მათე
მოდერატორი-
Posts
15278 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
128
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by მათე
-
ერთად ვიგულისხმე არა ფიზიკაზე არამედ ერთად ორივე თამაშის რენდერისთვის.
-
დააყენე შენი კარტის დრაივერი და მერე ჩააყენე მეორე nvidia-ს კარტაც და მიანიჭე იმ მენიუში ფიზიკა და ვსო! მეც ეგრე მქონდა ჩემს ძველ GTX 660-ზე ფიზიკაზე დროებით GT 630-ს ვამუშავებდი. პროსტა ჩავაყენე 630 არაფერი დრაივერი არ ჭირდება პირდაპირ ხედავს. AMD-სთან ვერ ამუშავებ ფიზიკაზე. ეგ ვიცი, უბრალოდ თემის ავტორს ისე გამოსდიოდა თითქოს AMD-ს და NVIDIA-ს ამუშავებდა ერთად თამაშისთვის. hybridx-ს ნაცვლად hybrid physx უნდა დაეწერა
-
დადე ერთი source სად შეიძლება AMD და nvidia hybridx დრაივერით ერთად ამუშავო. რატომღაც Google-ს არ სმენია მაგ hybridx driver-ს შესახებ იმაში გერევა როცა Nvidia-ს კარტა შეგეძლო გემუშავებინა ფიზიკაზე ხოლო AMD ძირითადზე.
-
G5 საზიზღრობა გამოვიდა თან ბატარეა დააპატარავეს და მოდულებით ცდილობენ ყურადღების მიღქცევას. რო მოსლაბდება და ტელეს მაგივრად ბატარეას ამოიღებ ეგ აღარ მოგეწონება აი სამსუნგმა კი დააფარა ყველაფერი თავზე. ბატარეა ძაან მაგარი ქნეს რო გაზარდეს ზომები დააპატარავეს ს6-ზე პატარაა ს7 და იგივე ზომის ეკრანი აქვს. ეკრანიც ბევრად აჯობებს G5-ს. შეცდა LG oled ეკრანი უნდა ჩაედგა. კამერა ძაან მაგარი აქვს samsung-ს dual pixel + F1.7 საუკეთესოა მსოფლიოში. გაგრილების სისტემა ნახეთ? სითბური მილაკი უდევს ტელეფონს lol ძაან მაგარია Samsung ვაღიარებ N1-ია! ესეც S7-ს ბენჩმარკები ნაღეთ რა ქულები აქვს
-
nexus 5-ს პატრონებს ძალიან გამოგადგებათ
-
nvidia, viglink, amazon კი ახლა კარგად მუშაობს. მარა ლინკებად გადაქცევის სერვისი არაფერში არაა საჭირო? თუ საჭიროა სხვანაერად არ მოგვარდება ეგ პრობლემა?
-
safari-ში. ხო ლინკად აქციოს რა პრობლემაა მარა სწრაფად რო ვბეჭდავ იმ პრობლემის გამო ურევს ხოლმე ნაწერებს. ხო კიდე ის პრობლემა აქვს. თემაში სადმე ამ საიტის ლინკს რო ჩავსვამ, მაგის მერე რაც დაწერილია enter ღილაკის დაჭერამდე მიშლის ყველაფერს თემის გახსნის მერე.
-
ზოგ სიტყვას რო ვწერ მაგალითად ebay, nvidia, amazon და ა.შ. ლინკად აქცევს ეგ არაფერი მარა კურსორს აგდებს ამ სიტყვის დასაწყისში და საშინელებაა ბეჭდვა. უნდა მიხვიდე და გაასწორო კურსორი რო გააგრძელო ბეჭდვა და იქნებ ეგ პრობლემაც მოაგვარო?
-
AMD-ს ინტეგრირებული ვიდეოებიც საკმაოდ ეყიდება მითუმეტეს კონსოლებსაც თუ მიათვლი.
