-
Posts
13110 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
34
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by eXtreme-Hunter
-
ხო, ეგ ძალიან ცუდია, რომ სენსითივის რეგულირება არ აქვს. მეც მქონდა ეგ პრობლემა, მაგრამ ლოგიტეჩის პროფილიდან დავუკელი და როგორღაც მოვირგე, თორემ ძალიან მგრძნობიარე იყო.
-
ბიჭო, სახლში გირეკავ და არავინ პასუხობს, სად ხარ? გამზირზე ჩავედი, ირემს ვაძოვებ...
-
40-50-ზე უნდა გააკეთოს კიდეც ბრუნი. 300ცხ+ მანქანაზე ზედმეტი გაზი რომ მოგივიდეს, სწორედ ეგეთ შედეგს მიიღებ. დიდი გაზი ამოაბუქსავებს და დანარჩენს უკვე მანქანის წონა და ინერცია შვება. ნელ-ნელა ამუღამე, დაბალი სისწრაფით/გაზით. თავიდან ასისტიც ჩაურთე და მიეჩვევი (რა თქმა უნდა, თუ მუღამი გექნება). 1-2 კვირის წინ, ჩემი ბავშვიც მაგას მეწუწუნებოდა - რა მაგრა ცურავსო, არ მომწონსო. ძალით დავსვი და აბაზანიდან სანამ გამოვალ, დამუღამებული დამახვედრეთქო მერე უკვე ისე აღარ რისკავდა, უფრო ფრთხილობდა და რომ გამოვედი, დაჟე ლაპ თაიმზე ჩალიჩობდა. თუმცა, იმის მერე აღარც მიკარებია :)
-
მე პირიქით, ფერარი არ მომწონს და იმაში გეთანხმები, რომ კორსაზე უფრო ადვილი სამართავია. რატომ ფიქრობ, რომ თუ ადვილი სამართავი იქნება, ესეიგი კარგი სიმია? სიმი სწორედ ეგ არის, რომ ბევრად რთულია, ვიდრე სოფტ-სიმები. სპორტ ქარით 200კმ-ით ხომ არ გივლია ტრეკზე? გგონია, ესე ადვილია, დაჯდები და კარგ ლაპ თაიმს დადებ? ყველაფერი გემოვნების ამბავია, მაგრამ ჩემი აზრით კორსას ამ მხრივ არაფერი დაეწუნება. თავიდან ხომ მოგწონდა? ხო, ძნელია "სამშობლო მთებზე თავის განებება"
-
აქეთ ხარ, თუ სპაგეტებთან?
-
ვიცი. ანუ, ჩემი პოსტით იმის თქმა მინდოდა, რომ მუშა ვერსიაათქო შენ რას შვები, რავა ხარ? გონშიკობ, თუ ვერ იცლი სამაგისოდ?
-
ჩამოტანა არანაირად არ გაწყობს 150-200 ლარის ფარგლებში. აქ იყიდე ნახმარი, მაგ ფასად დიდი არჩევანი გაქვს. http://www.mymarket.ge/main.php?cPath=9_123
-
განვაახლე 0.6.1 ვერსიაზე და მუშაობს მშვენივრად, როგორც განახლებამდე იყო. ცუდია, რომ თქვენთან აურია.
-
რას წერს?
-
პირდაპირ apk ფაილი დააყენე. http://trashbox.ru/topics/10335/avast-mobile-security-3.0.6978
- 4 replies
-
- შეუთავსებელი
- აპლიკაციის
-
(and 1 more)
Tagged with:
-
რაღაც სხვა პრობლემაა... უყურე - ჩასხმის მომენტში 10 ლიტრი ხომ გქონდა? დაამატე 30 ლიტრი და გახდა 40. ჩასხმისას დაინიშნე და გაიარე 40 კილომეტრი. იმ 30 ლიტრსაც რომ თავი დავანებოთ, 10 ლიტრი ხომ იყო მანქანაში? 10 ლიტრით 40 კილომეტრზე ბევრად მეტი ხომ უნდა გაგევლო? იმიტომ, რომ შენ ათვლა დაიწყე იმ მომენტიდან, როცა ბაკში მინიმუმ 10 ლიტრი გქონდა. ხომ მიმიხვდი რასაც ვამბობ?
-
avenger რას ერჩი მაგ შიტოკს? უპრობლემოდ გაკეთდება, დიდი არაფერია. კაპოტიც გასწორდება. კარგია, რომ რადიატორი გადარჩა. ფარი გექნება მარტო საყიდელი, დანარჩენი ყველაფერი თავისივე გასწორდება. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რაც შეგემთხვა, მაგრამ უარესადაც შეიძლებოდა ყოფილიყო. რა გიჟია, 840 ცხენიანი დრიფტ ქარით თოვლში.
-
გაწევით და წვით იგივეა, რაც ლუკოილის სუპერი, მაგრამ შემცვლელობა აქვს ისეთი, რომელიც ძრავისთვის უფრო კარგია, ვიდრე ჩვეულებრივი.
