-
Posts
13110 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
34
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by eXtreme-Hunter
-
წინასწარ სურათებს, ფასს და მონაცემებს ხომ გამოგიგზავნიამ, რომ აარჩიო? ჩვენც შეგვახედე და იქნებ რამე გირჩიოთ.
-
შენ გემოვნებაზეა დამოკიდებული, გეთანხმები, რომ მერსედესს უფრო გამძლე ხადავოი აქვს, მაგრამ ბმვ არც ისეთი სუსტია, როგორც აბაზრებენ, დღეს უკვე თითქმის ყველგან კარგი გზებია და მაგის პრობლემა ნამდვილად არ გექნება, რომ ბმვ-ს პერედოკის გამო სულ პროფილაქტიკაში იარო... წელიწადში ერთხელ, რომ 100$ დაახარჯო და ცოტა ხელი შეავლო ხოლმე, მგონი არ უნდა იყოს ისეთი პრობლემა, რის გამოც შეიძლება უარი თქვა ყიდვაზე. არა იმიტომ, რომ ბმვ მირჩევნია მერსედესს, მაგრამ ამ ორ მოდელს შორის ულაპარაკოდ ტროიკას ავიღებდი, შედარებით უფრო თანამედროვე მოდელია, ვიდრე ეგ ც კლასი. 46-იც კი მოძველდა, მაგრამ ჩემი აზრით ც კლასი უფრო ხანდაზმულ მდგომარეობაშია. დანარჩენი შენი გადასაწყვეტია. ისეთი სუსტი წერტილებიც არც ერთს აქვს, რომ რამის გათვალისწინება გირჩიო. ძრავი შეამოწმე კარგად, რომ ზეთს არ ჭამდეს, დანარჩენი მნიშვნელოვანი არაფერი აქვთ. თუ ბმვ-ს აიღებ, შეამოწმე ჩეკს არ გინთებდეს, ან საერთოდ გაუქმებული არ ქონდეს მაგალითად, ამოცლილი ნათურა, ზაჯიგანიას რომ გახსნი და პრიბორები აინთება, დაბლა მარცხენა კუთხეში ჩეკიც უნდა აანთოს და დაქოქვის მერე ჩაქვრეს, თუ არ ჩაქვრა, აუცილებლად შეამოწმე კომპ.დიაგნოსტიკით და იმით არ დაგაგოიმონ, ბენზინი ჩავასხი ცუდი და მაგიტომ ამინთოო.
-
ხო
-
ის ვიდეო მაპოვნიეთ, "ეს რა გიქნეს ამირან" თუ რა რაღაც მსგავსი, ბათუმელი მოცისფრო მწერალი, რომ სცემეს ადრე აღარ მინდა.
-
ეს რა ჭირს ფორუმის ძრავს? ტექსტი რატომ გადის ჩარჩოს გარეთ?
-
ბაზარი არაა, კარგად მესმის შენი, მაგრამ ეგ სხვა თემაა და მეც კარგად ვხედავ იმ გულდასაწყვეტ საქციელებს, რაზეც შენ ამახვილებ ყურადღებას, მაგრამ კიდევ ვიტყვი, ეგ აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის შენს გადაწყვეტილებასთან, გულს გწყვეტს, მაგრამ არჩევანის გაკეთებაში ხელს ვერ უნდა გიშლიდეს! შენ, სულიერი ცხოვრების გაუმჯობესებაზე საკუთარი თავის გამო იღებ გადაწყვეტილებას და არა სხვისი, მამაოს, მრევლის, ან თუნდაც საძმაკაცოს გამო, ეს ისეთი პირადულია, რომ დაჟე ოჯახსაც კი არ ეხება (მადლზე არ მაქვს ლაპარაკი), მხოლოდ შენ, რადგან ეს ყველაფერი შენი სულისთვის კეთდება და ამისთვის შენ თვითონ თუ არ იზრუნე, სხვა ვერაფერში დაგეხმარება, შენს დაჭიანებულ კბილს შენვე უნდა მიხედო და სხვამ შენზე დარდით საკუთარი რაც არ უნდა ხშირად იპლომბოს, შენსას მაინც არაფერი ეშველება, თუ შენ თვითონვე არ დაიპლომბე. მაგრამ იმის ძახილი, რომ სტომატოლოგი ცუდი ადამიანია და მაგის გამო უარს ამბობ კბილის მკურნალობაზე, მხოლოდ გაგიუარესებს მდგომარეობას და სტომატოლოგის ჯიბრზე, რომ არ აქცევ კბილს ყურადღებას, მაგით ვის აკლდება, რა თქმა უნდა მხოლოდ შენ, ხო?! აუფ, ეს რა გამახსენდა, რამოდენიმე თვეა სტომატოლოგთან მინდა მისვლა და დროს ვწელავ, ამის დედა ვატირე, 21-ე საუკენეში ერთი ისეთი მასალა ვერ გამოიგონეს, რომ ექიმის გარეშე აგვარებდე, მაგალითად რაღაც სილიკონივით იყოს, წაისვა კბილზე და მეორე დღეს ახალივით იყოს... ამ ბურღის დედა რომ ვატირე, 3 წლის წინ ვიყავი სტომატოლოგთან და ბურღის ისე მეშინია, 2 ნემსი გამიკეთა ისე გამიყუჩა და მერე დაიწყო დამუშავება. არადა, რა კბილები მქონდა... შუშის ბოთლის კოკა-კოლას რომ გავხსნიდი, რკინის თავსაფარს კევივით ვღეჭავდი ხოლმე და ესეც შედეგი...
