-
Posts
13110 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
34
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by eXtreme-Hunter
-
მხოლოდ ნება არ არის, ვირეიზე გადასვლით (რენდერის დროსაც, რომ თავი დავანებოთ), ბევრი რამე იქნება შესაცვლელი. კაროჩე რა, რაც გამოვა, გამოვა რა
-
ეგ ვიცი, ისედაც სურათებით ვარენდერებ, მაგრამ ამდენი დროის დახარჯვად არ მიღირს... ეს მხოლოდ გართობაა ჩემთვის და ამას თუ სუტკობით ველოდე, სულ არ მინდა ესეთი გართობა ტუტორიალებში ისეთ ვერაფერს აღმოვაჩენ, რომ რენდერის დრო შემიმციროს. შენ რომ მითხარი ვირეიზე, მეგონა კონკრეტულად რამე იცოდი, თორემ ეგრე ტუტორიალებით ვერაფერს უზავ. ყველაზე მინიმალური დატვირთვით თუ ესეთი დრო მიაქვს, ტუტორიალებში ნაღდად ვერ აღმოაჩენს ისეთ ჯადოსნობას, რომ ეს საჭირო მინიმალური დრო კიდევ უფრო შეამციროს. მოკლედ, ამ პროექტს დეფოლტით ჩავამთავრებ და შემდეგი თუ დავაპირე, იმას გავაკეთებ ვირეით.
-
როგორ? რის ხარჯზე? მაგალითად, ეს ბოლო სურათი რაც დავდე, მაგის რენდერს (default) უნდება 3 წამი, ეგ რომ ვირეიში დავარენდერო (თან დეფაულტ ტექსტურები და განათებებით) მოანდომებს 10-ჯერ მეტს და მაგას რომ ვირეი მატერიალები და განათებები დავადო, თითო ფრეიმის რენდერს დაჭირდება მინიმუმ 1 წუთი, ანუ, 1 წუთიან ანიმაციას მოანდომებს 1 სუტკას და დაახლოებით 5 წუთიანი ანიმაცია იქნება. მარტო რენდერი წაიღებს 100-120 საათს. ეს ლოდინი არ მინდა, თორემ ვირეის გემო ქე ვიცი რაც არის... ხო და, შენ თუ რამე შეგიძლია მირჩიო, რომ ეს დრო საგრძნობლად შემიმცირდეს, დიდი სიამოვნებით მოვისმენ რჩევას :)
-
v-ray-ს ვერ ვხმარობ, სამაგისოდ საკმაოდ მძიმე სცენაა და ძალიან ბევრად მეტ დროს წაიღებს, განათებებშიც მაგიტომ მიჭირს, რომ დეფოლტ სინათლეებს ვიყენებ. ვ-რეი მაგრა მიყვარს, მაგრამ ანიმაციისთვის ძალიან მძიმეა საშუალო დონის კომპზე. ისედაც ნელი ტემპით მივდივარ და მაგ რენდერზე, რომ გადავიდე, წელში გაწყვიტავს კომპს. არა და, მაგარი ვიზუალიზატორია, მევასება ყველაფრით.
-
დრო მიშლის ხელს, საღამოობით თითო საათით ვუჯდები და ესე ნელ-ნელა იმიტომ მივიწევ. შაბათ-კვირას ველოდები ხოლმე, რომ დილამდე ჩავუჯდე, დღესაც ისე დამათენდა დილის 6 საათი, რომ ვერც გავიგე. დრო ისე გაყავს, მიმიქარავს თამაში. საათს დავხედავ და პირველი საათია, ცოტა ხანში ისევ დავხედავ და უკვე 4-ია, არა და, მგონია, რომ 1 საათია გასული თან, ეხლა კამერის მართვის ახალი მეთოდი დავამუღამე და უფრო კარგი გამოვა, ვიდრე ვვარაუდობდი... აქამდე კამერის მოძრაობები ცოტა უხეში იყო და ამ მეთოდით ეხლა უკვე პლავნად იმოძრავებს. ვნახოთ რა გამოვა, იმედია, მთლად ბანძიც არ იქნება.
