Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. მაშინ, ყველაფერი მწყობრში გქონია და ხელის დადებაც არაფერს უნდა. როგორც გითხარი, 6-ზე მეტს არ დაგიწვავს, ასხი ბენზინი და სულ მწვანეზე იარე გააჩნია, შენ მაგ ყვერებში რას გულისხმობ? თუმცა, აქვე გეტყვი, რომ რაც არ უნდა იგულისხმო ფერარიზე დიდი ყვერები არასდროს ჰქონდა, არ აქვს და ვერც ექნება (ალბათ)! ჯერ მარტო ფერარის წარსულია მაგის ყვერებისთვის საკმარისი, მაგრამ ცხოვრება წინ მიიწევს, ვითარდება ტექნოლოგიები და ისიც გასაგებია, რომ ადრუ თუ ესე იყო, დღეს შეიძლება ლადამაც დადოს რაღაც "ზე" (იმდენი მაგათი...), მაგრამ აქ ლაპარაკია ფერარიზე და მარტო ის ყვერები, რასაც შენ სავარაუდოდ გულისხმობ, საკმარისი არ არის, რადგან ტრეკზე რომ დააყენებ ორივეს, აქ ლამბო უკვე წაკუზული გადაკვეთს ფინიშს კი, რათ უნდა მაგას ლაპარაკი, რომ ლამბოა ბოლო-ბოლო და ძალიან მაგარია, ავენტადორზე ვაფრენ ისე მევასება (ვიდიც და შესაძლებლობებიც), მაგრამ როცა ფერარის ახსენებ, თვით ლამბოც კი ქედს იხრის მის წინაშე! მსოფლიოში არ არსებობს არცერთი ავტო ექსპერტი, რომელიც ფერარის არ აღიარებს! ლეგენდაა ბიჯო, ლეგენდა და მხოლოდ ესეც საკმარისია, რომ ლამბო ყოველთვის წაკუზული ყავდეს. ყვერები ხარსაც აქვს, თან ძალიან დიდი, მაგრამ როცა ბევრს ატრაკებს, მაგ ყვერებისგან მწვადს წვავენ ხოლმე, ასე რომ, უთხარი მაგ შენს იტალიურ ხარს, მწვადად არ გადაიქცეს :D
  2. კაი კაცო შენ უკანა ვედუში აიღე და მერე ნახე რულის მუღამი პ.ს. დასაწყისისთვის 1:51 მშვენიერი შედეგია. 20 კი არა, როცა დრიფტით ვერთობი ხოლმე, 17-ზე ჩამომყავს, მაგრამ ეგ იმის გამო, რომ 230 გრადუსიდან (სარბოლო ვარიანტი) 650 გრადუსზე ამყავს და რული რომ რეალურივით რეაგირებდეს.
  3. მეც ეგრე ვარ, ჩემთვის ფერარი ყოველთვის ასოცირდებოდა ავტოინდუსტრიის მამად! ესეთი ისტორიის ბრენდი, თან ასეთი წარმატებული დღემდე... ცოტა ამ ბოლო დროს F1-ში ჩაგრავს რედ ბული, მაგრამ მაინც თავის სიტყვას ამბობს ყოველთვის. კი, იტალია მაგარი მოდელია, პირველად შეეხნენ კვადროს და FF-იც საკმაოდ კარგი გამოუვიდათ და რაც ყველაზე მთავარია, პაპსაზე არასდროს ფიქრობენ, იციან თავისი ფასი და კლიენტს ყოველთვის იმ სულს სთავაზობენ, რაც ფერარის უნდა ჰქონდეს, და არა სხვა გასალამაზებელი ზიზილ-პიპილოებით გაწყობილი. ლამბოს ცხენები კი, 740-ია, თან ატმოსფერული 6,5 ლიტრიდან აქვთ ამოღებული, როცა ფერარის ატმოსფერული 6,2-ია და 800 ამოიღეს + ამას კერსის 163 ცხენი და ბოლო ჯამში მონსტრი გამოვიდა! და რაც ყველაზე მთავარია, ესეთი ძრავი მსოფლიოში არ არსებობს, ეხუმრები 6,2 ლიტრს?! და, ეს