Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. დარწმუნებული ვარ იმ მხრივ, რომ საიდანაც გადმოვწერე, არავის უხსენებია, რომ პრობლემა აქვს. რაც შეეხება კრეკს, კრეკი არ მოყვა (უწერიათ, რომ ჩაკერებულია). პირდაპირ დავაინსტალირე. თუ გეგულება მუშა კრეკი, მომეცი. დავკრეკავ და იქნებ უშველოს...
  2. დავაყენე ეს ვერსია. თამაშს რომ ვუშვებ, იხსნება ფანჯრის რეჟიმში (ბოლომდე არ შლის ეკრანს) და capcom-ის წარწერა რომ გამოდის დასაწყისშივე, 2-3 წამში ქრება ქაფქომი და შავი ეკრანია, დიდი ხანიც დაველოდე, მაგრამ თამაში არ გაუშვა. არა და, მუშა ვერსიაა. რამეს ხომ ვერ მირჩევდით?
  3. თეთრ მაიკიანი რა საკალელია
  4. თუ დიდი ჩალიჩი არ უნდა (შენ რომ არ გაწვალო), შეგიძლია 2 სიტყვით მითხრა, საიდან უნდა მოვუნიშნო, რომ გპუ-თი დაარენდეროს.
  5. gpu რენდერს რა უპირატესობა აქვს?
  6. საშაბათ-კვირე გასართობიც გამომიჩნდა...
  7. მივხვდი. მადლობა
  8. ოკ. გავითვალისწინებ...
  9. იცი რატომ გამიჩნდა ეჭვი, rfactorcentral-დან (ხომ იცი, საკმაოდ კარგი/სანდო საიტია) შენი მოცემული ლინკით გადმოვწერე kamikaze ტრეკი, რომელიც ექსე ფაილი იყო (განსხვავებით იმათგან, რომლებსაც პირდაპირ ვაგდებ location ფოლდერში). გავუშვი ინსტალაციაზე და თამაშს დედა უტირა, თავიდან დამჭირდა პროჯექტ დი-ს გადმოწერა. იმის მერე ვფრთხილობ, დაჟე, ახალი ბოლოდებიც მინდა დავამატო და 1-2 რაც მომეწონა ექსე ფაილიანი იყო (300-400მბ.). აღარ დავაყენე, ამანაც კამიკაძესავით არ გამიფუჭოს თამაშითქო. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ვფრთხილობ. თან, ფ1 ხომ ექსე ფაილიანი მოდია და არა ჩვეულებრივი ბოლიდი, რომელსაც vehicle ფოლდერში ჩაგდებით გამოვიყენებდი.
  10. ლექსო მიყენია შენი მოცემული პროჯექთ დ (რაღაც პორთეიბლ ვერსიაა, ინსტალაცია არ დაჭირდა, ამოვაარქივე და მთლიანი ფოლდერი პირდაპირ ჩავაგდე დ დისკზე). ეხლა მინდა დავაყენო F1 მოდი და, ცალკე სხვა ვერსია გადმოვწერო სპეციალურად ფ1-ისთვის, თუ შესაძლებელია ამ ვერსიაზევე დავამატო და ორივე მქონდეს - დრიფტიც და ფ1-იც?
  11. შენ ვერც კი წარმოიდგენ, რა ჩინურია ჩემთვის, რაც აქ დაწერე საღამოს სახლში გავხსნი შენ ფაილს და უფრო გამიადვილდება იმის გაანალიზება, რაც ამიხსენი. დიდი მადლობა სცენისთვის
  12. მგრძნობელობები ძალიან დაბალზე გაქვს დაწეული, ხო? აბა, ამდენ სინათლის წყაროს სიკაშკაშე ექნებოდა, სულ გაათეთრებდა სცენას. ადრეც მიხსენებია, რომ განათებები ძალიან მიჭირს და ყველაზე მეტად ეგ მაწვალებს ხოლმე. მაგ სისტემაზე რა დრო დაჭირდა ამ რაკურსის რენდერს? პ.ს. საავტორო უფლებებზე, რომ პრობლემა არ შეგიქმნა რამე ძველი სცენა არ აგქვს, რომ მაქსის (2014) ფაილი მაჩუქო/მათხოვო? უბრალოდ, კარგად მინდა დავაკვირდე, რა პრინციპით ანაწილებ სინათლეებს. გავხსნიდი მაქსში და ექსპერიმენტებს ჩავატარებდი...
  13. ვი რეია? შეგიძლია სურათი დადო, განათებები როგორ გაქვს განლაგებული?
  14. http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/kuriozi/55141-am-videos-yurebisas-sicilith-chabzhirdebith.html
  15. ამ თამაშში ბახა-ბუხები და სროლები არ არის ხო? მხოლოდ "ტრუბნოი კლუჩით" დარბიხარ?
