არც მთლად მასეა. მოდერი სტაფის წევრიცაა და ფორუმის საჭირბოროტო საკითხებს წყვეტს, "ჰაერიდან" ეგ წოდება არ მოდის, თუ მოდერობა გინდა, ან რაღაც სასარგებლო უნდა შესთავაზო საიტს და მერე ის "სასარგებლო" უნდა გაქაჩო ფორუმზე, ან კიდევ "ფორუმს გარეთ" უნდა ეხმარებოდე საიტს. შეიძლება ბევრს ეგონოს, რომ ზოგიერთი მოდერი "წელიწადში ერთხელ შემოდის", ან "საერთოდ არაფერს აკეთებს და რად უნდა ეგ წოდება?!", მაგრამ სინამდვილეში ეგ ხალხი ფორუმს გარეთ ჩალიჩობს იმას, რომ ჩვენი საიტი იყოს ის, რაც არის, ან იმაზე უკეთესიც და არ ჩაიძიროს...
ასე რომ "ისე, უბრალოდ", ან "მაინტერესებს რანაირია მოდერობა" მიზეზებით მოდერობა არავის ეძლევა
ცოტა მძიმე პოსტი კი გამომივიდა, მაგრამ ვიფიქრე ხალხისთვის საინტერესო იქნებოდა ამის მოსმენა.