-
Posts
3419 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
9
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by kashmir
-
Tracking Code_ს რომ არ მაძლევს რა ვუყო?
-
საკმაოდ კარგი როუტერია, სხვა რამისთვის დამჭირდა და ახლახანს ვიყიდე, აქვს მაკის კლონირებაც, ოღონდ არ აგერიოს - ტელეფონის ჯეკის (RJ11) შესაერთებელი არ აქვს მაგას.
-
phpMyAdmin_დან ნახე jos_modules თეიბლი, მანდ ნახე ის მოდული რომელიც ბოლოს ჩართე და აურია (ან მიყევი გათიშე ყველა, მერე სათითაოდ ჩართე და ნახე რომელზე ურევს), Published დააყენე 0_ზე და დაასეივე. საერთოდ რის მერე დაეწყო ეს ყველაფერი?
-
ვინტოვკა, რევოლვერი, ტრანკვილიზატორი, ყუმბარმტყორცნი,ამათი ტყვიები, სხვადასხვა გრანატები, ჰაკინგის პროგრამები, სტიმულატორები, ალკოჰოლური სასმელები და კიდევ ათასი ნაგავი დამქონდა და როგორ არ გყოფინდა =)
-
რაც მონიშნული მაქვს ეგ არის, მკლავის ნავაროტკებშია - ბოლომდე რომ გააძლიერებ მთელს ინვენტორის იყენებ.
-
Augmentation_ებში ზრდი ინვენტორის ზომას, ერთ-ერთი პირველი გავააქტიურე ეგ, ყველაფერი თან დამაქვს =) 2 ეტაპი აქვს გაზრდის და მთელ სივრცეს იყენებ.
-
მაგ აზრზე მოვდივარ ნელ-ნელა =) ჩავკლავ პირველ გეიმპლეის და მეორეჯერ დაწყება თუ არ დამეზარა დავერევი დავხოცავ ყველას.
-
ბევრი ძებნის და ბოდიალის შემდეგ ქართულ ვებ-სივრცეში მივაგენი ამ როუტერს - TL-WR1043ND (1, 2) - იდეალური ვარიანტი არ არის, ვერც ბრენდია გადასარევი, მაგრამ ამ ეტაპზე აქვს ის შესაძლებლობები რაც მე მჭირდება. დიდი მადლობა ailamo_ს დახმარებისთვის და საქმიანი რჩევებისთვის. ჩემთვის თემა ამოწურულია, შეიძლება დაიხუროს, თუ afulava_ს არ ჭირდება. გელინკთან არ მქონია შეხება და ვერ დაგეხმარები
-
დღეს დამიმთავრდა დროტიკები და მომიწია რამდენიმე კაცის მოკვლა, მიპარვა არ გამოდიოდა არანაირად - ჰაკერს როცა ელაპარაკები მაშინ რომ მოდიან... 3 კაცი მოვკალი - 30 ექსპი დავკარგე ვერ ვიცლი ამ ბოლო დროს სათამაშოდ, კაი ხანი მეყოფა ეს თამაში - ნელ-ნელა მივიწევ წინ
-
სიჩქარის რეგულირების ფუნქციაა, ჩემს შემთხვევაში მჭირდება, რომ ინტერნეტიდან გადმოწერის სიჩქარე შევზღუდო 40-50 კბ/წამზე...
-
სათაურშივე წერია რაც მინდა - როუტერი, რომელსაც ექნება Wi-Fi და Traffic shaping_ის ფუნქცია. ქსელში იქნება 10-15 კომპიუტერი. მინდა აუცილებლად მაღაზიიდან, ჰოდა იქნებ მირჩიოთ რამე. უკიდურეს შემთხვევაში Wi-Fi_ზე ვიტყვი უარს, Traffic shaping აუცილებლად უნდა ქონდეს...
