მათე
მოდერატორი-
Posts
15264 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
128
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by მათე
-
ვოლტი აუწიე და მაინც დაიქრაშა? ხო არ გადახურდა ნამეტანი. ეხ ჩემი 7970 ძაბვა არ ემატებოდა (გიგაბიტის დედას რო ......) და ისე დგებოდა 1120-ზე აქ ბენჩებიც მიდევს.
-
Nvidia GeForce GTX 10XX Series - ზოგადი თემა
მათე replied to Harmony Lines's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
ისე ეხლა 1070-ს 8 GB ექნება მეხსიერება თუ 7 GB? -
picz.ge აღარ მუშაობს? ჩემი ავტომატური დასკრინშოტება-ატვირთვა-ლინკის დაკოპირების პროგრამა აღარ მუშაობდა და გადავამოწმე და ასეთ რამეს მიწერს.
-
შეგიძლია მითხრა რა ლეპტოპზე გიყენია და ბატარეა რა მონაცემებისაა? ან mah ან WH ეწერება ზედ და ვოლტაჟიც V. რაც მთავარია რამდენ ხანს გიძლებს? ესეც ubuntu 16.04-ს საპატივცემულოდ. Xenial Xerus
-
ეს სავარაუდო surface phone რომელსაც ექნება მაქსიმუმ 256 GB მეხსიერება. ეგ ალბათ ერთადერთი გამოსავალია MS-ს რო მობილურებში წინ წავიდეს. ვგულისხმობ Full windows 10-ს მობილურში ჩატენვას. WP მოსაშორებელია ამ პლანეტიდან http://wccftech.com/surface-phone-reported-to-come-with-256gb-internal-storage/
-
მაგარია მომილოცავს შენაძენი. ისე მე 4xx სერიას დაველოდებოდი. რაღაცა 300$-ად 980 ti-ს დონის კარტას ამზადებსო polaris თაობაზეო AMD-ო და საინტერესოა სიმართლეა თუ არა.
-
ბევრი რამ შეიცვალა უკვე. G drive_ზე გადავედი. Onedrive-ზე ამცირებენ ზომას 5 GB-მდე თანაც ძალიან ნელია Onedrive. მანდ მაქვს ინფო ატვირთული 4 და რაღაცა. არ ვკიდებ ხელს. G drive_ზე პირად ექაუნთში 17 GB მაქვს , ხოლო სამუშაოს ექაუნთში ულიმიტო და თი თო ფაილის მაქსიმალური ზომა 5 TB შეზღუდვა აქტიურად ვიყენებ. ძალიან მაგარი რამეა. ძალიან სწრაფია და ფოლდერების ატვირთვაც აქვს და მოკლედ მაგარი რამეა.
-
ლეპტოპის ელემენტის მოვლა, გაძლიერება და აღდგენა
მათე replied to მათე's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
სმარტფონის ელემენტს რა უნდა უქნა ეგ მთელი ელემენტია ვერც დაშლი და ვერაფერი. ერთი რაც შეგიძლია სხვა სმარტის ბატარეა თუ ეტევა ეგ ჩატენო და ვსო. მაგალითად აქ მაქვს გახსნილი თემა G2-ს 3000 mah-იანი ბატარეა როგორ ჩავდოთ nexus 5-ს 2300 mah-იანის ნაცვლად. -
PM-ში მოწერილი მაქვს წერილი და თუ შეგიძლია როცა გეცლება ნახე მერე.
-
ლეპტოპის ელემენტის მოვლა, გაძლიერება და აღდგენა
მათე replied to მათე's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
კი მანდ 6 cell-ია ანუ 3-3 არის მიმდევრობით და ერთმანეთთან პარალელურად და გაძლევს 11.1 ვოლტს. 2600 mah-იანები იქნება მანდ კი. ჩემი ლეპტოპისთვისაც ეგეთივე ზომის ბატარეა როგორიც ეხლა აყენია მაქსიმუმ 5200 mah_იანი იყიდება ხოლო ამ გაიდით რაც ზემოთ დავწერე 7000 mah-იანის გაკეთებაა შესაძლებელი. არის კიდევ უფრო დიდი ტევადობის ოფიციალურად მარა ის უკვე მახინჯობაა მაგარი. გამობერილი აქვს დაბლა და მაგაში 9 cell-ია უკვე ჩემთვის ასეთია. ეგენი 7800 mah-იანებია. ამიტომ საუკეტესო გამოსავალია აწყობა 7000 mah მივიღებ ფორმის შეუცვლელად. თუმცა ეგ ცხრიანი რო აიღო და ის გააძლიერო მანდ 10500 mah-ს ვიღებ რაც 8 საათსაც ეყოფოდა. -
Nvidia GeForce GTX 10XX Series - ზოგადი თემა
მათე replied to Harmony Lines's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
GTX 1080 ეს ბოლოში რაც წერია ამ სურათზე Titan X-საც კი სახეს გააძრობს, სასწაული მონაცემები უწერია. -
ისე უნდა გადავეჩვიო მაგას. ზოგადად სახელების დარქმევა მიჭირს.
