ყველაფერი. კამერას კარგი სენსორი უნდა ჰქონდეს (კარგში პირველ რიგში ფიზიკურ სიდიდეს ვგულისხმობ, შემდეგ კი მეგაპიქსელების რაოდენობას), გადაღება უნდა ხდებოდეს შტატივიდან, სტუდიაში, თანაბარზომიერი განათების პირობებში. ობიექტივიც ხარისხიანი უნდა იყოს რათქმაუნდა - კარგი ფოტო ტექნიკური თვალსაზრისით 40%-ითაა ბოდის დამსახურება და 60%-ით - ლინზის. დაბოლოს, ეგეთი ფოტო აუცილებლად გაივლის "პოსტ-პროცესინგს" (გადაღების შემდეგ დამუშავებას ფოტოშოპით, ან სხვა რამე პროგრამით).
საკუთრივ მაქსიმალური დეტალიზაცია რომ მიიღო, სამაგისოდ აუცილებელია გქონდეს რაც შეიძლება დიდი ზომის სენსორი (Full Frame კარგია, Medium Format თუ გაქვს ხომ მთლად უკეთესი, თუმცა ჩვენ პირობებში APS-C ზომის სენსორს უფრო იქონიებს კაცი, ისეთი ფასი აქვთ დანარჩენებს) და ისეთი ლინზა, რომელიც ფოტოს კიდეებზე სიმკვეთრეს არ დააკარგინებს. მაგრამ უნდა გაითვალისწინო ისიც, რომ კამერა გადასაღებ ნივთს ზუსტად წინიდან უნდა უყურებდეს, თორემ დამახინჯდება გამოსახულება.