Jump to content

მათე

მოდერატორი
  • Posts

    15287
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    130

Everything posted by მათე

  1. ეხლა უკვე ტყუილს მაბრალებ! აგერაა შსს გამოქვეყნებული სტატისტიკა ზუსტად მაგ წლების რაც მე დაგიდე. 2001-2011 წლების დაბლა excel-ს ფაილად გადმოწერ. 2016-დან ზემოთ პირდაპირ წერია და შეადარე ჩემ დადებულს ეგ რიცხვები და მერე მითხრარი fake-აო. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/132/siskhlis-samartlis-statistika ასე ჰაერზე ილაპარაკე რამდენიც გინდა დაგვაქციეს მოგვისპეს ეკონომიკაო და არაფერი დაუტოვებიათო. რატომ დაგიჯერო სიტყვაზე? მანახე სტატისტიკა, კონკრეტული რიცხვები დადე. ეს არ არის დიალოგი უკვე, ეს არის სოფლის ორღობის ჭორაობა. ფაქტებს ვიშველიებ კონკრეტული რიცხვებით იგივე ბიუჯეტი, იგივე GDP, პენსიები, ვალი და ა.შ. შენ კი მხოლოდ სიტყვა გაქ რომ დაგვაქციესო მოგვისპეს ეკონომიკაო. ბოდიში მაგრამ მარტო შენი სიტყვა არ არის არგუმენტი. არგუმენტი სწორედ ეგ ცხრილები, კონკრეტული რიცხვები და სტატისტიკებია. ბარემ ისიც დაწერე 2003-ში ნაცებმა მოსვლით აშენებული ქვეყანა დაგვიქციესო და დააგვირგვინე ასე მეც ვიტყვი ძმაო 11 GHZ-ზე დავარაზგონე ერთხელ პროცესორიმეთქი მაგრამ ვალიდაციას მაგ შედეგის თუ არ დავდებ ხომ არ დამიჯერებ? მასეა ეხლა ჩვენი საუბარი. მე ფაქტს განახებ და მაქვს შენ კი მხოლოდ სიტყვა. მეც მასეთი განწყობა მაქვს სხვანაერად არ გამიგო. ნაცებს არაფერი ესაქმებათ მთავრობაში, მითუმეტეს მარტო ეგენი რომ მართავდნენ. არც ქოცებს. ქოცები უნდა წავიდნენ. გირჩსაც მივცემ ხმას ოღონდ ქოცები წავიდნენ. არაა რუსული მთავრობის ადგილი საქართველოში. მიშა თუ ორმაგი აგენტია როგორც წერ. ბიძინა და მისი მინიონები პირდაპირი რუსების აგენტები არიან.
  2. გიო აი ძაან ჰაერზე გყვარებია თქმა და ქოცების ნათქვამ სისულელეებს იმეორებ ძმაო. რა დაგვხიეს 15 წლით უკან ეკონომიკურად? დაწერე კონკრეტული რიცხვები. ეკონომიკას კონკრეტული რიცხვები უყვარს. რა იყო 15 წლით წინ 2008-მდე ეკონომიკა და რა იყო მას მერე დაწერე და შევადაროთ. 96$ იყო ნაცების პენსიის პიკი. 100$ იყო პირობა და 96%-თ შესრულდა ეგ პირობა. ეხლა ეს არის ფაქტი და შენ როგორც გინდა ისე ატრიალე. სხვათაშორის ნაცების 96$ ქოცებმა 2019 წლამდე შეამცირეს კიდეც, რაღაც მომენტში 70$-ზეც კი იყო ჩამოსული. ანუ ნაცების წასვლიდან 2019 წლამდე უფრო ნაკლები ქონდა ხალხს პენსია მსყიდველუნარიანობით ვიდრე მანამდე, რადგან ფასები იმატებდა და პენსია გაცილებით ნაკლებად მატულობდა. 3 წელი ზედიზედ სულ არ აუწევიათ. დღეს რომ 295 ლარია შეადარე მსყიდველუნარიანობით მაშინდელ იმ 96$-ს. აქ არ ცხოვრობ? რა ღირს სურსათ სანოვაგე წამლები რამდენჯერაა გაძვირებული რაზეა საერთოდ ლაპარაკი? რა დატოვეს დაწერე კონკრეტულად. რაც დატოვეს ვალი იმაზე 3+ ჯერ მეტი გვაქვს დღეს ვალი! სად წავიდა რას მოხმარდა ეს ფული? GDP per capita 4600$-მდე იყო ნაცების წასვლისას. დღეს რამდენია იცი? 2021-ში იყო 5000$ და შენ ამბობ ნაცებმა დაანგრიესო. აგერ ძმაო შეხედე ამ გრაფიკს. ამაზე ამბობ დანგრეული დატოვესო ეკონომიკაო? რაღაც ისე გამომდის გეგონება ნაცებს ვიცავო. უბრალოდ მეზიზღებაო ნაცებიო და ზღაპრებს წერ ძმაო. არაფერი დანგრეული არ დაუტოვებიათ ეკონომიკურად ძალიან წინ წასული ვიყავით და ზუსტად ეგ ეკონომიკა შემცირდა მომდევნო წლებში ამას გრაფიკშიც ხედავ. ბოლო წლებში ამოიქაჩა კიდევ და ეხლა მითუმეტეს რომ ამდენი ფული შემოდინდა, თორემ ქოცების პირველ წლებში დედა ეტირა. სულ მოსახლეზე შემცირებულიც კი იყო 4300 $-მდე. ანუ 2012-ში რაც დატოვეს ნაცებმა იმაზე უარესი სიტუაციაც კი იყო მომდევნო წლებში. ასეთივე გრაფიკია ბიუჯეტში. რომ მოვიდნენ ფაქტობრივად არ გვქონდა და კოლოსალურად გაზარდეს. მერე ქოცებმა მომენტში შეამცირეს კიდეც ისე დედა ეტირა ეკონომიკას და ჩვენს ვალუტას. აი ვალის გრაფიკი კი პირიქითაა. ნაცებმა რაც დატოვეს ეხლა ბეეეევრად უფრო მაღალია. ანუ 3+ ჯერ მეტი გვაქვს ეხლა ვალი. ეგ ფული ჩემი შენი და ჩვენი სხვების და ისევ ამ ქვეყნის შთამომავლების გადასახდელია. საშვილიშვილო ვალი დაგვადეს ქოცებმა. ა აგერ ქვეყნის რკინიგზას რა უქნა დაჩი ცაგურიამ და სხვა ქოცებმა. ეს დაჩი ცაგურია ისაა აი შენ რომ 30 000$-ებს ჭამდაო რესტორანში მაგას რომ პირველი გაჰყვიროდა ქუჩაში. მოაჯდა კარმუშკას 5 ნიშნა ხელფას დანამატებს და აგერ ძმაო შედეგი. 2007-2012 წლებში მუდამ მოგებაზე გადიოდა და აგერ ხედავ 2 წელში მილიარდზე მეტი წაგება დაადებინეს ქოცებმა. შენ კიდე მიშა ტეხავდა მილიარდებსო. მიშა თუ მილიარდებს ტეხავდა მაგ შედარებით ქოცები ტრილიონებს ტეხავენ.
