Jump to content

მიშა

VIP
  • Posts

    11815
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by მიშა

  1. რა სახის პრობლემა გაქვს რომ დაგეწერა, კარგი იქნებოდა.
  2. რა ნივთია? ეგ კალკულატორი მოცულობითი წონით გითვლის. თუ მოცულობითი წონა რეალურ წონაზე ნაკლებია, რეალურით გადაგახდევინებენ, თუ მეტია - მოცულობითით. მოკლედ რომელიც უფრო მძიმე გამოვა, იმით იხდი. ახლა ალბათ რეალურით გადაგახდევინებენ, რადგან მოცულობითი ცოტაა.
  3. მასე მეც შემიძლია, +-5-მდე შემიძლია დავარეგულირო, მაგრამ ეგ ხელით ხდება, ბრეკეტინგი მარტო +-1-ის საშუალებას მაძლევს და 1-ზე მეტად თუ მინდა შეცვლა, შტატივის ხმარება მიწევს <_<
  4. აღარ მახსოვს, მექანიკური გამძლეობით მგონი დისკოსებრი/დიაფრაგმული ჯობია, მაგრამ ფოტოს ხარისხისთვის სწორი ჩამკეტი უკეთესია. იმ აპარატს, წინა პოსტში რომ ვახსენე, ასეთიც ჰქონდა და ისეთიც, გადართვა შეგეძლო სურვილისამებრ. რამ გამომაშტერა, აგერ, სახლში მაქვს ასეთი: მაგას აქვს დიაფრაგმული ჩამკეტი. მაგრამ ეგ კამერა მეტად თავისებურია, ობიექტივი არ ძვრება, ნახევრადავტომატია თან. ახლა ვნახე, დიაფრაგმულ ჩამკეტს ერთი დიდი ნაკლი აქვს - 1/1000-ის "იქით" იშვიათად აქვს ექსპოზიციის საშუალება მაშინ, როცა სწორი ჩამკეტი 1/8000-ზეც ადის ზოგ შემთხვევაში.
  5. შენსასაც +-1EV აქვს? ჩემსასაც. მაგიტომ არ ვიღებ HDR-ს :SNEMOTICON13:
  6. ელექტრონული ჩამკეტი უმარტივესია - დენს მიაწვდის, მერე გაუთიშავს. მოძრავი დეტალები არ აქვს. იმიტომაა ისეთი სწრაფი. დისკოსებრ ჩამკეტს თავისი მინუსები აქვს. კერძოდ, კადრის არათანაბარი განათება (ჩამკეტის მოძრაობიდან გამომდინარე ცენტრი ყოველთვის უფრო მეტად იქნება განათებული, ვიდრე პერიფერიები), პლიუს ცენტრალური წერტილის იზოლაცია ვერ ხდება ხოლმე (დიაფრაგმა სრულად რომ დაიხუროს, რთული მოწყობილობის უნდა იყოს). თანამედროვე კამერებში არ მეგულება ეგეთი მოდელი, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ "Zenit"-ის მინიმუმ ერთ მოდელს ჰქონდა ეგეთი ჩამკეტი (ჩემი თვალით მინახავს)
  7. სამწუხაროდ კი. როგორც ფოტოფლეიმში დავწერე, პენტაპრიზმიან DSLR-ებში ყველაზე იაფი Pentax *ist DS-ია (600$) და "reasonable" ვარიანტი კი მინიმუმ Nikon D90 (მარტო კორპუსი 700$ ღირს )
  8. არამგონია პრაქტიკისთვის გეცალოს, მომდევნო 9 თვე მაინც. შეიძლება რამდენიმე დღის გამოკლებით. P.S. სანამ შენ სესიისთვის მოიცლი, ორ-სამ თემას კიდევ მოვამზადებ.
  9. მე მეგონა დეტალური ინფორმაცია გაინტერესებდა მაგ ტიპის AF-ზე. ნეტა არ გადაგეყარა მაგდენი ფული მაგ სასაპნეში :drug:
  10. თემა კი კარგია და მიშას სიკარგის რა მოგახსენო მაშინ საქმე მქონდა. ახლა - აღარ PDAF-ზე რა გაინტერესებს კონკრეტულად? PEN მეც მომწონს. ლინზების გადამყვანი რომ არ მქონდეს ნაყიდი და ოხრად ლინზები არ მეყაროს, გავყიდიდი ამას და ვიყიდდი PEN-ს. ფულიც დამრჩებოდა.
