Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. ამ რულის ჩამოტანა დაგიჯდება დაახლოებით 230 ლარი და ამ ფასში ამაზე უკეთესს კი არა, ამის დონისასაც ვერ იყიდი. მაგარი რულია. რულის დაქაჩვის გამო თუ არ მოგწონს, მაშინ აუწიე ყველაფერი (თამაშშიც და ლოგიტეჩის სეთინგებშიც) ბოლომდე და მერე კი უნდა დაქაჩოს, თან მაგრა.
  2. გიო, დამუღამების ამბავია რა, 1-2 საათი და ეგ არის, 15 წუთი ვითამაშე და მივიჩვიე, უბრალოდ არ მევასება არკადების რბოლა და აღარ ვითამაშე, ამ თამაშში მხოლოდ დრიფტი მაინტერესებს და მაგ ივენთების გახსნა მინდა. თქვენ რომ გაივლით კარიერას, მერე ჩავაგდებ სეივს და გავხსნი დრიდტს. რულის სენსითივი 100-ზე გაქვს ხო?
  3. საერთო ჯამში ცუდი ნამდვილად არ არის, მართვა ცოტათი კი მირჩევნია პირველი ნაწილის, მაგრამ 10 წუთი წავითამაშე და მოვირგე, კლავიატურაზე შეიძლება არც იყოს საგრძნობი სხვაობა, რული მაინც ყოველთვის უფრო მგრძნობიარეა და ყოველ მილიმეტრს გრძნობ. მოუსთ ვონთედივით არა, მაგრამ მაინც 100%-იანი არკადაა და სოფტ-სიმთან არანაირი კავშირი არ აქვს. სოფტ-სიმში შიფტ 2-ს კონკურენტი არ ყავს, უძლიერესი თამაშია! ნადვილი და სრულყოფილი სოფტ-სიმი.
  4. მოკლედ, უფრო მეტს ველოდი... გრაფიკა კი კარგი აქვს, მაგრამ მართვა არ მომეწონა, ნამეტანი მკვეთრი მანევრირება აქვს, პირველი ნაწილი ჯობდა. ამის კარიერის გავლას არ ვაპირებ, მხოლოდ დრიფტი მაინტერესებს და ალბათ სხვის სეივს გადავაწერ. გიო, ფიდბექი სტოკი დავტოვე, მაგრამ არ დამევასა და გავუთიშე, მხოლოდ ლოგიტეჩის პროფაილიდან მაქვს ჩართული - force feedback 50 და centering spring-იც 50, თამაშში რულს არ მიქაჩავს (გათიშული ფიდბექის გამო), მაგრამ ლოგიტეჩიდან რომ დავაყენე, რული ცოტა დამძიმდა და ეგ მირჩევნია თამაშის ჩართულ ფიდბექს. რა ვიცი, ნახე შენც ეგრე, თუმცა არ მგონია, რომ მოგეწონოს.
  5. არცერთი თამაში არ მითამაშია მედიუმ სირთულით, ყოველთვის ჰარდზე მაქვს და უფრო მუღამი აქვს. ეხლა ვიწერ და 1 საათი დარჩა, ვნახოთ ერთი რა ჩიტია... თუ მომეწონა, ეგრევე ვყიდულობ. ნაყიდი თამაში რომ 2 კომპზე დავაყენო (ერთ ინტერნეტზე, სხვა და სხვა ოთახებში), რას იზავს?
  6. ძალიან კარგი. ჩავუჯდები საღამოს...
  7. გიო, საღამოს გავტესტავ და გეტყვი, მაგრამ ისეთ რაღაცეებს წერთ - საზიზღარი მართვა აქვსო, რომ დავეჭვდი... იმიტომაც ვამბობ, ლიჟბი პირველ ნაწილზე ცუდი არ იყოს და, დანარჩენს არაუშავს. გრაფიკა მინიმუმ შიფტ 2-ის დონეზე არის? კიდევ რა მაინტერესებს, ლანში სათამაშოდ ოფიციალური ვერსიაა საჭირო? დაკრეკილით არ შემიშვებს? ჩემ ბავშვსაც მაგრა ევასება გრიდი და ქსელში შევუბერავდით.
  8. მთავარია პირველ ნაწილზე უარესი არ იყოს და ისევ ძველებურად შევუბერო ჩემი ონლაინ დრიფტ კარიერა, დანარჩენი არ მაინტერსებს. ერთადერთი ონლაინ თამაშია, რომელშიც რასაც ქვია შევძვერი და ცოტა რეიტინგიც მოვიპოვე, მერე ქე დაკეტეს სერვერი... ესეც თუ ეგეთივე დონის გამოდგა, ეგერევე ვყიდულო თამაშს!
  9. ვინმემ გასინჯეთ? მუშა ვერსიებია?
