-
Posts
13110 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
34
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by eXtreme-Hunter
-
ეგ მასშტაბი ნორმალურია? მერე რამე დაუდე (თუნდაც სიგარეტის კოლოფი) და ისე გადაუღე სურათი, ზომა მაინტერესებს რამხელაა 1:27.
-
ლომსიკ, სად ყიდულობ მაგეებს და რა ღირს აქ (და ამაზონზეც)?
-
მანქანები ხო, მაგრამ ტრასებიც თუ დაემატება, აბა ვიღა იყიდის დამატებებს? ნორდშლეიფეს ველოდები, რომ გამოვიდეს და ვიყიდო, ეგ თუ უფასოდ მექნება, რაღაში გადავიხადო 30-40$? არა, მაგას რა ჯობია, ნეტა შეიძლებოდეს ტრასების დამატება, მაგრამ კუნოს ამას დაუშვებს კი?
-
ხო, მაგრამ ოფიციალურ (ნაყიდ) ვერსიას როგორ დაამატებ? კიდევ რა მაინტერესებს იცი, ეს joux plan ხომ kunos-ის გაკეთებული არ არის და, ოფიციალურ ვერსიაში როგორ დევს ეგ ტრეკი? ანუ, თუ შესაძლებლობა და საკმარისი ცოდნა აქვს კაცს, ეგრე თავისით რომ ტრეკი გააკეთოს, დაამატებს თამაშს?
-
დიდი დრიფტერი არც ვარ, არც მაგისი პრეტენზია მაქვს და არც იმდენი დრო, რომ სხვებივით მთელი დღე დრიფტს ჩავუჯდე და ვამუღამო, მაგრამ რაც შემიძლია იმას ვაკეთებ ყველა ზემოჩამთვლილ თამაშებში. ზოგისთვის რუჩნოის ამოწევაა დრიფტი და ზოგისთვის გიტინიც კი ლამერია... თორემ კარგსა და ცუდს შორის განსხვავებას ყველა ხედავს. რაც შეეხება კონკრეტულად კორსას, ამაზე უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ბევრი რამ აკლია და ამაში 90%-ს სწორედ სეთინგების უკმარისობას ვგულისხმობ. იმაში კი 100% გეთანხმები, რომ კორსა რეისინგისთვის გამოუშვეს და არა დრიფტისთვის, მაგრამ ყველა ინდივიდულაურად უყურებს... ჩემთვის მთავარი ის არის, რომ არსებულიდან რაც შეიძლება მეტად ვისიამოვნო. თორემ, მაშინ რა გამოდის, LFS და rfactor-ის გარდა არაფერს უნდა მიეკაროს კაცი? ალბათ ნელ-ნელა გამოასწორებენ და ჩაუდებენ სეთინგების დიდ არჩევანს. მწარმოებლემაც კარგად იციან, რომ დრიფტს ბევრი მოყვარული ყავს და ალბათ გაითვალისწინებენ...
-
"არ შეიძლება" ცოტა სხვანაირად ჟღერს. როგორ არ შეიძლება, ვინმე ამიკრძალავს თუ რა? უბრალოდ, სხვა და სხვა სიამოვნებას მიიღებ, თორემ GRID ვერც ერთ სიმთან კი არა, სოფტ-სიმთანაც ვერ მოვა, მაგრამ ქე ვერთობოდი ძალიან მშვენივრად და იმას სულ არ ვუყურებდი, რა ჟანრად ითვლებოდა და რა ფიზიკა ჰქონდა... მთავრი იყო, რომ მსიამოვნებდა. ეგრეა ყველა თამაშშიც, ყველგან იდრიფტავებ, მაგრამ სხვა და სხვა სიამოვნებით.
-
მაგას არც ვაქცევ ყურადღებას. პირადად ჩემთვის, მთავარი ის არის, რომ გავერთო და ამ გართობიდან რაც შეიძლება მეტად ვისიამოვნო, რაშიც კარგად მეხმარება კორსა. რა თქმა უნდა, აქვს მინუსები, მაგრამ მივეჩვიე და უხეში ტორმუზის გარდა სხვა არაფერი მაწუხებს. თან, სარეისინგო დროც არ მაქვს და არც რეისერი გამოვა ჩემგან, ამიტომაც ვერთობი იმით, რისგანაც უფრო ვიღებ სიამოვნებას.
