Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. არა, extended-ზე ორი ერთნაირი დესკტოპი გაქვს (ვოლფეიფერის მხრივ), მაგრამ მთავარ დესკტოპზე არაფერი იცვლება, მეორეზე მხოლოდ ვოლფეიფერი ჩანს (ყველანაირი იკონკების გარეშე) და მთავარი დესკტოპიდან თუ რამეს გაწევ მარჯვნივ (მაგალითად რამე გახსნილ ფოლდერს), გადავა მეორე დესკტოპზე. ასე ვთქვათ, მთავარი დესკტოპის გაგრძელებაა, ოღონდ ვოლფეიფერი ორივეზე ცალ-ცალკე დგას, ერთი მთლიანი არ არის (როგორც თემის ავტორი ითხოვს). როგორც მივხვდი, ამას უნდა ისეთი ვარიანტი, როგორც ორ მონიტორზე თამაშის გაშვება იქნებოდა, 1 მთლიანი კადრი რომ ორივეზე გადაანაწილოს.
  2. დავაყენე Motorola Handset USB Driver, შევაერთე და მაინც არ უშველა. ტელეფონის უსბ მაქვს უსბ დამაგრძელებელზე შეერთებული, გამოვაძრე, პირდაპირ შევაერთე და გასწორდა, მაგრამ ის მაინც ვერ გავიგე, დრაივერის დაყენებამ უშველა, თუ პირდაპირ შეერთებამ. მგონი, ტყუილად ვწვალობდი და დამაგრძელებლის პრობლემა იყო.
  3. მაგას კი ვსინჯავ, მაგრამ აქამდე როგორ მუშაობდა მაგის გარეშე? არასდროს მქონია პრობლემა.
  4. ვარაუდის დონეზეც ვერაფერს მირჩევთ?
  5. თქვენი დახმარება მჭირდება. პრობლემა მაქვს კომპთან მიერთების. 2 კვირაა დაეწყო (მხოლოდ ჩემს კომპზე, სამსახურში, ან სხვის კომპზე პრობლემა არ აქვს), რომ შევაერთებდი, მიწერდა usb device not recognized, გამოვაძრობდი, სხვა პორტში შევაერთებდი და სწორდებოდა. მერე ნელ-ნელა მოემატა ეს პრობლემა - ერთხელ გადაერთება არ შველოდა და 2-3-ჯერ უნდა. ეხლა კი, საერთოდ აღარ შველის. ვერაფრით ვუკავშირებ კომპს. მაგის გამო factory reset-იც გავუკეთე მობი-ს, მაგრამ მაინც არაო რას მირჩევთ? ფაქტია, რომ კომპს აქვს პრობლემა. ჩიპსეტის დრაივერი რომ განვაახლო, რამე აზრი ექნება?
  6. laguna ჩემს სათაყვანებელ ტრეკების სიაშია. ძალიან მაგარი ტრეკია + საკმაოდ რთული და საშიში.
  7. ფაქტიურად, C6 ამერიკული ენცოა რა ძალიან მაგარი მონაცემები აქვს, მაგის ფასში მსგავს ვერაფერს იყიდი. ZR1-ზე ხომ არც კი ღირს ლაპარაკი (კარგი გაგებით...) ტრეკებს რაც შეეხება, კი დაამატებენ, მაგრამ დეველოპერის დაპირება, რომ შენ თვითონ შეგეძლება ტრეკების და ბოლიდების დამატება, მაგ პრობლემას ხსნის. ოფიციალურად მოდელირებულ და ლეზერებით დასკანერებულ ტრეკებს ვერ შეედრება მოყვარულის მიერ გაკეთებული, მაგრამ მაინც მაგარია. ბევრი მოყვარული ყავს ამ სიმს და დარწმუნებული ვარ, არ მოგვაკლდება ახალ-ახალი ტრეკები.
  8. ახალ ინფოს რომ ველოდებოდით, დიდი რაოდენობის ამერიკელი გეიმერების პატივსაცემად Corvette C7 დაუმატებიათ.
  9. ნეტა რა სიურპრიზია? ესეიგი, ჩვენი დროით 20 საათზე ხო?