-
საღოლ, მაგარია. ქალაქის ხედი მაგრა გაქვს დასმული. სინემაა? თუ შეგიძლია, სცენის სურათი რომ დადო, სადაც ქალაქის ტექსტურა გამოჩნდება, ანუ ის მაინტერესებს, როგორ გააკეთე? სფეროა? ესეც ჩემი ნაცოდვილარი.
-
გაიხარე
-
აუცილებლად, ოღონდ ცოტა დროში იწელება... 3 ეტაპად მაქვს მაქსის სცენები (ალბათ, მეოთხესაც დავამატებ). მეორე წუხელ მოვრჩი, მაგრამ ანიმაცია არ მომწონს, კამერას ცოტა უხეში მოძრაობები აქვს და ვფიქრობ, დავტოვო, თუ თავიდან გავაკეთო ანიმაცია (ალბათ თავიდან დავარენდერებ, წუხელ დილის 5 საათამდე შევყევი და მერე შევეშვი). ამ ყველაფერს + antialiasing-იც მაწვალებს, დეფოლტ რენდერში ვაკეთებ და ანტი-ს რომ ავუწევ, მერე ნამეტანი აბუნდოვნებს, დავუწევ და ხაზებს ტეხავს. უცოდინარობის გამო მაგრა ვწვალობ, თან განათებებიც მაწვალებს, ეგ ყოველთვის პრობლემაა ჩემთვის. იმდენი დროც არ მაქვს, რომ ჯერ ვისწავლო და მერე ვაკეთო და ასე წვალებ-წვალებით მივყვები. მცოდნე კაცი ამას აქამდე 5-ჯერ მორჩებოდა პარალელურად პრემიერში ვამონტაჟებ და დიდი დრო მიაქვს ამ ყველაფერს + აუდიოც საჩალიჩოა, რომ ვიდეო და ხმის ეფექტი/ტონალობა ერთმანეთს ლამაზად დაემთხვეს.
-
შენი ნამუშევრის რენდერს რა დრო დაჭირდა? (v-ray-შია ხო?)
-
matusala პატარა ნაყლაპში ვარ და ლაყაფის ხასიათი მაქვს გახსნილი, მაგრამ ვიცი, რომ ცუდად არ მიიღებ ჩემს პოსტს. მოკლედ, მონაცემები გაქვს და მონდომებით და ვარჯიშით შეიძლება, რომ შენგან კარგი დრიფტერი დადგეს, მაგრამ შენს ყველა ვიდეოში "პანიკა" იგრძნობა... პანიკა კი იმაში მდგომარეობს, რომ ზანოსიდან გამოსვლას (ეს შესვლაზე უფრო მთავარია) მოუმზადებელი ხვდები, ანუ, თითქოს არ ელოდები, რომ მანქანა ზანოსის დამთავრების შემდეგ უკუ რეაქციას მოგცემს და მოულოდნელობისგან ზედმეტ მანევრს და რულის ტრიალს აკეთებ. ზანოსში რომ შედიხარ, ყოველთვის მომზადებული უნდა იყო და გრძნობდე როდის დამთავრდება ზანოსი და და დაიწყება უკუ-ზანოსი. მთელი გზის გავლა უნდა იყოს ერთი მთლიანი "სხეული" და არა წყვეტილ-წყვეტილ, თითქოს სათითაო ზანოსთან გიწევს ჭიდაობაო. სანამ ზანოსი დამთავრდება, შენ უკვე მონდევნო მოსახვევზე უნდა იყო ორიენტირებული. შენს ვიდეოებში რაც ჩანს, თითქოს მხოლოდ იმაზე ფიქრობ, მხოლოდ ბოლო კონკრეტული მოსახვევი დაძლიო და შემდეგზე მერე ვიფიქრებო... ესე არ გამოვა, ყოველთვის მზად უნდა შეხვდე მიმდინარე ზანოსის დამთავრებას და მომდევნოს დასაწყისს. ის არ იფიქრო, რომ ოღონდ ეს მოსახვევი გავიარო კარგად... ის იფიქრე, რომ ამ მოსახვევის დამთავრებისას წინ შემდეგი გელოდება და შესაფერისი ტრაექტორიით უნდა შეხვიდე. ეს ყველაფერი ვარჯიშის ამბავია, მაგრამ სანამ ამას არ ამოიგდებ თავიდან, იქამდე გაგიჭირდება ზანოსების სერიების აწყობა. ამისთვის საუკეთესო ვარჯიშია რვიანები. მონახე ისეთი ტრეკი, სადაც ფიშკები იქნება რვიანის ფორმაზე. დაიწყე ზანოსი და ყოველთვის ელოდე, რომ მისი დამთავრების შემდეგ სხვა იწყება და მანქანის ტრაექტორია უნდა დაემთხვეს გზის მიმართულებას.
