-
Posts
13110 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
34
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by eXtreme-Hunter
-
რუსული ვერსია სადმე დაიდო?
-
ფასი ერთი ჯდება? თუ ფასი თითქმის ერთნაირად ჯდება, მიუხედავად იმისა, რომ 36 ძალიან მაგარი სამართავია, მარკეტინგულად რომ სწორი არჩევანი გამოგივიდეს, მაშინ 46 უნდა აიღო.
-
-
ბავშვებთან ერთად რა ღირდა სურათის გადაღება?
-
რულით არა და, კლავიატურით არ ვიცი, თუმცა რასაც დავაკვირდი, ისეთი მართვა აქვს, რომ კლავიატურით კარგი უნდა იყოს. ჩვეულებრივ რეისინგში მანქანებია ნამეტანი მსუბუქი, უფრო სწორედ, წონას საერთოდ ვერ გრძნობ, ხომ არის, რომ დიდი სისწრაფეზე მოსახვევში გრძნობ მანქანის მოჭიდებას და იმასაც, რა დროს შეიძლება წაგიღოს, აქ ამას მხოლოდ უმნიშვნელოდ თუ იგრძნობ, უფრო სწორედ, კი არ გრძნობ, ხვდები (იმის და მიუხედავად, ფიდბექს რა დონეზე აუწევ), შედარებას გავაკეთებ და, შიფტ 2-ში ეს პრობლემა არ არსებობს, მანქანებს წონა აქვთ თითქმის სიმივით, ძალიან მაგარია. რაც შეეხება დრიფტს - რეისინგმა რომ იმედები გამიცრუა (ისე, არც მაინტერესებდა რეისინგი, მხოლოდ დრიფტის გამო ველოდი), ეგრევე ჩავრთე დრიფტ ივენთი და ნეტა არ ჩამერთო... კი, ყველაფერი დამუღამების ამბავია და 1-2 საათი მინდა, რომ კარგად ავითვისო, მაგრამ ისეთი სტილის დრაივი აქვს, რომ ინტერესი დამიკარგა... ჯერ არ წავშლი, ერთხელ კიდევ მოვსინჯავ და თუ ისევ ისეთ თვალზე შევხედე (რისიც დიდი ალბათობაა), ეგრევე მივარეცუცლებ!
-
avenger კიდევ ეძებ E36-ს? ეს კარგი ვარიანტი ჩანს, 3500 ბოლო ფასიო, მაგრამ მანქანას მაგრა აქებს, თან კარგი ცოცხალი ვიდიც აქვს. http://www.myauto.ge/car_details.php?car_id=6285778
-
ზე-თანამედროვე იარაღი.
-
ვიცი რა იყო პირველი ნაწილი და ვხედავ რა არის მეორე. მაგრა ველოდი მეორე ნაწილის გამოსვლას, მაგრამ პირველთან შედარებით მართლა საზიზღრობა გამოდგა, თუმცა კლავიატურით ცუდი არ უნდა იყოს, რადგან როგორც დავინახე, სწორედ კლავიატურაზეა ორიენტირებული. რაც შეეხება შიფტ 2-ს, მაგ თამაშზე ჩვენ კი არა, თვითონ დეველოპერსაც კი არ ქონდა პრეტენზია, რომ სიმულატორია, ეგ არის სუფთა სოფტ-სიმი და თავის ჟანრს ამართლებს 100%-ით, სოფტ-სიმებში მსგავსი დონის თამაში ნამდვილად არ მეგულება... უძლიერესი მართვა აქვს.
-
რატომ ანერვიულებთ კაცს? ალბათ გამოვა, თუ არა და, რუსიფიკატორს მაინც გამოუშვებს ვინმე და გაარუსულებ.
-
http://life.mediamall.ge/?id=34410
-
ეგ უკვე გემოვნების საკითხია, მე მხოლოდ რეისინგს და ფპს-ებს ვთამაშობ და ამ ჟანრებში ნაღდად მირჩევნია სხვა დეველოპერებს, ასევე სპორტული თამაშებიც ძალიან მაგრები აქვთ. რაღაც მინუსები რა თქმა უნდა ექნება, იდეალური არავინაა, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან ძლიერები არიან.
-
ეხლა კიდე წავითამაშე ნახევარი საათით და, 65-70%-ზე მეტს არ იმსახურებს, დრიფტიც გავსინჯე და საზიზღრობაა, პირველი ნაწილი ბევრად ჯობია. დაჟე არკადობაშიც კი ვერ ქაჩავას. ამ რიფლეის კამერების განთავსება ხომ ვერ ისწავლა კოდმასტერმა, არცერთ თამაშში არ უვარგა (დირთ 3-ს შედარებით არა უშავს). არადა, დღესვე ვაპირებდი ყიდვას ეეჰ გიო, მგონი აჯობებს ისევ ჩვენს მამაპაპურ შიფტ 2-ს დავუბრუნდეთ მაგის დონის თამაში არცერთია (რა თქმა უნდა, სიმებს არ ვგულისხმობ), გრაფიკაც კარგი აქვს, გეიმფლეი ხომ თავისთავად და ტრასებიც მშვენიერი. კოდმასტერო, შენი ესე და ისე, ამისთვის გვალოდინე რამოდენიმე წელი?! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ EA დეველოპერებში ლიდერია, როგორც სარბოლო, ასევე სხვა ჟანრებშიც.
