-
Posts
13110 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
34
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by eXtreme-Hunter
-
ოო, ეგ კაი საქმე გაუკეთებია! მანქანას ხომ მოემატა გაწევა?
-
ხო, მეც მაგას ვამბობ, რომ ქართველი კაცი დროებითი გამოსავლის ძებნაში ჩემპიონია, მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში, დროებითი გამოსავალი ჩვენთვის სამუდამოა - გირჩიეს დროებითი გამოსავალი? დაუჯერე და გააკეთე ეგრე? ხომ ამუშავდა? ხოდა, რაღად უნდა ახლის ყიდვა?! მტავარია, რომ გაამართლა და მუშაობს
-
კონდიციონერის ფილტრის გაწმენდა მგონი ზედმეტი წვალებაა და დროებითია, რადგან ჩემი აზრით მანდ ბიო-ფილტრი უნდა ეყენოს, რომ გამონაბოლქვი და მსგავსი "არომატები" არ შემოიტანოს. მაგის გაწმენდა მხოლოდ თანხის დაზოგვაა და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძალიან არის გაბიდნული და ჰაერის ნაკადი აქვს შემცირებული, ანუ, ძლიერად ვეღარ უბერავს და ამ გაწმენდით ცოტას ათავისუფლებ, მაგრამ რა მოვალეობაც მაგ ფილტრს (წესით) აქვს, ის ეფექტი ვეღარ ექნება. ისე, მხოლოდ საქართველოში თუ ნახავ ესეთ მომსახურებას... გერმანელს, რომ უთხრა - ფილტრი გავწმინდეო, ჯერ ვერ მიხვდება რას გულისხმობ და როცა მიხვდება, თუ ნორმალურია უნდა დაგცინოს
-
:D
-
არა, სველი არ არის, მაგრამ მგონი ტორმუზის ბრალი არ არის, ტაოტი აქვს წასასმელი და შეიძლება თვითონ ღერძიდან აქვს ხმა, შაბათს დავშლი და შევხედავ (იმედია, როგორც დავშლი ისევე ავაწყობ და ზედმეტი ნაწილები არ დამრჩება):D
-
მადლობა, გაიხარეთ. მგონი, ასე მანქანის ყიდვას არ მილოცავენ ხოლმე ნიკოლოზ, ცოტა ტორმუზის დროს აქვს ხმა და, ტაოტი რომ წავუსვა, ხომ გაჩუმდება? :D
-
მადლობა. თუ შედეგი მომცა, სამსახურშიც დავიწყებ ველოსიპედით სიარულს ხუმრობა იქით იყოს და, ამ უმოძრაობით წონაშიც ვიმატებ და დიხანია ხომ საერთოდ არ მაქვს, მესამე სართულზე რომ ავდივარ, ვქაქანებ. ამ სიგარეტის მომგონისაც კიდე ზემოდან...
-
ვიყიდე, ოღონდ აპორნებით არ არის, მაგრამ ყველაფერი შიმანოა, გამოიყურება სულ ახალივით (საბურავების ჩათვლით) და ისეთი შინაურული ფასი (180) მითხრეს, ეგრევე ავიღე. მე რისთვისაც მინდა, 5-იანზე აკმაყოფილებს, 300 ლარის გადახდას ვაპირებდი და 180-ში გამოვედი და ესეთი ვარიანტის ხელიდან გაშვება არ ღირდა, მთავარი ის არის, თუ არ დამეზარა და დილაობით 1 საათით გასეირნება მოვახერხე.
