Jump to content

This stream auto-updates

  1. Past hour
  2. ლოლ 26200.5702 დევ ბილდი გამოვიდა და ვიწერ უკვე, ოდნავ მოგვიანებით დაიდება ჩეინჯლოგი ალბათ, დიდი ალბათობით 26120 ბეტა ბილდიც გამოვიდოდა, დავწერ 26100.1742 პაკეტის წაშლის შემდეგ დაყენდება თუ არა ეგ ახალი აპდეიტი, შეიძლება კრაინი ვარიანტში ისევ პირდაპირი აპგრეიდი დაჭირდეს Announcing Windows 11 Insider Preview Build 26120.4733 (Beta Channel) https://blogs.windows.com/windows-insider/2025/07/14/announcing-windows-11-insider-preview-build-26120-4733-beta-channel/ Announcing Windows 11 Insider Preview Build 26200.5702 (Dev Channel) https://blogs.windows.com/windows-insider/2025/07/14/announcing-windows-11-insider-preview-build-26200-5702-dev-channel/ თუ დაყენდა დავტესტავ თუ დარჩა explorer ბაგი სწორათ რომ ვერ იმახსოვრებდა ფოლდერის ნასტროიკებს, რავი თითქოს დაყენდასავით, რესტარტს მთხოვს და არ ამოუგია ერორი, ვხედავ მინიმუმ ფაერვოლის ერორს რომ აგდებდა ევენტ ვივერში ეგ ბაგი გაუსწორებიათ: Fixed an issue which was resulting in some people unexpectedly seeing error 2042 in Event View, citing a problem with Windows Firewall config not being read correctly.
  3. Today
  4. ისე მე რასაც ვუყურებ ბიტკოინის 75000$ დაცემის შემდეგ ალტკოინების დიდი ნაწილი სულს ღაფავენ, ან მანდ ბანალურათ ფორმალური კრიპტოზამთარი მიდის ეხლა და ეგ ჯერ არაფერზე მეტყველებს, ან ბანალურათ მარტო რამდენიმე კოინზე აქვს ამ მომენტისთვის კარგი სკალირება და დანარჩენი დიდი ვერაფერი, არა მარტო მემე კოინებზეა ეგრე, ის კოინები თავს რომ იგიჟებდენ ნოემბერ-დეკემბერში ეხლა მაგარი ინერტულები არიან, ეთერეუმსაც ეხება ეგ და უფრო დაჟე ალბათ სხვა კოინებს, მათ შორის ოცეულიდან, ბიტკოინის 75000$-ან 123000$-მდე გაზრდამ მარტო კოინების ნაწილი გამოაცოცხლა, დანარჩენები გაიზარდა, მაგრამ ძალზე ჩაფუშული პოზიციებიდან წავიდა ბევრი ზევით და გაცილებით ცუდი სკალირებით თან, შეიძლება ბევრი გაცილებით მაღალ ბიტკოინის კურს ელოდება და მარტო მერე დაგაზავს, ან ისევ ნოემბერ-დეკემბერს უცდიან ინვესტორები, ზოგადათ ვიდეოკარტების მაინინგის დასრულებამ და ჩაფუშვამ კოინების აგრესიულ დაპამპვებზე მემგონი სერიოზული გავლენა იქონია და ეგრე გრძელდება ფაქტიურათ გარკვეული გამონაკლისების გარდა 2022 წლის სექტემბრიდან მოყოლებული რის შემდეგაც გაუქმდა ეთერეუმით მაინინგი, ანუ 8000-10000$ დაპამპვა ეთერეუმს შეეძლო აქამდეც, მაგრა მარტო იმ შემთხვევაში ალბათ თუ დარჩებოდა მაგ კოინზე მაინინგი, ისე კი გაქრა ინტერესი როგორც ჩანს მაგ კოინზე
  5. ისე ამ კვირაში ორი დორამის პრემიერა იწყება კიდე კორეაში, ნუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოლოდინები რასაც აქვს ამ წლის კორეული დორამებიდან JTBC The Nice Guy რომელზეც თითქმის 13000 ვოჩერამდე გროვდება უკვე და რამდენიმე დღეში იწყება დისნეი+ ეგ 14 ეპიზოდიანი დორამა და უფრო სკრომნი დისნეი+ სათავგადასავლო დორამა 1970 წლების ბოლოს რომ ვნითარდება მოვლენები და ოკეანეში ჩაძირულ განძს რომ ეძებს ერთი შაიკა Low Life ვგულისხმობ საკმაოთ სკრომნი 3000 ვოჩერამდე რასაც აქვს მარტო მაიდრამაზე და ეგეც 2 დღეში იწყება უკვე ზეგისთვის, მანდ 3 ეპიზოდი გამოდის თითქოს ამ კვირაში, თუმცა ეგ 11 ეპიზოდიანი დორამა ყოფილა, ისე ოქტომბრამდე ვუყურებ და ეგეთი 3000-5000 ვოჩერიანი დორამები საკმარისზე ბევრი გამოდის კორეაში, მინიმუმ 10-მდე მოგროვდება, არა მგონია ეხლა ყველა ჩაფლავდეს, უეჭველი რაღაცა გაამართლებს მაგ დორამებიდან მოლოდინებს, შეიძლება მთლათ მაღალი შეფასებებიც აიღოს, რახან რაღაცა ყოველთვის ვარგა ხოლმე როგორც წესი, მაგალითისთვის ეხლა რომ ფანტაზიური დორამის პრემიერა მიდის Head over Heels ეგ აშკარათ არ ჩანდა რომ ძალზე მაღალ რეიტინგს აიღებდა, თუმცა 8.5 ბალზეა მაიდრამაზე შეფასება, IMDB-ზეც ჯერ 8.6 ბალამდე ინარჩუნებს,მაგრამ მანდ რატომღაც მგონია მაიდრამაზე ნაკლებზე დარჩება მაგის შეფასება პრემიერის დასრულების შემდეგ, როგორც წესი თითქმის ყველა დორამებზე ეგრეა, უბრალოთ არც მაიდრამაზე იღებს სუყველა დაჟე 8.2-8.4 ბალის ფარგლებშიც კი, ეგ კი ჯერ-ჯერობით კარგათ მიდის აშკარათ და ბევრს მოეწონა დაჟე good boy-ზე მეტათაც კი, ეგ good boy მემგონი ბოლომდე არ ჩაფლავებულა, ლოლ მინიმუმ კინოპოისკზე კი ქონია ჯერ 2700 ვოუტით 8.6 ბალამდე, დაჟე მაგდენზე დარჩენა გაუჭირდება ალბათ პრემიერის დასრულების შემდეგ, თუმცა შეიძლება 8.4-8.5 ბალამდე შეინარჩუნოს მაგანაც შეფასება, მაიდრამაზე ცალკე 4000 ვოუტით 8.3 ბალზეა გაჩერებული ფინალური ორი ეპიზოდის გამოსვლამდე, თუმცა უკვე 32000 ვოჩერი აქვს, ანუ საკმაოთ პოპულარულია ეგეც, მანდ მემგონი იდეა საკმაოთ კარგია და ანტურაჟიც დორამის, მაგრამ რეალიზაცია ცოტა არ იყოს და მოიკოჭლებს, ნაწილმა გაითვალისწინა ეგ ნუანსი და მაგიტომაც აქვს ეგეთი შედარებით დაბალი რეიტინგიც, თუმცა მაგასაც საკმაოთ მაღალი ვოჩერების რაოდენობა ქონდა, სხვათაშორის Head over Heels ფაქტიურათ 7000 ვოჩერიდან პრემიერის წინ რაც ქონდა უკვე გაცდენილა 24000 ვოჩერს ისე მოეწონა ეგ დორამშიკების დიდ ნაწილს, Law and the City კი როგორც ჩანს მინიმუმ მაიდრამაზე ჩაფლავდა, 7.8 ბალზეა მაგის შეფასება 4 ეპიზოდის გამოსვლის შემდეგ, კინოპოისკზე 220 ვოუტამდე აუღია მაგრამ ჯერ არ ჩანს რეიტინგი, მაგრამ ივიზე გამოჩნდა პირველი შეფასება, ნუ მანდ 1000 ვოუტამდე გროვდება და ვითომ ჯერ 8.4 ბალზეა აცენკა, ვუყურებ A Dream within a Dream ჩინურმა დორამამაც ივარგა, კიდე ერთი ფანტაზიური დორამაა 3000 ვოუტით და 8.6 რეიტინგით, ისე ივიზე ჩინური დორამების ნაწილი დაგვიანებით იდება, თუნდაც 1-2 წლის შემდეგ შეიძლება ნაწილი რეიტინგული დორამების იყიდონ მანდ და იდება ხოლმე პროფ აზვუჩკაში, თუმცა იგივეს თქმა შეიძლება ალბათ კორეულ დორამებზეც, ყველა ეგრევე აშკარათ არ გამოდის ხოლმე, Top Upcoming Shows ჩარტში ვხედავ კიდე ერთ ახალ კორეულ დორამას My Lovely Journey ეგ სათავგადასავლო ლაიფ მელოდრამა ჩანს 2 აგვისტოც რაც უნდა დაიწყოს 3200 ვოჩერით, თუმცა რომელ პლატფორმაზე დაიწყება ჯერ არ უთქვიათ, ვუყურებ კიდე დაუდიათ ახალი ინფოები ვიკეინდის შემდეგ მაიდრამაზე კორეულ დორამა-ფილმებზე: Positively Yours ახალი შემდეგი წლის დორამის კასტზე დაიდო ინფო: https://news.mydramalist.com/article/choi-jin-hyuk-and-oh-yeon-seo-are-confirmed-to-star-together-in-positively-yours კიდე ერთი ფემილი რომკომი ჩანს ვებტუნის მიხედვით რომელსაც გადაიღებენ, ჯერ ძალიან სკრომნი ვოჩერების რაოდენობა გროვდება მაგ ახალზე ახალგაზრდა კორეელი აქტრისა Kang Seo Ha გარდაცვლილა: https://mydramalist.com/article/in-the-net-actress-kang-seo-ha-kang-ye-won-passes-away-at-31 მიზეზი კუჭის კიბო ყოფილა პოპულარული ძველი კორეული ფილმის Ode to My Father გაგრძელებას International Market 2 ერქმევაო: https://news.mydramalist.com/article/lee-sung-min-and-kang-ha-neul-s-ode-to-my-father-sequel-film-to-depict-1992-la-riots ნეტფლიქსის კორეული ფილმის Wall to Wall პრეს კონფერენცია დაიდო: https://news.mydramalist.com/article/kang-ha-neul-yeom-hye-ran-seo-hyeon-woo-share-why-they-chose-wall-to-wall პოპულარული ძველი დორამის Coffee Prince ვეტერანმა აქტრისამ Chae Jung An თავის ცხოვრების პრიორიტეტებზე ილაპარაკა https://mydramalist.com/article/coffee-prince-actress-chae-jung-an-opens-up-about-her-prioritization-of-death ნუ ეგ 47 წლის აქტრისაა უკვე და ეგ დორამა ნანახი მაქვს სხვათაშორის, ძველისძველი 2007 წლის დორამაა https://mydramalist.com/2982-coffee-prince ეგ აქტრისა ბლომათ დორამებში მონაწილეობდა, თუმცა ძალზე მაღალი რეიტინგი თითქმის არცერთს არ ქონია, ნუ 2022 წლის დორამა The King of Pigs გამოირჩევა კიდე დონით მაგ აქტრისას როლებიდან The Nice Guy დორამაზე დაიდო კიდე პრემიერამდე ახალი ინფო: https://news.mydramalist.com/article/lee-dong-wook-shares-he-aimed-to-not-glamorize-gangster-life-in-the-nice-guy