-
თუ არ დაბრიდავ მერე გხვდება დეტროიტში და რაღაც ინფოს გაძლევს (რა ინფო იყო და რაში გამომადგა ვერ გავიგე), აი მანდ ჯობია დაბრიდო - მესამე შეხვედრაზე უკვე შენს წინააღმდეგ წამოვა =)
-
მე როგორც ვიცი გოუსტს იღებ, თუ Hostile არ გახდნენ, ან გვამი არ ნახეს, ან ხვრელი კედელში )) Smooth Operator_ს ღებულობ, თუ არ ატყდა განგაში - ან რომელიმე მცველი გააქტიურებს პანელიდან განგაშს, ან კამერა. Suspicious - არ არის პრობლემა, მასე რამდენჯერ გამომიტყუებია მსხვერპლი, როცა ბევრნი არიან ერთად. Stealth თამაშს მგონი 2ჯერ მეტი დრო მიაქვს ))
-
Overclockers.ge-ს ახალი პორტალის პროექტი
kashmir replied to kloud's topic in პორტალი Overclockers.GE
Joomla ბევრად მოქნილია wordpress_თან შედარებით და შესაძლებლობებიც ბეეეევრად მეტი აქვს. SEO_ს ამბავშიც ჯობია ჯუმლა (ოპტიმიზაცია ჭირდება და საკმაოდ კარგ შედეგებს იძლევა), შესაბამისად უფრო ადვილად მოაგნებენ ჩვენს საიტს. ჯუმლას მართვის სისტემაც ბევრად მოქნილია. უარყოფითი მხარე - გვერდის ჩატვირთვის დიდი დრო, სერვერზე დატვირთვა მეტია - მაგრამ ეგ ჩვენი სადარდებელი არაა =) სურათების საკუთარი ჰოსტინგის გაკეთება არ არის ცუდი აზრი, ასეთი რამის ინტეგრირება ჯუმლაშიც შეიძლება - ატვირთულ სურათს watermark რომ დაადოს, მაგრამ ისევ ჩვენს bandwidth_ს დააწვება, ცალკე გაკეთება ჯობია ბევრად, მაგრამ 100% სანდო უნდა იყოს, თორემ ერთ დღეს რომ წავიდეს ის ჰოსტინგი ჰაერში გაყვება ნახევარი საიტიც, ბევრი სტატია და ნიუსი სურათების გარეშე არაფერი იქნება... მაგრამ გვჭირდება ეს ყველაფერი? მე დღევანდელი პორტალიც მომწონს, დიზაინიც სადა აქვს და განახლებაც ხშირად ხდება. ნავიგაციაც კარგი აქვს. სიახლე რა იქნება პორტალისთვის? დიზაინი გასაგებია, მაგრამ ფუნქციონალურობის მხრივ? ეხლა პორტალს აქვს ბლოგის სახე - ჯუმლაზე ისევ ბლოგის გაკეთების უპირატესობას ვერ ვხედავ, ვორდპრესი აშკარად ჯობია მაგ ამბავში. მარტო kloud_თან არ მაქვს ეს შეკითხვა, რას დავამატებდით პორტალს? p.s. სოსო, ვის შეუძლია ჩვენი პორტალის ქონთენთის ბექაფი გააკეთოს და დამილინკოს პმ_ში? ვცდი Joomla_ზე მიგრაციას. ეს პრინციპში სამომავლოდ, თუ გადაწყდება გადასვლა მერე, მაქვს Joomla_სთან მუშაობის გამოცდილება და ვნახავ რა შეიძლება. -
ვინმე გარკვეული გვჭირდება და კი მოხსნიდა sniffer_ით პაროლს. ან გზაში რომ არ მოხსნა, კომპში ხომ არის ჩაწერილი სადღაც, არ მიგიშვებს ის ტიპი რამე რომ იყოს? ბოლო-ბოლო აკრონისით მოხსენი სისტემური დისკის იმეიჯი მთლიანად და წამოიღე, მერე კი აამუშავებ რამენაირად შენს კომპზე.