-
მოკლედ, ახლობელმა ვიღაც ნაცნობი მინახა, გერმანიიდან ჩამოაქვსო და ხვალ უნდა ვნახო, რამოდენიმე მოდელი აქვს და რამეს ავარჩევთო. რაც მთავარია, რამოდენიმე გასათვალისწინებელი დეტალი გავიგე და ყიდვისას გავითვალისწინებ. შეგიძლიათ დახუროთ თემა. პ.ს. ვისაც სისტემატიური შეხება გაქვთ, დილაობით ნახევარი საათით რომ ვისეირნო, წონის დაგდებაზე ცოტას მაინც არ იმოქმედებს? სირბილის თავი არ მაქვს და იქნებ ველოსიპედით რამე გამომივიდეს, თორემ ლუდის სეზონი მოვიდა და ნელ-ნელა ვიმატებ წონაში :D
-
არა, მაგით ნაღდად ვერ ვივლი
-
ვიდზე კი მომეწონა, მაგრამ თითქოს პატარა ჩანს
-
ხო, ეგ ტორმუზების ამბავი ვერ გავითვალისწინე, დისკებიანზე ვიჩალიჩებ, თუ მომივიდა მაგ ფასში. კაი ვარიანტია. შენ რომ არ მოგეწონა, იმას ხომ ჯობია?
-
ჯამბო დავურეკე და 2500 ლარიო
-
ეხლა დავურეკე და ყველაფერი იდეალურია, მხოლოდ სუპერი აქვს შესაცვლელი და მაგასაც გამოვაყოლებო, ხოდა, რა არის ეგ სუპერი? ჩემით შევცვლი, თუ ხელოსანია საჭირო?
-
მეც მომეწონა. აბა კიდევ სხვა ვარიანტები და რომელიმეს ავიღებ.
-
მოკლედ, შაბათ-კვირას 1-2 საათით გავისეირნებ ხოლმე და იქნებ ცოტა წონაც დავაგდოთქო. ხოდა, 300 ლარში მინდა ველოსიპედის ყიდვა, მეტის მიცემა არ მიღირს. მარკეტზე გადავხედე და ჩემი გამოუცდელობის გამო ვერ გავიგე რომელი ჯობია, მხოლოდ იმას ვაქცევ ყურადღებას, რომ ამორტიზატორები ჰქონდეს, დანარჩენი თქვენ მირჩიეთ და ისიც გასათვალისწინებელია, რომ 100 კგ ვარ და უნდა გამიძლოს ესეც ლინკი. http://mymarket.ge/main.php?set_ad_type=2&cPath=142_159
-
მადლობა, გადავხედავ...
-
mobile.de-ს მსგავსი (უფრო უკეთესი თუ არსებობს) გერმანული საიტები იცით რამე?
-
არა, რა 800 ევრო?! ძალიან ძვირია, როგორც გითხარი, აქ დაახლოებით 300 დოლარში მოაგვარებ მაგ პრობლემას და დროებით ეგრე სიარულითაც არაფერი მოუვა.
-
მინიმუმ
-
მეც მაგ დღეში ვარ, ამ აქსიომის ამოხსნისას.
-
მე მეჩვენება, თუ ადამიანის სიღლევე დღეს უკვე კაი ტიპობად ითვლება? ეტყობა ვბერდები და ვერ ავეწყვე ცხოვრების ტემპს, თორემ ჩემი თინეიჯერობის დროს ეგეთი რამეს თუ ვინმე იზავდა, 100 კაციდან 100-ივე იტყოდა, რა მაგარი ღლეაო, და დღეს ამბობენ, რა მაგარი კაციაო... ჰმმ, იავნად რაღაც ხდება და გვიმალავენ ა, კიდო ერთი დასტური http://www.myvideo.ge/?video_id=2061727
-
