-
Posts
3428 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
17
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Andgula
-
ორგმინით Tempest 410 Elite არის
-
კომპანია NZXT-მა წარმოადგინა კიდევ ერთი ახალი გეიმერული Mid-Tower ფორმ-ფაქტორის კეისი Crafted სერიიდან Tempest 210, რომელიც დაფარულია შავი საღებავით როგორც გარედან ასევე შიგნიდან. I/O პანელი განთავსებულია წინ და მასზე დატანილია ერთი USB 3.0 ერთი USB 2.0 და აუდიო კონექტორები, კეისი მოიცავს სამ 5,25 განყოფილებას რვა შიდა 3,5 განყოფილებას, გაგრილების მხრივ კეისში შეგიძლიათ დაამონტაჟოთ რვა დამატებითი ფანი, ასევე მოყვება ერთი 120 მმ-იანი ფანი რომელიც განთავსებულია უკანა მხარეს და ერთიც 140 მმ-იანი ფანი რომელიც განთავსებულია ზედა მხარეს. Tempest 210-ის შეძენა შეგიძლიათ 54.99 დოლარად
-
არა არ აქვთ
-
არაფერ სხვაობას არ მოგცემს თამაშებში მაგის წაშლა შეგიძლია თამაშს თუ აქვს ფიზიკის მხარდაჭერა გამოურთო და FPS მოგემატება
-
[*] Andgula - Dual Core E6300 2.8GHz @ 3570MHz- 4836 .
-
:lollol: :lollol:
-
მე მომეწონა კარგი კეისია და ფასიც ნორმალური აქვს
-
კეისებისა და კვების ბლოკების მწარმოებელმა კომპანია Raidmax-მა წარმოადგინა ახალი mid-tower ფორმ-ფაქტორის კეისი, მისი გაბარიტებია 521 (L) X 185 (W) X 445 (H) მმ, და მხარს უჭერს micro ATX და ATX ფორმ-ფაქტორის დედაბარათებს, კეისი გაიყიდება სამ სხვადასხვა ფერში ესენია თეთრი, შავი, და წითელი Viper მოიცავს ოთხ 5,25 განყოფილებას, ოთხი შიდა 3,5 განყოფილება, I/O პანელი განთავსებულია წინა მხარეს და მასზე დატანილია USB პოტები (როგორც ჩანს 3.0) და ორი აუდიო პორტი, სამი წინასწარ გახვრეტილი ხვრელი წყლის ტუბისათვის, წინა და უკანა მხარეს დამონტაჟებულია ორი 120 მმ-იანი ფანი ამათგან ერთი ლურჯი LED განათებით, და მარცხენა მხარეს ერთი 120 მმ-იანი ფანი ლურჯი განათებით. Raidmax-ის კეისი ხელმისაწვდომი გახდება ამერიკაში და კანადაში შემდეგი თვიდან და მისი გაყიდვები დაიწყება 59,99 დოლარიდან
-
კომპანია Acer-მა თავის ასორტიმენტს შემატა ახალი სხვადასხვა კონფიგურაციის პარამეტრების და ოთხი ლამაზი ფერის მქონე ლეპტოპი, ეს ფერებია Golden Brown, Diamond Black, Ruby Red და Deep Blue. Acer Aspire 5755 ლეპტოპს გააჩნია 15.6-დიუმიანი (1366 x 768) LED-backlit ეკრანი, მეორე თაობის Core i3/i5/i7 პროცესორი, ოპერატიული მეხსიერება 8GB-მდე, GeForce GT 540M 2GB ვიდეობარათი, მყარი დისკი 1TB-მდე და DVD ან Blu-ray ჩამწერი, ასევე 1.3 მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა, multi-in-1 card reader, Gigabit Ethernet, 802.11 b/g/n WiFi, Bluetooth 3.0, და Li-Ion ბატარეა. ლეპტოპის გაყიდვები დაიწყება 599 ევროდან
-
[*] Andgula - Dual Core E6300 2.8GHz @ 3465MHz- 4615 .
-
კომპანია Sapphire-მა თავის ასორტიმენტს შემატა კიდევ ერთი ახალი ვიდეობარათი Radeon HD 6870 Dirt 3 Edition, რომელსაც გააჩნია ლურჯი PCB, ორსლოტიანი ქულერი და აღჭურვილია ორი 90 მმ-იანი ფანით. Sapphire-ის ვიდეობარათს გააჩნია 1120 Stream პროცესორი, GPU სიხშირე 920MHz (900MHz სტოკ სიხშირე) 256-bit ინტერფეისის მქონე 1GB GDDR5 მეხსიერება, VRAM დაყენებულია 4200MHz-ის ნიშნულზე, ასევე გააჩნია CrossFireX-ის მხარდაჭერა, ორი DVI, ერთი HDMI 1.4 და ორი მინი DisplayPort 1.2. Radeon HD 6870 Dirt 3 Edition შეგიძლიათ იხილოთ pre-order-ით 208 ევროდ.
