Jump to content

This stream auto-updates

  1. Past hour
  2. Announcing Windows 11 Insider Preview Build 26227 (Canary Channel) https://blogs.windows.com/windows-insider/2024/05/30/announcing-windows-11-insider-preview-build-26227-canary-channel/ canary ბილდი გაანახლეს დღეს კიდე, ეგეც ფაქტიურათ მე რაც მიყენია მაგ ბილდის განახლებული ვარიანტია უფრო მეტი ცვლილებებით კიდე, 26100 გაჩერდა ჩემი და მანდ გააგრძელეს ბილდების გამოშვება კიდე, არის კიდე დევ ბილდიც 26120 ვარიანტი ცალკე
  3. კარგი ვარიანტია საკმაოთ იმ ბიუჯეტით რაც შენ გაქვს, ალბათ ოპტიმალურიც კი თუ ქაჩავ მაგდენს, 16გბ ეგ ძალიან ნიტო პონტია, მარტო ამდ 7600 მაგაზე ბანძური და ინტელის და ჩინური ვიდეოკარტები კიდე, ანუ ისე აქვს სიაფანდზე 16გბ, 4070 უფრო სერიოზულია ფაქტიურათ 3080Ti დონეა ეგ, ნუ მინიმალური სხვაობაა, ანუ კარგი კარტაა დაჟე 2K სათამაშოთ
  4. Today
  5. ერთერთი კომპანიის დელის ფირმის ლეპტოპზე გადავაყენე სისტემა, სადაც d დისკზე არის შენახული ძალიან მნიშვნელოვანი მასალები. სისტემის გადაყენების შემდეგ აღმოჩნდა რომ d დისკი bitlockerით არის დაშიფრული. ფასვორდი და რიქავერი ქეი არ გვაქვს, როგორ შეიძლება ამ ფაილების ამოღება?
  6. გიორგი კუშიტაშვილმა დღეს კიდე ერთი ლუქსემბურგელი ბოქსიორი გაანადგურა 5-0 ანგარიშით და ეგეც ნახევარფინალში გავიდა, სხვათაშორის მანდ ერთი სენსაცია უკვე დაფიქსირდა, 41 რეიტინგიანმა სომხური წარმოშობის ბოქსიორმა ვაგხან ნანიცანიანმა ძლიერი მექსიკელი ჰეივეითი დაამარცხა მეოთხე რეიტინგით 3-0 ქულებით და ეხლა ჩვენ სპორცმენს ხვდება ნახევარფინალში, ნუ მე ეგრე ვეძახი მაგ სტადიას რახან მაგის შემდეგ უკვე ოლიმპაიდის ლიცენზიაზეა ორთაბძოლა, ამერიკელი მეორე ნახევარფინალში კენიელს ხვდება მგონი, ეგ ამირიკელი ვეტერანია ზანგი და ძლიერია ეგეც, ათეულში შედის მგონი, კი 6 რეიტინგი ყოფილა, ჩვენი ბოქსიორი 11 რეიტინგითაა ეხლა ამ ეტაპზე, ხვალეა 1/2 ფინალები უკვე, ამერიკელი 34 წლისაა, ცოტა დაიღლება ფინალამდე და ეგ თუ უშველის ჩვენს, თუ მძიმე ბრძოლაში მაინც დაამარცხა ბერძენი, ჩვენმა წინა ატბორზეც ფინალში წააგო, თუმცა 5-0 წაუგია ძლიერ უზბეკელთან, რომელიც შეიძლება მედლამდეც მივიდეს ოლიმპიადაზე უკვე, ისე მე ვერ ვიტყოდი რომ კარათბურთში ჩვენ რიგის ტურნირზე შანსი არა გვაქვს საერთოდ, ალბათ ეგეთივე შანსი გვექნება როგორც საქართველოს ევროზე 1/8 ფინალში მოხვედრის, მთავარია ფილიპინები მაინც დავამარცხოთ თავიდან და მერე ნახევარფინალში მოვიგოთ გაჭირვებით მაინც, მაგის შემდეგ ფინალში ყველაფერი მოხდეს შეიძლება ან ჩვენმა მეტოქემ ვერ აჩვენოს მაქსიმუმი უკვე, ჩვენ კი გადავიჭრათ ვენები, ხდება ხოლმე ეგრე ხანდახან, ვინც ფავორიტია ეგ ვერ გადის დიდ ტურნირზე ეგეთ ატბორებში, ატაკა-დაცვის ბალანსი იქნება მაგ ტურნირში მთავარი, რომელ გუნდსაც კარგი ბალანსი ექნება ალბათ ეგ გავა ოლიმპიადაზე მაგ ტურნირზე, ფავორიტი მთავარი ალბათ მაინც ლატვიაა, სკრიტი ფავორიტი ბრაზილია უფრო, მერე მოდის უკვე ჩერნოგორია და ჩვენი გუნდი
  7. არც მთლად ადვილი დასაბრედია. დასპეხების შეცვლა მომიწია და დავაღორე
  8. ყველა ტენზორი ნაგავია და მეეჭვება ესეც იგივე იქნება, პიქსელის ბრენდი ჩაბანძდა ხალხის ტვალში მაგის გამო და კიდიათ აწვებიან პირველ ჩვენებას, დაუბრუნდით რა ქუალქომს ხო ხედავთ არ გამოდის, 5-ეს მერე ყველა პიქსელი ნაგავია