-
რა ვიცი, ყველა თავისებურად ერთობა. ადრე მაგრა მიზიდავდა როგორც დრიფტი, ასევე წრიული რბოლები, მაგრამ ეხლა რატომღაც ვერ ვიღებ სიამოვნებას და ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ დიდი ხანი ვერ ვთამაშობ, 15-20 წუთი ძალიან ცოტაა დროის გაუმჯობესებაზე საჩალიჩოდ. დრიფტის სავარჯიშოდაც არ არის ბევრი, მაგრამ დრიფტზე ჩაუჯდები და გაერთობი, საუკეთესო დროის საჩვენებლად კი, სულ სხვა მიდგომაა საჭირო და მაგდენი ხნით ვერ ვუჯდები. სამომავლოდ ვფიქრობ 3 მონიტორიან სისტემაზე გადასვლას და თუ გადავედი, მაგის ხათრით მერე უკვე ჩავუჯდები ხოლმე (ალბათ).
-
up მშვენიერი ფასია.
-
მაგ ბოლიდზე არ ვამბობ (არც კი მივლია მაგით). მხოლოდ დრიფტით ვერთობი და ძირითადად E30 - E92-ით დავდივარ. იმიტომაც არის შენს სტილსა და ჩემს შორის განსხვავება, შენ აქცენტი დროზე გაქვს და ცდილობ, რაც შეიძლება ნაკლები დრო დაკარგო მოსახვევის გავლაზე, ამიტომაც ხმარობ მუხრუჭს "შეპარვით" და აშვება-დაჭერით, მაგრამ მე დროს არ ვუყურებ, მოვდივარ სწრაფად და მოსახვევში შესვლისას სწრაფი მუხრუჭით მინდა სიმძიმის ცენტრი ცხვირზე გადავიტანო, რომ უკანა საბურავები განთავისუფლდეს და ადვილად დაიწყოს ზანოსში შესვლა. აი ამ დროს მიბლოკავს, თორემ ლაპ თაიმზე რომ ვჩალიჩობდე, მეც ნელ-ნელა შევაპარებდი. თუმცა, რაღაც დოზით მაინც დამიბლოკავდა, მაგრამ არა ესე, როგორც ეხლა შვება. აი ამისთვისაა საჭირო მუხრუჭებში წნევის რეგულირების სეთინგი, რომელიც რატომრაც არ აქვს და ძალიან მიკვირს. ერთადერთი სიმია მგონი, რომელსაც ეგ სეთინგი არ აქვს. მოკლედ, რაც უფრო ვეჩვევი კორსას, მით უფრო მომწონს. ყველაზე მეტად კი ის მომწონს, რომ სხვებთან შედარებით რთული სადრიფტაოა და თუ რულით თამაშობ, კარგადაც გღლის. ისე, ამ ფიზიკით რალის თამაში იქნებოდა კარგია. ნეტა ჩაედოთ ეგ სახეობაც. იმედია ნელ-ნელა დლც-ს სახით დაამატებენ ხოლმე რაღაც-რაღაცეებს. ჯერ პირველ რიგში ის მაინტერესებს, რამდენი და რა ტრეკები იქნება. მანქანები იმდენად არ მადარდებს, ასე თუ ისე, მაინც საკმარისია, მთავარია ბევრი ტრეკი.
-
ვერაფრით შევეჩვიე. ტორმუზზე ესეთი პრობლემა არცერთ თამაშში არ მქონია. ძალიან არარეალურად აქვს, საშუალო დიაპაზონი ვერ მოვუძებნე, დრაივერიდანაც დავუკელი, მაგრამ მაინც მებლოკება. ამ აბეესის ხმარება კიდევ არ მინდა რა. გრადუსზე იმიტომ გკითხე, რომ შენ ძირითადად დაბალ გრადუსებს ხმარობ ხოლმე და კორსას ისედაც ძალიან მკვახე რეაქცია აქვს.
-
დაჟე 0.7.1-ზე განაახლა. კახაბერ, როგორ ხარ? წინა საბურავებს ტორმუზისას არ გიბლოკავს? ვერაფერი მოვუხერხე, ძალიან უხეში ტორმუზი აქვს. პ.ს. რამდენი გრადუსით თამაშობ? 200?
-
რა ტყუილად ვეწვალე 2 დღე, 1.8.4 ვერსია მქონია
-
ლექსო, არ გააკეთა 0.7-ზე განახლება. ისევ 0.6.6 მაქვს. თავიდან ჩავრთე და იწერს. უფრო სწორედ, ცდილობს გადმოწერას. ეს ალბათ სტიმის ბრალია, გადმოწერის დრო 5-6 საათი დამიწერა, შეიძლება გადმოწერისას ნელ-ნელა მოემატოს სისწრაფე.