  3. აბა ოცნება რას აკეთებს არ აგინებს დასავლეთს? ან აქცენტს რომ აკეთებ რუსეთზე ვართო დამოკიდებულიო. ვინ ყვიროდა 2012-ში ევროპის ბაზარი დავიკიდოთო და რუსეთს მივაწვეთო? შეგახსენებ ყველაზე ევროპელი კალაძე! მაგას გეუბნები 1-1ში რუსული მმართველობა გვყავს ოცნების სახით და მიგვაქანებენ კიდეც რუსეთში. მხოლოდ და მხოლოდ კალაძის გასაიდუმლოებული შეთანხმების საფუძველზე 300 მილიონამდე ჯარიმა გადაგვახდევინეს რუსებისთვის! ანუ ოცნებამ ისე ქნა რომ წაგვეგო რუსებთან ხვდები? თან გვიმალავდნენ, უბრალოდ სასამართლოზე უნდა წარედგინათ და იქიდან გავიგეთ მაგ გასაიდუმლოებული დოკუმენტის შინაარსი რასაც კალაძებ ხელი მოაწერა. ეე ბევრი რამე არ გცოდია ოცნების შესახებ. ძალიან არასწორ რაღაცებს წერ მოკლედ რა. 96$ ქონდა პიკი მიშას პენსია. 4$-ზე დასდევ? მაშინ იმას რატომ არ ახსენებ კალაძე, ძიძიგური, ბიძინა და სხვები რომ წიოდნენ და კიოდნენ რომ 1 ლარს იპარავს მიშა ბენზინიდანო როცა 2 ლარი ღირდა, მასე იაფი აღარასოდეს ღირდა ბენზინი ქოცების დროს როგორც ნაცების დროს იყო, ეს ვისი ტყუილია? დენი გაზი, წყალი ყველაფერი გაიაფდება ყველაფერი დაიწევსო გიო ვინმეს თუ 19 მილიარდის თემა სიმართლე ეგონა ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი მაგას. უბრალოდ სასაცილოა მაგის თქმა რომ მიშამ 19 მილიარდი წაიღოო. ბავშვურად მოგდის ეხლა როგორც 2012-ში ქოცებს. შენ სერიოზულად დაიჯერე? რიცხვებს მაინც გადახედე შე კაი კაცო 19 მილიარდი ვალი არ დაუტოვებია ქვეყნისთვის როცა ოცნების ხელში 70 მილიარდს უკაკუნებს საგარეო ვალი. 2012-ში გამოიყენეს ეგ ფარსი, დღეს მაგის თქმა ნიშნავს რომ საერთოდ არ იცი რა ხდება. ბიძო უფასო ფულსაც გვპირდებოდა და 5-5 მილიონს თითო სოფელს ეგ რომ ექნა მილიონჯერ გაასამართლებდნენ უკვე მაგაზე. იმიტომაც უწერია ბრალში კოსტუმების და საპნების ყიდვა, მეტი ვერაფერი მოუქექეს. 19 მილიარდი თუ ისე წაიღო სამხილი არ დაუტოვებია ეგ ყოფილა ალ კაპონე. ხუმრობ? მითუმეტეს ქვეყნის ბიუჯეტი გაზარდეს ნაცებმა 13-ჯერ, პენსია გაზარდეს 9-ჯერ, საშუალო ხელფასიც ზუსტად არ მახსოვს მაგრამ ეგეც რამდენჯერმე მეტი გახადეს და ამ ეკონომიუკ აღმავლობაში პახოდუ 19 მილიარდიც მოტეხეს?
  4. გიო ძალიან ცდები. რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ ხარ მოექცეული. არაფერი საერთო ამ კანონს აშში ან ევროპაში რაცაა მსგავსი არაფერი არ აქვს მასთან. თვითონ გამოვიდნენ ამერიკელები და განმარტეს დეტალურად რომ ეს კანონი რასაც ოცნება ცდილობს საქართველოში მიიღოს არის რუსული კანონის ანალოგი. 1-1 ში და შემდეგი ეტაპები იქნება არასანქცირებული მიტინგების აკრძალვა და უცხოური დაფინანსების დაბეგრვა. ასევე თითოეული საზღვარგარეთ მომუშავეს კონტროლზე აყვანა. ნუ უსმენ კობახიძის და სხვა ოცნებისტების ნათქვამს. გატყუებენ როდესაც ამბობენ რომ ამერიკულ კანონს ვიღებთო. ეგ იგივეა აი ეხლა მე რომ გითხრა ესა და ეს ტელეფონი მაქვს მეთქი და შენ რომ დამიწყო მტკიცება არა შენ ეგ არ გაქვს აი ეს გაქვსო. ცდები გიო. რაც ზემოთ დავწერე იმაზე გამწარდა სწორედ ეგ ხალხი და არანაერი მოსყიდვა არაა საჭირო რომ ის ხალხი ვინც მანდ უმეტესობაში იყო, ახალგაზრდები, გარეთ გამოსულიყვნენ და გაეპროტესტებინათ ეს კანონი. ელემენტარული აქამდე ყველა გადადგმული ნაბიჯი დასავლეთის გასაშავებლად იყო და ყველა პროექტი ჩაშალა ოცნებამ რაც ქვეყანას წაადგებოდა დასავლეთთან დასაახლოებლად. რა გაფიქრებინებს იმას რომ ეს კანონი აწყობს ამ ქვეყანას? სულ რომ არ იცოდე რას გულისხმობს ეს კანონი (ვხედავ რომ ასეცაა ) მაინც უნდა მიხვდე რომ არ მიიღებენ მასეთ ამერიკულ კანონს ოცნება. აქაც შეცდომებს უშვებ. დღეს არანაერი ნეიტრალიტეტი ჩვენ არ გვაქვს. ვართ რუსეთის მომხრეები და ოცნებას ფსონი სწორედ რუსეთის უკრაინაში გამარჯვებაზე აქვს დადებული. სწორედ ამიტომ აქვთ ეგეთი ანტიდასავლური განცხადებები. რუსებსაც ამიტომ უშვებენ ოხრად და კანონებსაც იღებენ ანტიდასავლურს. ამ მიტინგების დარბევაც კი რუსული მეთოდიკებით ხორციელდება. ვისაც ახსოვს ნაციკების დრო მიტინგი 1 საათში არასოდეს დაურბევიათ. კვირები და თვეებიც კი იდგა ხალხი მიტინგზე და მერე ხდებოდა დარბევა. ასე მხოლოდ რუსეთში არბევენ ხოლმე ეგრევე შეკრებილ ხალხს მითუმეტეს უმიზეზოდ. მანდ მიტინგზე შენ აშკარად არ ყოფილხარ. პოლიციას ყავს გადაცმულები და ერთმანეთში ამბობენ მოდი წიხლით შევამტვრიოთ პარლამენტიო და ხალხს აგულიანებენ. პოლიციის 10-20 კაციანი ჯგუფი მიდის მასეთ რამეზე რომ მიზეზი მისცენ დარბევის. ეს ყველა მეთოდი რუსულია. ამას თვითონ რუსებიც კი წერს ზოგი. უკრაინელებიც წერენ მაიდანზე რა მეთოდებიც იყო 1-1ში იგივე ხორციელდება აქაცო. კანონზეც ამბობენ რომ დასავლურია და ამ დროს საქმეში რუსულიაო. იგივე იყო უკრაინაში და უკრაინელმა ხალხმა ეგ გამოცდა ჩააბარა და ჩამოაშორა რუსული მთავრობა მმართველობას. აქ უკან იმიტომ წაიღეს ეხლა ეს კანონი რომ ჩაახშონ დროებით ეს აქციები და მერე ისევ მიიღებენ. რა გგონია? ოცნება მოგუდვის პრინციპით მუშაობს. არეულობას ჩამოაგდებს ეხლა ხალხში, გაშავებას დაიწყებენ ძალიან ბევრის, რომ შემდეგ არ იყოს მოლოდი ამხელა აქციების და ისევ მიიღონ ეს კანონი. რუსეთს აქ შემოჭრა ეხლა არაფერში ჭირდება, ისედაც რუსი მილიარდელის ხელშია ეს ქვეყანა და როგორც ხედავ რომელ კანონსაც უნდათ იმას მიაღებინებენ. ეგეც რუსული პროპაგანდის გავლენაა შენზე როდესაც ამბობ რომ ნაციკები თუ მობრუნდნენ რუსეთი შემოვაო. ნაციკების და ვინც არ უნდა იყოს იმ მთავრობის ბრალი კი არ იქნება ეგ. თუ მართლა მასე მოხდა ეგ იქნება იმის ბრალი რომ ქვეყანაზე გავლენას დაკარგავს რუსეთი. მე ჯერ კიდევ 2018 არჩევნებისას ვთქვი რომ ოცნებას აწყობს სამოქალაქო ომი. ეს დაამტკიცეს გავრილოვის ჩამოყვანით და 20 ივნისით. არ მოყოლია უბრალო ამხელა ამბავი. ეხლა ამ კანონსაც საკმაო გამოსვლები თანსდევს როგორც ხედავ და რუსეთში დაიწყო ხალხმა უკვე ლაპარაკი და fake-ბის გავრცელება რომ საქართველოს მთავრობა პუტინს თხოვს დახმარებას არეულობის დასალაგებლად და პუტინი უარზეაო. ეგ აქ ჩამოსულმა რუსებმაც დაწერეს ჯგუფებში გავრცელდა მაგის სკრინშოტები. ჯერ კიდევ ბევრი ვერ ხვდება სად ვართ და რატომ ვკიდივართ მაგ ბეწვზე შენ რომ ახსენებ. ნაციკები მანდ არაფერ შუაშია. იგეგმება ქვეყნის საბოლოოდ რუსეთზე გადაბარება და ამას აკეთებს ოცნება. სამაჩაბლო კი 2008-მდე გაცილებით ადრე დაიკარგა რომ იცოდე. მიშამ 20% დაკარგაო ისეთივე ზღაპარია როგორც რომ 19 მილიარდი აქვს წაღებულიო. ეგეთ რამეებს ისტორიის წაკითხვა და მაშინდელი ამბების გაცნობა უნდა. ამას თვითონ კალაძეც კი ამბობდა რომ იცოდე ინტერვიუში მიშას რომ ტრაკში უძვრებოდა მაშინ. ამბობს რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დაიკარგაო ადრე. ყველამ ყველაფერი კარგად იცის მაგრამ ეხლა აფხაზეთიც და ყველაფერი მიშას გამოა დაკარგული, ასე აწყობს ეხლა ოცნებას მთავრობაში გასაჩერებლად და იმიტომ. სად გაგიგია ეხლანდელი მთავრობა 15 წლის წინანდელ საქმეებზე საუბრობდეს რისი გამოსწორებაც 2 დღეში შეეძლოთ. გელათის რემონტიც კი მიშას შეტენა წულუკიანმა. გესმის? 8 წლის მანძილზე რომ ჭერი არ იყო გაკეთებული ამ საქმეზე თქვა მიშას ბრალიაო. ბრბოს ადებილებენ. იმასაც დააკვირდი კობახიძე რო პოსტებს დებს თუნდაც იმას უვიზოს ბრალია ქართველები რომ გადიანო და გულისხმობს გაუქმებას უვიზოსი, როგორც ამ პრობლემის მოგვარებას ვინ ულაიქებს მაგ პოსტს. ნახე რაღაც მალაიზიური ექაუნთებია. ამათ რომ ტროლ ბოტები ყავთ რავიცი. რუსეთშია 1-1ში ასეთი სისტემა ტროლ ბოტებისა. ასეთი უტიფრობა არცერთ მთავრობას არ გაუკეთებია. ასეთი შუბლზე ძარღვ გაწყვეტილი არავინ ყოფილა რუსეთს აქებდეს, უკრაინას აბრალებდეს ომის დაწყებას, რუსულ კანონს იღებდეს, დასავლეთს აგინებდეს და მეორე დღეს ამბობდეს ევროკავშირია ხსნაო. აი ამათთან არიან კოლაბორაციონიზმში ოცნება შენ არ გცოდნია რა ძალას ვართ დაპირისპირებული და რას წარმოადგენს ოცნება. რუსების ლიდერების შვილები არიან ევროპა ამერიკებში და ზუსტად იგივე ხდება ოცნებაშიც. შვილი რომ უნდა გაუჩნდეთ მაშინ მიდიან ამერიკებში და იქ აჩენენ შვილებს. აგერ ჩამოგითვლი. 1-1ში რუსეთში რაცაა ეგაა აქაც. ალუდა ღუდუშაური - ცოლი ორჯერ წაიყვანა ამერიკაში სამშობიაროდ. მისი ორივე შვილი ამერიკის მოქალაქეა. ბექა ოდიშარიას შვილი ამერიკაშია დაბადებული. შესაბანისად ამერიკის მოქალაქეა. ანრი ოხანაშვილის ორივე შვილი ბერლინშია დაბადაბული. კახა კალაძის ოთხივე შვილი მილანსა და პარიზში არიან დაბადებულები. ბერა ივანიშვილი პარიზში დაიბადა და არის საფრანგეთის მოქალაქე. ბაია კვიციანის შვილი დიდ ბრიტანეთში დაიბადა. დავით სონღულაშვილის შვილები საფრანგეთში დაიბადნენ. ირაკლი ჩიქოვანის ცოლი ამერიკაში ცხოვრობს და მისი შვილებიც ამერიკაში ცხოვრობენ. მეძმარიაშვილის შვილიშვილები დაიბადნენ ავსტრიაში და ცხოვრობენ ავსტრიაში. ზაზა ლომინაძის ქალიშვილი ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში. ასევე განათლება მიიღო გერმანიაში. ირაკლი ღარიბაშვილის ვაჟი მიემგზავრება ამერიკაში, კერძოდ პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლებლად. გია ვოლსკის უმცროსი ვაჟი ცხოვრობს და მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე შეუძენიათ სახლი ამერიკაში. მიხეილ ყაველაშვილის უფროსი შვილი ინგლისში დაიბადა, მეორე შვეიცარიაში და მხოლოდ მესამეა თბილისში დაბადებული. ამ დროს ოცნება და მისი ძმაკაცები ხალხის ძალა და ალტ ინფო გეუბნება რომ ამერიკა და ევროპა პიდარასტია და ერთმორწმუნე რუსეთია ხსნა. ვინც იცის ისტორია იმან იცის რომ რუსეთში მორწმუნე არავინაა. რაც გააკეთა პირველი აქ შემოჭრისას იყო ეკლესიების დანგრევა. უკრაინაშიც ბომბავენ ეკლესიებს.
  5. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ეს რუსული სტრატეგიით პროპაგანდას რომ ახორციელებს ოცნება შენზე სერიოზული გავლენას ახდენს. მე არ მიყვარს ჰაერზე საუბარი მაგიტომაც ვწერ კონკრეტულ რიცხვებს და კონკრეტულ საქმეებს. კონკრეტულად დამიწერე რა არის ნაცების შეთხზული სისულელე და ცალკეულად გავარჩიოთ არაა პრობლემა. ევროკავშირში რომ არ მიგვიღონ მაგისთვის იდეალურია ეს კანონი რაც მიიღეს პირველივე მოსმენით სასწრაფოდ და ამაში ნაცებს აწყობთო რომ ამბობ საერთოდ ლოგიკას მოკლებულია და პირდაპირ კობახიძის ზემოქმედების ქვეშ ხარ მგონია. ეგაა ეგეთი თვითონ ჩამოიყვანა თავისი ხელმოწერით ჩასვა გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამში და პროტესტი რომ მოეწყო იმას გაყვიროდა ნაცების პროვოკაციააო, ზუსტად ისე როგორც ეხლა შენ ამბობ რომ ევროკავშირში არ მიღება ნაცებს აწყობთო და ამ დროს მაგ საქმეს ზუსტად ოცნება აკეთებს და ოცნება აშავებს დასავლეთს. კიდევ ერთხელ დამიწერე კონკრეტულად რა არის ნაცების შეთხზული სისულელე და გავარჩიოთ დღეს ყველა მოაზროვნე ადამიანს უნდა რომ ოცნება წავიდეს. ფაქტია რომ არაფერი გამოსწორდა, პირიქით სიტუაცია გაუარესდა. ზუსტად რაც ზემოთ დაიწერა ხალხი გახვეტილია მასობრივად ქვეყნიდან. ქვეყანას კი რუსული გეზი აქვს აღებული.
  6. 13 წლის გოგო რომ შადრევანში დენმა მოკლა მაგ საქმეზე ხედავთ რეები გამჟღავნდა? ამხელა მერიის დონეზე ყალბი საქმეები მტკიცდება 0 შემოწმება, ყველგან კორუპცია და ნაცნობობა და მერს არც კი ცხვენია იმდენად რომ გამოვიდეს და აღიაროს ჩაჯმა და ან გადადგეს ან რამე ქნას. სირაქლემასავით ჩაყოფილი აქ თავი ქვიშაში. ამ დროს იმ ოჯახს რამხელა უბედურება დაატყდა თავს, ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო მის ადგილას და რის გამო?
  7. მაგათი დრო რომ წავიდა კარგია რათქმაუნდა. მე მხოლოდ იმ ფაქტს ვამბობ რომ მაგათ კრიმინალური სიტუაცია დარეგულირებული ქონდათ და ნამდვილად არ ხდებოდა ისეთები რაც ეხლა. სტატისტიკა მეტყველებს ამაზე. აქ სტატისტიკას არ დაეთანხმო და აგუმენტად მე ვერ ვხედავ კრიმინალსო გქონდეს და ამერიკაში სტატისტიკას იშველიებდე იარაღის ტარების უფლების საწინააღმდეგოდ, ორმაგი სტანდარტები ქვია მაგას და არ გამოვა ასე. ახლობელი აშენებს ბინებს და დაადგნენ თავზე სახლიდან 10 ბინას ახევენ თორემ სულ ვერ ააშენებო. ეხლა 2 კორპუსს აშენებს და რომ მოვრჩები აღარ მინდა აქო ამბობს. მერეს ცოლი მუშაობს სახელმწიფო დაწესებულებაში და ეს კაცი ლაპარაკობს ხოლმე სამუშაოზე პოლიტიკაზე და დაიბარეს და დაემუქრნენ განაგრძობ კრიტიკას და შენი ცოლი გავარდება სამსახურიდანო. შენ ეგრე იმასაც წერ ჩემთვის იმათაც არაფერი დაუშავებიათო მაგრამ ხომ ვერ იტან და დღეს რატომ არ გადარდებს სხვები თუ არიან ცუდ დღეში ამათგან? მე პირადად ამათი შიში უფრო მაქვს. ვხედავ რომ მილიონზე მეტი რუსი შემოუშვეს, აშკარად გამოდიან პრემიერი და თავმჯდომარეები ანტიდასავლური გამოსვლებით, ზარქუამ საერთოდ პირდაპირ ეთერში აგინა ვიღაცა პოლიტიკოსს დასავლეთის. მაგათ მართალ და სწორ მოთხოვნებს სასამართლოსა და სიტყვის თავისუფლების, ოლიგარქების შესახებ კანონს შეგნებულად არ ასრულებენ. სამაგიეროდ აგერ რუსული კანონის მიღება უნდათ. უკრაინას აბრალებენ ომის დაწყებას და პრორუსულ სიტყვას ამბობენ. ოკუპაციის ზოლთან არცერთი მათგარი არ მისულა. ჟურნალისტის ელემენტარულ კითხვას რომ არის თუ არა რუსეთი მტერი არცერთი მათგანი არ პასუხობს! რუსს მტერს არ ეძახიან! ანუ დაუკვირდი რა დონეზე გამოიაშკარავეს თავი. აშკარა რუსეთუმეები არიან და ქვეყანაც რუსეთში შეყავთ. ძალიან საშიში სიტუაციაა. ლამის ყოველი 4-ე რუსია დღეს ქვეყანაში. ამდენი შემოუშვეს. 15 000 ბინიდან 13 000 რუსს უყიდია. 8000-ზე მეტი კომპანია დაამტკიცებინეს, ათიათასობით ჰექტარი მიწა აყიდინეს, ფულს ათეთრებინებენ სტუდენტებს 30 000$-ს არიცხინებენ და 50 ლარს იღებენ ესენი მაგაში. მოლდოვა ბელორუსთან და რუსეთთან ერთად საქართველოსაც მტერ სახელმწიფოების სიაში წერს უკვე. კობახიძემ fb-ზე ისიც კი დაწერა ევროპაში იმიტომ მიდის ხალხი რომ უვიზოაო. ადრე ბიძინას ნათქვამი აქვს არ უნდა ანახო ხალხს კაი ცხოვრებაო ევროპაშიო მერე აქაც უნდებათო, პირდაპი ინტერვიუ დევს შეგიძლია ნახო ხო ხვდები ტიპები როგორი ჩრდ კორეიზაციისთვის გვამზადებენ. 2008 წლის ომზე ჰააგამ ცალსახად რუსეთი დაადანაშაულა და დაამტკიცა რომ ყველაფერში მართლები ვართ და ამათი რეაქცია რა არის ეხლა? ჩვენო 2008-ს ომი უნდა გამოვიძიოთო. ანუ მიზანი რა არის? უკვე გაგამართლა ყველამ და დაადანაშაულა რუსეთი და რაღას იძიებ? იმას იძიებენ რომ მუდამ საქართველოს აბრალებდნენ ეგენი მაგ ომს და ახლაც რუსების ბრძანებით მოქმედებენ. დიდი დრო არ დაგვრჩენია სრული ოკუპაციისთვის ესენი დროულად თუ არ გავყარეთ. გირჩი იყოს გინდაც და გინდა ვინმე სხვა რა პრობლემა. იმდენი პარტიებია მარა ეს ქოცები ქვეყანას გვართმევენ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რუსეთში მიგვათრევენ.
  8. შენ კიდევ ზედაპირულად ყვები. ძალიან დამაინტერესა მაგ ამბავმა და სულ ვეცნობოდი სიახლეებს. მანდ ეგ ჯგუფი ვინც იყო ყოფილან ტურისტებს რომ ფულს აწერენ ეგენი და ამ კაცს მიუთითებია მაგაზე. მერე ხომ იცი როგორც ხდება კრიმინალი აუშარდა და ამას უცემია იმათიანი. იმან მოიყვანა თავისი ძმაკაცები და ეს კაცი ცემეს. 1-ხელ ცემეს და წავიდა. მერე მეორედ ცემეს და ისევ წავიდა. მესამედაც უკვე მის სახლთან იყო მისული ლამის და იქაც დახვდნენ. ამას მანქანაში იარაღის დატოვების უფლება არ ქონდა. კანონი კრძალავს და იარაღი მაგიტომ აიღო მანქანიდან და მიქონდა სახლში ყველაფერი კამერაშია დაფიქსირებული. ეგენი დახვდნენ სახლთან, ეს არ მისულა იმათთან იარაღით. იარაღი რომ ამოიღო მიწისკენ იშვერს. აქაც კრიმინალი ეცა ისევ ამ კაცს და პირველი გასროლა ფეხის თითში მოხვდა იმათიანს ვინც მოკვდა. ანუ გამაფრთხილებელი ისროლა დაჟე ამდენი ცემის და ადევნების მერე. რავიცი. შენ რო იყო მაგ სიტუაციაში რას იფიქრებ? მოკვლა უნდათ შენი იასნია, აბა ამდენჯერ გცემეს უკვე სახლში გხვდებიან. არ დააჭედებ პირდაპირ შუბლში და არ მიაწყობ? მარა ტიპმა წარმოიდგინე გამაფრთხილებელი ისროლა და მაინც ეცნენ და მერე უკვე დაიჭრა ის ტიპი და დაიბრიდა. დანარჩენებისთვის არც უსვრია ამას. ამ კაცს მაგრად გაუმართლა რომ ეს ყველაფერი კამერებმა დააფიქსირა, თორემ ძალიან კარგად მახსოვს იმ ახვრების ოჯახის წევრებმა როგორ გაშავება დაუწყეს ეგრევე და ჩვენი ხალხი ხომ იცი როგორია ცეცხლზე ცოცხლად დაწვავდნენ რომ გადაგეცა, მაგრამ მერე დაიდო ვიდეოები და ე მანდ გაიგო ყველამ რაც მოხდა სინამდვილეში. ეგ კაცი იგივე ამერიკაში რამდენიმე დღეში სახლში იქნებოდა და ხალხი გმირს დაუძახებდა მისი საქციელისთვის. აქ კიდევ ეგ კაცი დაიჭირეს რამდენიმე თვით და ის ტიპები ფულის ახევისა და ჯგუფური თავდასხმისთვის არც კი დაიჭირეს. ანუ აზრზე ხარ კრიმინალი არ დაიჭირეს და მართალი კაცი აყურყუტეს ციხეში რამდენიმე თვე და ცოლ შვილი ჯოჯოხეთს გამოუტარეს.
