Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. შენ გინდოდა გეთქვა, ამას და ლომსას პარიკმახერი არ ყოლიათ. ლომსიკ, არაფერი პირადული, მეის დავცინი(თ)
  2. ეგ არის კადრი წამში. რაც მეტი, მით უკეთესი. მინიმუმ 30 ფპს უნდა გქონდეს, რომ ნორმალურად ითამაშო.
  3. ესეც მაგარია ECCI Trackstar 6000 (1600$)
  4. სერიოზული ჩანს, დაჟე ჰიდრავლიკაა?
  5. ეგ არა. მაგაზეც უნდა დამეწერა, მაგრამ მობილურით ვარ და დამეზარა. იმ სახეობაში, როგორც უკვე ვთქვი, დაახლოებით ნასკარის ფორმის ბოლიდებია. ხვალ გადავქექავ და შეიძლება ვიპოვო.
  6. ხო, ალბათ ეგ პრობლემა თუ იქნება, რომ უფასოდ არ მოგაწვდიან ინფოს, თორემ სხვა არაფერი. თუ საჭიროება მოითხოვს, ბოლო-ბოლო გადაიხდი და ამოყრის ყველაფერს.
  7. გამორიცხულია. მანქანა როდესაც საგარანტიოზეა, მის ყოველ შეკეთებას უკეთდება აღრიცხვა, რომელიც მწარმოებლის მთავარ ბაზაში იყრის თავს, რადგან ბრენდმა ყოველი ნაბიჯი უნდა იცოდეს, რა სამუშაოები ჩაუტარდა მის საგარანტიოზე მყოფ მანქანას. სტატისტიკებს რომ აქვეყნებენ ხოლმე, რომელი ბრენდის მანქანები უფრო მალფუჭებადია, შენ რა გგონია, სადილეროს სერვისებში დარბიან და ჟურნალში პასტით ჩაწერილ ინფორმაციებს აგროვებენ? ყველანაირი ინფორმაცია ელექტრონული სახით იყრის თავს მთავარ ბაზაში და ეს თვითონ ბრენდის ინტერესებშიც შედის, რომ ხარისხი აკონტროლოს. იმაზე არ გედავები, რომ შეიძლება გერმანიასა და იაპონიაში ჩვეულებრივი მოქალაქისთვის არ იყოს ადვილად ხელმისაწვდომი, თუმცა ესეც არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას. შარშან ჩენი ახლობელი ყიდულობდა 1 წლის კია სერატოს. წამყევი შესამოწმებლადო და უარი არ ვუთხარი. მანქანას კარგად დავაკვირდი და შენაღებია მთლიანად. პატრონს ვუთხარი და, არ ვიციო, ახლობლის მანქანააო. ამას მაინც მოეწონა, არა უშავსო, მე ვეძალავები არ იყიდოთქო და ისე უნდოდა, გავარკვიოთ დაზიანების დონე და თუ სერიოზული არაფერია, ავიღებო (არა და, ყველაფერი ვუთხარი, სად რა დაზიანება ჰქონდა და არ მიჯერებდა, იქნებ არ არის ეგრეო). ეგრევე მივედით კიას ცენტრში და უცბად ამოვქექეთ, რომ ეს მანქანა ბათუმის ცენტრშია განაკეთები და შენაღები, თან სერიოზული დაზიანების გამო. ხო და, საქართველოში თუ ამოვქექეთ, გერმანია-იაპონიაში გაჭირდება ამ ისტორიების მოძიება? არ მგონია.
  8. სიმართლე არ მგონია. როდესაც სულ ახალ მანქანას ყიდულობ, სანამ საგარანტიო პერიოდი/გარბენი ამოეწურებათ, ყველა ვარიანტში სადილერო სერვისებში დადიან, სადაც ყოველი წვრილმანიც კი ოფიციალურად ფიქსირდება. რაც შეეხება საგარანტიოს ამოწურვას, არ მგონია, რომ გერმანელმა და იაპონიელმა სერვისზე უარი თქვან და ელიავაზე დაიწყონ მანქანის კეთება.