რომ 75 კილოს იწონის (!), ეს უკვე ზე-ტექნოლოგიაა, მაგის დედა ვატირე, მიკრას 1,0 ძრავია მგონი ამაზე მძიმე სხვათაშორის, ფერარის ბევრი ფანი ამბობს (ჩემი, ფერარიზე გადამკვდარი ძმაკაცის ჩათვლით, რომელიც ცოცხალი ენციკლოპედია ავტო + სპორტში), რომ ლაფერარი არც თუ ისე ლამაზიაო, მაგრამ ჩემი შეხედულებით, ცხვირი აქვს ულამაზესი <3 და არც დანარჩენში უჭირს, ერთადერთი მინუსი რაც კი შეიძლება ჩაითვალოს (ამას თუ მინუსი შეიძლება ეწოდოს) არის ის, რომ კარების ძირი იგივე კარნიზია და ახდილ მდგომარეობაში თუ გაეხახუნე და წვიმაშია ნასიარულები, დაგსვრის მოკლედ, ფერარიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ავტოსამყარო მისით იწყება! ფიორანოზე ენცოს შედეგია 1:25 და ამან 1:20 მოარტყა, 5 წამის ამოქაჩვა უდიდესი ნახტომია, თან ენცოსთან შედარებით... + ამას, სამუხრუჭე მანძილიც ბევრად შეუმოკლდათ. მაგის 100%-იანი სიზუსტის დასადგენად მხოლოდ 1 მეთოდი არსებობს - ბაკი უნდა გაავსო ყელამდე (ჩამსხმელი ფისტოლეტი რომ გათიშავს, იქამდე), მერე გაიარო 100 კილომეტრი, შეხვიდე კალონკაზე და ისევ ეგრე ყელამდე ჩამაატო ბენზინი, რასაც დაიმატებს, მაგდენს წვავს (ჩემი აზრით, ქალაქში 6-ზე მეტი არ უნდა დაწვას). თითქმის დარწმუნებული ვარ, ბენზინს რეგულარს ასხავ და არც სვეჩები და არც ფილტრები არ შეგიცვლია თუ გადახვალ პრემიუმზე (სუპერი არ დასჭირდება) და სვეჩებს + ფილტრებს შეცვლი, ჩათვალე, რომ 1 ლიტრს უეჭველი დააკლებინებ (ოღონდ, 5 ლარიან სვეჩებზე არ მაქვს ლაპარაკი, ცალში 15+ უნდა გადაიხადო), ცოტა ზედმეტ ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული, მაგრამ მთავარია, რომ ეფექტს იძლევა.
  4. არაფრის ჯიგარო, დიდი არაფერი გამეგება, მაგრამ თუ მაინც რამეში წაგადგები, ყოველთვის მზად ვარ :)
  5. მთლად ფერარივით არა, მაგრამ ლამბოს დიდი თაყვანისმცემელი ვარ (ავენტადორი მაგარი გამოუვიდათ), მაგრამ ეს რაღაც ნამეტანი ბეტმობილი გააკეთეს, ბაზარი არაა, აეროდინამიკისთვის ყოველი სპოილერი გათვლილია და მაგიტომ მიიღო ეგეთი ფორმები, მაგრამ ვიდზე ნამეტანი ჰოლივიდურია. ალბათ მალე დაიდება ამ სამი მონსტრის VS შედეგები, მაგრამ წინასწარვე ლაფერარიზე ვდებ ფსონს, ფიორანოზე ენცოს 5 წამი ამოუქაჩა და ეგ ისეთ რამეს ნიშნავს, რომ გავარტყი FXX-ს, ხოლო FXX-ის გარტყმა უბრალო თემა არ არის :D
  6. გიო, მანდ კი არა, აქ გეუბნევი, სადაც წერია brakes-pressure 95% ეს დააყენე 80%-ზე და ისე სინჯე. ბიჭო, შენ სქრინზე რულის მგრძნობელობა რომ 100 წერია, ნამეტანი რესკი არ არის? მე 20-ზე მაქვს. სერვერზე შევდივარ და თუ ვინმეს გაქვთ სურვილი, შემობრძანდით.