-
აფტერი კონკრეტულად ეფექტებისთვის არის, ანუ, მარტვიად რომ ვთქვა, ვიდეოს ფოტოშოპია და მაგაში მხოლოდ ეფექტების დასადებად მუშაობენ, ხოლო პრემიერი სამონტაჟოა, გადაჭრა-გადაბმა, გადასვლები და ა.შ. კი, პრემიერსაც აქვს თავისი ეფექტები, მაგრამ აფტერთან შედარებით ნოლია და ეგრეც უნდა იყოს, რადგან პრემიერი არ არის ეფექტებზე სამუშაოდ.
-
ეხლა ჭკუა ვისწავლე და მთელ მასალას ფლეშკაზე ვინახავ, მაგრამ თვითონ პრემიერის სამონტაჟო ფაილები ვინჩესტერზე ინახება და ვინდოუსის გადაყენებით ყველაფერი თავიდან გახდება გასაკეთებელი.
-
რატომ და, ადრეც ეგრე მომივიდა, პრემიერში რაღაცას ვაკეთებდი, მერე მაზერი და ცპუ შევცვალე და ახალი მაზერის გამო ვინდოუსი გამიხდა გადასაყენებელი. კინაღამ გავგიჟდი, იმდენი რაღაც ჩამეყარა წყალში. ეხლა ნამდვილად ვერ გავრისკავ. არც კი ვიცი, რომ ფესტივალი ტარდება. თუ სადმე იქნება, ვუყურებ.
-
მთავარი პრობლემა ის მაქვს, რომ რა ცპუ-ც არ უნდა ვიყიდო, მაზერი ყველა ვარიანტში დამჭირდება და შესაბამისად ვინდიც გადასაყენებელი გამიხდება. არა და, ეხლა ვინდის გადაყენების შანსი არ მაქვს, იმდენი რაღაცეები მაქვს და ისეთი ვიდეოს მონტაჟი მაქვს დაწყებული, რომ ამას წყალში ვერ გადავყრი. იმიტომაც ვიკითხე მხოლოდ ოპერებზე. ანუ, ღირს მხოლოდ ოპერების დამატება? რაში ვიგრძნობ სხვაობას?
-
გრაფიკის მამებო, თქვენთან ერთი შეკითხვა მაქვს. ჩემი კონფიგი (რაც მიწერია) 3დ მაქსში გასართობად მყოფნის, მაგრამ ამ ბოლო დროს ანიმაციებმა მიმიზიდა და უკვე ვატყობ, რომ საკმაოდ სუსტია სამაგისოდ. გაძლიერება კი კარგია, მაგრამ რომ გადავხედე, ცპუ და მბ-ს შესაცვლელად მინიმუმ 600 ლარი მინდა, რომ i7 3770-ზე გადავიდე, მაგრამ ეხლა სამაგისოდ 600 ლარის გადახდა არ მინდა... ხო და, ვიფიქრე, მხოლოდ ოპერატიული ხომ არ გავზარდო 8გბ-ით და 16 გამიხდებათქო. ჩემი შეკითხვაც ეგ არის, რამეში წამადგება დამატებითი 8გბ? რენდერისთვის ცპუ-ს აქვს მთელი დარტყმა, მაგრამ ოპერატიულს რამე ისეთი დატვირთვა აქვს, რომ მისი გაორმაგებით ეფექტს ვიგრძნობ? ანუ, ღირს 8 გბ-ს დამატება?
-
-
ტელეფონით ვარ შემოსული და არ ჩანს კოშკები.
-
რა ტრეკია? რუსთავი ხომ არ არის?
-
მაგას გვიმალავდი?
-
უკვე შესაძლებელია, თუ რამე სხვა პროგრამით აკეთებ და მერე დააკონვერტირებ?
-
დაჯე?! წარმომიდგენია ლაზერული რაღა იქნება.
-
დაასრულეს? კარგად გამოიყურება.
