Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 03/09/11 in all areas

  1. გუშინ, კომპანია Hightech Information System Ltd.-მ განაცხადა თავისი 6990-ის გამოსვლის შესახებ, რომელიც მუშაობს 830-სა და 5000 მჰზ-ზე - ბირთვისა და მეხსიერებისათვის შესაბამისად. პროდუქტს გააჩნია ისეთი მოწინავე ტექნოლოგიების მხარდაჭერა, როგორიცაა AMD HD3D, Eyefinity, EyeSpeed და Eye-Definition. კომპლექტში შესულია Mini Display Port-Single Link DVI გადამყვანი და HIS-ის ექსკლუზიური Mini Display Port-Display Port-იც. კიდევ რა? HIS 6990 4GB-ს გააჩნია DirectX 11-ისა და სკალირებადი გეომეტრული დამუშავება, რითაც ეს ბარათი დღესდღეობით უსწრაფესი ხდება. მძლავრი ორი ბირთვით კიდევ უფრო იზრდება ფრეიმების რაოდენობა თამაშებში, რითაც გეიმერები ნამდვილად კმაყოფილნი დარჩებიან. ინტეგრირებული HDMI 1.4a და DisplayPort 1.2-ის მეშვეობით კი, როგორც უკვე იცით, შესაძლებელია მულტი-დისპლეი კონფიგურაციის დაყენება. HD3D ტექნოლოგია სტერეოსკუპული 3D-ს სრული მხარდაჭერა, ეს არის ტექნიკა, რომლის საშუალებითაც, 2D გამოსახულება (ფილმები, თამაშები, ფოტოსურათები) ჩნდება 3-განზომილებიანი სიღრმის ილუზიით. VR-Zone
    4 points
  2. ინტელი უკვე მუშაობს 990X ის აპგრეიდ ვერსიაზე - 995X-ზე. იგი იგეგმება, რომ გამოვა 2011 წლის მეორე კვარტალში და იგი იქნება 133MHz-თი სწრაფი ვიდრე 990X. 995X ის დეფაულტ სიჩქარე იქნება 3.6GHz. ახალი 32 ნანომეტრული პროცესორი დაფუძნებულია Westmere არქიტექტურაზე, 6 ბირთვით და 12 theard-ით. იგი იმუშავებს LGA1366 სოკეტზე და განკუთვნილი იქნება x58 ის დედა დაფებისთვის. TDP და L1,L2,L3 ქეშები რჩება იგივე რაც 990X-ზე. ესეც პირველი სურათი
    4 points
  3. Be Quiet! კომპანია სახელწოდებიდანვე მოგვიწოდებს მშვიდად ვიყოთ იმ შემთხევაში თუ მისი რადიატორი ამშვენებს ჩვენს კეისს. \ Dark Rock ProC1 და Dark Rock AdvancedC1 არის რადიატორები რომელიც ამ სერიაში გამოვიდა.. როგორც სურთიდან ჩანს ზომებში განსხვავებულია.. Dark Rock Advanced C1: ეს რადიატორი heatpipe ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული 6 მილი ისეა ჩასმული რადიატორში რომ იგი მოიცავს 44 ალუმინის ფენას .. მახასიათებლები : Single tower-layout Six 6mm heatpipes 120mm "Silent WingsPWM" fan, running at 1500 rpm Maximum noise level: 18,8 dB Maximum TDP: 180 watts Dark Rock ProC1: Dark Rock Pro - არის გაგრილების მონსტრი რომელსაც აქვს 2 ცალი 120მმ-იანი ფანი 7 მილი რომელიც ოვერქლოქინგში დიდ როლს თამაშობს კარგად გაგრილების მხრივ. შედარებით პირველისაგან ეს უფრო ხმაურიანია : Double tower-layout Seven 6mm heatpipes Two 120mm "Silent WingsPWM" fans Maximum noise level: 25,9 dB Maximum TDP: 220 watts ორივე ქულერი მარტში გამოვა გაყიდვაში და Dark Rock ProC1 ფასით 59,99 ევრო; და 79,90 ევრო Dark Rock AdvancedC1.
