-
Posts
11815 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
33
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by მიშა
-
კარგი, ყველა ფოტო წავიდეს ნეირონთან PM-ში, ან ჩემთან PM-ში. გეთანხმები, კარგი აზრია.
-
და დაყოვნება რამხელა მოგცა? უი ბუნდოვანი კიარა დაბალპიქსელიანი ყოფილა, ეტყობა სადაც ატვირთე, დააპატარავა საიტმა... მე ძირითადად "A" რეჟიმში ვიღებ ფოტოებს, მარტო მე კიარა, უმეტესობა... მანდ ოდნავ უფრო მეტი თავისუფლება გაქვს, ვიდრე "ავტო" რეჟიმზე და მოსახმარადაც მარტივია.
-
რა არაორდინალური ხედი გაქვს რა დიაფრაგმა დააყენე? ცოტა ბუნდოვანია. დაბალი რიცხვი ხომარ მიე? ან პირიქით, მაღალი? :xeli:
-
აი ასეთი რაღაც მოვიფიქრე: გამოვაცხადებთ კონკურსს. თემას რომ გავხსნით, რამდენიმე დღე იყოს და მხოლოდ შემდეგ მოხდეს ნამუშევრების მიღება. მიღება იყოს 1-კვირიანი, რომ შაბათ-კვირას გასვლის შანსი ჰქონდეს ხალხს, ეგებ რამე გადაიღონ... შემდეგ უკვე ჩვენ მივიღებთ ნამუშევრებს, დავდებთ შესაბამის თემაში. შეფასება უნდა მოხდეს ფორუმელებისავე მიერ. თანაც "პოლი" კიარ უნდა იყოს, არამედ "ცოცხლად" უნდა დაწერონ ვის აძლევენ ხმას და აუცილებლად - რატომ აძლევენ ხმას. ხმის მიცემის უფლება უნდა ჰქონდეს მხოლოდ იმ მომხმარებელს, რომელიც დარეგისტრირდა 2012 წლის აპრილის 29-მდე (ანუ დღეის ჩათვლით). ამით თავიდან ავიცილებთ მეორე, მესამე და მე-ჭ-ე ნიკების შექმნას და ხმების გაყალბებას... აი ესაა ჩემი კონცეფცია, რაც ვიფიქრე. დანარჩენი ახლა თქვენ შეიტანეთ ცვლილებები საჭიროებისამებრ :)
-
მაგაზე ადვილი რაა, დაუედიტებელი ფოტო უნდა ატვირთოს, რომ პარამეტრები ვნახოთ და ვის რა კამერა აქვს, ისეც ვიცით უმეტესობის :)
-
შენ ფოტოაპარატზე "A" ღილაკი, კი. თემა გადაიკითხე რომ ძირითადი ბაზისი გქონდეს ინფორმაციისთვის და შემდეგ უკვე კითხვები მომაყარე :spiteful:
-
კარგია, მე თბილისზე ვარ მიჯაჭვული მთავარი მონდომებაა, კარგი ფოტოს 80%-ს ადამიანური ფაქტორი ქმნის, დარჩენილი 20%-ია მხოლოდ აპარატურა. ყ.შ. მე ასე მწამს.
-
თუ ადამიანს რამის სწავლა უნდა, "ნამეტანი" არასდროსაა. შენ გგონია ყოველდღე შემოდის აქ ვინმე ისეთი, ვისაც ცოდნის გაღრმავება უნდა? :(
-
იმუშავებს იმუშავეებს. დარდი ნუ გაქვს. ჩემიც მასეა, თვეობით ვალპობ ხოლმე აპარატში ელემენტს და უპრობლემოდ იღებს და მუშაობს. ვირივითაა :rolleyes:
-
http://www.nikonusa.com/Nikon-Products/Product/Batteries/27017/EN-EL14-Rechargeable-Li-ion-Battery.html "rechargeable Li-ion". ლითიუმია ერთი და ორი კვირით თუ ჩატოვებ არაფერი მოუვა, უფრო მეტ ხანზე კი სასურველია ამოიღო :)
-
საერთოდ ეგ "ელემენტის ამოღების საჭიროების" მითი გაჩნდა Ni-CD ელემენტების დროს, რომლებსაც თუ ჩატოვებდი აპარატში, თავისით ჯდებოდა და თან აპარატის კონტაქტებს ჟანგავდა და აფუჭებდა. ამიტომ იყო საჭირო (უფრო სწორად, აუცილებელი) მათი ამოღება თუნდაც ერთკვირიანი პაუზის დროს... Li-Ion ტიპის აკუმულატორებს იგივე პრობლემები არ აწუხებთ, მაგრამ უბრალო უსაფრთხოების მიზნით სასურველია (სასურველი და არა აუცილებელი) მაინც მათი ამოღება ხანგრძლივი (რამდენიმეთვიანი) შენახვის წინ... თუმცა მე ისეთი ზარმაცი ვარ, არ ვაკეთებ მაგას და არაფერი მოსვლია აპარატურას, ასე რომ შენი გადასაწყვეტია, ამოიღებ - კარგია. არ ამოიღებ - არც ეგაა კატასტროფა :)
