-
Posts
13110 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
34
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by eXtreme-Hunter
-
აა, დაჟე, მე ინგლისური მეგონა... ბუჩქი გასაგებია და, მარიხუანა რაღაა?
-
ინგლისური არ ვიცი და, რა არის ეგ?
-
ახალი ქსელების აბონენტებთან მაქვს შეკითხვა
eXtreme-Hunter replied to eXtreme-Hunter's topic in დახმარება
კავკასუსი 2001 წლიდან მქონდა, მაგრამ რაც ატეესი ახალ ქსელზე გადაკეთდა, სხვა პროვაიდერებთან აღარ გააფორმეს ხელშეკრულება და თავისი ინტერნეტი გააკეთეს. ეხლაც ისეთი პონტია რა, ვისაც ძველი შემორჩენილი ჰქონდა კავკასუსი (ვინც არ გადავიდა ახალ ქსელებზე) იმათ დარჩათ, რა ვიცოდი, თორემ არც მე გადავიდოდი, თან მაშინ ტონალური ატეესები ახალი შემოსული იყო და ვიფიქრე კარგი ხაზი მექნებათქო, ხაზი კი კარგი გამოდგა, მაგრამ ინტერნეტი დავკარგე :( -
ახალი ქსელების აბონენტებთან მაქვს შეკითხვა
eXtreme-Hunter replied to eXtreme-Hunter's topic in დახმარება
ხოდა, მეც ზუსტად ეგ მიკვირს, თუმცა ამ შემთხვევაში "იტყუებიან" ცოტა ნე ტოტ ჟღერს, რადგან თავის სასარგებლოდ კი არა, ჩემს სასარგებლოდ გამოსდით ტყუილი, არადა ფაქტია, რომ 2 სხვა და სხვა კომპზე შევამოწმე და ორივეგან 500-ით უბერავს გლობალს. -
-
აუუ, ბ.შ.ვ. ესეთ საცოდავ ტიპებზე ვერ ვკაიფობ ხოლმე, მაგრამ ამაზე ცუდად გავხვდი, რა მაგარი მასტია http://www.youtube.com/watch?v=pjFIUaTNZTc
-
ახალი ქსელების აბონენტებთან მაქვს შეკითხვა
eXtreme-Hunter replied to eXtreme-Hunter's topic in დახმარება
ჯერ არა, მგონი ეხლა გაყავთ. ხო, დღეს უკვე, როცა თამაშების ზომა 10გბ+ ჩვეულებრივი ამბავია, ძალიან სუსტია 400-500კბ/წმ-ით გადმოწერა, მაგიტომაც მინდა შევცვალო... ადრე სამსახურში 100მბ ინტერნეტი მქონდა და 8-9მბ/წმ-ით ვიწერდი, მაგის გამო მაგრა მეკიდა სახლის ნეტის სისწრაფე, თუ რამე მინდოდა სამსახურიდან ვიწერდი, მაგრამ უკვე რამოდენიმე თვეა, რაც ლიმიტი დაადეს და 1გბ-ზე დიდ ფაილს არ გაწერინებს, სისწრაფე კი აქვს კარგი, მაგრამ რათ მინდა ეგეთი სისწრაფე, თუ 1გბ ზომის ფაილს ვერ ავცდები? მუსიკის და ენვიდიას დრაივერის გადმოსაწერად, ჩემი 400კბ-ც მყოფნის, მაგრამ ძნელია თამაშის და დიდი ფაილის გადმოწერას რომ 10 საათი უნდა ელოდო :( -
ვინ ხართ ახალი ქსელების აბონენტები? ინტერნეტის სიჩქარესთან დაკავშირებით მინდა რაღაც გკითხოთ. მოკლედ, ტელეფონი მეც მაგ ქსელის მაქვს (ადრე კავკასუსი მქონდა, მაგრამ მერე ახალ ქსელებზე რომ გადავედი, კავკასუსი გამიუქმდა) და ინტერნეტის ჩართვა რომ დავაპირე, შემოთავაზებულ პაკეტებს გავეცანი და სახარბიელო ვერაფერი ვნახე, კერძოდ, მე გლობალი უფრო მაინტერესებდა და 128კბ ჰქონდათ (იწერდა 20-25კბ/წმ-ით), ლოკალს არაუშავდა - 5მბ და იწერდა 