    4 points
  4. NVIDIA CEO ხედავს MacBook Air-ს როგორც მომავლის ლეპტოპს: Nvidia CEO-ს თანადამაარსებელი Jen-Hsun Huang, რომელიც 1993 წლის შემდეგ არის Nvidia კორპორაციის პრეზიდენტი, უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი და დირექტორთა საბჭოს წევრი, აცხადებს, რომ იგი მომავალს ხედავს, როგორც Apple Inc - ის აწმყოდ. მას სჯერა, რომ რამდენიმე წელიწადში მომხმარებელს გაუჭირდება იპოვოს კომპიუტერი, რომელიც არ იქნება დღევანდელი MacBook Air-ის მსგავსი. იმ მომხმარებლების შემაშფოთებელი შეურაცხყოფის პარალელურად, რომლებიც აცხადებენ, რომ ვერ წარმოუდგენიათ გამოიყენონ ისეთი “სუსტი” ტექნიკა, როგორიც არის MacBook Air, თქვენის ნებართვით მოვიშველიებ Huang-ის მიერ გამოთქმულ საპირისპირო არგუმენტს: “ მე დარწმუნებით ველი, რომ Apple დანარჩენი MacBook-ების სპექტრს განავითარებს Air-ის მიმართულებით, რადგან ეს უკანასკნელი არის უფრო მსუბუქი, თხელი, SSD მყარი დისკით და ა.შ... განა მეტი რა უნდა გააკეთოს ამაზე უკეთესი? უფრო სქელი, მძიმე და იგივე მყარი დისკით რაც 2008 წელს გვქონდა? რასაკვირველია Apple განაგრძობს არჩეული მიზნისაკენ წინსვლას. CNET-ს სტატიაში საუბარია იმაზე, რომ Huang-ის ხედვა დამყარებულია ARM ჩიპებზე, რომელთაც მომხმარებელს Nvidia აწვდის, და სჯერა, რომ ისინი იხილავენ ARM-ზე გაშვებულ Windows-ს 2014 წლისათვის, თუმცაღა, იმის გათვალისწინებით, რომ Apple ავითარებდა Mac OS X-ს ინტელი პროცესორებისათვის წლებით ადრე ვიდრე საზოგადოება გადაერთვებოდა ინტელის მოხმარებაზე, არ იქნება გასაკვირი თუკი 2014-ში შევიტყობთ, რომ Apple ასევე ავითარებდა Mac OS X-ს ARM-ისათვის. მომავლის პოგნზირება ადვილი და იაფია, ამის გაკეთების შესაძლებლობა ყველას აქვს, და მიუხედავად იმისა, შეცდები თუ არა, ნაკლებ სავარაუდოა, ვინმემ მოახდინოს აპელირება ამის თაობაზე. იმის თქმა, რომ ლეპტოპები გახდება უფრო მსუბუქი, თხელი და პატარა ისეთივე სარისკოა, როგორც თქმა იმისა, რომ გრავიტაცია განაგრძობს დედამიწის ზედაპირზე მდებარე ობიექტებზე ზემოქმედებას. ერთადერთი კომპანია, რომელიც ავითარებს მომავლის ტექნოლოგიებს არის Apple. რასაკვირველია ჩნდება ისეთი კითხვები, როგორიცაა: “იქნება თუ არა მომავალში MacBook Pro-ს ხაზში SuperDrive - გარე ოპტიკური წამკითხველი”, “ ახალი სერია იქნება სტანდარტული HDD (Hard Disk Drive) , თუ SSD (Solid State Drive) მეხსიერებით” და ა.შ. თუმცა Windows-ისგან განსხვავებით ARM-თან მიმართებაში, Apple-ს წინსვლას და განვითარებას სჭირდება თვეები და არა წლები. თუკი ის გაინტერესებთ, რამდენად თვლის თავად Apple Inc. რომ MacBook Air არის მომავალი, შეგიძლიათ მათ ვებ გვერდზე განთავსებულ წარწერას დააკვირდეთ: “Next Generation of MacBooks” (MacBook-ების შემდეგი თაობა), ან უბრალოდ კითხოთ ნებისმიერს, ვისაც გამოუყენებია იგი. ვინმე Peter Cohen-მა Air-ით სარგებლობიდან რამდენიმე დღის შემდეგ განაცხადა, რომ სხვა MacBook-ები თავიანთი ხისტი მყარი დისკებით მასთან შედარებით რეტროდ ეჩვენებოდა. არ გამიკვირდება, თუკი Apple გამოაცხადებს, რომ SuperDrive (გარე ოპტიკური წამკითხველი) რომელიც აქამდე ლიმიტირებული იყო მხოლოდ Mac mini-სა და MacBook Air-ის მომხმარებელთათვის, ახლა ხელმისაწვდომი იქნება ყველა Mac-ისათვის, რადგან MacBook Pro-ები აღარ გამოვა ინტეგრირებული ოპტიკური წამკითხველით. ეს მახსენებს იმ დროს, როდესაც Apple-მ “მოკლა” Floppy დისკი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა იგი აქტიური გამოყენების საგანს წარმოადგენდა და ზოგიერთი იმასაც კი ირწმუნებოდა, რომ მის გარეშე უბრალოდ ცხოვრებას ვერ შეძლებდა. რისი თქმაც მინდოდა ის არის, რომ ლეპტოპების დიზაინი კი არ იცვლება, უკვე შეცვლილია. Mac-ის მომხმარებლები ცხოვრობენ PC მომხმარებლების მომავალში, და როდესაც ეს უკანასკნელნი მათ დაეწევიან, Apple კვლავ იპოვის სხვა გზას, რომ გადაადგილდეს წინ...! PS: ანტი მაკისტები ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ :D
    3 points
  5. მოგესალმებით ყველას ! დადგა ნანატრი დღეს როდესაც მე წარმოგიდგენთ კომპანია AMD ს მიერ გამოშვებულ უახლეს მსოფლიოში უსწრაფეს და უძლიერეს 2 ბირთვიან ახალ ვიდეო ბარათ AMD Radeon HD 6990 ის რევიუს სადაც ყველაფერი დატალურად იქნება განხილული.მას შემდეგ რაც კომპანია Nvidia მ გამოუშვა მსოფლიოში უსარაფესი GTX 580 ერთ ბირთვიანი ვიდეო ბარათი იმ დღიდან მოყოლებული მათი კონკურენტი AMD ცდილობს უფრო უკეთესი პროდუქტის შექმნას,მათი მცდელობა ახალი Radeon HD 6950 და HD 6970 სერიის ვიდოე ბარათების გამოშვებით დაიწყო რომლებიც შეიძლეაბ ითქვას რომ საგრძნობლად ჩამორჩებვა კჯონკურენტ GTX 580 ს. სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე AMD მ მიიღო გადაწყვეტილება შეექმნა მსოფლიოში უძლიერესი და უსწრაფესი ახალი 2 ბირთვიანი ვიდეო ბარათი Radeon HD 6990 და აი ისიც გამოჩნდა ჯერ არნახული შესაძლებლობებით რომელიც მის უდაო ლიდერობაზე მიუთითებს.ახლა კი მინდა ზუსტად გაგაცნოთ ამ ახალი "მონსტრის" შესაძლებლობები...... დღევანდელ რევიუში განხილული იქნება კომპანია Asus ის Radeon HD 6990 სერიის 2 ბირთვიანი ვიდეო რომელიც ანალოგიურია უშუალოდ AMD ს მიერ გამოშვებული პროდუქტისა. ეს ბარათი დაფუძნებულია 2x Cayman არქიტექტურაზე (2X იმის გამო რომ იგი 2 ბირთვიანია) ,იგი გახლავთ AMD-ს Northern Islands "ოჯახის" წარმომადგენელი ,2 ბირთვიდან თითოეულს აქვს 1536 Stream პროცესორი,256 bit ინტერფეისი მოქნე 2GB GDDR5 მეხსიერება და 2640M ტრანზისტორი თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ 1 ბირთვს ახლა კი ეს გავამრავლოდ 2 ზე რის შედაგადაც მივიღებთ მსოფლიოს უძლიერეს 2 ბირთვიან ვიდეო ბარათს რომელსაც ჯამში აქვს:2x 1536 Stream პროცესორი,2x 256 bit ინტერფეისის მქონე მთლიანობაში 4096 MB ანუ 4GB GDDR5 მეხსიერება ამის გარდა თითოეული ბირთვის პროცესორის სიხშირეა 830 MHz,მეხსიერების 1250 MHz ხოლო 5000 MHz effective მეხსიერების.იგი ამ მონაცემებით ჯერ ჯერობით პირველობას არავის უთმობს და საგრძნობლად სჯობს დღემდე არსებულ ყველა 1 და 2 ბირთვიან ვიდეო ბარათებს. ეს ამ ვიდეო ბარათის არქიტექტურა და სტრუქტურა: ახლა კი დროა ვიზუალურად განვიხილოთ იგი.... ASUS Radeon HD 6990 4 GB : მისი სიგრძე საკმაოდ დიდია,მის მარცხენა კუთხეში დატანილია Asus ის ლოგო შეიძლება ითქვას ფორმალურადაც რადგან როგორც უკვე გითხარით ეს უშუალოდ AMD ს მიერ წარმოაბული ვიდეო ბარათია განსხვავებულია მხოლოდ სწორედ Asus ის ლოგო. მას აქვს ერთი ცალი Dual-Link DVI ,4 ცალი Mini-Display ,HDMI 1.4a პორტები ,ეს უკანასკნელი თავსებადია TrueHD, DTS-HD, AC-3, DTS და up to 7.1 არხიან 192 kHz / 24-bit აუდიო არხებთან.