რასაც ვუყურებ ასნავნოი დუეტის გარდა მინიმუმ 3-4 პერსონაჟი თამაშობს კიდე მაგ დორამაში, რომლებსაც საკმარისი დრო ეთმობათ სცენარში, სცენარზე იქნება ბევრი რამე მაგ დორამაში დამოკიდებული, რა დოზებში ექნება კორეული პლოსკი იუმორი და კრინჯი და რამდენათ სერიოზული სცენარი ექნება საერთო ჯამში კორეული დორამების მერკებით, რეიტინგებიც მაგის მიხედვით ექნება მაგ ახალს ალბათ, რაც არ უნდა იყოს მემგონი ამ წლის დორამებს 13000 ვოჩერამდე პრემიერამდე შეიძლება არცერთს აღარ ქონდეს კიდე რისი გამოშვებაც არის წელს დაგეგმილი მაგ დორამებიდან, თუმცა რამდენიმე კიდე უნდა გამოვიდეს ასე 10000 ვოჩერიანი მაჩვენებელით ალბათ მინიმუმ, 3 წელზე მეტია რაც დაანონსდა ისე ეგ დორამა, თუმცა მარტო ეხლა იწყება პრემიერა, ცოტა გაიწელა როგორც ჩანს მაგის გამოშვება Family by Choice კორეული დორამა დაუდიათ ვუყურებ ივის ტრანსფერში რუტრაკერზე: https://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=6719342 ლოლ მაგ დორამის ორივე ვარიანტი ვნახე და ორივე კარგი დონის დორამებია, მე უფრო ჩინური მომეწონა მაინც, მაგრამ კორეული რიმეიკიც კარგი გამოუვიდათ საკმაოთ lol იაპონური ეს დორამაც კარგი ჩანს https://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=6717684 მგონი ეგ ერთადერთი რუსული ლუბიტელსკი აზვუჩკაა კაზინოს ბანერი სადაც არა აქვს მაგ დორამაზე, რუდაბს ვერც დაამატებ ნორმა ამაზონ პრაიმის ვებკაზე, ეგ პოპულარული კორეული დორამის Marry My Husband რიმეიკი ყოფილა იაპონური ისე ეხლა გადავხედე ბოლო ამერიკული კომედიური ჟანრის სერიალებიდან ახლები რაც დაიწყო წელს, ხოდა The Studio მემგონი არაუშავს სერიალი ჩანს და ეგ მინიმუმ, კინოპოისკზე და imdb-ზე პირველ სეზონს 8.1 ბალამდე ქონია შეფასება, რაც ბოლო ტრენდის გათვალისწინებით ამერიკულ სერიალებზე მაგ ჟანრიდან ცუდი შეფასება სულაც არაა https://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=6698106 პერევოდებიც გადავამოწმე, მე მომეწონა Tvshows აზვუჩკა, თან მანდ ფსევდო დუბლაჟს გავს, ანუ ინგლისური გოლოსები ფაქტიურათ არ ისმის რუსული პერევოდი ისეა დაჯენილი, გოლოსებიც ნორმალური უჩანს, როგორც ლოსტის ალტერნატივა ეგაა საუკეთესო ალბათ, მე პირადათ რეზკას და განსაკურებით კუბიკებს ეგ აზვუჩკა უფრო მირჩევნია, მაგრამ ისევ და ისევ გემოვნების ამბავია, ამჯერათ Red head studio დუბლაჟში არ ქონია დადებული აზვუჩკა, კი დუბლაჟის გოლოსებია შეიძლება, მაგრამ ინგლისური ხმა მგონი მარტო Tvshows პერევოდზე არ ისმის საერთოდ, რეზკას პროფ აზვუჩკას მე მარტო მაშინ ვუყურებ ხოლმე როცა სხვა ნორმა პროფ პერევოდი არაა, ისე გოლოსებით უფრო ლოსტი და tvshows მირჩევნია, რეზკაზე კარგათაა შერჩეული გოლოსები მაინც, ისევ და ისევ გემოვნების ამბავია, ისე ეგ 10 ეპიზოდიანი სეზონი შეიძლება 8.1 ბალზე კარგი დონისაც იყოს, ანუ შეიძლება არც ასახავდეს ეგ შეფასება სრულ სურათს და უფრო კარგი საყურებელიც იყოს
  6. მაგრად მომეწონა ეს ტელეფონი, ყველანაირად მაგარი რამეა ჯერ ჯერობით
  7. ყველა ნაწილი რაც გამოსულია მინ 2 ჯერ ვხურავ re 0 re hd remaster re2 remake re 3 remake re4 remake re 7 re village ყველა ნაწილი ჩემთვის საუკეთესო სურ-ჰორრორია მერე ახალი საილენთის რემექისი მოდის evil within უნდა ყოფილიყო კიდე კოკურენტი მარა ვერაა რა არც პირველი და არც მეორე ნაწილი ისეთი როგორიც უდნა იყოს ILL რი გამოდის ეგიქნება მაგარი რამე როოგრც მახსოვს რომელიღაც მსხვიმა კომპანიამ მოკიდა ხელი მგონი ატომიკ ჰართის ფაბლიშერმა თუ დეველოპერმა alan wake 2 იც კარგია საკმაოდ ჯერ არ დამიხურავს dead space remake მაგრად მომწონს(იარაღების თემა არ მომწონს რეალისტური იარაღები რომ იყოს უკეთესი იქნებოდა ბევრად როგორც რე სერიებშია) 2-3 ნაწილებიც მიწერია არცერთი არ მაქ დახურული კალისტო ნორმალურია თუმცა ვრ გამართლა მგანაც არ იყო ისე რაც უდნა ყოფილიყო ბოლო ამნეზია კარგია ცოტახანი მაქ ნათამაშები და კაი რამეა