500-600-ით, საღამოობით ვარდებოდა სისწრაფე და მაგის გამო არ დავაყენე, თან ქართულ საიტებზეც რაღაც ლიმიტები ჰქონდათ და მაქსიმალური სისწრაფით მხოლოდ თავისი საიტიდან იწერდა (simsim.ge), მერე მეზობლისგან 70 მეტრი კაბელი გამოვჭიმე და სილკნეტი დავდგი. ეხლა რა ხდება, ჩემს უბანში მხოლოდ 2 კაცს გვაქვს სილკნეტი, დანარჩენები ყველა ახალ ქსელზე არიან, ჰოდა, 2 კაცთან შევამოწმე და ლოკალზე 700-800-ით იწერს და გლობალზე ადრე, რომ 20-25-ით იწერდა, ეხლა 500-ზე ადის, შევედი მაგათ საიტზე და პაკეტებს გადავხედე, მეზობლებს თითქმის ყველას უყენია 17 ლარიანი პაკეტი, საიტზე მაგ პაკეტს უწერია 1,5მბ გლობალი, დავურეკე ოფისში და ვკითხე - სისწრაფე გაიზარდათქო, 500 იწერს გლობალსთქო და ისეთი ღლეობა მიპასუხეს (წესით 120კბ-ის ფარგლებში უნდა იწერდეს, ეტყობა მაგათ (მეზობლებს) კარგი ტელეფონის ხაზი აქვთო), მოკლედ, ლაპარაკის გაგრძელება აღარ ღირდა და დავემშვიდობე (სხვათაშორის, თავაზიანად ), ხოდა, იქნებ თქვენ მითხრათ, გამოსწორდა გლობალ-ლოკალი? და ისიც ამიხსენით, პაკეტს რომ უწერია 1,5მბ გლობალს, მაქსიმუმ რამდენით შეიძლება იწერდეს? თუ მართლა გამოსწორდა ხარისხი, გადასვლას ვფიქრობ და იქნებ ცოტა ამომწურავად მიპასუხოთ, არ მინდა, რომ შევცდე და 2 დღეში უკმაყოფილო ვიყო.
-
ცოტა იაღლიშია ჰამანთან დაკავშირებით, 4 დღის წინ წავიდა ძმაკაცი დუბაიში (ვინც დაეხმარა ამ მანქანის შერჩევა-ჩამოყვანაში), რომ მანქანა წამოეყვანა და დღეს შუადღით დამირეკა, ჩამოვედიო, მერე რა ქენი, გამოაგზავნეთქო და, გიჟს გავს, რა გამოვაგზავნე, ესე მითხრეს 8 კვირაში იქნებაო... მანქანამ დააგვიანა და ჰამანშიც შეკვეთები დაგროვდაო, ხომ ვერ გადავდებთ სხვების შეკვეთებსო? ვიღაცეები ჩარიეს იქაურები და ეხლა იმას ჩალიჩობენ, თუ დატოვებული "ბე" უკან მოგვცეს, გერმანიიდან ჩამოვიყვანოთო. წესით კი ეკუთვნით (ხელშეკრულებაში 3 კვირა ეწერათ და 3-ს +8 დაუმატეს), მაგრამ ხ.. ეგო ზნაეტ, მიდი და ეკაჩავე უცხო ქვეყანაში, ყველანაირად ვცდითო, მაგრამ მე მაგრა მეეჭვება, რომ ბე უკან მისცენ, მუსულმანებს როგორ უნდა მიაწვე, თან თავიანთ ქვეყანაში კაცს ნერვები დააწყდა, ამდენი ხანი ელოდება და კიდევ 2 თვეო. ამათი ჯიშიც. არადა, მეც რა მაგრა ველოდებოდი.
-
ბურთულები, რომ უფრო მეტად დააწვრილო (მინიმუმ 5-ჯერ), მგონი უფრო ეფექტური იქნება.
-
ძალიან სუფთა და დახვეწილი გრაფიკა აქვს, ეგრევე ეტყობა, რომ შრომა და რესურსები არ დაიშურეს.
-
როცა ეს მანქანა თბილისში შემოვა, ისედაც გაბაზრდება და არ მინდა წინასწარ იმის დაწერა, რაც ჯერ ჭორის დონეზე აღიქმება, თუმცა, ჭორში მაგ მანქანის შესაძლო ჩამოყვანას კი არ ვგულისხმობ, მხოლოდ იმას, რომ წინასწარ გაბაზრდა. როგორც კი ჩამოვა, აუცილებლად დავდებ სურათებს.
-
ვაა, გილოცავ სოსოია, დიიიდი ბიჭი გაგეზარდოს.
