ავტოკადი არ ვიცი და არხიკადს დიდი არაფერი ჭირდება. ძირითადად ვიდეოდაფას იყენებს და მანდაც არაა დიდად მომთხოვნი თუკი სცენა ძალიან არაა გადატვირთული. GTX460 რომ დააყენო, თავისუფლად უნდა ეყოს წესითა და რიგით. ოპერატიული 4GB მაინც გინდა, 6-იც შეიძლება. 8-ის აზრს დღესდღეობით ვერ ვხედავ, თუკი არხიკადშივე არ არენდერებ. თუმცა მე (და სხვაც ბევრი) არტლანტისს უფრო იყენებს სწრაფი რენდერისთვის, ვიდრე არხიკადის რენდერერს. პროცესორი რავიცი, E8400-ზე ვამუშავებთ სახლშიც და სამსახურშიც და ჯერ პრობლემა არ გვქონია სენდი ბრიჯის i3 რათქმაუნდა უკეთესი იქნება. AMD-ს A8 პროცესორებს არ ავიღებდი. რა ბიუჯეტი გაქვს?