-
ლეპტოპის ელემენტის მოვლა, გაძლიერება და აღდგენა
მათე posted a topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
დღეს გასწავლით როგორ მოუაროთ, გააძლიეროთ ან აღადგინოთ თქვენი ლეპტოპის ელემენტი. ადრე თუ გვიან ნებისმიერი ელემენტი კვდება. თუმცა თანამედროვე ელემენტები საკმაოდ დიდხანს ძლებენ სანამ ეს მოხდება. როგორც წესი სწორი ხმარების შემთხვევაში ლეპტოპის ელემენტი ძლებს დაახლოებით 2-2.5 წელი სანამ ბოლომდე მოკვდება, თუმცა ამ ხნის მანძილზე მისი ტევადობა მცირდება. თუ გსურთ რომ თვალი ადევნოთ ამ პროცესს ტევადობის გაზომვა ბევრი პროგრამებით შეიძლება. უფრო მალე გაფუჭებას იწვევს არასწორი ხმარება. არის მითები რომ სულ შეერთებული თუ იქნა ბატარეა არ მუშაობს და ამიტომ დიდხანს გაძლებს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, არც სულ დატენვა დაჯდომაა სწორი გზა რადგან ამით თქვენ ბატარეის დატენვა დაჯდომის ციკლებს სწრაფადვე ამოწურავთ და ამით მოუსწრაფებთ სიკვდილს. ბოლომდეც არასოდეს არ დასვათ თქვენი ლეპტოპის ბატარეები რადგან ეს საზიანოა ამ ტიპის ბატარეებისთვის. მიუხედავად ამ სკრინისა ოქროს შუალედი თანამედროვე ბატარეებისთვის არის 40-80%. ანუ როცა 80%-ზე ავა უნდა გამორთოთ და 40-ზე რო ჩამოვა ისევ მიაერთოთ დამტენს, თუმცა რათქმაუნდა ეს ძნელი გასაკეთებელია იმის გათვალისწინებით რომ უამრავი ლეპტოპისთვის ეს ნიშნავს მხოლოდ 1 საათს ბატარეის ენერგიაზე. ულტრაბუქები ამ ინტერვალში შეძლებენ 3-4 საათსაც ბატარეაზე მუშაობას, თუმცა ისინი ძვირია. მეორე მტერი არის სიცხე. უნდა ეცადოთ რომ ყოველთვის გრილად იყოს ელემენტი. ზოგი ურჩევს ხოლმე შენახვისას მაცივარში დადებას ეს არ ქნათ, თუმცა შენახვას თუ დააპირებთ შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას. ასევე შენახვისთვის ბატარეა დატენეთ ბოლომდე და შემდეგ ამუშავეთ რომ დაჯდეს 70-75%-მდე და ისე შეინახეთ. უბრალოდ 70-75%-ზე დატენვა არ კმარა. შენახვის შემდეგ ელემენტი განაგრძობს ენერგიის კარგვას, ამიტომ თვიდან თვემდე გაიმეორეთ ხოლმე ეს პროცედურა. ამ ყველაფრის მიუხედავად ნებისმიერი ელემენტი მოკვდება. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ ახალი ელემენტი ან აღადგინოთ ძველი ისე რომ ახალზე მეტ ხანს გაძლოს თუ როგორ ამის გასაგებად განაგრძეთ კითხვა. კომპიუტერის ძირითადი ნაწილისთვის როგორიცაა პროცესორი მოქმედებს მურის კანონი, თუმცა არა ბატარეაზე. მიუხედავად ამისა წლიდან-წლამდე მაინც იხვეწება მისი დამზადების ტექნოლოგია. დამზადება უფრო იაფი ჯდება ხოლო ელემენტის ტევადობა დაახლოებით 8%-თ იმატებს. მაგალითად 25 წლის წინ 1500 mah-იანი ელემენტის დამზადება 10$ ჯდებოდა ხოლო 2016 წელს 3000 mah-იანი ელემენტის დამზადება 2 $ ჯდება. მაშინ როცა თქვენ შეიძინეთ თქვენი ლეპტოპი მის ბატარეაში განლაგებული cell-ები, პატარა