-
Posts
13110 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
34
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by eXtreme-Hunter
-
vakokaxelo vw პოლო, მაგრამ ცოტა პატარაა. გოლფ 4 დიზელი, ძალიან ეკონომიურია და დიზელებშიც საკმაოდ ხარისხიანი ძრავები აქვს, მითუმეტეს, თუ მექანიკას იყიდი, კარგად გაგიძლებს (ავტომატიკებში ხშირია პრობლემები). რენო 1500-ის ფარგლებში მხოლოდ კლიო მოგივა და მაგათ ძალიან ნაგავი კარობკები აქვთ. პეჟო ჯობია, მაგრამ სერვისი აქვს ძვირი (ისევე, როგორც აუდის). ალფა რომეო არ მოგწონს? თან იტალიაშივე იყიდიდი და არც ძვირი ღირს, ხარისხითაც კარგია.
-
4-იანები არ გჭირდება, ეგ ცივი ქვეყნებისთვის არის, ჩვენთან სხვაობას ვერ იგრძნობ... აიღე 2-იანები, NGK ან BERU, ეს ორივე ევროპული ბრენდია (საფრანგეთი-ჰოლანდია) და ბმვ ამათ უკვეთავს სვეჩებს, თან პატენტი ჯერ არ შემხვედრია, 3-ჯერ ვიყიდე და ორიგინალები იყო, არა, განა ჩინური პატენტი არ ექნება, მაგრამ სვეჩი რომ საეჭვოდ იაფი ღირს (10 ლარი<), არ უნდა იყიდო რა, მინიმუმ 15 ლარი უნდა მისცე ცალში, მე რომ პირველად NGK ვიყიდე, მაშინ ხალხმა ჯერ კიდევ არ იცოდა და ძირითადად ბოშს და ჩემპიონებს აწვებოდნენ... ძლივს ვიშოვე, ნახევარი თბილისი შემოვიარე და ბოლოს 25 ლარად წავაწყდი. 2-3 წელში ჩამოვიდოდა 20-ზე, უკვე 2 წელი იქნება, რაც აღარ მიყიდია და ალბათ მაქსიმუმ 20 ლარი უნდა ღირდეს, მაგრამ გიღირს მაგ თანხის გადახდა, ძრავის მუშაობის ხარისხი პირველად სვეჩიდან მოდის, უნდა გეყენოს ყოველთვის კარგი სვეჩი და ძრავი მუშაობს იდეალურად, ასხი პრემიუმი-სუპერი ბენზინი და ნახავ როგორ მოგემსახურება.
-
შლეიფი არა კვახი. პერედოკი გააკეთესო კაცი ამბობს! ჯამბულიკ, 99% ეგ არის შტეკერის ბრალი, ძალიან ხშირია ეგ პრობლემა... მანდ იკეთებს ტალახს, პერედოკს, რომ აკეთებენ, შტეკერს კარგად არ ფერთხავენ/ასუფთაბენ და ეგრე რომ აერთებ, ხანდახან ეგრე ატ...ებს. 100% ვერაფერს იტყვი, მაგრამ ეგ ისეთი მიზეზია, მე მინიმუმ 3-ჯერ მქონია ეგეთი შემთხვევა. მიუყვანე მუშა მანქანა, დაშალა წიაგები, ტულკები და ეგეთი რაღაცეები, რა უნდა ექნა? ჩაეხსნა შტეკერი და მერე ისევ შეეერთებინა. ჯამბო, შენი ბრალიც არის! რომ დაქოქე და ეგენი ენთო, რატომ არ უთხარი იქვე? მიუყვანე და უთხარი მიხედეთქო!
-
კარგი კია, მაგრამ მინიმუმ 20 წელი მაინც გვინდა, სანამ მასიურ მოხმარებაში გადავა და მინუსები დაიხვეწება. ცოტა, სოფტის ამბავთან ვარ სკეპტიკურად - მაგის დედა ვატირე, ბოლო-ბოლო მანქანაა და საგზაო საფრთხე ყიველთვის არის, ისიც გასაგებია, რომ სოფტი აკონტროლებს უსაფრთხოებას და შენზე ბევრად სწრაფი რეაგირება აქვს, მაგრამ ავტობანზე ვუბერავ და ვაი და სოფტმა აურიოს, მერე? თან, იმასაც ვერავინ გამორიცხავს, რომ სოფტმა შეიძლება აურიოს (ბოლო-ბოლო, სხვამ თუ არა, ჩვენ მაინც ხომ ვიცით, რომ არც თუ ისე იშვიათობაა), აი ეს მაინტერესებს, ამ პრობლემისთვის რა დამცავი მექანიზმი შეიძლება იყოს? მითუმეტეს, როცა გლობალში ზის და ასე ვთქვათ, ონლაინში ხარ შესული მანქანით. ათასი დეგენერატი ხაკერია, ვიღაცას მაინც მოუვა თავში, რომ შემოძვრეს/დაგავირუსოს/გაგიტეხოს, მერე? ანუ, რა მაინტერესებს, არსებობს ისეთი "სპეც-სოფტები" (ზოგადად), რომელშიც შეიძლება ასე ადვილად ვერ ივანდალო?
