Jump to content

system 32

წევრი
  • Posts

    1430
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

Everything posted by system 32

  1. DRAM Timing Control იქნება სადმე და გადაიყვან მანუალზე, მერე CAS Latency დააყენე 5, trcd-5, trp-5 და tras-15. კარგი არ მოუმატო მაშინ და სადამდეც გაქაჩსვს გაქაჩავს. რა მაზერია ისე?
  2. უი და კიდევ შეიძლება ვოლტის მომატება დაგჭირდეს ცოტა პროცესორზე და ასევე ტემპერატურებიც აკონტროლე.
  3. მოკლედ ოპერები დააყენე ბიოსში ან 333 იქნება ან 667, ტაიმინგები თუ ავტომატურად არ დაყენდა ხელით გაუწერე პირველი 4 ანუ 5-5-5-15. მერე ვოლტაჟი ან auto ან 1.8 Auto თუ იქნება უკეთსია. ყველა Spread Spectrum-ები თუ შეგხვდა გათიშე , ეგ არის ელექტრომაგნიტური სიგნალის ინტერფერენციისგან დაცვა, და რაზგონის დროს ხელს უშლის, ასევე PCIe Clock თუ შეგხვდა ფიქსირებულად დააყენე 100MHz. მერე უმატე FSB სანამ კომპი ჩაირთვება. შედეგი დაწერე აბა სადამდე გაიზრდება.
  4. CPU-z -ში SPD და mEmory ტაბების სქრინები დადე აბა.
  5. კი ან ეგ David Gambashidze ასე ვარ
  6. ID მომწერე პირადში და დაგამატებ ან აქ დაწერე რომ დაგამატო. ან შენ დამამატე dat_9993
  7. სკაიპი გაქვს? აქ ვერ ვწერ ნორმალურად და მგონი მივხვდი რაღაცას თუ გაქვს PM-ში მომწერე რა.
  8. ჰო ჩვეულებრივი ოპერები ყოფილა თუ მაგათ პრობლემა არ ჰქონდათ ესეიგი მე მაინც ამ ახლის ვოლტაჟის ბრალი მგონია რა. დააყენე იმდენი რამდენიც მაგ ოპერატიულს უწერია? თუ დააყენე და იგივე შედეგია, მაშინ გამოდის რომ ან მაგ ოპერატიულებს ჭირს რამე ან უბრალოდ მაზერთან არაა თავსებადი ეგ კონკრეტული მოდელის ოპერები. პროცესორი ხელს უწყობს და მაზერსაც აქვს მაგ სიხშირიანი ოპერატიულის მხარდაჭერა. და ეგ ორი ვარიანტი რჩება რა. ანდაც ბიოსში ვოლტაჟის აუტო თუ აქვს დააყენე აუტოზე ვოლტაჟი და ხელით მიუთითე ოპერატიულის სიხშირე ეგ 1066 და ნახე აბა. თუ უკვე ქენი ეგრე?
  9. რა სიხშირიანები იყვნენ?
  10. "რამის" <-- აქ ოპერატიული იგულისხმე თუ რამე? ხშირად რამში ოპერატიულს გულისხმობენ ხოლმე და მაგის თქმა გინდოდა? უი მეორე პოსტი ეხლა ვნახე, რა სიხშირიანები იყვნენ?
  11. არა დანამატი არ არსებობს, თუ ბიოსია ის პირველ რიგში შეიცავს მთლიან ბიოსს და მერე დანამატს. და რაც შეეხება შენს ბიოსს არ სჭირდება თურმე განახლება, ეგ ის ვერსიაა რაც შენ მანახე და ბოლოა, ამიტომ აღარ გინდა. რაც შეეხება SD-დან ეგ არამგონია გამოვიდეს იმიტომ რომ უეჭველი USB მოწყობილობა ან ძველებური ფლოპი უნდა იყოს. მოკლედ არ გინდა განახლება, უკვე ბოლო ვერსია გქონია.