  9. უცბად აიწყო ცხოვრება, არა? მათე, ამერიკელები სპორტის დოდოშკა სახეობების მოგონებაში ლიდერები არიან (ეს მხოლოდ ავტოსპორტს არ ეხება). ხო და, მაგათ აქვთ ესეთი სახეობა, ბოლიდები ნასკარისას წააგავს, ოღონდ უკანა მარცხენა საბურავი მარჯვენაზე დიდია და თითქმის ისე უხვევს, როგორც წინა, რადგან მიწიან წრიული ფორმის ტრეკზე დადიან (სულ ზანოსით) და მხოლოდ ცალ მხარეს უხვევენ. აი მანდ კი მართლა შეგიძლია გაუჩხირო ჯოხი (შენებურად რომ გავამარტივოთ). არ ვიცი რა ქვია სახეობას, თუ მივაგენი, გაჩვენებ ვიდეოს.
  10. დალშე, მანქანის ნონაცემები - ფერი, ძრავი, კოლოფი, ძარის ტიპი და ა.შ. კიდევ, თუ მანქანას რამენაირი სერვისი აქვს ჩატარებული, ყველა ინფო ბაზაში ინახება (ჩვენსავით არ არიან განვითარებულნი და ელიავას დაშლილების ნაცვლად, რაღაც ბანძ სერვის ცენტრებში დადიან. გოიმები მაგენი). + თუ მანქანა მოპარულია, ეგრევე ამოაგდებს ალერტს. ისიც ხდებ(ოდ)ა, რომ მანქანას ვინ კოდი აქვს გადარტყმული (შეცვლილი) და ზოგ შემთხვევაში ვერც ხვდებოდა დაჟე საპატრულოც, მაგრამ იმდენ დეტალზე აწერია ვინ კოდი, რომ ფაქტიურად შეუძლებელია ყველას შეცვლა.
  11. ვინ კოდის გარეშე მანქანა არ არსებობს. ეგ არის მისი საიდენთიფიკაციო ნომერი. ასე ვთქვათ, მანქანის იმეი.
  12. ნუ, ნორდშლეიფე სულ სხვა თემაა. ისე მიყვარს ეგ ტრეკი, 1 წრეს ფეხიათც კი დავარტყავდი
  13. ბაზარი არაა, ბოლო-ბოლო სამეფო სპორტია. ჩემი ძალიან მაგარი ბრატია, ავტოსპორტის მანიაკი და ცოცხალი ენციკლოპედია (რბოლებზეც გამოდიოდა ხოლმე ალფა რომეოთი), თუ ახერხებს საყურებლადაც დადის F1-ზე და სულ იმაზე მებუზღუნება, რალის ყურება ფ1-ს როგორ გირჩევნიაო? მაგრამ რა ვქნა, უფრო მსიამოვნებს, თორემ განა ფ1 არ მიყვარს.
  14. Черная статистика США: 260 смертей за 10 лет მათ შორის 11% მაყურებლებიო. მხოლოდ 1 რბოლაზე დაშავდა 33 კაცი (მაყურებლები). სახეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით ვერ უზრუნველყოფენ იმ დონის უსაფრთხოებას, რომ არავინ დაშავდეს (ან, დაიღუპოს). ნამეტანი საშიში სპორტია. მეორე ვიდეოში დააკვირდი, საბურავმა დამცავი სეტკა გახია და მაყურებლებს დაეცა. მუღამი როგორ არ ექნება, დაჟე სიამოვნებითაც დავესწრებოდი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ერთხელ მაინც მენახა... თუმცა, ადრეც მითქვამს და, რალის ყურება ყველაზე მეტად მსიამოვნებს (არა და, ჩემმა "ფალავანმა" ლოებმა, რომ მიატოვა ეს სახეობა, მაგრა გული დამწყდა. უძლიერესი პილოტი იყო)
  15. კარგი ვიდეოა და სიმულატორშიც მაგარი სიზუსტეა. ლექსო, რამე ინფო ხომ არ გაქვს, სიმულატორზეც მრბოლელი ზის?
