-
Posts
1430 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
1
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by system 32
-
საერთოდ რა მაზერი გაქვს? დაწერე, გადავხედავ მაგ მაზერის მანუალს და ვნახავ ყველაფერს და აგიხსნი.
-
სავსებით ნორმალურია, უნდა იყოს .bin ან .rom გაფართოებით, გააჩნია რომელი ბიოსის ტიპი გაქვს Award/Phoenix, თუ AMI ერთზე ერთი უნდა იყოს ერთზე მეორე, ზუსტად აღარ მახსოვს რომელი რომელზე. შენს შემთხვევაში Bin არის რაც სავსებით ნორმალურია.
-
მოკლედ, კომპიუტერის ჩართვისას მაზერის ბიოსი პოსტ რეჟიმის გავლის შემდეგ აკითხავს ვინჩესტერს, ანუ სადაც ოპერაციული სისტემა(ვინდოუსი) უნდა იყოს ჩაწერილი და მოხდეს ამის გაშვება. ბიოსი თავდაპირველად აკითხავს ვინჩესტერის პირველ სექტორს(ვინჩესტერი სექტორებისგან შედგება), ამ პირველ სექტორს ქვია MBR, როგორც ჩანს შენს ვინჩესტერსაც ეს პირველი სექტორი აქვს დაზიანებული და ამიტომ ვერ ხერხდება ვინდოუსის გაშვება. ამ პრობლემის გადაწყვეტის უნივერსალური გზა არის ამ სექტორის ანუ MBR-ის განულება(აღდგენა), მაგრამ ამ დროს ვინჩესტერზე ყველანაირი ინფო იკარგება, მაგრამ არსებობს შედარებით მარტივი გზაც, როგორც მახსოვს ბევრ ვინჩესტერთან სამუშაო პროგრამას აქვს ამ სექტორის აღდგენის ფუნქცია, ერთერთია Alkid LiveCD-ში PTT<-- ასეთი პროგრამა, ამ პროგრამას რომ გახსნი იქ უნდა იყო პუნქტი -Fixboot. არსებობს კიდევ Hiren's BootCD-ში BootFix Utility ასეთი უტილიტა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მოკლედ შედეგები დაწერე, თუ არ ქნა მაშინ ყველაზე უარეს ვარიანტში მოგიწევს განულება და მთელი ინფოს დაკარგვა.
-
ვინჩოზე MBR გაანულე, ვინჩესტერის პრობლემას გავს : )) ან რაიმე HDD უტილიტით fixboot ფუნქცია გაუშვი.
-
კი მაგრამ მაუსის გაფუჭების შემთხვევაში მარტო ის უსბ პორტი გაფუჭდებოდა წესით, უკან შეაერთე? ბიოსში როგორაა საქმე უსბ ფუნქციები ხომ არ აქვს გათიშული ან უსბ კონტროლერი? შეამოწმე და ჩიპსეტის დრაივერიც განაახლე. შედეგი დაწერე.
-
Safe Mode-დან სცადე მაგის წაშლა ჩართვისას F8-ს აჭირე და მერე Safe Mode-ს დააჭირე და დაელოდე.
-
593 73 29 56 ამას დაურეკე მაზერებს აკეთებს დაგჭირდება წესით.
-
რა ქნა აბა მოგვარდა პრობლემა? რა და როგორაა?
-
კი ეგეც ამოაგდე, მოკლედ გამოაერთე ყველაფერი, დატოვე მარტო, კვება, მაზერი, პროცესორი, ოპერატიული, ვიდეოკარტა(თუ ინტეგრირებულიც აქვს ინტეგირებულზე შეაერთე და ეგეც ამოაგდე. უსბ მოწყობილობები რაც გაქვს ყველაფერი გამოაერთე. მაგ ყველაფერს რომ იზავ ელემენტიც ამოაგდე ერთი 10 წუთით ან ჯამპერით გაანულე ბიოსი და ისე ჩართე.
-
ასუსი ამბობს ამ დედაპლატაზე რომ BAD Checksum თუ რაღაც ამდაგვარი უნდა დაეწეროს თუ რაიმე შეცდომაა ბიოსში, და მერე ამოქმედდება BIOS Recovery და ჩაბუთავს ფლეშკიდან ან ფლოპიდან, შენს შემთხვევაში თუ ეს არ ეწერება შეიძლება ბიოსის ბრალი არცაა. და რაიმე დამატებითი მოწყობილობის ბრალია, ანუ შეიძლება პოსტის დროს ბიოსი ვერ ადეტექტირებს ნორმალურად ვინჩოს ან ოპტიკურ დრაივს ან რამე ეგეთს და საბოლოოდ ჭედავს. გამოაძრე აბა ყველა დამატებითი მოწყობილობა, ელემენტი ამოიღე 5-10 წუთით, მერე ჩადე და ისევ ჩართე რას იზავს.