ელემენტები, იყვნენ რაღაც ტევადობის ხოლო როდესაც ლეპტოპის ელემენტი მოკვდა ანუ დაახლოებით 2 წლის შემდეგ იგივე ზომის ელემენტებს უკვე გააჩნიათ უფრო მაღალი ტევადობა. ამას დაუმატეთ ის რომ შესაძლოა თქვენს ლეპტოპში არ იყო გამოყენებული მაქსიმალური სიმძლავრის ელემენტები. შედეგად თქვენ შეგიძლიათ დაახლოებით 1.4-1.5-ჯერ გაზარდოთ თქვენი ელემენტის ტევადობა ახალი, უფრო მძლავრი ელემენტების ჩადებით. ჩემი ლეპტოპის ელემენტში მაგალითად გამოყენებულია 18650 სტანდარტის cell-ები, თქვენ შემთხვევაში შეიძება სხვა იყოს, ამიტომ უნდა ნახოთ რა დევს თქვენს ბატარეში და იმ მოდელის მიხედვით მოძებნოთ შემცვლელი. ჩემ შემთხვევაში ელემენტი არის 6 cell-იანი და აქვს 11.1 v 4400 mah-ტევადობით. ელემენტარული მათემატიკით ვხვდებით რომ cell-ებისგან გაკეთებულია 3-3 მიმდევრობით შეერთებული ორი მოდული და შემდეგ ისინი ერთმანეთთან მიერთებულია პარალელურად. თითოეული ეს cell არის 3.7 ვოლტიანი 2200 mah-იანი. mah-ები მიმდევრობით მიერთებისას არ ჯამდება ხოლო ვოლტები ჯამდება ანუ თითოეულ 3 ელემენტიან მოდულში 3.7 x 3 = 11.1 ხოლო 2200 mah 3 ელემენტზე რჩება 2200 mah. პარალელურად მიერთებისას ვოლტაში არ ჯამდება ხოლო mah-ები ჯამდება. ანუ ზუსტად ვიღებთ 11.1 ვოლტი და 2200 x 2 = 4400 mah. google-ს წყალობით ვიგებთ რომ დღედღეობით 18650 სტანდარტის ელემენტებს გააჩნიათ მაქსიმუმ 3200, 3400 და 3500 mah ტევადობაც კი. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს რომ თუ მე ვიყიდი 6 ასეთ ელემენტს და ჩავაყენებ მათ ჩემი ლეპტოპის ელემენტში, შედეგად მე მივიღებ ფიზიკურად იგივე ზომის ელემენტს თუმცა ტევადობა მექნება 7000 mah. დღეს როცა ჩემი ელემენტი 100% ჯანმრთელია ის მყოფნის 3 სთ. 7000 mah რომელიც ჩემს ელემენტს აღემატება 1.59-ჯერ მეყოფოდა 1.59 x 3 = 4 სთ 46 წთ-ს რაც საკმაოდ დიდი ბუსტია. ასეთი ელემენტების ფასები მერყეობს 13-20 ლარებში. საუკეთესო მწარმოებლებია samsung, panasonic, LG, sony შესძლოა ნახოთ 4000 5000 mah-იანი ელემენტებიც მაგრამ ერიდეთ ასეთებს ისინი ჩინურებია, როგორც წესი გაცილებით მსუბუქია ვიდრე ორიგინალი და გააჩნიათ ტევადობა 400-1000 mah- მდე. საინტერესო საიტი ასეთ ბატარეებზე https://batterybro.com/collections/18650-battery ამ საიტზევე ნახავთ საინტერესო ინფორმაციებს პატენტ მოდელებზე და მიმოხილვას ცნობილ ელემენტებზე. ასევე შედარებას სხვადასხვა მოდელებს შორის. ესეც ჩემი რჩეული LG-ს 3500 mah-იანი მოდელი https://batterybro.com/products/lg-chem-18650-mj1 მას შემდეგ როცა იყიდით ახალ cell-ებს არ იჩაროთ მათი ლაპტოპის ბატარეაში ჩადება სანამ ამ რჩევებს არ გაითვალისწინებთ. ბატარეას აქვს რამდენიმე კონექტორი. + - თერმისტორის, ინფორმაციის, საათის, ჩამრთველის და სათარაიგო თერმისტორის (უსაფრთოებისთვის). როგორც