  7. 2-3 ლიტრი? 1 ლიტრი იდგა და ისე ქოქავდი ხოლმე? მაშინ თავი დაანებე, არაფერი არ სჭირს შენ მანქანას, აბა როგორ გინდა, 3 ლიტრი აღარ იყოს ბაკში?! ეცადე, ეგრე ბოლომდე არ ამოწრუპო ხოლმე ბენზინი, გუშინაც გითხარი, ეგრე ბენზონასოსს გააფუჭებ, ჩათვალე, რომ რამოდენიმეჯერ მიკრო-ინფაქტი უკვე გადაატანინე და ერთხელაც იქნება და გაჭედავს... ბენზინს რომ ჩაასხავ, ზედმეტად იანგარიშე 3 ლიტრი და იქიდან დაიწყე კილომეტრაჟის ათვლა, ეგ მხოლოდ ერთხელ მოგიწევს და იფიქრე, რომ ეგ 3 ლიტრი არ გაქვს, სიტყვაზე ჩაასხი 13 ლიტრი და წინასწარ ხომ იცი 10 ლიტრი გაგატარებს 150 კილომეტრს, იანგარიშე იმ 150 კილომეტრით და მაგდენს რომ გაივლი, მერე ისევ ჩაასხი, ერთხელ გადაიხდი ზედმეტ 7 ლარს და ეგ არის. არ ჯობია ერთხელ 7 ლარი გადააგდო, ვიდრე მერე ბენზონასოსისთვის განკუთვნილი 80-100 ლარი?!
  8. სიამოვნებით წავივარჯიშებდი თქვენთან ერთად, მაგრამ ეხლა მოვედი ფა მაგარი დაღლილი ვარ, 2-3 საათში თუ ვინმეს გექნებათ მუღამი, აუცილებლად შემოვალ და შევუბეროთ.
  9. გიო, ტორმუზის წნევას დაუკელი და ეგეთი უხეში ტორმუზი აღარ გექნება. მაგალითად, მაკაუზე მქონდა 95%, რადგან მანდ ახლო ახლოს არის მოსახვევები და დიდ სისწრაფესაც ვერ ასწრებ, ამიტომ სწრაფი რეაქციები გჭირდება, რბილ ტორმუზს სუსტი ეფექტი ექნება, მაგრამ მანიკურზე სხვა სიტუაციაა, ეს ბევრად უფრო სკარასტნოი ტრეკია და დიდი სისწრაფეებიდან გიწევს ტორმუზის ხმარება, მაგის გამო დავაყენე 80%-ზე და შეიძლება 75-ზეც ჩამოვწიო + ამას, თვითონ რულის ნასტროიკაზეც ძალიან მაქვს დარბილებული პედლის მგრძონებოლა, გაზი - 15% და ტორმუზი - 30%. ბალანსი მიეცი 58-42 და ესე სინჯე.
  10. ჰმმ, გლდანის შაურმა? რა რული გაქვს?
