Jump to content

system 32

წევრი
  • Posts

    1430
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

Everything posted by system 32

  1. მაგისთვის ბევრი პროგრამა არსებობს, მაგალითად CPU-Z, Everest, AIDA64, PCWizard, ან უბრალოდ გახსენი კეისი და წაიკითხე რა წერია დედაპლატაზე :)
  2. პირველ რიგში დაწერე რა დედაპლატა გაქვს :)
  3. რატომ? რამეს გიწერს? ბოლო Hiren's BootCD გადაწერე 14.1 და იქიდან სცადე, თუ არ ქნა მაშინ ამოიღე ოპეატიული, სლოტი გაწმინდე და თაბახის ფურცლით ოპერატიულს ფეხები გაუწმინდე.
  4. 1. ბიოსი დეფაულტზე ჩამოყარე. 2. ოპერები გატესტე სათითაოდ MEMTEST-ით. 3. ვინჩესტერი გატესტე HDtune-ით. 4. ვინდოუსი თავიდან დააყენე და გადაწერე მწარმოებლის ორიგინალი დრაივერები. 5. დააყენე ანტივირუსი და დაასკანირე. 6. ტემპერატურები შეამოწმე. თუ არ უშველა დაწერე რა მაზერი გაქვს, რა პროცესორი, რა ოპერები და რა ვიდეოკარტა. შედეგი დაწერე.
  5. შეიძლება მაგრამ ბიოსის წაშლა ძნელია, იმ შემთხვევაში ზიანდება ბიოსი თუ განახლებას უკეთებ და შუქი წავა უცებ. მაგრამ მე როგორც ვიცი მაინც უნდა ჩაირთოს მაგრამ დაგიწერს რომ BIOS-ი არასწორია ან რამე ეგეთს და მერე მოგთხოვს რომ მაზერის დისკი ჩადო და იქიდან აღადგინოს, ზოგიერთ ასუსზე ესეა და MSI-ზე ვერ გეტყვი.
  6. ჩიპსეტის დრაივერი განაახლე ჯერ სანამ ბიოსს განაახლებ, თუ არ უშველა მერე ვიფიქროთ ბიოსის განახლებაზე.
  7. რატომ გგონია რომ პროცესორია მკვდარი?
  8. შეუთავსებლობის პრობლემას არ გავს. 1. ბიოსი გაანულე ელემენტით ან ჯამპერით. 2. გამოაერთე ყველა სხვა დამატებითი მოწყობილობა, მაგალითად ვინჩესტერი, დისკ წამკითხავი და ა.შ. ანუ დატოვე მარტო კვება, მაზერი, პროცესორი, ოპერატიული და ვიდეოკარტა. 3. ვიდეოკარტა სხვისგან ითხოვე ცოტა ხნით და სცადე იმით. თუ პროცესორი, კვება და ოპერატიული სხვა მაზერზე მუშაობდა მაშინ მაზერი რჩება რა ან ვიდეოკარტა, მოკლედ შედეგი დაწერე.
  9. მოგვარდა პრობლემა? თუ მოგვარდა დაწერე როგორ მოაგვარე.
  10. Intel R 3.0 და დდრ2 1გბ ბევრს არაფერს ნიშნავს, დაწერე რა სიხშირეზე მუშაობს ოპერატიული და პროცესორის ზუსტი კოდური დასახელება :)
  11. პირველ რიგში დაწერე რომელი პროცესორი გაქვს და რომელი ოპერატიული, რომ მივხვდეთ რადენად თავსებადია ეგ ნაწილები მაგ ახალ მაზერთან.
  12. http://www.gigabyte.com/products/product-page.aspx?pid=2633#bios <--- აი ესაა მაგ მაზერის ბიოსის ფაილები ვერსიების მიხედვით, ისე რატომ ფლეშავ ბიოსს? იმ პროცესორს მაინც არ წაიღებს იმიტომ რომ CPU Support List-ში როგორც სოსომ გითხრა უწერია N/A, ანუ მხარდაჭერა არ აქვს, რომც ჰქონდეს და ბიოსის ვერსია არ ემთხვეოდეს ჩაირთვებოდა კომპი მაგრამ დაგიწერდა რომ პროცესორის მიკრო კოდს ვერ აღვიქვამო, და თვითონვე დაგაფლეშინებდა ბიოსს. უმიზეზოდ ბიოსის დაფლეშვა არაა რეკომენდირებული, იმიტომ რომ რისკია, შეიძლება დენი წავიდეს ან რამე და მაზერი დაიბრიდოს.
  13. რა მაზერი გაქვს ზუსტად მომწერე მოდელი. ევერესტიდან დააკოპირე ან AIDA64-დან.
  14. არევით არაფერს აურევს, თუ არ გააკეთებს : )), რაც შეეხება ბიოსის ფაილს, უნდა ნახო ზუსტად ეგ მაზერი, მწარმოებლის საიტზე შენს შემთხვევაში გიგაბაიტის საიტზე. რაც შეეხება ბიოსის განახლების პროცესს, ეგ ცოტა შარიანი საქმეა იმიტომ რომ უპს თუ არ გაქვს და დენი წაგივიდა დაფლეშვის მომენტში, შეიძლება მაზერი სასტიკად დაზიანდეს. მოკლედ თუ გადაწყვიტე განახლება გააკეთე შემდეგი. 1. გადაწერე სასურველი ბიოსის ფაილი და შეინახე Floppy დისკეტაზე, ფლეშკაზე, ან ვინჩესტერზე, ოღონდ გაითვალისწინე სადაც ამ ფაილს შეინახავ ის დისკი უნდა იყოს აუცილებლად FAT32/16/12 ფაილურ სისტემაში დაფორმატებული. 2. დაარესტარტე კომპი და ჩართვისას დააჭირე ღილაკს END, გაიხსნება Gigabyte-ს ბიოსის გასაახლებელი უტილიტა სახელად Q-Flash. 3. მიარჭე მერე ეს ფლეშკა ან ფლოპი, მოკლედ რაზეც ბიოსის ფაილი შეინახე. 4. შემდეგ მიუთითე ის დისკი სადაც ეს ფაილია შენახული და როცა დაინახავს ამ ფაილს მერე უკვე მიხვდები და განაახლებ ადვილად.