-
სისულელეა. თანამედროვე აპარატებში რაც აკუმულატორებია, Li-Ion ტიპისაა, მასე იოლად არ "კვდება". ჩემ მაგალითს გეტყვი - სამი თვის წინ დავტენე, გადავიღე 30-40 კადრი, მერე ორი თვე ისე მედო, ხელი არ მომიკიდია აპარატისთვის. მერე დამჭირდა, ავიღე, წავიღე, გადავიღე 150 კადრამდე სავსებით ჩვეულებრივად, მერე დაჯდა და დავტენე. წლინახევრის წინ ვიყიდე კამერა, 600 კადრს იღებდა დატენვის გარეშე. დღეს იღებს 500 კადრს. გამოსაცვლელია? არამგონი :babu:
-
მაგარია ანანური ეჰ :(
-
არა, სასურველია ჰქონდეს ბლენდა. საერთოდ როცა მზიანია, ან ნათურებია გარშემო, "ზედმეტი" განათებისგან იცავს ბლენდა, ამიტომ ჯობს ჰქონდეს. UV ფილტრიც კარგია, ეგ რომ უკეთია ლინზას, ჩათვალე ნაკლები თავსატკივარი გექნება გაწმენდისას - ჯობია ფილტრი გაჭუჭყიანდეს და გაფუჭდეს, ვიდრე ლინზა :)
-
ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია "300 ლარზე დაბლა" კატეგორიაში. მე ამისკენ უფრო ვიხრები: http://www.amazon.com/Sony-Cyber-Shot-DSC-H70-Wide-Angle-3-0-inch/dp/B004H8FNEO/ref=sr_1_2?s=electronics&ie=UTF8&qid=1335693121&sr=1-2 მაგრამ ძვირი გამოდის ეს "გამძლეობაში" რას გულისხმობ არ ვიცი, დარტყმაგამძლე ფოტოაპარატის ფასები 200$-დან იწყება და მაინცდამაინც არც იმათი "ბრახუნია" სასურველი.
-
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ "პირველი ქართული კომპიუტერი" (ანუ საქართველოში აწყობილი) ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს არსებობდა.
-
სწორედ მაგიტომ არ ვპინავ, ისედაც მუდმივად განყოფილების თავშია ხოლმე თუ ჩაიძირა, მერე კი ავპინავ აბა რას ვიზამ :)
-
იმ კვირაში გამოვაცხადებ, სამშაბათს უფროსი მიდის სტამბულში და მეტი დრო მექნება საფიქრალად...
-
კეთილი იყოს შენი კამერა ამ ფორუმზე ძნელი სათქმელია ეგ რის ბრალია. უფრო სწორად რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს. პირველი - ლინზა ხომარაა წინიდან დასვრილი? მეორე - ლინზას წ#$%ს წვეთი ხომარ მოხვდა? მესამე - ფოტოს გადაღებისას ბლენდა (hood) არ გიხმარია? ბლენდას თუ არ იხმარ შეიძლება კადრში არსებულმა განათებებმა გამოიწვიოს "გვერდითი ეფექტი" და მაგისგან იყოს...
-
სწორედ მაგიტომ გამოვრიცხე ჩემი თავი, რომ აქ არასათანადოდ აფასებთ ჩემ შემოქმედებას (ზედმეტად). წესებს ჩამოვწერ და შევათანხმებ ნიკასთან მალე :)
-
არ ივარგებს ბიჭებო. ვაითუ მოვიგო და სირცხვილია :xelitavi:
-
მე ვერ მივიღებ, რადგან მოდერატორი ვარ. სხვა შემთხვევაში სიამოვნებით მივიღებდი :)
-
ახლა Olympus ჩამომივა და მერე ნახე :spiteful:
-
ძალიან კარგი. ცოტაა აქ ლენტის ენთუზიასტი. უნდა მოვახდინოთ პოპულარიზაცია. ერთი რეპოსტია, მაგრამ არაუშავს :chojinfc:
-
ლენტაა? :spiteful:
