მოკლედ, ცოტა გაურკვევლობაში ვარ.
2000 ლარზე მეტის გადახდა არ მინდა (ნუ, 100 ლარზე არ არის ლაპარაკი) და ამ ფასში მინდა სამსუნგი 40"-ზე მეტი. ისეთი არჩევანი მაქვს, რომ (აზიურს საერთოდ გამოვრიცხავ) უნდა ვიყიდო ან H სერიის 6400 და 40"-იანი, ან F სერიის 6400/6800 და 46"-იანი.
აი აქ მჭირდება თქვენი დახმარება, რამდენად ჩამოუვარდება F სერია H-ს? როგორც GT-R-მა თქვა, განახლებებით F სერიასაც არა უშავს და, რომელს მირჩევთ? არ მინდა, რომ სმარტ ფუნქციებზე და ფლეშ ფლეიერზე პრობლემა მქონდეს, მაგის გამო ვყიდულობ, თორემ ტელევიზორების უკმარისობა ნამდვილად არ მაქვს, უბრალოდ სმარტმა დამაინტერესა.