-
ჩაკვდებაო?! ჩაკვდება კი არა, აწი იწყება თემის ამოქაჩვა - რამდენი კითხვა ექნება დასასმელი?!... (Linux )
-
ენეოლში ალბათ ენეოსი იგულისხმე... წავა რა, საშუალო კლასის ზეთია, მაგრამ გერმანულ ძრავში მაინც არ არის კარგი არჩევანი. ერთი ჩასხმა არაფერია, გაატარე 5-6 ათასი და სხვა ზეთზე გადადი. ბენზინი პრემიუმზე ნაკლები არ ასხა. ლუკოილიც კარგია და რომპეტროლიც.
-
ვაა, ყოჩაღ, მშვიდობაში და სულ მწვანეზე გევლოს! აჰა, ხომ გეუბნეოდი, იშოვითქო ძალიან კარგი ტრაკი აქვს (სექსისთვის არ ვამბობ), ზაზორები აქვს იდეალური, ანუ სურათში რაც ჩანს, ქარხნულ ვიდზეა
-
დაჟე, შენც კი მოგეწონა ბმჭ? ლინუქს, იყიდე?
-
ეს ის ჰამანია, ადრე რომ ვწერდი, უკვე გზაშია და 2 კვირაში ჩამოვა.
-
ნაპოლეონი. ისიც პატარა და ნაბიჭვარი იყო (ოღონდ, ოთახის არა), მაგრამ ქე გადაუარა ნახევარ მსოფლიოს.
-
კაცო, აბა საიდან მოვიტანე, რომ 4 კარიანს ეძებდი? ეგრე მახსოვდა, sorry-ს გიხდი. 3,5-ში მაინც მოგივა 1,8 ძრავზე. gajaviki ნუ ხარ შენ ცუღლუტი ბოვში! დრიფტი არ არისო, რომ ამბობ, ტრ-ს ხომ იქნევს?! მოქნეული ტრ-თი ხომ შედის მოსახვევში?! ისეთმა ვიღაცამ, რომ შეხედოს, ვინც ვერ ერკვევა კონკრეტული მოდელის წამყვან თვლებში, ხომ იტყვის, რომ დრიფტიაო?! ხო და, რას ერჩი?!
-
ჰმმ, შენ გგონია ხუმრობ?! აჰა, მაშინ უყურე...
-
მიზეზი? მითუმეტეს, რომ წინა ვედუშია. გიტარებია ბლოკირებული წინა? სველ მოსახვევში ცხვირი იცი როგორ მიაქვს? თუ გაზი ცოტა მეტი მოგივიდა, რა კუთხითაც შეყობ ცხვირს, მაგ ტრაექტორიითვე გააგრძელებს... რა თქმა უნდა, ყველაფერი პრაქტიკის ამბავია, მაგრამ მე არც კი ვიფიქრებდი (თუმცა, მგონია, რომ ტროლაობ )
-
4 კარიანს ვგულისხმობდი (linux ხომ 4-იანს ეძებს?), კუპეს ცოტა ძებნა უნდა, მაგრამ 3,5-ში 4 კარიანი უეჭველი მოგივა.
-
კარგი ფასია! თავის განბაჟებით 3200-ში ჩაეტევი. ეგ ფასი ის მინიმუმია, რაც აქ უნდა გადაიხადო და ხ. ეგო ზნაეტ ვისი და რა დონის ნაჯაჯგუნებია. 3,2-ს გადაიხდი და გეცოდინება, რომ ხარისხიანი მანქანა გყავს და თუ მოუვლი, არასდროს გაგაწვალებს. თუ ყიდვას აპირებ, მშვენიერი ვარიანტია.
-
მშვენიერია რა ძრავია?
-
ჩვენი კომპის სურათები :)
eXtreme-Hunter replied to LedZeppelin's topic in გაგრილების სისტემა & კეისები
ყოჩაღ! ესეიგი, გეხერხება ჩხირკედელაობა. რითი დაამაგრე, თერმობალიშებზე ზის? -
მინიმუმ 1 წელი არ ხარ შენ მანქანის მყიდველი... მკითხავ - რატომო? მაგრამ ვერ გიპასუხებ, არ ვიცი... უბრალოდ, რასაც გიყურებ, რატომღაც ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება 3,5K-ში როგორ ვერ ნახე ტროიკა?! გადახედე, მანქანების ცვენაა და ისე როგორ, რომ ამდენში 1-ს ვერ აარჩევ?! 1,8IS შენთვის საკმარისი უნდა იყოს, მითუმეტეს, რომ სალიხაჩოდ და სამაიმუნოდ არ გინდა, თან მაგ ძრავით თუ აიღებ, უფრო მეტი შანსია, რომ შედარებით შენახული და მოვლილი მანქანა იყოს (სალიხაჩოდ მაგ ძრავზე თითქმის არავინ ყიდულობს).
