კომპანია NZXT-მა წარადგინა ორი ახალი გეიმერული Mid-Tower სტანდარტის კეისი Crafted სერიიდან Tempest 410 და Tempest 410 Elite რომლებიც შესრულებულია შავ ფერში.
პროდუქტის ზომები შეადგენს 215 x 481 x 496 მმ-ს და იწონის 7.8 კგ-ს, წინა I/O პანელზე განლაგებულია ერთი USB 3.0 სამი USB 2.0 და აუდიო პორტები, იგი მოიცავს სამ 5,25 განყოფილებას რვა შიდა 2,5/3,5 განყოფილებას, და ასევე მოყვება ორი 120 მმ-იანი ფანი რომლებიც მუშაობენ 1200RPM სიჩქარით.
Tempest 410-ის შეძენა შესაძლებელია 79.99 დოლარად ხოლო Tempest 410 Elite-ის 89.99 დოლარად