გრაფიკოსთა ფორუმებზე დავძრომიალობდი და წავაწყდი თემას, სადაც ერთ-ერთი უზერი ხსნიდა, თუ როგორ უნდა შეარჩიო გრაფიკისთვის ჰარდი და ერთ ერთ უზერს ესეთი რაღაც ეწერა: Для среднего бюджета можно, взять GeForce 670 или 680, выше – 780 или 780Ti.
Дороже - GeForce 690, или аналоги от AMD. Вообще особой разницы не чувствуется , тем более если сцена тяжелая использовать Proxy проще, чем покупать дорогую видеокарту.
ხო და, ამან დამაინტერესა, რა არის ეს პროქსი, რა დონეზე შეამსუბუქებს რენდერს და როგორ უნდა გამოვიყენო?
პ.ს. ვინც რუსული არ იცით, გადავთარგმნი: საშუალო ბიუჯეტისთვის შეიძლება 670 ან 680 იყიდო, უფრო მაღალ დონეში კი 780 ან 780ti.
საერთოდ, მნიშვნელოვანი განსხვავება არ იგრძნობა (ვიდეო კარტებზე ამბობს, რენდერის დროს), მითუმეტეს, თუ სცენა მძიმეა, უფრო ადვილია (ალბათ, "ადვილია"-ში ეფექტურს გულისხმობდა) პროქსის გამოყენება, ვიდრე ძვირიანი კარტის ყიდვა.