  15. უიჰჰჰჰ... ვინტს ეხლა დავაკვირდი SATA III 6Gb/s-ს სტანდარტისაა, ხოლო მაზერის სატა კონტროლერი SATA II 3Gb/s არის, წესით უნდა წავიდეს, Intel-ზე როგორც ვიცი მიდის, მაგრამ Nvidia-ს ვერ გეტყვი, ბიოსში შედი და ნახე ხედავს თუ არა.
  16. რა საჭიროა ახლიდან დაყენება? თუ დამატებით პარტიციად გინდა გამოიყენო ეგ ვინტი, Disk Managment-ი გახსენი და იქ იქნება აუთვისებელი ცარიელი სივრცე და იქიდან შეგიძლია დაამატო როგორც ახალი პარტიცია ოღონდ არა Primary პარტიცია. ოღონდ ჯერ ბიოსში უნდა ნახო როგორ ადეტექტირებს მაზერი ვინტს, შეიძლება ავტომატურ რეჟიმში ვერ დაინახოს და ხელით უნდა გაწერო ვინტის მონაცემები მაგალითად თავაკების რაოდენობა და ა.შ. მაგრამ ეს ძალიან იშვიათია მოკლედ რაც გითხარი ისე გააკეთე და შედეგი დაწერე.
  17. რა მაზერი გაქვს? რა ვინტი იყიდე IDE თუ sata? ბიოსში ჩანს ახალი ვინჩესტერი? Disk Managment-ის სქრინი დადე.
  18. ასუსმა თქვა ვინჩესტერიდან არ გამოვა ეგ საქმეოოო, ან ფლოპი უნდა ან ფლეშკაო გახსენიო EZ Flash-იო და შეაურჭე ფლეშკა ან ფლოპი რომელიც შეიცავს ბიოსის ფაილს, მერე აჭირეო TAB-სო რომ აირჩიო სწორი დრაივიო(ფლოპი ან ფლეშკა) და როცა იპოვისო ენთერს გლიჯეო და რომ განაახლებს მერე თავისით დაარესტარტებს :)
  19. საერთოდ რა მაზერი გაქვს? დაწერე, გადავხედავ მაგ მაზერის მანუალს და ვნახავ ყველაფერს და აგიხსნი.
  20. სავსებით ნორმალურია, უნდა იყოს .bin ან .rom გაფართოებით, გააჩნია რომელი ბიოსის ტიპი გაქვს Award/Phoenix, თუ AMI ერთზე ერთი უნდა იყოს ერთზე მეორე, ზუსტად აღარ მახსოვს რომელი რომელზე. შენს შემთხვევაში Bin არის რაც სავსებით ნორმალურია.
  21. მოკლედ, კომპიუტერის ჩართვისას მაზერის ბიოსი პოსტ რეჟიმის გავლის შემდეგ აკითხავს ვინჩესტერს, ანუ სადაც ოპერაციული სისტემა(ვინდოუსი) უნდა იყოს ჩაწერილი და მოხდეს ამის გაშვება. ბიოსი თავდაპირველად აკითხავს ვინჩესტერის პირველ სექტორს(ვინჩესტერი სექტორებისგან შედგება), ამ პირველ სექტორს ქვია MBR, როგორც ჩანს შენს ვინჩესტერსაც ეს პირველი სექტორი აქვს დაზიანებული და ამიტომ ვერ ხერხდება ვინდოუსის გაშვება. ამ პრობლემის გადაწყვეტის უნივერსალური გზა არის ამ სექტორის ანუ MBR-ის განულება(აღდგენა), მაგრამ ამ დროს ვინჩესტერზე ყველანაირი ინფო იკარგება, მაგრამ არსებობს შედარებით მარტივი გზაც, როგორც მახსოვს ბევრ ვინჩესტერთან სამუშაო პროგრამას აქვს ამ სექტორის აღდგენის ფუნქცია, ერთერთია Alkid LiveCD-ში PTT<-- ასეთი პროგრამა, ამ პროგრამას რომ გახსნი იქ უნდა იყო პუნქტი -Fixboot. არსებობს კიდევ Hiren's BootCD-ში BootFix Utility ასეთი უტილიტა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მოკლედ შედეგები დაწერე, თუ არ ქნა მაშინ ყველაზე უარეს ვარიანტში მოგიწევს განულება და მთელი ინფოს დაკარგვა.
  22. ვინჩოზე MBR გაანულე, ვინჩესტერის პრობლემას გავს : )) ან რაიმე HDD უტილიტით fixboot ფუნქცია გაუშვი.
  23. კი მაგრამ მაუსის გაფუჭების შემთხვევაში მარტო ის უსბ პორტი გაფუჭდებოდა წესით, უკან შეაერთე? ბიოსში როგორაა საქმე უსბ ფუნქციები ხომ არ აქვს გათიშული ან უსბ კონტროლერი? შეამოწმე და ჩიპსეტის დრაივერიც განაახლე. შედეგი დაწერე.
  24. Safe Mode-დან სცადე მაგის წაშლა ჩართვისას F8-ს აჭირე და მერე Safe Mode-ს დააჭირე და დაელოდე.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.