-
შენ თუ შენი სულიერების ხარისხი გადარდებს და გულით გწამს, მაგან რატომ უნდა დაგიკარგოს რწმენა? ცუდი ლექტორის გამო აუცილებელი საგნის სწავლაზე უარს ამბობ? ბევრი მშობელი საზოგადოებისთვის უვარგისია, როგორც ადამიანი, მაგრამ მას თავისი სტატუსი გააჩნია - მშობლის, რომელიც შვილს ყოველთვის საუკეთესოს ურჩევს და ყოველთვის ის უნდა, რომ მას არასდროს დაემსგავსოს! და, შვილმა არ უნდა იფიქროს სუფთა და უშეცდომო ცხოვრებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მამამისი უვარგისია და რჩევას ცუდი ადამიანისგან არ მიიღებს? თუნდაც იმისგან, ვისი პირდაპირი მოვალეობაც არის სწორედ ამ რჩევების გაცემა? ძალიან პრიმიტიულ შედარებას გავაკეთებ - ნარკომანი ახლობელი რომ გყავდეს და ყოველთვის იმას გიჩიჩინებდეს, წამალს არ მიეკარო და სუფთად იცხოვრეო, შენ გული უნდა აიცრუო სუფთა ცხოვრებაზე და იმ ნარკომანივით შეცდომებით უნდა იცხოვრო მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ის ადამიანი გირჩევს, ვისაც აქეთ აქვს ჭკუა დასარიგებელი? მე თუ ცუდი ვარ, ეგ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვას კარგი ცხოვრებისკენ არ დავანახო გზა! მოდი სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ და ალალად ვთქვათ, რასაც შენ ამბობ, რომ შეცდომებიანი მამაოს გამო არ გინდა რწმენით იცხოვრო, ეგ არის მიზეზის ძიება ამ სისუსტის გასანეიტრალებლად და ამ თავის მართლებით პირველ რიგში საკუთარ თავს ატყუებ... ადამიანი იმდენად ეგოისტია, რომ ხანდახან საკუთარი თავისთვისაც კი არ ემეტება, თუნდაც სიმართლე. ეს ყველაფერი მხოლოდ შენ არ გეხება, ბევრია ესე და არც მე ვარ გამონაკლისი, თუმცა მე ეს ეგოიზმი ცოტათი გადალახული მაქვს და ჩემს არასწორ ცხოვრებას სხვას, ანუ მამაოს და იმ "ეკლესია მოდაშია" კატეგორიის ხალხის არასწორ საქციელებს კი არა, მხოლოდ ჩემს თავს ვაბრალებ და უფრო მარტივი სახის მიზეზებში ვეძებ "შვებას", როგორიცაა მაგალითად - ეხლა ვერ მოვახერხებ ეკლესიაში შევლას, რადგან ეკლესიასთან საცობი იქნება და მანქანას ვერ გავაჩერებ... ეს ყველაფერი ხომ საკუთარი თავის მოტყუების უსუსური მცდელობაა?! აბა ერთხელ მაინც დაინტერესდით და საკუთარ თავში ჩაეძიეთ ნამდვილ მიზეზს, დარწმუნებული ვარ, პასუხის ალალად გაცემის შემთხვევაში შეცდომებიანი