-
7-ზე მივიყვანე ბავშვი ვარჯიშზე (წერეთელზე). გზაზე თხლად კი იყო ჭყაპივით, მაგრამ ისეთი რა უნდა მოყინოსთქო, რომ წინა ვედუშით ვერ ვიაროთქო. 1 საათში მივხვდი, რომ გზებზე პრობლემა იქნებოდა, მაგრამ არ მინდოდა ბავშვს ვარჯიში გაეცდინა და რაც არის არის, 1 საათში გამოვა და რამენაირად ვივლითქო. 9-ზე დაუმთავრდა და რომ წამოვედი გზებზე ისეთი ამბები დამხვდა... კინო საქართველოსთან მანქანები სრიალებდნენ, ზოგი საით მიცურავდა, ზოგი ვის ეჯახებოდა. გამოვშტერდი, რა ხდებათქო და ნელ-ნელა გავაგრძელე სიარული. არ გამიჭირდა (თან ახალი საბურავები აქვს), მაგრამ ჩემზე არ ვდარდობდი, ვინმე არ მოცურდეს და არ დამარტყასთქო. გადავრჩი და მშვიდობით მოვედი. ხვალ დილითაც აქვს 10 საათზე, მაგრამ ვატყობ, რომ გაცდენა მოუწევს. სანამ გზებს არ გაწმენდენ, მანქანით გამსვლელი აღარ ვარ, შარია რა... თან შაბათი-კვირაა, საქმეც არაფერი მაქვს და ჩავჯდები სახლში. 2 დღეა ძმაკაცია ატეხილი, ნახე რა საქეიფოდ არის მოღრუბლულიო და უარს ვეუბნეოდი, ხო და, ხვალ დავეთანხმები და ჩავუჯდებით გემრიელად მერია, შენ კისერზე იყოს ყველა ნაავარიები მძღოლის ცოდვა! თქვენი საბოტაჟნიკი...
-
ისე, ვცდილობ ხოლმე მანდ ჩავასხა. რაც ecto-ზე გადავიდნენ, აპარატურაც ახალი აქვთ და უფრო სანდოდ გამოიყურება. მაინც ახალია და მინიმუმ სახელს უნდა გაუფრთხილდნენ.
-
თამარაშვილის კალონკაზე ძმაკაცმა მითხრა ადრე, ახლობელი მუშაობს და გამაფრთხილა არ ჩაასხა, მაიმუნობენო, თუმცა, ეს მაიმუნობა 1-2 ლიტრის მოპარვაში გამოიხატებოდა, მაგრამ 30 ?
-
ცდები! 10 ბალიდან მხოლოდ 3-ზე შევაფასებდი ჩემს ცოდნას. 3 წლის წინანდელია. ამას მოვუნდი თითქმის მთელი დღე.
-
რა თქმა უნდა. მე რომ მკითხე, რამდენ ხანში ჩამოგივიდაო, გიპასუხე 47 დღე და ეს 47 დღე ყიდვის დღიდან იყო ნაანგარიშები ამ 47-დან მინიმუმ 10 დღე (მეტიც) გამოგზავნას ველოდე, ანუ, სადღაც 30-35 დღე მოუნდა გზას.
-
22 მარტამდე 99,99% ჩამოგისწრებს.
-
ხომ არ ღვრის? მანქანაში სუნი ხომ არ დგება? მაგრამ მაგდენს ვერანაირად ვერ დაღვრის ისე, რომ ეს შეუმჩნეველი დაგრჩენოდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ 30 ლიტრ ჩასხმულზე 40კმ-ში გაგითავდა. ძალიან უცნაური შემთხვევაა.
-
მშვიდობაში, სულ მწვანეზე გევლოს! კარგი ცოცხალი მანქანა ჩანს.
-
სამწუხარო რა არის ამაში? ღმერთმა მეტი სადარდელი არ მოგ(ვ)ცეს
-
შუშა ძალიან ამძიმებს სცენას და მაგიტომ დაჭირდა დიდი დრო. ასევე, ანარეკლებიც არანაკლებ მძიმეა. 3დ მაქსის ცოდნა არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს... 2-3 წელი მინდოდა სწავლა და ყოველთვის აქილევსის ქუსლად მიმაჩნდა. მერე, მაქსის გაკვეთილების დისკი ვიყიდე და მაგედან დაიწყო... არც ეხლა ვბდღვნი, მაგრამ რაღაცას ვერთობი და ჯერ არ მქონია შემთხვევა, რამე მოვინდომო და ვერ გავაკეთო. ბევრს ვიწვალებ (წვალება მხოლოდ დროის ამბავში) და მაინც გავაკეთებ (თუ არ დამეზარა). უბრალოდ, მაქსს ბევრი დეტალი აქვს და დრო მიაქვს დიდი, როცა სამოყვარულო დონეზე ფლობ, თორემ როგორც ასეთი - ამას რა გააკეთებს, არც ეგრეა საქმე.
-
ვერ ვიტან ამ არსებას
-
ჰმ, მამაძაღლობა ქართულ კალონკებზე უცხო ხილი არ არის, მაგრამ ამ დონის? წლებია მეც ლუკოილზე ვასხამ, მაგრამ მსგავსი ფაქტი არასდროს შემმთხვევია კონკრეტულად რომელ კალონკაზე იყო? ორგანიზაციის მანქანაა?
