-
Posts
13110 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
34
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by eXtreme-Hunter
-
შენი ნამუშევრის რენდერს რა დრო დაჭირდა? (v-ray-შია ხო?)
-
matusala პატარა ნაყლაპში ვარ და ლაყაფის ხასიათი მაქვს გახსნილი, მაგრამ ვიცი, რომ ცუდად არ მიიღებ ჩემს პოსტს. მოკლედ, მონაცემები გაქვს და მონდომებით და ვარჯიშით შეიძლება, რომ შენგან კარგი დრიფტერი დადგეს, მაგრამ შენს ყველა ვიდეოში "პანიკა" იგრძნობა... პანიკა კი იმაში მდგომარეობს, რომ ზანოსიდან გამოსვლას (ეს შესვლაზე უფრო მთავარია) მოუმზადებელი ხვდები, ანუ, თითქოს არ ელოდები, რომ მანქანა ზანოსის დამთავრების შემდეგ უკუ რეაქციას მოგცემს და მოულოდნელობისგან ზედმეტ მანევრს და რულის ტრიალს აკეთებ. ზანოსში რომ შედიხარ, ყოველთვის მომზადებული უნდა იყო და გრძნობდე როდის დამთავრდება ზანოსი და და დაიწყება უკუ-ზანოსი. მთელი გზის გავლა უნდა იყოს ერთი მთლიანი "სხეული" და არა წყვეტილ-წყვეტილ, თითქოს სათითაო ზანოსთან გიწევს ჭიდაობაო. სანამ ზანოსი დამთავრდება, შენ უკვე მონდევნო მოსახვევზე უნდა იყო ორიენტირებული. შენს ვიდეოებში რაც ჩანს, თითქოს მხოლოდ იმაზე ფიქრობ, მხოლოდ ბოლო კონკრეტული მოსახვევი დაძლიო და შემდეგზე მერე ვიფიქრებო... ესე არ გამოვა, ყოველთვის მზად უნდა შეხვდე მიმდინარე ზანოსის დამთავრებას და მომდევნოს დასაწყისს. ის არ იფიქრო, რომ ოღონდ ეს მოსახვევი გავიარო კარგად... ის იფიქრე, რომ ამ მოსახვევის დამთავრებისას წინ შემდეგი გელოდება და შესაფერისი ტრაექტორიით უნდა შეხვიდე. ეს ყველაფერი ვარჯიშის ამბავია, მაგრამ სანამ ამას არ ამოიგდებ თავიდან, იქამდე გაგიჭირდება ზანოსების სერიების აწყობა. ამისთვის საუკეთესო ვარჯიშია რვიანები. მონახე ისეთი ტრეკი, სადაც ფიშკები იქნება რვიანის ფორმაზე. დაიწყე ზანოსი და ყოველთვის ელოდე, რომ მისი დამთავრების შემდეგ სხვა იწყება და მანქანის ტრაექტორია უნდა დაემთხვეს გზის მიმართულებას.
-
აფტერი კონკრეტულად ეფექტებისთვის არის, ანუ, მარტვიად რომ ვთქვა, ვიდეოს ფოტოშოპია და მაგაში მხოლოდ ეფექტების დასადებად მუშაობენ, ხოლო პრემიერი სამონტაჟოა, გადაჭრა-გადაბმა, გადასვლები და ა.შ. კი, პრემიერსაც აქვს თავისი ეფექტები, მაგრამ აფტერთან შედარებით ნოლია და ეგრეც უნდა იყოს, რადგან პრემიერი არ არის ეფექტებზე სამუშაოდ.
-
ეხლა ჭკუა ვისწავლე და მთელ მასალას ფლეშკაზე ვინახავ, მაგრამ თვითონ პრემიერის სამონტაჟო ფაილები ვინჩესტერზე ინახება და ვინდოუსის გადაყენებით ყველაფერი თავიდან გახდება გასაკეთებელი.
-
რატომ და, ადრეც ეგრე მომივიდა, პრემიერში რაღაცას ვაკეთებდი, მერე მაზერი და ცპუ შევცვალე და ახალი მაზერის გამო ვინდოუსი გამიხდა გადასაყენებელი. კინაღამ გავგიჟდი, იმდენი რაღაც ჩამეყარა წყალში. ეხლა ნამდვილად ვერ გავრისკავ. არც კი ვიცი, რომ ფესტივალი ტარდება. თუ სადმე იქნება, ვუყურებ.
-
მთავარი პრობლემა ის მაქვს, რომ რა ცპუ-ც არ უნდა ვიყიდო, მაზერი ყველა ვარიანტში დამჭირდება და შესაბამისად ვინდიც გადასაყენებელი გამიხდება. არა და, ეხლა ვინდის გადაყენების შანსი არ მაქვს, იმდენი რაღაცეები მაქვს და ისეთი ვიდეოს მონტაჟი მაქვს დაწყებული, რომ ამას წყალში ვერ გადავყრი. იმიტომაც ვიკითხე მხოლოდ ოპერებზე. ანუ, ღირს მხოლოდ ოპერების დამატება? რაში ვიგრძნობ სხვაობას?