  9. იანვრიდან მარტამდე ბაზარზე კრიპტოვალუტაზე ორიენტირებული 25 ვენჩურული და ჰეჯ-ფონდი შემოვიდა, რაც ყველაზე მაღალი რიცხვია 2021 წლის მეორე კვარტლის შემდეგ. ამის შესახებ Bloomberg წერს Crypto Fund Research-ის მონაცემებზე დაყრდნობით. 2024 წელს ახალი ფონდებისა და ორგანიზაციების რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატებოდა დახურულთა რაოდენობას. 2023 წლის დათვური ტენდენციის განმავლობაში ეს თანაფარდობა თითქმის იდენტური იყო. ჰეჯ-ფონდების, Three Arrows Capital-ისა და Alameda Research-ის გაკოტრებამ გზა გაუხსნა ახალ მოთამაშეებს ბაზრის აღდგენასთან ერთად, განაცხადა CCData-ს კვლევის ხელმძღვანელმა ჯოშუა დე ვოსმა. მან აღნიშნა, რომ „გადარჩენილმა“ ორგანიზაციებმა მიაღწიეს ორნიშნა და სამნიშნა შემოსავლებს. „კრიპტოვალუტების ციკლური ბუნების გათვალისწინებით სავარაუდოა, რომ ახალი კრიპტო ფონდები გაჩნდება, რათა შეავსონ ზოგიერთი კომპანიის მიერ დატოვებული სიცარიელე, ისევე როგორც ახალი შესაძლებლობები“, - აღნიშნა დე ვოსმა. Galaxy VisionTrack-ის თანახმად სპეციალიზებული კრიპტოვალუტის ჰეჯ-ფონდების საერთო ბაზარი იანვრის დასაწყისში არსებული 16.3 მლრდ აშშ დოლარიდან გაიზარდა 21 მლრდ აშშ დოლარამდე მარტის ბოლოს. ახალ საინვესტიციო ორგანიზაციებს შორის ჟურნალისტებმა გამოყვეს: VisionTrack-ის მონაცემთა ხელმძღვანელმა ბეილი იორკმა აღნიშნა, რომ პირველი კვარტალი იყო „კარგი დრო მრავალი აქტიურად მართული თანხების მოზიდვის სტრატეგიისთვის“. თუმცა, ახალი ფონდების გაშვების მაჩვენებელი ახლა მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე 2017 წლის „რენესანსის“ დროს, როდესაც ყოველ სამ თვეში საშუალოდ 73 ახალი ორგანიზაცია იწყებდა მოქმედებას. 2024 წლის დასაწყისიდან დაფიქსირდა საერთო ჯამში 2.62 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების 631 ვენჩურული გარიგება, გასული წლის იმავე პერიოდში სტარტაპებმა 781 რაუნდში შეაგროვეს 2.9 მლრდ აშშ დოლარი. 2021 წლის პირველ კვარტალში 817 გარიგების ღირებულებამ 7.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. კრიპტო საინვესტიციო ფონდების გამოცოცხლება დიდწილად განპირობებულია იანვარში Spot Bitcoin ETF-ების გამოშვებით და მაისში Ethereum-ზე დამყარებული მსგავსი პროდუქტის დამტკიცებით. „კრიპტო ჰეჯ-ფონდის გაშვება, სავარაუდოდ, გარკვეულწილად მოცულობით უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ეს იყო რამდენიმე წლის წინ. ეს ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ კრიპტო ETF-ებმა ბაზრის ნაწილი შთანთქა“, - განმარტა Crypto Fund Research-ის გენერალურმა დირექტორმა ჯოშ გნაიზდამ. Frachtis-ის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ თანხების შეგროვება ჯერ კიდევ საკმაოდ რთულია. მისი თქმით, ბაზარზე არ არის ბევრი ახალი მოთამაშე, რომლებიც მზად არიან ინვესტიციებისთვის. თუმცა, Nazare Venture-ის წარმომადგენელი ოუტერჰაუსი არ ეთანხმება მის დასკვნებს: „მე ვიტყოდი, რომ 2014 წლიდან 2016 წლამდე, როცა „Pantera-ში“ ვმუშაობდი, თანხის შეგროვება უფრო რთული იყო. იმ დროს მთავარი კითხვას წარმოადგენდა: "აქვს თუ არა ამას აზრი?" ახლა კითხვა სრულიად განსხვავებულია: "რა მოხდება რეალურად შემდეგ და რა არის ამაში ასეთი?" გასული კვირის ბოლოს, 11 მაისიდან 17 მაისამდე პერიოდში კრიპტო საინვესტიციო პროდუქტებში თანხების შემოდინებამ CoinShares-ის მონაცემებით 932 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2024 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის ჰეჯ-ფონდი Millennium Management ფლობდა 1.94 მლრდ აშშ დოლარს სპოტ Bitcoin ETF-ებში. https://tinyurl.com/4d6r6ua4
