Jump to content

მიშა

VIP
  • Posts

    11815
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by მიშა

  1. გუშინდლამდე მქონდა Avira-ს უფასო ვერსია... გუშინ რაღაც ვირუსი შემომიძვრა, სისტემას "ფრიზავდა". ორჯერ გადავწერე ვინდოუსი და დღეს უკვე MSE-ზე გადავედი. ვნახოთ რანაირია, ბევრნი აქებთ და...
  2. მარგეს არა (ძალიან იშვიათად შემოდის და იმიტომ "არა") და Power_VANO-ს მიწერე. კი, ადამიანია.
  3. ეგეთი რამე არ გამიგია არასდროს. მაღალი ტემპერატურით შეიძლება მოკვდეს. მაღალი ვოლტითაც.
  4. ATI-ს და Nvidia-ს ვიდეოების ფენებს ერთი და იგივე პროგრამები აკონტროლებს MSI Afterburner სცადე დასაწყისისთვის. EVGA Precision-იც კარგია.
  5. არა, მეტისმეტად სუსტია. უფრო სწორად, ძაააააააააალიან იაფია საიმისოდ, რომ განბაჟება მოუწიოს... და ისედაც საკმაოდ სუსტია. 120 დოლარად უკვე HD 5770-ის ყიდვა შეიძლება, რომელიც ამაზე გაცილებით ძლიერია და არც იმას უწევს განბაჟება.
  6. E6850. პლიუსები - 4MB კეში, 3GHz სიხშირე. მინუსები - მოძველებული 65 ნანომეტრიანი დამზადების ტექნოლოგია, რომლის გამოც პროცესორი იქნება ცხელი და ცუდად აჩქარდება. E7500. პლიუსები - 45 ნანომეტრიანი დამზადების ტექნოლოგია, რომლის წყალობითაც პროცესორს აჩქარების დიდი პოტენციალი და კარგი ტემპერატურული რეჟიმი აქვს (4GHz-ზე ქარხნული ქულერით დგება). მინუსები - მე სერიოზულ ნაკლს ვერ ვხედავ. --------------------------------------------------- დასკვნა: თუ პროცესორის "რაზგონს" არ აპირებ, იყიდე E6850. თუ აპირებ "რაზგონს", იყიდე E7500 და თუნდაც 3.6GHz-ზე რომ აიყვანო, საგრძნობლად აჯობებს E6850-ს.
  7. დავბრუნდი. სამწუხაროდ ხელცარიელი. სადაც მეგულებოდა კვებები, ერთგან საერთოდ აღარ ჰქოდნათ და მეორეგან 750-ვატიანი XFX ჰქონდათ ორი ცალი, თითო 300 ლარად. ნამეტანია შენთვის მგონი... და სხვა მაღაზიებში K-mex-ის და Jewel-ის დაბალხარისხიანი კვებები ჰქონდათ, მაგათ ყიდვას უკვებოდ ყოფნა ჯობია...
  8. იმიტომ, რომ ბავშვობიდან მეზიზღებოდა WMP ახლა მოვსინჯავ აქტივატორებს.
  9. "N" ვერსია დავაყენე (მედია ფლეიერის გარეშე რომაა) და 2.0 ლოუდერი არ ააქტიურებს. არსებობს N-ის შესაფერისი ლოუდერი?
  10. "კიდობანი" არის სავაჭრო ცენტრი ვაგზალზე და იქ არის რამოდენიმე მაღაზია, სადაც იყიდება კომპიუტერული ტექნიკა. ორ მაღაზიაში ჩემ ნაცნობებსაც აქვთ აწყობილი სისტემები და კმაყოფილები არიან... მაგრამ იქ რამე განსაკუთრებული არ იყიდება, მაგალითად აქვთ ისევ ქულერ მასტერის კვება, Corsair-ის კვებაც ჰქონდათ ბოლოს რომ ვიყავი... დღეს შეიძლება მოვხვდე იქით და თუ წავაწყდი რამეს, გეტყვი.
  11. რას ნიშნავს UPS-თან არაკორექტული მუშაობა, მაგაზე პასუხს ალბათ მხოლოდ სოსო თუ გაგცემს. პირადად მე არ მინახავს არც Cooler Master და არც Corsair, რომელსაც UPS-თან პრობლემა აქვს.
  12. არაა რთული... ეგ პირველად ხდება მასე ძნელად, როცა პარამეტრები უნდა ჩაუწერო, თორემ შემდეგ იმახსოვრებს და ერთი დაწკაპუნებით იწერ :)
  13. ზოგს რა ბედი აქვს... ჩემი ხვალ ჩამოდის და მესიკვდილება წაშავება :SNEMOTICON13:
  14. შაბათს მუშაობენ ნიკა, ნახევარი დღე, მგონი სამის ნახევრამდე... ჩამოვიდა შენი რეისი ხომ? ჩემი ხვალ იქნება :bliss:
  15. მახსოვს ორჯერ თუ სამჯერ დავწერე ლოუ-ენდ ვიდეოდაფაზე რევიუ. საჭიროა მაინც, ვთქვათ საოფისე კომპს რომ ვაწყობდე, რომელი ვიდეო აჯობებს ხომ უნდა ვიცოდე.