  16. ფლეშკიდან გაუშვი? რათ გინდა ფლეშკა, შედი თვითონ ტვ-დან და თავისივე ოფიციალურებში გდია. მე მანდ მივაგენი. ეტყობა ფლეშკიდან აქვს პრობლემა. სინჯე ოფიციალური და მგონი უნდა მოგეწონოს კინოჰიტი ადრე კი ფასიან პაკეტებს მოყვებოდა (გლობალ-ტვ და სილკ-ტვ-ს), 1-2 კვირის წინ მერე მეც გადავაწყდი რაღაც ვიჯეტის ლისტში იყო, მაგრამ მეგოგო მაქვს და კინოჰიტის ხარისხმა აღარ დამაკმაყოფილა და წავშალე ის ვიჯეტი
  17. ხო, ეგ მეც მაგრა გამიკვირდა, მეგოგოდან ერთხელაც არ გაუჭედია, თან ხარისხზე რომ შედარებაც არ არის და, ამათ რა ჯანდაბა ჭირთ ტო?... ბიჭო, ერთი ამ გადახდის მეთოდს მივაგნო და კარგად შევამოწმებდი ყველა არხს. უბრალოდ, რომ არც მიფიქრია გათიშვაზე, რაც მაინტერესებდა, მხოლოდ იმას ვუყურებდი, თორემ 3-4 დღეში გათიშვის ამბავი რომ მცოდნოდა, ამ 3 დღეს კარგად გამოვიყენებდი და ყველაფერს გავტესტავდი. მაგრამ ის კი ფაქტია, რომ რასაც შენ მეუბნები, ეგრე საერთოდ არ გავუწვალებივარ, ერთი ის იყო, რომ HD არხებზე გაუჭირდა. ლსტრიმს რაც შეეხება, მაგაზე საერთოდ რამე ფასიანი არხი ჩართულია? რომელიმე დისქავერი, ან რამე მსგავსი?
  18. ვაა, ცუდია მე ეგ არხები არც გამიტესტია, ფილტრი მხოლოდ შემეცნებითზე დავაყენე და სხვა არხებს არც ვუყურებდი. შემეცნებითში კი, ყველას უპრობლემოდ აჩვენებდა (HD-ის გარდა). ამ არხებზე (დაახლოებით 10-12) პრობლემა არ მქონია და მზად ვარ ამ 10 არხის გამოც კი გადავიხადო 5 ევრო, მაგრამ გადახდის მეთოდი არ ვიცი. ელსტრიმზე მეც გადავიდოდი, მაგრამ მაგათ ხომ ეს ფასიანი არხები არ აქვთ? ძირითადად დისქავერებს, ექსპლორერ-ჰისთორი და ნათ.გეოს ვგულისხმობ. ამ არხებს მიმაგნებინა სადმე და სხვა არც მინდა. ქართულ არხებს საერთოდ არც ვუყურებ, ინფორმაციას დღეში რამოდენიმე საათი ინტერნეტში ვკითხულობ და ფილმებსაც სპეციალურად ვეძებ (და არა ისე, რაც მომხვდება). ამიტომაც არ მაქვს ბევრ არხზე პრეტენზია, მხოლოდ ისინი მინდა, რაც ჩამოვთვალე.
  19. ვიჯეტს არასდროს გაუჭედია, HD არხებზე კი ჭედავს (მაგალითად discovery science HD) , მაგრამ მე ჩემს ბანძ ინტერნეტს დავაბრალე. ჩვეულებრივებზე პრობლემა არ აქვს, მიდის გლიჯინით. რამოდენიმე დღე უფასო გექნება, დააყენე და გატესტე შენებურად.
  20. აგაშენა ღმერთმა ერთი ეგ ამიხსენი, ეს სტრიმ მოდი რა არის? დავაყენე და რაღაც ვერ გავუგესავით. უფრო სწორედ, კი გავუგე, მაგრამ მაგაში ხომ რაღაც ფლეი ლისტებიც უნდა ჩაყარო (მაგალითად, როგორც ეს EX.UA 1.0.2; FS.TO 0.5.3 და მსგავსი რაღაცეებია) და ეს ცაყრა-ცამოყრა ვერ გავიგე. მაგრამ ესეთი "თვითნაკეთი" ვიჯეტები სულ აღარც დამაინტერესებს, თუ იმ 5 ევროს გადახდის მეთოდს მივაგენი. მართლაც უძლიერესია, თან ისეთი კარგი არხები აქვს (99% მხოლოდ შემეცნებითს ვუყურებ), რომ სხვა აღარც მინდა. მიდი აბა, იქნებ მიაგნო გადახდის უკეთეს მეთოდს და დღესვე ჩავრთავ 6 თვისას პ.ს. კიდევ ერთ ფასიან ვიჯეტს ვხმარობ ონლაინ ფილმებისთვის (http://megogo.net/ru), 10 ლარია თვეში, ფილმების დიდი არჩევანით ვერ დაიკვეხნის (ახალ ფილმებს ვგულისხმობ), მაგრამ ესეთი ხარისხის ონლაინ(!) ფილმები არასდროს მინახავს. თან, 1,5გბ ფილმებზე მიჩვეულისთვის, ესეთი ხარისხი ნამეტანი კომფორტი გამოდგა.