  10. როდესაც ბაზარზე შემოდის პერსონალური კომპიუტერები ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის ლოკალური აჩქარების ფუნქციებით, იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც სურთ ბაზრის გაფართოების ტემპის თავიანთი პროგნოზის ჩამოყალიბება. Morgan Stanley-ის ექსპერტები თვლიან, რომ წელს ასეთი კომპიუტერები მთელი ბაზრის 2%-ს დაიკავებენ, ხოლო 2028 წლისთვის მათი წილი 64%-მდე გაიზრდება. ფოტოს წყარო: Lenovo მათი აზრით, რომელსაც ბევრი სხვა ექსპერტი იზიარებს, თავდაპირველად ე.წ. AI კომპიუტერები ყველაზე პოპულარული იქნება კორპორატიულ სეგმენტში, რადგან ბიზნეს მომხმარებლები უფრო მეტად არიან დაინტერესებულნი წარმადობის გაზრდით, რისი უზრუნველყოფა სწორედ AI სისტემებს შეუძლია. ასეთი კომპიუტერების საშუალო ღირებულება არ იქნება 1000 აშშ დოლარზე ნაკლები, ამიტომ კერძო მომხმარებლების მხრიდან მათზე მოთხოვნა შეზღუდული იქნება. როგორც Morgan Stanley-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ამჟამად გამოყენებული კორპორატიული კომპიუტერების რაოდენობა 13%-ით გაიზარდა კოვიდ-პანდემიამდელი პერიოდის შემდეგ არსებულთან შედარებით. ამავდროულად, მომავალი წლის ოქტომბრისთვის Windows 10-ის მხარდაჭერის დასრულების მოახლოების ფონზე კორპორატიული სეგმენტი დაიწყებს მოწყობილობების განახლების ციკლს. ფაქტობრივად, ეს ტენდენცია მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უკვე შესამჩნევი იყო. მოთხოვნა გაიზრდება როგორც წლის მომდევნო ნახევარში, ასევე 2025 წლის განმავლობაში. გამოკითხვის თანახმად აშშ-სა და ევროპაში კორპორაციების ხელმძღვანელების 75% გეგმავს კომპიუტერების შეძენას ხელოვნური ინტელექტის სისტემების აჩქარების ფუნქციით. Morgan Stanley-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ხელოვნური ინტელექტის მქონე კომპიუტერების წილი არ გადააჭარბებს გლობალური კომპიუტერების ბაზრის 2%-ს. მომავალ წელს იგი 16%-მდე გაიზრდება, ერთი წლის შემდეგ - 28%-მდე, 2027 წელს 48%-მდე, 2028 წელს კი 64%-მდე გაიზრდება. კომპიუტერების ბაზარს მთლიანობაში ჯერ არ მიუღწევია პანდემიამდელი დონისთვის. 2021 წელს 343 მილიონი კომპიუტერი იქნა მიწოდებული, 2022 წელს მიწოდების მოცულობა 284 მილიონ ერთეულამდე შემცირდა, ხოლო გასულ წელს კიდევ უფრო მეტად, 247 მილიონ ერთეულამდე შემცირდა. მოსალოდნელია, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოთვლითი დატვირთვის ნაწილის გადატანას კომპიუტერის ცენტრალურ პროცესორებზე მომდევნო სამი წლის განმავლობაში თან ახლდება ქლაუდ ინფრასტრუქტურაზე დატვირთვის შემცირება. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია კორპორატიული სეგმენტისთვის, რომელიც დაინტერესებულია მოთხოვნების დამუშავების შეფერხების შემცირებით და რაც მთავარია, უსაფრთხოების მიზნით ცდილობს სენსიტიური ინფორმაციის ლოკალურ დამუშავებას. Dell-ის ხელმძღვანელობის თქმით მოთხოვნების ლოკალური დამუშავება, რომელიც გულისხმობს ლოგიკური დასკვნების ფორმირებას, 75%-ით იაფი იქნება, ვიდრე ქლაუდზე გადასვლა. კორპორატიული სეგმენტის წარმომადგენლები, Michael Dell-ის თქმით, მიმდინარე წელს უკვე შეეცდებიან გამოთვლითი დატვირთვები ქლაუდიდან ადგილობრივ ინფრასტრუქტურაზე გადაიტანონ შემთხვევების 83%-ში, თუ კვლევის შედეგებს დავუჯერებთ. https://tinyurl.com/cpsvmhvm
