რავი აბა, რა პასუხი გაგცე... მე არ ჩავაყენებდი გაზს და ისე ძმაკაცს ეყენა 2,5-ში მე-4 თაობის იტალიური აპარატურა და 20 ლარით 200კმ-ს გადიოდა
ბენზინივით კარგი რომ არ არის, ეგ ხომ იასნია, მაგრამ თუ ბევრი სიარული გიწევს, ძალიან ეკონომიურია, მაგრამ თუ ცოტას დადიხარ აზრი არ აქვს იმ მხრივ, რომ რასაც დახარჯავ გაზის დაყენებაში (2000<) მაგის ეკონომიის ამოღებას მინიმუმ 1 წელი დაგჭირდება. მაგალითად ჩემს შემთხვევაში - (ქალაქგარეთ გასვლა, შაბათი-კვირა და ხანდახან გასეირნებეს არ ვამბობ, სტაბილურად რასაც დავდივარ) დღეში გავდივარ 30კმ-ს, მანქანა მიწვავს 11 ლიტრს და ვასხავ მხოლოდ სუპერს, ანუ 30 ლარში დავდივარ 120კმ-მდე, თვეში რომ 1000 კმ ვიანგარიშოთ გამოდის 250 ლარი, გაზი რომ ჩავაყენო უნდა დავხარჯო 2200 ლარი და ეკონომიას მომცემს თვეში120 ლარს, ეს 2200 ლარი რომ ამოვიღო საჭიროა თითქმის 2 წელი და მხოლოდ ამის შემდეგ მექნება "მოგება", ხოდა, 2 წელი მეყოლება ეს მანქანა რო?
მოკლედ, დღეში თუ 60კმ+ უნდა იარო, მაგ შემთხვევაში ნორმალურია, მაგრამ თუ ჩემსავით სამსახური-სახლის რეჟიმით იქნები, ზედმეტი ფულის ხარჯვაა.