Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. cgworks.ge კარგი საიტია იმ მხრივ, რომ კონკრეტულად გრაფიკას ეხება თემები, მაგრამ ძალიან პასიურობაა. ბოლო პოსტი 1 თვის წინ აქვთ და რამე თუ დაგჭირდა, კი დაგეხმარებიან, მაგრამ დიდი ხანი გიწევს ლოდინი.
  2. არა უშავს, ეს თემა (სამწუხაროდ) ისედაც ნაკლებად აქტუალურია. მხოლოდ რამოდენიმე კაცი ვართ სამწუხაროდ, აზრზე არ ვარ ეგ ქეშირება და მსგავსი საკითხები. ანუ, ეგ პროქსი ტექსტურების შემსუბუქებას ეხება? პ.ს. რატომღაც მეგონა (მახსოვდა), რომ რაღაც გრაფიკასთან დაკავშირებულ ფაკულტეტეზე სწავლობდი და ეხლა ვნახე პროფილი, რა პატარა ყოფილხარ ეგ მხოლოდ ვი რეიზე შეიძლება? დეფოლტზე არ გამოვა?
  3. გრაფიკოსთა ფორუმებზე დავძრომიალობდი და წავაწყდი თემას, სადაც ერთ-ერთი უზერი ხსნიდა, თუ როგორ უნდა შეარჩიო გრაფიკისთვის ჰარდი და ერთ ერთ უზერს ესეთი რაღაც ეწერა: Для среднего бюджета можно, взять GeForce 670 или 680, выше – 780 или 780Ti. Дороже - GeForce 690, или аналоги от AMD. Вообще особой разницы не чувствуется , тем более если сцена тяжелая использовать Proxy проще, чем покупать дорогую видеокарту. ხო და, ამან დამაინტერესა, რა არის ეს პროქსი, რა დონეზე შეამსუბუქებს რენდერს და როგორ უნდა გამოვიყენო? პ.ს. ვინც რუსული არ იცით, გადავთარგმნი: საშუალო ბიუჯეტისთვის შეიძლება 670 ან 680 იყიდო, უფრო მაღალ დონეში კი 780 ან 780ti. საერთოდ, მნიშვნელოვანი განსხვავება არ იგრძნობა (ვიდეო კარტებზე ამბობს, რენდერის დროს), მითუმეტეს, თუ სცენა მძიმეა, უფრო ადვილია (ალბათ, "ადვილია"-ში ეფექტურს გულისხმობდა) პროქსის გამოყენება, ვიდრე ძვირიანი კარტის ყიდვა.
  4. არა, ამ წყალს არსად ვიყენებ. მთავარი სცენა გადატვირთულია და იქ რომ არ მეტარებინა ცდები, ცალკე გავაკეთე. მხოლოდ საცდელი ვერსიაა (სეივიც კი არ მიმიცია).
  5. მოკლედ, როგორც იქნა მოვაგვარე, 2 საათი კი მაწვალა, მაგრამ ტუტორიალების და ცოტა ჩემი წვალების შემდეგ ბოლოს რაღაც გამოვიდა (ტუტორებში ძირითადად პლაგინებს იყენებენ).
  6. fb-ს არ ვხმარობ. არც კი მაქვს
  7. მაქსისტებო, დამეხმარეთ რა. დამტანჯა ცის ტექსტურამ. რას არ ვეჩალიჩები და ვერაფერი მოვუხერხე. როგორ გავაკეთო სცენა ღია ცის ქვეშ? სფეროს ვიღებ, ვჭრი შუაზე და ამ ნახევარსფეროს ვადებ ცის ტექსტურას, მერე uniform scale ინსტრუმენტით ამ სფეროს მხოლოდ სიმაღლეს ვუცვლი და ვადაბლებ. რა ვუშველო? როგორ ამზადებთ ესეთ სცენებს? პრობლემა იმაშია, რომ ცის ტექსტურას წელავს. კი შემიძლია ისე შევუცვალო მონაცემები, რომ აღარ გაწელოს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ ხედზე იქნება მორგებული. მე კი მინდა, რომ გარშემო 360 თუ არა, მინიმუმ 180 გრადუსზე ჩანდეს კარგად და არ წელავდეს (ანიმაციისთვის მინდა და კამერის არეალში მინდა კარგად ჩანდეს, თორემ მხოლოდ ერთი კუთხით ადვილად მოვაგვარებდი).