  9. კარგი რა გიო. სტატისტიკას მაინც შეხედე დავდე ზემოთ. 90-იანებს რატომ ადარებ? აგერ სულ რაღაც 11 წელის წინ იყო მშვენიერი მდგომარეობა მაგ მხრივ ქვეყანაში. აშკარაა რომ როდესაც ნაცებმა პატრული მოხოდეს და შეკრეს პოლიციის სისტემა დანაშაულმა რადიკალურად იკლო. ანუ საშუალოსტატისტიკური ქართველისთვის გაცილებით უსაფრთხო გახდა ცხოვრება. აგერ ჩემს უბანში 1 ღამეში 11 მანქანა გატეხეს არადა გუშინდელი დღესავით მახსოვს მანქანას არც კი ვკეტავდით! პოლიციამ რა გვითხრა იცი? ვიცით ვინებიც არიანო მაგრამ ვერაფერს ვიზამთო, დავიჭერთო და ისევ უშვებენო. ბავშვები არიანო. 2 ბინა გატეხეს კიდევ სხვადასხვა დროს ეს არც ვიცი ვინ ჩაიდინა, საერთოდ ვინმემ გამოიძია თუ არა ეგეც არ ვიცი. მოშალა პოლიცია ქოცობამ და მიუშვა კრიმინალი, პირველი ნაბიჯი ზუსტად პატიმრების და კაციჭამიების გამოშვება იყო. გორში რომ 9 წლის გოგო გააუპატიურა და დაწვა ის ტიპიც ზუსტად მაშინ შეწყალებული ყოფილა და კიდევ უამრავი ეგეთი. ანუ უბრალოდ პატიმრები რომ არ გამოეშვათ წარმოიდგინე რამდენი ადმიანი გადარჩებოდა. აბა მაგ მსხვერპლის ოჯახს უთხარი ეგ ამერიკაში ხდებაო. სულ არ აინტერესებს იქ რა ხდება, ფაქტია რომ მთავრობის ქმედებები ხელს უწყობს კრიმინალის ზრდას ქვეყანაში. გამოსასწორებლად კი არაფერს აკეთებენ, ამაზე სტატისტიკაც მიუთითებს რომელიც მუდამ მზარდია. მსგავსი სიტუაცია არაფერი მახსოვს რევოლუციის მერე 12-მდე.
  10. აგერ ბატონო როგორ იკლო დანაშაულმა. მანდ ქოცებმა მოსვლისას ათასობით პატიმარი გამოუშვეს და მალავდნენ ოფიციალურ სტატისტიკას თუმცა 2012-ს ცნობილია 28 000 დანაშაული ფიქსირდება. აი მერე კი 2013-2014-ში იწყება მატება და მერე კი ხედავთ. ფაქტია რომ დღეს კრიმინალი მაგარ განცხრომაშია. აგერ გუშინაც დელისის მეტროსთან 5 გასროლა იყო.
  11. ჩვენთან თუ იქნება ნამდვილი კონტროლი და ნამდვილი გამოცდები იარაღის ქონა ტარებაზე მაშინ მეც ვეთანხმები 100% რომ იარაღის ტარების უფლება მქონდეს. დღეს ისეთი უაზრო წესებია. სანადირო თოფზე რო ავიღე უფლება, ექიმი მეკითხება ჯანმრთელი ხარო კითქო და ეგ იყო სულ. გამოცდაც სულ 15 შეკითხვა იყო მაგარი უაზრობები. ნარკოტიკებზე კი შეამოწმეს შარდი და თვალის ხედვაც კედელზე როა გაკრული, მაგრამ ფსიქოლოგი რატომ არ გამასაუბრეს. შეიძლება ეგეთი დონის ფსიქოლოგი არც კი გვყავდეს აქ რომ ადამიანის წაკითხვა შეეძლოს. აქვს თუ არა მიდრეკილება აგრესიისკენ და არის თუ რა არასწორად იარაღის გამომყენებელი. რამდენიმე ვიზიტი საკმარისი უნდა იყოს მაგის გასანსაზღვრად პროფესიონალის მიერ. ეგაა პრობლემა აქ. დანაშაულს რაც შეეხება არავინ სჩადის გაფორმებული იარაღით. ყველა დამნაშავეს აქვს უკანონოდ შეძენილი სერიულ ნომერწაშლილი იარაღი. ეგ აკრძალვები მარტო მაშინ იმოქმედებს თუ 100%-თ შეზღუდავ უკანონო იარაღის გავრცელებას. აქ ამას არავინ აკეთებს, ამიტომ კრიმინალი უპრობლემოდ ყიდულობს იარაღს და კანონმორჩილ მოქალაქეს არ აქვს უფლება. იცით კიდევ რა უაზრო კანონი გვაქვს? აი მაიკ ტაისონის ნაერი ტიპი რომ გაიჩითოს, შენი მოკვლა რომ უნდოდეს და ესროლო შენ დაგიჭერენ. უშველებელი ხანჯალიც რომ ეჭიროს ტაისონისნაერს მაინც, რადგან არათანაბარი ძალა გამოიყენეო. ანუ იმასაც უნდა ქონდეს იარაღი რომ შენ ესროლო და შანსი გქონდეს თავდაცვაში გაგიტარონ. ის ფეხებზე კიდიათ ტაისონს და შენ შეუიარაღებლად რომ უკვე არ გაქვთ თანაბარი ძალა. რუსების შემოჭრა რომ ახსენეთ ზემოთ. ნამდვილად მასე ვფიქრობ მეც რომ სუსტი ვიყოთ მაქსიმალურად ესაა მიზანი. მე რომ ვიყო ამ ჯარში გაწვევას რადიკალურად შევცვლიდი და სტრატეგიულად მივუდგებოდი საკითხს თითქოს ომი მიმდინარეობდეს. წვრთნებს გავატარებდი როგორც ომის პირობებში და რაც მთავარია გავიწვევდი ბიჭებსაც და გოგოებსაც. მედიკობას ავათვისებინებდი გოგონებს, ვისაც ბრძოლა უნდა კეთილი. იარაღის მოვლა, მოპყრობა. თანამედროვე ომში ტექნიკის მართვა თავისუფლად შეუძლია გოგოებსაც. არ ვართ ბევრნი და ამიტომ მტრისთვის თითოეული ქართველი უნდა იყოს საშიში. მიზანში სროლა ყველამ უნდა იცოდეს. იარაღის დაშლა აწყობა, ომის კანონები, რა როგორ გააკეთოს როგორ მოიქცეს, თუნდაც რაიმე რაკეტის სროლა და ა.შ. მაქსიმალურად სამხედრო თვალსაზრისით განვითარებული ხალხი უნდა გვყავდეს ქართველებს. 50 მილიონი რომ ვიყოთ კი ბატონო არ იქნებოდა ასეთები საჭირო. 2 მილიონი ჯარისკაცი შეჭამდა ნებისმიერ ირგვლივ მყოფ ქვეყანას და იქნებოდა გარანტია საქართველოში მშვიდობისა და განვითარების მაგრამ არ ვართ მაგდენი. აგერ მილიონს გაცდა სტატისტიკით შემოსული რუსი და უკვე იმდენნი არიან უხარიათ და ნახე რეებს წერენ