წესი მხოლოდ + და - არის ხოლმე მითითებული. ზოგ ელემენტს აქვს switch რომელიც გამორთულია. ანუ ბატარეის კონექტორებზე ძაბვა არ მოდის. მხოლოდ ამ switch-ს გააქტიურების შემდეგ ხდება კონექტორებზე ძაბვის მოწოდება. თუ ეს არ მუშაობს მაშინ ბატარეას შესაძლოა ჭირდებოდეს აქტივაციის კოდი, რომელიც გასაიდუმლოებულია კომპანიის მიერ. ზოგ ეკემენტს დაცვისთვისაც აქვს მექანიზმი რომელიც რაღაც რაოდენობის ციკლის შემდეგ თიშავს ბატარეას. შეცვლამდე გაითვალისწინეთ რომ ზოგი smart ბატარეის წრედები უნდა იყოს აქტიური cell-ების შეცვლისას წამიერმა ენერგიის კარგვამ შესაძლოა გამოიწვიოს ინფორმაციის დაკარგვა ბატარეაში რის შემდეგაც თქვენ მას ვეღარ გააცოცხლებთ. ეს გავს ოპერაციას გულზე როცა ექიმები სხვა ორგანოებს ამუშავებენ ჩვეულებრივ სანამ ახალ გულს ჩადგამენ. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ სხვა დენის წყარო იგივე ვოლტაჟით რაც ამ წუთასაა ბატარეებში მიაერთეთ 100 Ohm-იანი რეზისტორით წრედს. მოხსენით ეს ძაბვა როცა წრედი ძაბვას ახალი ელემენტებისგან აიღებს. cell-ები უნდა მიაერთოთ მიყოლებით ისე როგორც ახლა არის ბატარეაში. ანუ cell 1 მერე 2 მერე 3 და ა.შ. აწყობის მერე საჭიროა დაკალიბრება flag-ების განახლება. ამისათვის უნდა დატენოთ ელემენტი ბოლომდე და დასვათ ბოლომდე და კვლავ დატენოთ ბოლომდე. (აუცილებლად წაიკითხეთ ბატარეის კალიბრაციის შესახებ BU-603: How to Calibrate a “Smart” Battery). მარტივი მონახაზი: 1 უნდა გამოიყენოთ ერთნაერი ტევადობის cell-ები. არ აურიოთ სხვადასხვა ტევადობები. 2 არასოდეს დატენოთ li-ion ბატარეები სპეციალური დამცავი წრედების გარეშე. ყოველი cell-ს სჭირდება მონიტორინგი რომელსაც სწორედ ეს წრედი აკეთებს. 3 აუცილებლად უნდა მუშაობდეს ტემპერატურის სენსორი რომელიც აგდებს ტენვის დროს ძაბვას თუ ბატარეა ხურდება 4 შეკეთებული ბატარეა დატენეთ ნელა. 5 ყურადღება მიაქციეთ და არ იყიდოთ no name ბრენდის ელემენტები 6 li ion ბატარეები მგრძნობიარეა საპირისპირო პოლარობაზე ამიტომ დააკვირდით და სწორად შეაერთეთ თითოეული cell 7 არავითარ შემთხვევაში არ დატენოთ li ion ბატარეა თუ ის ფიზიკურად დაზიანებულია ან დიდი დრო 1.5 v-ზე ნაკლებზე იყო. 8 დააკვირდით ახალ ბატარეას რამდენად სწრაფად ჯდება. შიდა დაიანების შემთხვევაში შესაძლოა ძალიან სწრაფად დაჯდეს. -
windows-სთვის რო უდევთ ხოლმე დრაივერები და რო იწერ მაგეებს და აყენებ და მერე მუშავდება ყველაფერი, მთლად მასე არაა linux-ზე. ძირითადად დაყენებისას ეგრევე ყველაფერი მუშაობს ხოლმე. system setting-ებში აქვს თუ რამე აკლია იმ დრაივერის დასაყენებელი. ვიდეოკარტის დრაივერსაც მანდედან აირჩევ დააჭერ და მისით დააყენებს. ასე რომ არ უნდა შეგექმნას პრობლემა არც ხმაზე, არც wifi, ethernet- ზე და არც სხვა რამეებზე. ვიდეოს დრაივერი შეილება