-
გამარჯობათ. nexus-ს მეპატრონეებს გეცოდინებათ რომ როგორც წესი ამათზე ოფიციალურად არ არსებობს მეტი ტევადობის მქონე ბატარეები. ასევე ძველ ნექსუსებს აქვს შედარებით მცირე ტევადობის ელემენტები. ebay - ზე amazon - ზე და მსგავს საიტებზე თქვენ ნახავთ nexus- ებისთვის გაცილებით მეტი ტევადობის ბატარეებს მაგრამ ეგენი ყველა არის ჩინურები და რეალურად იმაზე ნაკლებს ძლებენ ან იგივეს რამდენსაც ორიგინალები, თუმცა გაცილებით მალე კვდებიან და გაცილებით ნაკლები ხარისხისაა ზოგადად. 3500 mah-იანი ბატარეა ვნახე nexus 4-ზე ჩამოიტანა ახლობელმა და იმდენს ძლებს თითქმის რამდენსაც ორიგინალი 2100-იანი ძლებდა. რა გავაკეთოთ თუ გვინდა გავზარდოთ ბატარეის ტევადობა მობილური ტელეფონის ფორმის შეუცვლელად, ისე როგორც აქ უქნეს nexus 4-ს ამ თემაში ავხსნი თუ როგორ შეგიძლიათ nexus 5-ში ჩადოთ ორიგინალი LG G2-ს 3000 mah- იანი ბატარეა. შედეგად ავტონომიურობა გაიზრდება დაახლოებით 30%-თ ანუ მესამედით. თუ ეხლა რაღაც რეჟიმში გაძლევთ 4 საათს SOT-ს ამ mod-თ მოგცემთ 5 საათსა და 20 წუთს. რათქმაუნდა დატენვასაც შედარებით მეტ დროს მოანდომებს თუმცა ვფიქრობ ამ შემთხვევაში მიზანი ამართლებს საშუალებას. ეს მოდი მე თავად არ გამიკეთებია nexus 4 მაქვს და ჯერ კიდევ ვეძებ ბატარეას რომელიც 30%-თ მაინც ჯობს ორიგინალს და ეტევა nexus 4-ში თუმცა ჯერ ვერ ვიპოვე. nexus 5-ს შედარებით დიდი ელემენტი აქვს და ამიტომ ეტევა უკეთესიც. დავიწყოთ იმით რომ პირველ რიგში თქვენ უნდა გქონდეს როგორც nexus 5 ასევე LG G2-ს ბატარეა, თუ არ გაქვთ უნდა იყიდოთ რამდენადაც ვიცი G2-ს აქვს ორი ფორმის ბატარეა ერთს შუაში ამობურცული ადგილი აქვს, თქვენ უნდა იყიდოთ რომელსაც არ აქვს ისეთი, ზედემტი თავის ტკივილის ასაცილებლად. აი ეს კარგია http://www.etradesupply.com/catalog/product/gallery/id/20605/image/203548/ ეს არა! ასევე დაგჭირდებათ "პაიალნიკის" სკილები. ამ მოდის შემდეგ იდეაში NFC-ც და wireless charging-ც უნდა მოქმედებდეს. პირველ რიგში ხსნით nexus 5-ს უკანა ხუფს, ამას მარტივად იზამთ რაიმე თხელი პლასტმასის ნაჭრით, ან თუ გაქვთ მედიატორი კარგად წავა. მე ჩემი nexus 4 რო გავხსენი გადატეხილი დისკის ნაგლეჯი ვიხმარე. რკინას არ ვიხმარდი შეიძლება გაფხაჭნოს მოხსენით პლასტმასები ფრთხილად. შემდეგ მოხსენით ფრთხილად ეს კაბელები და შლეიფები და ამოიღეთ ელემენტი ტელეფონი ბოლომდე უნდა დაიშალოს გასაკეთებელი სამუშაოებისთვის ახლა უნდა გადააკეთოთ LG G2-ს ბატარეა რომ მოერგოს nexus 5-ს შესაერთებელს. ამისათვის ბატარეადან ფრთხილად უნდა მოწიოთ პლატა. არ დაამოკლოთ, მუშაობთ პლასტმასის ხელსაწყოებით უსაფრთხოებისთვის. შემდეგ ხედავთ ამ ორ ვერსხლისფერ სადენს რომელიც ბატარეას და