  12. აი მაგისი კი ნაღდად არ მჯერა, რომ უცხოპლანეტელებმა, რომლებმაც ამოდენა მანძილი დაფარეს, კოსმოსში მოგზაურობის ყველა პრობლემა მოაგვარეს, ხომალდების ტექნოლოგიაც ისე აქვთ განვითარებული რომ ძალიან მაღალ სიჩქარეებს აღწევს (სინათლის სიჩქარეზე სწრაფსაც, ან რამე პორტალის მსგავსს იყენებენ, ან თვითნ ცხოვრობენ უსაშველოდ დიდხანს, ან კრიოკამერები აქვთ), ენერგიის წყაროც ოხრად აქვთ. აი ასეთი განვითარებული რასა ვიღაც ჯუმბერასთან შედის კონტაქტში და ჯუმბერას თხოვნით დანარჩენ 8 მილიარდ ადამიანს უმალავს მოსვლისა და არსებობის შესახებ. მერე კიდე ვიღაცა ნუგზარა ამ ჯუმბერას ბრძანებით ჩამოუგდებს მაგ ხომალდს და ამას ვიღაცა ნელიკო ვერტიკალურ ვიდეოზე გადაიღებს და tiktok-ზე დადებს თუ მოვლენ უცხოპლანეტელები, ეგეთ განვითარებულ არსებებს არამგონია დიდად დედამიწის რესურსები აინტერესებდეს. ალბათ ისევ ჩვენს გადასარჩენად თუ მოვლენ, ეგეც ტექნოლოგიების გადმოცემის გარეშე. ჩვენც ხომ არ ვაძლევთ მაიმუნებს კალაშნიკოვს? დასაპყრობად თუ მოვლენ კიდევ, ალბათ რუსებივით "მოსკოვის გადაწვა" შეგვეძლება. ანუ დედამიწის ჩვენი ხელით განადგურება ყველა ატომური ბომბის აფეთქებით. ეგეც თუ იქნება რამე შემაფერხებელი მაგათთვის საკითხავია. თვითონ უცხოპლანეტელების არსებობისა კი მჯერა. უბრალოდ სამყარო იმდენად დიდია თუკი ერთხელ მოხდა და აგერ ვართ ამის დამადასტურებელი ფაქტები, არის ალბათობა იმისა რომ მეორედაც მომხდარიყო იქ სადღაც.
  13. აი განვითარების დონეები kardashev scale-ს მიხედვით. საინტერესო ვიდეოა, მოგეწონებათ.
  14. შეიძლება ვირტუალურ სამყაროშიც ვართ, შეიძლება ბევრად განვითარებული არსებების მიერ შექმნილ სამყაროშიც. არის თეორიები რომ შემთხვევითობით შექმნილ სამყაროშიც კი ვიყოთ და ამ სამყაროს არსებობის შესახებ შემქმნელებმაც კი არ იცოდნენ. იმის ვარაუდიც კი არსებობს რომ ასეთი სამყარო შეიძლება ჩვენც კი შევქმნათ შემთხვევით. ამას ალბათ ძალიან დიდი ხანი ვერ გავიგებთ. განვითარების სულ სხვა საფეხურებია საჭირო ამისთვის. თუ არ გავანადგურეთ საკუთარი თავი ალბათ მივაღწევთ განვითარების მაგ დონეებს. ქრისტეს მოსვლა ვინ იწინასწარმეტყველა? ეგ ჩანაწერი სადაც წერია წინასწარმეტყველება ვინ იცის ან როდის დაიწერა, ან ვინ დაწერა. უტყუარი მტკიცებულება ამისი არ გვაქვს. ან წარსულში უნდა იმოგზაურო ქრისტეს შობამდე წლებში და მოიკვლიო წინასწარმეტყველებები ან მეორედ მოსვლა მართლა თუ მოხდება ეგ იქნება მაგის დამადასტურებელი საბუთი. ამის დაბლა რაც დაწერე ეგ უკვე მთლიანად რელიგიისა და სარწმუნოების თემებია ზოგს 17 ქალიშვილი ელოდება სამოთხეში, ზოგს კიდევ სიმშვიდე და სიწყნარე. ეგ არის სიცოცხლის სურვილის გამოხატულება. არავის უნდა რომ სიკვდილის მერე საერთოდ არაფერი იყოს. არადა მეტად სავარაუდოა რომ ისევე იქნება როგორც დაბადებამდე იყო, ანუ არაფერი. ამ ფილმებში მარსიანელი და გრავიტაცია ზედმეტია. ინტერსტელართან მარტო ის აქვთ საერთო რომ კოსმოსთან აქვთ შეხება, მეტი არაფერი გრავიტაცია მაგარი სულელური ფილმია იმდენი შეცდომაა მანდ რომ მგონია ბიუჯეტი 2 ლარი ქონდათ და ასტრონავტიკისა და კოსმოსის მცოდნენ ვიღაც აფერისტმა გაასაღა თავი და მისი იდეებით გადაიღეს https://www.imdb.com/title/tt5834426/ ეს არის კიდევ საკაიფო ფილმი მაგის მსგავსი იდეით.
  15. raid არის როდესაც რამდენიმე storage-ს იყენებ ერთ დიდ storage pool-დ. არის ვარიანტები რომ მხოლოდ სანდოობა გაზარდო raid 1, არის მხოლოდ სიჩქარე გაზარდო raid 0. საშუალოც არის სიჩქარეც გაზარდო და სანდოობაც raid 10 მაგალითად. ეს მარტივებია კიდევ არის სხვა raid-ებიც უფრო კომპლექსური ალგორითმებით raid 5 და ა.შ.
  16. MX200-ზე არ მითქვამს კიდევ უფრო ბიუჯეტური მაქვს BX100 და ამოდენა ხანი გაძლო.
  17. 7600x უკეთ გამოიყურება ფასი/წარმადობით თამაშებში ვიდრე ეგ 13600k. მითუმეტეს ამ წუთას amazon-ზე 13600k 317$-დაა ხოლო amd 237$-დ, არც 13600kf ყოფილა იაფი 297$-დაა. intel-ს პროცესორიც უფრო ძვირია, RAM-ც ძვირიანი უნდა და გაგრილებაც ძვირიანი, კვების ბლოკიც შესაბამისად უფრო ძვირიანი უნდა. amd-ზე თუ 600 W-იანი გეყოფა intel-ზე 700 უნდა აიღო. 7700x თითქმის იგივე ჯდება ეხლა ამაზონზე რაც 13600k არადა 8 ბირთვი აქვს. 7800x3d მაინტერესებს ყველაზე მეტად. წესით და რიგით საუკეთესო ვარიანი gaming cpu-სთვის სწორედ ეგ უნდა იყოს.
