დღეს უკვე ხარისხზე აღარ არის ისეთი აქცენტი, როგორც დავუშვათ 10-15 წლის წინ იყო. ბევრი ბრენდი გამოსწორდა მაგ თვალსაზრისით და ისწავლეს ხარისხის გაუმჯობესება. დიზაინიც ყველამ დახვეწა და ოპციებითაც გატენეს მანქანები. ამიტომაც არის, რომ ჩვეულებრივი კლიენტი ყიდულობს ჰუნდაი, კია, ფორდს და ა.შ. რომელიც ფასითაც აწყობს და სილამაზითაც, იმას სულ არ აინტერესებს მაკფერსონის სისტემის დაკიდება აქვს, თუ fsi შემფრქვევი სისტემა... ხოლო, ფანები ყიდულობენ სასურველ ბრენდს. მბ-ს ფანი არ იყიდის ბმვ-ს და პირიქით. 10 წლის ბმვ მირჩევნია, სალონიდან გამოყვანილ კიას. თემას გადავუხვიე, მაგრამ ამით იმის თქმა მინდა, რომ ა5-სა ე-ს კუპეს შორის არჩევანს იმ შემთხვევაში გააკეთებ, თუ არ ხარ ზოგადად ბრენდის თაყვანისმცემელი. ზუსტად ერთი ასაკის და ერთი ღირებულების ა5 და ე-ს კუპე რომ დაგიყენონ, რომელს აირჩევ? მე ამ ორიდან მე-3 სერიას ავირჩევ :დ (ჩემგან, 70/30 მბ-ს სასარგებლოდ).