მამაო საერთოდ არ ფიგურირებს. ადამიანს შეუძლია მთელი მსოფლიო გააცუროს, მაგრამ თავის თავს და უფალს ვერასდროს გააცურებს! ადამიანი ხომ ესეა მოწყობილი, რაც უფრო დიდ შეცდომებს უშვებს, მით უფრო ღრმად ეძებს ამ შეცდომებში სხვისი ბრალეულობის დამადასტურებელ წვრილმანებს და, რაც უფრო ხელი ეშლება ამ მტკიცებულობების მოძიებაში, მით უფრო ბოროტდება და რადგან ეს გაბოროტება იმით არის გამოწვეული, რომ სხვის ბრალეულობას ვერ მიაგნო და იმისიც ეშინია, რომ ამ ყველაფერში საკუთარი თავი დაადანაშაულოს, ეს უფრო პარადოქსულს ხდის მიზეზის ამოხსნას და უკან დასახევი რომ აღარ გაქვს, უფრო გიმყარდება ეჭვი, რომ ეს მხოლოდ სხვისი ბრალია, რადგან, ამ დონეზე როცა შეტოპავ და შენი თავის გამართლებას ცდილობ, რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, მით უფრო დიდი მანძილი გაქვს უკან გამოსავლელი ამ ვითარების გამოსასწორებლად, ამიტომ ნელ-ნელა ივიწყებ კიდეც აქ რისთვის ჩამოდიოდი, ბოლოს საერთოდ შეწყვეთ მიზეზის ძიებას და საბოლოოდ დაასკვნი, რომ სხვამ მიგიყვანა აქამდე, აბა რაა?! შენ ამ დონეზე როგორ შეცდებოდი?! შანსი არ არის! სხვისი ბრალია, რომ მე არასწორედ ვცხოვრობ! ის არ არის იმის ღირსი, რომ მე მისი რჩევები გავითვალისწინო, ჰო და, ამის გულისთვის მე მას დავსჯი - არ მივიღებ მის რჩევებს და მაგის ჯიბრზე შეცდომებით ვიცხოვრებ! იიშ, აეგრე! ხედავ როგორ მივაჩმორე ეს ყველაფერი ადამიანის სისუსტეა და მხოლოდ ეს მიზეზიც კი საკმარისია, რომ ბოლომდე იბრძოლო! შენ თავსაც კი, თუ ვერ უმკლავდები, სხვას როგორღა შეებრძოლები?! ნუ დაყრი ფარ-ხმალს ასე ადვილად! მიყვარხართ ყველა და პატივს გცემთ. მუდამ თქვენზე უარესი - ექსტრემალური მონადირე.
-
რა ვერ გაიგე, აქვს-თქო ზოგადად მაგ ჯიშზე ვთქვი. ძაღლია თუ ჩაკ ნორისი?! ჟაკანი ესროლესთქო და ცოცხალი როგორ იქნება? მონადირე მეზობელი მყავს და შვილივით გაზრდილი პოინტერი თვალწინ შეუჭამა, გაგიჟდა კაცი, სახლიდან თოფი გამოიტანა და თავი გააცალა.
-
მარტო მაგიტომ არა, კაიფი დაუწყო ძმაკაცს და ვითომ უქსევდა და ბაცნობები, მერე თავისი ძმაც აყვა და ბოლოს ქე გაილახნენ... კანიბალი იყო, მეზობელს ძაღლი მოუკლა და მერე შეჭამა (და შუბლშიც მიიღო ჟაკანი) ვისაც ქონია მაგ ძაღლთან შეხება, ეცოდინება რა არასტაბილური ფსიქიკა აქვს.
