Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. შარშან მეზობელს მოუვიდა ეგრე, ქსელის კარტა დაუწვა. 1 ხაზზე ვართ, მისგან მაქვს ინტერნეტი გამოყვანილი და ჩემთან სვიჩი მოკლა.
  2. ამის დასადებად შემოვედი თემაში
  3. არა, Global TV მაქვს და მანდ იყო ორშაბათს, დაახლოებით 21-22 საათის პერიოდში.
  4. ultra.ge-ში ქონდათ ერთადერთი ცალი (წეღან შევედი საიტზე და აღარ აქვთ პრაის ლისტში). ვიფიქრებ გაცვლის საკითხს --------------------------------------------------------- მოკლედ, დავხურავ მაშინ თემას. კითხვები აღარ მაქვს, მიზანიც მიღწეულია და პრობლემებიც არ არის კიდევ ერთხელ, ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის და რჩევებისთვის (როგორც ყოველთვის). ბევრი ფორუმი მინახავს, მაგრამ ჩვენთან განსაკუთრებული სითბო, ზრდილობა და ერთმანეთის პატივისცემაა. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ერთ დროს ფორუმების არამოყვარული კაცი, დარეგისტრირების დღიდან აქ ვარ და კაკ გოვორიტ ნაშ ზნაკომიი მუშნი ზარანდია, "სხვაგვარად არ ძალმიძს" 17"-იანი CRT ვხუმრობ, არ ვიცი ზუსტად მოდელი, 22".
  5. სსდ მართლა მოუხდებოდა, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ვიდეოსთვის ვზოგავდი თანხებს და არ მივაწექი სსდ-ს თემას. არა და, ეს კონფიგი ააწყო და მხოლოდ MMO-ს თამაშობს
  6. არა, 2x4-ია 16 მართლა კარგი იქნებოდა, მაგრამ თავიდან ვიდეო 770 მინდოდა და 2000 ლარს რომ არ გაცდესთქო, 8 გბ ავიღეთ. მერე მივხვდი, რომ მაგ ფასში 770 გამორიცხული იქნებოდა და აღარ დავამატეთ. ნუ, რამი მაინც ისეთი თემაა რა, როცა გინდა დაამატებ.
  7. მოკლედ, როგორც იქნა გავედით ფინიშში (ვიდეომ გვაწვალა და მაგას ველოდეთ). საბოლოოდ კი, ესეთი კონფიგი გამოვიდა: ცპუ: i7 3770 - 415 ლარი (ახალი) მ/ბ: ASUS P8Z77-V - 200 ლარი ქეისი: Zalman case Z11 Plus - 145 ლარი (ახალი) რამი: G.skill 1833 8 gb - 135 ლარი (ახალი) პსუ: fortron fsp 750w 80+ bronze - 185 lari (ახალი) დვდ: სამსუნგ (სტანდარტული) - 35 ლარი (ახალი) ჰდდ: seagate 2tb 7200rpm - 190 ლარი (ახალი) ქულერი: Zalman 10X Optima - 60 ლარი (ახალი) გპუ: evga gtx 760 - 500 ლარი (ახალი) სულ: 1865 ლარი.
  8. მადლობა. ამაზე ბევრად უფრო მაგარი სცენებიც მაქვს. ალბათ მოვიცლი სამაგისოდ, რომ ჩავუჯდე და დავამთავრო. ეს დღეს-ხვალ არ დამელია
  9. რაღა დაგიმალო და, კი
  10. მე არ მინდა, გ27 მაქვს
  11. ამის დედა ვატირე, ამდენ ასტრონავტებში როგორ ერთიც არ გამოერია ოვერქლოქერი, თორემ თვეობით არიან მისიებზე და -270 გრადუსზე რა შედეგებს დადებდნენ. პ.ს. რეკორდებს რომ ხსნიან, მაგ დროს მინიმალური რა ტემპერატურა მიიღწევა/მიუღწევიათ? ან, მაგაშიც ხომ არ არის რამე რეკორდების ჯახი (კონკრეტულად ოვერქლოქინგის დროს ვგულისხმობ)?
  12. კვირას სერიოზული პრობლემები გვექნება...
  13. არა, 300 მინიმალური ღირებულებაა, მაგაზე ნაკლებში გ25-ის ყიდვა წარმოუდგენელი მგონია (ნუ, გათავნულ ტიპებზე არ მაქვს ლაპარაკი ), მაგრამ როგორიც არ უნდა ჩამოიტანო, 400 ლარზე ნაკლები არ მგონია დაჯდეს (წონა წაიღებს ბევრს).