  11. 19045.4474 პრევიუ აპდეიტი უკვე ვინდოუს აპდეიტშიც მოდის: https://support.microsoft.com/en-us/topic/may-29-2024-kb5037849-os-build-19045-4474-preview-cda7ed71-6202-45ed-a649-63b11fedabfe
  12. High School Return of a Gangster პრემიერა დაწყებულა და თითქოს არ ჩანს ცუდი დორამა, ძალიან სტრანი სიუჟეტი აქვს რეინკარნაციის თემატიკით, სადაც ურევია განგსტერების და ბულინგის თემაც სტარშეკლასნიკებში და კოლეჯში, როგორც ჩანს ეგ ახალი დორამაც ვებტუნის მიხედვით იქნება გადაღებული, ძალიან უცნაური სიუჟეტი აქვს ანიმეებში და მანგებში რაც გვხდება ხშირათ და მაგიტომ რაღაც ნიუსები კიდე დადებულა ბოლო 24 საათში მაიდრამაზე ახალ დორამებზე : Agents of Mystery დაიდო ახალი ინფო https://mydramalist.com/article/lee-hye-ri-kim-do-hoon-karina-others-share-their-thoughts-on-participating-in-agents-of-mystery ეგ კიდე ერთი ნეტფლიქსის დორამა ყოფილა, პრემიერა იწყება 18 ივნისიდან, მგონი ეგრევე დაიდება მთლიანი სეზონი, თუმცა ჯერ მცირე ინფო იდებოდა აქამდე მაგ სერიალზე, დაჟე ჟანრიც კი არ უწერიათ რა იქნება ზუსტათ მაიდრამაზე ჯერ, თუმცა რამდენიმე კვირაში კი გამოდის უკვე Polaris დორამა დისნეი+ გამოვაო შემდეგი წლისთვის მარტო: https://mydramalist.com/article/kang-dong-won-jun-ji-hyun-s-polaris-confirms-disney-release სასტავი სერიოზულია, განსაკუთრებით ქალი აქტრისა ვიცანი, არც მანდ ურევია კომედია, უფრო ეკშენ ტრილერი ყოფილა შედარებით მოკლე სეზონი იქნებაო მგონი მანდაც ახალ დორამაზე I Can't Live Without You დაიდო კიდე ინფო ვინ მიიღებს მონაწილეობას https://mydramalist.com/article/lee-joon-receives-offer-to-lead-a-new-k-drama-by-liver-or-die-director Lovely Runner მაღალი საშვალო რეიტინგებით დასრულდა პრემიერა: https://mydramalist.com/article/lovely-runner-concludes-on-personal-best-ratings-crash-rises-to-new-high დაიდო უკვე და დავამატე გუშინ ტელეკანალ დორამას პერევოდიც 29,970ფპს ტრანფერზე, ცოტა რთულათ ჯდება რახან ის 24ფპს-შია და ჯერ 24000/23976 გადაიყვანო და მერე ტაიმინგები დაუყენო კიდე 18018მს ზუსტათ რომ დაჯდეს მაგ tving ტრანსფერზე ივის დაროჟკა, მაგის გამო ოდნავ აქვს ლაგები დაროჟკაზე, მაგრამ არაფერი ისეთი Soulmate ფილმი ხელმეორეთ გამოვაო https://mydramalist.com/article/byeon-woo-seok-s-film-soulmate-to-have-a-special-re-release-through-cgv-korea კარგი მელოდრამა ჩანს ეგეც ახალი ინფო დაიდო კიდე ვაენი ეკშენ დრამაზე Escape https://mydramalist.com/article/lee-je-hoon-strives-to-break-free-from-his-reality-not-fearing-failure-in-escape ეგ ფილმი 3 ივლისისთვის გამოვაო აი ეს საინტერესო ინფოა კორეული сelebrity დისკრიმინაციაზე და რასიზმზე უცხოურ კრუპნი ევენტებზე და დაჯილდოვებებზე: https://mydramalist.com/article/im-yoon-ah-stray-kids-and-other-celebs-face-alleged-racial-discrimination-at-foreign-events Dreaming of a Freaking Fairytale რომკომის პრემიერაც სულ მალე იწყება, კიდე უნდა გამოვიდეს ახლო მომავალში Hierarchy, ეგ ეგრევე დაიდება ნეტფლიქსზე 7 ივნისისთვის, თუმცა მარტო 7 ეპიზოდი ყოფილა, ჟანრი