  8. Apple წელს გამოუშვებს Vision Pro 2 AR ჰედსეტს - უფრო კომფორტულს და M4 პროცესორით აღჭურვილს Apple ემზადება განახლებული Vision Pro 2 შერეული რეალობის ჰედსეტის გამოსაშვებად, რომელიც უფრო მძლავრი იქნება ორიგინალ მოდელთან შედარებით და ასევე ექნება ოდნავ შეცვლილი სამაგრი, წერს Bloomberg-ის ჟურნალისტი მარკ გურმანი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. მისი თქმით, Vision Pro 2-ში წარმოდგენილი იქნება საფირმო პროცესორი Apple M4, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოწყობილობის წარმადობას - ორიგინალ Vision Pro-ში გამოყენებულია M2 ჩიპი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ჰედსეტს ექნება განახლებული დიზაინის მქონე სამაგრს, რომლის წყალობითაც მისი გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში უფრო კომფორტული იქნება. შეგახსენებთ, რომ Vision Pro-ს მომხმარებლების ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია ის იყო, რომ მოწყობილობა საკმაოდ მძიმეა და სწრაფად იწვევს დაღლილობას. გურმანი არ ელის, რომ Apple შეძლებს Vision Pro 2-ის მნიშვნელოვნად შემსუბუქებას, თუმცა პრობლემის ნაწილობრივ მოგვარება შესაძლებელია ახალი სამაგრით, რომელიც მომხმარებლის კისერზე დატვირთვის შესამცირებლად არის შექმნილი. Vision Pro-ს ორი თასმა აქვს: Solo Knit და Dual Loop. პირველი Apple-ის ყველა სარეკლამო მასალაშია წარმოდგენილი, თუმცა ბევრი მომხმარებელი ორმაგ ვერსიას უფრო კომფორტულად მიიჩნევს - ის თავთან შეხების მეტ წერტილს უზრუნველყოფს, რაც გარკვეულ უბნებზე ზეწოლას ამცირებს. დეველოპერებმა, სავარაუდოდ, გააანალიზეს Vision Pro-ს მფლობელების გამოხმაურება და მათზე დაყრდნობით შექმნეს ახალი სამაგრი თასმა, რომელიც აუმჯობესებს კომფორტს მოწყობილობის ხანგრძლივი გამოყენების დროს. განახლებული Vision Pro წარმოდგენილი იქნება, როგორც გაუმჯობესებული AR ჰედსეტი, თუმცა მას სერიოზული გავლენა არ ექნება სამომხმარებლო ბაზარზე: ფასი, დიდი ალბათობით, იგივე დარჩება - 3499 აშშ დოლარი. გურმანის თქმით Apple გეგმავს Vision Pro-ს უფრო მსუბუქი და ხელმისაწვდომი ვერსიის გამოშვებას 2027 წელს. https://tinyurl.com/56m9e3k3
  9. OpenAI-მ შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის მქონე საკუთარი ბრაუზერი რამდენიმე კვირაში გამოუშვას ChatGPT-ის შემქმნელმა კომპანია OpenAI-მ შესაძლოა უახლოეს კვირებში წარმოადგინოს ვებ-ბრაუზერი ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებით. როგორც TechCrunch წერს Reuters-ზე დაყრდნობით, ეს განვითარება ბრაუზერების ბაზარზე მზარდი კონკურენციის ნაწილი იქნება, რომელზეც ამჟამად თითქმის მთლიანად Google Chrome დომინირებს. ფოტოს წყარო: Levart_Photographer/Unsplash ახალი ბრაუზერი გამოიყენებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს და შესაძლოა შეცვალოს ინტერნეტის მოხმარების ჩვეული წესი. ტრადიციული ბრაუზერებისგან განსხვავებით ის შეინარჩუნებს ურთიერთქმედების ნაწილს ChatGPT-ში, რაც შეამცირებს გარე საიტებზე ნავიგაციის საჭიროებას. ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იქნება ინტეგრაცია ხელოვნური ინტელექტის აგენტ ოპერატორთან, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად მოძებნოს ინფორმაცია ინტერნეტში. The Information ადრე აცხადებდა, რომ OpenAI ბრაუზერის შექმნას 2024 წლისთვის განიხილავდა. Perplexity-ის მსგავსად, რომელმაც საკუთარი ხელოვნური ინტელექტის ბრაუზერი წარადგინა, OpenAI ცდილობს მომხმარებლის მონაცემებზე პირდაპირი წვდომის მოპოვებას და დამოუკიდებელი ეკოსისტემის შექმნას, რომელშიც Google აღარ იმოქმედებს შუამავლის როლში. https://tinyurl.com/49v7vzvf
  10. ძალიან საინტერესო თამაში ჩანს
  11. Yesterday
  12. Ხალხო ფეისბუქზე სახელი რომ შევიცვალო თუა შესაძლებელი ისე რომ 60 დღის გასვლას არ ველოდო? Ვერ ვცვლი რადგან მეუბნება 60 დღის გასვლას დაელოდეთო და სწრაფად შეცვლის ვარიანტი არის რამე ხომ არ იცით?