  12. მაგ მაზერზე ადვილად ხდება ბიოსის განახლება, მოკლედ დაგჭირდება ფლეშკა მერე იქცევი შემდეგნაირად. 1. იწერ მაგ ბიოსის ფაილს რაც წეღან ვნახეთ და ინახავ ფლეშკაზე უკვე ამოარქივებულს და იმახსოვრებ ამ ბიოსის ფაილის სახელს, შეიძლება არ დაგვჭირდეს მაგრამ მაინც ამოიწერე პატარა ფურცელზე. 2. დაარესტარტე კომპიუტერი(ფლეშკა შეერთებული უნდა გქონდეს) და ჩართვის დროს სანამ ვინდოუსი გაეშვება დააჭირე ამ კომბინაციას Alt+F2 , გაიხსნება Asus Ez Flash ანუ ასუსის ბიოსის დასაფლეში პროგრამა. 3. მერე TAB-ით მიუთითებ იმ დრაივს(ამ შემთხვევაში ფლეშკას) და დაინახავს იმ შენს შენახულ ბიოსის ფაილს. მერე უკვე ან Enter-ი დასჭირდება და ან თვითონვე დაიწყებს განახლების პროცესს და რომ დასრულდება თვითონვე დარესტარტდება და გექნება ახალი ბიოსი. გაითვალისწინე!!! ბიოსის განახლების პროცესში კომპიუტერი არ უნდა გაგეთიშოს არავითარ შემთხვევაში, თორემ მაზერი დაზიანდება. არ უნდა გაითიშოს შუქი . ამის გამო მწარმოებლები რეკომენდაციებს იძლევიან რომ ვიქონიოთ იუპიესი. ბიოსის განახლება პროცესი არის 1 წუთზე ნაკლები, მაგრამ ბედი ბედია მაინც რა იცი რა ხდება . მოკლედ ფრთხილად იყავი კომპი არ გაგეთიშოს მაგ პროცესში. შედეგი დაწერე.
  13. თუ ეს პროცესორი გაქვს i5 750 გამოდის რომ პროცესორი გალიმიტებს, მაგას აქვს 1066/1333 ოპერების მხარდაჭერა ოფიციალურად და შენ რომ 1600 ჩაუდგი მაგ სიხშირეზე ვერ ამუშავებს. მგონი კეთდება ეს რაღაც სიხშირეების მომატებით, რომ 1600 დადგეს, მაგრამ მე ვერ გავუგე რატომღაც ამ მაზერს. დაელოდე მცოდნე ხალხს.
  14. კვების ბრალი არამგონია იყოს, კვება რომ იყოს დამნაშავე შეიძლება საერთოდ არ ჩართულიყო ან პერიოდულად გათიშულიყო/დარესტარტებულიყო. მაგრამ რა ვიცი... გამორიცხული არაფერია. ეგ ნაკლებად მგონია. მოდი ეგ სატა კაბელები DVD-საც შეუცვალე და ვინჩესტერსაც, მე მაგის ბრალი მგონია. ოპერატიული ამოიღე ან თუ რამდენიმე გაქვს ყველა ამოიღე, თაბახის ფურცლით ფეხები გაუწმინდე და ისევ ჩასვი კარგად.
  15. ოვერქლოქით რა ქენი? პროცესორი დაარაზგონე? სადამდე დაარაზგონე? რაზგონი მანდ არაფერ შუაში არ უნდა იყოს იმიტომ რომ მაგ პროცესორს რაზგონის გარეშე აქვს 1333MHz FSB რაც იმას ნიშნავს რომ 1066-იანი ოპერები თავისუფლად უნდა ამუშაოს, თან მაგას დავუმატოთ ის რომ მაზერს სრული მხარდაჭერა აქვს 1066-იანი ოპერების. მოკლედ განაახლე აბა ბიოსი მაგ ვერსიით და შედეგი დაწერე.
  16. საინტერესოაააა.... აბა რა სიხშირეზე მუშაობს ახლა?