მალადიოჟნი დეტექტიური ტრილერი სტარშეკლასნიკებზე, თუმცა ტაიმ ტრაველსის და ფანტაზიური თემატიკა მანდ არ ურევია საერთოდ JUNE 2024 | Korean Drama Full List https://korean-binge.com/2024/05/20/june-2024-korean-drama-full-list/ DNA lover გარდა მგონი ყველა სხვა დორამებზე უკვე დავაგდე ინფოები მაგ ლისტიდან, რავიცი ერთი შეხედვით სუპერჰიტი არ გამოდის ივნისში, თუმცა შეიძლება ივლისში რამე უფრო სერიოზული დაიწყოს კიდე კორეული პრემიერებიდან, ჟანრი არ ვიცი, თან არც მინახია ივლისის რასპისანია ჯერ დეტალებში, მაგ საიტზე არც დაუდიათ თან ჯერ, მარტო ივნისია, lovely runner გარდა მინიმუმ 4 დორამა კიდე მაქვს საყურებელი შედარებით მაღალი რეიტინგით 2023-2024 წლებში რაც გამოვიდა ბოლო პერიოდში, მანამდე წესით გამოვა რამე კარგი კიდე, თუ არა და ძველ სერიალებს და დორამებს ჩავუჯდები ზაფხულის მეორე ნახევრიდან, რახან მანამდე საკმარისზე ბევრი რაღაცა მაქვს საყურებელი მაინც მანამდე რაც გამოვიდა ბოლო პერიოდში და თუნდაც მაისის პრემიერებიდან, DNA lover ისე მცირე ინფოები დაიდო აქამდე, მაგრამ მაგ რომკომსაც კასტი ძალზე სერიოზული ქონია, მაგრამ მარტო მაგის ხარჯზე ვერ გაამართლებს მოლოდინებს რა თქმა უნდა + მოლოდინები ჯერ ძალიან მცირეა, ანუ ძალზე ბევრი არ უცდის მაგის გამოსვლას ჯერ, ისე შეიძლება ტაივანური რიმეიკი იყოსო ეგ ახალი დორამა, რაღაცა მაგდაგვარი უკვე გამოვიდა იქაც ადრე,იმედია აჩერედნოი Bora Deborah ტიპის ბანალური რომკომი არ იქნება ეგ ახალიც, თუმცა ეგ რომკომი მარტო 1 თვის შემდეგ დაიწყებაო ისე ამერიკული სერიალებიდანაც მაქვს რაღაც-რაღაცეები საყურებელი, თუნდაც The rookie, abbott elementary,hacks ახალი სეზონები, მოგვიანებით გამოვა კიდე რამდენიმე მაღალ რეიტინგიანი სერიალი, ნუ იგივე The boys და The bear ახალი სეზონები თუნდაც პირველ რიგში ალბათ, ტენდენცია ძალიან ცუდია ბოლო პერიოდში შტატებში რაც სცენარისტების გილდია გაიფიცა შემცირდა რეზკათ სწრაფ-სწრაფათ სერიალების გამოსვლა, დაწიეს აგრეთვე სეზონების სიდიდე და შეამცირეს ეპიზოდების რაოდენობა ერთ სეზონში რაც გამოდიოდა აქამდე + დობრათ რაღაცეები გადაიტანეს
  13. Yesterday
  14. გაკოტრებულმა ბირჟა FTX-მა დაასრულა აუქციონების სერია 2.6 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების Solana-ს (SOL) ტოკენების საბაზრო ფასთან შედარებით მნიშვნელოვანი ფასდაკლებით გასაყიდად. ამის შესახებ აცხადებს Bloomberg. გამოცემის წყაროების თანახმად Figure Markets-მა, რომელმაც აუქციონში მიიღო მონაწილეობა, იყიდა 800 000 SOL - თითო მონეტა დაახლოებით 108 აშშ დოლარად. ბოლო 24 საათის განმავლობაში ტოკენის ფასი თითქმის 5%-ით დაეცა და იყიდება დაახლოებით 167 (CoinGecko) აშშ დოლარად. აუქციონის მსვლელობისას Pantera Capital-მა აქტივის გაურკვეველი ოდენობა შეიძინა, მისა წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს რიცხვის გამჟღავნებაზე. წლის დასაწყისში მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანიამ მიზანმიმართულად შეაგროვა 250 მლნ აშშ დოლარი FTX-ისგან SOL-ის გამოსყიდვის მიზნით. მონეტები, რომლებიც ბირჟას ეკუთვნოდა, დაცულია ოთხი წლის ვადით, თუმცა ეტაპობრივი განბლოკვა რამდენიმე თვეში დაიწყება. აპრილის დასაწყისში გამართულ პირველ აუქციონს 62%-იანი ფასდაკლების გამო კრედიტორების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. SOL-ის მთავარი