-
მეორე სართულიდან (კერძო სახლია), ძაღლი რომ წამომიხტა, მაგ დროს ძმაკაცი აივნის ბოძზე აძვრა და შენ რომ გამოგხედე, მოაჯირს საერთოდ არც შეხებიხარ ისე გადახტიო და დამცინა... რა გაცინებს შე უპატრონო, მე მაინც გადავხტი და გავრბივარ და, შენ რამდენი ხანი აპირებ ბოძზე ყოფნასთქო (კონტრდაცინვა) და ეს რომ გაანალიზა, კინაღამ ტირილი დაიწყო მიშველეო... როგორ გიშველო შე ჩემა, ისედაც გავრბივართქო. მოკლედ ცოტა გართულებები მოყვა მაგ ამბავს და ვიღაცეებსაც მოხვდათ (ძაღლის ჩათვლით) ერთ-ერთი უდედამოდგნულესი ჯიშის ძაღლია, ემოციები საერთოდ არ აქვს, ვერ მიხვდები კარგ ხასიათზეა თუ ცუდზე, გეთამაშება თუ შეჭმას გიპირებს, ეს ოხერი კუდიც არ აქვს, რომ აქიცინოს და მაგით მაინც მიხვდე, რომ საერთოდ რაღაც მაინც სიამოვნებს. თან ყეფაც კი არ იცის, ეგრევე გამოექანება და შეჭმას გიწყებს...
-
სახლში იციან აქ რომ ხარ?
-
ხოო... წარმომიდგენია... ერთხელ ჩემი მეზობლის აივნიდან გადმოვხტი და სულ იმას ვგრძნობ, რომ 21 წლის ვარ... უბრალოდ, დღესაც დედის რაღაცეებს ვაგინებ, რომ დობერმანი ისე ვერ აღზარდა, რავარც ნამდვილ ქართულ ოჯახს შეეფერება, არა და, ისეთი საყვარელი იყო, ჩაყლაპავდი... ჰო და, ზუსტად მაგის სათქმელად მივედი, ეს დეგენერატი კი, წამომიხტა და გაეთრიე ჩემი ოჯახიდანო! მე კი გამოვეთრიე (სხვათაშორის, იმის მერე ჯერა ძმაკაცს, რომ ადამიანიც დაფრინავს), მაგრამ რაც მაგის პატრონს და მამამისს მოხვდა იმ საღამოს...
-
კემო, ეს შენ გადმოხტი? ადრენალინის ბაბუა ხარ რა, საღოოლ! spider man for ever!
-
როგორ მიხარია, თანამედროვე ახალგაზრდობა, რომ ხვდება - მიშა ღლეა, ეს არის ქვეყნის და ერის სირცხვილი! ეს არის ქართველი კაცის გამანადგურებელი, ქართველი კაცის გადამჯიშებელი და მალე მოიმკის საკუთარ "მადლს", ძალიან მალე!!!
-
დაუტანჯია გოგო
-
ვააახ ეს რა იყო... ველოდებოდი, ან წაიქცევა, ან დედალი გაექცევათქო და რა იკისრა :lollol:
-
ცხვარია თუ მარტორქა? არა, კაცმა ცხვარი ამ დონეზე როგორ უნდა გამოიყვანო წყობილებიდან? ეტყობა, ჩუმად "მიეპარა"
-
ალბათ ეგ ფაქტორიც მოქმედებს, მაგრამ იქ დაბურული შუშების პრობლემა არ არის + კონდიციონერი პასტაიანნად ჩართული აქვთ, მე უფრო ამათ გემოვნებას ვაბრალებ
-
ვიღაცამ შეუკვეთა და ამათაც აიტაცეს რა (დუბაის ჰამანზეა ლაპარაკი, იქ ხომ იცი, მუსულმანური გემოვება აქვთ)
-
არ ვღადაობ, მართლა მაგისთვის გამოიგონეს-ო.
-
ვაბშეტა თურმე რისი ყოფილა იცი? დუშ-კაბინის, რომ შეხვალ და კარებს გადაკეტავ, აღარაფერი ჩანს
-
ამათაც სწორედ მაგიტომ უთხრეს უარი, თორემ წარმოიდგინე ჰამანი სთავაზობს უფასოდ, ბონუსად. არა, ზუსტად ეგეთივეა, სურათიც გადაუღეს და ვიდეოც ჩამოიტანეს (X6-ზე ქონდა გაკეთებული), თან ყველაზე მეტად ის არ მომეწონა, რომ ნაცრისფერია და არა შავი, მუქი რომ იყოს, კიდევ შეიძლებოდა დაფიქრება...
-
ძალიან გთხოვ, მთელი გულით და სულით, ეგ მეორედ აღარ გაიხსენო, მოკალი შენში ეგ მოგონება და შვებას იგრძნობ ეგრევე ჯამბო, ნახე რა გავაძრე, ამაზე გეუბნეოდი. მგონი შენც იტყვი, რომ საზიზრარი ვიდი აქვს.
-
და, კმაყოფილი სახით გამოიუხურა კარი სელენას დედამ.