  17. CPU-Z-ის მიხედვით აუწიე სიხშირე და შესაბამის სიხშირეზე დააყენე ტაიმინგები ხელით. ვოლტაჟი ოპერატიულს როგორც უწერია ისე დააყენე. წესით აუტოზეც უნდა დაეყენებინა ჩვეულებრივ, იმიტომ რომ პროცესორი არ გალიმიტებს და მაზერსაც სრული მხარდაჭერა აქვს 1066-ის. მე უფრო ვოლტაჟის ან ტაიმინგების ბრალი მგონია რა. მოკლედ შედეგი დაწერე.
  18. გაკეთდაა... ელემენტი ამოვუღე ამ ტელეფონს ცოტა ხნით, კომპი დავარესტარტე(კვებიდან გამოვრთე და ისე ჩავრთე), მერე ცოტა ხანი დასატენად შევაერთე ტელეფონი და რომ შევაერთე ჩაირთო და ყველაფერი ნორმალურად გაკეთდა მადლობა ყველას ვინც დამეხმარაა )
  19. აუ მაინც არ შვება სხვა რამეც მირჩიეთ რა თუ იცით ( ეს რომ გაფუჭდეს გადავყვები. საშიშია ისე ამ დროს გაჭედვა? როგორ ბიოსის განახლების დროს გათიშვაა საშიში ესეც ისე ხომ არ არის? ((((
  20. ვაიმეე ვინმემ რამე მიშველეთ მაქვს K850i, გადავწერე ეს პროგრამა და დამიწერა C-დააჭირეო და დაინახა ჩვეულებრივ და დამიწერა რომ განახლება არ უნდაო და თუ გინდაო სისტემა გადააყენეო, მეც მეთქი გავადაყენეებ. ხოდა რომ დავიწყე ორი გრაფა გამოიტანა პირველში ეწერა Downloading და მეორე Software install in your Phone თუ რაღაც ამდაგვარი. მოკლედ პირველი შეივსო და მეორე მალე უნდა დამთავრებულიყო რომ გაჭედა და არც იქით მიდიოდა არც აქეთ, ვინდოუსმა შემჭამა გათიშეო ამის გამგრძელებელი აღარააო ძალიან აქვსო გაჭედილიო მოკლედ. ველოდე კაი ხანი და გამოვაერთე, მერე მეთქი თავიდან დავაწყებინებ, ჰოდა ჯერ ისევ C-ს დავაჭირე როგორც წინაზე და კომპმა დამიწერა USB Device Not Recognized-ო. ტელეფონიც აღარ ირთვება საერთოდ ჩართვის რეაქცია აღარ აქვს. რა ვქნა მიშველეთ ვინმემ რამე რა ეგრევე ხელოსანთან წავათრიო? იქნებ იცოდეთ რა ვუშველო?
  21. სხვა რაღაც ყოფილა ეს ჩამტვირთავი ფლეშკაა უბრალოდ. ((
  22. აუ გაიხარე ვცდი ეხლა. კიდევ ველოდებ რა სხვა ვერსიებსაც ეს რომ არ გამოდგეს. (
  23. გაუმარჯოს! ნათესავმა მომიტანა ნეთბუქი Asus EeePC 2G Surf ვინდოუსი გადამიყენეო. ვნახე რომ ეყენა Windows XP Home Edition SP2, და ნორმალურად უბერავდა. მე არ მქონდა ეს ვერსია და დავაყენე ჩვეულებრივი XP Professional-ი ორიგინალი MSDN-ის კლონი და სულ გადაავსო ეს 2GB ვინჩესტერი დრაივერებიც ვეღარ დავატიე პროგრამებსა და ანტივირუსზე რომ აღარაფერი ვთქვა. მოკლედ იქნებ მაპოვნინოთ ან ისევ ისეთი Home Edition ან რაიმე შეკვეცილი ვინდოუსი რაც მინიმალურად შეავსევს ამ 2 გიგაბაიტს. მთელი ღამეა ვეძებ და თავი ამეხადა რასაც ქვია. (((
  24. კონკრეტულად რას გიჩვენებს შეგიძლია ბიოსის ეკრანს სურათი გადაუღო მაგ ფუნქციაზე სადაც ტაიმინგებია და დადოო? უფრო მივხვდები )
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.