-
http://www.ag.ru/reviews/gold/s3
-
ეს ინფო ვერ ვნახე, კომპიუტერების რაოდენობა დამოკიდებულია ლიცენზიის ტიპზეო წერია...
-
ანუ ერთდროულად შეუძლია რამდენიმე მომხმარებელს გამოყენება? შეიძლება ნაყიდი აქვს ლიცენზია მრავალ კომპიუტერზე გამოსაყენებლად, მაგრამ ეგ ისევ ავტორადარის წესებს ეწინააღმდეგება და ლიცენზია შეიძლება საერთოდ გაუუქმონ... გარანტია მომეცი და ისე დამიყენეთქო იმ კაცთან თუ მუშაობს უპრობლემოდ და საქმეს თუ ჭირდება ეს პროგრამა, კი ღირს გარისკვა, სად 100 ლარი და სად 300 ევრო...
-
დებილი ეძახე და 100 ლარად კი იშოვა კაცმა =) ნუ პროგრამაა და შეიძლება გატეხეს, რატომაც არა, ვერ დაგაკავშირებს "იმასთან"? ან თვითონ ეს ხომ არ დააბოლეს და შეტენეს რამე? დიდი ხანია რაც აქვს და მუშაობს უპრობლემოდ? აქ ნაკლებად ეცოდინება ვინმეს, მანქანების "პერეგონშიკების" ტოპიკი არ არის მეზობელ ფორუმზე? ))
-
ეხლა საერთოდ სხვანაირად ვცადე, დავპირდი დავხოცავ მეთქი, მივედი, გავთიშე ორივე და ჩამითვალა ექსპიც მეტი გამომივიდა =)
-
არ ვიცი არ გითხრა თვითონ?
-
ვცადე ორივე ვარიანტი, დახმარებით მეტი ექსპი და ცოტა კრედიტებიც მივიღე, ვიღაც დილერები დამახოცინა...
-
ონლაინ სერვისია, ეჭვი მეპარება სადმე დაკრეკილი იპოვნო, ლიცენზია კი ძვირია, 3 თვიანი ლიცენზია 300 ევრო.
-
Brian Tindall_ს დაეხმარეთ ვინმე? Social Enhancer განვითარებული მაქვს და ადვილადაც "მოვთაფლავ", მაგრამ ხომ არ ჯობია უბრალოდ დავეხმარო? ვიღაც ტიპების მოკვლას მთხოვს, არადა ჯერ საერთოდ არავინ მომიკლავს, დასაწყისს თუ არ ჩავთვლით =)
-
კაი ხანია Vuze_ს ვხმარობ (ადრე azureus ერქვა), ჩემს ინტერნეტზე უკეთეს შედეგს მაძლევს, ვიდრე utorrent. სტარტაპიც და გათიშვაც ცოტა ნელი აქვს, მუშაობის სისწრაფეშიც utorrent_ზე ნელია (ჯავაზეა ბოლობოლო - პროცესორის სერიოზული დატვირთვისას ჩანს კარგად ეს სხვაობა, თორემ idle რეჟიმში სხვაობა - 0) სამაგიეროდ უფრო სწრაფად იწერს ჩემთან, ამიტომ პროგრამის მუშაობის სისწრაფე დიდად არ მადარდებს ერთი რამე არ მომწონს კიდევ - დეფოლტად 2 კლიკით .torrent ფაილის გახსნისას (ან პირდაპირ ჩაგდებისას) მთლიანად იწერს, ანუ არ გეკითხება რომელი ფაილები გადმოწეროს, ამიტომ თუ არჩევითად გინდათ ფაილის გადმოწერა > Ctrl+O და ისე უნდა ჩააგდოთ ტორენტი, ან Options>Tools>Files>Automatically download to default directory მოხსენით და ყოველი ფაილის გახსნისას შეგეკითხებათ.