  13. SSD და ოპერატიული მეხსიერება გაძვირდება - ტრამპმა იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან შემოტანილ ყველა პროდუქტზე 25%-იანი ტარიფის დაწესება დააანონსა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერებს განუცხადა, რომ 1 აგვისტოდან ამ ქვეყნებიდან შეერთებულ შტატებში მიწოდებულ ყველა საქონელზე 25%-იან საიმპორტო ტარიფს დააწესებს. ეს ნაბიჯი ყველა ინდუსტრიაზე იმოქმედებს და ყველაზე მეტად IT სექტორს დააზარალებს, რადგან მსოფლიოში მეხსიერების ჩიპების დიდი უმრავლესობა სწორედ იაპონიასა და სამხრეთ კორეაში იწარმოება. ფოტოს წყარო: Micron ტრამპმა განაცხადა, რომ ზომები მიზნად ისახავს მიმდინარე ეკონომიკურ ურთიერთობებში სავაჭრო დისბალანსის მოგვარებას, რომლებიც მნიშვნელოვნად არის გადახრილი იაპონიისა და სამხრეთ კორეის სასარგებლოდ მათი პროტექციონისტული პოლიტიკის გამო - მათ შორის საკუთარი ტარიფებისა და მარეგულირებელი ბარიერების გამო. შედეგად, იაპონური და კორეული იმპორტი სრულად დაექვემდებარება ფიქსირებულ 25%-იან ტარიფს, არსებული ინდუსტრიული ტარიფებისგან განცალკევებით. იაპონია და სამხრეთ კორეა შეერთებულ შტატებს ამარაგებენ სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტით, მათ შორის ავტომობილებით, სამომხმარებლო ელექტრონიკით, სილიკონის კრისტალებით და ნახევარგამტარი პროდუქციით. იაპონიის უმსხვილესი იმპორტიორებია DRAM და 3D NAND მოწინავე ჩიპების დამზადების მოწყობილობით, საავტომობილო ელექტრონიკით, ზუსტი სენსორებით, ლითიუმ-იონური ბატარეებით, სამედიცინო ვიზუალიზაციის სისტემებით, მიკროკონტროლერებით და სამრეწველო მოწყობილობით. მსხვილი იაპონური კომპანიები, როგორებიცაა Canon, Tokyo Electron, Renesas და SanDisk, აწვდიან ხელსაწყოებსა და კომპონენტებს, რომლებიც გამოიყენება ყველაფერში, ნახევრადგამტარი წარმოებიდან დაწყებული ელექტრომობილებით, სამედიცინო აღჭურვილობითა და სამომხმარებლო ელექტრონიკით დამთავრებული. Western Digital აწარმოებს DRAM-ს და 3D NAND ჩიპებს იმავე ქარხნებში, სადაც მისგან გამოყოფილი კომპანია SanDisk, ამიტომ ტარიფები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მის ბიზნესზე. Micron ასევე აწარმოებს თავის ყველაზე მოწინავე DRAM-ს იაპონიაში, რაც ნიშნავს, რომ სანქციები მასაც შეეხება. სამხრეთ კორეისთვის აშშ-ში ექსპორტის ძირითადი საქონელია Samsung-ისა და SK hynix-ის მეხსიერების ჩიპები (DRAM, NAND), რომლებიც გამოიყენება სამომხმარებლო ელექტრონიკაში, კომპიუტერებსა და სერვერებში (მათ შორის ხელოვნური ინტელექტის სერვერებში). ქვეყანა ასევე აწვდის OLED და LCD პანელებს, სმარტფონებს, ტელევიზორებს და ლითიუმ-იონურ ბატარეებს, რომლებიც გამოიყენება ელექტრონიკასა და ელექტრომობილებში. ეს მარაგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტებისა და ავტომწარმოებლებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალმა ტარიფებმა შეიძლება შეაფერხოს მიწოდების ჯაჭვები, გაზარდოს ხარჯები და შეანელოს გაყიდვები რიგ ინდუსტრიებში. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ახალი ტარიფების გვერდის ავლა რეექსპორტის გზით შეუძლებელი იქნება. იაპონიაში ან სამხრეთ კორეაში წარმოებული და, მაგალითად, „დამზადებულია ვიეტნამში“ ეტიკეტით ჯერ ვიეტნამში, შემდეგ კი აშშ-ში გაგზავნილი საქონელი კვლავ იაპონურად ან კორეულად ჩაითვლება და 25%-იანი ტარიფის გადახდას დაექვემდებარება. აშშ-ის პრეზიდენტმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ იაპონიისა და სამხრეთ კორეის ნებისმიერი მცდელობა - ხსენებულ გადაწყვეტილებას საკუთარი ტარიფების გაზრდით უპასუხონ, დამატებითი გამკაცრებული წესების წინაშე მოხვდება, რაც უკვე დაწესებულ 25%-იან ტარიფს დაემატება. თუმცა, ამ ქვეყნების კომპანიები, რომლებიც გადაწყვეტენ წარმოების აშშ-ში გადატანას, გათავისუფლდებიან ახალი ტარიფებისგან. https://tinyurl.com/43webdzx