მას რა თქმა უნდა ასევე აქვს Blu-ray 3D ტექნოლგიის მხარდაჭერაც,მისი მიერთება შესაძლებელია ერთდროულად რამოდენიმე მონიტორზე DisplayPort 1.2 ის მეშვეობით. ეს კი ამ ვიდეო ბარათის PCB ს წინა და უკანა მხარე. ახლა კი მოდით უფრო ახლოდან ვნახოთ HD 6990. მისი 830 MHz სიხშირის მქონე თითოეული პროცესორის ძაბვაა 1.12 V ,მას აქვს 2 ცალი 8-pin PCI-Express ენერგიის მაკავშირებელი, PCI-Express x16 სლოტი,ჩვეულებრივ რეჟიმში იგი მოიხმარს 375 W ენერგიას ხოლო Overclocking ის შემთხვევაში 450 W ს,მის გაგრილების სისტემას უზრუნველყოფს მხოლოდ 1 ცალი Fan რომელიც დაკავშირებულია PCI-Express bridge ჩიპთან და ძაბვის რეგულატორთან.მას აქვს BIOS ის სპეციალური კონფოგურაცია რითაც მისი პროცესორის სიხშირე იზრდება 830 დან 880 MHz მდე. მისი ზედა და ქვედა მისაფარებლები დამზადებულია მეტალისგან. GDDR5 მეხსიერების ჩიპები დამზადებულია Hynix ისგან,ეს ვიდეო ბარათი იყენებს 2 ცალ Volterra's VT1556 ძაბვის კონტროლერს,PCI-Express bridge ჩიპი რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ GPU ებთან მათ უკავშირდება PCI-Express 2.0 ის მეშვეობით.AMD ს ეს ახალი Cayman არქიტექტურაზე შექმნილი პროცესორები დამზადებულია 40 nm ტექნოლოგიით და იყენებს 2.64 მილიარდ ტრანზისტორს. მგონი ყველაფერი გასაგებია ახლა კი დროა ვნახოთ ტესტებიც. ტესტებში აღებულია 2 Radeon HD 6990 ,ერთი ჩვეულებრივი მონაცემებით ხოლო მეორე იმ BIOS ის კონფიგურაციით რა დროსაც ამ ვიდეო ბარათის პროცესორის სიხშირე 830 დან 880 MHz მდე იზრდება. ანუ ტესტებში აღებულია: "ASUS Radeon HD 6990 4096M" is the card with the overclocking switch set to the stock configuration (830/1250). "ASUS Radeon HD 6990 OC 4096M" is the same card with the overclocking switch set to the "OC" configuration (880/1250). სატესტო სისტემა: პირველი ტსეტი:Aliens vs. Predator Battlefield: Bad Company 2 Call of Duty 4 Civilization 5 Crysis Tom Clancy's HAWX Metro 2033 World of Warcraft: Cataclysm 3DMark 11 Unigine Heaven 2.0 ენერგიის მოხმარება: FAN ის ხმაურიანობა: Performance Summary Performance per Watt Performance per Dollar Overclocking ის შედეგები: Clock Profiles Fastest graphics card Significant performance increase over previous generation Likes synthetic benchmarks Low idle power draw Dual BIOS feature to activate higher clocks and voltage Supports up to 5 displays on its own, 6 using DP multi-stream Support for voltage control via I2C Support for DirectX 11 Expensive High load and Blu-ray power draw Very noisy Optimum performance depends on CrossFire profile support AMD PowerTune and ULPS complicate advanced overclocking Long card, might be difficult to fit in some PC cases DirectX 11 