  18. Crucial-ს SSD-ს ავიღებდი მე. ვინჩესტერებზე ამასწინათ იდო სტატისტიკა fail rate-ს. არქივაციისთვის რომ გინდოდეს კიდევ შეიძლება მაგ HDD-ს აღება, რადგან არ იმუშავებდა და 10-ჯერ მეტ მოცულობას შეინახავდა. მაგრამ რადგან ამბობ რომ ხშირად ჩაწერ და წაშლი დიდ ფაილებს ამიტომ ყველაზე ცუდი ვარიანტი მგონია ეგ. Crucial-ს იმიტო ვენდობი რომ მაგის ბიუჯეტური low end SSD ვიყიდე 2015-ში და დღესაც კი გადასარევად მუშაობს 92 თუ 93% აქვს სიცოცხლე დარჩენილი 250 GB-იანია კარგად TB-ებით ჩაწერით. 220-230-ჯერ მაინც იქნება მთლიანი SSD წაშლილ ჩაწერილი მთლიანად.
  19. ენერგოეფექტურობაში სხვაობა კოლოსალურია როგორც ვამბობ. დაალიმიტებ ინტელის ენერგომოხმარებას და მერე უკვე ლამის ყველგან წააგებს AMD-სთან.
  20. რანაერადაა ინტელი წინ, როცა შენ დადებულ ვიდეოში 5-5 ზეა AVG FPS და ამ დროს ბევრად ნაკლებ დენს წვავს AMD. 5-10 w-ზე არაა ლაპარაკი 20 და 30 Watt-ა და ზოგან 50 W-ც კი. ენერგომოხმარებაში სხვაობა ვიტყოდი კოლოსალურია. ერთიდაიგივე ენერგომოხმარებით AMD აჯობებს ყველგან. აგერ შეადარეს ლეპტოპების TOP პროცესორები ერთნაერი ენერგომოხმარებით და რათქმაუნდა AMD-მ აჯობა ბევრად ერთიდაიგივე ენერგომოხმარებაზე დალიმიტებულმა. დაულიმიტებელზეც აჯობა, მაგრამ წარმოდგენაც არ მინდა რამდენს წვავდა და როგორ ხურდებოდა ამ დროს ინტელი აგერ 51 W-ია სხვაპბა. 146 W ინტელი და 95 W AMD. უფრო ცხელიცაა intel. ამ დროს მთელი ჩემი ლეპტოპი 45 W-იან დამტენზე მუშაობს აქ საერთოდ 50 FPS-თ აჯობა საშუალო FPS-ში AMD-მ და მაინც 22 W-თ ნაკლებს იყენებს ამ დროს. თან 16 მაღალი წარმადობის ბირთვი აქვს AMD-ს და ინტელს მარტო 8. დანარჩენი ენერგოეფექტურებია. intel-ს არც კი გავეკარეობი ამ X3d შემხედვარე. ისე 7800 X3D იქნება მეფე ფასი/წარმადობის. ამბობენ 1 CCD-ზე იქნებაო 8-ვე ბირთვი
  21. რამხელა სხვაობაა ენერგომოხმარებაში. AMD ბევრად წინაა მაგ საკითხში. მითუმეტეს performance-ც უკეთესი აქვს. რას აკეთებს ინტელი ოროსანი ბავშვივითაა. ლეპტოპებშიც მაგრად აჯობა AMD-მ AMD strikes back: Ryzen 9 7945HX beats Intel Core i9-13980HX despite much lower power consumption https://videocardz.com/newz/amd-ryzen-9-7945hx-dragon-range-processor-has-better-multi-core-performance-at-less-power-than-intel-core-i9-13980hx https://www.notebookcheck.net/AMD-strikes-back-Ryzen-9-7945HX-beats-Intel-Core-i9-13980HX-despite-much-lower-power-consumption.698349.0.html
  22. 11 გავმართე გასატესტად უბრალოდ სამუშაოს რაღაცებისთვის მეორე კომპზე და ზღვარი 11-სა და linux-ს შორის კიდევ უფრო წაშლილა. windows-ს ტერმინალში პირდაპირ ეშვება linux-ს რამდენიმე ბრძანება. WSL2-ც საკმაოდ დახვეწილა. თუმცა მაინც მგონია რომ ჯობია თავისი ნაგავი NT kernel გადააგდონ და linux kernel-თ ჩაანაცვლონ აჯობებს. DX გამოუშვან როგორც proprietary ფასიანი software და რამე compatibility layer გააკეთონ თავისით windows-ს პროგრამები რომ გაუშვას და ეგ იქნება. სტაბილურობა, დაცულობა და სისწრაფე მაგათ არ აქვთ ყველა მაგ საქმეში linux-ც და mac os-ც 10 თავით მაღლა დგას. Unix-ს ოჯახის წევრიც გახდებოდა ამათსავით და უფრო დაიხვეწებოდა კომპიუტერული სამყარო. აი როგორც მობილურების სამყაროდან გაიყვანეს თავიანთი ნაგავი სოფტი და დატოვეს საუკეთესოები. ისედაც სულ linux-დან იპარავენ იდეებს. გარსსაც და package manager-ს იდეასაც და ა.შ. მაგრამ ვერ ახორციელებენ კარგად.
  23. გაირჩა უკვე ბევრჯერ მაგათი ატომური პოტენციალი. ამერიკელებს ეგ იმაზე კარგად ეცოდინებათ ვიდრე თვითონ რუსებს რაც საბჭოებს ქონდათ იმის 30%-ზე მეტი არ იქნება აქტიურიო, ეგეც საკითხავია თუ ვარგაო მაგდენი. ქონით რათქმაუნდა აქვს და სროლაც შეუძლიათ, მაგრამ ვერ ისვრის. ესეც დამტკიცდა უკვე. კონსტიტუციაში უწერიათ რომ თუ რუსეთის ტერიტორიას ემუქრება საფრთხე ისვრიან. პუტანაც ყოველთვის მაგით იმუქრებოდა, მაგრამ უკრაინამ გვანახა რომ ეგ ყველაფერი არის ბლეფი. ხერსონი როცა დაიბრუნა უკრაინამ კონსტიტუციით რუსეთის ტერიტორია იყო, მაგრამ რათქმაუნდა ვერ ისროლეს, მერე ენგელსი დაუბომბეს, პიტერი, მოსკოვის შემოგარენი, ლამის ყოველკვირა უბომბავს უკრაინა რუსებს ქალაქებს (სტრატეგიულ ადგილებს რათმქმაუნდა და არა ღორებივით სკოლებს, საბავშვო ბაღებსა და საავადმყოფოებს) რუსეთის 10 ოლქი იბომბება უკრაინის მიერ, მაგრამ ნათელია რომ ატომს ვერცერთი მხარე ვერ ისვრის. ვერც დასავლეთი და ვერც რუსეთი. იარაღის მიწოდებას რაც შეეხება, გერმანელებმა გააჟღერეს უკვე დასავლეთის აზრი ამაზე ჩვენთვისო წითელი ხაზი მანდ არ არსებობსო, რასაც უნდათ იმას მივაწვდით სანამ დასჭირდებათო. მოლდოვაში აღვივებს ეხლა რუსეთი კონფლიქტს, გამოაგორეს მანდაც ქოცებივით რუსეთუმეები, მაგრამ მანდ მთავრობა არაა რუსული, როგორც ჩვენთან და საზღვარზევე აჩერებენ რუსებს. ყველაზე ცუდი ისაა რომ ბელორუსი, რუსეთი და საქართველო სამივე შეიყვანეს საშიშ ქვეყნების სიაში, რადგან რუსული გავლენების მქონე ქვეყნებია. მოლდოვაში რომ ტყვია გავარდეს, უკრაინიდან და რუმინეთიდან მიმდგარია უკვე ჯარები და 1 დღეში გაწმენდენ იქაურობას რუსეთისგან და სამუდამოდ დაკარგავს რუსეთი მაგ ოკუპირებულ ტერიტორიას. მაგათ გაუმართლათ ტერიტორიულად კარგ ადგილას არიან ჩვენ ვიკითხოთ თორე. ნელ-ნელა ეტაპობრივად შლიან რუსეთს. რუსეთის ძალა და გავლენები ახლოსაც ვერ მივა საბჭოთა კავშირთან, მაგრამ მშვენივრად დაშალეს საბჭოები. თვითონ პუტანას მარჯვენა ხელიც კი ისეთ განცხადებებს ავრცელებს უკვე ზრუნავს საკუთარ თავზე კადიროვი. ისიც კი თქვა რომ რუსეთმა დაგვიპყროო და სად იყო დასავლეთი მაშინო. ფულის გამო რომ არის პუტანასთან ეგეც თქვა. ეკონომიკურად მოგუდეს 2023 წელს იანვარჩი 40%-თ ნაკლები შემოსავალი ქონდათ 2022-ს იანვართან შედარებით ნავთობ გაზში. ყოველ დღე 100-ობით მილიონ $-ს კარგავსო უკვე რუსეთიო და ჯერ მხოლოდ 1-ხელ გადახედეს ნავთობზე დაწესებულ ზედა ზღვარს. მომავალში კიდევ უფრო მოგუდავენ და ფიზიკურად ვერ გაძლებს ქვეყანა მასე. ხალხიც აუჯანყდება ისედაც არაა მანდ წყნაერი სიტუაცია გარეუბნებში საშინლად ცხოვრობს ხალხი და ეს სიტუაცია დიდ მუხტს აწევს. მდიდარ მხარეებში ისედაც არის ჭორები რომ უკვე საუბრობენო თუ რატომ გადის სიმდიდრე მოსკოვში და მერე უკან მაგის 1% ბრუნდება მხოლოდო. მემგონი დიდი ცვლილებები გველოდება წინ და რუსეთის დაშლისკენ მიდის ეს ყველაფერი ნელ-ნელა ეტაპობრივად. ეგ ამბავი კიდევ ჩვენზე მეტად ჩინელებს გაუხარდებათ, ხელათ წაიღებენ აღმოსავლეთ ნაწილს. მაგათ ტერიტორიაც უნდათ და რესურსებიც განვითარებისთვის. ისედაც ბლომად ჩინელი ყოფილა მაგ ტერიტორიებზე და რუსების საყვარელი რეფერენდუმი რომ ჩაატარო მაგ მხარეებში ისედაც უმეტესობა ჩინეთს მისცემს ხმას ეს ომი კიდევ ჯერ 1 წლამდე შეიძლებაო კიდევ გავრცელდესო როგორც ექსპერტები ამბობენ. ვნახოთ დანაკარგები კი რომ არ ენანება რუსეთს ჩანს ბახმუტში რაც ხდება. აყრის და აყრის საზარბაზნე ხორცს. მსხვერპლი უკრაინელებსაც რომ აქვთ ნათელია ომია, თუმცა რუსებს მანდ დღეში 700 კაცს უკლავენ და 3 მაგდენი ითვლება დაჭრილ დასახიჩრებულად. ეგ ომისთვის არანაერი უპირატესობა არაა, მხოლოდ ის რომ მისი ბიდლო გაახაროს რომ აგე ბახმუტი ავიღეთო. მოტივაციაც და მიზანიც კი არ აქვთ და კიდევ უფრო ურთულებთ ეგ საქმეს, რისთვის ომობენ არ იციან. უკრაინელი კი თავის სახლ-კარს, ახლობლებს და სამშობლოს იცავს. მაგაზე დიდი მოტივაცია რაღა უნდა ქონდეს მებრძოლს.
  24. აქ უკვე ხომ გვაქვს სურათების ატვირთვის ფუნქცია მაგას არ იყენებ? მე მაგას ვიყენებ ხოლმე სულ.
  25. აი ამ ვიდეოშია მაგ პუტანკის მთელი თავი ბოლო ახსნილი, ამერიკის რომელმა პრეზიდენტებმა ჩაიკუკეს და რომლის დროს მიიღო სათანადო პასუხი. ფაქტია რომ 2008 წელი შეარჩინეს და ყირიმისა და ტრამპის თემაც. ეს კონკრეტულად ამ პუტანას, თორემ რუსეთს აფხაზეთის გამოც არ გაუჩმახეს თავის დროზე, არც ჩეჩნეთის, მოლდავეთისა და სხვა ქვეყნების აოხრებისთვის. იმიტომაცაა დღეს ასეთი უბედურება რომ ტრიალებს უკრაინაში. ცივილიზებულად არ უნდა მოექცე ველურს, გადაგივლის. რუსები არიან ველურები, მაგაზე სხვათაშორის დუდაევი საუბრობს 1-1ში. ჯერ კიდევ 1995-ში 1-1 ში ყვება რას გააკეთებს რუსეთი. 5 წლით ადრე სანამ პუტანა გაპრეზიდენტდებოდა. ძალიან კარგად ყავდა შესწავლილი. თვითონ არ იცნობს ეგ ხალხი თავის თავს როგორც ის იცნობდა. მიშაც სხვათაშორის ძალიან კარგად ერკვეოდა მაგათ მიზნებში. იმიტომაცაა ეხლა ევროპელი პარლამენტარები რომ საუბრობენ ჯერ კიდევ როდის იძახდაო უკრაინის თემასო მიშაო. ვიდეოც გავრცელდა ამაზე რომ საუბრობს და 100-იანში გაარტყა ყველაფერი. არაა ამერიკელის და ბრიტანელის ტვინი ისე მოწყობილი პუტანას გაუგოს. ამ ვიდეოში ერთ-ერთი პრეზიდენტსაც რომ უთქვია თვალებში სული დავინახეო. აგერ ბაიდენს უთქვამს არ გაქვს შენ სულიო და პუტანას უპასუხია ჩვენ ერთმანეთის კარგად გვესმისო. ანუ ბაიდენმა იცოდა რაც იყო რუსი და შესაბამისად პუტინიც ჯერ კიდევ 70-იანებიდან. მაგაზეც არის ჩანაწერები რომ საუბრობს ამაზე. აი ტრამპი კი ნამდვილად მარიონეტივით ათამაშა პუტინმა. ობამამ კი მაგრად ჩაიჯვა. მოკლედ უყურეთ ვისაც გაინტერესებთ. მანდ მიშა გრიშა არის მეორე და მეათე ხარისხოვანი. თამაში გაცილებით მაღალ დონეებზე მიდის და სისულელეა იმის თქმა ქოცები და რუსეთუმეები რომ ამბობენ ომი მიშამ დაიწყოო. ნათლად ჩანს ეგ ომი რასაც მოყვა. ნუ ირიბად თუ იტყვი რომ დასავლური კურსის გამოო სწორი იქნები. დასავლური კურსის გამო იყო კი. რომ ნატოში და ევროკავშირში არავის მივეღეთ. ჩვენც და უკრაინაც. უკრაინას საერთოდ არ უყურებს როგორც ქვეყანას. ნუ ეხლა უკვე ფაქტობრივად რომ მარცხდება რათქმაუნდა დაფიქრდებიან, მაგრამ ომის დაწყებისას გემახსოვრებათ. სულ არ არსებობსო ქვეყანა სახელად უკრაინაო რომ ამბობდნენ. მართლა ამ ამერიკელი ჩაკუკული პრეზოების და ჩაკუკული ევროპის გამო ომობს ეხლა უკრაინა და არამარტო თავის არამედ ჩვენი და ყველას გადასარჩენად, ვინც კი რუსეთმა ააოხრა და მომავლის პერსპექტივა მოუსპო.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.