-
ნახე აბა კიდე უნდა მომატებულიყო
-
MSI Wind Box DC100 E-450-powered mini PC
Andgula replied to Andgula's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
არ არის ცუდი მინი pc სთვის ესეთი მონაცემები -
ჯობია რამე სტრესს ტესტი გაატარო თან თვალყური ადევნე ტემპერატურებს
-
დავრეგისტრირდი ნახე აბა თუ მოემატა
-
ოპერატიულ მეხსიერებაზე ვოლტი გაზრდილი ხო არ გაქვს? 1.8 1.9 არის სტანდარტი DDR2-ზე მაღალი ხარისხის ოპერატიულებზე 2.0 2.2 ვოლტი
-
4GB ოპერატიულ მეხსიერებას რო 32 ბიტიან სისტემაზე ამუშავებ ეგ არაფერ შუაში არ არის, პროცესორზე თერმოპასტა ხო არ გაქვს გამოსაცვლელი?
-
კომპანია MSI-მ წარმოადგინა კიდევ ერთი მინი პერსონალური კომპიუტერი Wind Box სერიიდან სახელად DC100, რომელიც დაფუძვნებულია AMD-ს უახლეს Brazos platform E-450 dual-core პროცესორზე, და A50M ჩიპსეტზე, მისი საშუალო ენერგომოხმარება შეადგენს მხოლოდ 40W. მცირე ფორმ-ფაქტორის პერსონალური კომპიუტერის გაბარიტებია 191.8 x 150.93 x 34.94 მმ და იწონის 830 გრამს, მისი მახასიათებლებია AMD Radeon HD 6320 დისკრეტული კლასის ვიდეობარათი რომელიც მხარს უჭერს Directx 11-ს, 2GB ოპერატიული მეხსიერება (შესაძლებელია გაიზარდოს 4GB-მდე), 320GB მყარი დისკი, Gigabit Ethernet, 802.11 b/g/n WiFi, 6-in-1 card reader, 5.1 არხიანი აუდიო, ექვსი USB 2.0 პორტი, პლიუს D-Sub და HDMI მაკავშირებლები. Wind Box DC100 არის ძალიან ჩუმი და standby რეჟიმში გამოსცემს 22 დბ ხმაურის დონეს. MSI Wind Box DC100-ზე შეგიძლიათ გააკეთოთ pre-order
-
ჩინურმა კომპანია JEHE-მ ახლახანს ევროპაში განაცხადა Giada-ბრენდირებულ N50 მინი პერსონალურ კომპიუტერზე, მისი გაბარიტებია 192 x 155 x 26 მმ და აერთიანებს Intel-ის 1.8 GHz Atom D525 Dual-Core პროცესორი, და Nvidia-ს ION 2 GPU. N50 მოიხმარს მხოლოდ 35W ენერგიას და მისი მახასიათებლებია ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა 4GB-მდე, 1TB 2,5 დიუმიანი მყარი დისკი, ჩაშენებული Card Reader, Gigabit Ethernet, 802.11 b/g/n WiFi, ოთხი USB 2.0 პორტი და eSATA/USB კომბო კონექტორი, ასევე D-Sub და HDMI კონექტორები. ფასი ცნობილი არ არის მაგრამ N50 მინი პერსონალური კომპიუტერი სულ მალე გამოჩნდება ბაზარზე.
-
კომპანია Acer-მა ევროპაში წარმოადგინა ახალი 3D მონიტორი სახელად GR235H, იგი აღჭურვილია 23 დიუმიანი პანელით და იყენებს FPR (Film-type Patterned Retarder) ტექნოლოგიას ასევე გააჩნია LED backlight, და მისი ქარხნული რეზოლუცია შეადგენს 1920 x 1080 პიქსელს, 2მ/წმ რეაგირების დრო, დინამიური კონტრასტულობის დონე 100,000,000:1-ზე, ორი HDMI პორტი და გააჩნია ადაპტაციური კონტრასტის მენეჯმენტის ფუნქცია. Acer-ის ახალი მონიტორი დაზღვეულია მწარმოებლის ორ წლიანი გარანტიით და მისი რეკომენდირებული ფასი 222 ევროა
-
კომპს რატო უნდა დაერხეს თუ დაზეთვამ არ უშველა ესეიგი მაღალ ბრუნიანია ქულერი
-
საჭიროა გამწოვად თუ დააყენებ ცხელ ჰაერს გარეთ გაიტანს ხმაურს რაც შეეხება შეიძლება მაღალ ბრუნიანია და მაგიტო ხმაურობს ან დაზეთვა უნდა
-
კომპანია Sharkoon-მა მომხმარებლებს გააცნო ახალი ფლეშ-ბარათი სახელად Flexi-Drive Sprint, მას გააჩნია USB 3.0 ინტერფეისი რომელიც საშუალებას აძლევს ჩაწეროს და წაიკითხოს 60 MB/s and 20 MB/s სიჩქარით. მისი გაბარიტებია 56 (L) x 19 (W) x 9 (H) მმ და იწონის მხოლოდ 12 გრამს, ფლეშ-ბარათი გამოვა ორი ზომის 16GB რომელიც ეღირება 16.50 ევრო ხოლო 32GB კი 30 ევრო, ფლეშ-ბარათები უკვე გაყიდვაშია ევროპაში.
-
OverDozeD (29), GTX (24), LiannyNip (23), gio_gio26 (18)
Andgula replied to სოსო's topic in ზოგადი დისკუსიები
გილოცავთ ბიჭებო მრავალს დაესწარით