relevance limited at this time No support for CUDA/PhysX ღირებულება. AMD Radeon HD 6990 700 დოლარი ღირს. საბოლოო შეფასება 9.1 ესეც ვიდეოები: XFX AMD Radeon HD 6990 4GB Video Card Unboxing & First Look AMD RADEON HD 6990 4GB Video Card (Sapphire) AMD RADEON HD 6990 vs 5970 ამით AMD-ს 2 ბირთვიანი Radeon HD 6990 ის რევიუ ამოწურულია ! ვფიქრობ ყველაფერი გასაგებია . დღეს დღეობით ეს ვიდეო ბარათი მსოფლიოში პირველია ,თუმცა სულ მალე ჩვენ ველით AMD ს კონკურენტი ფირმისგან Nvidia სგან ახალ 2 ბირთვიან GTX 590 ს რომელმაც შესაძლოა პიველობა მოიპოვოს...... სპეციალურად თქვენტვის სტატიაზე მუშაობდა თქვენი ბარსა ,მადლობთ ყურადღებისთვის. ;)
    3 points
  6. Zalman-მა სამყაროს მოუვლინა ახალი CNPS11X Extreme CPU ქულერი შავი რადიატორი რომელიც გაფორმებულია ლურჯი ფანით შესაძლებელია ZM-STG2-ის შემცველი boost რეჟიმში შეგვიძლია ავაჩქაროთ და მივიღოთ მაქსიმალური ეფექტურობა. მახასიათებლები : Powerful Cooling performance (Qmax : 350W) V-Shaped Dual Heatsink Design for Optimal Airflow Composite Heatpipe (Heat Transfer Capacity Rate Enhanced by 1.5times compared to ordinary Heatpipes) High Performance Super Thermal Grease ZM-STG2 Compatible with Various Intel & AMD Sockets. Ultra Quiet 120mm Blue LED PWM Fan Elegant, Black-Pearl Nickel Plating და ბოლოს :
    3 points
  7. samsungi იუწყება რომ მათ პირველებმა შექმნეს 1 TB მოცულობის მქონე hdd,რომელიც ეტევა 3.5 inches ფირფიტაზე,მათ გეგმაში აქვტ აგრეთვე გამოუშვან 2TB იანი hdd,რომელიც სჰედგება ორი ფირფიტისაგან (platters),ახალ სერიაში გეგმავენ გამოუშვან 3 და 4 TBიანი HDD ები (3 TB (4x 750 GB),ხოლო notebook-ებისტვის კი 1 TB 2.5-inch HDDs რომლებიც თავის მხრივ შედგებიან ორი 500gb-იანი ფირფიტებისაგან არ არის ზუსტი ინფორმაცია თუ როდის გამოვა samsungis 3 და 4 tb იანი hdd ები,მაგრამ სავარაუდოდ წლის ბოლოსკენ გადაიდება მატი გამოსვლა,ხო რაც შეეხება notebook-ის hdd-is მას აპრილის ბოლოსკენ ელოდებიან
    2 points
  8. ყველას მოგესალმებით, თუ არ ვცდები ასეთი თემა არ უნდა იყოს, მოკლედ დავწერ ამ პროგრამის შესახებ, ალბათ ყველას გსმენიათ ჰამაჩი (ვისაც არ სმენია ჰამაჩი ქმნის ეგრედწოდებულ ვირტუალურ ქსელს (LAN)-ს (თუ ვცდები შემისწორეთ გთხოვთ) ეს პროგრამაც გავს ჰამაჩის, უბრალოდ განსხვავებული ინტერსახე აქვს, უფრო სწრაფია და უფრო მოსახერხებელი, ამ პროგრამის საშუალებით თქვენ შეძლებთ ითამაშოთ თქვენი საყვარელი თამაში მეგობრებთან ან სხვა თქვენთვის უცნობ პირებთან ერთად. მოკლედ ბევრი რო აღარ ვილაპარაკო, პროგრამის გადმოწერა შეგიძლიათ http://tunngle.net/#downloads აქედან, მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ შემდეგ ვერსიაში იქნება ქართული ენა, და ასევე შექმნილია ფორუმი ქართველებისთვის, შეგიძლიათ ნახოთ http://www.tunngle.net/community/forum/1201-georgian/ აქ რაიმე კითხვის ან პრობლემის შემთხვევაში, ან უბრალო სასაუბროდ დაპოსტეტ ან იმ ფორუმზე, ან აქ :)
    2 points
