctua NF-S12B ULN, FLX Noiseblocker NB-BlackSilent XL1, XL2, XLP Rev. 3.00 Noiseblocker NB-Multiframe S-Series MF12-S1, -S2, -S3HS, -P Scythe S-FLEX (SFF21E) Scythe Gentle Typhoon Scythe Kaze Maru SilenX iXtrema Pro IXP-74-09/11 SilenX iXtrema Pro IXP-76-14/18 SilverStone Suscool 121 Thermalright TR-FDB Thermaltake ISGC 12 (AF0018) Thermaltake TurboFan (A2491, A2492) XILENCE PWM Zaward Golf Fan (AFNS-C025L-R420) მათი მახასიათებლები შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ სურათზე განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალცალკე: ზოგ შემთხვევაში მოცემულია კონკრეტული მოდელები და ზოგში კი რამდენიმე მოდელი ერთიდაიმავე სერიიდან ამიტომ არ გაგიკვირდეთ თუ ერთი FAN-ის სურათი მარტო იქნება და რამდენიმე შედეგი. Akasa Silent Color 140-мм Akasa UltraQuiet Amber (AK-183-L2B) Akasa White LED (AK-FN055) Enermax Apollish (Apollo) Enermax Everest, Cluster, Magma everest cluster everset და cluster ჩართული magma GELID Wing 12 (FN-FW12-15) GELID Silent 12 PWM, TC (FN-P(T)X12-15) GlacialTech GT12025 SDLA1, EDLA1 и BDLA1 Nanoxia FX12, FX+12 Nexus Basic (D12SL-12) Nexus PWM (D12SL-12 PWM) Noctua NF-S12B ULN, FLX, NF-P12 Noiseblocker NB-BlackSilent XL1, XL2, XLP Rev. 3.00 Noiseblocker NB-Multiframe S-Series MF12-S1, -S2, -S3HS, -P Scythe S-FLEX (SFF21E) Scythe Gentle Typhoon Scythe Kaze Maru SilenX iXtrema Pro IXP-74-09/11 SilenX iXtrema Pro IXP-76-14/18 SilverStone Suscool 121 Thermalright TR-FDB Thermaltake ISGC 12 (AF0018) Thermaltake TurboFan (A2491, A2492) XILENCE PWM Zaward Golf Fan (AFNS-C025L-R420) ახლა კი შედარებითი ცხრილი ზემოთ ჩამოთვლილი FAN-ების მახასიათებლების: ზემოთ ტესტირებული FAN-ებიდან სამი იქნა არჩეული პროცესორის ქულერის რადიატორზე გასატესტად. ესენია Noctua NF-S12B ULN, Akasa White LED და Noiseblocker NB-Multiframe MF12-S3HS. სამივე FAN-ის ბრუნები დაყენებული იყო ისე რომ მათ მიერ წარმოწმნილი ხმაური ტოლი იყო 33 დბ-ის. ამ დროს Noctua NF-S12B ULN ბრუნავდა სიჩქარით 720ბრ/წთ, Akasa White LED 900ბრ/წთ და Noiseblocker NB-Multiframe MF12-S3HS 1080ბრ/წთ. ისინი დაყენებული იქნა Thermolab BARAM-ზე. მთლიანად კი სატესტო სისტემა ასე გამოიყურება: ASUS P6T Deluxe (Intel X58 Express, LGA 1366, BIOS 1606); Intel Core i7-920 დარაზგონებული 3.8ghz-მდე ThermoLab BARAM; Arctic Silver 5; DDR3 PC3-12800 3 x 2 GB OCZ Platinum Low-Voltage Triple Channel (1600 МГц, 7-7-7-24, 1,65 В); ZOTAC GeForce GTX 260 AMP2! Edition 896 MB, 648/1404/2108 MHz (1030 rpm); Western Digital VelociRaptor (SATA-II, 300 GB, 10 000 rpm 16 MB, NCQ); Samsung SH-S183L; Antec Twelve Hundred Thermaltake Toughpower XT 850W ტესტი ჩატარდა ორ ვარიანტში როცა რადიატორზე იყო დაყენებული 1 FAN და 2FAN. როგორც ხედავთ ერთნაირი ხმაურის პირობებში ერთი ფანის შემთხვევაში Noiseblocker NB-Multiframe MF12-S3HS FAN 18o C-ით ხოლო ორის შემთხვევაში 9o C-ით. იმედია ეს ტესტი დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში.
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.