გაგიხდეს დასაყენებელი. აი ცადე მაგ ლეპტოპზე და ნახავ. xubuntu ან kubuntu დააყენე შედარებით უკეთ იმუშავებს ძველ ლეპტოპებზე. linux-სთვის დრაივერი მასე ოფიციალური აიტიდან არასოდეს გადმომიწერია გარდა ვიდეოკარტებისა. ვაფშე არ ვიცი მაზერბორდს, ლეპტოპებს თუ აქვთ linux-ს დრაივერების გადმოსაწერი ოფიციალურ საიტზე ამ თემას თუ აპინავთ კარგს იზამთ. windows-ს როგორც აქვს სხვადასხვა OS-ები ისე უნდა გავაკეთო აქაც, ძირითადი linux-ს დისტროებისთვის.
-
მოგეხსენებათ 2 წელი გავიდა რაც canonical-მა ბოლო LTS ვერსიის ubuntu გამოუშვა და დღეს მოგახსენებთ ახალი LTS ვერსიის შესახებ 16.04 კოდური სახელით Xenial Xerus რა არის მასში ახალი: Linux 4.4 ის ბევრად გაუმჯობესებულია წინა ვერსიასთან შედარებით. სისტემა უფრო სტაბილურია, უფრო დაცული, გაუმჯობესებულია ენერგოდაზოგვის მექანიზმები, ასევე გაუმჯობესებულია ფაილური სისტემა და გააჩნია ახალი თაობის Intel-სა და AMD-ს hardware-ს მხარდაჭერა. 1 გაუმჯობესებული Intel Skylake processor-ების მხარდაჭერა 2 3D -ს მხარდაჭერა virtual GPU driver-ში 3 Corsair Vengeance K90-ს ახალი დრაივერი 4 TPM 2.0 chips-ს მხარდაჭერა 5 Journaled RAID 5-ს მხარდაჭერა 6 მას ასევე გააჩნია Logitech G29 racing wheel-ს დრაივერები და აქვს toshiba-ს ლეპტოპების hardware features-ს მხარდაჭერაც ZFS-ს მხარდაჭერა ეს არის უბუნტუს პირველი ვერსია რომელსაც აქვს Zfs filesystem-ს native მხარდაჭერა. ZFS არის კომბინაცია volume manager-სა (როგორც LVM) და filesystem-ს (როგორც ext4, რომელიც რჩება default-ად უბუნტუს ინსტალაციისას). Python 3.5 Python 3.5 არის დეფოლტი 16.04-სთვის. თუმცა პროგრამები რომლებიც დაფუძნებულია Python 2-ზე კვლავ რჩება ხელმისაწვდომი და განაგრძობენ ფუნქციონალობას. დეველოპერები კი დააფგრეიდებენ თავიანთ სოფტს Python 3-ზე. ნახვამდის fglrx ეს დრაივერი ამოღებულია სისტემიდან და თუ AMD-ს ბარათი გაქვთ უნდა დააყენით ან open source ალტერნატივები ან amdgpu driver-ები. Unity 7.4 უკვე შეგიძლიათ განათავსოთ ლანჩერი დაბლითა მხარეს ასევე online search-ები დეფოლტად გათიშულია Dash-ში. session შროთქათები (logout, restart, shutdown) ხელმისაწვდომია Dash-დან. ასევე დაიფიქსა უამრავი bug და არის სხვა ცვლილებებიც 1 Removable devices-ს აქვთ launcher-ზე shortcut-ები 2 ‘Format’ არჩევანი დაემატა device quicklist-ს 3 გაუმჯობესებულია პროგრამების სახე რომლებიც მოიხმარენ CSD-ს 4 ახალი შორთქათ პორგრამების გასადიდებლად: Super + Ctrl + W 5 Window management დაიფიქსა Trash-სთვის 6 ახალი HUD shortcut: Alt + Space (ადრე იყო მხოლოდ ‘Alt’) 7 არჩევანი ‘Always Show Menus’ System Settings-ში 8 Dash: ახალი scrollbar-ები 9 გაუმჯობესებულია HiDPI მხარდაჭერა 10 პროგრამები ანახებენ launcher icon-ებს როცა