მყიდველები (1.9 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით) იყვნენ Pantera და მაიკ ნოვოგრაცის Galaxy Digital-ის შვილობილი Galaxy Trading. თვის ბოლოს შედგა მორიგი აუქციონი დაახლოებით 100 აშშ დოლარის ფასად. მაისში FTX-ის ლიკვიდატორებმა შეთავაზების სახით წარმოადგინეს კომპენსაციის მორიგი გეგმა, რომლის მიხედვითაც კრედიტორების 98% მიიღებდა მინიმუმ 118%-ს, სხვებისთვის კი თანხის დაბრუნება 100%-ს შეადგენს. დაზარალებულთა უდიდესმა ჯგუფმა წინააღმდეგობა გაუწია წინადადებას და მის ნაკლოვანებებს შორის დაასახელა ფიატში გადახდა. ამ სქემის მიხედვით, მაგალითად, Bitcoin-ისთვის კომპენსაცია იქნება 16.800 აშშ დოლარი, ხოლო აქტივის ფასი ამჟამინდელი კოტირებით დაახლოებით 67.500 აშშ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ მარტში FTX-ის დამფუძნებელ და ყოფილ აღმასრულებელ დირექტორ სემ ბენკმენ-ფრიდს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. https://tinyurl.com/2am63ath
  15. Microsoft-მა დააანონსა Windows 11-ის მასშტაბური განახლება კოდური სახელწოდებით 24H2, რომელმაც მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს წარმადობა და აპლიკაციების თავსებადობა x86 და Arm არქიტექტურებს შორის. მთავარი ინოვაცია არის ტექნოლოგია Prism, x86-თან თავსებადი აპლიკაციების მძლავრი ემულატორი, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაუშვათ ტრადიციული Windows პროგრამები Arm ჩიპებზე 10-20%-ით უფრო მაღალი წარმადობით აქტუალურ ემულატორთან შედარებით. ფოტოს წყარო: Techspot.com ეს არ არის Microsoft-ის პირველი მცდელობა - ადაპტირდეს Windows Arm-თან, მაგრამ ამჯერად კომპანია აცხადებს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. Prism არ არის მხოლოდ ძველი ემულატორის რებრენდინგი, არამედ გახლავთ სრულიად ახალი გადაწყვეტილება, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად გააფართოვოს x86 აპლიკაციების თავსებადობა Arm სისტემებთან. ეფექტურობის თვალსაზრისით Prism Apple-ის Rosetta 2-ის მსგავსია, რომელიც ხელს უწყობს Intel-იდან საკუთარ Arm ჩიპებზე დინამიურ გადასვლას, წერს Techspot. განახლება Windows 11 24H2 ოპტიმიზებული იქნება Qualcomm-ის პროცესორებზე აგებული ახალი Arm კომპიუტერებისთვის, კერძოდ Snapdragon X Elite მოდელისთვის. ახალი ემულატორის მიზანია მაქსიმალურად გაზარდოს ამ ჩიპების ნეიროქსელების (NPU) პოტენციალი ხელოვნური ინტელექტის ამოცანებისთვის. ამასთან, Microsoft აღნიშნავს, რომ ყველაზე პოპულარული სამომხმარებლო აპლიკაციები უკვე ითარგმნა Arm64-ისთვის ან აქვთ კროს-პლატფორმული ვერსიები. უახლესი განახლებები მოიცავს Arm-ის სრულ მხარდაჭერას ისეთ პოპულარულ პროდუქტებში, როგორიცაა Adobe Photoshop, DaVinci Resolve, Blender და მრავალი სხვა. გარდა ამისა, ყველა ძირითადი ბრაუზერი უკვე ხელმისაწვდომია Arm-ზე. ასე რომ, Windows Arm არქიტექტურის პერსპექტივები მეტად იმედისმომცემად გამოიყურება. https://tinyurl.com/4ud5xvf4