  21. მოკლედ, იმის გათვალისწინებით, რომ Smart TV ნელ-ნელა ძალიან აქტუალური ხდება, მსგავსი თემაც საჭიროა და იყოს. რამე რომ დამჭირდება/მაინტერესებს დავძვრები უცხოურ ფორუმებზე და ვეძებ სასარგებლო თემებს. ჩვენც გავხსნათ და საინტერესო საკითხები გავუზიაროთ ერთმანეთს. ძალიან ბევრი ვიჯეტები გამოდის თითქმის ყოველ დღე და ამდენის რამის გატესტვით დავიღალე... თუ ვინმეს რამე საინტერესო რჩევა აქვს, გაგვიზიაროს. ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო აპლიკაცია. Play on TV გადმოწერ, დააინსტალირებ კომპში და ტვ-ში. ონლაინ ვიდეოს ყურებისას, ბრაუზერიდან სასურველი ვიდეოს ლინკს 1 კლიკით გააგზავნი ტვ-ზე (თუნდაც ტვ გამორთული იყოს) და ნებისმიერ დროს შეგიძლია ყურება (ასევე, აქვს ვიდეოს შეწყვეტილი მომენტიდან გაგრძელების ფუნქციაც). არ არის შეზღუდული ვიდეო ლინკების რაოდენობა, გადააგზავნე რამდენიც გინდა. ასევე, რაც ყველაზე მთავარია, შესაძლებელია ნებისმიერი კომპიდან გამოყენება, მთავარია, იგივე ექაუნტით შეხვიდე ბრაუზერში (ჩემს შემთხვევაში ქრომი) და აღნიშნული ფუნქცია ჩართული დაგხვდება - ბრაუზერის მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება TV-ს ღილაკი, რომელიც ვიდეოს გაშვებისთანავე გალურჯდება, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულ ვიდეოზე შეგიძლია ლინკის გადაგზავნა (ნებისმიერ საიტზე/ვიდეოზე მუშაობს უპრობლემოდ). ეს ყველაფერი მაღალი ხარისხის ინტერნეტიანი უზერებისთვის შეიძლება არც კი იყოს საინტერესო, რადგან 30გბ+ ფილმებს უყურებთ, მაგრამ 5-10მბ პაკეტიანი ინტერნეტის მფლობელებს არ გვაქვს მაგის ფუფუნება და 24სთ+ ლოდინი ფილმის გადმოსაწერად, იშვიათობაა ჩემთვის. იძულებული ვარ დვდ ხარისხს დავჯერდე. კიდევ ერთი ძალიან კარგი ვიჯეტი მაქვს My Magic TV, რომელიც 200-მდე ფასიან არხებს აჩვენებდა. მე-4 დღეს დამიწერა, უფასო არ არის, იყიდეო. სიამოვნებითთქო, მეც ვუპასუხე (მხოლოდ 5 ევრო თვეში), მაგრამ გადასახდელად რომ შევედი, რაღაც ვერ გავიგე რა უნდა მექნა (არ ვსარგებლობ ონლაინ შოპინგით). იქნებ მირჩიოთ როგორ გადავიხადო? მაქვს მასთერ-ქარდი, რომლითაც ერთხელ უკვე ნაყიდი მაქვს ამაზონზე (თუ აქვს ამას მნიშვნელობა). აბა თქვენ იცით.
  22. ამ სოფტზე ვამბობ. https://play.google.com/store/apps/details?id=com.samsung.companion&hl=ru მხოლოდ სამსუნგისთვის არის, მაგრამ რის საშუალებასაც ეს პროგრამა იძლევა, მაგ ვარიანტში რა შეიძლება სხვა გამოვიყენო? ანუ, როგორც PC-ის შემთხვევაში, დააკავშრებ და მედია ფაილებს რომ გიჩვენებს, ეგეთივე დანიშნულება აქვს ამ სოფტსაც, მაგრამ მხოლოდ სამსუნგის სმარტ ფონებზე.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.