  16. მეც მაგ აზრს ვემხრობი.
  17. ამ თემაში ამის ადგილი არ არის, მაგრამ მაინც დავპოსტავ ერთხელ (ეს ერთი ოფი მაპატიეთ ): AMD-ს არ შეუძლია Nvidia PhysX-ის გამოყენება, რადგან ამის უფლებას Nvidia არ მისცემს. ასევე AMD-ს არ შეუძლია Nvidia PhysX ჩაანაცვლოს საკუთარი ფიზიკის გამომთვლელით (რომც ჰქონდეს), რადგან Nvidia ქვეყნის (მართლა ქვეყნის) ფულს ყრის იმაში, რომ თამაშების შემქმნელებმა სწორედ მათ დრაივერებზე მოახდინონ თამაშის ოპტიმიზაცია, ჩადონ ენვიდიასეული ფიზიკა, 3D-ს მხარდაჭერა და ა.შ. არამგონია AMD-ს მესვეურებს იმდენი ფული ჰქონდეთ, რომ Nvidia-ს "გამოჰგლიჯონ" გეიმ დეველოპერები და თავისკენ გადაიბირონ. ამიტომ არიან წყნარად და ბაზაზე იმ წილით კმაყოფილდებიან, რაც ამჟამად აქვთ. ლოუ ენდს რაც შეეხება, ორივეს ბლომად აქვს. და Dx11-იან ლოუ ენდებს თუ გულისხმობ, Nvidia-ს აქვს GT430, GT440 და GT520, ხოლო AMD-ს - HD 5450, 5550, 5570, 6450 (თუ 6470, ზუსტად არ მახსოვს, სულ ახლახანს გამოუშვა). ანუ AMD-ს მეტი ჰქონია. ეს "დისკრეტული" ვიდეოდაფებია, "მობილური" ვიდეოჩიპები არ მიმითვლია, იქ უფრო მეტი ასორტიმენტია.
  18. შენ მაინც არ ხარ ატის კაცი და ენვიდია კი უშვებს "სტაბილურად" და "გრაფიკით" ისე Dx11 ბაზარზე პირიქით მოხდა - AMD-მ "შემოაგდო" და Nvidia "მიყვა"... აი fps-ზე სავსებით გეთანხმები და რა ლოგიკაა 100+ fps-იანი "მხეცი" "მამა" და მისთანა ვიდეოდაფების ყიდვაში(განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალი თაობის გამოსვლისას მაინც იმაზე გადაბარგდები და "სარეზერვო" სიმძლავრე არ გჭირდება იმის გამო აქაოდა სამი წელი ერთ ვიდეოზე ვიჯდები და მერე არ დამივარდეს fps-იო).
  19. უბრალო GTA4-ზე "sparkIV"-ით ხდებოდა ეგ ამბავი. პროგრამაა ასეთი. gtainside.com-ზე ნახე gta4-ის კატეგორიაში მანქანები, ეგ პროგრამა და გამოყენების ინსტრუქცია... ან ვინმე მოვა, ვინც დაწვრილებით იცის რა როგორ კეთდება და გეტყვის :)
  20. ორმოცდაათი, მაქსიმუმ სამოცდაათი (თუ ძალიან ზემძლავრი "ედიშენია" ის 250). არაა მაგ ორ ვიდეოს შორის იმხელა სხვაობა, რომ მეტის გადახდა ღირდეს.
      • 1
      • Upvote
  21. არა არ იქნება არანაირი პრობლემა, PCI-Express x16 სლოტი აქვს და დადგება უპრობლემოდ ერთიც, მეორეც და მესამეც.
  22. სამი თავით ჯობია: 1. არის Nvidia, რაც ნიშნავს უფრო სტაბილურ ჩვენებას თამაშების დროს, fps-ის ვარდნა არ გექნება, ყოველთვის კარგი დრაივერებით იქნები უზრუნველყოფილი. 2. გექნება Nvidia PhysX, მაგალითად Batman-ში, Mafia 2-ში, GRID-ში და ისეთ თამაშებში, რომლებსაც აქვთ PhysX-ის მხარდაჭერა, გექნება ფიზიკის რეალური ეფექტები. 3. ზედა ორი გარემოება რომ არაფრად ჩავაგდოთ, GTS 250 მაინც ჯობია რადეონს რამდენიმე fps-ით და თუნდაც მაგიტომ ვიყიდდი მაგას... ------------------------------------------------------------------------------- მაგრამ თუ ახალს ყიდულობ, ჯობია GTS450 იყიდო, მაგათ ორივეს ჯობია და უფრო ახალი ტექნოლოგიითაა დამზადებული.
  23. "გაქვს"? თუ "გაქვს და ყიდი"? კარგი რადიატორია ძალიან, 80მმ-იანი ფენიც რომ მიადგა, მშვენივრად აგრილებს!
  24. წესით 667-ზე უნდა იმუშაოს, 5-5-5-15 ტაიმინგით და 1.8V ძაბვით. იმედია პრობლემებს არ შექმნის.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.