  8. ბენჩის გამო დავაყენო ცპუ-ზე, თუ ისედაც ჯობია?
  9. მოდერთან ბოდიშს ვიხდი, არ ვიცი ამ თემის წესები და 1 სქრინისთვის ნუ გადამაკითხებთ უბრალოდ, მაინტერესებს როგორია ჩემი შედეგი და სქრინშოტს დავდებ. ვიდეო სტოკია, ცპუ მსუბუქად მირაზგონებული (ადრე G1ORG1-დამარაზგონებინა), იქიდან გამომდინარე, რომ მე და რაზგონი შორს ვართ, დეტალები არ ვიცი... ესე წერია - i5 760 @ 2,8ghz 3,36ghz.
  10. ე ბიჭო, 300 ლარში გ27-ია, ნუ გაუშვებთ ხელიდან! 500-დან დაიწყო და 300-ზე ჩამოვიდა. ძმაკაცსაც ვეჩალიჩე და ვერ ვაყიდინე. თქვენ მაინც ნუ გაუშვებთ ხელიდან. http://forum.ge/?f=12&showtopic=34648291&st=15
  11. ნუ, პატარძალი ისეთი წიწკვია, მაგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, BP-ს საკონტროლო პაკეტს თუ არა, მინიმუმ 10% აქციებს უნდა ფლობდეს. არა და, რამდენი ოცნებობს ეგეთ ქალთან სექსზე... ეს სტატია ძმაკაცს წავაკითხე და რა თანხაზე გაატარებდი ერთ ღამესთქო, მილიონი გაწყობსთქო და, შანსი არ არისო, თან დაიგინა! მაგრამ ვერ დავუჯერებ... მაგის დედა ვატირე, ხალხი უფასოდ ნეკროფილობს და, ბოლო-ბოლო ეს ბაბუშკა ცოცხალი მაინც არის, სიმულიანტურ ხმას მაინც გაგაგონებს და მიხვდები, რომ ჯოჯოხეთი დასრულდა და ვსიო უჟე პო ზადი
  12. სიყვარული ბრმააო, მაგრამ ეს სიბრმავეც აღარ არის! ვერ დავიჯერებ, რომ მისი ქონების ჩაგდება არ აქვს ჩაფიქრებული. http://www.ambebi.ge/mozaika/103781-31-tslis-kacs-91-tslis-qali-uyvars-mamakacma-sheyvarebuli-50-tslis-dedasac-gaacno-5-foto.html
  13. გასაგებია ჰაი პოლი ბევრად მაგარი გამოდის, მაგრამ შენ სცენაში ძირითადად სიბრტყეები რომ არის, მაგიტომ გამიკვირდა. რენდერს რას ხმარობ ხოლმე? ვი რეი?
  14. მაქსია, 2014. შენ მოდელს ვაკვირდები და კითხვა გამიჩნდა, ამდენი პოლიგონები რატომ გაქვს? ისეთი ფორმა აქვს შენს კორიდორს, რომ მინინუმ მათი ნახევარი რაოდენობითაც გააკეთებდი და ტყუილად რატომ ამძიმებ სცენას?
  15. კოჭებშივე ეტყობა ჩონჩხს, რომ კარგი გამოვა, მაგრამ დაჯახებაზე რა გითხრა?!... მოდელირებაზე გეტყობა, რომ კარგად ფლობ, მე კი ჩემი ცოდნის დონე არ მაძლევს მაგის საშუალებას, მხოლოდ 1 სურათით ნუ შემაფასებ
  16. კარგი ჩანს, მაგარი ტექსტურებით ლამაზი გამოვა, ფორმა კარგი აქვს.
  17. პრობლემა არ არის. შენ დაიწყე და (თუ მაქსს გადაწყვეტ) კაი გაკვეთილებს მოგაყრი(თ).