  14. ყველაზე მძლავრი Ryzen Threadripper Pro 9995WX მაღაზიებში 12.800 აშშ დოლარად გამოჩნდა AMD-ის ფლაგმანური, სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილი პროცესორი Ryzen Threadripper Pro 9995WX საცალო მაღაზიებში გამოჩნდა. ჩიპის ღირებულება ევროპაში დაახლოებით 12.300 ევროა, ხოლო აშშ-ში - 12.794 აშშ დოლარი. შედეგად ხსენებული 96-ბირთვიანი ჩიპი წინამორბედ Ryzen Threadripper Pro 7995WX-თან შედარებით დაახლოებით 20%-ით უფრო ძვირია. ფოტოს წყარო: AMD Ryzen Threadripper Pro 9995WX დამზადებულია TSMC-ის 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით და აქვს 96 Zen 5 ბირთვი 192 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით. პროცესორის საბაზისო სიხშირეა 2.5 გჰც, მაქსიმალური Boost სიხშირე - 5.4 გჰც-მდე. ჩიპს აქვს 384 მბ L3 ქეში, მხარდაჭერილია 2 ტბ-მდე რვაარხიანი DDR5-6400 ECC ოპერატიული მეხსიერება, 128 PCIe 5.0 არხი, აქვს 350-ვატიანი თერმული პაკეტი (TDP) და განკუთვნილია sTR5 სოკეტისა და WRX90 ჩიპსეტის მქონე დედა დაფებისთვის. ფოტოს წყარო: Proshop ფოტოს წყარო: Provantage ჩიპი Ryzen Threadripper Pro 9000 პროცესორების ახალი სერიის ნაწილია, რომელიც ძირითადად განკუთვნილია ციფრული კონტენტის შექმნის, ხელოვნური ინტელექტის სწავლებისა და საინჟინრო სიმულაციებისთვის განკუთვნილი პროფესიონალური სამუშაო სადგურებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ AMD-მ ოფიციალურად არ გამოაცხადა გამოშვების თარიღი, პროცესორები უკვე გამოჩნდა შერჩეულ საცალო მაღაზიებში, რაც შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ახალი პროდუქტები მალე ხელმისაწვდომი გახდება ფართო საზოგადოებისთვის. https://tinyurl.com/42cdevfs
  15. რუსები სუ ალიდან ყიდულობენ, მარა მანდ უმეტეს შემტხვევაში ჩინური ვერსია და ბენდები აკლია, კი მუშაობს მარა მიღება არ უვარგა ხოლმე + ზოგმა ბრენდებმა დაბლოკვა დაიწყეს, გლობალურის სოვნა უფრო ძნელია მანდ და თან შეძლება იყიდო როგორც გლობალური და ჩამოგივიდეს ჩინური
  16. მაშინ არ ვიცი მეც მსგავსი როუტერი მაქვს სილკის და აშკარათ ჩანს ჩემთან: ერთადერთი შეიძლება შენი უფრო ახალი მოდელი იყოს, სადაც ეგ ფუნქცია ან ამოღებულია ან სხვაგანაა გადატანილი, მეორე ვარიანტია მაგ პაროლ-ლოგინით მაგას აღარ აჩვენებდეს მაგ ახალში და რამე სხვა ჭირდებოდეს, მაგის გაგება სად შეიძლება არ ვიცი, სილკნეთში დარეკე და შეიძლება რამე გითხრან საინტერესო მაგის შესახებ, მართალი ვყოფილვარ აი ეს თემაა მოკლეთ: https://silknet.com/static/file/202501090827-მოწყობილობები-ge.pdf ჩემია GM203-7 შენი უფრო ახალი GM203-35 მაგის შემდეგ რაც გამოვიდა, მაგრამ ძალიან დიდი სხვაობა არ უნდა იყოს რახან მოდელი ისევ 203, იქნება სხვაგან გადაიტანეს ეგ სეთინგი მოძებნე მაინც, თუ არაა ამოღებული მთლიანათ, ეგ ახალი აშკარათ ჯობია ჩემს, რახან აქვს როგორც 2.4 GHz ასევე 5 GHz სიხშირის მხარდაჭერაც + 1 1გბპს ლან პორტის მაგივრათ უკვე 4 პორტი 1გბპს, ანუ 4 კომპიუტერი შეგიძლია 100მბპს მაგივრათ 1გბპს კაბელით მიაერთო, უეჭველი ექნება მაგის გახსნა ოღონდ სხვაგან გუგლში არ დევს მაგის გიდი სადმე საიდან იხსნება