-
ჯერ დაქოქე :yes:
-
ვახ ამის დედა ვატირე, რა მოვუხერხო ამ ჯავას ბლ..დ??? დავით, აპდეითის გასათიში ვერ ვნახე, java 7-საც გადმოვწერ, მაგრამ რაღაც სკეპტიკურად ვუყურებ, რომ უშველის. ვინდი მიყენია 32-იანი (3დ მაქსის დედა რომ ვატირე, 8 გბ ოპერატიულს 32-ზე ვამუშავებ მაგის გამო), ჰოდა, ეგ რამე კავშირში ხომ არ იქნება? 7 ხომ 64-ის ვერსიაა და რა ვიცი რა... ვერაფერი მოვუხერხე, დავიტანჯე უკვე.
-
დიდი ოხერი ხარ :rofl:
-
ნუ, ეგ კი საგაგებია, მაგრამ "მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო?!" და ეგრე ჯერ კიდევ ძალიან დიდი ხანი ვიქნებით კულტურული ტრაფიკისგან ჩამორჩენილები და დეგენერატ მძღოლებს კიდევ რა გამოლევს? ამ პრობლემების მოგვარებას, რომ ველოდოთ, მფრინავი თეფშების ხანა წამოგვეწევა და დავრჩებით გაუხარელი ჭიის გარეშე :D
-
რა ტყუილად იყიდე მეც შენს დღეში ვარ, მაგრამ ჩემი მაინც 16-იანია და ასე თუ ისე, რაღაცაში მაინც გამომადგება, მაგრამ შენ იმენა შენი თავი დატროლე, ხო?
-
შემარჩევინეთ 3D ტელევიზორი 800 ლარის ფარგლებში
eXtreme-Hunter replied to გუგაეონ's topic in რჩევა-კონსულტაციები
ხო, ეგ პიქსელებით ჩვენება იყო, რაც პირველივე წამებზე გამოიკვეთა, იმიტომ ვთქვი, რომ ვიდეოს ხარიხში დავეჭვდითქო, არადა ზუსტად იგივე ვიდეო სონიზე და სამსუნგზე რომ ჩავრთე ძალიან სერიოზული ხარისხი იყო, მტვრის ნაწილაკებიც კი ჩანდა. ფორმატთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვი, 2 ფილმი მე გადმოვიწერე და 1 ჩემ სიძემ ჩამიწერა (სონის პატრონმა), რომელი რა ფორმატში იყო არ ვიცი, მაგრამ სამსუნგმა უეჭველი მახსოვს, რომ სამივე გაუშვა და როგორც მახსოვს LG-საც არ ქონდა პრობლემა, სონიზე კი, თავისივე გადმოწერილები გავსინჯეთ და თავისთავად შესაბამისი ფორმატი იქნებოდა. ისე კი მითხრა, რაღაც ფილმი გადმოვწერე, მაგრამ ვერ გახსნაო და მერე რაღაც სონის ფორუმზე მივაგენი და მუშა ვერსიის ლინკები იდო ბევრიო (მერე ბლუ რეი ფლეერი იყიდა და შეეშვა ამ გადმოწერებს, პირდაპირ დისკების ყიდვა მირჩევნია, სად ვდიო ტორენტებსო...) ანუ, შენ რას ამბობ, უხარისხო 3დ იმის ბრალია, რომ პასიურია, თუ დაბალი გარჩევადობა? (გასაგებია, რომ ორივე ერთად, მაგრამ ძირითადად რომელია მთავარი პრობლემა? ალბათ პასიური ხო?) -
lasha1616 სუპერ ქარი არ უნდოდა, თან ბმვ-ს მაგარი ფანია და M6-ის მუღამზე იყო, პატარა ბიჭი არ არის, 50 წლამდე ასაკის კაცია და თავის ჭიას ახარებს... როცა რაღაც კონკრეტულის ინტერესი გაქვს, მაგ დროს (როცა საშუალებაც გიწყობს ხელს) ფასს არ აქცევენ ყურადღებას, თორემ კაცი რომელიც 200K-ს იხდის მანქანაში, 300-საც უპრობლემოდ გადაიხდის, მაგრამ ამას იმით კი არ აურჩევია - 200-ში რა მომივაო, მუღამი ქონდა და იყიდა, თორემ ვინც გაიგო მისი გადაწყვეტილების შესახებ, 99%-ს ყველას ეგ კითხვა გაუჩნდა - მაგ ფასში ფერარი ხომ მოუვიდოდაო? (მათ შორის, მეც (მიუხედავად ჩემი ბმვ-სადმი დიდი სიმპატიებისა)), მაგრამ როგორც უკვე გითხარი, ამას ფასით არ შეურჩევია, კონკრეტული მოდელი უნდოდა და 200-ზე მეტიც რომ დაჯდომოდა, მაინც მაგას იყიდიდა... ეგ მიდგომა რომ არ ქონდეს ადამიანს, მაშინ მსოფლიოში მსგავსი სერიული მანქანები აღარც გაიყიდებოდა და ყველა ფერარი-ლამბოს ტიპის სუპერ ქარებით ივლიდნენ.