  9. R6990-ს, ერთ PCB-ზე გააჩნია ორი (downclocked) AMD Radeon HD 6970 GPU, რითაც ის მსოფლიოში უსწრაფესი ბარათი ხდება. 4 გბ GDDR5 მეხსიერებით, მაღალ რეზოლუციაზე თამაშის პროცესი სუფთად მიმდინარეობს და ასევე იზრდება გამოსახულების დამუშავების ეფექტურობა მრავალ დისპლეიზე. ბაზური სამუშაო სიხშირე შეადგენს 830 მჰზ-სა და 1250 მჰზ-ს - ბირთვებისა და მეხსიერებისათვის შესაბამისად. BIOS გადასართველიდან, წარმადობის გაზრდის მიზნით, შესაძლებელია პირველი მათგანის მაჩვენებლის გაზრდა 880 მჰზ-მდე. R6990-4PD4GD5-ს აქვს AMD-ს ექსკლუზიური Eyefinity multi-display ტექნოლოგია, რომელიც თავის მხრივ, ითვალისწინებს ოთხ mini DisplayPort 1.2 გასასვლელსა და ერთ DVI პორტს - ერთი ბარათის მეშვეობით, მაქსიმუმ ხუთი დისპლეის ჩართვის მიზნით. გარდა ამისა, საუკეთესო აუდიო-ვიზუალური ატმოსფეროს შესაქმნელად, DisplayPort 1.2-ს გააჩნია Dolby TrueHD-სა და DTS-HD-ისა და სტერეოსკუპული 3D-ს მხარდაჭერა. თქმა არ უნდა, რომ არსენალში ასევე შედის DirectX 11 და OpenGL 4.1. MSI Afterburner-ი გახლავთ ყველაზე სრული უტილიტა, გრაფიკული ბარათის მონიტორინგისა და ოვერქლოქინგისათვის. უახლეს 2.1.0 ვერსიას გააჩნია VGPU, VMEM და VDDCI მახასიათებლების შეცვლის ფუნქცია, ფენ-სიჩქარეთა გაუმჯობესებული კონტროლი და გვთავაზობს ხუთ, ცვლად პროფაილს. აგრეთვე მასში წარმოდგენილია ახალი, Predator in-game video capture-იც, რომლის საშუალებითაც, შეგვიძლია თამაშის საუკეთესო მომენტების დაფიქსირება. Kombustor 2.0 კი უზრუნველყოფს ტესტირების სტაბილურ დონეს, ხოლო ახალიKMark რეჟიმი ახდენს ბარათის წარმადობის გამოთვლას, რამდენიმე დისპლეი-ეფექტის გამოყენებით. VR-Zone
    2 points
  10. მოგესალმებით დღეს დამჭირდა გამეკეთებინა და ამიტომაც,გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა ბევრ ჩვენგანს,შეიძლება სულაც არ დასჭირდეს,თუმცა სამომავლოდ რა იცის კაცმა რა ხდება? ! ანუ ვხსნით,თუ როგორ უნდა გავუშვათ 2 ცალი PSU 1 სისტემაზე. არაფერი შამანური არაა ერთი კვების ბლოკი ჩვეულებრივ შეაერთეთ ისე,როგორც აერთებთ ხოლმე ,რაც შეეხება მეორე დამატებით PSU-ს ვაერთებთ დენში ჩვეულებრივ და ვიღებთ მის ATX-ში შესაერთებელ პინებს (გლეხურად რომ ვთქვათ,ყველაზე დიდი დასაერთებელი მაზერზე ) და ვშვრებით რას ? ! რას და მოვძებნოთ მწვანე კაბელი (რომელიც ჩემთან ორივე კვებაზე მეოთხეა ) და მასში ვათავსებთ დენის გადამტან კაბელს (ორთავიანი უნდა იყოს და რა თქმა უნდა კაბელის ბოლოები უნდა იყოს მხოლოდ შიშველი,რომ დენმა არ გვდღლიზოს და შემდეგ ვძებნით 2 ცალ გასწვრივ მდებარე შავ კაბელებს და მეორე თავს ერთ-ერთ შავში ვდებთ .და იქოქება კვების ბლოკი,ისე ,რომ ATX-ში შეერთებული არაა,თუმცა ჩვეულებრივ შეგვიძლია ვინჩესტერი,ან ვიდეო დაფა,ან რამე შევაერთოთ მასზე. კეთდება ზუსტად ასე ,როგორც სურათზეა ,უფრო გასაგები რომ იყოს : მიხვთით? და შედეგიც სახარბიელოა,მუშაობს 2 კვება . გმადლობთ ყურადღებისთვის,იმედია დაგეხმარებათ როდესმე რამეში. ბექა ათანელიშვილი
    1 point
  11. ორი წლის შემდეგ, 2011 წელს გამოშვებული Mortal Kombat PC-ზე დაანონსდა. თამაშის პორტირებას ეწევა კომპანია High Voltage Software. Mortal Kombat: Komplete Edition Steam-ში 3 ივლისს გამოვა. ხოლო მაღაზიებში 6 აგვისტოს.