იწყებენ ჩატვირთვას 11 ხმის მენიუში იქნება მიკროფონის სლაიდერი იმ მოწყობილობებისთვის რომლებიც შეიცავენ მიკოროფონს. წინასწარ დაყენებული პროგრამები: ახალი store app Ubuntu 16.04 აქვს ახალი store app ასევე ახალი კალენდარი რომელსაც აქვს reminder-ები და appointment-ები დღის ინდიკატორში. პროგრამები რომლებიც დარჩნენ და განახლდნენ: Firefox 45 Thunderbird 38 Chromium 48 LibreOffice 5.1 Nautilus (aka ‘Files’) 3.14.2 Totem (aka ‘Videos’) 3.18 Rhythmbox 3.3 GNOME Terminal 3.18 Eye of GNOME 3.18 Shotwell 0.22 წაიშალა ეს პროგრამები: Brasero disc burner and Empathy the instant-messaging client. გადმოწერეთ ის უფასოა როგორც ყოველთვის http://www.ubuntu.com/download/desktop ეს კი უბუნტუს სხავდასხვა ვერსიები Xubuntu The modern Ubuntu GNOME Kubuntu Ubuntu Mate დაბალი მონაცემებისთვის Lubuntu
-
მეც მეზარება თანაც აზრიც არ აქვს ამ ლეპტოპზე მაგ ზე ხარისხებს. 720 p ფილმებს ვუყურებ ხოლმე სერიალებს პირდაპირ აჯარანეტიდან ვიწერ. ონლაინში არ ვუყურებ ამ mac-ზე რაც ის 60 FPS-ს პროგა დავაყენე. ძალიან მაგარი საყურებელია ასე. მაგარ ეფექტს აძლევს სერიალებსაც და კინოებსაც.
-
ეგ მაგარი ბანძი რამე გამოუშვეს. 480p კამერა აქვს ორი პროტი აქ მარტო რაღაცების მისაერთებლად, ერთი ძირითადი რაღაცების მისაერთებლად და ტან დასატენად მეორე ნაუშნიკებისთვის. ანუ როცა ტენი ვერაფერს მიაერთებ, თუ ბევრი რამე გინდა საკმაოდ ძვირიანი გადამყვანი ცალკე უნდა იყიდო, თავის კაბელებიანად. თან პრიკოლი ისაა რო თხელი რო იყოს მაგიტომ გავაკეთეთო და აგერ asus-ს უფრო თხელი ლეპტოპი აქვს 5 თუ 6 სხვადასხვა პორტებით. ხო როგორც ჩანს გაგრილებას აქ პრობლემა მაგ მაკში რადგან გაცილებით დაბალი ქულა დადო cinebench-ში ოდნავ ძლიერი პროცესორით ვიდრე იმ ასუს
-
არ ვიცი უნდა დასერჩო და ნახო თუა შესაძლებელი.
-
კი შესაძლებელია ზოგჯერ, თუმცა აქ არამგონია. ეგ თვითონ ვიდეოს დრაივერის ბრალია. არ იცის რამდენი არ შეიძლება რო გამოიყენოს როცა მასე ხმარობ მის მეხსიერებას მაგრამ ამ შემთხვევაში 630 სულ რო გადახსნა შუაზე 1.5-ს ხო ვერ აცდება მოხმარება და 1,5-ც რო გამოიყენო მაგ 4-დან ხო შანსი არაა ვიდეომ დანარჩენი 2.5 გადაავსოს და იმ 1.5-ს მიადგეს. ამიტომ ვფიქრობ ცდად ღირს თუ გამტარობა აქვს მაღალი. თანამედროვე ოპერები მითუმეტეს რამდენიმე არხში იმდენად სწრაფებია რო low end ვიდეოებს არ აქვთ მაგხელა გამტარობა. საინტერესოა რამხელა გამტარობა აქვს მაგ კონკრეტულ ვარიანტს თორე 630 მქონდა ადრე ფიზიკაზე ვამუშავებდი და იმას როგორც მახსოვს 25 GB/s ქონდა ჩემივე DDR3 2133-იან ოპერებს კი 35 ასე რომ ოპერები უფრო სწრაფი იყო. მერე რო მქონდა 7970 იმას კი ქონდა 264 GB/s 280-300-მდე ეწეოდა მარა იმას ნაღდად ჭირდება 3 GB და მეტი რო ქონდეს მეტსაც გამოიყენებდა.