-
შემარჩევინეთ 3D ტელევიზორი 800 ლარის ფარგლებში
eXtreme-Hunter replied to გუგაეონ's topic in რჩევა-კონსულტაციები
ჩემი აზრით, 700 ლარიანი 3D არ უნდა იყიდო, ჩემს 2 ახლობელს აქვს 1-ს 1000 ლარიანი და მეორეს 1200 ლარიანი LG (პლაზმა) და ნაგავია, 2 წუთში თავს გატკიებს (+თავბრუსხვევა) და 3D ეფექტები იგრძნობა მაქსიმუმ 20%-ით, ისიც აქაიქ, რამოდენიმე ფილმით გავტესტე მე თვითონ (ძმაკაცს აქვს 4200 ლარიანი სამსუნგი და ჩემ სიძეს 4500 ლარიანი სონი, შესადარებლად ეს 2 მოდელი მქონდა) და როგორ გითხრა, იმ დონის საზიზღრობა იყო, რომ თავიდან თვითონ ფილმის ხარისხს დავაბრალე (ტელევიზორზე ვერც კი ავიღებდი ეჭვს), ეტყობა არ ვარგათქო, მაგრამ მერე იმ სამსუნგზე რომ ჩავრთე და ეფექტების წვიმა წამოვიდა + რაის თავის ტკივილი და თავბრუს ხვევა, მერე სონიზეც გავსინჯე და იქაც ძალიან მაგარი იყო, უკვე დავეჭვდი, კიდევ 2 სხვა და სხვა ფილმი გადმოვწერე და იმით გავტესტე, იგივე შედეგი - სონიზე და სამსუნგზე ძალიან მაგარი იყო და ამ 2 იაფიან LG-ზე, ნაგავი. მოკლედ, თუ 3D-ს მუღამში გინდა ყიდვა, მაგრა არ გირჩევ იაფიან 3D-ს, როგორც კი პირველად ჩართავ ფილმს, 2 წუთში მიხვდები, რომ შეცდი და გული უნდა დაგწყდეს. მაღაზიაში რომ მიდიხარ, თვითონ რაღაც ტრუხა საჩვენებელი ვიდეოები აქვთ და იმით გიმოწმებენ, რომ 3დ მუშაობს (მიხვდები, რომ 3დ-ა რა, მეტი არაფერი), ამიტომ შენ თვითონ რომ დარწმუნდე ჩემ სიტყვებში, რომელიმე ტორენტიდან გადმოწერე მინიმუმ 20გბ-იანი 3დ ფილმი, ჩაიწერე ფლეშკაზე (თუ მაგ ზომის ფლეშკა არ გაქვს, რამე 5-10 წუთიანი ვიდეო, ოღონდ ძალიან მარალი ხარისხის) და მაგით წადი მაღაზიაში, უთხარი, ამ ვიდეოთი შევამოწმოთთქო, ჯერ შეამოწმე 3500+ ლარიან მოდელზე და მერე იაფიანზე, უცბად გამოიტან დასკვნას. -
მადლობა, გაიხარე. არამიშავს რა, ძველებურად მივყვები ცხოვრების ნაკადს, ცოტა პოლიტიკურ მოვლენებს განვიცდი... (პ.ს. ღმერთმა დაგიფაროს იმისგან, რაზეც (სამწუხაროდ) დავეჭვდი )
-
სროკზე იყავი, თუ გვტროლავ? მიშა წავიდა ფორუმიდან, აღარ ჩანს კაი ხანია :(
-
ხო, თავისთავად. ცხოვრებაში ჯერ არაფერი შემხვედრია იაფი და ხარისხიანი, ამიტომ, როცა რაღაცას ვყიდულობ, ვცდილობ იაფიანი არ ვიყიდო, განა იმიტომ, რომ არ მეკადრება, უბრალოდ არ გამომადგება.
-
უსბ გამანაწილებლის ყიდვა მინდა (რამოდენიმე გამომსვლელი რომ ქონდეს) და მგონი არაფრის გათვალისწინება არ არის საჭირო ხო? რაც შემხვდება ის ვიყიდო?