    1 point
  12. კომპანია Razer-მა წარმოადგინა გეიმინგ-მაუს DeathAdder-ის განახლებული ვერსია, რომელიც თავის დროზე იყო პირველი ასეთი პროდუქტი, რომელსაც ჰქონდა მესამე თაობის ოპტიკური სენსორი და უკვე მეხუთე წელია, რაც ერთგულად და საიმედოდ ემსახურება კომპიუტერული თამაშების ბევრ მოყვარულს. მწარმოებლის ვარაუდით, ამგვარი წარმატება მიღწეულ იქნა მანიპულატორის ერგონომიული ფორმის იღბლიანად შერჩევით. იუბილეს აღსანიშნავად, კომპანიამ როგორ უკვე მოგახსენეთ, გამოუშვა ამ პროდუქტის ახალი მოდიფიკაცია DeathAdder Black Edition-ი. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, თაგუნა მთლიანად შავ ფერშია შესრულებული, ხოლო ოპტ.სენსორი Razer Precision 3.5G ხასიათდება 3500 dpi-ით, 1000 გჰზ-ითა და რეაქციის მზომის მინიმალური დროით 1 მწ-ით. გარდა ამისა, ახალ მოდელს გააჩნია გაჭრილი გვერდითა მხარეები, რომელიც უზრუნველყოფს მის უფრო მოსახერხებელ დაჭერას. ასევე ის აღჭურვილია Hyperesponse-ით, ტეფლონის უხმაურო Ultraslick სადებებით. მგრძნობელობის დარეგულირება შესაძლებელია სათამაშო პროცესის შეუწყვეტლად. კაბელის სიგრძე 2 მეტრია და აქვს USB პორტი. DeathAdder Black Edition ხელმისაწვდომი გახდება ამ თვეში და მისი ღირებულება 60$ იქნება. IXBT
    1 point
  13. მერე ეგ პრობლემა არაა, FSB შეგიძლია დაარაზგონო ( ანუ ავტომატურად ე.ი. პროცესორის სიხშირეც ) და ოპერები შეგიძლია დატოვო იგივე და საერთოდ თუ გინდა უფრო ნაკლებ სიხშირეზე დააყენო( ანუ დაუნქლოკინგი გაუკეთო) მაგრამ პირიქით რომ გინდოდეს, ოპერების სიხშირის გაზრდა და პროცესორის არა, მაშინ არაფერი გამოგივიდოდა, ოპერების სიხშირის გაზრდისთვის იძულებული იქნებოდი პროცესორი დაგერაზგონებია) ისე მაზერის რამდენად ბრალია ვერ გეტყვი და საერთოდ ავტომატურზე თუ აქვს ზოგიერთი ფუქცია დატოვებული ბიოსში დაყენებული, ნაგავ მონაცემებს აყენებს: mec E7400 მაქვს და დედიკო P5Q3 ( მემგონი 775 სოკეტზე ყველაზე უკეთესი თუ არა სერიოზული მაზერია). და მაგ: FSB 334 -ზე X 10,5 მამრავლი ანუ CPU 3506 GZH და ოპერატიული 1336 MHZ სიხშირეზე ხელით 6-6-6-17 ტაიმინგი მაქვს დაყენებული და მუშაობს იდეალურად ( ყოველ შემთხვევაში OCCT -ს 1 საათიანი ტესტი უპრობლემოდ გაიარა) და ავტოზე 9-9-9-25 ტაიმინგი აყენებს იგივე სიხშირეზე. ძაბვას კიდე 3,5 -ზე 1,352 V მიჩვენებს. ( 3,9 მდე ( FSB 373 X 10,5 მარავლამდე) 1,375 V მიჩვენებს მაგრამ არასტაბილურია და ხან შტერდება და ხაბ ბლუსქრინებს აგდებს) და აი 381 FSB X 10,5 მარავლი ანუ 4,0 GZH -ზე ბიოსში კი შედის მაგრამ,აი ვინდოზავრი ჩატვირთვას რომ დაამთავრებს შავ ფონზე მაუსის ისარი ჩანს და ჩერდება. ახლა რა ხდება, თუ მამრავლს დავაგდებ, და ძაბვას ხელით დავაყენებ 1,450 V -ზე ვიცი რომ 4,0 კი არა 4,4 -იც შეიძლება დავადებინო, ჯერ ერთი მაგრამ ძაბვის გაზრდა ხელოვნურად და ჩალიჩი არ მინდა და არც დენის დაზგვის ( C1E ) ფუნქცია არ მინდა გამოვრთო. (დენის დაზოგვის ფუნქციის ანუ მამრავლის E7400 -ის შემთხვევაში( 6 დან 10,5 მდე თამაშის) გამო იძულებული ვარ მამრავლი 10,5 ჩავთვალო ყოველთვის, თუ არა მაშინ როგორორც ზევით დავწერე, 3,5 -ზე არ გავჩერდებოდი და 4,0 მეტი თუ არა, ყველა შემთხვევაში დავდებდი.