პორტები, რომ შეხვალ დააჭირე აბა help კნოპკას ზემოთ და ნახე NAT რა წერია, თუ არის საერთოდ მანდ NAT :: Virtual Server თუ უწერია იქნება წესით მაგ ახალშიც, ოღონდ შეიძლება სხვაგან გადაიტანეს, virtual server რომ დააკლიკავ მანდ ჩემთან ხსნის პორტების სეთინგს, საიდანაც შეგიძლია გახსნა პორტები, შენთან ეგ ან გადატანილია ან ამოღებული მაგ მოდელში და ახალ პრაშივკაში, შეიძლება პასვორდი და პაროლიც სხვა ჭირდებოდეს, არც ეგაა გამორიცხული, ჩემთან რომ შევცვალო პასვორდი და პაროლი, მერე მაგი სეთინგი ქრება უკვე, მანდ თუ სხვა პაროლი და პასვორდი უნდა შეიძლება მაგიტომ აღარ ჩანდეს შენთან, ან სხვა მენიუშია გადატანილი უკვე, ისე ეგ ძველი როუტერი შეიძლება ძალიან უბრალოა, მაგრამ ჩემთან წლებია მიდგას და გაბერვები ვაბშე არა აქვს, თუ ძლიერი ვაი ფაი კავშირი არ გჭირდება და ბლომათ 1გბპს პორტები, ანუ უფრო 1 კომპზე გინდა 1გბპს პორტი რომ ქონდეს, მაშინ ნორმალური როუტერია, თუმცა ეხლა ალბათ შენ რაც გაქვს უფრო მაგას აყენებენ რომ დაურეკო დასაყენებლათ სილკნეტს, არა აქვს ჩემთან 1გბპს პორტით არც გათიშვები, არც პაკეტ ლოსები და არც სხვა დასირებები, სიცხესაც უძლებს და ყველაფერი, ძალიან დიდ სისწრაფეებს თვითონ როუტერი კარგათ უმკლავდება შეიძლება უფრო დაასტუკოს მეორე რაღაცამ პადიეზდიდან რომ მავრთული მოდის ეგ იწვება დიდ ნაგრუზკებზე, ოღონდ რამდენიმე წელში ერთხელ უფრო, ხშირ-ხშირათ არა, მანდ პატარა დენი მოდის მაგ კაბელიდან, როგორც ჩანს პერიოდულათ ძვრება სული, ზუსტათ არ ვიცი რა მომენტში, ცვდება მოკლეთ ეგ ფიშკა და გამოსაცვლელი აქვს ხოლმე ან ადგილზე ან პადიეზდში თავი, ეგ ეწვება ხოლმე, მოკლეთ ეგ დეფოლტ როუტერი უბრალოა, მაგრამ ძალიან გამძლე, ადვილათ არ იხრუკება და უბერავს, წლებია უკვე მიდგას, მანდ მთავარია შემოსული კაბელი არ ახურებდეს წვრილი რომაა შემოყვანილი პადიეზდიდან + ლან კაბელი როუტერიდან შენ კომპამდე, მე მანდ 1გბპს კაბელი მაქვს მიერთებული 1 პორტში, მარტო 1 პორტში აქვს ჩემს მაგის მხარდაჭერა, შენთან 4 პორტზე ყოფილა უკვე ახალ მოდელზე, ნუ 1გბპს კაბელზე ბანალურათ ოვერჰედი იზრდება 5მბპს საშვალოთ vs 100mbps, ამიტომ მაღალ სისწრაფეებზე უფრო სტაბილურათ უბერავს და პარარელურათ აპი-დაუნი როცა გაქვს გაშვებული მაშინაც უკეთესათ მუშაობს ეგ კაბელი, ჯობია აშკარათ 100მბპს და ძვირიც არ ჯდება ძალიან, 10გბპს კაბელებია უფრო ძვირები უკვე, თუმცა თუ დაგჭირდა 1 არ გაგატყავებს, მაგრამ ყველა მაღაზიაში მაგას ვერ მოგიჭრიან, შეიძლება არც ქონდეთ, ჯეობიტში მოვაჭრევინე მე 2-3 მეტროზე მგონი 1გბპს კაბელი 10 ლარიც არ დაჯდა დიდი ხნის უკან, არც ეხლა ეღირება ძალზე ძვირი, მგონი თავებიც უფრო გამძლეები აქვს 1000მბპს ვარიანტს, 100მბპს ადრე რამდენჯერმე დამეწვა და თავმა დაასტუკა, ანუ ჩვენ პირობებში მემგონი 2-10გპბს ლან კარტებზეც ისევ 1გბპს კაბელის დაყენება ჯობია, არა მგონია დიდი უპირატესობა ქონდეს 60-150მბპს პაკეტებზე 2000-10000მბპს ლან კაბელებს, ნუ მანდ მგონი 5 და 10 უფრო და 1 2გპბს არცაა, სადღაც იყო ყველა გამტარობის ლან კაბელები ჩამოწერილი, 10-100-1000-5000-10000 ეგ ნამდვილათ მახსოვს, თუმცა შეიძლება სხვა გამტარობაც არსებობდეს კიდე დამატებით, ლან კარტებიც ახალ მაზერებზე აყენია ხანდახან 10გბპს, არაა აუცილებელი ელიტური მაზერი იყოს, ეგ უფრო ჩიპსეტზეა დამოკებული, ბევრ Z690-870 მაზერებზე აქვს მაგის მხარდაჭერა, მცირე სხვა უპირატესობა შეიძლება ქონდეს დაბალ სისწრაფეებზე 10გბპს ლან კაბელს, მანდ უბრალოთ როუტერსაც უნდა ქონდეს მაგის მხარდაჭერა უკვე, ისე აზრი არა აქვს მაგის დაყენებას, მაგრამ 