-
4-იანი 630 სად გააძრე? 2-იანი ხო არაა და 2-ც ოპერატიულიდან გამოყოფილი. სად ნახულობ რო 4-იანია? GPU-z-ს სკრინი დადე აბა. კი linux-ში არის შესაძლებელი http://stackoverflow.com/questions/6321551/how-to-use-graphics-memory-as-ram
-
რა ჭირს ამ კოდის ჩასმის ფუნქციას დამტანჯა ნახე რამხელა დაშორებებს აკეთებს ხაზებს შორის. 2-ჯერ გავასწორე თითოეული ხაზი და ისევ აურია.
-
მოგესალმებით. დღეს გასწავლით თუ როგორ უნდა მივიღოთ MAC-ზე ის საოცარი ეფექტი რომელსაც მაღალსიხშირიანი 600 800 hz-იანი ტელევიზორები იძლევიან. (სინამდვილეში 240-იანზე მეტი არცერთი არაა მარა მაინც ) windows-ში არის პროგრამა SVP free ვერსია. ნაწილობრივ შეზღუდულია, თუმცა საქმეს აკეთებს, ხოლო ამ პროგრამის MAC OS X და LINUX ვერსიები არის ფასიანი. თანაც ის ხერხი რომელსაც ახლა აგიხსნით საკმაოდ კარგ შედეგს მოგცემთ. ადრე windows როცა მეყენა ვხმარობდი SVP-ს და იმ მომენტში რა ეფექტიც იმას ქონდა იმაზე გაცილებით კარგად მუშაობს ეს ეხლა რაც გავაკეთე ჩემს ჰაკინტოშზე. პირველ რიგში უნდა დააყენოთ ეს პროგრამები homebrew-ს დახმარებით. თვითონ homebrew-ს დაყენებას აქ არ ავხსნი აქ ნახავთ როგორ დააყენოთ homebrew el capitan-ზე https://coolestguidesontheplanet.com/installing-homebrew-on-os-x-el-capitan-10-11-package-manager-for-unix-apps/ სხვა MAC OS X-ზეც ნახავთ იოლად დაყენების გზას. შემდეგ აყენებთ ამ პროგრამებს. ზოგს დაჭირდება 5-10-15 წუთამდეც, დაელოდეთ! brew tap mpv-player/mpv brew install --with-x265 --with-theora --with-rtmpdump --with-openssl --with-libvorbis --with-libass --with-libbs2b ffmpeg brew install --without-harfbuzz libass brew install --with-vapoursynth --with-bundle mpv brew install mvtools brew install ffms2 brew install subliminal brew linkapps mpv შემდეგ home დირექტორიაში ქმნით ფოლდერს .config . ნიშნავს რომ ის არის დამალული. მის შიგნით კი ქმნით ფოლდერებს და ფაილებს, როგორც ეს სურათზეა აღნიშნული. აუცილებლად წაიკითხეთ კომენტარები კონფიგურაციის ფაილებში! input.conf osc.conf mpv.conf აქ ეკრანის გარჩევადობაც ჩაასწორეთ რაც თქვენ გაქვთ იმით scripts პაპკაში არის სულ 3 ფალი: autoload.lua ეს გახსნილი ფაილის ფოლდერში არსებულ სხვა მედია ფაილებს ტვირთავს autosub.lua ეს იწერს საბთაითლებს. გამოჩენა გაქრობა v ღილაკით j-თ კი გადაცვლა ენების. b არის მოძებნა და გადმოწერა. stats.lua ეს კი ვიდეოზე წერს ინფორმაციას მათ შორის FPS-ს და ბიტრეიტის. ღილაკი i ერთჯერადად გამოაჩენს, სულ თუ გინდათ არ აუშვათ ღილაკს ხელი. autoload.lua