-
არა ლექსო, არ ჩანს აი ესეა.
-
ჩემი ძმაკაცის შვილის გაკეთებულია. ელექტრო მუსიკოსია და მუსიკაც თავისი ადევს.
-
გრაფიკაში იგრძნობა რამე ახალი? ან რამე DLC-ს პონტში აქვს, თუ ყველაფერი იგივეა?
-
ოკ. იხურება! McLaren P1-ის ტესტირება. მაგარი სუპერქარია, მაგრამ La Ferrari-ს მაინც არაფერი მირჩევნია. http://www.youtube.com/watch?v=Kb8tGX-HPQE
-
ეგ სტმისი პრობლემაა? წუხელ assetto corsa-ზე გამაწვალა (ყოველ შესვლაზე ამოწმებს ახალ აპდეიტებს) და ვერ ვუკავშირდებიო. ინტერნეტს დავაბრალე, მერე გადავტვირთე კომპი და კი შევიდა, მაგრამ 14 მბ განახლების გადმოწერას 2 წუთამდე მოანდომა. ესეიგი, თუ ეგეთი პრობლემა კიდევ მექნება, სტიმის ბრალია და კომპს აღარ დავაბრალებ.
-
მე თუ მკითხავ, საერთოდ მანქანა არ ღირს.
-
ეგრე ვარ მეც. ზაფხულობით ჩემს მეუღლეს და დედაჩემს ბავშვები ურეკში მიყავთ ხოლმე და 2-3 კვირა მიწევს მარტო დარჩენა. ერთი ის ვიცი, რომ დისპლეიზე 30 წუთი უნდა დავაყენო და ხმოვანი სიგნალის შემდეგ მალევე გამოვიღო სარეცხი, თორემ ნესტის სუნს აიკიდებს
-
მაგ შემთხვევაში დეპრესია გაუჩნდება და წვას მოიმატებს.
-
შეიძლება, "კინეტოზის" გამო გულის რევაც დაეწყოს.
-
მაგრა მომწონს ეს მე-4 ნაწილი, 3-ჯერ თუ 4-ჯერ მაქვს დახურული და ამასაც უეჭველი დავხურავ. გეიმფლეის საკითხი დიდად არც მადარდებს, რადგან მაინც ჯოისტიკით ვაპირებ თამაშს. ეს ერთადერთი თამაშია (ფეხბურთი არ ითვლება), რომლის თამაშიც ჯოისტიკით უფრო მსიამოვნებს, გავუშვებ ხოლმე დიდ ეკრანზე, ჩავჯდები სავარძელში და ვუბერავ... იმედია, მუშა ვერსიაა. რელოადედის კრეკი ცუდი არ იქნება, მაგრამ მაინც.
-
2 თვე არაფერია საიმისოდ, რომ რამე დაუზიანდეს. მინიმუმ 6 თვეა საჭირო, რომ რამე დააზიანოს, ისიც მხოლოდ სავალი ნაწილის რეზინკები, რადგან დგომისგან სულ 1 პოზიციაშია დაჭიმული და წვრილ ბზარებს იკეთებს (მაგრამ აქაც ხარისხს გააჩნია). ამაზე ამინდიც მოქმედებს და ისიც, თუ სად დგას მანქანა (ნესტი, ტემპერატურის ცვალებადობის გავლენა, მტვერი/ჭუჭყი და ა.შ.). ძრავს ესე პატარა დროში ვერაფერს უზავს, მხოლოდ დაქოქვის დროს შეიძლება იბოლოს რამოდენიმე წამი, ისიც გააჩნია რამდენი ხნის ნადგომია და რა ხარისხის ზეთი ასხია, თუ ძველია და დიდ გარბენიანია, კარტერში ლექს გაიკეთებს უეჭველი, აუცილებლად უნდა ჩამოიხსნას და გამოირეცხოს, როგორც კარტერი, ასევე მთლიანი ძრავიც. მაგრამ ეს ყველაფერი ტრანსპორტირების 2 თვეში ვერ მოუვა. როგორც გიგიმ გითხრა, მხოლოდ აკუმულატორი დაჯდება, რომელიც თუ კარგია/ახალია დაქოქვისას აიღებს მუხტს და ჩვეულებრივად იმუშავებს.
