მრავალი ათწლეულის მანძილზე განსაკუთრებული ხარისხით გამორჩეულმა Carl Zeiss-მა თავისი ახალი ლინზა - Distagon T* 2.8/15 წარმოადგინა. როგორც სახელიდან ხვდებით, მას 15მმ-იანი ფოკუსური მანძილი აქვს, მაქსიმალური დიაფრაგმა 1:2.8-ს უდრის. ლინზაში გამოყენებულია ასფერიკული ელემენტები, რითაც მიიღწევა 110 გრადუსიანი მხედველობის კუთხე. მინიმალური საფოკუსო მანძილი 25 სანტიმეტრს უდრის.
მწარმოებლის განცხადებით Distagon T* 2.8/15-ს კარგი სიმკვეთრე და სიღრმე ექნება (რაც არც მეეჭვება), გამოსახულების დისტორსია მინიმუმამდე იქნება დაყვანილი და Zeiss-ის მენეჯერ მიხაელ პოლმანის განცხადებით "ამ ლინზით Carl Zeiss ახალ სტანდარტს დაადგენს ულტრაფართოკუთხიან ოპტიკაში".
რათქმაუნდა როგორც ხარისხიან ოპტიკას შეეფერება, ამ ეგზემპლარშიც მინისა და ლითონის ელემენტებია გამოყენებული (პლასტმასის ნაცვლად). აქედანაა მისი წონაც - 720 გრამი, რაც არც თუ ისე ცოტაა. რაც შეეხება სხვა მონაცემებს:
ფოკუსური სიგრძე - 15მმ;
დიაფრაგმა - f/2.8-22
შემადგენელი ელემენტების/ჯგუფების რაოდენობა - 15/12
ფოკუსური მანძილი - 0.25მ-უსასრულობა
ხედვის კუთხე - ჰორიზონტალური 100°, ვერტიკალური 76°, დიაგონალური 110°
ფილტრის სამაგრი - M95x1.0
სიგრძე - 12მმ
დიამეტრი - 103მმ
ლინზა ამა წლის მაისში გახდება ხელმისაწვდომი, სულ რაღაც 2900 დოლარად. გამოვა მისი ორი ვერსია - "EF" ბაიონეტზე Canon-ის წარმოების კამერებისათვის და "F" ბაიონეტზე - ნიკონებისთვის.
ვიდეოპრეზენტაცია:
წყარო - dpreview.com