  16. Apple ემზადება დანერგოს ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები iOS 18-სა და macOS 15-ში. თუმცა ეს ფუნქციები თავდაპირველად გამოვა როგორც "წინასწარი ვერსია", რაც შეიძლება იყოს იმის მანიშნებელი, რომ Apple-ს არ ეყო დრო სრულად მოემზადებინა ყველა დაგეგმილი AI-შესაძლებლობა სრულფასოვანი რელიზისთვის, აცხადებს Bloomberg-ის ანალიტიკოსი მარკ გურმანი. ფოტოს წყარო: 9to5mac.com Google-ის AI Overview-ს მიერ წარმოდგენილი არაცალსახა საძიებო შედეგების ფონზე, როდესაც მან დაიწყო მრავალი არაზუსტი და სახიფათო შედეგის გენერირება, შესაძლოა Apple-მა გადაწყვიტა ემოქმედა სიფრთხილით და გაეტესტა თავისი ინსტრუმენტები ბეტა-რეჟიმში. არსებული ინფორმაციის თანახმად კომპანიამ აირჩია ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის ჰიბრიდული მიდგომა: ამოცანების ერთი ნაწილი დამუშავდება ლოკალურ მოწყობილობებზე, ხოლო მეორე ნაწილი - კომპანიის ქლაუდ სერვერებზე. თითოეული მოთხოვნისთვის სისტემა თავად განსაზღვრავს სად იქნება საუკეთესო მისი შესრულება. აღინიშნება, რომ მონაცემთა ლოკალური დამუშავება ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ Apple-ის ახალ მოწყობილობებზე, მათ შორის უახლესი თაობის iPhone-ზე, iPad-სა და Mac-ზე. სპეციფიკური ფუნქციები, რომელთა შესრულებას შეძლებს ხელოვნური ინტელექტი, მოიცავს ტექსტური შეტყობინებებიდან საუბრების შეჯამებას, აუდიო ჩანაწერების გადაწერას, ფოტოების რედაქტირებას, შეტყობინებებზე ავტომატურ პასუხს და ემოჯების გენერირებას. Safari და Spotlight ასევე მიიღებენ განახლებებს, რომლებიც დაკავშირებულია გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტთან. თუმცა, ჩნდება კითხვა, როგორ განმარტავს Apple ხელოვნური ინტელექტით მონაცემთა დამუშავების ჰიბრიდულ სქემაზე გადასვლას მომხმარებლის კონფიდენციალურობისთვის ადგილობრივი გამოთვლის კონცეფციის პოპულარიზაციის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე ნეიროქსელების შესაძლებლობები მოითხოვს დიდი ქლაუდ სერვერების სიმძლავრეს. მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის ქლაუდი იმუშავებს საკუთარ ჩიპებზე კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად, მოწყობილობების გარეთ მონაცემების გადაცემა არსებითად ნაკლებად უსაფრთხოა. iOS 18-ში ასევე ცალკე მოხდება ჩატ-ბოტის ინტეგრაცია, რომელიც დაფუძნებულია OpenAI-ის ChatGPT-ზე. პარტნიორობის შესახებ შეიძლება გამოაცხადოს პირადად სემ ოლტმენმა WWDC-ის ფარგლებში. ასევე მუშავდება სპეციალური კომპაქტური AI-მოდელი Apple Watch-ისთვის. https://tinyurl.com/2t7vcv8r
  17. Last week
  18. Dell XPS 16 (2024) Laptop Review https://www.rtings.com/laptop/reviews/dell/xps-16-2024 Core Ultra 9 185H 16 ბირთვიანი პროცესორი აყენია მაგ ნოუტბუკზე და შეიძლება RTX 4070 კარტის დაყენებაც, თუმცა მანდ დატესტეს RTX 4060 ვარიანტი, 16.3" OLED 3840 x 2400 90Hz ეკრანი ქონია, მაქსიმუმ 4070 ერთად შეიძლება 64GB LP-DDR5x 7467MHz დაყენება, თუმცა მანდ 32გბ 6400 ვერსია დაიტესტა მარტო
  19. The 3 Best Budget TVs - Spring 2024 Reviews https://www.rtings.com/tv/reviews/best/budget Best Budget TV Hisense U6/U6K Best Premium Budget TV Hisense U7K [U7, U75K] Best Cheap TV Roku Select Series საუკეთესო HDR მეორე ჰაისენის მოდელზე ექნება მაგ ჩარტში The 4 Best Hisense TVs of 2024 Reviews https://www.rtings.com/tv/reviews/hisense BEST HISENSE TV Hisense U8/U8K BEST MID-RANGE HISENSE TV Hisense U7K [U7, U75K] BEST BUDGET HISENSE TV Hisense U6/U6K BEST CHEAP HISENSE TV Hisense A6/A65K საუკეთესო HDR პირველ ჰაისენსის მოდელზე აქვს მაგ ჩარტში Sony BRAVIA 7 QLED TV Review