-
ამ რულის ჩამოტანა დაგიჯდება დაახლოებით 230 ლარი და ამ ფასში ამაზე უკეთესს კი არა, ამის დონისასაც ვერ იყიდი. მაგარი რულია. რულის დაქაჩვის გამო თუ არ მოგწონს, მაშინ აუწიე ყველაფერი (თამაშშიც და ლოგიტეჩის სეთინგებშიც) ბოლომდე და მერე კი უნდა დაქაჩოს, თან მაგრა.
-
გიო, დამუღამების ამბავია რა, 1-2 საათი და ეგ არის, 15 წუთი ვითამაშე და მივიჩვიე, უბრალოდ არ მევასება არკადების რბოლა და აღარ ვითამაშე, ამ თამაშში მხოლოდ დრიფტი მაინტერესებს და მაგ ივენთების გახსნა მინდა. თქვენ რომ გაივლით კარიერას, მერე ჩავაგდებ სეივს და გავხსნი დრიდტს. რულის სენსითივი 100-ზე გაქვს ხო?
-
საერთო ჯამში ცუდი ნამდვილად არ არის, მართვა ცოტათი კი მირჩევნია პირველი ნაწილის, მაგრამ 10 წუთი წავითამაშე და მოვირგე, კლავიატურაზე შეიძლება არც იყოს საგრძნობი სხვაობა, რული მაინც ყოველთვის უფრო მგრძნობიარეა და ყოველ მილიმეტრს გრძნობ. მოუსთ ვონთედივით არა, მაგრამ მაინც 100%-იანი არკადაა და სოფტ-სიმთან არანაირი კავშირი არ აქვს. სოფტ-სიმში შიფტ 2-ს კონკურენტი არ ყავს, უძლიერესი თამაშია! ნადვილი და სრულყოფილი სოფტ-სიმი.
-
მოკლედ, უფრო მეტს ველოდი... გრაფიკა კი კარგი აქვს, მაგრამ მართვა არ მომეწონა, ნამეტანი მკვეთრი მანევრირება აქვს, პირველი ნაწილი ჯობდა. ამის კარიერის გავლას არ ვაპირებ, მხოლოდ დრიფტი მაინტერესებს და ალბათ სხვის სეივს გადავაწერ. გიო, ფიდბექი სტოკი დავტოვე, მაგრამ არ დამევასა და გავუთიშე, მხოლოდ ლოგიტეჩის პროფაილიდან მაქვს ჩართული - force feedback 50 და centering spring-იც 50, თამაშში რულს არ მიქაჩავს (გათიშული ფიდბექის გამო), მაგრამ ლოგიტეჩიდან რომ დავაყენე, რული ცოტა დამძიმდა და ეგ მირჩევნია თამაშის ჩართულ ფიდბექს. რა ვიცი, ნახე შენც ეგრე, თუმცა არ მგონია, რომ მოგეწონოს.
-
არცერთი თამაში არ მითამაშია მედიუმ სირთულით, ყოველთვის ჰარდზე მაქვს და უფრო მუღამი აქვს. ეხლა ვიწერ და 1 საათი დარჩა, ვნახოთ ერთი რა ჩიტია... თუ მომეწონა, ეგრევე ვყიდულობ. ნაყიდი თამაში რომ 2 კომპზე დავაყენო (ერთ ინტერნეტზე, სხვა და სხვა ოთახებში), რას იზავს?
-
ძალიან კარგი. ჩავუჯდები საღამოს...
-
გიო, საღამოს გავტესტავ და გეტყვი, მაგრამ ისეთ რაღაცეებს წერთ - საზიზღარი მართვა აქვსო, რომ დავეჭვდი... იმიტომაც ვამბობ, ლიჟბი პირველ ნაწილზე ცუდი არ იყოს და, დანარჩენს არაუშავს. გრაფიკა მინიმუმ შიფტ 2-ის დონეზე არის? კიდევ რა მაინტერესებს, ლანში სათამაშოდ ოფიციალური ვერსიაა საჭირო? დაკრეკილით არ შემიშვებს? ჩემ ბავშვსაც მაგრა ევასება გრიდი და ქსელში შევუბერავდით.
-
მთავარია პირველ ნაწილზე უარესი არ იყოს და ისევ ძველებურად შევუბერო ჩემი ონლაინ დრიფტ კარიერა, დანარჩენი არ მაინტერსებს. ერთადერთი ონლაინ თამაშია, რომელშიც რასაც ქვია შევძვერი და ცოტა რეიტინგიც მოვიპოვე, მერე ქე დაკეტეს სერვერი... ესეც თუ ეგეთივე დონის გამოდგა, ეგერევე ვყიდულო თამაშს!
-
ვინმემ გასინჯეთ? მუშა ვერსიებია?
-
აქაც მშვენიერ გოლფს იყიდი 4000-იდან ზევით.
-
ლინკს არ მიხსნის და რა არის ეგ? გამოვიდა კრეკი?
-
თითქმის ერთია რა, ჯეტა არის ტრაკიანი გოლფი, მაგრამ გოლფი მირჩევნია. გაყიდვაც რომ დაგჭირდეს, ჯეტასგან განსხვავებით უფრო არ გაგაწვალებს.