  11. ok. კი, აუცილებლად! ოღონდ, ეს მოდები, პლაგინები და ყველაზე მთავარი - პიტზე შესვლა და მომსახურებას ვერაფერი გავუგე და არც მინდა, რომ ვინმე შევაწუხო, რადგან ეს მხოლოდ 1 წვრილმანი არ არის და ვიღაც სკაიპში უნდა დამიჯდეს და 1 საათი ამიხსნას :(
  12. კაცო, რამდენ ლიტრს ტოვებ ხოლმე ბაკში? ისეთი რა ცოტა ასხია, რომ დამატების გარეშე ვერ ქოქავ? მოკლედ, მოდი ესეთი რაღაც სინჯე, 2-3 ლიტრზე ნუ დატოვებ, ისე ქენი, რომ ღამე მანქანაში 10 ლიტრი ბენზინი იყოს და დილით ნახე, თუ დაიქოქა, ესეიგი ბაკს აქვს ისეთი ფორმა, რომ 2 ლიტრზე ვერ ამოაქვს (ეხლა რომ ვუფიქრდები, შენი ლაპარაკიდან გამომდინარე, ეს უფრო მგონია), ან ბენზონასოსი გიტრაკებს და ცოტა ბენზინზე ძალა არ ყოფნის ამოსაკაჩავებლად, მაგრამ 10 ლიტრზეც თუ ისევ ისე ქნა და არ დაიქოქა, მაშინ რაც გითხარი ეგ იქნება 99% (აბრატნი კლაპანი). ეს წვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემა ისეთია, გამორიცხვის მეთოდით უნდა მიყვე, რადგან შეიძლება რამოდენიმე მიზეზი იყოს.
  13. MuFaS მოდით (დამატებული მანქანით) რომ სერვერზე შეგიშვას, თვითონ სერვერის შემქნელსაც ეგეთივე მოდი უნდა ქონდეს ხო?
  14. 2-3 ლიტრი საკმარისი იქნება, მაგრამ ეგრე არ უნდა ამუშაო, დროთა განმავლობაში ბენზონასოსს გააფუჭებ (ხო ელექტრო ნასოსია?). დილით არ იქოქებაში რას გულისხმობ? წვალობს და სტარტერს დიდი ხანი უნდა ტრიალი? თუ ესეა, მაშინ სავარაუდოდ აბრატნი კლაპანია, ეგ მუშაობს სისტემაში საწვავის წნევის შენარჩუნების პრინციპზე (და ასევე ზედმეტი საწვავი თუ მიეწოდა, საჭიროზე მეტი რომ უკან გაუშვას), ანუ, რომ ჩააქრობ, სისტემა რომ არ დაიცალოს, ეგ კლაპანი როცა ცვდება, მერე იწყებს ნელ-ნელა სისტემის დაცლას, ცხელზე და 1-2 საათის ჩამქრალზე პრობლემა არ აქვს, რადგან მაგ კლაპნიდან ბენზინი ცოტა იპარება და სისტემა ბოლომდე ვერ ასწრებს დაცლას, მაგრამ როცა დიდი ხანი დგას მანქანა, დასაცლელად უკვე ყოფნის დრო. წვის სისტემების ხელოსანი გინდა, ბარომეტრს შეაერთებს (წნევის საზომს) და ნახავს, თუ იჭერს წნევას, მერე უკვე ავტოპაცოსი/ვოზდუხამერის ამბავი იქნება.
  15. ანკესი ავაწყე, 20 წუთში შენთან ვიქნები და პადიეზდთან დამხვდი. არადა, კაცმა რომ გკითხოს, არაო, ვისა ჩემიო, მეეო? :D
  16. კაი ბიჭო გეხუმრები, მართლა კი არა.
  17. პატრულის მანქანით ვიჩითები ხოლმე და ეტყობა მაგიტომ ვერ მიცანი :yes:
  18. ჯერ-ჯერობით 1:50 მაქვს, შეიძლება კიდევ 2 წამი რამენაირად ამოვქაჩო, მეტს უკვე ნაღდად გამოვრიცხავ.
  19. 2/10 მაქსიმუმ. ამ წუთას მოვრჩი, შესვენებაზე დრო გავიყვანე და ცოტა გავერთე.
  20. მე თუ მეკითხები, ფოტოშოპი.
  21. ისე, შენი ზარბაზანი რომ ჩაუმონტაჟო? ხომ არის გამოთქმა - ჯიბიდან ისვრისო, მერე იქნება - ღრძილიდან ისვრისო. თან, თუ ზასაობის დროს გაუვარდა, მტრისას... ექიმი, რომ კითხავს - რა მოგივიდა? რა ვიცი ექიმო, ვზასაობდით და ზარბაზანი გაუვარდა ღრძილიდანო... ეგრევე ნარკოტესტზე გაატარებენ.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.