გამარჯობა.
მოკლედ, ჩემი ძალიან ძალიან მაგარი ძმაკაცისთვის მინდა მხოლოდ სისტემური ბლოკის აწყობა, თვითონ მაგრა კიდია, თავისთვის ნეტბუქი და ლეპტოპი აქვს და თამაშები არ აინტერესებს...
ბავშვების კომპი დაუძველდა და დამეხმარე აპგრეიდშიო, კიბატონოთქო, მაგრამ არ ღირს მაგაზე ფულის ხარჯვა და სხვა ავაწყოთთქო, რამდენი გვეყოფაო? 1500-1600 ლარად საკაიფო სისტემურს ავაწყობთთქო, ხოდა აჰა ფული და რაც გინდა ის აუწყე შენს გემოზეო, მე შემეშვითო...
ჰოდა, მაქვს 1600 ლარი და ამ თანხას არ უნდა გავცდე (+50 ლარზე არ არის ლაპარაკი), ამაზონი და ჩამოტანები არ მაწყობს, რადგან ხვალ უნდა მოვასწრო ჰარდის მოგროვება, რომ ზეგ (კვირას) მოვასწრო აწყობაც და სისტემის გამართვაც.
ეხლა რა ხდება: როგორც უკვე ვთქვი, ეს არის ჩემი უახლოესი ძმაკაცი და არ მინდა რამე იაღლიში მომივიდეს და რამე ჰარდმა მიმტყუნოს, თან ისიც მინდა, რომ მაქსიმალური კარგი ვარიანტი ავუწყო, ამიტომ, რაც შედარებით გაფუჭებადია - ვიდეო, კვება და ვინჩესტერი ამათ ყიდვას ვფიქრობ ახლებს და დანარჩენი ნახმრებიც შეიძლება, რადგან დანარჩენი ჰარდი მაინც ისეთი ადვილად ფუჭებადი არ არის, როგორც ისინი (ია ტაკ დუმაიუ).
+ თქვენი აზრიც მაინტერესებს, რა ავიღო ახლები და რა ნახმრები (ამ ფასში შედის კეისიც და სავარაუდოდ 100 ლარი გამოვაკლოთ, მაგ ფასში რამეს ვუშოვი, ბრენდებზე არ მაქვს გართულება, მთავარია რაც შეიძლება ძლიერი ჰარდი მომივიდეს).
თვქენივე რჩევებით ამოვარჩიე ესენი:
=======================================================
1. კვება= 210 ლარი (მადლობა ბექას - რეიზერს)
2. კეისი= 110 ლარი
3. HDD = 147 ლარი
4. GPU = ?
5. cooler= 40 ლარი
6. DVD= 35 ლარი
7. RAM= 100 ლარი
8. CPU = ?
9. MB = ?