-
რაღაც ბიოსის ბრალი არ მგონია, იმიტომ რომ პოსტ რეჟიმს გადის და არ წერს Invalid Flash ROM ან რამე ეგეთს, მანდ უფრო სხვა დამატებითი მოწყობილობის ბრალი უფრო მგონია, მაგალითად ვინჩო ოპტიკური დრაივი ან რამე ეგეთი. აბა გამოაძრე ყველაფერი და ბიოსი გაანულე და მერე ჩართე. საერთოდ EZ Flash იხსნება?
-
+1 ოპერატული გამოირიცხა, ვინდოუსი დაყენე სუფთა MSDN-ის კლონი და დრაივერები გადაწერე მწარმოებლის საიტებიდან ბოლო ვერსიები, და ვინჩესტერის ის სურათებიც დადე რაც გითხარი.
-
ვინჩესტერი გატესტე HDTune-თი და დადე სქრინები ამ HDTune-ის ტაბებზე- Health და Error Scan გაატარე და იმის სქრინიც დადე
-
ინტერნეტის კაბელს დედა დაფის ქსელის შტეკერში აერთებ უკან თუ დაბლა? თუ დედა დაფისაში მაშინ დაწერე რომელი დედაპლატაა, კეისი გახსენი და ისე ნახე რა აწერია ან ევერესტი გადაწერე ან CPU-z და იმით ნახე, და თუ დაბლა აერთებ დაწერე და მერე ვიმსჯელოთ მაგაზე. :D
-
თუ Hiren-s BootCD-ს ვინდოუსიდან არ არესტარტებს ესეიგი გამოდის რომ პრობლემა არის ან ვინდოუსში ან შენს ვინჩესტერში, მოკლედ დადე აბა ის სქრინები ვინჩესტერზე რაც გითხარი, თუ არაფერი ისეთი ხარვეზი არ იქნება მაშინ ვინდოუსის გადაყენებამ უნდა უშველოს, რაიმე ნაჩალიჩარი ვინდოუსი ხომ არ გიყენია?
-
ბიოსი დეფაულტზე ჩამოყარე, ოპერებზე თითო თითო მოდულზე გაატარე თითო ტესტი, ვინჩესტერიც გატესტე HDTune-თი და დადე სქრინები ამ HDTune-ის ტაბებზე- Health და Error Scan გაატარე და იმის სქრინიც დადე. კვებაზე დაწერე 12 ვოლტზე რამდენი ამპერი აქვს. რა მაზერი გაქვს, რა პროცესორი და რა ბიოსის ვერსია.
-
გაუჩერებელი წრიპინი და გათიშვა კვების ბლოკზე მიგვანიშნებს ვინმესგან ითხოვე აბა სხვა კვება და ის სცადე, ოღონდ ყველა შნური კარგად შეაერთე. შედეგი დაწერე.
-
ახალი პარტიციების გასაკეთებლად ჩაწერე MiniTool Partition Wizard Home Edition ან Acronis Disk Director Suite.
-
მაშინ მოდი გადაწერე რაიმე LiveCD მაგალითად ეს: Alkid LiveCD მაგაში უნდა იყოს ვინჩესტერთან სამუშაო პროგრამები მაგალითად მე ვიყენებ ამას Acronis Disk Director Suite გახსენი და ნახე აბა ეს პროგრამები როგორ აღიქვამს, თუ ესენიც ვერ აღიქვამს მაშინ არამგონია რაიმე ეშველოს, რაც შეეხება ინფორმაციის აღდგენას Recover My Files -ეს სცადე.
-
სავარაუდოდ ვირუსმა ან ვინჩესტერის გაუმართაობამ : )) საერთოდ რამდენიანი ვინჩესტერი გაქვს? შეიძლება ც დისკს არ შეერია და უბრალოდ გაქრა აქ აჩვენებს 149მბ-ს და რამდენიანი გაქვს მთლიანი ვინჩო?
-
ცუდადაა საქმე, როგორც ჩანს შენი ე დისკი მაგ ც დისკს შეერია და ინფორმაციაც წაიშლებოდა რაც ზედ გქონდა
-
ვცადე ეგ მაგრამ შედეგი იგივე :(
-
კი მაგრამ მერე ამ ანტივირუსს რომ წავშლი არ გაეშვას ეს ვირუსი მთელ სისტემაში ეს რაც აყენია გაჭირვებით აკავებს და რამდენიც კეთდება იმდენს შლის მაგრამ როგორ შევაჩერო ეს გამრავლება?
-
კი მაგრამ მერე ამ ანტივირუსს რომ წავშლი არ გაეშვას ეს ვირუსი მთელ სისტემაში ეს რაც აყენია გაჭირვებით აკავებს და რამდენიც კეთდება იმდენს შლის მაგრამ როგორ შევაჩერო ეს გამრავლება? :D
-
ESET Smart Security 4