-
EVGA GTX 670 გაუხსნელი / Zotac GTX 660 ახალივით
eXtreme-Hunter replied to Mermana's topic in ყიდვა-გაყიდვა
ოო, ეს უკვე მართლა კაი ფასებია. იმ დღეს, რომ გამინაწყენდი, ეხლა რატომ არაფერს ვამბობ?! წარმატებები! -
მეეჭვება, რომ ავტომატი მექანიკაზე იაფად იყიდო + ამას იმდენი საჩალიჩოა, სულ შლი მანქანას და გადაგაქვს ყველაფერი, გაყვანილობიან-კომპიუტერიანად (ეს სალონში) და პადიომნიკზე რომ აწევენ, ნახევარ ხადავოის დაშლიან... ეს ყველაფერი კი, მეეჭვება ისეთი თანხა დაგიჯდეს, რომ გიღირდეს. ადექი და პირდაპირ მექანიკა იყიდე. პირადად მე, ეგრე მოვიქცეოდი. პ.ს. ბოზი ქალი და იაფად ნაყიდი ავტომატიკა სახლში არ შემოიშვება!
-
კი, ეგ ისეთი კლასის მოდელია, რომ ავტომატს უფრო ეტანებიან. 3900 კარგი ფასია, მაგრამ თვითონ მექანიკის კლიენტია ცოტა, თორემ განა ვერ მოუგებ, უბრალოდ, გაყიდვაზე შეიძლება გაგაწვალოს, თან განუბაჟებელი უნდა გაიყვანო ბაზარზე, რომ აზერებმაც ნახონ და, მაგათ მექანიკები არ უნდათ. +1
-
G1ORG1 პმ-ში ვერ გიგზავნი და აქ გიპასუხებ - კარგი მანქანა კი ჩანს, მაგრამ მექანიკა მე-5 სერია ცოტა ძნელი გასაყიდია... ფასს არაუშავს, ნორმალურია და ალბათ სულ მინიმუმ 500$ უნდა დატოვოს, მაგრამ როგორც უკვე გითხარი, მბ-ს ჩამოყვანა გირჩევნია, ადვილად გაყიდი უფრო, თუმცა მთლად ჩემს სიტყვასაც არ ენდო და თუ ვინმე გყავს აქ საახლობლოში, რომ მანქანებზე ჩალიჩობს, იმასაც ჰკითხე რჩევა და ნახე რას გეტყვის, თორემ ჩემი იმედით რომ ჩამოიყვანო და ღმერთმა ნუ ქნას და ვერ გაყიდო იმ ფასში, რაც გაწყობს, ნერვიულობას უნდა გადავყვე... http://www.myauto.ge/car_list.php?search_tp=1&man_id=3&year_from=2001&year_to=2002&gear_type_id=1&customs_passed=2&man_model_id_group=15er&price_from=&price_to=&fuel_type_id=0&right_wheel=2&category_id=0&location_id_1=1&last_days=&det_search=0&color_id=0&drive_type_id=0&door_type_id=0&interior_color=&car_run_to=&volume_from=&volume_to=&seats=&climat=&media=&idOrPhone=&dealer=
-
4000 ბევრია, მაქსიმუმ 3500-ში უნდა ჩაეტიო, 3000 ვაბშე კაი პონტია. ამ ფასებში თუ გააძრობ რამეს.
-
ყველაზე მაგრა მბ ე კლასი გადის (1998-20001), აზერებსაც მიყავთ, ტაქსისტებიც ძალიან ეტანებიან და ვისაც დაბალ ფასიანი საოჯახო მანქანა უნდა, მათი 70%-იც მრგვალფარიანს ყიდულობს, ხოლო, ბმვ-ს მე3 სერიას კონკრეტული კლიენტი ყავს, რომელიც რაოდენობით ე კლასს ვერ შეედრება. ან ოპელი უნდა ჩანოიყვანო astra g (ესეც კარგად გადის), მაგრამ მანქანა რაც უფრო დაბალფასიანია, თავისთავად მოგებასაც ნაკლებს ტოვებს, ასტრა განუბაჟებელი 3000$ ღირს და, ე კლასი 5000$, იმაში თუ მოგება 500$ დარჩება, მბ-მ 800$+ უნდა დაუტოვოს. პ.ს. კრუიზკონტროლი რა არის? :D