პლატას აკავშირებს. მოიმარჯვეთ მაკრატელი ან დანა და გადაჭერით რაც შეიძლება პლატასთან ახლოს. ერთდროულად არ გადაჭრათ დაამოკლებს მაკრატელი ან დანა შემდეგ როგორც მიხვდით nexus 5-ს ბატარეის თავი უნდა გადაუნერგოთ G2-ს ბატარეის ტანს + და - დაათხვიეთ. ერთმანეთს ისედაც ემთხვევა გარდა შესაერთებლის ადგილმდებარეობისა. მოკლედ დააპაიკებთ და მიიღებ ასეთ ჰიბრიდულ nexus 5-ს ბატარეას თავი ასე გაუსწორეთ და პლატას უნდა წაუსვათ ეგრედწოდებული ეპოქსიური რეზინა (მგონი სწორად ვთარგმნე) ელექტრონიკის დასაცავად. nexus 5-ს შიგნით ალუმინის ფრაიმები აქვს და რო არ დაამოკლოს. არ იჩქაროთ აწყობა. ჯერ ბატარეა არ ჩავა კორპუსში. თქვენ შეგიძლიათ ბატარეის ორნაერად ჩადება, ისე რო კონექტორი დაბლა ქონდეს, მაგრამ მაგისთვის მოგიწევთ დაბლა პლასტმასის საკმაოდ დაჭრა, და ეს პლატა ამოწეული დარჩება, ასევე კაბელების გაჭიმვა და ტელეფონზე მიაიკება ან nexus 5-ს კონექტორის კაბელის ბოლოში დასმა. ნუ როგორც მიხვდით ეს ცუდი გზაა ამიტომ თქვენ ელემენტს ჩადებთ როგორც იდო ნამდვილი ისე. ანუ კონექტორი რომელიც ეხლახანს მიაპაიანეთ პირდაპირ შეუერთდება ტელეფონს. ამისათვის nexus 5-ს ფრეიმზე აი ეს ალუმინის პატარა კედელი უნდა მოაშოროთ სხვა ადგილებს რამე გადააკარით რო ალუმინის მტვერი არ ჩაიყაროს ტელეფონში დაახლოებით ასე მოქლიბეთ კარგად დაუბერეთ ნაწილებს თან გაწმინდეთ მტვრისაგან და თან ალუმინის ნაცეცები არ ჩაყვეს კორპუსს და დაიწყეთ ნაწილების ჩალაგება. ბატარეაც ჩადეთ თავის ადგილას იქნება დაახლოებით ასე როგორც ხედავთ დაბლა არაფრის გაჭრა არ დაჭირდა ჩადეთ ზედა პლატაც და მიაერთეთ ბატარეა ზედა პლასტმასს ჯერ არ დებთ. ზედა პლასტმასს დაჭირდება ოდნავ გადაკეთება რათა მოერგოს ახალ ელემენტს ამის მერე პლასტმასიც იდიალურად მოერგება ტელეფონს დააფარეთ უკანა ხუფიც და ჩართეთ ტელეფონი. იმედია ეკრანი გაანათებს გილოცავთ თქვენ ეხლა უკვე გაქვთ nexus 5 3000 MAH-იანი LG G2-ს ბატარეით. ეხლა უკვე უნდა გაუკეთოთ კალიბრაცია ბატარეას. ბოლომდე დასვით ისე რო მოკვდეს საერთოდ და დატენეთ (თავიდან წითელი შუქი იციმციმებს) ბოლომდე სასურველია გამორთულზე. სისტემა უნდა გადაეწყოს 3000 Mah-იანი ბატარეაზე. მერე ისევ მოკალით და დატენეთ. თუ პირველად ბოლომდე დატენვისას ვერ შეატყობთ რო მოემატა ავტონომიურობა მეორედ ბოლომდე 100%-ზე დატენვის მერე კიდევ გააჩერეთ 40-50 წუთი და ისე დააკვირდით, ბოლომდე დაჯდომას რამდენ ხანს გაძლებს, წესით უკვე უნდა შეატყოთ რო აშკარად მოიმატა ავტონომიურობამ. ამ დროს რო დასვამთ ბოლომდე და დატენით 100%-ზე წესით უკვე ეს 100% უნდა იყოს 3000 mah-იანი ბატარეის 100% და არა 2300 mah-იანის. წარმატებებს გისურვებთ.
-
დაიკიდე რა, ვისაც რისი ჯერა ჯეროდეს!