  14. ძალიან კატასტროფული ფასი კი ადევს, მაგრამ შევაჭრების შემთხვევაში იქნებ საგრძნობლად დააკლოს (ეტყობა, არ იცის, რომ დიდი ხანია გ27 გამოვიდა). "რული 360 გრადუსით ტრიალებს, აქვს სიგნალი" პ.ს. 400 ლარზე მეტის გადახდა არ ღირს, ეგეც იმ შემთხვევაში, თუ იდეალურ მდგომარებაშია + ყუთიც უნდა ქონდეს. http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&cPath=9_662&product_id=5535096&p=2
  15. მსოფლიოში არ არსებობს ქალი, რომლის ფეხსაცმლიდანაც დავლევ(დი). სხვისი კი არა, ჩემი ფეხსაცმლიდან არ ვიკადრებ არასდროს (+ ისედაც ძალიან ზიზღია ვარ ბევრ წვრილმანზე და დავლევ კი არა, სხვის ნაცვამ ფეხსაცმელსაც კი არ ჩავიცვამ არასდროს!). მიუხედავად იმისა, რომ როგორც ქართველი კაცი, ქართული სუფრის ტრადიციებს პატივს ვცემ, ესეთი რამ ძაააალიან დიდი მარაზმი მგონია
  16. discovery science-ზე the gadget show-ს ხომ არ უყურებ ხოლმე? ზუსტად გუშინ იყო, 5 ერთნაირი მობილური 1 წუთით ჩადეს წყალში და შემდეგ ხუთივე სხვა და სხვა ჭორის დონეზე გავრცელებული მეთოდით გააშრეს. მათ შორის იყო ბრინჯიც, მაგრამ ნახევრად მძინარე ვუყურებდი და არ მახსოვს მაგ მეთოდმა თუ გაამართლა. უბრალოდ, ეს ბრინჯის თემა დამამახსოვრდა. 5-დან მხოლოდ 2 მეთოდმა გაამართლა, 1 მტვერსასრუტი იყო და მეორე ვერაფრით გავიხსენე. ვითომ, ბრინჯი? ჩართული ნათურის ქვეშ მთელი ღამით დატოვებამ არ უშველა. საყინულეში შედებამ და გაყინვამაც არ უშველა და 1 მეთოდს საერთოდ ვერ ვიხსენებ. მგონი, ბრინჯმაც არ გაამართლა.
  17. ცუდი და საშიში მოსახვევები ძალიან ბევრ ტრეკს აქვს, მაგრამ მაგ დროს მხოლოდ პილოტის ცოდნაზეა დამოკიდებული მისი უსაფრთხოდ გავლა. რუსთავის შემთხვევაში კი, პილოტის კი არა, ტრეკის გაუმართაობით გაეხვევა შარში, რაც ყოვლად დაუშვებელია! როდესაც ტრეკზე "უცნაური" ავარია ხდება, მთელი საგამოძიებო სისტემა იწყებს მუშაობას და იკვლევს, ავარია ტრეკის გაუმართაობამ ხომ არ გამოიწვია. ხოლო, თუ ეს დამტკიცდა, სერიოზულ ჯარიმას გათხრიან ადმინისტრაციას და ლიცენზიას ჩამოართმევენ. ნორდშლეიფეზე სწორედ მაგიტომ აიკრძალა ოფიციალური რბოლები, რომ ტრეკის დაგეგმარებისას სწორედ არ იყო შერჩეული ბევრი რამ (მაშინ სად იყო ამხელა დონის აპარატურა, მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა პროექტები). დღესაც, სამოყვარულო რბოლების დროს ყოველ წელს 10-12 კაცი იღუპება (სადღაც წავიკითხე, მთლიანობაში 200 კაცამდეა მკვდარი. იმიტომაც შეარქვეს მწვანე ჯოჯოხეთი). მაგრამ 21-ე საუკუნეში დაპროექტებულ და აშენებულ ტრეკს, რომ გუბეების პრობლემა აქვს, ეს უკვე სიბანძეზე მეტია. ძალიან მიკვირს, FIA-მ ესეთ ტრეკს როგორ მისცა ლიცენზია? ტრეკის შემოწმება მთელი პროცედურაა, მათ შორის უდიდესი ყურადღება სწორედ გუბეებზე ტესტს და საფარის ხარისხს ეთმობა. ბევრ ქვეყანას დაჟე F1-ის ცნობილი ტრეკები ჩვეულებრივ ქუჩებზე აქვთ მოწყობილი და მათ არ აქვთ ეს პრობლემა, ამათ კიდევ, სარბოლო ტრეკზე სწორი ასფალტი ვერ დაუგიათ.
  18. ამ ყველაფერს + რა საბურავებზე ხარ. დოჟდევიკები საკმაოდ ამცირებს წინაღობას, მაგრამ ოფიციალური რბოლის დროს თუ უცბად გაუწვიმდათ და მოუმზადებლები, ანუ, სლიკებით შეხვდნენ ეგეთ ამინდს, აი მერე ნახე შენ ფიგურული სრიალი. სლიკი სველზე ციგასავით არის, არანაირი მოჭიდება.