  10. პრემიერთან მაქვს შეხება და ძალიან გაუჭირდებოდა. AE იქნება უეჭველი. ეგ არის სპეციალურად მაგნაირი მონტაჟებისთვის.
  11. კარგად აქვს ვიდეო დამონტაჟებული. პატარა ხარვეზები კი აქვს (დაბლა თმები ჩანს), მაგრამ მთლიანობაში კარგია. (ალბათ after effect გამოიყენა).
  12. ოფთალმოლოგი არავინ ხართ? სულ მაინტერესებდა - ელამი ადამიანი ნორმალურად როგორ/რატომ ხედავს?
  13. ფოტოშოპია. სამსახურში შესვენებაზე გავაკეთე 15 წუთში, იმიტომაც არის დასახვეწი.
  14. ეხლა უკვე შეიძლება თემის დახურვა. ვინმე რომ წაიკითხვას თემას, შეიძლება იგივე პრობლემა ჰქონდეს და ადვილად მოაგვარებს პრობლემას.
  15. მოიცა, 215 ევროს იხდი ამ კვებაში? თუ 150-ს? გინდაც 150 იყოს, მაგ ფასში (+განბაჟება-ჩამოტანა), კვებას კი არა, სვარკის აპარატს იყიდი.
  16. მიზეზიც დაგეწერა, შეიძლება სხვასაც გამოადგეს.
  17. 100K-ის ღირებულების მგონი მარტო აკუმულატორები ექნება. ელექტროქარები ჯერ-ჯერობით ძალიან ძვირი სიამოვნებაა, ისეთი ტექნოლოგიები და მასალა გამოიყენება, ჯერ ასე მასიურ სახეს ვერ მიიღებს და + ამას, პოლიტიკის ფაქტორიც მაგრა მოქმედებს, ნავთობისთვის ომობს ნახევარი მსოფლიო და იმხელა დონის მაფიაა, ასე ადვილად არავინ დათმობს!
  18. ჯერ მხოლოდ პროექტია და ჟენევის ავტოშოუზე გამოჩნდება პირველად, მაგრამ წარმოებაში როცა ჩაეშვება, ჩემი აზრით მინიმუმ 200K ეღირება.
  19. კომპანია NanoFlowcell-ის ახალი ელექტროქარი QUANT e-Sportlimousine ლიხტენშტეინიდან. ვინც რუსული არ იცით, მოკლე აღწერას დაგიწერთ. მანქანა აღჭურვილია 4 ელექტრო ძრავით (თითო საბურავზე), რომელთა საერთო სიმძლავრეც 925 ცხ.ძალაა. მწარმოებლის ინფორმაციით, ავტომობილი 100კმ-ს ანვითარებს 2,8 წამში. მაქსიმალური სისწრაფე კი 380 კმ/სთ აქვს. მბრუნავი მომენტი 2900 თითო საბურავზე (საერთო ჯამში 11600). სტატიის ავტორს უკვირს, როგორ აღწევს ასეთ მონაცემებს და ამავე დროს რამოდენიმე წამში არ განმუხტავს ბატარეებს, პასუხი კი იმაშია, რომ მასში გამოყენებულია ნანოპროტონული (?) ბატარეები. თხევადი ელექტროლიტები ინახება 2 ავზში და აკუმულატორიდან მხოლოდ იმ მომენტში გაედინება, როცა ესაჭიროება ენერგია. ამ სისტემის დამონტაჟებაში Bosch-ის სპეციალისტები იღებდნენ მონაწილეობას. პ.ს. რამდენ კმ-ს გავლას შეძლებს მაქსიმალურად დამუხტული აკუმულატორები, ამაზე არაფერი წერია. როგორც ჩანს, ტესლას მაგრა გადაუჯოკრეს.
  20. 1.0-ზე გასაგებია, მაგრამ 0.7.5-ზე გამიკვირდა და teaser-მა დამაეჭვა.
  21. ანუ, შეიძლება არც ჩართონ?
  22. http://www.myauto.ge/customs.php?car_year=2009&car_engine_volume=3000
  23. ეეხ, კახაბერ, ის დროა, მე და შენ იღლიაში ჭადრაკ ამოჩრილებმა მზიან ადგილს მივაშუროთ
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.