-
ping 500
-
HT მხოლოდ 30% წარმადობას მატებს პროცესორს, ასევე ჯერ-ჯერობით იგრებში არ გამოიყენება (მარტო 2 თამაში ვიცი სადაც მაგას მოიხმარს)
-
amd და nvidia ერთად ვერ იმუშავებს ერთ თამაშში. ფიზიკაზეც ვერ იხმარ ნვიდიას ბარათს ამდსთვის. ნვიდია + ნვიდია ან ამდ + ამდ -ს არ უნდა ორჯერ დრაივერის დაყენება ერთს აყენებ და ვსო ორივე მუშაობს. ნვიდიაში ზუსტად ერთნაერი კარტები უნდა იყოს მოდელები და ამდ-ში სხვადასხვა კარტებიც შეიძლება და ასევე ინტეგრირებული ამდს კარტაც მუშაობს დისკრეტულთან. ისე ამდ-ს crossfire უფრო დახვეწილია პერფორმანსის მხრივ ვიდრე -nvidia-ს SLI
-
Vulkan-ს იმპლემენტაციაა რომელიც მუშაობს apple-ს metal framework-ზე რათა გაეშვას -MAC OS X-სა და IOS-ზე დაწვრილებით https://moltengl.com/metalvk/
-
ხო მაგარი იქნება ძალიან, ისე apple პირდაპირ არ უჭერს ამას მხარს მაგრამ თავისი metalVK layer გააკეთეს და მაგის დახმარებით იმუშავებსო ეს API-ც მაგათ OS-ებში. რას არ ჩათხრიან ხოლმე რად უნდოდა ეხლა აეღო და პირდაპირ მიეღო მარა არა როგორ შეიძლება რამე open source მაგათ სისტემაში ყველაფერი მაგათი უნდა იყოს! ფუნქციებს რაც შეეხება როგორც ვნახე vulkan-ს ყველაფერი აქვს რაც dx12-ს ანუ არანაერად სრულად შეუძლია ჩანაცვლება აქ საქმე დრაივერებშია. დასახვეწია მაგრად დრაივერები მოსარგებია და დეველოპერებმაც უნდა დაამუღამონ თავიდან. ისე ბევრად მაგარია დეველოპერებისთვისაც რა. გააკეთებ იგრას და ყველგან იმუშავებს.
-
მოგესალმებით, დიდი ხანია აქ თემა არ დამიდია მოუცლელობის გამო. დღეს მოგახსენებთ gaming სამყაროსთვის ძალიან კარგი ამბის შესახებ. მოგეხსენებათ დღეს-დღეობით ძირითად gaming პლატფორმად ითვლება windows (PC) არა იმიტომ რომ ხალხი გიჟდება მასზე, არამედ იმიტომ რომ ის API (Directx) რომელიც გამოიყენება თამაშების შესაქმნელად არის მხოლოდ ამ OS-ზე. კიდევ არსებობს OpenGL იმდენად დახვეწილი არაა როგორიც Directx თუმცა ამის მიუხედავად არსებობს რიგი თამაშებისა რომელიც მას იყენებს და მუშაობს windows-სგან განსხვავებულ OS-ზე ესაა linux. დღეისათვის ამ პლატფორმაზე საკმაოდ ბევრი თამაშია შექმნილი, ამ დროისთვის Steam-ზე მათი რიცხვი 1952-ია. მათ შორის დაახლოებით 60-70-მდე თანამედროვე თამაშია ისეთები როგორიცაა Shadow of mordor, Bioshok infinit, CS GO, METRO (ორივე), Grid autosport, Dying light და ა.შ. სამწუხაროდ Directx-ს სხვა პლატფორმებზე არ არსებობის გამო უამრავი gamer იძულებულია თავის კომპიუტერზე დააყენოს windows OS. ფაქტობრივად ეს გართმევს არჩევანის საშუალებას და ამავდროულად კონკურენციის უქონლობის გამო განვითარებაც საკმაოდ შენელებულია. თუმცა ბოლო ხანებში გამოჩნდა სხვა API რომელმაც გამოყენება ჰპოვა რამდენიმე თამაშში. ეს იყო AMD-ს მიერ შექმნილი mantle. ის წარმოადგენს Directx-ს შემცვლელ API-ს რომელიც იდეაში გაცილებით უფრო ახლოსაა რკინასთან (low level) ამის გამო არის ბევრად უფრო ეფექტური და მან ეს დაამტკიცა AMD-ს hardware-ზე ამ თამაშებში (battlefield 4 ამაში თავად მაქვს დატესტილი როცა ვიყიდე BF4 გატეხილ ვერსიებში ვერ ვნახე Mantle-ს support და Thief), როდესაც იძლეოდა გაცილებით უკეთესს peformance-ს DX11-თან შედარებით. მალევე AMD-მ ეს API გაქრო როგორც დამოუკიდებელი პროექტი და მთლიანად უსასყიდლოდ გადასცა და ეხმარებოდა დახვეწაში Khronos