autosub.lua stats.lua და ყველაზე მთავარი interpolation.py არ დაგავიწყდეთ interpolation.py აქციოთ გამშვებად ბრძანებით chmod +x "სრული მისამართი ამ ფაილის" და ასევე გაუშვით ბრძანება chown -R ~/.config როცა გაუშვებთ ასეთ რამეს დაწერს კონსოლში Opening video filter: [vapoursynth file=~/.config/mpv/vapoursynth/interpolation.py] Source fps 25.0 Playback fps 59.862 გადაამოწმეთ ფაილები და ფოლდერები როგორც ზემოთ სურათში განახეთ! ვიდეო გაუშვით ხოლმე ასე ტერმინალიდან mpv "ფაილის სრული მისამართი" ან შეგიძლიათ მარჯვენა ღილაკი და open with mpv f ღილაკი ან ვიდეოზე ორჯერ დაკლიკება გადაიყვანს fullscreen-ში. shift + p გაუშვებს interpolation.py სკრიპტს. დანარჩენი ღილაკები ზემოთ მაქვს დაწერილი. ისრებით გადახვევა/გადმოხვევა მუშაობს.
-
შენივე ლოგიკით გეტყვი რო ეგ PC-ც უაზრობაა gaming-სთვის. არაფერში არაა ეგ პროცესორი საჭირო, მითუმეტეს როცა 5930k-ც არსებობს. არცერთი თამაში არ გამოიყენებს ამათ 12 ნაკადს, არცერთი! არც 3 980 ti გამოდგება. მეორე კარტას კდიე ხო და მესამეც 25-30%-ს თუ გამოიყენებს თამაშები კიდე მადლობა გექნება სათქმელი. ესეც თუ საერთოდ ექნა SLI-ს მხარდაჭერა. მე რათქმაუნდა ვეთანხმები იმ აზრს რომ რაც გჭირდება ეგ უნდა გქონდეს. აი მე მაგალითად მქონდა მშვენიერი gamer-ული PC თავის რულითურთ და საკმაოდ ნორმალური მონიტორით მარა საჭიროება აღარ იყო ამიტომ ავდექი და გავყიდე და ვიყიდე ეს ლეპტოპი, რომელიც კისრამდე მყოფნის, დაჟე მირჩევნია კიდეც 100-ჯერ, სადაც დამჭირდება იქ წავიღებ. PC-სთან კიდე მიჯაჭვული ვიყავი.
-
აი ამაზე დავწერე რო არის ძალიან ხმამაღალი ნათქვამი. ერთ კაცზე მოდის ასე რომ ერთ კაცზე მანდ უწევს: 4 ბირთვი და 8 ნაკადი 3.6 GHZ ერთი ცალი R9 nano 32 GB DDR4 RAM და ამ ყველაფერს დაუმატე 8 ცალი 1 TB-იანი SSD RAID 10-ში ანუ რა სწრაფი იქნება storage ხო აზრზე ხარ ეხლა გადათვალე ამ ფორუმზე და ნახე როგორც შენ ამბობ რამდენს აქვს ამ "მარაზმზე" ბევრად წინ მდგომი PC. ცალი ხელიც გეყოფა ალბათ ჩამოსათვლელად ეგ რო თამაშს ჩატვირთავს განსაკუთრებით შენ საყვარელ battlefield-ს online-ში რამდენიმე წამში მერე მიხვდები რა მხეცთან გაქვს საქმე. კაიფობ? ღმერთმა ყველას მოგვცეს ამის შესაძლებლობა და ამაზე უკეთესისაც მარა დღეს მითხარი საქართველოში ვის აქვს იმის საშუალება რო 30 000$ გაუშვას PC-ში. იმიტომ არ მაქვს რო არ მჭირდება: ტანკი, ბოინგი, 30 000$-იანი PC მაგარი არგუმენტია. -ბრატ შატლი რატო არ გყავს? -იმიტომ რომ არ მჭირდება დიდი სიამოვნებით ვიქონიებდით ბატონო ასეთს თავზე საყრელად ფული რო იყოს მარა სადაა.