1გბპს უკვე მუშაობს დაჟე უბრალო სილკნეტის როუტერზეც, ჩემთან 1 პორტზე მარტო, თუმცა მე მეტზე არც მჭირდება, GM203-35 უფრო ახალ მოდელზე უკვე 4 პორტზეც ქონია მაგის მხარდაჭერა, ლან კარტაც ძალიან ძველი მაქვს killer lan 2200 2012 რომ გამოვიდა პირველათ ლამის, მაგრამ 1გბპს საპორტი კი აქვს მაგასაც, ანუ 10გბპს კაბელის დაყენება ღირს თუ ლან კარტასაც აქვს 10გბპს საპორტი და როუტერსაც, ისე არ დადგება მაგ კონექტზე, თუ საერთოდ იმუშავა დაბალ გამტარობაზე ეგეთმა, 1გბპს კი არაა პრობლემა, უბრალოთ ოპტიკურ კაბელზე ცალკე აბრივიატურებია და მაგის მიხედვით გაარჩევ რა გამტარობის კაბელია ზუსტათ
  17. Last week
  18. მეც ჩემს პროცესორზე ანდერვოლტინ მაქვს და 50 გრადუს არ სცდება. მანამდე 70-დე ურტყამდა ზოგ თამაშში. ზამთარში 45-ზეა
  19. Gigabyte G34WQC2 200Hz 3440 x 1440 VA Ultrawide https://pcmonitors.info/gigabyte/gigabyte-g34wqc2-200hz-3440-x-1440-va-ultrawide/ Gigabyte M27Q3 320Hz QHD IPS with HDMI 2.1 https://pcmonitors.info/gigabyte/gigabyte-m27q3-320hz-qhd-ips-with-hdmi-2-1/ Titan Army P275MV-A Dual-Mode 4K Gaming Monitor with Quantum Dot Mini-LED Announced https://www.guru3d.com/story/titan-army-p275mva-dualmode-4k-gaming-monitor-with-quantum-dot-miniled-announced/ Philips Unveils New Evnia 27M2N3800A Gaming Monitor With Dual Mode https://www.guru3d.com/story/philips-unveils-new-evnia-27m2n3800a-gaming-monitor-with-dual-mode/ MSI Launches MPG 242R X60N 610Hz Gaming Monitor with 0.1ms Response https://www.guru3d.com/story/msi-launches-mpg-242r-x60n-610hz-gaming-monitor-with-01ms-response/ გაცდენ 600 გერცსაც, უბრალოთ ძალიან ძვირიანი ტნ მატრიცაა 24 ინჩიანი მოდელი 1080P გაფართოვებაზე, ჩისტა კიბერსპორცმენების მოდელია ეგ, ჩვენება დაბალ დონეზეა აქვს მაინც ფასიდან გამომდინარე ეგეთზე ვხედავ კიდე ერთი მონიტორის მოდელის მიმოხილვას მაგ კანალზე და მაგას მოგვიანებით გავარჩევ უკვე
  20. Asus ROG Strix Scar 18 G835LX გეიმერული ნოუტბუკის მიმოხილვა რუსულათ: https://www.ixbt.com/mobilepc/asus-rog-strix-scar-18-g835lx-review.html მაგ ძვირიან ნოუტბუკზე Intel Core Ultra 9 275HX პროცესორი და RTX 5090 ვიდეოკარტა აყენია DDR5-5600 ოპერები ყენებია 64გბ და სერიოზული 2560×1600 18 ინჩიანი მინი ლედია 240 გერციანი კარგი მაჩვენებლებით HDR
  21. MSI GeForce RTX 5080 Vanguard Launch Edition SOC ვიდეოკარტის მიმოხილვა რუსულათ: https://www.ixbt.com/3dv/msi-geforce-rtx-5080-vanguard-launch-edition-soc-review.html ისე ნვიდფიას საიტის ფორუმზე მოვკარი თვალი დრაივრების თემაში რომ 5000 სერიის კარტების ბლეკაუტები ვითომ იფიქსებაო აგრეთვე მონიტორზე თუ DP 2.1 კაბელს მიაერთებ მაგითი, თან არა აქვს მნიშვნელობა მონიტორს აქვს თუ არა საპორტი DP 2.1, dp 1.4 საპორტიანზეც სწორდებაო ბლეკაუტები, ბევრმა დაადასტურა ეგ ფაქტი, არ ვიცი შეიძლება უფრო კარგი ხარისხის კაბელის ბრალია, ან რამე სხვა ნუანსის რა პრობლემაც DP 2.1 კაბელზე უკვე აღარა აქვს
  22. Display Driver Uninstaller (DDU) V18.1.2.1 გამოვიდა შემდეგი ჩეინჯლოგით: - New features: Added the button to only clean the shader/compute caches. - Translation: Several translation updates. - General: Various fixes and enhancements. ესეც გადმოსაწერი ლინკი: https://www.wagnardsoft.com/DDU/download/DDU v18.1.2.1_setup.exe
  1. Load more activity
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.