Group-ს. მათ კი თავისმხრივ წარადგინეს ახალი API სახელად Vulkan. ის წარმოჩენილია როგორც OpenGL-ს გამგრძელებელი, თუმცა თქვენ უკვე იცით თუ საიდან მოდის ეს API. ის იდეაში არა DX11-ს არამედ DX12-ს კონკურენტია. აქვს უამრავი ახალი ტექნოლოგია რომლებშიც ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს async compute (ამის შესახებ იხილეთ ჩემ თემაში VULKAN არის multi-platform მას აქვს windows-ს, linux-ს, android-ს, Tizen OS-ების მხარდაჭერა. რაც იმას ნიშნავს რომ gaming როგორც ასეთი არ იქნება მიბმული ერთ სისტემაზე და მომხმარებელს ექნება გააკეთოს არჩევანი სასურველ OS-ზე თამაშებზე უარის თქმის გარეშე. ასევე ეს ნიშნავს კონკურენციას რაც რათქმაუნდა ჩვენთვის მომხმარებლებისთვის ძალიან კარგია. არავითარი უოპტიმიზაციო თამაშები და დაუსრულებელი თამაშები (ყველას გახსოვთ ბოლო batman ). როგორც ცნობილია Apple-მა უარი თქვა ამ API-ს მის OS-ებში დანერგვაზე, საუბარია OS X-სა და IOS-ზე, თუმცა khronos-ს თქმით ისინი რჩებიან API-ზე მომუშავეთა ჯგუფში. გადავიდეთ თავად API-ზე. ამ დღეებში ცნობილი გახდა რომ VULKAN API 1.0 უკვე აქაა მასთან ერთად გამოჩნდა ვიდეობარათების დრაივერები. შეგიძლიათ გადმოწეროთ. AMD - არის მხოლოდ windows პლატფორმაზე. მალე იქნება linux-ზე რათქმაუნდა open source სახით http://support.amd.com/en-us/kb-articles/Pages/Radeon-Vulkan-Beta.aspx?webSyncID=823623e8-339a-86be-7b39-5ded94310702&sessionGUID=01e2b0e5-b0ba-a9d2-c358-c01bbdeebb0d აქვს ამ ბარათების მხარდაჭერა Nvidia - არის როგორც windows ასევე linux პლატფორმისთვის https://developer.nvidia.com/vulkan-driver აქვს ამ ბარათების მხარდაჭერა Intel - არის linux პლატფორმაზე open source სახით https://01.org/linuxgraphics/blogs/jekstrand/2016/open-source-vulkan-drivers-intel-hardware აქვს შემდეგი ვიდეობარათების მხარდაჭერა Skylake: Yes; Haswell & Broadwell: unknown VULKAN API 1.0-თან ერთად გამოჩნდა benchmark Talos Principle. ეს მისი მრავალნაკადიანი მუშაობის პრინციპი ეფექტურობის მისაღწევად. აქ ჩანს მისი უპირატესობა OpenGL-თან შედარებით ეს კი არის vulkan api-ს feature set-ები development კუთხით khronos-მა უზრუნველყო დეველოპერები დოკუმენტაციითა და საკუთარი ვალიდაციისა და დებაგინგისთვის განკუთვნილი სოფტის source code-თ. ამასობაში იქმნება LunarG, რომელიც ეკუთვნის VALVE-ს ის იქნება Vulkan SDK რომელიც გამოვა windows-სა და linux პლატფორმებე და ექნება სრული პაკეტი მოწყობილობებისა თამაშების შესაქმნელად. და ბოლოს ესეც khronos group თემა მოამზადა - მათე - მ მადლობთ ყურადღებისთვის.
-
6.4 მაგნიტუდიან მიწისძვრას შეუფერხებია TSMC-ს ქარხანაში -nvidia-ს GPU-ების წარმოება. იმაზე დიდი ზიანი მოიტანაო ვიდრე ელოდნენ. კიდევ კარგი AMD-ს samsung-ს ქარხანაში უმზადებენ GPU-ებს, თორე დიდი დარტყმა იქნებოდა მათთვის. http://www.techpowerup.com/220128/tsmc-hit-harder-than-expected-by-recent-taiwan-earthquake.html ლოლ ბუნებაც AMD-ს ეხმარება
-
ubuntu არ დააყენო ძველი და სუსტი თუა lubuntu დააყენე გაცილებით სწრაფი იქნება. კი ეგ შესაძლებელია უბრალოდ ცალკე ადგილი უნდა გამოყო ამ სისტემისთვის და იმ დარჩენილში დატოვო შენი ფაილები და არ შეეხო უბრალოდ მაგ პართიშენებს და ეგაა დააყენე იმ გამოყოფილზე და ეგ იქნება.
- 173 replies
-
- 1
-
-
- ინსტალაცია
- სკრიპტები
-
(and 2 more)
Tagged with:
-
ეგეთი შემთხვევა არასოდეს მქონია. მეც გუგლში ვნახე რაღაცები მარა არ ვიცი შენ რა ცადე და რა არა.
-
ახალი HITMAN იქნება თამაში რომელსაც ამ ტექნოლოგიის საუკეთესო იმპლემენტაცია ექნება. http://www.gamersnexus.net/news-pc/2309-amd-hitman-dx12-ace-workload-management http://www.pureoverclock.com/2016/02/hitman-taking-a-contract-on-asynchronous-shaders/ http://wccftech.com/hitman-feature-implementation-dx12-async-compute-amd/ Hitman will leverage unique DX12 hardware found in only AMD Radeon GPUs—called asynchronous compute engines—to handle heavier workloads and better image quality without compromising performance. PC gamers may have heard of asynchronous compute already, and Hitman demonstrates the best implementation of this exciting technology yet. By unlocking performance in GPUs and processors that couldn’t be touched in DirectX 11, gamers can get new performance out of the hardware they already own. იმედია გაამართლებს ეს ტექნოლოგია რომელიც მხოლოდ AMD-ს ოდითგანვე ქონდა.
-
ხოდა შენსს 12 ნაკადი აქვს მაგიტომ აქვს მაგხელა ქულა. ეგ არ ნიშნავს რო 3770k-ს ყველაფერში ჯობია. ნაკლები ქულა კი აქვს მარა თითქმის ყველა იგრაში აჯობებს ძველ არქიტექტურიან მაგ პროცს. ეგ ახალი i3 რო უფრო წურავს ვიდეოს არაა გასაკვირი ეგრეც უნდა იყოს. ბევრად დახვეწილი არქიტექტურა აქვს. შენ რაც გაქვს 2009 წლის არქიტექტურაზეა და ახალი i3-ები მაგას 1-1 ბირთვზე კაი 45-50 %-თ ჯობია. ნუ კონკრეტულად ვანტაჯში კიდე ისაა რო i3-ს 2 ბირთვი/4 ნაკადი ყოფნის ვიდეოს. რამე იგრა რო აიღო სადაც 4 ბირთვს იყენებს და არა ნაკადებს (მაგათ 2-3 თამაშში თუ იყენებენ მხოლოდ) იქ იასნია შენი აჯობებს ვიდეოს გაწურვაში იმიტომ რომ მანდ უკვე 4 vs 2 core იქნება. ან თუ ყველა ბირთვი გამოიყენა მანდაც გასაგებია რომელი მოიგებს. ვანტაჯიც მაგიტომაა მოძველებული რო ვერ იყენებს ანუ რეალურ სახეს ვერ განახებს.
-
ვერ გავიგე რას ამბობ, 3770k 4.8-ზე დადო 17 k da 4.0-ზე 21 k რას უდევს აბა დადე. ბირთვები ექნება მეტი და ნაკადები ვიდრე 3770k-ს. სიხშირეს უყურებს იმიტომ დავწერე რომ ერთიდაიგივე ბირთვები და ნაკადები როცაა მხოლოდ სიხშირეზეა დამოკიდებული. აი 1 მიზეზი მაინც მითხარი რატო უნდა დადოს Q 8400-მა თუნდაც 100-200 MHZ მაღლა მდგომმა i5 3450-ზე მაღალი ქულა? ისე ამაზე ბანძი bench რა გინდათ ბევრი ბირთვების დასაბენჩადაა შექმნილი და 24 ნაკადიან კომპზე რო გავატარე 16-ზე მეტს ვერ ვხედავო დამიწერა
-
ბანძი ბენჩია და მაგიტომ ადრე i5 3450-ზე მეტს დებდა q8400/9400 lol ლამის იგივე სიხშირით. დაიკიდე ეს ბენჩი ვერ ანახებს პროცესორის არქიტექტურის უპირატესობას, მარტო სიხშირეს უყურებს.