-
გრაფიკის მამებო, თქვენთან ერთი შეკითხვა მაქვს. ჩემი კონფიგი (რაც მიწერია) 3დ მაქსში გასართობად მყოფნის, მაგრამ ამ ბოლო დროს ანიმაციებმა მიმიზიდა და უკვე ვატყობ, რომ საკმაოდ სუსტია სამაგისოდ. გაძლიერება კი კარგია, მაგრამ რომ გადავხედე, ცპუ და მბ-ს შესაცვლელად მინიმუმ 600 ლარი მინდა, რომ i7 3770-ზე გადავიდე, მაგრამ ეხლა სამაგისოდ 600 ლარის გადახდა არ მინდა... ხო და, ვიფიქრე, მხოლოდ ოპერატიული ხომ არ გავზარდო 8გბ-ით და 16 გამიხდებათქო. ჩემი შეკითხვაც ეგ არის, რამეში წამადგება დამატებითი 8გბ? რენდერისთვის ცპუ-ს აქვს მთელი დარტყმა, მაგრამ ოპერატიულს რამე ისეთი დატვირთვა აქვს, რომ მისი გაორმაგებით ეფექტს ვიგრძნობ? ანუ, ღირს 8 გბ-ს დამატება?
-
კარგია. გრაფიკა უკეთესიც შეიძლებოდა დღევანდელი შესაძლებლობებით, მაგრამ ესეც ნორმალურია. ოპტიმიზაცია ძალიან კარგი აქვს. გეიმფლეიც მომეწონა, ცოტა ის უტეხავს, რომ ტყვიების ასაღებად წარამარა E-ს უნდა აწვე. მთლიანობაში 80+ bronze ჩემგან.
-
25 საათი მოუნდა გადმოწერას 10 წუთი ინსტალაციას. ეხლა გავსინჯავს, რას ველოდე 25 საათი და 10 წუთი...
-
თუ გრაფიკა ნორმალურზე მეტი ვერ არის, ამხელა გველეშაპივით ზომა რის ხარჯზეა? მაპები და სთორი აქვს დიდი?
-
-
გეოდან ვიწერ 43-იან ვერსიას და ვინმემ გასინჯეთ, მუშაა? თორემ, მთელი სუტკა უნდა ვიწერო და ეს რომ მუშა არ გამოდგეს...
-
500კბ/წმ - 27 საათი...
-
აი ზომაც ამას ქვია. ისეთი გრაფიკა ჩანს, მგონი ვიდეოს შეცვლა მომიწევს... ისე, ჩემ პროცესორზე (რაც მიწერია) მაქსიმუმ რა ვიდეოს დაყენება ღირს, რომ არ დაალიმიტოს?
-
ტელეფონით ვარ შემოსული და არ ჩანს კოშკები.
-
რა ტრეკია? რუსთავი ხომ არ არის?
-
მაგას გვიმალავდი?
-
უკვე შესაძლებელია, თუ რამე სხვა პროგრამით აკეთებ და მერე დააკონვერტირებ?
-
დაჯე?! წარმომიდგენია ლაზერული რაღა იქნება.
-
დაასრულეს? კარგად გამოიყურება.
-
კორსა ნამდვილად არ არის დრიფტისთვის. კი, რაღაცას როგორ ვერ იდრიფტავებ, მაგრამ rFactor-თან ახლოს კი არა, საერთოდ ვერ მოვა! ადრე ლექსომაც დაწერა - ყველა თამაშში არ შეიძლება დრიფტიო და მაგაზე პატარა დისკუსიებიც გვქონდა, მაგრამ რომ დავუფქრდი 100% სიმართლე თქვა, ყველგან რაღაცას წაიდრიფტავებ, მაგრამ როგორც ასეთი, დადგე და დრიფტით ერთობოდე, მართლა არ შეიძლება! კორსა ძალიან შორს არის დრიფტისგან... პირადად ჩემთვის, rFactor შეუცვლელია ამ საკითხში. რა თქმა უნდა, LFS-იც ძალიან მაგარია და დიდ პატივსაც ვცემ, მაგრამ ჩემთვის rFactor სხვა დონეა, + ლფს-ისგან განსხვავებით რა ტრასასაც და მანქანასაც გინდა იმას ჩააგდებ, მოდებს დააყენებ და ა.შ. ლფს-ში რომ ტრასების და მანქანების დამატება (და, არა ჩანაცვლება) შეიძლებოდეს, შეიძლება გამჭირვებოდა მასსა და რფ-ს შორის არჩევანის გაკეთება, რადგან ფიზიკა მართლა მაგარი აქვს, მაგრამ ტრასების დამატება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს კი საკმარისია, რომ ლფს-ს დაუფიქრებლად ვამჯობინო რფ.
-
კი, ანიმაციას ვაკეთებ და ესეც მისი სცენიდან არის, მაგრამ უკვე მესამედ ვცვლი სტილს და ეგ მატორმუზებს... დავიწყებ რაღაცას, მერე მომივლიან ოფოფები და მუზები, აღარ მომეწონება და ვცვლი. ეს რაც დავდე, 2-3 დღის წინ მეგონა, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილი ვარიანტი იყო. დღეს 10 წუთი ვუყურე მაგ სცენას და სხვა ოფოფები დავინახე. სწორედ ეს მიშლის ხელს, თან ვბრაზდები ჩემ თავზე, რომ ესეთი მიდგომით ვერასდროს დავამთავრებ... მჯობნის მჯობნი არ დამელევა და ეს დაუსრულებლად გაგრძელდება. ვერ გადამიწყვეტია, ეს გავაგრძელო, თუ ახალი დავიწყო?... ეხლაც ჩართული მაქვს 3დ მაქსი და ვფიქრობ, ამას ჩავუჯდე დილის 6 საათამდე, თუ ეს დრო სხვა სტილს დავახარჯო? გავიჭედე...