  18. თუ ეგეთი პროექტი გაქვს ჩაფიქრებული, მაშინ მაქსისთვის შენი სისტემა საკმაოდ სუსტია. ჩემ სისტემას შეხედე, დიდი არაფერია, მაგრამ შენს სისტემაზე საკმაოდ ძლიერია, ხო და ჩემსას კლავს ანიმაცია და შენსას რაღას უზავს?!... არ გაწყობს მაქსი. სინემაზე კითხე ბიჭებს და გეტყვიან, რატომღაც მგონია, რომ მაქსზე მსუბუქი უნდა იყოს, თან გაკვეთილებიც ბლომად ყრია. ანიმაციამდე ჯერ მოდელირება დაამუღამე, მერე მატერიალები, მერე განათებები და ბოლოს კამერის მართვა (ანიმაციისთვის). განათებები ძალიან მტანჯავს და ვიცი რას ნიშნავს ეგ პრობლემა - რაც არ უნდა კარგად მოდელირებული და ლამაზად გაკეთებული ტექსტურები ედოს, განათებები თუ არ გივარგა, ჩათვალე, რომ ნახევარი ეფექტი დაკარგული გაქვს... დაახლოებით ისეთ პონტში, მაგარ სუფრას რომ გაშლი და ღვინო არ გივარგა, ხომ გიბანძებს ქეიფს?! წარმატებებს გისურვებ, მთავარია ერთი დაიწყო და ნელ-ნელა რომ შეხედავ რაღაცეები გამოგდის, მაგარ მუღამზე მოხვალ.
  19. ძირითადად ყველა იმას გირჩევს, რომელთანაც უფრო აქვს შეხება. შენ რომელიც უფრო გეხერხება, ან უფრო ადვილად აითვისებ, იმაში გააკეთე. სინემასთან არასდროს მქონია შეხება, მაგრამ მაგაში დამუშავებულ სცენებს/ანიმაციებს, რომ ვუყურებ, საკმაოდ კარგი ჩანს. ასე რომ, ამ შემთხვევაში ის დააყენე წინა პლანზე, რომელსაც უფრო ნაკლები სიძლიერის ჰარდი ჭირდება. მაგ საკითხში მაქსი საკმაოდ მძიმეა. კითხე სინემას მომხმარებლებს და ეგ თუ უფრო მსუბუქია, მაშინ სინემაში აირჩიე. მაგალითისთვის, ამ გვერდზე პირველს პოსტზე რომ სურათი დავდე, მაგ სცენის (მხოლოდ 1 ფრეიმს) რენდერს მაქსი ანდომებს მინიმუმ 15 წამს, გააჩნია სინათლის წყაროს სიმრავლეს და მათ ჩრდილებს. ხო და, ეხლა გადათვალე, წამში მინიმუმ 24 კადრია, 24 გაამრავლე 15 (ეს სულ მინიმუმ, უბრალო რენდერით) და გაამრავლე იმ წამების რაოდენობაზე, რამდენიანის გაკეთებასაც აპირებ. სცენას თუ დატვირთავ და + კარგი ხარისხის რენდერს გამოიყენებ (მაგ. v-ray ან mental ray, ეს მენტალი კიდევ ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე ვი რეი), მაშინ თითო ფრეიმს შეიძლება 10 წუთიც მოანდომოს, გააჩნია სცენას (არა და, არის ისეთი სცენებიც, რომელსაც ვი რეი რამოდენიმე საათს ანდომებს მხოლოდ 1 კადრს). დაახლოებით რა სტილის ანიმაცია გინდა?
  20. ეს მხოლოდ რამე კონკრეტულ პროგრამებს ეხება? ანუ, დავუშვათ თამაშს, ან რამე სხვა და სხვა მედია ფაილს ორივე უზერი როგორ მოიხმარს? აუდიო სიგნალი როგორ გავა? 1 საუნდ კარტიდან და მეორე მაზერიდან, უსბ-ით?
  21. განა არ, ვერ პ.ს. ყველას მადლობა გულშემატკივრობისთვის. ეს ჩემთვის სტიმულია.
  22. ანიმაცია ცოტა ხმამაღალი ნათქვამივით ჟღერს, ძირითადად კამერა ივლის ამ კორიდორებში და კიბეებზე და ბოლოს შევა მთავარ ოთახში, იქ არის მთავარი
  23. 1 ნაბიჯით კიდევ წინ წავიწიე და კიბის უჯრედ(ებ)იც მივამატე.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.