პირველი დღე უფრო ადვილი იყო, წაკითხულის გააზრებაზე რამდენიმე მეეჭვებოდა, ძალიან ორაზროვანი იყო რამდენიმე კითხვა, ზოგადად, არ იყო ძნელი.
ანალიტიკური წერა ვიცი, რომ არ მიწერია კარგად (მაინც მოუმზადებელი გავედი) )) კრიტიკა კარგად დავწერე.
რაც შეეხება დროს, პირველ ნაწილს რომ მოვრჩი 5 წუთი დამრჩა, მეორე ნაწილი 10 წუთით ადრე დავამთავრე.
მეორე დღე უფრო ძნელი იყო, პირველ ნაწილზე დრო ძლივს მეყო, მეორეზე ფაქტიურად არ მეყო, რაც მეეჭვებოდა იმ ამოცანების გადახედვა ვეღარ მოვასწარი და თავიდან რა ვარიანტიც მქონდა ის შემოვხაზე. საკმაოდ რთული იყო.
4 წელი იურიდიულზე სწავლამ აშკარად დამიქვეითა მათემატიკური აზროვნება =)
ესე ვერც მე გეტყვი როგორ დავწერე, მაგრამ, ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ, საერთოდ არ მოვმზადებულვარ, შარშანდელი ტესტებისთვისაც კი არ გადამიხედავს... არც მქონდა დრო პრინციპში.