  11. სიმართლე რომ გითხრა, დიდად არ განსხვავდება ეგ ორი ერთმანეთისგან, მაგრმ საერთო ჯამში ზოტაკს გირჩევ მეც :)
  12. ორივემ ვიცით, რომ ეგ არ მოხდება :chojinfc:
  13. :thumbsup: კვირაში თითო არტიკლს დავდებ აწი ფოტოს გადაღებაზე, სანამ არ შევავსებ ყველა კატეგორიას. ჩემთვისაც კარგია, თორემ გამიქრა გადაღების სურვილი :drug:
  14. ბეტონის დინამიკა ექნება :xelitavi:
  15. ეს ყველაფერი კი, მაგრამ, ამხელა კაცი ხარ, ჩხაკუნის ამხელა სტაჟი გაქვს, ერთი პატარა შენიშვნა რომ გამოგემეტებინა, რა იქნებოდა P.S. მომჯობინდი?
  16. ჩვენი კიარა, იმათი კაცო, იმათი შენ რაცხა ნამეტანი მოგინდა ხომ იცი? "ტროიკაში" არა და მეშვიდე სერიაში ჩაატევ ალბათ, ორ ცილინდრს თუ მოახერხავ :crazy:
  17. ავპინავ მოგვიანებით ერთ-ერთი საუკეთესო Ni-MH აკუმულატორია ბაზარზე. რომელიღაც კომპანია აწარმოებს კიდევ მაგას ლიცენზიით, ზუსტად იგივე ელემენტია, უბრალოდ იმ ფირმის სახელი ქვია და 2100-იანადაა მოხსენიებული. ცალ-ცალკე დამუხტვა კარგი ზუსტად იმითია, რომ თითოეული ელემენტი მაშინ ითიშება წრედიდან, როცა 100%-ს მიაღწევს. გიორგი აპირებდა DSLR-ის ყიდვას ადრე, თუ არ ვცდები D5100 უნდოდა და თუ იყიდა მოსინჯე, როგორ შეეწყობით ერთმანეთს ვოვა სპეციალურად შენთვის შემობრუნებული მონა სმაილი: (შენ პოსტში "მიშა"-ს მარჯვნივ უფრო ლამაზად ჩაჯდება) :miyvarxar:
  18. "G" სერიის პანასონიკები ძალიან კარგი კამერებია და"FZ" სერიის პანასონიკებს მართალია ლინზა არ ეხსნებათ, მაგრამ ისინიც ძალიან კარგია, მაღალი ხარისხის ოპტიკა აქვთ ძალიან, მიმიქარავს ბევრი "პროფესიონალი"
  19. საერთო ჯამში მასეა, მარა მაგასაც დაკვირვება უნდა, სიტყვაზე L სერიის ნიკონები რომელიც გინდა აიღე, A მაგას არ აქვს, S მაგას არ აქვს, M მაგას არ აქვს (რეჟიმები), უბრალო დიდი სასაპნეა და მეტი არაფერი ვიზირიც კი არ აქვს.
  20. ფუნქციურობით SLR-ისკენ უფრო არიან, Aperture, Shutter და Manual რეჟიმები ჰიბრიდების უმეტესობას აქვს, სასაპნეებიდან კი ძალიან ცოტას. ასევე ვიზირი (იგივე Viewfinder, იგივე ხედის მაძიებელი) სასაპნეებს თითქმის არ აქვთ, ჰიბრიდებს აქვთ, მართალია ელექტრონული, მაგრამ მაინც აქვთ და პლიუსია ეგეც. შენ თუ "იმ" პანასონიკს გულისხმობ, ეგ ჰიბრიდზე უფრო მეტია, რადგან ლინზა ეცვლება. ჰიბრიდებს ლინზა არ ეცვლებათ, ანუ "აპგრეიდის პერსპექტივა" არ აქვთ, იმ პანასონიკს კი აქვს. ბექა "D" მანდ "Digital"-ია, "ციფრულს" ნიშნავს, სარკიანი აპარატები ზოგადად ყველა არის SLR და ციფრული სარკიანები არის DSLR.
  21. ღამის გადაღებაზე მაისამდე არ იქნება თემა, ცივა ახლა და ვერ გავალ :D
  22. გაკვრით მაქვს ნახსენები, თუ არ დაგაკმაყოფილებს, შემეკითხე და მოგიყვები ვრცლად.
  23. ცალკე თემატურად მოვაყოლებ მალე პეიზაჟს, პორტრეტს და ა.შ.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.