240000 ცოტა არ არის, მითუმეტეს vw-სთვის, იმიტომაც უთქვამს 20-50 ჩაასხიო. 20-50 თხელი კი არა, პირიქით, ბევრად უფრო სქელია. თუ მარტო ცხელზე ანთებს, თან ეგეთ გარბენზე, 100% ზეთის ამბავია, ჩაასხი რაც გირჩია და მოგვარდება ეგ პრობლემა, მაგრამ იცოდე, რომ ძრავი ჯანმთელი არ არის და დიდი შანსია ზეთიც შეჭამოს, თუმცა სასირბილოდ კი გეყოფა და ისეც არ არის საქმე, რაზეც შენ დარდობ, რომ ხელში არ ჩამაკვდესო, არაფერი მოუვა, უბრალოდ ძრავი გაცვეთილია და ზეთს ცოტას დაიკლებს ხოლმე, თუ საქართველოში ჩამოიყვან, 300$-ის ამბავია და ისევ გამოჯანმთელდება. მაგაზე გული არ დაგწყდეს, ეგ დეფექტი კი არ არის, არასწორი მოვლის ბრალია, მაგრამ მარტივად მოგვარდება 1 დღეში - შეცვლი კოლცოებს, სალნიკებს და იქნება ქალიშვილივით
-
რა თქმა უნდა, ზეთმაც იცის ეგრე, მაგრამ ეგეთი რა ზეთი ჩაასხი? 20x50-ზე რომ ჩაასხა, ეგ არის სუფთა მინერალი და ძრავი თუ კარგი ხარისხის არის და არ ჭამს ზეთს, მაგ ზეთზე მუშაობით ნელ-ნელა დაიწყებს ცვეთას და დროთა განმავლობაში შეჭამს კიდეც. შენ არ დაგიკონკრეტებია წითელს რა დროს გინთებდა - ცხელზე, თუ ცივზე. თუ მხოლოდ ცხელზე გინთებს, ეგ უეჭველი ზეთია და ხელოსანსაც სწორედ უთქვამს (მაგრამ მაგ შემთხვევაში შენი ძრავი მთლად ჯანმთელი ვერ იქნება). ხოლო, თუ ცივზეც იგივეს შვება, მაშინ როგორც უკვე გითხარი, ვერ აკაჩავებს საკმარისად. ყოველთვის 5x40 ზეთს ვხმარობ და არცერთ მანქანაზე აუნთია წითელს, ძირითადად ვასხავდი aral-ს და ეხლა მოვსინჯე motul, ეს უფრო თხელი გამოდგა, მაგრამ არც იმდენად, რომ ამინთოს. იმიტომაც გამიკვირდა, ესეთი რა ზეთი ჩაასხითქო?! მოკლედ, რა მანქანაც არ უნდა გყავდეს, იაფიან ზეთს არასდროს გაეკარო, ჩაასხი 5x40 და ნახე, თუ შეჭამა, მერე გადადი 10x40-ზე, ეგეც თუ შეჭამა და მერე გადადიხარ 15x-40-ზე, ეს არის ძრავის შენახვის მეთოდი და სწორედ ამიტომ მიკვირს, რომ შენი ძრავი სინთეტიკას სასტიკად ვერ იტანს რამდენი აქვს გარბენი? (თუ ორიგინალია) და რამდენი ხნის ჩამოყვანილია? 5x40-ს როცა ხმარობ, 20 ლარზე იაფიანი ზეთი არ უნდა იყიდო, 10x40 15 ლარი და 15x40 10-12 ლარი. სადაც ამაზე იაფი ეღირება, არ იყიდო! ასევე ბრენდები: ნუ, კასტროლი თავისთავად! მობილი (რა თქმა უნდა, ორიგინალებზე მაქვს ლაპარაკი + ერიდე ჩამოსასხმელებს), შელიც კარგია, ბიპიც და ზემოთ რომ დავწერე, პირველად ჩავასხი motul და მომეწონა, არალიც მაგარი იყო, მაგრამ ერთი პერიოდი აქრა და რადგან სხვაზე გადავედი, აღარც მიჩალიჩია არალის ყიდვა.
-
მაქსიმუმის ზემოთ ჩასხმა არ შეიძლება, არ არის გამორიცხული, რომ მაგის ბრალიც იყოს, თუმცა ეგეთი რამ ძირითადად იცის 2 რამემ, ზეთია ძალიან უხარისხო, ან ვერ აკაჩებს (ვერ ამოაქვს), შეიძლება სადმე გაბიდნულიც არის. პირველ მიზეზს თითქმის გამოვრიცხავ, რადგან ახალი შეცვლილი გაქვს ზეთი და ისეთი რა ნაგავი უნდა ჩაგესხა, რომ წითელს აენთო?! ამიტომ უფრო ამოკაჩავების პრობლემა მგონია. ნუ, ყველა ვარიანტში მატორისტს უნდა მიუყვანო და კარგად შეამოწმოს, ჩემს დონეზე ვარაუდით ვერ დავადგენთ მიზეზს. არ გადადო და დროზე მოაგვარე ეგ პრობლემა, თორემ ძრავს გააფუჭებ.