  19. ეს დედა ნატირები, ჩვეულებრივ სამოქალაქო გზებზე არ შეიძლება მსგავსი გუბე და, ესენი მაგ პრობლემას ტრეკზე არ აკონტროლებენ. მაგ ადგილამდე ბოლიდი ძალიან დიდი სისწრაფეს აკრეფს (ტრეკის მიმართულება ხომ ქვემოდან ზემოთ მოდის) და წარმოიდგინე, რა შეიძლება წვიმის დროს დაემართოს პილოტს ფეხებზე კიდიათ სხვისი სიცოცხლე? გადამივლია ეგეთ გუბეზე 140+ სისწრაფით და ვიცი რაც შეიძლება მოყვეს... აეროპორტის ტრასაზე (დიდი ხნის წინ, მაშინ ე30 მყავდა), ძმაკაცთან ერთად ღამის 3 საათზე აეროპორტში მივდიოდი, მაგარი ნაწვიმარი იყო და ეგეთი გუბე შემხვდა, მანქანა ცვეტში ჰაერში აიწია და მარცხენა მხარეს დაახლოებით 20 მეტრით წინ (წინ და მარცხნივ) პირველი ზოლიდან მესამეში "გადამდო". რაღაც ჟიგული მიდიოდა და უკანა სტოპები ისე სწრაფად მოახლოვდა კაპოტთან, რომ ვერაფერი მოვასწარი. თან ამხელა ტალღა რომე შემასხა, მხოლოდ წითელ განათებას ვხედავდი. მაგრა გადავრჩით, არაფერი მოგვსვლია და არც მანქანა დამიმტვრევია, მაგრამ ეგ მხოლოდ შემთხვევით. უბრალოდ, არ დავიბენი და რესკად არაფერი მოვიმოქმედე - არც ტორმუზი და არც რულის აღება, თუმცა რაც არ უნდა მექნა, საერთოდ აზრი არ ექნებოდა, მხოლოდ გავირთულებდი საქმეს. მაგ დროს მანქანა ტრასას აღარ ეხება და წყალზე პლანირებს, სადაც დამრთავდება ინერცია, იქ დაგსვავს. საბედნიეროდ ჩემი ინერცია (და გუბეც) იმ ჟიგულამდე 1-2 მეტრში დამთავრდა, თორემ გავჭრიდი შუაზე. მაშინ ამის მეათედი მოძრაობა არ იყო და მაგან გადამარჩინა, თორემ დღევანდელ ტრაფიკში... ეს გონშიკებიც კიდევ, არაფერს ეუბნებიან? დღე და ღამე მაგ ტრეკზე დარბიან და ცოტა თუ არ შეაჯანჯღარე ადმინისტრაცია, თავისით არაფერი ეშველება.
  20. გენაცვალეთ მშენებლობის ხარისხში სარბოლო ტრეკზე ამხელა გუბე??? თან, პრიამიკზე, სადაც ყველაზე მაღალი სისწრაფე უნდა განავითარო. ამის გამო შეიძლება ლიცენზია ჩამოართვან. http://www.myvideo.ge/?video_id=2242547
  21. სამწუხაროდ, დროის ამბავია, თორემ გარდაუვალია ეგ! უბრალოდ, დღეს სრულ კონტროლზე მხოლოდ ის ყავთ აყვანილი, ვის მიმართაც ინტერესი აქვთ, თორემ ღმერთმა ნუ ქნას და, თუ მაგის საჭიროება დგება, არანაკლები შეუძლიათ დღესაც, უბრალოდ, მაგ ტექნოლოგიის შემთხვევაში, დაინტერესებულ ორგანოს/პირს გაუმარტივებ საქმეს და მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ფულს აღარ დაახარჯვინებ, რადგან, ეგ ფული შენ თვითონ უკვე გექნება დახარჯული სამწუხაროდ, მეტი კომფორტი=მეტ მსხვერპლს! სანაცვლოდ რაღაც უნდა გაიღო, ნუ, რამდენად გიღირს, ეგ უკვე სხვა საქმეა... ხანდახან მიფიქრია ასეთი "ჭკვიანი სათამაშოების" საფრთხეზე. თუნდაც, მომავლის ავტომობილი ავიღოთ, რომელიც მძღოლის გარეშე 100%-იანი სიზუსტით უსაფრთხოთ გატარებს ისე, რომ შენ მაგ დროს შეგიძლია გაზეთი იკითხო, ან ფილმს უყურო, მაგრამ დავუშვათ სოფტს დაერხა, ან მტრები გყავს და რა გარანტიაა იმისა, რომ ჰაკერული ჩარევით ჩემს მოძრავ მანქანას სადმე არ გადაჩეხავს? გარისკავ ეგეთი ჭკვიანი მანქანით მოძრაობას? კომპიუტერიზებულ მანქანას კი არა, თუ ძმაკაცებთან ერთად ტრასაზე გავდივარ, 99% ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი მანქანით წავიდე და სხვის მძღოლობას არ ვენდო. ასე, რომ ისეთ მანქანას არასდროს ვიყოლიებ, რომელსაც მე არ ვმართავ. ეს ყველაფერი ნახევრად ხუმრობით, თუმცა ვერაფერს გამოვრიცხავ...
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.