https://www.rtings.com/tv/reviews/sony/bravia-7-qled კიდე ერთი ამ წლის სონის შედარებით იბუჯეტური QLED მოდელია პრემიუმ კლასის VA მატრიცაზე, მანდ დაუტესტიათ 65 ინჩიანი მოდელი რომელსაც ქონია მარტო 480 ლოკალ დიმინგ ზონა, რაც არაა ნამდვილათ ბევრი, სადაც ბევრ 2K იპს მონიტორებს მინი ლედზე 576 ზონიანი ლოკალ დიმინგიც აქვთ, ჯდება ეგ მოდელი 1200$ შტატებში, კარგი სბორკის ხარისხი ქონია საკმაოთ, ლოკალ დიმინგით კარგი 100000:1 კონტრასტი კი ქონია მაგ მოდელზე, ანუ მაღალი, სხვათაშორის სიკაშკაშეც ძალზე მაღალი აქვს, განსაკუთრებით გეიმ რეჟიმში, ამიტომ ალბათ 1200$ ეგეთი ძვირი არაა მაინც სონისთვის, სტანდარტულ HDR რეჟიმში პიკური სიკაშკაშე დაუთვალეს 1949 ნიტსამდე, მინიმალური კი 684 ნიტსი, რაც არაა ცუდი მაინც 1200$ სონის ტელევიზორისთვის, DCI-P3 95% დაუთვალეს, Rec 2020 73%-მდე, ზავაცკოი კალიბრაცია ნორმალური ქონია მაგ მოდელზე, HDR გრადიენტებიც არა აქვს ცუდი და 8 ბალი დაუწერეს, ხო ეგ 120 გერციანი მოდელია, 144 გერცის საპორტი არ ქონია, ჩამოთვალეს მაგ მოდელის მინუსებიც: Disappointing viewing angle. Glare is distracting in a bright room. Only supports 4k @ 120Hz on two ports. More noticeable blooming and haloing around bright objects in 'Game' mode. არც ისეთი ცუდი ვარიანტი ჩანს, განსაკუთრებით ვისაც სონის აღება უნდოდა უფრო Hisense U8/U8N TV Review https://www.rtings.com/tv/reviews/hisense/u8-u8n ეგ ამ წლის საშვალო კლასის ჰაისენსის მოდელია, მანდ დაიტესტა 65 ინჩიანი ვარიანტი, თუმცა არის 100 ინჩიანიც კი გამოსული, ჯდება ეგეთი 1100$, ანუ ზედა სონიზე ცოტა ნაკლები მაინც, ზატო მაგ მოდელს ხოშიანი 1600 ზონიანი ლოკალ დიმინგი აქვს, 75 ინჩიანს კი მთლათ 2000 ზონიანი ლოკალ დიმინგი ქონია უკვე, ანუ მაგ სერიაში ყველაზე მეტი, ბილდის ხარისხი მაგ მოდელსაც კარგი აქვს, აი კონტრასტი ზაპრედელნი აქვს მაგ მოდელზე, 1600 ზონის ხარჯზე ლამის 282,400 : 1 დაუთვალეს კონტრასტი, თუმცა თვითონ მატრიცას მაგის გარეშე ქონია მარტო 9449:1 კონტრასტი, მაღალი მაგრამ ისეთი მაღალი არა მაინც, მოკლეთ მაგ მოდელს გააჩნია საოცრათ მაღალი (მე ჯერ ეგეთი სიკაშკაშე არცერთ ტვ-ზე არ მინახია ეგეთ აბზორებში რაც დაიდო აქამდე) სიკაშკაშე, პიკური სიკაშკაშე HDR რეჟიმში დაუთვალეს 3145 ნიტსი, მინიმალური კი 869, რაც უფრო ბევრ მოდელებს აქვს, მაგრამ 3000 ნიტსი აქამდე მე არ შემხვედრია და 2450 ნიტსამდე ქონია 25% პერეხოდზე, რაც აგრეთვე რეკორდია ალბათ, ამიტომ სიკაშკაშეში 9.4 ბალი დაუწერეს შეფასება, DCI-P3 96% დაუთვალეს, Rec 2020 76%, ანუ უფრო მეტი მაინც ვიდრე სონიზე აქვს, აი ზავაცკოი კალიბრაცია ძალიან ცუდი ქონია მაგ მოდელზე, თუმცა HDR გრადიენტები ნორმალური აქვს მაგასაც, თან მაგ მოდელს ქონია ყველა გაფართოვებაზე 144 გერცის საპორტი ფრისინკზე, ჩამოთვალეს მაგ მოდელის მინუსებიც: Image degrades when viewed from the sides. Is a bit buggy at times. VRR issues around 100Hz. Mediocre pre-calibration SDR accuracy. ეგეც საკმაოთ კარგი მოდელია, ერთ-ერთი საუკეთესო სიკაშკაშით და მაგ ფასათ ძალიან მაგარი რამე ჩანს 1100$-ი კარგი ფასია მასეთი მაღალი მაჩვენებლებით და ნორმა სბორკის ხარისხით თან მე სამსუნგს ავიღებდი მაგ ორიდან ალბათ მაინც, ჩვენებით ეგ ჯობია და სიკაშკაშეშიც არაა დიდი სხვაობა, როგორც ფასში ალბათ
  1. Load more activity
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.