4გბ რამით მე 64 ბიტიანის დაყენებაში ვერანაირ მინუსს ვერ ვხედავ,კი, 32_ანზე მეტს ჩამწს რამს, სამაგიეროდ სრულად ხედავს 4 გიგაბაიტს, ჯამში უკეთესი თუ არა უარესი ნამდვილად არ არის 32ბიტიანზე.
გრაფიკულ და მაგდაგვარ პროგრამებზე ვინც მუშაობს, დაწერეს ბიჭებმაც, რომ პროგრამების 64 ბიტიანი ვერსიები უფრო სწრაფად მუშაობს ვიდრე 32 ბიტიანები.
ამაში ვერ დაგეთანხმები - თუ თამაში არ არის 64 ბიტიანი, 32 ბიტიან რეჟიმში მაინც წავა უპრობლემოდ. იშვიათია გამონაკლისი 32 ბიტიანი სისტემისთვის განკუთვნილი პროგრამა რომ არ წავიეს 64_ზე (სევენზე მაქვს საუბარი =)) - ეგ გამონაკლისებიც არის ანტივირუსები და ამდაგვარი პროგრამები, რომლებიც ოპერაციულ სისტემასთან მჭიდრო კავშირში არიან.
თუ გიყენია 32 ბიტიანი - იყოს 32 ბიტიანი, იმ დაკარგულ 700 მეგაბაიტს მაინც ვერაფერში გამოიყენებ, დღესდღეობით ეგ 3,25 გიგაბაიტიც თავზე გადაუვა ყველა პროგრამას და თამაშს.
თუ 64 გიგაბაიტიანი გიყენია და რა აზრი აქვს 32 ბიტიანზე გადასვლას, თუ რაღაც მნიშვნელოვანი პროგრამის თავსებადობაზე არ გაქვს პრობლემა.
32 ბიტიანიც და 64 ბიტიანიც ორივე კარგია, მაგრამ ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ 4 გიგაბაიტი რამით, რომ ამ ორიდან რომელიმე ერთი მეორით შეცვალო.