  16. აზრი ის აქვს, რომ შეინარჩუნო მაღალი სისწრაფე (250+) და მაქსიმალურად გამოიყენო "საჰაერო ტომარის" ეფექტი (მაღალი სისწრაფით მოძრავი ბოლიდის უკან იქმნება საჰაერო ვაკუუმი და მას თუ უკან სხვა ბოლიდი მიყვება, მის მიმართ ჰაერის წინაღობა მცირდება და გაზზე დადგმის დროს წინა ბოლიდზე უფრო ადვილად/თავისუფლად კრეფს სისწრაფეს). სწორედ ამ ტომარაში მოხვედრიდან გამოსვლა და გასწრებაა მთელი რბოლის პრინციპი. ამ დროს ბევრი რამე უნდა გაითვალისწინოს მრბოლელმა - ძრავის ბრუნების ოპტიმალური მდგომარეობა, ტომარიდან გამოსვლისას რულის პლავნად აღება, რომ ცხვირი არ წაიღოს და არ მოცურდეს, გვერდზე მიმავალი ბოლიდის ჰაერის ტალღაში ისე არ მოყვეს, რომ ჰაერის ნაკადმა მიმართულება დააკარგვინოს და ა.შ. მოკლედ, თვითონ რბოლა ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე F1. ბევრად უფრო ხშირია ავარიები (მაგის გარეშე თითქმის არცერთ რბოლას არ ჩაუვლია) და საკმაოდ რთული სამართავია ბოლიდიც. მაგრამ ამ ყველაფრის და მიუხედავად, მე სიამოვნებას ვერ ვიღებ ამ სახეობის ყურებით (ამერიკელებისთვის N1 ავტოსპორტია). იმიტომაც შევადარე პულს, რომ პროფესიონალები მაქსიმალურად გვანან ერთმანეთს შესრულების დონით. ერთადერთი სახეობაა, სადაც რბოლის პროცესი ტრაექტორიებზე არ არის გათვლილი. ასევე, მთლიანი რბოლის დროს დაფიქსირებული საშუალო სისწრაფე, ზოგ შემთხვევაში F1-ზე მაღალია (გააჩნია, ფ1-ის რომელ ტრეკს შევადარებთ). ამ ვიდეოში კარგად ჩანს, თუ რამხელა საჰაერო ტალღებია რბოლის დროს. http://www.youtube.com/watch?v=5QTLNTctpns ესეც ბონუსად, ამ სახეობის საფრთხეების დონე. http://www.youtube.com/watch?v=76U57QC8h50
  17. არც მე მევასება ნასკარი. არა და, ძალიან რთული სახეობაა, მაგრამ რაღაცით pool-ს (ბილიარდის სახეობას) ვამსგავსებ - თითქმის ყველა პროფესიონალის ცოდნის დონე მერყეობს 95-97%-ში და სწორედ იმ დარჩენილი 3%-ის შესრულებაზე მიდის ბრძოლა, ერთი შეცდომა და დამთავრებულია რბოლა.
  18. ისეთი სისტემაა, ამის გარდა სხვას ვერაფერს იკითხავს კაცი - ოპელ ასტრაში გაცვლი?
  19. რომ არ წერია, მეც მაგიტომ ვამბობ. რა თქმა უნდა, მესიამოვნებოდა, რომ ქართული სტატიები ვიკითხო. არა იმიტომ, რომ რუსულს ვერ ვიგებ, მგონი ქართულზე უკეთესად ვიცი რუსული, უბრალოდ, ქართველის მიერ დაწერილი უფრო მესიამოვნებოდა.
  20. როგორ არ არის? google.ge ქართულ საიტებზე თითქმის არაფერს ვკითხულობ. ინგლისური "გაქცეულს მოვაბრუნებ" დონეზე ვიცი და მაგის გამო მხოლოდ რუსულ საიტებს ვსტუმრობ, სადაც საკმაოდ ამომწურავ პასუხებს/სტატიებს ვპოულობ (ნებისმიერ თემაზე).
  21. ძვირი იმ მხრივ, რომ აღარ იშოვება და ახალი ნაწილის შეკვეთა/გამოწერა მოგიწევს. თუმცა, იაფი მაინც არასდროს ყოფილა.
  22. ვაა, მე-8 სერია 2500$ ღირს? ნასექსარი კი იქნება, მაგრამ მაინც.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.