  10. აქაც მშვენიერ გოლფს იყიდი 4000-იდან ზევით.
  11. ლინკს არ მიხსნის და რა არის ეგ? გამოვიდა კრეკი?
  12. თითქმის ერთია რა, ჯეტა არის ტრაკიანი გოლფი, მაგრამ გოლფი მირჩევნია. გაყიდვაც რომ დაგჭირდეს, ჯეტასგან განსხვავებით უფრო არ გაგაწვალებს.
  13. გოლფ 4 კარგი ვარიანტია, 3000-იან 36-ს გოლფ 4 გირჩევნია, მაინც შედარებით თანამედროვე მოდელია.
  14. მევასება ესეთი ცანცარა ძაღლები
  15. ნახეთ ეს ლაწირაკი რა დუხზეა http://intermedia.ge/vid/244375-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A9%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%98/
  16. Toca 2-ისგან სირთულეში დიდად არ განსხვავდებოდა, დაჟე მგონი ტოკა უფრო რთული იყო.
  17. აზრზე არ ვარ მაგისი ფასები, არც ის არ ვიცი, რა ტრუბკაზეა ლაპარაკი. თუ თვითონ ღერძი სადაც გადის მაგას ეძახიან ტრუბკას, მაშინ რულის ტრიალზეც უნდა ჰქონდეს ხმა. მოკლედ, ესე ზეპირად ვერაფერს გეტყვი, ჩემი ვარაუდი უკვე გითხარი და ეგ არ გამოდგა, მიუყვანე ხელოსანს და მოგიგვარებს.
  18. ზუბა გატეხვა არც მინდა, ვიყიდი. ონლაინ დრიფტში ფრი ონლაინი კი არა, თვითონ ივენთები ვიგულისხმე.
  19. ვნახოთ ერთი, თუ პირველი ნაწილივით ქონდა ონლაინ დრიფტი, დავუბრუნდები ჩემს eXtreme-Hunter-ობას.
  20. მგონი ადრეც მითხარი რაღაცაზე - რა მოუვა ესე რომ ვიაროო და მაგიტომ გითხარი.
  21. მეჩვენება, თუ უაქცენტოდ მღერის?
  22. რულავოის ტრუბკაში რა იგულისხმეს, ნაღდად ვერ გეტყვი, რადგან არ ვიცი ეგეთი ტრუბკა, რომელსაც ჭრიჭინი აქვს, აქედან განომდინარე ვერც იმას გეტყვი, აუცილებლად გამოსაცვლელია თუ არა, მე ამორტიზატორის რეზინი მგონია, მაგან იცის ეგეთი ჭრიჭინი, მაგრამ თუ ხელოსანმა ეგ გითხრა, დაუჯერე, ჩემზე ბევრად მეტი იცის და წესით არ შეცდებოდა. ისე, შენ გატყობ მანქანის მოვლა არ გიყვარს... საერთოდ, ეგ მიდგომაა მანქანას რომ აბანძებს, თუ რამე შესაცვლელია, რატომ უნდა გადადო? გაფუჭებულ დეტალს არ შეცვლი და ცოტა ხანში სხვა რამეს ჩაითრევს, ეხლა თუ მაგის გაკეთება დაგიჯდება 50 ლარი, რომ გადადებ დაგიჯდება 100 ლარი. მაინც შენი გასაკეთებელი არ არის?! ბარემ თავის დროზე შეცვალე და სხვასაც არ გააფუჭებს.
  23. კარგი რა ჯამბულიკ, ხელოვნურ ძუძუებს, ნატურალური ლუდი არ ჯობია?! ბიჭო, სად დაიკარგა შენი მეჯვარე?
  24. მაინც ჯამპერას ვეთანხმები და ისევ ჩემს აზრზე დავრჩები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ, რუსულს კი ძალიან კარგად ვფლობ (ნეტა ინგლისური ვიცოდე მაგ დონეზე), მაგრამ შიდა ჟარგონებში იმ დონეზე ნამდვილად ვერ ვერკვევი, რომ იმის გაშიფვრა შემეძლოს, ვინ რა ხარისხში ან...ვს :D
  25. უფრო დიდი წყარო: http://www.classes.ru/all-russian/russian-dictionary-Vasmer-term-8322.htm http://slovari.yandex.ru/~%D0%BA%D0%BD%D0%B8%D0%B3%D0%B8/%D0%A2%D0%BE%D0%BB%D0%BA%D0%BE%D0%B2%D1%8B%D0%B9%20%D1%81%D0%BB%D0%BE%D0%B2%D0%B0%D1%80%D1%8C%20%D0%94%D0%B0%D0%BB%D1%8F/%D0%9D%D0%95%D0%91%D0%9E%D0%A1%D0%AC/
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.