    1 point
  14. გაფუჭებაზე არაა უბრალოდ დეფრაგმენტაციას რომ გაუკეთებ ესე ვთქვათ არეულ დარეული ფაილები მწყობრში დგებიან და ვინჩესტერიც უფრო მალე აგნებს მათ შესაბამისად უფრო სწრაფდება სისტემა... დეტალურად მაგის ახსნა მაგარი ტვინის ბურღვაა (ვინჩესტერის აგებულებაცაა მაგ შემთხვევაში ასახსნელი) და ჯობია რამე სტატია იპოვო... პ.ს. ძალიან ხშირი დეფრაგმენტაცია მავნებელია ვინჩესტერისთვის მაქსიმუმ კვირაში ერთხელ არის რეკომენდირებული (უკეთესია 1-2-3 თვეში ერთხელ რომ გააკეთო) ზოგი გაგიჟებული რომაა და ყოველდღე ან დღეში რამდენჯერმე რომ აკეთებენ ვინჩესტერი მალე მოუკვდებათ... ისე SSD ფრაგმენტაციას არ განიცდის და დეფრაგმენტაცია არ სჭირდება (ეს პირიქით ავნებს მას ფიზიკურად)... პ.პ.ს. ვიდეო განწყობისთვის http://www.youtube.com/watch?v=N2oTrDkjpH4
    1 point
  15. მონიტორ/ტელევიზორი არ იყიდო!
    1 point
  16. ვერ ვხედავ ამ პროცესორის გამოშვების აზრს რასაც ეს გააკეთებს იგივეს გააკეთებს 980იც
    1 point
  17. დარწმუნებული არ უარესში :D
    1 point
  18. 99% Multi GPU კარტას ერთი მხარე იმიტომ უშვებს, რომ მეორე მხარის ერთბირთვიანს აჯობოს ხოლმე(როცა single-ში ვერ უწევს კონკურენციას) ამაში ალბათ დამეთანხმები მერე ის მეორეც ვისზე რითი ვარ ნაკლებიო და ასე გამოდის უაზრო გამათბობლები
    1 point
  19. ცენზურა დღეიდან უფრო მკაცრად გაკონტროლდება ფორუმზე, $#^#(|ადოთ ნაკლებას ვიბილწსიტყვაოთ #$%^&-ების გამოყენებისგანაც თავი შეიკავეთ ნუ ალბათ ხვდებით, რომ ცენზურის გამკაცრება დაკავშირებულია ჩვენს ფორუმზე სუსტი სქესის წარმომადგენლების ბოლოდროინდელი აქტიურობის გამო აბა ვანახოთ გოგოებს როგორი ზრდილობიანი ბიჭები ვართ რა გინდოდათ, რას გვერჩოდით, ხომ გვქონდა ჩისტამუჟსკოი ფორუმი.... http://images.whatport80.com/images/thumb/c/cf/Trollface.jpg/400px-Trollface.jpg
    0 points
  20. 1. დიდი. 2. მოუხერხებელი. 3. ორჩიპიანი. 4. დენის მხაპავი. 5. Nvidia-მ რომ ორჩიპიანი გამოუშვას ამას შუაზე გადალეწავს. "ბრავო" AMD
    -1 points
  21. მე მიშას ვეთანხმები, ორბირთვიანი კარტები საერთოდ უნდა ამოიღონ წარმოებიდან
    -1 points
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.